ანტიერეტიკონი ეკლესიის გარეთ არ არსებობს ცხონება 0 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > ანტიერეტიკონი

მღვდელი გეორგი მაქსიმოვი

ეკლესიის გარეთ არ არსებობს ცხონება

სულის ცხონება

შინაარსი

შესავალი


ქრისტიანული სარწმუნოება არის ერთადერთი ღმრთითგამოცხადებული ჭეშმარიტება, რომელიც გზას უხსნის ადამიანებს ნამდვილი ნეტარებისკენ; და თუკი მაცხოვარი ბრძანებს, რომ ის არის კარი მიმყვანებელი მამასთან, რომ ის არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; და თუკი, როგორც წმ. მოციქული პავლეც გვიცხადებს, იესუს სახელის წინაშე მუხლს იყრის ყოველი ზეციერი, მიწიერი და ქვესკნელში მყოფი, მაშინ არ არსებობს ცხონება ჯვარცმული იესუს გარეშე; მისი, როგორც ჭეშმარიტად განკაცებული ღმრთისადმი რწმენის გარეშე, რადგან მხოლოდ მისგან განიწმინდებიან ყოველგვარი ცოდვისგან, განათლდებიან და შედიან ცათა სასუფეველში.

ამრიგად, ცხონება შესაძლებელია მხოლოდ უფალ იესუ ქრისტეში, მხოლოდ მის მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ამაზე მოწმობენ ქრისტეს სიტყვები, რომლებიც მან თქვა სახარების ქადაგების შესახებ, რომ "ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მარკ. 16:16), და სიტყვები იმის შესახებ, რომ "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (იოანე 3:5), და წმიდა მოციქულ პეტრეს სიტყვებიც, რომელიც მოწმობს, რომ იესუს ქრისტეს სახელის გარდა "არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს" (საქმე 4:11-12).

ამ ჭეშმარიტებას ადასტურებენ ოფიციალური საეკლესიო დადგენილებებიც. კერძოდ, აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე მართლმადიდებლური რწმენის შესახებ (1723 წ.) ბრძანებს: "გვწამს, რომ წმიდა ნათლისღება, რომელიც გვამცნო უფალმა და აღესრულება წმიდა სამების სახელით, აუცილებელია. რამეთუ მის გარეშე ვერავინ ცხონდება, როგორც უფალი ბრძანებს: "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (იოანე 3:5).

და უფალმაც, აჩვენებდა რა ამ ჭეშმარიტებას, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე უბრალოდ თქვა: "ვინც არ დაიბადება..."-ო, ანუ ქრისტე მაცხოვრის განკაცების შემდეგ, ყველა, ვისაც კი სურს ცათა სასუფეველში შესვლა, სულიერად უნდა დაიბადოს
(ე. ი. უნდა მოინათლოს - "აპოკ." რედ.)... ხოლო ვინც არ მოინათლება და შედეგად, ვერ მიიღებს ცოდვათა მიტევებას პირველმშობელთა შეცოდების გამო, აუცილებლად დაექვემდებარება სასჯელს და, შედეგად, ვერ ცხონდება".

მეტიც, მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას, წეს-განგება, რომლის ტექსტი უწმიდესმა სინოდმა მიიღო 1764 წელს, ნათლად მეტყველებს: "ვინც არ იღებს სახარების მიერ ნაქადაგებ გამოსყიდვის მადლს, როგორც ერთადერთ გამამართლებელ საშუალებას ჩვენი ღმერთის წინაშე - ანათემა!". ანუ, ოფიციალურად განცხადებულია საეკლესიო გმობა მათი, ვინც არ შეიწყნარებს სახარებისეულ სწავლებას იმის შესახებ, რომ ცხონება შესაძლებელია მხოლოდ უფალ იესუ ქრისტეს გამომსყიდველი ვნების მიერ.




მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ჩვენს დროში ზოგიერთ მართლმადიდებელ მორწმუნეში დამკვიდრდა ცთომილი აზრი იმის შესახებ, თითქოსდა ცხოვნება შესაძლებელი იყოს უფლის მიერ დაარსებული ეკლესიის, ნათლობისა და სახარებისადმი რწმენის გარეშეც; რომ არ არის მნიშვნელოვანი, გწამს თუ არა ღმერთის ან აღიარებ თუ არა ქრისტეს მაცხოვრად, ან ცხოვრობ თუ არა სახარებისეულად, მთავარია იყო კარგი ადამიანი, აკეთო კეთილი საქმეები და უფალი მარტო ამის გამო გაცხოვნებს.

როდესაც ამ საშინელ ცთომილებას ამხელდა, ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) ამბობდა, რომ "ვინც იტყვის, თითქოსდა ცხონება შესაძლებელია ქრისტეს გარეშეც ის უარყოფს ქრისტეს, და შესაძლოა, უნებლიედ ღმრთისმგმობელობის უმძიმეს ცოდვაშიც შთავარდეს" (Собрание сочинений епископа Игнатия (Брянчанинова). Аскетическая проповедь и письма к мирянам. СПб., 1905. С. 471).

არ არის გასაკვირი, რომ ეპისკოპოსმა ეგნატემ აზრს იმის შესახებ, თითქოსდა სულის ცხონება ქრისტეს გარეშეც შესაძლებელია, ქრისტეს უარყოფა უწოდა, რადგან თუკი ცხონება ქრისტეს გარეშეც შესაძლებელია, მაშინ ის შესაძლებელი იქნებოდა ქრისტეს მოსვლამდეც. ქრისტეს გარეშე რომ ვცხონდებოდეთ, მაშინ, ამაოდ მოსულა ქრისტე და ის არ ყოფილა მაცხოვარი, თუმცა თვით სახელი "იესუ" ებრაულიდან ითარგმნება როგორც "ღმერთი აცხოვნებს", და მოცემულია სწორედ იმიტომ, რომ "ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან" (მათე 1:21), და თვით უფალმა ბრძანა, რომ "ძე კაცისა ადამიანთა სულების წარსაწყმედად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელად" (ლუკა 9:56), და რომ "მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს" (იოანე 10:9).

დაჯერება იმისა, რომ "კეთილი ურწმუნოები" ან "კეთილი სხგვარადამორწმუნენი" ქრისტესადმი რწმენის გარეშეც ცხონდებიან, სულისთვის სხვა დამღუპველი მოქმედებების გარდა, ღმრთის სიტყვის ქადაგების ყოველგვარ სურვილსაც აუქმებს და ასეთი ადამიანების გულში ქადაგების საქმისადმი სრულ გულგრილობას ნერგავს, რადგან თუკი შესაძლებელია ცხონება ქრისტესა და მისი ეკლესიის გარეშე, რისთვისღა მოვიწვიოთ წარმართები ეკლესიაში? რისთვის ვიღვაწოთ, გავრისკოთ და საკუთარი თავიც კი გავწიროთ წარმართთა და მწვალებელთა მოსაქცევად? ცუდი ურწმუნონი მაინც არ მოისმენენ, ხოლო კარგი სხვაგვარადმორწმუნენი ისედაც ცხონდებიან თავიანთი კეთილი საქმეებიდან გამომდინარე.

ამ სიცრუეს წმ. მოციქული პავლე ასე პასუხობს: "არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, რადგან თუ გამართლება რჯულისგანაა, მაშინ ამაოდ მომკვდარა ქრისტე" (გალ. 2:21). და ამას მოციქული ამბობს არა უბრალო
ურწმუნოებაზე, არა უბრალოდ სხვა რელიგიაზე, არამედ ღმრთითგამოცხადებულ ძველ სჯულზე, - მათთვისაც კი შეუძლებელიაო ცხონება, მიუხედავადა იმისა, რომ ძველი სჯული თვით ღმერთმა უბოძაო ისრაელს. ამიტომაც, სიკვდილის შემდეგ ძველაღთქმისეულ მართალთა სულები ჩადიოდნენ ჯოჯოხეთს, საიდანაც ამოიყვანა ისინი უფალმა თავისი ჯვარცმისა და სიკვდილის შემდეგ, როდესაც თავისი სულით შთახდა ქვესკნელში "მივიდა საპყრობილეში მყოფ სულებთან და უქადაგა მათაც" (1 პეტრე 3:19). ხოლო თუ ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ ვაღიარებთ, რომ სჯულის შესრულებითაც ცხონდებოდა ვინმე, მაშინ ამაოდ მომკვდარა ქრისტე, ყოველივე მის მიერ ქმნილი ჩვენდა საცხოვნებლად არ ყოფილა და ცხონების მიღწევა სჯულის დაცვითაც შეგვძლებია.

მაშ, თუკი ღმრთითბოძებული სჯულის დაცვაც კი ვერ აცხოვნებდა ძველაღთქმისეულ მართალთ, რაღა უნდა ვთქვათ სხვა რელიგიებზე, რომელთა წყარო არის არა ჭეშმარიტი ღმერთი არამედ ადამიანი და ეშმაკი? როგორც ცნობილია, მოციქულთა დროს თითქმის მთელი კაცობრიობა, ქრისტიანთა და იუდეველთა უმცირესი გამონაკლისის გარეშე, კერპთაყვანისმცემლობას იყო მიცემული. და, მიუხედავად ამისა, ამას ხელი არ შეუშლია მოციქულისთვის დაემოწმებინა, რომ კერპთაყვანისცმემელნი "ცათა სასუფეველ ვერ დაიმკვიდრებენ" (გალატ. 5:20-21), რომ წარმართები "მსხვერპლს, რომელსაც სწირავენ, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს" (1 კორინთ. 10:20), და არც იოანე მახარობლისთვის შეუშლია ხელი დაეწერა, რომ "კერპთაყვანისმცემელთა ხვედრი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში" (გამოცხ. 21:8).

ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ უფალმა სწორედ ჩვენთვის დაიმდაბლა თავი, ხატი მონისა შეიმოსა და უდიდესი ტანჯვა დაითმინა, და თვით უცოდველმა, თავისი სული ჩვენ ცოდვილთათვის დადო, - ეს ყველაფერი კი მან განახორციელა სწორედ იმიტომ, რომ არც ჩვენს კეთილ საქმეებს და არც ჩვენს ცოდნას ღმერთზე, და საერთოდ, სხვას არაფერს ჩვენი ცხონება არ შეეძლო.

მაგრამ, რადგან ხსენებული ცთომილება დღეს ძალიან გავრცელებულია, გვმართებს გავაანალიზოთ ყველაზე ტიპიური არგუმენტები, რომლებითაც ცთომილებაში შთავარდნილნი ამ ყალბ სწავლებას იცავენ.


გაგრძელება იქნება

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню