პოლიტიკა - ჰენრი კისინჯერი - ჩვენ ახლა ძალიან, ძალიან რთულ პერიოდში ვიმყოფებით - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > პოლიტიკა

ჰენრი კისინჯერი: "ჩვენ ახლა ძალიან, ძალიან რთულ პერიოდში ვცხოვრობთ"


ჰენრი კისინჯერი ხელოვნური ინტელექტის, ტრამპის, NATO-ს, აშშ-სა და ჩინეთის მომავლის შესახებ

axali msoflio wesrigi

ჰელსინკში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მეორე დღესვე, ედვარდ ლუისმა, ამერიკული გაზეთის, Financial Times-ის მთავარმა რედაქტორმა ექსკლუზიური ინტერვიუ აიღო ჰენრი კისინჯერისგან, რომლის წარდგენა მკითხველისთვის ალბათ საჭირო არც არის, რადგან ყველამ იცის, თუ როგორი კოლოსალური გავლენა მოახდინა მან მსოფლიო პოლიტიკაზე.

ასეთი მნიშვნელოვანი გლობალური ფიგურები პუბლიკისთვის რაიმეს ყოველდღე როდი ჰყვებიან და არც ყოველწლიურად ანებივრებენ პრესის წარმომადგენლებს, ხოლო თუ რაიმეს იტყვიან, მაშინ ლაპარაკობენ პრინციპულად: ჩვენ სიმართლეს გეტყვით, სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს, მაგრამ - არა მთლიანად. მიუხედავად ამისა, უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, რომელსაც არავინ, არასოდეს და არსად მოჰყვება ასეთ ინტერვიუებში ყოველთვის უნდა წავიკითხოთ სტროფებს შორის.




თავისი პოლიტიკური წონით, თანამოსაუბრის მასშტაბურობის გამო ბ-ნმა ედუარდ ლუისმა გამოუშვა ძალიან დიდი სტატია, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, ბ-ნმა კისინჯერს მისთვის მომავალზე ბევრი არ უცნობებია, რის გამოც მთელი ტექსტის გადათარგმნას აზრი ეკარება:
¾ ტექსტისა ეძღვნება ლუისის შეხვედრას კისინჯერთან, სტატიაში დიდი ადგილი უკავია ისეთ დეტალებს როგორიცაა "რა იქნება ლანჩს რომ მივუსხდებოდეთ" და მყუდრო ფრანგული რესტორნის ფანჯრიდან დანახული ლამაზი ხედის მხატვრულ აღწერას, სადაც მიმდინარეობდა კიდეც ინტერვიუ.

კისინჯერმა შეაფასა ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი, რომლებიც, როგორც ჩანს, ნაკლებად აინტერესებთ არა მარტო ჩვენს მკითხველებს, არამედ თვით კისინჯერსაც. ამიტომაც ჩვენ დავიმოწმებთ მის მხოლოდ იმ ციტატებს, რომლებშიც კისინჯერი ლაპარაკობს აშშ-ს, რუსეთისა და ჩინეთის, ასევე ტრამპისა და პუტინის მომავალზე, ხელოვნურ ინტელექტზე და ახალი მსოფლიო წესრიგის ეპოქის დადგომაზე. მაშ ასე, დავიწყოთ.

"... ეს შეხვედრა (იგულისხმება აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა) აუცილებლად უნდა შემდგარიყო, მე ამას რამოდენიმე წელი ვცდილობდი. მაგრამ, ვაი რომ, ეს იდეა ჩამარხულ იქნა ამერიკული შიდაპოლიტიკური პრობლემების გროვაში. ეს, განსაზღვრულად, გაშვებული შანსია. მიუხედავად ამისა, მე ვთვლი, რომ საიდანღაც უნდა დავიწყოთ, ხოლო ეს რომ ვქნათ საჭიროა რაღაცასთან დავბრუნდეთ, ათვლის წერტილი აუცილებელია.

... შეხედეთ სირიას და უკრაინას. ისინი თვალნათლივ გვიჩვენებენ რუსეთის უნიკალურ თვისებას, რომლებშიც პოულობენ გამოხატვას რადიკალულრი მოვლენები მსოფლიოს პრაქტიკულად ნებისმიერ წერტილში. თითქმის ყოველთვის ისინი მოსკოვის მიერ აღიქმებიან საფრთხედ, მაგრამ ამავე დროს აძლევენ მას გეოპოლიტიკურ შანსს. გარდა ამისა, მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა ძლიერი რყევები ჯერაც გრძელდება, და ვშიშობ ისინი მალე ძლიერ დაჩქარდება.

... შეცდომა, რომელიც NATO-მ დაუშვა, მდგომარეობს იმაში, რომ იქ წარმოუდგენიათ რომელიღაც ისტორიული ევოლუცია, რომელიც მარშირებით გაივლის მთელ ევრაზიას. მაგრამ NATO-ში არ ესმით, რომ სადღაც ამ საზეიმო მარშირებაზე ისინი შეხვდებიან რაღაც განსაკუთრებულს, ვიდრე ეს არის სახელმწიფოებრიობის დასავლური იდეა. რუსეთისთვის ეს არის მისი იდენტურობის გამოწვევა.

... მე ახლა არ მსურს ბევრი ვილაპარაკო ტრამპზე, რადგან ახლა სულაც არ არის შესაფერისი ვითარება ამისთვის, ამას მე მოგვიანებით გავაკეთებ და ცოტა სხვანაირად. მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ რომ დონალდ ტრამპს შეუძლია გახდეს ერთ-ერთი იმ ისტორიულ ფიგურათაგანი, რომლებიც დრო და დრო ჩნდებიან და ეპოქის დასასრულის ნიშანს წარმოადგენენ, თანაც მსოფლიო პოლიტიკას ხდიან დაძველებულ ნიღაბს, ანუ აიძულებენ ყველას შეწყვიტონ თვალთმაქცობა. და ეს ფაქტი სულაც არ ნიშნავს, თითქოსდა დონალდ ტრამპს ესმოდეს თავისი მისია ან მოფიქრებული ჰქონდეს ყოველივე ამის რომელიმე გრანდიოზული ალტერნატივა. შესაძლოა, ეს იქნება მოვლენათა უბრალოდ შემთხვევითი განვითარება.

ედუარდ ლუისი: რა ელოდება გერმანიას, თუ ტრამპი ამერიკას NATO-დან გამოიყვანს?

...  1940-იან წლებში ევროპელ პოლიტიკოსებს გააჩნდათ მიმართულების მკაფიო გაგება, მაგრამ ახლა ისინი ბუნდოვნად თუ ხედავენ, საითკენ მიაბოტებენ. ახლა ისინი ძირითადად უბრალოდ ცდილობენ თავი აარიდონ უსიამოვნებებს, თუმცა ეს მათ არც ისე კარგად გამოსდით. გერმანელ სახელმწიფო მოღვაწეთაგან ვიღაცამ ამასწინათ მომითხრო, რომ ყოველთვის აღიქვამდა უთანხმოებებს ამერიკასთან როგორც აშშ-სგან დისტანცირების საშუალებას.

მაგრამ ახლა, როდესაც ასეთი პერსპექტივა რეალურად წარმოიშვა, აზრი მსოფლიოზე, სადაც უკვე აღარ იქნება ამერიკა, გერმანელ პოლიტიკოსებს საშინლად აშინებთ. ასე, რომ საკმაოდ ირონიული იქნება, თუკი აშშ-ს NATO-დან გამოსვლა ტრამპის ეპოქის ერთ-ერთი შედეგი გახდება. და მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი რამ პრინციპში შეუძლებელია...

... ამერიკის ალტერნატივა ევროპელებისთვის საკმაოდ ნაკლებად მიმზიდველია.

ამერიკისგან გამოცალკევებული ატლანტიკური ევროპა "ევრაზიის დანამატად" იქცევა, რომელშიც ყველაფერს ჩინეთის სამეფო წაუძღვება და ხელში აიღებს "მთელი კაცობრიობის მთავარი მრჩეველის" როლს. ამ დროს ამერიკა გახდება გეოპოლიტიკური კუნძული, რომელიც გარშემორტყმულია გიგანტური ოკეანეებით და თავისი წესებით. მისი პოლიტიკა დაემსგავსება ვიქტორიანული დიდი ბრიტანეთისას, რომელიც თავისთავად არსებობდა და საკუთარ თავს ევროპული კონტინენტის ნაწილად არც განიხილავდა.

ედუარდ ლუისი: თქვენ გაშფოთბთ მომავალი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თვლით, რომ არსებობს ვარაუდი იმისა, დონალდ ტრამპმა შემთხვევით ისე დააშინოს მსოფლიო, რომ იძულებულნი გავხდეთ გამოვიგონოთ ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც ახალ წესებსა და კანონებს დაეფუძნება?

მე ვფიქრობ, რომ ახლა მთელი მსოფლიო განიცდის ძალიან პირქუშ პერიოდს. მე უმაღლესი დონის უამრავი შეხვედრა ჩავატარე, მაგრამ ... ყველაფერს პირდაპირ ხომ ვერ გეტყვით.


დასასრულ ედუარდ ლუის თავისი სტატიის ბოლოში წერს, რომ ჰენრი კისინჯერი ძალიან იყო შეშფოთბული ხელოვნური ინტელექტის განვითარებით, რომელსაც პოლიტიკოსები აზრს არ ეკითხებიან, მაგრამ რომელზეც, დღეისთვის, უმეტესწილად, ყველაფერია დამყარებული. "ყველაფერი, რაც შემიძლია ჩემთვის დარჩენილი წლების განმავლობაში გავაკეთო - ეს არის ამ საკითხების წამოწევა", - ამბობს კისინჯერი. "და მე სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ კითხვებზე პასუხები გამაჩნია".

The Big The One-ის რედაქციის კომენტარი: ჰენრი კისინჯერის მიერ Financial Times-ისთვის მიცემული ინტერვიუ დაიბეჭდა ჯერ კიდევ 20 ივლისს, მაგრამ გაუგებარი მიზეზების გამო ამერიკელ კონსპიროლოგებში მხოლოდ დღეს გახდა ის ფართო მსჯელობის საგანი.

ერთი შეხედვით კისინჯერი თითქოსდა ახალს არაფერს იუწყება, რადგან NATO-ს შესაძლო დაშლაზე და  ხელოვნურ ინტელქტზე და სხვა დანარჩენზეც ისედაც ყველამ ყველაფერი იცის. მაგრამ ინტერვიუს პრინციპული სხვაობა და ამ ე. წ. ცოდნისა მდგომარეობს იმაში, რომ ერთია საქმე, როდესაც NATO-დან აშშ-ს გამოსვლაზე ლაპარაკობს ბ-ნი დონალდ ტუსკი
(1), და სულ სხვა საქმეა, როდესაც ბ-ნი კისინჯერი, რომელიც პუტინს 17-ჯერ შეხვდა ლაპარაკობს აშშ-ს NATO-დან გამოსვლაზე სიტყვებით:  "it is not impossible", ანუ "ეს შეუძლებელი არ არის". დიპლომატიის ენაზე ეს ნიშნავს "აშშ გამოვა ალიანსიდან". ამის შედეგებს კისინჯერი დეტალურად აღწერს.

_______________

1. დონალდ ტუსკი. პოლონეთისა და ზოგადევროპის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი 2007 წ-დან 2014 წლის 22 სექტემბრამდე. 2014წელს გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე. 2017 წელს ამავე პოსტზე ხელმეორედ იქნა არჩეული.
_______________

ზუსტად ასევეა საქმე "მსოფლიოსთვის ძალიან პირქუშ პერიოდთან დაკავშირებითაც" და ფრიად საყურადღებოა მისი გამონათქვამი, რომ "მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა ძლიერი რყევები ჯერაც გრძელდება, და ვშიშობ ისინი მალე ძლიერ დაჩქარდება". ერთი საქმეა, თუ ამ რყევებზე და პირქუშ პერიოდზე გვიყვება ვინმე პასტორი-კონსპიროლოგი, რომელმაც სადღაც რაღაცა მოიაზრა, და სულ სხვა საქმეა, როდესაც ამის შესახებ მსჯელობს ჰენრი კისინჯერი.

სირიაზე აშშ-ს ბოლო დარტყმის წინ, რომელსაც დონალდ ტრამპი დაჟინებით ითხოვდა, აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი შეძრწუნებული იყო ამ იდეისგან, როგორც იტყვიან "ხელ-ფეხის ქნევით" ინააღმდეგებოდა მას, რადგან ამას შეიძლებოდა მოჰყოლოდა მოსკოვის მოულოდნელი და უცნობი რეაქცია და ყველაფერი გადასულიყო მესამე მსოფლიო ომში. მაშინ, ღამის 3 საათზე თეთრ სახლში მივიდა ბ-ნი კისინჯერი, დაელაპარაკა მეტისს და იმანაც უცებ გასცა წითელ ღილაკზე დაჭერის ბრძანება. ამიტომაც, თუ კისინჯერმა თქვა, რომ"მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა ძლიერი რყევები ჯერაც გრძელდება, და ვშიშობ ისინი მალე ძლიერ დაჩქარდება" - მაშასადამე ყველაფერი ასეც იქნება.

ის ასევე ძალზედ საინტერესოდ ლაპარაკობს "ტრამპის ისტორიულ მისიაზე", რომელიც ეპოქის დასასრულზე მიანიშნებს. შესაძლოა, კისინჯერმა ტრამპზე კიდევ რაღაც ილაპარაკა, რადგან ედუარდ ლუისი წერს "არსებობს ალბათობა იმისა, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა შემთხვევით შეგვაშინოს". კისინჯერი ტექსტში არსად ამბობს, რომ ტრამპი ვინმეს შემთხვევით შეაშინებს, მაგრამ ედუარდ ლუისი კითხვას სწორედ ასე იძლევა. შედეგად, კისინჯერმა სადღაც მას უთხრა, რომ ტრამპი ყველას შეაშინებს. აქედან იბადება კითხვა: მაშ, როგორ შეაშინებს ტრამპი ყველას? თეირანზე ბირთვულ დარტყმას ხომ არ განახორციელებს?

დასასრულ, ძალიან საინტერესო მომენტი ხელოვნურ ინტელექტზე, რომელსაც კონსპიროლოგები ტრადიციულად განიხილავენ, როგორც ახალი მსოფლიო წესრიგის გამოგონებად. მაგრამ, როგორც ინტერვიუდან ჩანს, ახალ მსოფლიო წესრიგს და ხელოვნურ ინტელექტს კონსენსუსი არ გააჩნიათ და ახალი მსოფლიო წესრიგის არქიტექტორები ამ ხელოვნურ ინტელქეტს ოდნავ უფრთხიან ან ბ-ნი კისინჯერი უბრალოდ ასე მიგვანიშნებს, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გამოვიდეს კონტროლიდან და მსოფლიო კიდევ უფრო მეტად დააშინოს, ვიდრე ამას დონალდ ტრამპი იზამს?

საერთო ჯამში, ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მრავალს მართლაც უჩნდება შეგრძნება, რომ მსოფლიო ძალიან, ძალიან პირქუშ და მძიმე ეპოქაში შევიდა, სადაც ყველას ბევრი უსიამოვნება გველოდება. მაშ, მოდი, ერთად დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას.

წყარო: https://senscot.net/henry-kissinger-we-are-in-a-very-very-grave-period

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню