ზომბი აპოკალიფსისი - მეცნიერების მიერ მოდელირებული ზომბი-აპოკალიფსისი და მისი ფორმულა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

მეცნიერების მიერ მოდელირებული ზომბი-აპოკალიფსისი და მისი ფორმულა

ზომბი აპოკალიფსისი

კანადელმა მეცნიერებმა მოახდინეს ზომბი-აპოკალიფსისის მოდელირება და გამოიყვანეს მისი ფორმულა.

მეცნიერთა მიერ შემუშავებული ფორმულა ასე გამოიყურება: (bN) (S/N) Z = bSZ.

კანადელმა მათემატიკოსმა რობერტ სმიტ? - მა (ის სპეციალურად წერს კითხვით ნიშანს თავისი გვარის ბოლოს) სტუდენტების ჯგუფთან ერთად გამოიყვანა ზომბი-აპოკალიფსისის ფორმულა.

როგორც LiveScience-ი იუწყება, გამოკვლევა, რომელიც მეცნიერებმა ჩაატარეს, გამოქვეყნდება წიგნში "ზომბის მათემატიკური მოდელირება". 2014 წელს ის წიგნადაც გამოიცა (იხ. "Mathematical Modeling of Zombies").

როგორც სმიტ...-ი აღნიშნავს, ზომბი-აპოკალიფსისის მათემატიკური მოდელის შედგენისას, მას სურდა მისი გამოყენება სხვა გავრცელებული, რეალური სნეულებების შემთხვევებშიაც. მეცნიერის აზრით, ზომბი-აპოკალიფსისი წააგავს ვირუსს, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაედება.

კლასიკური მოდელის თანახმად, გაცოცხლებული მკვდარი, რომელიც დასნებოვნებულია რომელიღაც ვირუსით, კბენს ადამიანს, ისიც ზომბად იქცევა და აი ასე მიმდინარეობს ეს პროცესი ჯაჭვური რეაქციით.

"ზომბის შემოსევა წააგავს რეალური დაავადებების გავრცელებას, რაც მათ ხელსაყრელს ობიექტებად ქმნის ეპიდემიოლოგიური გამოკვლევებისთვის", - აღნიშნავს სმიტ...-ი.

სმიტ...-ის მიერ გამოყვანილი ზომბი-აპოკალიფსისის ფორმულა, ასე გამოიყურება: (bN)(S/N)Z = bSZ, სადაც N ნიშნავს ადამიანს პოპულაციაში, S - ვირუსისადმი მიდრეკილ ადამიანთა წილს, Z - ზომბის რაოდენობას და b ზომბის დამაინფიცირებელ უნარს.

როგორც ადრე იუწყებოდნენ,
ერთ-ერთი ბრიტანელი გახდა ზომბი თვითმკვლელობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. მამაკაცის ტვინის აქტივობა საკმაოდ დაბალი გახდა; ამგვარი აქტივობა ახასიათებთ კომაში მყოფ ადამიანებს, მაგრამ მას შეეძლო სიარული და ლაპარაკი.

წყარო: ru.tsn.ua

ასევე: http://www.press.uottawa.ca/mathematical-modelling-of-zombies

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню