მეცნიერება - ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას ემუქრება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > მეცნიერება
მეცნიერის აზრი: "ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას ემუქრება"

(+ ვიდეო)
ხელოვნური ინტელექტი
ისრაელელი ისტორიკოსი, ებრაული უნივერსიტეტის პროფესორი იუბალ ნოი ჰარარიმ განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპები არა მარტო გვაოცებს, არამედ გვაშინებს კიდეც.
თავის ნაშრომში "კაცობრიობის მოკლე ისტორია" მან პირველმა მიუთითა ის, რაზეც ხმამაღლა არ საუბრობენ აკადემიური მეცნიერების წარმომადგენლები და თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც არიან ილონ მასკი და სხვები, კერძოდ: თუ რაში მდგომარეობს ხელოვნური ინტელექტის ნამდვილი საშიშროება.
ისრაელელი მკვლევარის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას დამონებით დაემუქროს, როგორც ეს ნაჩვენებია ცნობილ ფანტასტიკურ ფილმებში, მაგალითად, "ტერმინატორში" ან "მატრიცაში". მაგრამ ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ მისი დახმარებით მსოფლიო ელიტა სულ უფრო და უფრო დაუმორჩილებს თავის გავლენას მთელ კაცობრიობას.

ისტორიკოს-მედიევისტმა ამგვარი დამორჩილების ფორმულაც კი გამოიყვანა - В х С х D = НН, სადაც HH - ეს არის ადამიანების "გატეხვა". ამ ტერმინში მეცნიერი ვარაუდობს ადამიანის ცნობიერების დაქვემდებარებას დიქტატორების ნებისადმი. ეს "გატეხვა" შედგება ყოველ ინდივიდზე (D) არსებული მონაცემების მოპოვებაში ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ის ასევე მოიცავს თვით მანქანების გამომთვლელ სიძლიერეს (C) და ხელოვნური ინტელექტის ადამიანში ჩანერგვას ბიოლოგიის დონეზე (B).
"დღეს, - წერს ჰარარი, - ქსელში ბევრს ლაპარაკობენ მანქანებზე ადამიანთა ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაზე. მაგრამ ეს უბედურების მხოლოდ ნახევარია. როდესაც ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ბიოლოგიაში შეაღწევს, უკვე რაიმეს გაკეთება შეუძლებელი იქნება. ადამიანებს მცირე შანსი აქვთ წინააღმდეგობა გაუწიონ ყოველივე ამას, ანუ გაიმარჯვონ მსოფლიო კორპორაციებზე, სახელმწიფოზე (რომლებიც ამ მსოფლიო კორპორაციებს ემსახურებიან - "აპოკ". რედ.) და საბოლოო ჯამში - მსოფლიო ელიტაზე. და, რითი დამთავრდება ეს ყოველივე, უცნობია".
ერთადერთი იმედი (ვაი რომ, არა გონება და, მით უფრო, დიქტატორთა სინდისი)  მხოლოდ და მხოლოდ ზებუნებრივ ძალებზეა (ღმერთი, მფარველი ანგელოზები - ქრისტიანული მსოფლმხედველობით თუ ვიმსჯელებთ - "აპოკ". რედ.), რომლებმაც შეიძლება მიუშვან ეს ძალები ან ხელი შეუშალონ ამგვარი პირქუში სცენარის განვითარებას. მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, შეუძლებელია ვიცოდეთ უზენაესის ჩანაფიქრი...

წყარო: esoreiter.ru
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/tDyN4whQ5IM" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
Назад к содержимому