ანგელოზები - სულებთან კონტაქტის საშიშროება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > ანგელოზები

სულებთან კონტაქტის საშიშროება

სიზმარი

სულიერ არსებებს უკავიათ მთელი საჰაერო სივრცე. მათი სამყარო სრულიად გადაწნულია ჩვენს სამყაროსთან და მხოლოდ ჩვენი ფიზიკური სიუხეშე გვიცავს მათი პირდაპირი კონტაქტისგან.

მიუხედავად ამისა, ჩვენ საკუთარ ყოველდღიურობაში მუდმივად ვიმყოფებით სულიერ არსებებთან სულიერ ურთიერთობაში. განსაკუთრებით ეს ეხება დაცემულ სულებს - დემონებს, რომლებიც განუწყვეტლივ ცდილობენ ჩვენზე ზეგავლენის მოხდენას და ჩვენს მიდრეკას ცოდვისკენ. ისინი შეუმჩნეველნი არიან ჩვენთვის, მაგრამ ამავდროულად, თუ სულის სიბრძნით დავაკვირდებით, ისინი აშკარად გვითრევენ საცთურებში, რომლებიც ჩვენთვისვეა დამახასიათებელი ჩვენი უძლურებებისა და ვნებების მიხედვით.




ძილი - სულებთან შეხვედრის ერთ-ერთი მუდმივი მდგომარეობაა, რომელიც ჩვენს სხეულსგარეშე სიცოცხლეს უახლოვდება. ჩვენს სიზმრებში, ყოველ ადამიანს ჰქონია კონტაქტი მათთან. ისინი წარმოგვიდგებიან სხვადასხვა, - როგორც ადამიანთა, ასევე ანგელოზთა სახით, შეუძლიათ მოგვევლინონ მათთვის დამახასიათებელი საშინელი სახითაც.

საკუთარი სიზმრების ჩხრეკას თუ დაიწყებთ, აუცილებლად გაგახსენდებათ მრავალი სიუჟეტი თქვენი სიზმრებიდან, სადაც მეფობდა შიში, საშინელება, სიბილწე და მშფოთვარება... ამგვარი სიზმრისეული ხილვების დიდი ნაწილი მზაკვარი სულებისგანაა!

სიზმრის სცენარი, სადაც გაბატონებულია სიბილწე და გარყვნილება - განსაზღვრულად უთითებს უშუალო კონტაქტზე სიძვისა და მრუშობის დემონთან. სიზმარში, ადამიანები მიდრეკილნი არიან მსგავსი უძლურებებისკენ და ვინც ამ ცოდვათა მონობაშია, ხშირად იხილავს გაუმაძღარ სიძვასთან აღრეულ გარყვნილ სიზმრისეულ ჩვენებებს.




ასევე ხშირად ვხედავთ გარდაცვლილ ახლობელთ, რომლებიც სიზმარში ცდილობენ გავლენა მოახდინონ ჩვენს აზროვნებაზე და იწვევენ სულიერ სიმძიმეს, ეჭებსა და მოწყენილობას. ამ სიზმრისეულ სახეებს არაფერი აკავშირებთ გარდაცვლილებთან და მხოლოდ დემონური ნების გამოვლენას წარმოადგენს.საინტერესოა აღინიშნოს, რომ სულებთან შეგრძნებითი კონტაქტები ცხადშიც არის შესაძლებელი. მსგავს მოვლენებში გაურკვეველი ადამიანი ცდილობს თავისთვის "აღმოაჩინოს" ერთგვარი "ქარიზმატული ნიჭები" და უჩნდება დაუოკებელი სურვილი ამავ ცხოვრებაში გაუჩნდეს არაბუნებრივი ძლიერება და წინასწარმეტყველების ნიჭი.

ზოგიერთს, მათი მენტალიტეტისა და საკუთარი სულიერების ცოდნის საზომისაებრ, ამგვარი რამ ეხსნება სხვადასხვა მიზეზითა და დანიშნულებით. ის, ვინც გრძნობითად ხედავს სულებს შეიძლება ადვილად მოტყუვდეს და დაიღუპოს არა მარტო წუთისოფლისგან გასვლით, არამედ იმქვეყნიური წარწყმედითაც. თუკი ადამიანი სულთა ხილვის დროს ენდობა სულებს, ის აუცილებლად მოტყუვდება, მას გაიტაცებს ამგვარი ხილვა და აღბეჭდილ იქნება საცთურის საშინელი ბეჭდით, რომელიც ჯერ აზიანებს გონებას, შემდეგ კი ადამიანს აგდებს წარმოუდგენელ ამპარტავნებასა და ხიბლში, რომლისგან გამოსვლა ადამიანური ძალისხმევით შეუძლებელია.




უამრავი ასეთი შემთხვევაა აღწერილი პატერიკებსა და წმიდა მამათა ცხოვრებაში. ემართებოდათ და ემართებათ ასეთი რამ წარმართებსაც, რომელთა მოგვები უმეტესწილად დემონებთან კონტაქტში შედიან ან კეპრთაყვანისცემის ან კიდევ სხვადასხვა სახის ჯადოქრული და მაგიური შელოცვების მეშვეობით.

მხოლოდ ნამდვილ, ქრისტიანულ მოღვაწეს შეუძლია სწორი წარმოდგენა ჰქონდეს დემონთა სამყაროზე და მხოლოდ მას ძალუძს მართებული დამოკიდებულება ჰქონდეს სიზმრისეულად თუ ცხადში მოვლენილ დაცემულ სულთა მიმართ. ქრისტეს ჭეშმარიტი მოსაგრე თვით ღმერთს შეჰყავს სულთა სამყაროში. როდესაც ღმერთი წინამძღოლობს მოსაგრეს, მაშინ მას ეძლევა სულთა გარჩევისა და ჭეშმარიტებისა და სიცრუის გარჩევის უნარი. მხოლოდ ზოგიერთ მოსაგრეს ეძლევა დიდი და ხანგრძლივი ლოვით-მმარხველობითი ღვაწლის შემდეგ სულთა სულიერი ხედვისა და ამ სულთა თვისებებისა გარჩევის ნიჭი.

ინტერნეტ მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню