ხელოვნება - სუბკულტურა "ემო" - ბავშვების დაპროგრამება თვითგანადგურებაზე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

სუბკულტურა "ემო": ბავშვების დაპროგრამება თვითგანადგურებაზე

სუბკულტურა ემო

ავტორი: კირილ ოზიმკო.


ყოველი თანამედროვე ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვედრია უცნაურად ჩაცმულ ახალგაზრდებს, რომელთაც გააჩნიათ შემდეგი გარეგანი ნიშნები: შავი თმები, თმის ვარცხნილობა შუბლზე შეჭრილი გრძელი თმებით, რომელიც ნაწილობრივ ფარავს თვალებს, ტანისამოსი შავ-ფარდისფერ ფერებში, მრავალრიცხოვანი ტატუირებები და პირსინგი, შემოტმასმნილი ვიწრო შარვლები ან ჯინსები, კედები და უჯრედოვანი შავ-თეთრი ან შავ-ვარდისფერი სარტყლები.



თანაც ტანისამოსის ზემოთაღწერილი ნიშნები ერთნაირად ახასიათებთ როგორც გოგონებს, ასევე ბიჭებს. უფრო ხშირად ეს ახალგაზრდები წარმოადგენენ ე. წ. "ემო"-ს სუბკულტურას (ინგლისურიდან - emo, რაც გახლავთ სიტყვა "ემოციის" (ინგლ. – emotion)) შემოკლებული ვერსია). მოცემული მიმართულება რუსეთსა და დსთს-ს სხვადასხვა ქვეყნებში გაჩნდა 2000 წლის დასაწყისში, დასავლური პოპ-კულტურის აშკარა ზეგავლენით.

ამ მიმართულების წარმომადგენლები, როგორც წესი, არიან 18 წლამდე ახალგაზრდები. ისინი უსმენენ მუსიკის განსაზღვრულ ჟანრს (ემოკორი, პოპ-პანკი, ჰარდკორი, პოსტჰარდკორი, სკრიმო და ა. შ.), "ბირჟაობენ" ისეთი ადამიანების კომპანიაში, რომლებიც მათ შეხედულებებს იზიარებს, დადიან როკ-კონცერტებზე, ხშირად ცუდად სწავლობენ სკოლაში.

ვიღაც იტყვის: "ახალგაზრდული მოდაა. გაიზრდებიან მიატოვებენ". ვიღაც შენიშნავს: "დიახ, დიახ. ოდესღაც მოდაში იყვნენ პანკ-მეამბოხენი. ესენი მშვიდნი მაინც არიან". მაგრამ მართლაც ასე უწყინარია თუ არა "ემო" მოძრაობა, როგორიც ის ერთის შეხედვით გვეჩვენება? მოდი თანმიმდევრობით გავერკვეთ ამ საკითხში და ცოტა უფრო ღრმად ჩავიხედოთ ამ სუბკულტურის სამყაროში.


1) ბისექსუალურობა



ეს არის საკმაოდ გავრცელებული მოვლენა "ემო-ბავშვებს" შორის. სქესთაშორის ზღვარი წაშლილია, ბიჭები წააგავენ გოგონებს, ხოლო გოგონები ბიჭებს, რომლებიც გოგონებს წააგავენ... მოკლედ, ძნელად თუ გაარჩევნ რომელია ბიჭი და რომელი გოგო. ეს ყველაფერი გამოიხატება ჩაცმულობაშიც და "უნი-სექს" ვარცხნილობის სტილშიც. როგორც აღმოჩნდა, "ემო" მიმართულებაში ძალზედ ხშირია ბიჭებსა და გოგონებს შორის ტანისამოსის გაცვლის ჩვეულება, აქ არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა "მამაკაცის ტანისამოსი", "ქალის ტანისამოსი", "მამაკაცის ხასიათი", "ქალის ხასიათი". არც ერთხელ არ წამოსცდებათ "ემოს" მიმდევრებს: "ვაჟკაცობა", "ქალურობა". ეს აისახება სუბკულტურის სახელწოდებაშიც: ორივე სქესის წარმომადგენლები ერთნაირად იწოდებიან, ერთი საშუალო სქესის არსებითი სახელით - "ემო".




2) სუიციდი


სწორედ სუიციდს უჭირავს მთავარი ადგილი "ემო"-მუსიკის მიმართულების მუსიკალურ ჯგუფებში. არ არის გასაკვირი, რომ სუიციდის მცდელობა - საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა ასეთ ახალგაზრდებს შორის. ზოგჯერ ემო-ფორუმებზე შეიძლება მოისმინო აზრი, რომ ემო-სუბკულტურის ყოველი წარმომადგენელი უბრალოდ მოვალეა ანგარიში გაუსწოროს სიცოცხლეს. როდესაც ქუჩაში ნახავთ მოცემული სუბკულტურის წარმომადგენელს, უცებ მიაქციეთ ყურადღება მათ ხელებს: შესაძლოა, მათზე ნახოთ ნაკვალევი, ნაჭრილობევნი, რომლებიც დარჩნენ ვენების გადაჭრის მცდელობის შემდეგ. და ეს ხუმრობა სულაც არ არის.



სანიმუშოდ ავიღოთ რუსული ემო-ჯგუფ "ჰიდროფობიას" სიმღერა "დამტოვე" ("Оставь меня"):

"ჩემი სიცოცხლე არაფერი ღირს, მხოლოდ მდუმარება დამამშვიდებს...

შენს ტყვეობაში გადავიხსენ ვენა, და დუჟმორეული მივენარცხე კედელს".


3) სისასტიკე


სისასტიკე ემო-ს სუბკულტურაში გამოიხატება, როგორც გარემოსადმი, ასევე საკუთარი თავისადმიც. ემო-ს ფილოსოფიის მიხედვით "სამყარო სასტიკი და მტრულია. ვერაფერი შეიცვლება. ადამიანები არამზადები არიან და ისეთად არ გღებულობენ, როგორიც ხარ. მშობლებსაც კი არ ესმით შენი. ისინიც არამზადები არიან. ამიტომაც, უბრალოდ გადაიჭერი ვენები და ეს ყოველივე მიეცი დავიწყებას".

სიცოცხლისადმი ასეთი დამოკიდებულება ბავშვებში თანდათანობით ყალიბდება, და მასში უკანასკნელ როლს თვით დეპრესიული ემო-მუსიკა როდი დამაშობს, რომელიც სავსეა სუციდალური ტექსტებით. ჩვენ გავაანალიზეთ რამოდენიმე პოპულარული ჯგუფის სიმღერა ემოკორის და პოსტჰარდკორის სტილში და მივედით იმ დასკვნამდე, რომ სიმღერების აბსოლუტური უმრავლესობა პროპაგანდას უწევს ძალადობას, თვითმკვლელობას და სიძულვილს.



აი, მაგალითად, ჯგუფ "Asking Alexandria"-ს სიმღერის "Go!" თარგმანი:

"თქვენ რა, გაგიჟდით, ნუთუ გგონიათ ოდესმე შევიცვლები.

ეს მე ვარ, და არასოდეს შევცვლი ჩემს ქცევას.

მე ვარ ურჩხული, და ასეთად დავრჩები!

ურჩხული განკიცხული სამარადისო წყევლად, რომელიც წინასწარ განსაზღვრული იყო.

სამარადისო წყევლა!

მე არ მინდა, თქვენ იტიროთ, მე არც ის მინდა, რომ თქვენ ეს გაღელვებდეთ.

ნუ გაბედავთ ჩემზე ლოცვას, ნურაფრის გულისთვის!

ეს ყველაფერი მე ჩემს გულში დავიმარხე, რათა ნათელი არ იხილოს,

ნუ გაბედავთ ჩემზე ლოცვას!

მე დიდი ხნის წინათ ჩავეფალ ლოთობაში, და უკვე არ შემიძლია ბოთლს მოვწყდე.

დალახვროს ეშმაკმა, რისთვის უნდა სწუხდე? მე არ მელის უკეთესობა.

მე ისე დიდხანს ველოდი, რომ მეთქვა: "მიმიფურთხებია, დღესაც თუ მოვკვდე!"


ჯგუფი "Drop dead gorgeous". სიმღერა: "Love is murder"

"მე ვიქნები შენი რომეო. შენ კი ჩემი ჯულიეტა.

შენ ისეთი ლამაზი იქნები, ისეთი მშვენიერი,

როდესაც მკვდარი წამოწვები ჩემს ლოგინზე.

მე ვერ ვმართავდი ჩემს ხელებს - და აი, შენს ზურგში დანა ჩავარჭვე.

მოკლე ისტორია, ტრაგიკული დასასრული.

მოვლენათა ჯაჭვში ჩაკარგული რგოლი, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდებოდა.

ჩემთან შენ არ მოკვდები".



ჯგუფი "Alesana" სიმღერა: "Heavy hangs the albatross".

"მე ყველაფერი გავიგე და მივდივარ.

გიტოვებ ამ ბოროტ, ბნელ სამყაროს, გიტოვებ მას უსულოს.

მაგრამ მანამ... ქალები იკივლებენ და დააკვირდებიან, როგორც დაიცლებიან მათი ქმრები სისხლისგან

იტირებენ ბავშვები და დააკვირდებიან, როგორ იცლებიან მათი დედები სისხლისგან.

იმიტომ რომ ამ საღამოს... ჩვენ ყველანი ჯოჯოხეთისკენ გავექანებით!"


4) ნარკოტიკები


ემო-ს შორის საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული ალკოჰოლი, თამბაქო და ნარკოტიკები. მრავალი ნარკოტიკს ისევ თავისი ემო-მეგობრებისგან იღებს ან საყვარელ ემო-ჯგუფთა სიმღერათა ტექსტების ზეგავლენით. ემო-ს სუბკულტურაში ნარკოტიკები ხშირად წარმოდგენილია როგორც დამოუკიდებლობის ნიშანი და საშუალება "ყველაფერი დაივიწყო ამ სასტიკ და გაუცხოებულ სამყაროში".



ჯგუფი "Asking Alexandria". სიმღერა: "Closure"

"ჩვენ კვლავ დავბრუნდით. თქვენ იცით ჩვენ არ ვიქანცებით.

ხელში გვიჭირავს "ჯეკ დენიელსის" ბოთლი.

მაშ, გამოგვყვები მეგობარო? მოდი ვნახოთ, ვინ დაეცემა პირველი.

ჩვენ ვსვამდით ალკოჰოლს, ვიყენებდით ნარკოტიკს, და ყველაფერს ვერ გავიხსენებ პატიოსნად რომ ვთქვა.

ჩვენ საკმაოდ შორს წავედით, და ყველას სამაგიერო გადავუხადეთ.

ჩვენს გარეშე თქვენ დაეცემით და დაიფერფლებით".



* * *


ნუთუ თოთხმეტი წლის ბავშვებმა თვითონ მოიგონეს ასეთი "მოდა"? ნუთუ ბავშვებმა თვითონ მოისურვეს ყოფილიყვნენ სქესობრივად გარყვნილები და სიცოცხლე დაემთავრებინათ სუიციდით?

ხშირად სუბკულტურები ჩნდებიან არა სტიქიური პროცესების შედეგად, არამედ როგორც საზოგადოების საინფორმაციო მოდელირების ტექნოლოგიების რეალიზაციით, ადამიანის ცნობიერებაზე კულტურული გადაფორმატირების გზით, მასმედიისა და მასობრივი კულტური მოქმედების მეშვეობით.



ემო-ს სუბკულტურა რუსეთში (და დსთ-ს სხვა ქვეყნებში) პოპულარული გახდა 2000 წელს, სწორედ ამ დროს ამოქმედდა ამ არეალში ერთსქესიანი ქორწინებებისა და გარყვნილების ნორმალიზაციის პროცესები. და თუმც რუსეთისა და დსთ-ს რეგიონებში ტრადიციული ღირებულებების დამცველები ჯერ-ჯერობით წარმატებით ეწინააღმდეგებიან ამ ტენდენციებს, დასავლეთში იგივე პროცესები უკვე სრულიად არის რეალიზებული. მთელ რიგ ქვეყნებში საკანონმდებლო დონეზეც კი იკრძალება სიტყვა "დედა" და "მამა", და ისინი უსქესო "მშობელი 1"-ითა და "მშობელი 2"-ით არის შეცვლილი. "მამაკაცსა" და "დედაკაცს" გამოუძებნეს უსქესო სიტყვა "გენდერი".

ემო-ს სუბკულტურა საეჭვოდ შეხმატკბილებულად მიაბიჯებს დროსთან ერთად. ამ მიმართულების წარმომადგენლები არ იყოფიან სქესობრივი ნიშნით, ატარებენ ერთნაირ ტანისამოსს, გააჩნიათ ერთნაირი გარეგნობა, და ატარებენ უსქესო, ნეიტრალურ სახელწოდებას "ემო". ეს ყველაფერი ირიბად ადასტურებს იმას, რომ ეს სუბკულტურა, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთშიც, შეიქმნა და პოპულარიზებულ იქნა ბავშვებისა და ახალგაზრდობის მოსამზადებლად ახალი "უსქესო მსოფლიოს" მისაღებად.

ემო-ს სუბკულუტურა ორიენტირებულია:

- ბისექსუალურობისა და სქესთა შორის განსხვავების მოშლაზე.

- სუიციდის პროპაგანდაზე.

- სისასტიკის პროპაგანდაზე.

- ნარკოტიკების პროპაგანდაზე.

ინტერნეტ მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню