ანტიერეტიკონი - დედა ტერეზა თუ წმინდანია - მე იესუ ქრისტე ვყოფილვარ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > ანტიერეტიკონი

მაფიოზი ჯორჯიო ბრუსკო: "დედა ტერეზა თუ წმინდანია - მე იესუ ქრისტე ვყოფილვარ!"

დედა ტერეზა

რომის პაპმა ფრანცისკმა რომში 120 ათასი ადამიანის თვალწინ, ასევე 15 ქვეყნის ოფიციალური დელეგაციისა და სპეციალურად მოწვეული 1500 იტალიელი უსახლკაროს წინაშე, წმინდანად შერაცხა დედა ტერეზა. ახლა ის რომის კათოლიკური ეკლესიის წმინდანი გახდა.

ამასთან დაკავშირებით მკითხველებს შევახსენებთ დედა ტერეზას, ანუ იგივე აგნეს გოჯე ბოიაჯიუს ბიოგრაფიის ყველაზე სკანდალურ ფაქტებს.



დაბადებისას მომავალ დედა ტერეზას სახელად აგნეს გოჯე ბოიაჯიუ შეარქვეს. ეს მოხდა სკოპიაში, ალბანელი კათოლიკეების მდიდარ ოჯახში. მისი მამა ნიკოლა ბოიაჯიუ, წარმოშობით პრიზრენიდან, თავგამოდებული ალბანელი ნაციონალისტი იყო, მონაწილეობდა იატაკქვეშა ორგანიზაციაში, რომლის მიზანი გახლდათ "სკოპიეს გაწმენდა სლავი-ოკუპანტებისგან (მხედველობაშია მაკედონელები, სერბები და ბულგარელები) და მისი მიერთება ალბანეთთან".

სლავებისადმი სიძულვილი გახდა 1919 წელს ნიკოლას ძალადობრივი სიკვდილის მიზეზი - ის მოკლეს სერბულ სოფელზე შეტევის დროს. მისმა შვილმა მემკვიდრეობით მიიღო სლავთადმი სიძულვილი. მართალია ის თავისუფლად ფლობდა სერბულ ენას და სერბული გიმნაზიაც დაამთავრა, მაგრამ იუგოსლავიაში თავისი მომავალი მოგზაურობების დროს ის ყოველთვის ელაპარაკებოდა სერბებს მხოლოდ თარჯიმნის დახმარებით.
მისი დამოკიდებულება მშობლიურ ქალაქთან, დღეისთვის მაკედონიის რესპუბლიკის დედაქალაქთან, ასევე თავისებურია. როდესაც 1963 წლის 26 ივლისს მიწისძრვის შედეგად იქ 1070 ადამიანი გარდაიცვალა და ნაგებობათა 75% დაინგრა, აგნეს ბოიაჯიუმ უარი განაცხადა სკოპიესთვის ფინანსური დახმარება გამოეყნო საკუთარი მონაზვნური ორდენის ბიუჯეტიდან, თუმცა, საჯაროდ აკურთხა ამერიკული სამხედრო ჰოსპიტლის პერსონალი.

ჰოსპიტალი სკოპიეში 15 დღით ჩამოვიდა. როგორც მაკედონელები ამბობენ, ამერიკელები 5 დღის განმავლობაში ამონტაჟებდნენ ჰოსპიტალს, 5 დღე ატარებდნენ ფოტოსესიებს ნანგრევების ფონზე და 5 დღე მოუნდნენ თავიანთი ბანაკის დემონტაჟს. დღეისთვის სკოპიეს მუზეუმში, რომელიც ეძღვნება ამ მიწისძვრას, განთავსებულია ათობით ფოტო, სადაც აღბეჭდილია, როგორი თავდადებით ეხმარებიან ამერიკელები მაკედონელებს.



მოგვიანებით დედა აგნეს ბოიაჯიუ ოთხჯერ ეწვია სკოპიეს და მისი საპატიო მცხოვრებიც კი გახდა. სკოპიეს ჩვეულებრივი მცხოვრები ის უკვე აღარ იყო 1928 წლიდან, როდესაც გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ირლანდიაში გადასახლდა და იქ მონაზვნურ ორდენს "ლორეტოს დებს" შეუერთდა. იქ ისწავლა მან ინგლისური ენა, გახდა მონაზონი სახელით ტერეზა და გაგზავნილ იქნა ინდურ ქალაქ კალკუტაში, რათა წმიდა მარიამის სახელობის კათოლიკურ სკოლაში ბავშვებისთვის ესწავლებინა.

შემდეგ, მისივე მოგონებების მიხედვით, 1946 წელს მას ჰქონდა იესუ ქრისტეს ხილვა, რომელმაც უბრძანა მას მიეტოვებინა სკოლა, გაეხადა მონაზვნის ტანისამოსი, ჩაეცვა ადგილობრივი ნაციონალური კაბა და წასულიყო ყველაზე ღატაკ და უბადრუკ ადამიანთა შესაწევნად. სხვათა შორის, თავის სხვა მოგონებებში ის ამტკიცებდა, რომ ღმერთი მასთან რეგულარულად მოდიოდა, ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკიდან.

რაც გინდ უცნაური იყოს, მან შეძლო მოეპოვებინა ხელისუფალთა და თავისი უშუალო კათოლიკური ხელმძღვანელობის მხარდაჭერა. დაწესებულებას, რომელსაც დედა ტერეზამ მომაკვდავთა სახლი უწოდა, მერიამ 1948 წელს გამოუყო ინდურ ღმერთქალ კალის ყოფილი ტაძარი. პერსონალად დედა ტერეზას მიერ დაფუძნებული ორდენის - "მისიონერული სიყვარულის დების" - 12 მონაზონი მუშაობდა. 1950 წელს მას მხარი დაუჭირა კალკუტის ეპისკოპოსმა ფერდინანდ პერიერმა, ხოლო მოგვიანებით, თვით რომის პაპის პავლე VI-ის კურთხევით, მთელს მსოფლიოში გაშალა თავისი მოქმედება.

მისმა ორგანიზაციამ მსოფლიო დიდება 1969 წელს მოიპოვა, როდესაც ВВС-ის დავალებით ჟურნალისტმა მალკოლმ მაკგერიჯმა გადაიღო დედა ტერეზას საქებ-სადიდებელი დოკუმენტური ფილმი "Something Beautiful for God" ("რაღაც მშვენიერი ღმერთისთვის"). მაგრამ ეს მარტო საქებარი მასალა არ ყოფილა - ეგზალტირებული ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ გადაღების დროს სასწაული მოხდა: მომაკვდავთა სახლში არ იყო განათება, მაგრამ გადაღებები მაინც შესაძლებელი გახდა, რამეთუ იქაურობას "ღვთაებრივი ნათელი ეფინებოდა".

მიუხედავად იმისა, ოპერატორმა კენ მაკ-მილანმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მათ პირველად გამოიყენეს ფირმა "კოდაკის" ფირი ღამის გადაღებისთვის, იმ დროს ინტერნეტი არ არსებობდა და უბრალო ოპერატორს არ შეეძლო ჩაეხშო ВВС-ს ხმა. თუმცა, ადამიანებს ყოველთვის აინტერესებდა სასწაულები, ვიდრე ახალი კინოფირის თვისებები. მძლავრი პიარის შედეგად ორდენის მონაზვნების რაოდენობამ 5000 მიაღწია, გაჩნდა 500-ზე მეტი ტაძარი მსოფლიოს 121 ქვეყანაში. ყველგან გაიხსნა ჰოსპისები, მძიმედ დაავადებულთა დახმარების ცენტრები, სოციალური სახლები. თუმცა, დედა ტერეზა მათ ადრინდელივით მომაკვდავთა სახლებს უწოდებდა.



რას წარმოადგენენ სინამდვილეში ეს სახლები, ჰყვება მერი ლაოუდონი დოკუმენტურ ფილმში "ანგელოზი ჯოჯოხეთიდან". მერი ლაუდონი მაშინ ერთ-ერთ ასეთ სახლში მუშაობდა:

პირველი შთაბეჭდილება ისეთი მქონდა, თითქოსდა ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკის კადრებს ვხედავდი, რადგან ყველა პაციენტი თავგადახოტრილი ჰყავდათ. ავეჯიდან დატოვებული იყო მხოლოდ გასახსნელი საწოლარები და ხის პრიმიტიული საწოლები. ორი დარბაზი. ერთში ნელ-ნელა კვდებიან მამაკაცები, მეორეში - ქალები. პრაქტიკულად არავითარი მკურნალობა, წამლებიდან მხოლოდ ასპირინი და სხვა იაფფასიანი პრეპარატები. არ ჰყოფნიდათ საწვეთელა, ნემსებს მრავალჯერადად იყენებდნენ. მონაზვნები მათ ცივ წყალში რეცხავდნენ. ჩემს კითხვაზე რატომ არ უტარებენ მათ დეზინფექციას ცხელი წყლით, მიპასუხეს, რომ ეს საჭირო არ არის და ამაზე დროც არა აქვთ. მახსოვს 15 წლის ბიჭუნა, რომელსაც თავიდან თირკმლების ჩვეულებრივი ტკივილები ჰქონდა, მაგრამ მისი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა, რადგან ანტიბიოტიკებს არ აძლევდნენ, მოგვიანებით კი ოპერაცია დასჭირდა. მე ვთქვი, რომ მის განსაკურნებლად საჭიროა მხოლოდ ტაქსის გამოძახება, საავადმყოფოში წაყვანა და არც ისე ძვირადღირებული ოპერაციის დაფინანსება. მაგრამ უარი მტკიცეს: "ამას თუ გავაკეთებთ მისთვის, მაშინ იგივეს გაკეთება სხვებისთვისაც მოგვიწევსო".

მერი ლაუდონის სიტყვებს ადასტურებენ "მომაკვდავთა სახლების" მრავალრიცხოვანი შემოწმებები. არაერთხელ აღნიშნულა, რომ იქ პრაქტიკულად არ დადებულა შრომითი ხელშეკრულებები ექიმებთან, ხოლო მთელ სამუშაოს უფასოდ მომსახურე მოხალისეები ასრულებდნენ, რომელთაც სჯეროდათ მითი დედა ტერეზას დაწესებულებებზე. ექიმები აღნიშნავდნენ ჰიგიენური ნორმების დაუცველობას, დაავადების გადატანას ერთი ავადმყოფიდან მეორეზე; საჭმელი უვარგისი იყო გამოსაყენებლად, ასევე არ ჰქონდათ ელემენტარული ტკივილგამაყუჩებლები.

ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები ახალმა წმინდანმა ფაქტობრივად აკრძალა, როცა განაცხადა: "არის რაღაც მშვენიერი იმაში, როგორ იღებენ ღარიბები თავიანთ ხვედრს, როგორ იტანჯებიან, ვითარც ქრისტე ჯვარზე. მსოფლიო ბევრ რამეს ღებულობს ტანჯვისგან. ტანჯვა ნიშნავს, რომ იესუ გკოცნით. ამის შედეგად ტკვილით გამოწვეული შოკი მრავალი პაციენტის სიკვდილის მიზეზი გახდა.

ყოველივე ზემოთჩამოთვლილი იდეალურად თავსდება ავადმყოფთა გადარჩენის ტერეზასეულ კონცეფციაში. ნორმალური ადამიანებისთვის თუ ავადმყოფის გადარჩენა მის გამოჯანმრთელებას ნიშნავს, დედა ტერეზასთვის ეს ნიშნავდა კათოლიციზმში გადასვლას და, ამგვარად, საიქიო ცხოვრებაში ჯოჯოხეთის სატანჯველებისაგან ადამიანის გადარჩენას. ამიტომაც, რაც უფრო ძლიერ იტანჯებოდა ავადმყოფი, მით უფრო ადვილი იყო მისი დარწმუნება, ტანჯვისგან გასათავისუფლებლად მიეღო კათოლიციზმი და იესუ ქრისტე აუცილებლად შეეწეოდა მას. ნათლობის რიტუალს "მომაკვდავთა სახლებში" ისევე მარტივად ატარებდნენ, როგორც ყველა სხვა დანარჩენს: ავადმყოფის თავს დაჰფარავდნენ სველი ტილოთი და წაუკითხავდნენ შესაბამის ლოცვას. შემდეგ, თუ პაციენტი ცოცხალი გადარჩება, ყველას მოუთხორბს, რომ ეს მოხდა კათოლიციზმში გადასვლის წყალობით, ხოლო თუ ვერ გადარჩება, ვერაფერსაც ვერ მოჰყვება.



როდესაც თვით დედა ტერეზას დასჭირდა სამედიცინო დახმარება, მას არ გამოუყენებია საკუთარი "მედდაწესებულების" დახმარება, არამედ სამკურნალოდ მსოფლიოში ერთ-ერთ უძვირეს კლინიკას მიაშურა კალიფორნიაში (აშშ). იესუს ამბორიც რატომღაც არ მოუნდა - ტკივილგამაყუჩებელ წამლებს დედა ტერეზა იყენებდა სრული კურსით. ასევე ადვილად იცვლიდა ის თავის პოზიციებს სხვადასხვა საკითხებში, თუ ეს მისთვის მომგებიანი იყო. მაგალითად, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა აბორტებს. თავის სიტყვაში, როდესაც მას 1979 წელს ნობელის პრემია მიანიჭეს, განაცხადა: "მსოფლიოსთვის დღეს ყველაზე დიდი საშიშროება - აბორტებია, რადგან ეს არის პირდაპირი ომი, მკვლელობა, როდესაც დედა პირდაპირ ჰკლავს საკუთარ შვილს". მაგრამ როდესაც მისმა მეგობარმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ინდირა განდიმ დაიწყო ღარიბების ძალდატანებითი სტერილიზაცია, აგნეს ბოიაჯიუმ სრულიად დაუჭირა მხარი ამ კამპანიას. მართალია, 1993 წელს მან კვლავ შეიცვალა თავისი პოზიცია და განიკითხა 14 წლის ირლანდიელი გოგონა, რომელმაც გაუპატიურების შემდეგ აბორტი გაიკეთა.

მთელ მსოფლიოში მოგზაურობის დროს აგნეს ბოიაჯიუ ყველგან ითხოვდა განქორწინებებზე აკრძალვას, რადგან ყოველი ქორწინება ღვთივკურთხეულია. მაგრამ, როდესაც განქორწინდა მისი სხვა მეგობარი პრინცესა დიანა და თავის ქმარს პრინც ჩარლზს დაშორდა, დედა ტერეზამ განაცხადა, რომ "ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ოჯახიდან სიყვარული გავიდა".

ამის გარდა ის ითხოვდა ყველა სახის კონტრაცეპტივების სრულ აკრძალვას, ხოლო როდესაც უთხრეს რომ კონტრაცეპტივები ხელს უშლიან შიდს-ის გავრცელებას, განაცხადა, რომ შიდსი - ეს არის "სამართლიანი შურისგება არასწორი სექსუალური ქცევისთვის". მას სძულდა ფემინიზმიც და ქალებს მოუწოდებდა "ნება მიეცათ მამაკაცებისთვის ეკეთებინათ ის, რაც მათ ყველაზე უკეთ გამოსდით".

დოკუმენტური ფილმი "Something Beautiful for God" ერთადერთი წარმატებული აქცია როდი იყო აგნეს ბიოაჯიუს, როგორც უპოვართა უანგარო მხსნელის იმიჯის შესაქმნელად.

როდესაც 1993 წელს ინდოეთის პროვინცია ლატურში მიწისძვრა მოხდა და 8000-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5 მილიონი უსახლკაროდ დარჩა, დედა ტერეზამ არც იქ ჩასვლა დაიზარა და არც ფოტოგრაფების წინაშე პოზირება ახალი სახლების ფონზე, რომელიც სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ააშენა. მის მონაზვნურ ორდენს დაზარალებულთათვის არავითარი თანხა არ გაუღია და იქ თავისი მონაზვნების გაგზავნაზე კატეგორიული უარი განაცხადა.



როდესაც ინდოეთში იფეთქებდა ეპიდემიები, დედა ტერეზა არავითარ დახმარებას არ უწევდა მასთან ბრძოლას, სამაგიეროდ აქტიურად იღებდა ფოტოებს ავადმყოფებთან. ხოლო როდესაც მოგვიანებით რომში ჩადიოდა, მასმედია მთელ მსოფლიოს აუწყებდა, რომ ის მოთავსებულია კარანტინში. ეს კიდევ ერთი შეხსენება იყო მისი მოჩვენებითი ბრძოლისა ავადმყოფობებთან.

შეიძლება ვიპოვოთ დეტალური აღწერა იმისა, თუ როგორ ეწვია დედა ტერეზა სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკას სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ, მაგრამ შეუძლებელია მოვიპოვოთ ინფორმაცია, ვის და რამდენი თანხა გამოუყო მისმა ფონდმა.

მიუხედავად იმისა, რომ აგნეს ბოიაჯიუ ყველგან მოუწოდებდა მოკრძალებული, ქრისტიანული ცხოვრებისკენ, თვითონ თავის მრავალრიცხოვან მოგზაურობებში მსოფლიოს გარშემო უპირატესად პერსონალური თვითმფრინავით და ვერტმფრენებით გადაადგილდებოდა, თანაც ყველაზე ფეშენებელურ რეზიდენციებში რჩებოდა.

მასობრივი პროპაგანდის წყალობით მილიონობით ადამიანმა დაიჯერა მსოფლიო კეთილისმყოფელის უანგარობა და მისი ორდენის მისამართზე აურაცხელი შემოწირულობები გადმოირიცხა. ნობელის პრემიის გარდა, დედა ტერეზამ და მისმა ორდენმა კიდევ ათობით პრემია მიიღო სხვადასხვა ორგანიზაციებისგან და თანაც უზარმაზარი თანხების ოდენობით. თუმცა, ლაპარაკი იმის შესახებ, როგორ და სად ხარჯავდა ამ თანხებს, ნობელის ლაურეატს არ უყვარდა. ჟურნალისტების თხოვნაზე მიეცა მათთვის ინტერვიუ ის ჩვეულებისამებრ პასუხობდა: "უმჯობესია თქვენთვის ღმერთს ესაუბროთ".

ინდირა განდისთან მეგობრობის წყალობით მისი მონაზვნური ორდენი, რომელიც დარეგისტრირებული იყო ინდოეთში, მრავალი წლის განმავლობაში გათავისუფლებული იყო ფინანსური კონტროლისგან იმის მომიზეზებით, რომ წარმოადგენდა უმსხვილეს საქველმოქმედო ორგანიზაციას. ამასთან, როდესაც 1998 წელს კალკუტაში შედგენილ იქნა ორგანიზაციებისგან ფინანსური დახმარებების რეიტინგი, "მისიონერული სიყვარულის დების" ორდენი პირველი 200 ორგანიზაციის სიაშიც კი ვერ მოხვდა. თვით დედა ტერეზა მისთვის ნობელის პრემიის გადაცემის დროს ტყუოდა, როცა ამბობდა, რომ თითქოსდა ის დაეხმარა კალკუტას 36000 მცხოვრებს. ინდოელი ჟურნალისტების მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ დაადგინა, რომ ამდაგვარ მცოვრებთა რაოდენობა 700-ს არ აღემატებოდა.

ყველაზე ძლიერი სკანდალი, რომელიც დაკავშირებული იყო აგნეს ბოიაჯიუს მიერ მიღებულ შემოწირულობათა გახარჯვასთან, მოხდა 1991 წელს, როდესაც გერმანულმა ჟურნალმა "Stern" არსებული დოკუმენტების საფუძველზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ შემოწირულობათა მხოლოდ 7% მიდის ავადმყოფთა მკურნალობაზე. გიგანტური სახსრები კი რჩებოდა ვატიკანის ბანკის ანგარიშებზე. მიუხედავად უზარმაზარი თანხისა, არავინ ატარებდა სამედიცინო ცენტრების მოდერნიზაციას, არავინ ყიდულობდა ახალ სამედიცინო მოწყობილობას. ამის ნაცვლად სახსრები იხარჯებოდა ახალი ცენტრების გახსნაზე მთელი მსოფლიო მასშტაბით, სადაც კათოლიკური სარწმუნოებისკენ მოქცევით ადამიანი სულიერ ხსნას პოულობდა. ოფიციალურად ახალმა წმინდანმა ახალ ცენტრებზე გახარჯა ნობელის პრემიაც.



დედა ტერეზას სულაც არ აშფოთებდა შემოწირულობათა წყარო. ის მშვიდად იღებდა თანხებს დიქტატორთაგან, რომლებსაც ის საკუთარი ხალხის ძარცვით ჰქონდათ მოპოვებული. თანაც დედა ტერეზა ფულს იღებდა როგორც პროამერიკული ანტიკომუნისტური დიქტატორებისგან, ისევე კომუნისტური დიქტატორებისგანაც.

1981 წელს ის ჰაიტის ეწვია, სადაც მმართველობდა ჟან კლოდ დიუვალიე, რომელმაც ტერეზას ჩასვლამდე 10 წლით ადრე, 19 წლის ასაკში, დიქტატორის მამის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლება მემკვიდრეობით ჩაიბარა. თითქოსდა, კარგი რა შეიძლება ითქვას ასეთ ვითარებაში დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე ღარიბ ქვეყანაზე, მსოფლიოში ყველაზე უღატაკეს სახელმწიფოზე, სადაც მეფობს კორუფცია და სნეულება, სადაც დიუვალიეს თავის ოჯახთან ერთად ჩადენილი აქვს 60 ათასზე მეტი აშკარა და ფარული პოლიტიკური მკვლელობა. მიუხედავად ამისა, დედა ტერეზამ განაცხადა, რომ მსოფლიოში არსად არ უნახავს ასეთი სიახლოვე ღარიბებსა და მმართველებს შორის.

შედეგად მან ჰაიტის დიქტატორისგან საჩუქრად მიიღო 1,5 მილიონი დოლარი. ჰაიტის რესპუბლიკა და მისი ხელმძღვანელი დედა ტერეზას აშკარად მოეწონა და 1983 წელს ამ ქვეყანას ის ხელმეორედ ეწვია. ამჯერად იმის თქმის შემდეგ, რომ "გაოგნებულია იმით, თუ როგორ უყვარს დიუვალიეს საკუთარი ხალხი" და, რომ "ხალხიც საპასუხო სიყვარულს მიაგებს თავის მმართველს" ტერეზა ამ ქვეყნის უმაღლესი წოდებით დაჯილდოვდა - მას მიენიჭა დიდების ლეგიონის ორდენი და დამატებით 1 მილიონი დოლარიც ჩაითვალა.

დიქტატორ დიუვალიესა და ხალხის ურთიერთსიყვარული დამთავრდა 3 წლის შემდეგ, როდესაც ხალხმა დაამხო თავისი საყვარელი დიქტატორი, მან კი ერს იმითი გადაუხადა, რომ ასობით მილიონი დოლარი მოჰპარა და მასთან ერთად თავის რეზიდენციას შეაფარა თავი საფრანგეთის რივიერაში.

1989 წელს დედა ტერეზამ თავისი წინაპრების სამშობლო - ალბანეთი მოინახულა. აქ ის ახალმა კომუნისტურმა ლიდერმა რამიზ ალიამ მოიწვია, რომელიც, მიხეილ გორბაჩოვის დარად, ქვეყანაში სოციალისტური და დემოკრატიული რეფორმების გატარებას აპირებდა. მან ხელისუფლება მიიღო ტერეზას ჩამოსვლამდე ოთხი წლით ადრე, ენვერ ხოჯას სიკვდილის შემდეგ, რომელიც ალბანეთს 40 წელი მეთაურობდა.

სახელმწიფო მოღვაწეებს შორის ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც იმაზე მეტი "დამსახურება" ჰქონოდა კათოლიკური და ყველა სხვა ეკლესიის წინაშე, ვიდრე ენვერ ხოჯას ჰქონდა. პირველი რაც მან გააკეთა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლით იყო ის, რომ დახვრიტა ორი კათოლიკე ეპისკოპოსი და 40 მღვდელი. 1967 წელს ალბანელი კომუნისტების ბელადმა განაცხადა, რომ ალბანეთი მსოფლიოში მოწინავე ათეისტური ქვეყანაა. ამასთან დაკავშირებით დაიხურა ყველა ტაძარი, მათ შორის 157 კათოლიკურიც. მღვდლები საპყრობილეებში ჩაყარეს. რელიგიური რიტუალების ჩატარებისთვის დაწესებული იყო სიკვდილით დასჯა, ხოლო რელიგიის ინდივიდუალური აღიარებისთვის - საკონცენტრაციო ბანაკებში გასახლება. ყველა აღმსარებლობის მღვდლის დახვრეტა გრძელდებოდა მთელი მისი მმართველობის პერიოდში. ასე, მაგალითად, 1971 წელს, როდესაც ციხიდან გამოსულმა კათოლიკე მღვდელმა შტეფენ ქურთიმ პატარა ბავშვი მონათლა, ის დახვრიტეს, მშობლები ბანაკში გააგზავნეს, პატარა კი ბავშვთა სახლს მიაბარეს.

მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მონაზონ ტერეზასთვის გვირგვინით შეემკო ენვერ ხოჯას საფლავი და მისი მისამართით მრავალი საქებარი სიტყვა ეთქვა. მოგვიანებით აგნეს ბოიაჯიუ ეწვია ქვრივს ნეჯიმიეს ეწვია. ალბანეთის ახალ ხელმძღვანელზე მან თქვა, რომ "ბედნიერია თავისი ხალხის გამო, რადგან მას ასეთი ხელმძღვანელი ჰყავს".

ალბანელმა ხალხმა ვერ დააფასა თავისი ბედნიერება და 1992 წელს რამიზ ალია ხელისუფლებისგან გადააყენა, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი თავი ციხეში უკრა.

რამიზსთან შეხვედრის გარდა დედა ტერეზას სხვა ურთიერთხელსაყრელი შეხვედრები ჰქონდა, კერძოდ კუბისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელებთან - ფიდელ კასტროსთან და ერიკ ჰონეკერთან. ის ფულს იასერ არაფატისგანაც იღებდა, რომელსაც ლიბანში შეხვდა.



"მისიონერული სიყვარულის დების" მსხვილი სპონსორი იყო ებრაული წარმომავლობის ინგლისელი ლორდი და მედიამაგნატი რობერტ მაქსველი, რომელმაც თავისი თანამშრომლების საპენსიო ფონდიდან 600 მილიონი დოლარი მოიპარა და ციხეს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ საკუთარ იახტაზე გარდაიცვალა.

სხვა ცნობილი სპონსორი, რომელმაც დედა ტერეზა 1,25 მილიონი დოლარით გააბედნიერა, იყო ამერიკელი ჩარლზ კიტინგი. მოგვიანებით, როდესაც ის დააპატიმრეს თავისი ფონდის 23 ათასი მეანაბრის გაძარცვისთვის და 252 მილიონი დოლარის მითვისებისთვის, დედა ტერეზამ წერილობით ითხოვა კათოლიკური ეკლესიის ერთგული და ხელგაშლილი შვილის შეწყალება.

საპასუხო წერილში პროკურორმა პოლ ტერლიმ დაწერა, რომ "დამნაშავეები არ უნდა იყენებდნენ ეკლესიას თავიანთი სინდისის დასამშვიდებლად" და აგნეს ბიოაჯიუს შესთავაზა დაებრუნებინა კიტინგის მიერ გადაცემული თანხა მათთვის, ვისაც ის ამ გარეწარმა მოჰპარა. პასუხად - დუმილი.

საინტერესოა, აღინიშნოს, რომ ჩარლზ კიტინგი ეხმარებოდა ამერიკელ სენატორსა და ამჟამინდელი უკრაინის ხელისუფლების მეგობარ ჯონ მაკეინისაც. შესაძლოა ამანაც შეუწყო ხელი ერთგულ კათოლიკეს იმაში, რომ უზარმაზარი მტაცებლობისთვის სასჯელი მხოლოდ 4,5 წლით შეეფარდა. დღეს კი ის კვლავ მსხვილ ამერიკულ ბიზნესშია.

უარმა, დაებრუნებინა მოპარული ფული ამერიკელებისთვის, დედა ტერეზას ურთიერთობა აშშ-ს ხელისუფლებასთან როდი გააფუჭა. პირიქით: ვატიკანთან ერთად, რომელმაც ის უმაღლესი ჯილდოთი - წმინდანად შერაცხვით დააჯილდოვა, მეორე ქვეყანა, რომელმაც ეს ქნა სწორედ აშშ გახდა. 1996 წელს, ეს წოდება სულ სამ უცხოელს მიენიჭა, ხოლო 1997 წელს დედა ტერეზას უმაღლესი ამერიკული ჯილდო - კონგრესის ოქროს მედალი მიენიჭა. ოფიციალურად ასეთი ჯილდოები აისხსნება ტერეზას ქველმოქმედებით, მაგრამ ალბათ არ არის დავიწყებული სხვა დამსახურებებიც აშშ-ს წინაშე.

1984 წლის 3 დეკემბერს ინდოეთის ქალა ბხოპალში მოხდა კაცობრიობის ისტორიაში უმსხვილესი ტექნოგენური კატასტროფა. 60 000 ლიტრის ტევადობის ქიმიური სითხის აფეთქებამ, რომელიც ამერიკულ კომპანია "იუნიონ კარბაიდს" ეკუთვნოდა, უდიდესი კატასტროფა გამოიწვია. ჰაერში გაიბნა 42 ტონა შხამიანი აირი. 4000 ადამიანი იქვე დაიღუპა, კიდევ 21 000 მოგვიანებით. დაზარალებულთა საერთო რაოდენობამ 600 ათას ადამიანს მიაღწია. კატასტროფის მიზეზი გახდა ეკონომია უსაფრთხოების ზომების ხარჯზე ქიმიური კომპანიის მხრიდან. თუმცა, "იუნიონ კარბაიდში" ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო დივერსია. გარდა ამისა, კომპანიამ კომერციული საიდუმლოს თვალსაზრისით უარი თქვა დაესახელებინა ის შხამიანი ნივთიერება, რომელმაც ჰაერში გაჟონა და რამაც ინდოელ სამოქალაქო და სამხედრო მედიკოსებს მუშაობა გაუძნელა. ამერიკული ბიზნესის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უგულებელყოფას, რომელმაც საშინელი შედეგი გამოიწვია, შეეძლო დარტყმის ქვეშ დაეყენებინა არა მარტო ქიმიური კომპანია, არამედ თვით აშშ-ს რეპუტაცია მესამე სამყაროს ქვეყნებში.



ცხადია, ეს რომ არ მომხდარიყო გარკვეულ ზომებსაც მიმართეს. დედა ტერეზა არც ახლა დარჩა მონაწილეობის გარეშე. თავისი მრავალრიცხოვანი მონაზვნებისა და მოხალისეების თანხლებით ის ბხოპალში ჩავიდა. დედა ტერეზა გამოდიოდა ხალხმრავალ ადგილებში და თავის გამოსვლებში განმარტავდა, რომ ეს არის სასჯელი ღმრთისგან, რომ საჭიროა ლოცვა და, ღმერთი დამნაშავეს დასჯის, ახლა კი დროა მიტევებისა. ბოლო სიტყვა მის ყველა გამოსვლაში ჟღერდა. იგივეს შთააგონებდნენ მონაზვნები და მოხალისეები ინდივიდუალურ საქმიანობაში მათ, ვისაც ისინი თავიანთ პრიმიტიულ სამედიცინო დახმარებას უწევდნენ.



ამან ხელი შეუწყო ანტიამერიკული გამოსვლების თავიდან აცილებას, რომლებიც მთელი მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობდა. ამერიკულმა კომპანიამ "იუნიონ კარბაიდ", რომელიც პასუხისმგებელია ამ ტრაგედიაზე, შეძლო 1987 წელს სასამართლო გარჩევების გარეშე დაერეგულირებინა ვითარება და ავარიის მსხვერპლთათვის 470 მილიონი დოლარი გადაეხადა სასამართლო სარჩელების ნაცვლად. ტრაგედიის გამოძიება 26 წელი გრძელდებოდა და მხოლოდ 2010 წლის 7 ივნისს დამთავრდა. ბხოპალის ტრაგედიის მთავარ დამნაშავეებად აღიარეს შვიდი ინდუსი, რომლებიც ქიმიურ ქარხანაში მუშაობდნენ და მათ მიუსაჯეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2100 აშშ დოლარის ოდენობით. ქარხნის ყოფილი დირექტორი ამერიკელი უორენ ანდერსონი გაამართლეს. კომპანია "უნიონ კარბაიდმა" დედა ტერეზას ორდენს საკმაოდ მსხვილი შემოწირულობა უწყალობა. რა თქმა უნდა, სამედიცინო დახმარებისთვის, და არა პროპაგანდისთვის.

არსებობს ინფორმაცია, რომ დედა ტერეზას ორგანიზაციის მიერ საიდუმლო ფინანსურ დახმარებას უწევდნენ ნიკარაგუელ კონტრასებს. ამას ირიბად ადასტურებს მისი დაჯილდოება აშშ-ს პრეზიდენტის რონალდ რეიგანის მიერ, რომელმაც ტერეზა 1985 წელს თავისუფლების მედლით დააჯილდოვა.

"სიყვარულის მისიონერი დების" დამფუძნებლის გარდაცვალების მომენტიდან და იმ მომენტამდე, რაც ის წმინდანად შერაცხეს ზუსტად 19 წელი გავიდა და ეს პროცესი არც ისე ადვილად მიდიოდა. კათოლიკური ეკლესიის წესებით იმისთვის, რათა ადამიანის კანონიზირება მოხდეს, საჭიროა ის იყოს სასწაულთმოქმედი.



დედა ტერეზას მიერ მოხდენილი სასწაულების მოძიება დაევალა კანადელ მღვდელ ბრაიან კოლოდიიჩუკს. თავიდან მან განაცხადა, რომ ინდოეთის შტატის მცხოვრები ბენგალია მონიკა ბესრას კუჭში ჰქონდა 17 სანტიმეტრიანი ავთვისებიანი სიმსივნე. დედა ტერეზას წლისთავზე - 1998 წლის 5 სექტემბერს მისმა დამ მას მუცელზე მიადო მედალიონი, რომელზეც წმიდა ღვთისმშობელი იყო გამოსახული და რომელიც ადრე დედა ტერეზას მიადეს მისი დაკრძალვის დღეს. ამის შემდეგ ბენგალია მონიკას დამ ილოცა დის გამოჯანმრთელებისტვის და ჰოი საოცრებავ, 8 საათის შემდეგ სიმსივნე გაქრა.

ყველაფერი მშვენივრად იყო, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ აქ მონიკა ბესრა თავის ქმარს წაეკიდა, მან კი ჟურნალისტებს მოუთხრო, რომ მის ცოლს სიმსივნე კი არა, საკვერცხეების კისტა ჰქონდა, რომელიც წამლებით განკურნეს, და რისთვისაც თავისი ჯიბიდან საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა. ამის შემდეგ ჟურნალიტები წაიყვანა ექიმთან, რომელთაც შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტები ჰქონდა.

რა თქმა უნდა, ამ სკანდალის მერე ვატიკანს მონაზვნის სიწმიდეში, რომელმაც ყველაზე მოკრძალებული დაანგარიშებით, მას 3 მილიარდი დოლარი და მილიონობით ახალ მიმდევარი შესძინა, მაინც არ დაჰკარგვია. ზრდილობის გულისთვის კანონიზაციის მხრივ გაკეთდა მრავალწლიანი პაუზა, რათა მღელვარება დამცხრალიყო და ამბავიც მიევიწყებინათ.

2008 წელს ღირსმა კოლოდიიჩუკმა ბრაზილიაში ახალი სასწაული იპოვა, სადაც მარსილიო ჰადატა ანდრინოს ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონია, მაგრამ იმის შემდეგ რაც მისმა ცოლმა ფერნანდამ დედა ტერეზასადმი ილოცა, ის გაქრა. არავითარი სამედიცინო დოკუმენტი მოცემულ შემთხვევაში არ ყოფილა.

მაგრამ აქ ახალმა სკანდალმა იფეთქა. გახმაურდა დედა ტერეზას წერილები თავისი სულიერი მოძღვრის, ბელგიელ მღვდელ-იეზუიტ ჰენრისადმი და ასევე მისი დღიურები.  მათში ის წერს: "მე რწმენა არ მაქვს", "ზეცა დახშულია, "მე მეუბნებიან, რომ ღმერთს ვუყვარვარ, მაგრამ ბნელი, ცივი და ცარიელი რეალობა იმდენად ძლიერია, რომ ვერაფერი ათბობს ჩემს სულს. ჩემში ყველაფერი ყინულივით ცივია".

მაგრამ ყველაზე მოულოდნელი აღმოცნდა შემდეგი ჩანაწერი: "მე თავს დაკარგულად ვგრძნობ. უფალს მე არ ვუყვარვარ. ღმერთი შეუძლებელია ღმერთი იყოს. შესაძლოა, ის არც არის". ამგვარი აზრები სულაც არ შეეფერება მონაზონს, რომელიც მუდმივად ამტკიცებს, რომ რეგულარულად აქვს ურთიერთობა ქრისტესთან. რა თქმა უნდა, ამ სკანდალმაც ვერ იმოქმედა წმიდა საყდრის გადაწყვეტილებაზე წმინდანად შეერაცხა აგნეს ბოიაჯიუ, მაგრამ ვატიკანს ისევ პაუზის აღებამ მოუწია.



დიდება ღმერთს (თუ ეშმაკს?), ვატიკანმა ბოლოს და ბოლოს შეძლო დაესრულებინა დედა ტერეზას კანონიზაციის პროცესი და ამას მრავალი ადამიანი აძლევს განმარტებას. მათ შორის არის იტალიელი ჯორჯიო ბუსკო, რომელიც პირადად იცნობდა აგნეს ბოიაჯიუს და რომელიც ახლა ციხეში ზის დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის, რომელსაც მის ქვეყანაში მაფია ჰქვია. მან თავისი სათქმელი საკმაოდ ლაკონურად გამოხატა: "ტერეზა თუ წმინდანია, - მე იესუ ქრისტე ვყოფილვარ".

წყარო: https://riafan.ru/554369-mafiozi-brusko-esli-mat-tereza-svyataya-to-ya-iisus-hristos

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню