ხელოვნება - x - men აპოკალიფსისი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

X-men: აპოკალიფსისი: მსოფლიო "ელიტებში" ახალი შერჩევები იწყება,

ანუ

გამოვა თუ არა სცენაზე გლობალური პრედიქტორი

მისტიკური ნახატი

კორპორაცია Marvel Comics-ი უკვე დიდი ხანია, რაც მომავლის მატრიცების შექმნაზე მოდის ფუძემდებლად ითვლება, ანუ ეს არის კაცობრიობის მომავლის მართვა სახეებისა და არქეტიპების ჩამოყალიბების მეშვეობით. ყველაფერი ჩვეულებრივი კომიქსებით დაიწყო, რომელთა მიხედვითაც ახლა იღებენ ყველაზე დიდბიუჯეტინა და შემოსავლიან ფილმებს (მარტო სერიალებმა X-Men-ზე 3 მლრდ. დოლარზე მეტი მოგება მოიტანა), არსებითად, ის აყალიბებს თითქმის მთელი მსოფლიოს მოზარდებისა და დიდების მსოფლმხედველობას. გასაგებია, რომ ასეთი კომპანიებს მფარველობას უწევენ ძლიერი სცენარისტები (ლაპარაკია არა მარტო კოპირაიტზე). ავიღოთ, მაგალითად, გმირის არქეტიპი. პირველი, რაც მატრიცაში შთაფლულ კაცუნებს თავში მოსდით, გახლავთ: რომელიღაც ბეტმენეტი, სუპერმენეტი და სხვა. გმირების, რეალური ადამიანების, სიღრმისეული სახეები ფერმკრთალდება ამ მკაფიო კომიქსური თოჯინების ფონზე.



"მარველის ფანტასტიკური სამყარო" არქეტიპების ტრანსფორმაციის გარდა აყალიბებს ასევე შესაბამისი ქცევის მოდელებსაც, სამყაროსთან ურთიერთობის მოდელს, აზროვნების მოდელს და ა. შ., - ანუ აყალიბებს მატრიცულ სამყაროს, აპროგრამებს მომავალს, ახორციელებს უსტრუქტურო მმართველობას. მთელი ეს ფანტასტიკა სოციუიმისა და ცალკეული ინდივიდის ფსიქიკაზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს.

ახლა კი, კონკრეტულად შევეხოთ კონსპიროლოგიას, როგორც უწოდებს ზოგიერთი მსგავს პუბლიკაციას...



გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე პოპულარული და აზრობრივად ღრმა უნდა ყოფილიყო "X ადამიანთა სამყარო", თანაც არა მისი კომიქსური ან მულტიპლიკაციური ვერსია, არამედ სწორედ "X - ადამიანთა" ბლოკბასტერული სერიალი. რატომ დაინტერესდნენ ამ თემით? თითქოსდა ეს არის მორიგი ნახევრადმულტიპლიკაციური ფანტასტიკური ნაგავი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მალე გამოვა მორიგი სერია, "X-Men: Apocalypse" ("X-ადამიანები: აპოკალიფსისი"). სახელწოდება უკვე მრავლისმთქმელია, არა?



ანონსი გამოჩნდა ჯერ კიდევ წინა სერიის "X-ადამიანები: მომავლის წარსული დღეები" (X-Men: Days of Future Past), სადაც ნაჩვენები იყო ვინმე ენ საბაჰ ნური (თურქულიდან და არაბულიდან "ენ საბაჰ ნურ" შეიძლება გადაითარგმნოს როგორც "მთიები", "ცისკრის ნათელი", ლათინურად ეს არის "ლუციფერი"), რომელიც გონების ძალით პირამიდებს აშენებს, ხოლო ბრბო კი მის სახელს გაჰყვირის.





გამოვიდა საკმაოდ ნიშანდობლივი ტრეილერიც:

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/RrbgsBPbUtk" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

არ შევუდგებით მატრიცის სრულ გაშიფვრას, რომლის შთანერგვასაც ცდიობენ მარველისა და ჰოლივუდის სცენარისტები ამ სურათის მეშვეობით, ჯერ მის გამოსვლას დაველოდოთ. მაგრამ, ღირს ყველაზე მთავარის აღნიშვნა, მითუმეტეს, რომ ჯერ კიდევ X-Men: Apocalypse-ს გამოსვლამდე მაყურებლები უკვე დამუხტეს ემოციებით - კინომანები ყველგან მარჩიელობენ, რა და როგორ იქნება.

როგორც ჩანს, სიუჟეტი საკმაოდ მარტივია: ჩნდება მუტანტების მუტანტი, ყველაზე ძველი, შეკრებს ყველას და თანაც, ტელეპატიურად აკონტროლებს მათ.



ენ საბაჰ ნური


X-ადამიანები უნდა შეეჯახონ წარმოუდგენლად ძლიერ და ყველაზე საშიშ მტერს - უძველეს მუტანტ აპოკალიფსისს, რომელსაც ენ საბაჰ ნური (ანუ ლუციფერი) ეწოდება. ეს არის არსება, რომელთან შერკინება შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნეეს არა მარტო მუტანტებისთვის, არამედ პრინციპში მთელი კაცობრიობისთვისაც. განა არ წააგავს ანტიქრისტეს მოსვლას? აღვნიშნავთ, რომ მუტანტები - წარმოადგენენ ერთგვარ "რჩეულებს", უფრო მაღალგანვითრებულ, უჩვეულო უნარებისა და მაღალი მორალის მქონე არსებებს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები. "მუტანტები" ეს არის ერთგვარი ზეელიტა, რომელთათვისაც პრეზიდენტები ოდენ ფიგურებია გლობალურ თამაშში. და მათი ზებუნებრივი ლიდერის გამოჩენა თითქოსდა ყველაფერს თავის ადგილს უჩენს.: ელიტები - ეს მხოლოდ ნამდვილი ზეკაცის მსახურები არიან.

ფილმის მსოფლიო პრემიერა დანიშნულია 2016 წლის 27 მაისს. საინტერესოა აღინიშნოს, რომ 2017 წელს ასევე გამოდის ფილმი ფრანშიზა "მუმია", სადაც ტომ კრუზი თამაშობს. სიუჟეტის ცენტრში კვლავ ეჰ საბაჰ ნურია (!) - ძველი მოგვი, რომელიც მსოფლიო ბატონობაზე ოცნებობს. რატომ ხდება სახელის განმეორება? სიუჟეტი ხომ სულ სხვაა. რა არის ეს, - ერთი და იგივე მატრიცა? თუ არსებითად ყველანი ერთად იკრიბებიან აპოკალიფსისზე?




სიუჟეტის მიხედვით ამ ფილმში ერთ-ერთი ეგვიპტეში მოგზაური ტურისტი თავისი ქარაფშუტული მოქმედებით ეგვიპტის პირამიდაში გააღვიძებს ელ საბაჰ ნურის, ძველი მოგვის მუმიას, რომელიც მსოფლიო ბატონობაზე ოცნებობს. მუტანტი უზარმაზარ ჯართან ერთად გააფთრებულ ბრძოლაში დაეტაკება თავის მტრებს, რომლებიც კაცობრიობის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. ფილმის პრემიერა შედგება 2016 წლის 23 ივნისს. თავიდან კინოსტუდია Universal Pictures-ს სურდა თავისი პროექტი უფრო ადრე ეჩვენებინა, კერძოდ, 22 აპრილს, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო პრემიერა გადაიდო...

ყურადღებას იპყრობს რომელიღაც ეგვიპტელი და ზებუნებრივი უნარების მქონე მოგვის გამოჩენა ორ ფილმში. იმის გათვალისწინებით, რაც ვიცით გლობალურ დიქტატორზე მის ძველეგვიპტურ წარმომავლობაზე, მინიშნება სრულიად გასაგებია.

აქედან იბადება ვარაუდი, რომლის მიხედვითაც უახლოეს მომავალში შესაძლოა გველის გლობალური პრედიქტორის ან ახალი პერიფერიული კლანის ერთგვარი გამოვლინება, რომელიც ადრინდელ კლანებზე (როტშილდების, როკფელერების და "რეალების" - ვატიკან-ევროპელების) უფრო ძლიერი იქნება. ეს უკვე საინტერესოა. მოდი შევეცადოთ გავეცნოთ X-სერიის მთავარ როლებს, რას გამოსახავენ ისინი:

_______________

რედაქციისგან:
საზოგადოებრივი უსაფრთხოების კონცეფციის (КОБ) მასალებში მოიხსენიება ზესახელმწიფოებრივი მართვის სუბიექტი, ანუ გლობალური სცენარისტ-დამგეგმარებელი, რომელსაც უწოდებენ კიდევაც გლობალურ პრედიქტორს, შემოკლებით გპ (GP - Global Predictor. Глобальный Предиктор).

_______________



ჩარლზ ხავიერი (ქსავიერი). პროფესორი X - კლანი





ჩარლზ ქსავიერ პროფესორ იქსი - როკფელერების კლანია. სხვათა შორის, "ფარული მსოფლიო ლოჟის" საჯარო წარმომადგენლებს შორის, ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვულია მხოლოდ დევიდ როკფელერი. სხვათა შორის, პროფესორი ასევე იყო "ილუმინატების" გუნდის წევრი (სწორედ ასე იწოდება მუტანტების ჯგუფი "მარველის მსოფლიოს" ერთ-ერთ სერიალში). ამაზე უფრო გამჭვირვალე მინიშნება ძნელი მოსაფიქრებელია.



ჰენკ მაკკოი - მხეცი


ჰენკ მაკკოი მხეცი - როკფელერების კლანის პირველი თანაშმეწეა, ანუ აშშ-ს სამეცნიერო არისტოკრატია, რომელიც ქმნის მაღალ საინფორმაციო-კომუნიკაციურ ტექნოლოგიებს, ატარებს გენომოდიფიკაციის ექსპერიმენტებს, ავლენს სოციალური ფსიქოლოგიის მართვის მექანიზმებს და სხვა.



ერიკ ლენშერ მაგნეტო

ერიკ ლენშერ მაგნეტო - როკფელერების კლანია.



იაკობ როტშილდი


მაგნეტო იზიდავს მეტალებს. გადამცვლელები - როტშილდების მეორე სახელწოდებაა. ის უთანხმოებაშია პროფესორ-როკფელერთან, რასაც ვაკვირდებოდით მთელი XX საუკუნის განმავლობაში (კლანების ბრძოლა). ამ კლანის ებრაული წარმომავლობა აშკარაა, ვიდრე თვით როკფელერებისა (ერთ-ერთ სერიაში მაგნეტო - ებრაელი ბიჭუნაა საკონცენტრაციო ბანაკიდან). ბოლო სერიებში მაგნეტო და პროფესორი ერთად მუშაობენ, რაც შეიძლება განვიხილოთ როგორც გლობალური პრედიქტორის ორი ფრთის (როტშილდებისა და როკფელერების) აქტივთა გაერთიანებად.



რეივენ დარკჰოლმ მისტიკი


რეივენ დარკჰოლმ მისტიკი - როტშილდების კლანის პირველი თანამშემწეა. მას შეუძლია გარდასახვა და სხვა ადამიანების იმიჯის მიღება... არა, ეს რეპტილოიდი როდია, არამედ უფრო სპეცსამსახურები ან საიდუმლო ორდენები, რომლებიც ყველგან აღწევენ თავიანთი უნარების წყალობით. კლანის თანაშემწედ შეიძლება განვიხილოთ სხვა X-ადამიანებიც, რომლებსაც მაგნეტო თავის არმიაში აგროვებდა.

ენ საბაჰ ნურ აპოკალიფსისი (საბა - ივრითზე ბაბუას ნიშნავს, რომელიც თითქოსდა მიანიშნებს, თუ ვისი წინაპარია იგი) - ერთ-ერთი უმძლავრესი მუტანტია "მარველის სამყაროში". ის ფლობს მრავალ ზებუნებრივ თვისებას, მათ შორის უდიდეს ძალას, "უკვდავებას" და საკუთარი მასისა და ფორმის შეცვლის უნარს. თვითონ ამტკიცებს, რომ მუტანტებს აღემატება იმდენად, რამდენადაც აღემატებიან მუტანტები ჩვეულებრივ ადამიანებს. აპოკალიფსისს ყოველთვის ახლავს ოთხი მსახური, აპოკალიფსისის მხედრები (შეად. ახალი აღთქმის ბოლო წიგნს, იოანეს "გამოცხადებას"). ესენია: ომი, ჭირი, შიმშილი და სიკვდილი.



აპოკალიფსისის ოთხი მხედარი: ომი, ჭირი, შიმშილი და სიკვდილი


ენ საბაჰ ნურ აპოკალიფსისი დაიბადა ჩვ. წ.-მდე XXX საუკუნის ეგვიპტეში. რამოდენიმე ძველი ხალხის მითოლოგიაში ის "სიკვდილის ღმერთად" მიაჩნდათ. ენ საბაჰ ნურ აპოკალიფსისი მიისწრაფვის ჩაატაროს თავისი ევგენისტური ექსპერიმენტი: მხოლოდ უძლიერესთ აქვთ უფლება ცოცხლად დარჩენისა - და ის ცდილობს განსაზღვროს, ვინ არის საუკეთესო.

შევეცადოთ განვავრცოთ ნათქვამი. რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ასეთი მატრიცა? ნუთუ ურჩხული (გლობალური პარაზიტის ერთ-ერთი სახე) გაიხსნება და მსოფლიოს გამოეცხადება?

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სიტუაცია მსოფლიოში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს აპოკალიპტური სცენარით (როგორც ეს იყო 1945 წელს), და "ამა სოფლის ძლიერთა" ყველა მოძრაობა უბრალოდ ღაღადებს ამის შესახებ. აქ რომის პაპიც აშინებს ყველას უკანასკნელი შობით და ჩქარობს
მოსკოვის პატრიარქთან შეხვედრას. აქვე შეიძლება ვახსენოთმთელი რიგი განუხორციელებელი პროექტები, რომლებიც სამყაროს გადანაწილებისთვის იყო გამიზნული.

იმის გამო, რომ გლობალური პრედიქტორის მართვაში დაგროვდა შეცდომები, საჭირო ხდება მისი მართვის გადაყვანა ავტომატურიდან "ხელის მართვაზე". დღემდე სისტემა თვითმართვადი იყო, გლობალური პრედიქტორი პირდაპირ ერეოდა მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში. ახლა გლობალურ სისტემაში ჩადებული კონცეპტუალური შეცდომები ბანალურად უშლიან ხელს მართვის სისტემებს.

ძველეგვიპტური დროიდან დაგროვილი ცოდნის მონოპოლიამ გლობალურ პრედიქტორს ხელი შეუშალა - დაბალი რგოლების მმართველებს არა აქვთ კონცეპტუალური ინფორმაცია, შეზღუდულნი არიან ცოდნაში, და მათი მანევრების ველი ყოველთვის მათთანაა, ვიდრე უმაღლესი კასტის წარმომადგენლებთან. შედეგად ისინი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ იღებენ, რადგან იდეისთვის მუშაობა არავის სურს. მაშასადამე, მოდი ყველაფერი ჟირაფმა გადაწყვიტოს, რადგან მას აქვს სწორედ ყველაზე მაღალი კისერი... და "ჟირაფმაც" მისებურად გადაწყვიტა საქმეები... შეხედთ დასავლეთის "ელიტას"...

როგორც ჩანს, გლობალურ პრედიქტორს მოუწევს დაემშვიდობოს აპოკალიპტურ პროექტს ან მართვის სადავეები გადასცეს იმათ, ვინც მზადაა უკეთ მუშაობისთვის, ან კიდევ შეეცადოს ხომალდი "დედამიწა" ხელით გადაიყვანოს სხვა რეჟიმში. ეს უკანასკნელი გულისხმობს ხელისუფლებაში საკუთარი პოზიციის შენარჩუნებას, რომელიც უდიდეს საცთურთან არის დაკავშირებული. ესმის თუ არა გპ-ს, რომ აპოკალიპტური პროექტის ასეთი "გადატვირთვა" გამოიწვევს არა მარტო ძალაუფლების დაკარგვას, არამედ თვით სამართავი ობიექტის, ანუ დედამიწის დაკარგვასაც? ესმის თუ არა "გადატვირთვის" რეჟისორს, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ყველა დაღუპვა? ყველასი, და თვით მმართველი ელიტისაც... გლობალური პრედიქტორის მართვისუნარიანობაში ეჭვი უჩნდება მრავალს, ვინც კი აანალიზებს მიმდინარე პროცესებს. და არც თუ უსაფუძლოდ. რადგან რაში მდგომარეობს პრედიქცია - ეს უბრალო პროგნოზი კი არ არის, არამედ მოვლენათა რიგის დალაგება იმ დინებით, რომელიც სჭირდება პრედიქტორს. პრედიქტორი უშვებს აპოკალიფსისის ტიპის (ბიბლიურ ან მარველისებურ) მატრიცულ სცენარს, ან კიდევ იყენებს ვითარებათა უსტრუქტურო ენას, როგორიც არის ტერორიზმი "ღვთაებრივი" მიმიკრიით (

ის, რომ კონცეფცია, რომელიც ამგვარ მოვლენებს აძლევს გასაქანს უზნეოა, ყველას კარგად ესმის. მაგრამ, მათთვის ზნეობა - ეს ცარიელი სიტყვაა, ეს ფსევდო მოგვები, როგორც ჩანს, უკვე რობოტებად გადაშენდნენ, რომელთათვისაც მთავარია მხოლოდ პროცესი, ისინი ალბათ დაიღალნენ ემოციებისგან და თვით ცხოვრებისგანაც. მათ გაუშვეს სოციუმი როგორც ერთგვარი მექანიზმი, და ყველაფერი თვითონ ტრიალებს განსაზღვრული კონცეფციის ჩარჩოებში, თანაც განსაზღვრული სცენარით. და თუ უეცრად, როგორც ახლა, სცენარი შეწყვეტს მუშაობას, რაღა დარჩება გასაკეთებელი?...



უნდა შეიცვალოს დეტალები...


მარველის გმირების პირით გლობალური პრედიქტორი თითქოსდა ამბობს, რომ იწყება მსოფლიოს გადაკეთება. ენ საბაჰ ნური ფლობს ყველა მუტანტის გონებას, უმორჩილებს მას თავის ნებას პირდაპირი მნიშვნელობით, იწყებს წმენდას და "ახალი ელიტის" ჩამოყალიბებას. ელიტარისტებისთვის მართლაცდა დგება აპოკალიფსისი, თანაც ის ამოქმედდება ხელის რეჟიმში და მას აამუშავებს ანტიქრისტე-"ღმერთი"-მოშიაყი... ახალი იერუსალემის მიმღები კომისია იქნება ძალიან მკაცრი, შერჩევას ყველა როდი გაივლის...

2016 წელს ასევე ელიან ახალი ფილმის "ახალი ადამიანი-ობობა 3", "ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის განთიადზე"... მახინჯი გმირების მარველურ-ჰოლივუდური ფაბრიკა დიდი მონდომებით ცდილობს: ასხამს შტამპებს, ახდენს სტანდარტიზირებას, კრეატივირებას ...

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს... ვიღაც პოპ-კორნით იმარაგებს თავს ახალი სანახაობის მოლოდინში, ვიღაც კი ახალ ბუნკერს ეძებს თავის გადასარჩენად...

წყარო: http://nilloleg.livejournal.com/208483.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню