ხელოვნება - ვინ არიან მინიონები, და რატომ არ უნდა ვაჩვენოთ ისინი ბავშვებს - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

ვინ არიან მინიონები, და რატომ არ უნდა ვაჩვენოთ ისინი ბავშვებს?

მულტფილმები

2010 წლის ზაფხულის არდადეგებზე კინოეკრანებზე გამოჩნდა მულტფილმი "საძაგელი მე" (Despicable Me). სურათი მოზარდებს მოუთხრობდა სუპერბოროტმოქმედზე, რომელსაც დროებით მოუწია გამხდარიყო მამინაცვალი, რის გამოც შეიცვალა და კეთილი გახდა. მაგრამ, მულტფილმის ძირითადი ჩანაფიქრი მდგომარეობდა მთავარი ბოროტმოქმედის სასაცილო თანაშემწეებში - "მინიონებში" (minions ინგლისურიდან ნიშნავს - მოსამსახურეს).

მილიონობით პატარა ყვითელმა კაცუნამ, რომელიც უცნობ ენაზე მეტყველებენ და საკმაოდ უცნაურად იქცევიან, იმწამსვე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება. შედეგად "საძაგელ მეს" მოჰყვა გაგრძელება, მინიონები ბრენდი გახდა, ხოლო 2015 წლის 9 ივლისს ეკრანებზე გამოვიდა "საძაგელი მე"-ს სპინ-ოფი, რომელიც ეძღვნება თვით მინიონებს.

თითქოსდა რა უნდა იყოს მავნე ამ პატარა სასაცილო კაცუნებში? მაგრამ, თუ დავფიქრდებით, "მინიონების" თვით ბრენდში და მათ ისტორიაში საკმაოდ უხვადაა მინიშნებები და დაფარული აზრებიც. მოდი გავერკვეთ.



ვინ არიან მინიონები?


პირველ მულტფილმში ჯერ კიდევ თუ გარკვეული არ იყო, ვინ არიან მინიონები, საიდან გაჩნდნენ, ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის ტრეილერი პასუხს იძლევა ყველა ამ კითხვაზე: ლეგენდის მიხედვით მინიონები დედამიწაზე უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ, თითქმის დინოზავრების ეპოქიდან. რადგან "საძაგელი მე"-ს სამეული მონაწილეობდა 17-ე საუკუნის მოვლენებშიც, გასაგები ხდება - ისინი უკვდავები არიან. ამასთან, ცხოვრობენ მხოლოდ ერთი მიზნით - ემსახურონ ბოროტებს. ბოროტებისადმი დაქვემდებარების გარეშე მინიონები დეპრესიაში ვარდებიან. ისინი თვითონ პოულობენ ბოროტს და საკუთარ თავს მის ხელმძღვანელობას ანდობენ, შემდეგ კი მას რწმენითა და ერთგულებით, სულითა და გულით ემსახურებიან, სანამ ის (ანუ ბოროტი) არ მოკვდება, შემდეგ კი ეძებენ მორიგ ბოროტმოქმედს. მინიონებს ერს ან ხალხს ვერ უწოდებ, რადგან მათ არ ჰყავთ შვილები, მოხუცები, ქალები. ახლა კი ქვემოთ ვნახოთ ახალი მულტფილმის ტრეილერი.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/qg9HoAIXeh0" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ტრეილერი საკმაოდ მრავლისმეტყველია (5-ე წამზე - Illumination entertainment (რედ. შენიშვნა)). გარდა ამისა, რაც უკვე ვიცით მინიონებზე, აქ სამ წუთში უკვე ნაჩვენებია: რამოდენიმე სიკვდილი ზედიზედ (0:50-1:20.); მინიონების გადაცმა დიდი ბიუსტის მქონე დედაკაცად, რომელსაც გამვლელებს აჩვენებს (2:29); მინიონი იცვამს ქალის ტრუსებს (0:36); ოჯახის ულვაშებიან-მაკიაჟიან მამაკაცად, რომელიც ჩაცმულია მკაფიო სამოსში (1:50); ავადმყოფის დაცინვა მინიონისგან და დარტყმა ფეხებშუა (2:19); საწამებლის თვალწარმტაცი დემონსტრაცია და იქვე თამაში სახრჩობელასთან (2:56); მინიონი სტრინგებში (3:13) და მინიონი, რომელიც კოცნის ჯაკუზის, რადგან ის ორი ქალი ჰგონია (3:16). მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი მაინც არის არა ის, რომ საბავშვო მულტფილმების მთავარი გმირები გამოსახავენ ხან ბიჭუნებს და ხან გოგონებს, და შეგნებულად ემსახურებიან ბოროტს, არამედ ის, რომ ისინი ნაჩვენებნი არიან როგორც დადებითი, მხიარული და სასაცილო პერსონაჟები, რომლებისგან უცილობლივ მოისურვებ მაგალითის აღებას.

ადრინდელი მულტფილმებიდან უკვე ცნობილია, რომ მინიონები არა მარტო ბოროტებას სჩადიან, არამედ სიკეთესაც იქმან. ისინი მთელი თავიანთი არსებობის განმავლობაში ეხმარებოდნენ ყველა ეპოქის ბოროტმოქმედთ, მაგრამ შემთხვევით აღმოჩნდებოდნენ ხოლმე იმის მიზეზნი, რომ ეს ბოროტმოქმედნი კვდებოდნენ. მათ დაწვეს დრაკულა, მოკლეს ნაპოლეონი. ისინი ჩხუბობენ, შემდეგ კი მომხიბლავად გამოდიან ქორწილზე, სასაცილოდ ჭამენ ნაყინს და საქურდავად მიდიან მთვარეზე. ემორჩილებიან რა ბოროტმოქმედს და ამჟღავნებენ რა უდიდეს აღფრთოვანებას მისი ბოროტი გეგმებისგან, შემდგომ ამავე აღფრთოვანებით გამოხატავენ მსოფლიოს გადარჩენის მისსავე გეგმას. მოდი და წაუკითხეთ საქმეთა ეს ჩამონათვალი პატარა ბავშვს, შემდეგ კი მიეცით კითხვა, რომელიც ხშირად ტანჯავს ბავშვებს ამ მულტფილმის ნახვის შემდეგ: მინიონები კეთილები არიან თუ ბოროტები?

ბავშვს არ შეუძლია პასუხის მოცემა, მეტიც, დიდსაც კი გაუჭირდება გაერკვეს ამ საკითხში. ამგვარად, ბავშვის ფსიქიკაში (მულტფილმი გამიზნულია 6+ აუდიტორიისთვის) სიკეთისა და ბოროტების ცნება აღრეულია. შეიძლება იყო სიმპათიური, სასაცილო, მაგრამ ბანანისთვის ეჩხუბო იმას, ვისაც მრავალი წელია იცნობ, მიისაკუთრო სხვისი ქონება და დაეხმარო ბოროტთ.

და კიდევ ერთი მომენტი - მინიონები, როგორც უკვე ითქვა, მომდინარეობენ სიტყვიდან "მსახური" და მათი უსიტყვო მორჩილება ბოროტმოქმედისადმი, რომელიც ერთ რომელიმე სიტუაციაში შეიძლება დაკავებულ იქნას მომაკვდინებელი იარაღის, მეორე შემთხვევაში კი - ნაყინის დამზადებით, მხოლოდ ადასტურებს ამ სახელწოდებას. ისინი არიან - მსახურები, ისინი შეიქმნენ იმისთვის, რომ ემსახურონ, ისინი ატარებენ მუშების ფორმას, არ ფიქრდებიან განკარგულებებზე და მხოლოდ საღამოს აძლევენ თავს უფლებას საკუთარი საქმეებით დაკავდნენ, რომლებიც უმეტესწილად მდგომარეობს ურთიერთ ჩხუბში, ბოროტ ხუმრობებში და ერთმანეთის დაცინვაში. ხომ არ არის ეს მომხმარებელთა საზოგადოების იმ ტიპიური წარმომადგენლის სახე, რომელსაც აქტიურად გვახვევენ თავს მასობრივი კულტურის მეშვეობით? ერთნაირი არსებები, რომელთაც არც საკუთარი აზრი გააჩნიათ, არც ცხოვრების აზრი, არც რაიმე მორალურ-ზნეობრივი თვისებები და მხოლოდ ბოროტისადმი მსახურების სურვილით სულდგმულობენ.

ახლა კი დავსვათ კიდევ ერთი შეკითხვა:


რა სქესის არიან მინიონები?


მთავარ გმირთა სახელების მიხედვით - სტიუარტი, ბობი და კევინი - აშკარად მამაკაცები არიან, უმეტესწილად მათ ახასიათებთ ხასიათის მამაკაცური თვისებები. ზოგჯერ "შეყვარებულნიც" კი არიან: მულტფილმში "საძაგელი მე 2" მინიონი-სტიუარტი შეყვარებულია ქალზე. მაგრამ ავტორები სპეციალურად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ სურვილის შემთხვევაში მინიონები შეიძლება გოგონებადაც იქცნენ.

ახალ ტრეილერში მინიონი ამოდის წყლიდან, და როცა დაინახავს, რომ ყველანი საცურაო საცვლებში არიან, შიშით ისევ წყალში ხტება და იქიდან - ლიფით ამოდის (0:36). მიიღებს რა დარტყმას ფეხებს შუა (2:23), მინიონი ჯერ გაკვირვებას გამოხატავს, შემდეგ კი უბრალოდ იცინის, რითაც აჩვენებს, რომ სულაც არ ტკივა.

ავტორები აშკარად მიგვანიშნებენ - მინიონები ორსქესა არსებები არიან, და სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ იყონ როგორც ბიჭები, ასევე გოგონებიც, როგორც მათ მოეპრიანებათ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ასეთი მულტფილმების მიზნობრივი აუდიტორია - პატარებია, ამგვარი სახეებით სწორედ მათ ცნობიერებაში ინერგება არა მარტო ტოლერანტობის აზრი და მიდრეკილება გარყვნილებისკენ, არამედ იმის შესახებაც, რომ სქესის შეცვლა - ეს აბსოლუტურად ნორმალურია.


ქცევის მოდელი


ახლა იმის შესახებაც ვთქვათ ორიოდ სიტყვა, თუ როგორ უერთიერთობენ ერთმანეთში მინიონები.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/vZ95akuICIU" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გმირები ერთმანეთს იცნობენ ათასწლეულებია, მათი ურთიერთობა შეუძლებელია მეგობრულ ურთიერთობად იწოდოს. ისინი გამუდმებიდ დავობენ, ერთმანეთს დასცინიან, ხარხარებენ თავიანთი მეგობრის შეცდომებზე და ა. შ.

ამ ნაწყვეტში ჩანს, როგორ სურს ერთ მინიონს ყვანჭი უთავაზოს მეორეს, შემდეგ ერთი დასცინის მეორეს, შემდეგ ორივენი ჩხუბობენ, სცენის ფინალში კი, ერთს იტაცებს არნახული ბოროტი, მეორე ხელს გაუშვებს მას და იქედნური დაცინვით აცილებს გაურკვევლობაში.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/a4Ggi0O1ovQ" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

როგორ მოიქცევა ბავშვი, ამგვარი სცენის ნახვის შემდეგ? რას ისწავლის აქედან? აშკარად არა მეგობრობას, ზრუნვას ან ურთიერთდახმარებას.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყვითელი პერსონაჟები ცალკეულ ვითარებებში ერთიანდებიან კიდევაც, მაგალითად, როდესაც მათ სურთ მოიმოქმედონ რაიმე ბოროტება, ლაპარაკია არ არის ჯგუფურ სამუშაოზე, რადგან აქაც არის მცდელობები გააცურონ მეგობარი და თავი გამოიჩინონ დანარჩენების ფონზე. ერთი მულტფილმის მსვლელობის განმავლობაში ისინი ჩხუბობენ თვითმფრინავის საჭესთან, კომპიუტერთან, დანარჩენები კი, ხედავენ რა გაჩაღებულ კონფლიქტს, "ფაიტ-ფაიტ"-ის (ინგლ. "იჩხუბე") შეძახილებით მოჩხუბართ აქეზებენ და მიმდინარე პროცესს სიამოვნებით უყურებენ. ჩხუბის დროს მინიონს შეუძლია არა მარტო თხელი ხელსაკიდურებით უბრაგუნონ ერთმანეს, არამედ მაგიდაც ჩაარტყან თვში, გამოიყენონ სხვა საგნები, რომელიც კი ხელში მოხვდებათ.

ისეთი ცნებები, როგორიცაა ღირსება, პატივი, ვაჟკაცობა მათი შეგნების წრეში არ შედის. მინიონები მხოლოდ ბოროტ ბატონსა და საკუთარ ეგოს ემორჩილებიან. ისინი ჰგვანენ ვირთხების ჯგროს, რომლებიც მზად არიან დაჭამონ ერთმანეთი პრემიის ან ნებისმიერი ჯილდოს გამო, რომელსაც მათ თავიანთი ბოროტი ბატონი უთავაზებს. ქცევის სწორედ ასეთ მოდელს სთავაზობენ მულტფილმის შემქმნელები ბავშვებს.


შეჯამება


ბრენდი "მინიონი" გამიზნულია:

სიკეთისა და ბოროტების ცნებათა აღრევაზე: მინიონები არიან ბოროტები და ეხმარებიან ბოროტებს - ამაშია მათი მარადიული არსებობის აზრი, მაგრამ ისინი გამოხატულნი არიან სიმპათიურ და სასაცილო არსებებად, რომლებიც ჩადიან როგორც კარგ, ასევე ცუდ საქციელს, რითაც მოზარდი მაყურებლის ცნობიერებაში შლიან ზღვარს სიკეთესა და ბოროტებას შორის; ამ მულტფილმის ყურების შემდეგ მოზარდმა არ იცის რა არის "კარგი" და რა "ცუდი".

გარყვნილების პროპაგანდა - მინიონები შეიძლება გარდაიქმნან ბიჭებადაც და გოგონებადაც, მათი სურვილისა და განწყობის მიხედვით.

უსიტყვო და გაუაზრებელი მორჩილების აღზრდა. თვით მინიონები ოდენ მსახურები არიან, თანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათთის სულერთია, რომელ იდეალს ემსახურებიან. გამოდის, რომ ბავშვებისთვის ახალი კუმირების მთელს მსოფლიოში გაპიარებული ბრენდი, მხოლოდ "სასაცილო მომსახურეები" არიან ყოველგვარი მორალურ-ზნეობრივი ორიენტირების გარეშე.

მაყურებელში მერკანტილური მიზნებისთვის საჭირო ინდივიდუალიზმისა და მეტოქეობის თვისებების აღზრდა. მინიონები ძალზედ ჭირვეული და შარიანი არსებები არიან. ისინი ერთმანეთთან ჩხუბობენ ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ოღონდ თავი მოაწონონ თავიანთ ბატონს, ან კიდევ უბრალოდ სიამოვნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მინიონები ერთმანეთს იცნობენ ათასობით წელია, მათ ერთმანეთში არ გააჩნიათ მეგობრული ურთიერთობა.

სისაძაგლის პროპაგანდა. მინიონები უკიდურესად ამორალური არსებები არიან, კადრში ისინი მიანიშნებენ ისეთ საგნებზე, რომლებიც არანაირად არ ეწერება "6+"-ის რეიტინგში.

აწ დასკვნები თავად გამოიტანეთ.

წყარო: http://razdolbaypegas.livejournal.com/1300179.html

 
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню