ხელოვნება - უწმინდურთა აღლუმი მოსკოვის მეტროში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

უწმინდურთა აღლუმი მოსკოვის მეტროში

უწმინდურნი

მეტროს სადგურში "Воробьевы горы", სადაც ხანდისხან შუშის ხუფებში გამოფენილია ხელოვნების სხვადასხვა ნამუშევრები და ნივთები, ამ რამოდენიმე ხნის წინ ჩატარდა უწმინდურ ძალთა ნამდვილი აღლუმი.



შესაძლოა ვიღაცამ იცის, რომ ოკულტისტებში "ვორობიევი გორი" (სიტყვასიტყვითი თარგმანით: "ბეღურას მთა" - რედ.) სახელანთქმულია, როგორც "ძალის" ადგილი. სანაპიროზე და მთის მახლობლად ისინი ატარებენ ერთობლივ მედიტაციებს და ასევე ატარებენ ოკულტურ რიტუალებს სულების გამოძახების ჩათვლით.

მაგრამ ამასწინათ ეს შეუმჩნეველი ეშმაკთაყვანისცემა გახდა შესამჩნევი და არა მარტო შესამჩნევი. ახლა, მეტროში რომ შეხვალთ, თქვენ გხვდებათ თვით ეშმაკი თავისი პერსონით. პირველივე შუშის ხუფში დგას შთამბეჭდავი ზომების დემონი და ხალხს აშინებს. მეტროში საპირისპირო მხრიდან თუ შეხვალთ, თქვენ მოგაშტერდებათ თხის უმახინჯესი თავი ცარიელი თვალის ბუდეებით.




გაუგებარია, ვისზეა გათვლილი ეს ექსპოზიცია, მაგრამ მართლმადიდებელ ადამიანებს ამისი ნახვა ნამდვილად არ ანიჭებთ სიამოვნებას. დემონი, ალი, ტყის ნიმფები და სხვა უწმინდური არსებები თუ დაცემული სულები - ეს ყოველივე გახლდათ ძმებ ზაპაშინებისა და მათი მსგავსი საცირკო დასების რეკვიზიტები. ამ პერსონაჟთაგან მრავალი სხვადასხვა დროს გამოუფენიათ ფესტივალზე, რომლის სახელწოდებაც ნიშანდობლივია - "კერპები".

ამ ამაზრზენი აღლუმის პერსონაჟთა განლაგებაშიც შეიძლება ვნახოთ განსაზღვრული სიმბოლიკა, ხოლო ექსპოზიციაში უმთავერსი, წამყვანი როლი ეშმაკს ენიჭება. სწორედ ის დგას რიგში პირველი და მეთაურობს მეტროში გამოფენილ დემონურ არსებათა ამაზრზენ აღლუმს. მისი ღორული სიფათი პირველია, რასაც ხედავს მეტროში ჩამავალი ადამიანი.




მაგრამ ყველაზე აღმაშფოთებელი და მრავლისმთქმელია ის, რომ ერთ-ერთი ამაზრზენი პერსონაჟის, ფეხებთან დგას შუშის ჯვარი, რომელიც თითქოსდა ეს ესაა გათელავსო მას თავისი ჩლიქებით.
















წყარო: https://antieres.wordpress.com/2017/10/07/parad_nechesti_na_vorobjevih_gorah/


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню