ზომბი აპოკალიფსისი - ვუდუს კულტი - ზომბი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ვუდუს კულტი: ზომბი

ზომბი აპოკალიფსისი

წარმატებული კათოლიკური აღზრდისა და პროპაგანდის მიუხედავად, ჰაიტიზე ვუდუს კულტი მაინც ფართოდ არის გავრცელებული.

ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონე ძალზედ დაბალია, ისევე როგორც განათლების დონე. ჰაიტიზე ადამიანებს მტკიცედ სწამთ, რომ ქალწული მარიამი შავკანიანი იყო, ისევე როგორც იესუ, ასევე სწამთ ადგილობრივ ჯადოქართა ძლიერების, რომელთაც შეუძლიათ ზომბად აქციონ ნებისმიერი ადამიანი. აფრიკის კონტინენტი პრაქტიკულად ზომბების შესახებ არსებული ყველა წიგნისა და კინოფილმის სამშობლო გახდა. მაგრამ, ჩვენს დროში, თანამედროვე მეცნიერებამ მკაფიოდ განსაზღვრა ის, თუ ვინ არიან ზომბები და როგორ გარდაიქმნებიან ზომბებად სრულიად ნორმალური ადამიანები.



როგორ ხდება, რომ კაცი, რომელიც მკვდარი ეგონათ, რამოდენიმე ხნის შემდეგ დგება საფლავიდან და დახეტიალობს, რითაც საშინლად აფრთხობს ადამიანებს? სინამდვილეში, მდგომარეობა, რომელიც შეცდომით სიკვდილი ჰგონიათ, ორგანიზმში მეტაბოლიზმის უკიდურესი დაწევით არის გამოწვეული. მსგავსი მდგომარეობა არცთუ იშვიათია ბუნებაში: თბილსისხლიან ცხოველებს შეუძლიათ ნახევარწლიან ძილს მისცეს თავი, ამასთან, ორგანიზმში ნარჩუნდება ყველა აუცილებელი პროცესი, ენერგიის გახარჯვა მინიმალურია.

მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი - ძილის პროცესში მყოფი ცხოველის ქსოვილიდან აღბული ნივთიერება შეიყვანეს ფხიზლად მყოფი ცხოველის ორგანიზმში, რის გამოც ეს უკანასკნელნი რამოდენიმე დღით იძინებდნენ, შემდეგ კი კვლავ აბსოლუტურად ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდებოდნენ. ამ ნივთიერებებს "ანტიმეტაბოლისტური" უწოდეს და ზომბის ფენომენის საიდუმლსაც ფარდა აეხადა.

შხამი, რომელსაც იყენებენ ჯადოქრები, მეცნიერებმა საკმაოდ კარგად შეისწავლეს. ყოველგვარი ბალახ-ბულახების, ადამიანის ძვლის ფქვილისა და კიდევ სხვა კომპონენტების გარდა, ის შეიცავს ნივთიერებას, რომელსც თევზ-გომბეშოსგან ღებულობენ. ასე უწოდებენ მას ჰატიზე. იაპონიაში მას ჰყავს "ნათესავ" - თევზი ფუგუ. ტეტროდოკსინი, რომელსაც ჯადოქრები შხამიანი თევზის დამუშავებისას ღებულობენ, წარმოადგენს სწორედ ანტიმეტაბოლურ ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია ადამიანი ნამდვილ ზომბად აქციოს. ეს კომპონენტი აჩერებს თავის ტვინის გარსის ფუნქციონირებას ნერვული იმპულსებისთვის - ადამიანისთვის დგება სრული პარალიჩი გრძნობების შენარჩუნებით - ტეტროდოქსინით მოწამლულს მინიმალური ოდენობით შეუძლია ხედვა და ფიქრი, მაგრამ არ შეუძლია მოძრაობა და ლაპარაკი. აი თქვენც გამზადებული ზომბი.



რისთვის სჭირდება ეს ყოველივე ჯადოქრებს? - ეს არის მომგებიანი ბიზნესი (ზომბირება შეკვეთით) უფასო მუშახელის მიღების მიზნით. "აღდგომის" შემდეგ (სახეში მძაფრი სუნის მქონე ნივთიერებების შესხურებით), მსხვერპლს აცნობებენ, რომ ის "აღადგინეს" მკვდრებით, ახლა ის სრულიად ემორჩილება ვუდუს მაგიას და ჯადოქარს სიცოცხლის ბოლომდე ემსახურება. მაგრამ, როგორც ჰატიზე ნარსის კლევირიუსის თავს გადამხდარი ამბავი აჩვენებს, ჯადოქრები ყოველთვის როდი აღწევენ სასურველს: მისი თქმით, მუშაობის დროს მას მუცლის არეში დაეწყო მწვავე ტკივილები, შემდეგ ნარცისმა ნახა ვარსკვლავებიანი ცა და ადგილობრივი ჯადოქრის ორი თანაშემწე, რომლებმაც მას "მკვდრეთით აღდგომის" შესახებ ამცნეს... და აუწყეს, რომ მას აუცილებლად უნდა ემუშავა ჯადოქრის სასარგებლოდ, რა შეესრულებინა ყოველივე, რასაც კი ის მოითხოვდა.



თვრამეტი წელი მუშაობდა ნარცისი "ძლევამოსილ ვუდუისტთან", სანამ ზომბებთაგან ერთ-ერთს არ მოსწყინდა მონური ცხოვრება და სიცოცხლეს არ გამოასალმა თავისი ბატონი. ამის შემდეგ, ნარცისი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, რის გამოც მის ცოლს შიშისგან ლამის გული გაუსკდა. მოგვიანებით, ის გამოიკვლიეს ამერიკელმა ექიმებმა, რომლებმაც მის ორგანიზმში ცოცხალი ზომბის კვალი - ტეტროდოქსინი აღმოაჩინეს.

დღეისთვის ჰაიტიზე ასეთი შემთხვევები ძლიერ შემცირდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სრულიად არ აღმოფხვრილა და ცალკეულ ფაქტებს დღემდე აფიქსირებენ.

ინტერნეტ მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню