პოლიტიკა - ლგბტ-სა და ფემინიზმის კრიტიკის აკრძალვა საფრანგეთის ახალ კანონში - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > პოლიტიკა
ლგბტ-სა და ფემინიზმის კრიტიკის აკრძალვა საფრანგეთის ახალ კანონში
ლგბტ-ს ლობირება
თავისუფლება სულ უფრო ხდება წარსულის გადმონაშთი. საფრანგეთში, რომელიც ოდესღაც განთქმული იყო ფორმულით "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა" მიიღეს კანონი ინტერნეტის ცენზურის შესახებ, რომლისადმი დაუმორჩილებლობა იწვევს სერიოზულ ჯარიმებს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც კი.

დღეიდან იქ აკრძალულია შეტყობინებები, რომლებიც "აჩაღებენ სიძულვილს რასული კუთვნილების, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის და ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე", იკრძალება ასევე სექსუალური ძალადობის შემცველი პუბლიკაციები. ასე რომ, ჰომოსექსუალისტებისა და ფემინისტებისკენ მიმართული ნებისმიერი კრიტიკული განცხადება და ქალბატონებისადმი კომპლიმენტებიც კი შეიძლება ჯარიმის ან დაპატიმრების მიზეზი გახდეს.

დღეს უკვე სასაცილოა იმისი გახსენებაც კი, როგორ წინასწარმეტყველებდნენ ჩვენი პოლიტოლოგები გლობალიზმის დასასრულს კორონავირუსის პანდემიის გამო. არადა პირიქით გამოვიდა - მოსახლეობა დააშინეს სტატისტიკით და შინაპატიმრობაში ჩაამწყვდიეს. გლობალისტებმა განახორციელეს თითქმის ყველა თავისი იდეა: ამერიკული საზოგადოება დაქოქეს იმ დონეზე, რომ ააჯანყეს ტრამპის წინააღმდეგ და შემოიტანეს ციფრული საკონცენტრაციო ბანაკები რუსეთსა და საფრანგეთში. თანაც, თითქმის საიდუმლოდ, განხილვის გარეშე, რათა ხალხს ვერ მოესწრო თავისი აზრისა და დამოკიდებულების გამოხატვა.

ამრიგად, 2020 წლის მაისის შუა პერიოდში საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი "ინტერნეტში სიძულვილის გაჩაღების წინააღმდეგ" (Proposition de loi visant à lutter contre la haine sur Internet). დღეისთვის კანონპროექტი პრეზიდენტ მაკრონის ხელმოწერას ელოდება, რომელიც მას უდავოდ მოაწერს, რადგან ამ პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი თვითონვე იყო. თვით კანონი შეგიძლიათ წაიკითხოთ პარლამენტის ოფიციალურ საიტზე. როგორც RT იუწყება, კანონი ძირითადად მიიღეს მაკრონისა და ლიბერალების პარტიის დეპუტატებმა. სოციალისტებმა თავი შეიკავეს, რითაც დოკუმენტის მიღებას შეუწყვეს ხელი. წინააღმდეგ გამოვიდნენ მხოლოდ "ნაციონალური ფრონტი" და მარტოხელა კომუნისტები.

რატომ მოუხმეს ამ კანონს თითქმის ღამის საფარველქვეშ? ყველაფერი მარტივადაა, - როგორც კი კანონი ძალაში შევა, ნებისმიერი, ვინც კი "ევროპული ღირებულებების" საწინააღმდეგოს იტყვის, იმწამსვე მიიღებს ან ჯარიმას 15 000 ევროს ოდენობით ან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას. ხოლო ის საიტი ან სოციალური ქსელი, რომელიც უარს იტყვის "სიძულვილის გამაჩაღებელი" გამონათქვამის ამოღებაზე შეიძლება დაჯარიმდეს 1,25 მლნ. ევროს ოდენობით.  

"სიძულვილის" ან "საკუთარი თვალსაზრისის" გამომთქმელებზე თვალთვალი კანონმა დაავალა საუწყებო ჩინოვნიკებს CSA-დან, რომელიც გახლავთ აუდიოვიზუალური საშუალებების უმაღლესი საბჭო, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებს და "მართალ მოქალაქეებს", რომლებსაც უფლება აქვთ საჩივრები შეიტანონ CSA-ში. ჩივილი შესაძლებელი რომ ყოფილიყო მხოლოდ "არსებით" საკითხებზე და წვრილმანებზე არ შეეწუხებინათ თავი, ჩინოვნიკებმა იქვე ჩაწერეს - "კონტენტის ამოღების თაობაზე საჩივრის შეტანის დროს ინფორმაციის დამახინჯების განზრახვა ექვემდებარება დასჯას ერთწლიანი თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით 15 000 ევროს ოდენობით".

მაშასადამე, ამიერიდან უკვე სწორედ ისინი და "მართალი მოქალაქეები" განსაზღვრავენ, თუ ვინ აჩაღებს რეალურად სიძულვილს და ვინ მხოლოდ "გამოთქვამს საკუთარ აზრს" ამ საჩოთირო თემებზე. ადამიანების ციხეში ჩასმა "მტკიცებულებების" ისეთი ბაზით, როგორიც არის დეპარტამენტში მომუშავე დეიდების და ბიძების "შეხედულებები" - იურიდიული ნონსენსია.

ახლა ვიმსჯელოთ თვით მოცემული დოკუმენტის არსზე. ჯერ-ერთი, იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება "შემოსული საჩივრის საფუძვლიანობა", ყველა ონლაინ-პლატფორმა ვალდებულია დაუყოვნებლივ, საჩივრის შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში ამოიღოს საჯარო შეტყობინებები, რომლებიც აღვივებენ სიძულვილს რასულ კუთვნილებასთან, სექსუალურ ორიენტაციასთან, სქესთანს და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. იგივე ეხება სექსუალური "იძულების" (მაგ. კომპლიმენტი) ფაქტებს.

ონლაინ პლატფორმები ვალდებულნი არიან ინტერნეტიდან ამავე ვადაში ამოიღონ ტერორისტული მოწოდებები და პორნოგრაფული მასალა ბავშვების მონაწილეობით. ამ მეორე ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ტერორიზმსა და ბავშვთა პორნოგრაფიას ეხება, პრეტენზიები არ გვაქვს, თუმცა გასარკვევია პროექტის ავტორები რას მიიჩნევენ ტერორიზმად. მაგალითად, ხომ არ ჩათვლიან ასეთად საპენსიო რეფორმების, გადასახადებისა და ფასების ზრდის, სახელმწიფო მოსამსახურეების შემცირების გაპროტესტებას ან მოწოდებებს გაპროტესტებისკენ? საკმაოდ დიდია საცთური ერთი დარტყმით მოკლა ყველა კურდღელი.  

მაგრამ, მეორე ნაწილი თუ ბუნდოვანია, პირველი ნაწილი უგუნურებამდე კონკრეტულია. როდესაც იცი, რომ ნებისმიერი პუბლიკაცია, სტატია ან პოსტი, რომლებშიც პედერასტებზე, ტრანსგენდერებზე ან ფემინისტებზე აღფრთოვანებულ ტონებში არ მსჯელობენ, იწვევს ისტერიას ჰომოფობიაზე და სიძულვილის გაღვივებაზე, ეჭვიც არ უნდა დაგვრჩეს, რომ ისინი ამ კანონს სრული ძალით გამოიყენებენ. შედეგად მიღებულია კანონი გარყვნილთა ტოტალიტარულ დიქტატურაზე, სადაც სიმართლის ან დიალოგის ნაცვლად, არის მხოლოდ უმცირესობის შეხედულება. სხვათა შორის, "სიტყვის თავისუფლება" თითქოსდა დაცულია და ჰომოდიქტატურის ყველა მოწინააღმდეგეს აქვს უფლება გამოთქვას თავისი აღშფოთება საძინებელ ოთახში, ღამით, საბნის ქვეშ. ხოლო იმათ, ვინც გამბედაობა მოიკრიბა და ღიად ისაუბრა ამ გარყვნილებებზე, კანონის მიხედვით იმწამსვე უნდა დაასმინონ პოლიციის კიბერდამნაშავეობის განყოფილებაში.

ჩამშვებები "უმცირესობიდან" მიზეზთა ძიებაში რომ არ დაიღალონ, კანონი ითხოვს განხორციელდეს "საჩივრის შემოტანის ელექტრონული ფორმა და უზრუნველყოფილ იქნას საჩივრის შეტანის სხვა მეთოდების შესაძლებლობაც", ანუ გააკეთონ ღილაკი "ვასაჩივრებ"; ასევე უნდა ჰყავდეთ კანონიერი წარმომადგენელი საფრანგეთის ტერიტორიაზე, რათა შესაძლებელი იყოს ვინმეს დაპატიმრება ან ჯარიმის გამოწერა. ასე რომ, Infowars-ს, მაგალითად, და მის მსგავს საიტებს იქ ყოველგვარი განმარტების გარეშე დაბლოკავენ.

გარდა ამისა ონლაინ-პლატფორმა უნდა იძლეოდეს "კონტენტის შემოწმების საკუთარი სტანდარტის ცალსახა გაგებას; ასევე უნდა წარუდგინოს CSA-ს თავისი შიდა ორგანიზაცია და რესურსები, რომლებიც გამოყოფილია არაკანონიერი კონტენტის ამოღების აღსასრულებლად". ანუ, არა მარტო ავტორები და მკითხველები უნდა ჩაუშვან პოლიციაში, არამედ ჩაატარონ "პროფილაქტიკური" სამუშაოებიც, რაც გულისხმობს "საეჭვო" ავტორების გაუქმებას ან ბლოკირებას. ამ დონემდე ჯერ ფეისბუკიც არ დასულა.

კანონში ნათქვამია, რომ მათზე, ვინც "გამოსწორებას" არ მოინდომებს, ონლაინ-პლატფორმის მომხმარებლები ვალდებულნი არიან წარადგინონ ინფორმაცია საჩივრის შეტანის მიზეზებსა და ფაქტებზე, ასევე "სავარაუდოდ კანონსაწინააღმდეგო კონტენტის" ადგილმდებარეობაზე. თანაც, ამგვარი კონტენტის განსაზღვრის შესწავლას იქ ბუკვალურად სკოლის მერხებიდან დაიწყებენ.

"სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობაზე" უარის თქმა, მათ შორის მონაცემთა დამალვა, რითაც შესაძლებელია იმ პირის იდენტიფიცირება, ვინც ინტერნეტში "სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო კონტენტი" განათავსა, საიტებს 250 ათასი ევრო დაუჯდებათ ჯარიმის სახით. თუკი საიტი უარს იტყვის დაწესებულ ვადებში "კანონსაწინააღმდეგო მასალის" გატანაზე, თანხა 1,25 მლნ. ევრომდე გაიზრდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტის საკუთარი ინტერესებისადმი დაქვემდებარების იდეა ახალი როდია. ჯერ კიდევ 2018 წელს გერმანიაში დააკანონეს, რომ სოციალური ქსელების მესაკუთრეებს ამიერიდან ექნებათ 24 საათიანი ვადა საჩივრის შემოსვლიდან, რათა ამოიღონ პოსტები, რომლებიც ღიად არღვევენ გერმანულ კანონმდებლობას, მათ შორის მოიაზრება "სიძულვილის გაღვივებაც". ამასთან გერმანული კანონი, არსებითად, დეტალურად ჩამოთვლის სისხლის სამართლის კოდექსის განყოფილებებს, რომლებშიც დეტალურად არის აღწერილი "დაუშვებელი მეტყველება" ინტერნეტში. სხვათა შორის, გერმანულ კანონმდებლობაში დაუშვებლად არის აღიარებული ბევრი რამ "ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბებიდან" ვიდრე "რელიგიათა და რელიგურ თუ იდეოლოგიურ ასოციაციათა" დევნულებამდე.  

ინფორმაციის ნამდვილობის შემოწმება მიენდო "სუპერპატიოსან" არაკომერციულ ორგანიზაცია Correctiv-ს, რომელიც სხვადასხვა ფაქტების გაყალბებაშია შემჩნეული.

როგორც იტყვიან, ცის ქვეშ არაფერია ახალი, უბრალოდ, რაც წინ მივდივართ, მით უფრო მეტ დროშებს აფრიალებს მსოფლიო რეიხი მთელ სამყაროში, რათა ყველამ შეინანოს ზანგების მკვლელობები პლანეტის მეორე მხარეზე, მწყობრად იარონ გეი-აღლუმებზე და არავითარ შემთხვევაში არ იფიქრონ, თუ ვინ იღებს ამგვარ გადაწყვეტილებებს და რა მოგებას ელის აქედან. ხოლო ყოველივე ამას ახორციელებენ ჩუმად, ეპიდემიის პანიკის საფარველქვეშ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "ახალ საოცარ სამყაროში".

წყარო: https://www.kramola.info/vesti/vlast/zapret-na-krtitiku-lgbt-i-feminizm-v-novom-zakone-francii
Назад к содержимому