ზომბი აპოკალიფსისი - ზომბი-აპოკალიფსისის ხუთი მეცნიერულად დასაბუთებული მიზეზი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ზომბი-აპოკალიფსისის ხუთი მეცნიერულად დასაბუთებული მიზეზი

ზომბი აპოკალიფსისი

ტელემაყურებელთა შორის ძალზედ პოპულარულია ამერიკული სერიალი "მოსიარულე გვამები" ("Walkin Deads"). ყველას კარგად ესმის, რომ ეს არის ფანტასტიკა და ზომბი აპოკალიფსისის დადგომის პროცენტული დაშვება არის უმცირესზე უმცირესი, თუმცა, ვფიქრობთ უინტერესო არ უნდა იყოს, მაინც რას შეიძლება ეფუძნებოდეს ზომბი "აპოკალიფსისის" (ანუ ზომბი-ეპიდემიის) თუნდაც უმცირესი შესაძლებლობა. არსებობს რამოდენიმე საკმაოდ სერიოზული ვარაუდი. მოდი გავეცნოთ მათ და მხედველობაში ვიქონიოთ.


ტვინის პარაზიტები




პარაზიტები თავიანთ მატარებლებს გადააქცევენ უნებისყოფო მსხვერპლად, რომელთა ქმედებები ზომბის ქცევას მოგვაგონებს. ერთ-ერთი ასეთიპარაზიტი გახლავტ ტოქსოპლაზმა. მისი ძირითადი გადამტანები არიან - კატები, ხოლო შუალედურ მატარებლებად ბაქტერიებმა შეიძლება გამოიყენონ ნებისმიერი თბილსისხლიანი ცხოველი და თვით ადამიანიც კი. პარაზიტი ზეგავლენას ახდეს თავისი მსხვერპლის ქცევაზე. მისით დასნებოვნებული თაგვები ნაკლებად უფრთხიან კატებს და ზოგჯერ თვითონაც კი ისწრაფვიან მათი თავშეყრის ადგილებისნე, რათა შეჭმულ იქნენ (მაშასადამე პარაზიტი ხვდება კატის სხეულში და შეიძლება გამრავლდეს). არსებობს აზრი, რომ ტოქსოპლაზმა ზეგავლენას ახდენს დასნებოვნებული ადამიანის ქცევაზე, კერძოდ, ადამიანები უფრო მიდრეკილები ხდებიან რისკისკენ და პირდაპირი, ზოგჯერ კი შენელებული რეაქციისკენ.


როგორ უნდა გამოიწვიოს ამან ზომბი-აპოკალიფსისი (ანუ მასობრივი ეპიდემია)?


განსხვავება ადამიანისა და თაგვის ფიზიოლოგიას შორის მსგავსია. ამაოდ როდი ცდიან ახალ წამლებს სოწორედ თაგვებზე. ახლა კი წარმოიდგინეთ კაცობრიობის ნახევარზე ნაკლები (არადა სწორედ ამდენი ადამიანია დღისთვის ტოქსოპლაზმით დასნებოვნებული) დაკარგავს ნებისყოფის უნარს და ცნობიერებას? ჩვენ მხედველობაში გვაქვს მეტიც კი, ვიდრე ეს დღეს შეიძლება იყოს. მსგავსი კატასტროფა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ტოქსოპლაზმა ევოლუციონირებას გადაწყვეტს.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ბაქტერიას არა აქვს საკმარისი დრო ევოლუციისთვის და ამგვარი რამ მას "თავში" არც კი მოუვა (მითუმეტეს, ბაქტერიას თავი არცა აქვს!). მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ბიოლოგიური იარაღის შემუშავების საიდუმლო სახელმწიფო პროგრამები. შესაძლოა, მეცნიერები პირდაპირ ახლა ამუშავებენ Toxoplasma gondii-ს ბაქტერიის სახეობებს და თავიანთი საქმიანობის საშინელი შედეგები მათ სულაც არ ადარდებთ (როგორც იყო ეს თუნდაც ატომური ბომბის გამოგონების შემთხვევაში და როგორც არის დღემდე, რადგან მეცნიერების გამოგონებები უმეტეს შემთხვევაში იარაღად გამოიყენება კაცობრიობის წინააღმდეგ).

აქ უნდა შევნიშნოთ, რომ ტექნიკურ ენაზე, ტოქსოპლაზმით დასნებოვნებული ადამიანები არ შეიძლება ზომბებად ჩავთვალოთ ამ სიტყვის ვიწრო მნიშვნელობით, რადგან ისინი არასოდეს ყოფილან მკვდრები. მაგრამ, ეს ნაკლებად სანუგეშო იქნება, თუ ისინი დაკარგავენ ცნობიერებას, გახდებიან აგრესიულები და კარზე მოგვიკაკუნებენ.


ნეიროტოქსინები





ზოგიერთ შხამს შეუძლია ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციების იმდენად შემცირება, რომ ექიმებმა შეიძლება კლინიკური სიკვდილი დაუფიქსირონ. ასეთ ნეიროტოქსინებს განეკუთვნება, მაგალითად, თევზ ფუგუს შხამი. მისი უმცირესი დოზაც კი პარალიჩსა და ლეთარგიულ კომას იწვევს). ძალიან ხშირად კომიდან გამოსული ადამიანი კარგავს მეხსიერებას და განწყობილი ხდება შეასრულოს მხოლოდ უმარტივესი დავალებები: დაჯდომა, დაწოლა და წინ გაშვერილი ხელებით ბაჯბაჯი.


როგორ შეიძლება ამან გამოიწვიოს ზომბი-აპოკალიფსისი?


საკუთრივ, ეს უკვე მოხდა ჰაიტიზე, თვით სიტყვა "ზომბის" სამშობლოზე. თუ არ გჯერათ ჰკითხეთ კაცს, რომლის სახელია კლავიუს ნარცისი. 1980 წელს ის უეცრად გამოჩნდა თავის მშობლიურ სოფელში და განაცხადა, რომ 1962 წლიდან 1980 წლამდე მას მკვდრად მიიჩნევდნენ. კლავიუსი ცნო მისმა დამ, მიუხედავად იმისა, რომ ის 18 წლის უკან ესწრებოდა ძმის დაკრძალვის ცერემონიალს. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ მას აიძულეს დაელია რაღაც სასმელი, რის შემდეგაც ექიმებმა ის მკვდრად ჩათვალეს (ნაპოვნი იქნა სამედიცინო მოწმობაც). მაგრამ კლავიუსი არ მოკვდა, არამედ ზომბის სახით ემსახურებოდა ვინმე ჯადოქარ ბოკორს.

თუმცა, ჰაიტელი ჯადოქრები ზომბებს ხშირად იყენებდნენ შაქრის პლანტაციებზე (ჰაიტელი ჯადოქრები ბაყაყ bufo marinus-ისა და ერთ-ერთი მეტად ნიშანდობლივი სახელწოდების მქონე მცენარის, ე. წ. "ზომბის კიტრის" მეშვეობით ადამიანებს წამლავდნენ, რაც მათ "დაზომბირებას" იწვევდნენ).

შემდეგში, როდესაც ჩაიში შაქრის ჩაყრას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, ის შეიძლება ზომბების შრომისმოყვარე ხელებით იყოს მოპოვებული. დააფასეთ ზომბის შრომა!

საბედნიეროდ, თუ რომელიმე ძალზედ ბოროტმზრახველი ჯადოქარი იპოვის საშუალებას, რათა მოწამლოს პლანეტის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი და გადააქციოს ისინი უნებისყოფო ზომბებად, სისხლისმსმელ კანიბალებად მაინც ვერ გადააქცევს.


ვირუსი





ზომბი-ფილმების მოყვარულთა ქრესტომათიულ ფილმში "28 დღის შემდეგ", პანდემიის მიზეზი ხდება ვირუსი, რომელიც ადამიანებს უგონო მკვლელებად წამებში გარდააქცევს. რეალობაში ზოგიერთ ფსიქიურ დარღვევას შეუძლია გამოიწვიოს იგივე შედეგი. რა თქმა უნდა, ისინი არ არიან გადამდებნი. ასე იყო მანამ, სანამ გამოჩნდებოდა ძროხის ცოფი. ეს დაავადება ტვინს მომენტალურად ჭამს და იწვევს სიმპტომს, რომელიც წააგავს სიცოფეს. დაავადების პირველი ნიშნები გამოჩნდა ინგლისში 1968 წელს, შემდეგ კი ევროპის სხვა ქვეყნებშიც.


როგორ შეიძლება ამან გამოიწვიოს ზომბი-აპოკალიფსისი?


ძროხის ცოფით დაავადებულ ადამიანს ეცვლება ქცევა, ერღვევა მოძრაობის კოორდინაცია, ზოგჯერ ემართება კრუნჩხვები, ჰალუცინაციები და ბოდვა. დღეისთვის ცნობილია ადამიანთა ძროხის ცოფით დაავადების არც ისე მრავალი შემთხვევა, რომელიც ეპიდემიაზე სერიოზული ლაპარაკის შესაძლებლობას არ გვაძლევს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს აჩვენებს, რომ არსებობს დაავადება, რომელიც ადამიანის ტვინს აზიანებს. ასეთი ვირუსი შეიძლება ადამიანზე კბენის შედეგად გადავიდეს. ამას შეიძლება ვუწოდოთ "ძროხის სუპერ ვირუსი".


ნეიროგენეზისი



რა ვიცით ღეროვანი უჯრედების შესახებ? პრინციპში ყველაფერი, რაც კი მათ შესახებ უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ მათ იყენებენ მკვდარი უჯრედების რეგენერაციისთვის. ამგვარად, ზომბოლოგების (თუ ასეთები არსებობენ) ინტერესი ღეროვანი უჯრედების დახმარებით შეიძლება მიმართულ იქნას მკვდარ სხეულში ტვინის აღდგენისკენ.


როგორ შეიძლება ამან გამოიწვიოს ზომბი-აპოკალიფსისი?


ტვინის სიკვდილი - ყველაზე არასასიამოვნო მოვლენაა, რაც კი შეიძლება ადამიანს შეემთხვეს. მეცნიერებმა ისწავლეს ორგანოების დათესვა, მაგრამ თუ ტვინმა ჟანგბადის გარეშე დაჰყო მცირედი ხანი, მისი ნერვული შენაერთები აღარ აღსდგება, ეს კი ნიშნავს ადამიანის პიროვნების დასასრულს იმ სახით, როგორიც ის ადრე იყო. მაგრამ თანამედროვე მეცნიერების მიღწევების ფონზე მეცნიერებს შეუძლიათ ტვინის რეანიმაცია, რის შედეგადაც შეიძლება მიღებულ იქნას ცოცხალი არსება, რომელიც მოკლებულია უმაღლეს ნერვულ საქმიანობას. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ნამდვილ ზომბის, გაცოცხლებულ მკვდარს ვუწოდებთ.


ნანორობოტები





ეს არის მეცნიერების მიერ შემუშავებული ტექნოლოგია, რათა ცოტა შეგაშფოთონ და აგანერვიულონ. ჩვენ მხედველობაში გვაქვს მიკროსკოპული თვითაღწარმოებადი რობოტები, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან ან გაანადგურონ პრაქტიკულად ყოველივე. მალე მეცნიერები ისწავლიან, თუ როგორ ჩანერგონ ისინი ადამიანის ტვინში, რითაც მას თავიანთ ყურმოჭრილ მონად და მექანიკურ პარაზიტად აქცევენ.


როგორ შეიძლება ამან გამოიწვიოს ზომბი-აპოკალიფსისი?


შორს როდია ნანო-ვირუსების შექმნის დრო, როდესაც ისინი პირდაპირ ტვინში გამრავლდებიან და დაიწყებენ ადამიანის ნერვული უჯრედებს შორის დაკარგულ კავშირს და ადამიანის აზროვნებას დააპროგრამებენ. მეცნიერებმა უკვე შექმნეს ნანო-კიბორგი, რომელიც ერთი უჯრედისგან შედგება, მის სილიკონურ ჩიპში ვირუსია ჩაყენებული. ასეთ ვირუსს შუძლია მისი პატრონის გარდაცვალებიდან ერთი თვე იარსებოს. ამგვარად, წარმოვიდგინოთ ვითარება, როდესაც ადამიანის ტვინში ჩანერგილია ნანორობოტები, რომლებსაც ადამიანის სიკვდილის შემდეგაც შეუძლიათ ფუნქციონირება. მათ შეუძლიატ ნერვული კავშირების გადაპროგრამირება და ამოძრაონ სხეული მანამ, სანამ ხორცი არ დალპება. ამის შემდეგ ნანორობოტებს სხვა გვამში გადაბარგება და ცოცხალ-მკვდარი ზომბების არმიას კიდევ ერთი ჯარისკაცი შემატება მოუწევთ.

მაგრამ, მეცნიერებს ჯერ ეს ყოველივე არ გამოუგონიათ, ამიტომ, ჩვენც ოდნავ მოვეშვათ და მშვიდად ვუყუროთ ჩვენთვის საყვარელ სერიალებს.

ინტერნეტ მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню