ხელოვნება - სუიციდის პროპაგანდა მასობრივ კულტურაში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

სუიციდის პროპაგანდა მასობრივ კულტურაში

სუციდის პროპპაგანდა მასობრივ კულტურაში

სულ ცოტა ხნის წინათ წარმოუდგენელი გვეჩვენებოდა, რომ პედერასტია და სხვა გარყვნილებანი შესაძლოა ნორმა გამხდარიყო. მაგრამ დასავლეთში ეს უკვე რეალიზებულია, ანალოგიური პროცესები გაშვებულია რუსეთში და სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებშიც, რაზეც მეტყველებს ამ თემის გამუდმებული მუსირება მასმედიასა და კინემატოგრაფში. შთამომავლობის გაგრძელების ინსტინქტზე უარის თქმის კვალად, ადამიანს ამზადებენ თვითშენარჩუნების ინტსტინქტის ასეთივე ნებაყოფლობით უარზე.

რატომ ნებაყოფლობითზე? იმიტომ, რომ ლაპარაკია არა დირექტიულ-ადრესულ ან ბრძანებით მმართველობაზე, არამედ უსტრუქტურო, საინფორმაციო გარემოს ხელშეწყობით განხორციელებულ აქტზე, რომლის დროსაც ადამიანთა დიდი რაოდენობა პირდაპირი ბრძანების გარეშე იქმს იმას, რაც შემკვეთს სჭირდება.

საზოგადოების იმგვარი დაყოფა ხანმოკლედ მცხოვრებ და ხანდაზმულ ინდივიდებად, რომელიც აღწერა საბჭოთა ფანტასტმა ივან ანტონის ძე ეფრემოვმა თავის რომანში "ხარის ჟამი" ("Час Быка"), თანდათანობით რეალურ ფორმას იძენს. ეს იდეა საზოგადოებაში ტარდება მასობრივ კულტურაში სუიციდის რომანტიზაციისა და იდეალიზაციის მასობრივი კამპანიის გზით. უპირველეს ყოვლისა ამას ქადაგებენ ის სიმღერები, რომლებიც, სავარაუდოდ, არაერთხელ მოგისმენიათ:

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/1yrZdKV31T0" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

თვითმკვლელობისკენ მოწოდება ჟღერს არა მარტო სიმღერის ტექსტებში, არამედ მის დემონსტრირებას ახდენენ კლიპებშიც. მაგალითად, როგროც ეს ჩანს სიმღერიდან Summertime Sadness, სხვა მის მსგავს კომპოზიციებთან ერთად, სუიციდის რომანტიზირებას ახდენს. აი კიდევ:

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/nVjsGKrE6E8" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ჯგუფ Ters For Fears-ის "ცნობილი მელანქოლიური სიმღერის "შეშლილი სამყარო" (Mad World) ტექსტში არის ასეთი სიტყვები:


The dreams in which I'm dying
სიზმრები, რომლებშიც მე ვკვდები,

Are the best I've ever had
ყოველივე იმაზე უკეთესია, რაც ოდესმე თავს გადამხდენია

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/SFsHSHE-iJQ" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

იგივე სიმღერა კიდევ უფრო მელანქოლიური განწყობით Gary Jules-ის შესრულებით.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/4N3N1MlvVc4" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

აი კიდევ ერთი კლიპი (Lana Del Rey - Born to die ("სიკვდილისთვის დაბადებული")), სადაც დომინირებს თვითმკვლელობის თემა:

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/Bag1gUxuU0g" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ამგვარ კლიპებში ლაპარაკია სიკვდილის ხატების იდეალიზაციაზე, როგორც რაღაც რომანტიკულსა და მიმზიდველზე. მაგალითად, 2010 წლის კომპოზიციაში "Secret" მაყურებელს აჩვენებენ, როგორ თამაშობენ მიცვალებულის გვამით თითქოსდა ის თოჯინა იყოს. მრავალი შემსრულებელი კიდევ უფრო ღიად გამოხატავს თავის პოზიციას. კერძოდ, მომღერალ Kesha-ს კლიპში "Die young" მოზარდების მასობრივ სუიციდს თან ახლავს მხიარული მოტივი და სატანური სიმბოლიკა.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/NOubzHCUt48" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

აღვნიშნავთ, რომ მოცემულ მიმოხილვაში ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ იმ სიმღერებს და შემსრულებლებს, რომლებსაც ფართოდ უჭერს მხარს საინფორმაციო მასმედია. არსებითად, აკუსტიკურ და სანახაობრივი სახის ფორმირების დონეზე მიმდინარეობს მაყურებლის დაპროგრამება პრინციპით: "იცოცხლე სწრაფად - მოკვდი ახალგაზრდად".

დასავლელ მწყემსებს არც რუსი პოპ-ვარსკვლავები ჩამორჩებიან.

ჩვენ არ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ხსენებული შემსრულებლები შეგნებულად ეწევიან სუიციდის პროპაგანდირებას, მაგრამ ისინი, ვინც მათ ჯილდოებს აძლევს, ახდენს ყოველივე ამის პოპულარიზებას მასმედიაში და ხელს უწყობს ამ სიმღერებისა და შემსრულებლების ჰიტ-პარადებში აწევას, ბრწყინვალედ ესმით მათი შემოქმედების სავალალო შედეგები. მათ შორის, სიკვდილის მაცთური ხატის ჩამოყალიბების მიზანს დასავლურ კინემატოგრაფში ასევე ემსახურება ვამპირიზმის თემა, რომლებიც მონსტრებიდან უკვე რომანტიკულ, მარადის ახალგაზრდა და ლამაზ გმირებად იქცნენ.

გულუბრყვილოდ არ უნდა ვიფიქროთ, რომ როდესაც ვნახე ფილმი, მაგრამ აზრი თვითმკვლელობისა არ მომეცა, სხვებზეც ასევე იმოქმედებს. ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ემოციური აღქმის უნარით. ის, რაც არ შეგეხოთ პირადად თქვენ, სრულიად თავისუფლად შეიძლება შეეხოს ვინმე გარშემომყფოს, რაზეც მეტყველებს თვითმკვლელობების სტატისტიკა. თანაც ჯერ კიდევ ლაპარაკია ტენდენციაზე, რომელიც არსებობს მასობრივ კულტურაში, რომელიც მართვადია და აქტიურად იკრებს ძალებს.

იმისთვის, რათა უფრო ღრმად გავერკვეთ ამ თემაში და შევიგნოთ, რომ მსოფლიო ელიტარული ლოჟები არ დასჯერდებიან პედერასტიის ლეგალიზაციას დასავლეთში და დასახული აქვთ კიდევ უფრო "წინ" მიმავალი გეგმები, კარგი იქნება თუ გაეცნობით ივან ეფრემოვის რომანს "ხარის ჟამი" ("Час быка").


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню