ხელოვნება - ვინ არიან გოთები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

ვინ არიან გოთები?...

გოთიკა

გოთები, ეს არის ახალგაზრდული სუბკულტურის მიმართულება, რომელიც XX ს.-ის 70-იან წლებში პოსტ-პანკის ტალღაზე ჩაისაახა.

გოთების სუბკულტურა - პრაქტიკულად ყველაზე იდუმალი და უჩვეულოა ჩვენს დროში არსებულ სხვა სუბკულტურებს შორის. ერთი შეხედვით, ადამიანს, რომელსაც სურს საკუთარ თავს გოთი უწოდოს, საკუთარი თავი გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოაქციოს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. რადგან, მხოლოდ ის, ვინც მართლაც შეყვარებულია გოთური კუკლტურის მომაჯადოვებელ ატმოსფეროში, გოთების ტრადიციით შეზღუდული არასოდეს იქნება.




გოთი ჩვეულებრივი ადამიანისგან "გოთიკური" ცხოვრებისეული პრინციპებით განსხვავდება, რომელიც გაუნდობელს შეიძლება უსახურად მოეჩვენოს. ერთ-ერთი ასეთი პრინციპია "carpe diem", რომლის მიხედვითაც დღევანდელი დღე შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს ცხოვრებაში, ამიტომაც ის შესაბამისად უნდა განვლო. მაგრამ იმის ნაცვლად მთელი ძალით დატკბნენ პოზიტიური ემოციებით, გოთები შთაგონების წყაროს ღებულობენ დეპრესიისგან, სასოწარკვეთისგან და სულიერი ტკივილისგან.

გოთური ხელოვნება, იქნება ეს ნახატები, მუსიკა, წიგნები თუ სხვა რამ, უნდა ფლობდეს ერთადერთ კრიტერიუმს - ატმოსფეროს, რომელიც "ბნელი რომანტიკის" შესაფერისი იქნება. კონკრეტულად რომ ვთქვათ, ნაწარმოებს უნდა ახასიათებდეს ერთგვარი იდუმალება, მისტიურობა, ამოუცნობლობა. რადგან ატმოსფერულობის ზუსტი კრიტერიუმები არ არსებობს, ყოველ ადამიანს გოთიკის მოვლენა თავისებურად ესმის. აქედან იშვება მრავალი დავა (როგორც რეალურ სამყაროში, ასევე ინტერნეტ სივრცეშიც) იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ესა თუ ის ჯგუფი გოთური მიმართულების. ვის მხარეს აირჩევთ - დამოკიდებულია თქვენზე, აქ ორიენტირება გვიწევს მხოლოდ საკუთარ პრიორიტეტებზე, რადგან უმეტეს შემთხვევაში ორივე მხარე ნაწილობრივ სიმართლეს ამბობს.




გოთები ინდივიდუალისტები არიან. მარტივად რომ ვთქვა - მარტოსულები. ისინი გამოეყვნენ საზოგადოებას, მათ თავიანთი ცხოვრებისეული ფილოსოფია გააჩნიათ, თავიანთი მუსიკა, ლიტერატურა, მსოფლმხედველობა. ისინი არსებითად რომანტიკოსები არიან, თუმცა რომანტიზმი თავისებურად ესმით.

გოთების სუბკულტურის ინტენსიური განვითარების შედეგად გაჩნდა გოთების ახალი სახეობა, რომელთაც Perky Goth (ზოგჯერ ასეც იწერება Perky Goff). მათთვის გოთიკა, უპირველეს ყოვლისა, იმიჯში მდგომარეობს. დეპრესიულობა და ჩაკეტილობა მათი სტილი არ არის.

Mopey Goths
ეს არის Perky Goth-ის სრული საპირისპირო მომართულება. ისინი წარმოადგენენ გოთიკურ სუბკულტურას პირვანდელი სახით. ჩაკეტილები, დეპრესიულები (ზოგჯერ საკმაოზე მეტად), გატაცებულნი მარტოობით. მათთვის გოთიკა - ეს მთელი ცხოვრებაა. Mopey Goths და Perky Goth წარმოადგენენ ორ რადიკალურად განსხვავებულ მიმართულებებს, თანამედროვე გოთთა უმრავლესობას სადღაც შუალედური ადგილი უჭირავს, და მხოლოდ ოდნავ თუ იხრება რომელიმე მხარეს.



ამ ორი კატეგორიის გარდა არსებობს კიდევ გოთების "ქვესახეობები", რომელთაგან ზოგიერთი აღმოცენდა ორი სუბკულტურის შეერთების შედეგად. მაგალითად, პანკ-გოთები. გარეგნულად ისინი ჩვეულებრივ, შავად შემოსილ პანკებს მოგვაგონებენ: იროკეზები, დახეული ჯინსები, ტყავის ქურთუკები, მეტალის უხეში მორთულობები.

უფრო ტრადიციულად გამოიყურებიან ანტიკვარული გოთები (Antiquity Goth - სასაცილო სახელწოდებაა, არა?). მათ იმიჯში საკვანძოა განსაზღვრული ისტორიული ეპოქის სტილი (ვიქტორიანულის, რენესანსის, რომანტიზმის). ამგვარი გოთების ქცევა, თითქოსდა შუასაუკუნეების არისტოკრატები არიანო, ხაზგასმით თავაზიანია.




კიბერ-გოთები (Cyber Goth) ეს უკვე გოთების ახალი სტილია. ისინი საოცრად გამოიყურებიან და გოთების ყველაზე უჩვეულო და ყველაზე ახალ სახეობას წარმოადგენენ. ეს არის კიბერ-პანკისა და გოთიკური კულტურის ნაზავი. გარეგნობაში გამოირჩევა - "მჟავე" ფერების სათვალეები, საკონტაქტო ლინზები, რომლებიც თვალებს ნაკლებად ბუნებრივ ელფერს ანიჭებენ. ატარებენ უცნაურ და ქაოტურ ვარცხნილობას. თმებსაც "მომჟავო" ფერებში იღებავენ. კიბერბანკური ესთეტიკა. აქტიურად გამოიყენება ტექნო-დიზაინი: ჭანჭკები, მიკროსქემების ნაჭრები, მავთულები. სამოსი უფრო ხშირად ვინილის ან ნეოპრენის. თმებს იპარსავენ ან იღებავენ იისფერ, მწვანე და ლურჯ ფერებში.






გოთები და სატანისტები.
ქუჩაში ადამიანთა ჯგუფს თუ შეხვედებით, რომლებსაც ახასიათებთ შავი დრაპირება, გათეთრებული სახეები და უცნაური მორთულობები, - ნუ შეშინდებით, არ არის სავალდებულო ეს სატანისტების ბანდა იყოს. ესენი გოთები
არიან.



წარმომავლობა. გოთური მოძრაობის საფუძველი დევს გოთიკურ მუსიკაში, რომელიც პოსტ-პანკიდან ამოიზარდა. ამიტომაც გოთებს მაინც მუსიკალურ მიმდინარეობად მიიჩნევენ. საერთოდ პანკიდან მრავალი მიმართულება აღმოცენდა, მათ შორის დეკადენტურიც - უფრო დეპრესიული და პირქუში (შემდეგში "გოთიკური"). გოთების გარეგნობას და ატრიბუტიკას ახასიათებს - შავი მორთულობა, ღამურები, ვამპირის ეშვები და სხვა მსგავსი სიმბოლიზმი - ყველაფერი, რაც სიკვდილის ესთეთიკასთან არის დაკავშირებული. მოგვიანებით დეკადენტურ კოლოტირს დაუმატეს მიტიკური სიიმბოლოები, თანაც ყოველგვარი მცდელობის გარეშე ერთმანეთთან დაუკავშირებლად და გაუაზრებლად. ეს განუსაზღვრელობა გოთური მოძრაობის სუსტ წერტილად ითვლება: როგორც სუბკულტურას, მას არ გააჩნია მკაფიო იდეოლოგია, ის მუდმივად იწევს სხვადასხვა მხარეს, თანაც ეს გადახრები ყოველთვის როდი ამკობს გოთების რეპუტაციას.

სასაფლაო. გოთები თავიანთ მოძრაობას აღიქვამენ, როგორც პროტესტს მასობრივი ცნობიერების, უგემოვნობის და სიჭრელის წინააღმდეგ. სანამ პოპსა თხზავს თავის "სამ სიტყვას და ორ აკორდს" სიყვარულის შესახებ, გოთი, რომლის გარეგნობა სიკვდილს გახსენებს, სასაფლაოზე მიდის. თანაც მნიშვნელობა არა აქვს, იქ რას გააკეთებს: იფიქრებს ყოველივე არსებულის ამაოებაზე თუ უბრალოდ თავს გაიხალისებს მეგობრებთან ერთად.




თუმცა, გოთების ცხოვრების აზრი - ეს თვით გოთიკაა, როგორც ცხოვრების აღქმის კუთხე, და არა როგორც სიკვდილის კულტი. გოთიკა - ესთეტური მოვლენაა, ხოლო პირქუში სახეები -  მხოლოდ ეპატაჟი. სისულელეა სიკვდილში ეძებო სიცოცხლის აზრი - ის იქ არ არის. სიკვდილი - ეს არის შეხსენება, მიზეზი ელტვოდე სიცოცხლეს.

სატანისტები.
სატანისტების სუბკულტურა ატარებს ნიჰილისტურ ხასიათს. ჯერ კიდევ 80-იანი წლების მიწურულს აშშ-ში მეტალისტების სუბკულტურას გამოეყო "შავი მეტალისტები" (Black Metal), რომელიც დაუახლოვდა შანდორ ლავეის სატანის ეკლესიას. მათი იდეოლოგია ეს არის ეპატაჟის იდეილოგია და ამბოხი ყოველივე საეკლესიო-ტრადიციული სისტემისადმი. დაახლოებით 90-იანი წლების შუაწლებში ამგვარი სატანური სუბკულტურა უკვე რუსეთშიც არსებობს. სატანისტები საშიშნი არიან საზოგადოებისთვის, რადგან მათი რელიგია მხარს უჭერს მსხვერპლშეწირვას და ძალადობას სხვა ადამიანებზე. გარეგნულად სატანისტები ხშირად აფრთხობენ გოთებს, მაგრამ გოთები, თუ შეიძლება ითქვას, ბევრად უფრო ლმობიერნი და მშვიდობიანნი არიან.

გოთ-ვამპირები (Vampyre Goth). გოთების ყველაზე თანამედროვე და მოდური მიმართულება. ჩვეულებისამებრ ესენი ძალზედ ჩაკეტილ პერსონაჟებს წარმოადგენენ, რომლებიც გულნატკენნი არიან მთელს მსოფლიოზე. მათი ყველაზე სასიამოვნო დროსტარებაა - მოუყვენ მეგობარს თვითმკვლელობის ახალგამოგონილ მეთოდზე ან იოცნებონ თავიანთ სნეულებებზე.




Punk Goth - გოთ-ვეტერანების სტილი. იროკეზები, ინგლისური ქინძისთავები, დახეული ჯინსები, ტყავის ქურთუკები. პრაქტიკულად ასპროცენტიანი პანკები.

Androgyn Goth. "უსქესო" გოთები. მთელი მაკიაჟი მიმართულია იქითკენ, რათა დაფარონ პერსონაჟის სქესობრივი კუთვნილება. კორსეტები, ბანდაჟები, კაბები, ლატექსური და ვინილური სამოსი, მაღალქუსლებიანი ფეხსაცმელები, ცხოველთა საყელოები.




Hippie Goth.
წარმართებისთვის, ოკულტისტებისთვის ან მოხუცი გოთებისთვის დამახასიათებელი სტილი. ჩამოძონძილი სამოსი, კაპიუშონები, მოსასხამები. თავისუფლად გადმოშვებული და ბუნებრივი ფერის თმები, რომლებშიც ჩაწნულია ლენტები. ამულეტები, მაგრამ არა მეტალის, არამედ ხის ან ქვის, რომლებზეც გამოსახულია რუნები და სხვა მაგიური ნიშნები.

Corporate Goth. გოთები, რომლებიც მუშაობენ მსხვილ კომპანიებში და იძულებულნი არიან ჩაიცვან კორპორაციულ სტილში. საოფისე სამოსი, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოვებული გოთიკურს. არავითარი მაკიაჟი, მინიმალური მორთულობა, ყველაფერი მკაცრი და შავი.




დასასრულ ღირს ვახსენოთ კიდევ რამოდენიმე არანაკლებ საინტერესო ჯგუფები - ფეტიშ-გოთები (FetishGoth), უბრალო Jeans'n'T-shirt Goth, ვესტერნის მოყვარული გოთები Western Goth და ამაზრზენი გოთები, ანუ Tribal Goths.




ავტორი: Maximus. მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню