ხელოვნება - სიმპსონების წინასწარმეტყველებანი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

"სიმპსონების" წინასწარმეტყველებანი

სიმპსონების წინასწარმეტყველებანი

"სიმპსონები" მთელ მსოფლიოში მთავარ ანიმაციურ სერიალად მიიჩნევა არა იმიტომ, რომ მას უკვე თითქმის 30 წელი უსრულდება (პირველი სერია გამოვიდა 1987 წელს), და მისი პოპულარობა კი მაინც არ კლებულობს. არამედ კიდევ იმიტომ, რომ ... "სიმპსონები" წინასწარმეტყველებენ მომავალს. სწორედ ამიტომ არიან ისინი ასე პოპულარულნი.

"სიმპსონები" - ეს არის მულტსერიალი, რომელიც ეკრანებიდან არ ჩამოდის აგერ უკვე 30 წელია. ის აღიარებულია ამერიკის ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე გრძელ, და ალბათ, ყველაზე პარადოქსულ მულტსერიალად.



სერიალის გმირები ცხოვრობენ დროის ფეხდაფეხ, ყოველწლიურად ზეიმობენ შობას და მადლობის დღესასწაულს (აშშ-ს ეროვნული დღესასწაული - რედ.), აღნიშნავენ დაბადების დღეებს, ცვლიან ყოფით რეალიებს, ახსენებენ ნამდვილი სამყაროს აქტუალურ სოციალურ მოვლენებს. მულტფილმის ფენომენი იმაშია, რომ ნამდვილობის სტანდარტის მკაფიო დაცვასთან და პროექტის გასართობ ხასიათთან ერთად, მისმა შემქმნელებმა გააკეთეს მრავალი წინასწარმეტყველება და აღმოჩენა, რომელიც იმ დროისთვის არც მეცნიერთა და არც "ნათელმხილველთ" არ მოფიქრებიათ. როგორ მოახერხეს ეს მათ?

სერიალის არსებობის მთელი 30 წლის განმავლობაში, მის გარშემო დაგროვდა მრავალგვარი ჭორი და ლეგენდა. მაგალითად, ავსტრალიური ლუდი "დაფი". გასული საუკუნის 90-იან წლებში ლუდის მწარმოებლებმა სახელწოდება აიღეს სერიალიდან ისე, რომ ამისი ნებართვა არავისთვის უთხოვიათ. ამის შესახებ სწრაფადვე შეიტყვეს და მალე წარმოება დახურეს. ახლა ამგვარი ლუდის ერთი ყუთის ფასი ათი ათას დოლარს აღწევს (მწარმოებლები ერთ შეფუთვა ლუდს ჰყიდიდნენ 24 დოლარად).

როგორც ჩანს, ამ სერიალის მთავარი საიდუმლო საჭირბოროტო თემების სატირულ გაშუქებაშია. გარდა ამისა, როდესაც უყურებ ზოგიერთ სერიას, განსაკუთრებით მისი გამოსვლიდან რამოდენიმე წლის შემდეგ, ხვდები, რამდენად ოსტატურად დასცინიან მისი შემქმნელები ყველაზე მძაფრ სოციალურ პრობლემებს.

და ეს მარტო ჩვენი აზრი როდია. 1998 წელს ჟურნალმა Time სიმპსონებს XX ს-ის საუკეთესო სერიალი უწოდა. ხოლო პრაიმ-ტაიმ-პრემია Emmy "სიმპსონებმა" 27-ჯერ მოიპოვა! მოცემული მომენტისთვის სიმპსონებს 100-ზე მეტ ქვეყანაში აჩვენებენ.



"სიმპსონები" მულტფილმზე მეტია

იუმორის გარდა სიმპსონებმა სახელი გაითქვეს თავიანთი სიუჟეტებითაც. "სიმპსონები" მშვენიერია იმითაც, რომ არ ერიდებიან სატირას თანამედროვე საზოგადოების დასახატად. ისინი აჩვენებენ შუასტატისტიკურ ამერიკელს და დასცინიან მის ნეგატიურ ნიშნებს, ებრძვიან მის სტერეტიპებს და კლიშეებს.

სერიალის შემქმნელებს არ ეშინიათ შეეხონ პოლიტიკურ, რელიგიურ და კულტურულ თემებს, ასევე მარტივად და გასაგებად, და რაც მთავარია, მხიარულად მსჯელობენ ისინი ამ თემებზე თავიანთი გმირების პირით. მაგრამ ყველაზე გასაკვირია ის, რომ ძალიან ხშირად მათი სიტყვები წინასწარმეტყველურია (თუმცა, მცირედ თუ დავძაბავთ გონებას და შეთქმულებათა ზოგიერთ თეორიას თუ მოვიშველიებთ, შეიძლება არც იყოს გასაკვირი).


***

ვირუსი ებოლა



1997 წელს "სიმპსონებში" გაჩნდა ებოლას თემა. მარჯი (სიმპსონების ერთ-ერთი პერსონაჟ - რედ.) ამ საშიში ვირუსის შესახებ სტატიას კითხულობს. 2015 წელს ებოლას ვირუსის შესახებ შეიტყო მთელმა მსოფლიომ. არ არსებობდა ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და ანტიდოტი. სულ რაღაც რამოდენიმე დღეში ებოლას ვირუსმა იმსხვერპლა 13 000 ადამიანი.



სიმპსონები და 11 სექტემბრის ტერაქტი



9/11-ის ტრაგედიამდე 4 წლით ადრე გამოვიდა სერია, სადაც ბარტი მამას აჩვენებს ბროშურას, რომელზეც "ტყუპების" ფონზე გამოსახულია ციფრი 9.


სიმპსონები და სირიის თავისუფალი არმია





სირიის არმიის დროშა სამხედრო მანქანის კარზე (შემოხაზულია წითლად)


2001 წელს აჩვენეს სიუჟეტი, სადაც ახალგაზრდები ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების სახსრებით ქმნიან ბოიზ-ბენდს, თანაც მათი ჯგუფის ვიდეოკლიპი შეიცავს პროპაგანდას, რომელიც ქვეცნობიერზე მოქმედებს. თითქოსდა არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ერთ-ერთ კლიპზე დახატული იყო "თავისუფალი სირიის არმიის" დროშა, რომელიც 2011 წელს ბაშარ ასადთან ბრძოლის დროს ჩამოყალიბდა.



სიმპსონები და apple



შესაძლოა, ეს მულტფილმი თვით სტივ ჯობსის შთაგონების წყარო გახდა. ყოველ შემთხვევაში 1994 წელს სიმპსონებში გაჩნდა ტელეფონი, რომელსაც გააჩნია ვაშლის ლოგოტიპი, საიდანაც პატარა ჭიაყელა ამოდის.



Farmville და სიმპსონები



იგივე შეიძლება ითქვას ცნობილ თამაშზე Farmville, რომელიც შეიმუშავეს 2009 წელს. სიმპსონების 1999 წლის ერთ-ერთ სერიაში ბარტი თავის მეგობრებთან ერთად ვირტუალურ რეალობაში ეთამაშება სასოფლო-სამეურნეო ინვენტარს და სათვალეებს.



სპეცსამსახურების თვალთვალი



სიმპსონების სრულმეტრაჟიან ფილმში მისი შემქმნელები პირველად შეეხნენ სპეცსამსახურების შპიონაჟს თემას. ეს იყო სნოუდენამდე 6 წლით ადრე. 2013 წელს აშშ-ს სპეცსამსახურების თანამშრომელმა ედუარდ სნოუდენმა The Guardian-ს და The Washington Post-ს მოუთხრო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მხრიდან წარმოებული საინფორმაციო და კომუნიკაციურ სივრცეზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ.  ლიზა სიმპსონი ბარტსა და მარჯს ამის შესახებ აფრთხილებდა 2007 წლის ერთ-ერთ სერიაში.



სიმპსონები და Rolling Stones



1995 წლის ერთ-ერთ სერიაში (6-ე სეზონი, 19-ე ეპიზოდი) ეპიზოდში ვხედავთ საწოლზე წამოწოლილ ლიზას და მის ბოიფრენდს. კედელზე კი გამოკრულია ლეგენდარული როკ-ჯგუფის "როლინგ სტოუნზის" პლაკატი ახალი საგასტროლო ტურნეს ანონსით.

2010 წლის პლაკატს ოთახში, სადაც ლაპარაკია Rolling Stones-ის ხელახლა შეერთებაზე და მსოფლიო გასტროლებზე. ეს სიტყვასიტყვით აღსრულდა 2013 წელს და "როლინგ სტოუნზის" გასტროლებმა დიდი წარმატებით ჩაიარა. 2012 წელს, ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, მუსიკოსებმა მართლაც ჩაწერეს ახალი სინგლი, ხოლო 2016 წელს ალბომიც.


სიმპსონები და არჩევნები



2008 წელი (20-ე სეზონი, მე-4 ეპიზოდი), ხმის მისაცემი აპარატი აყალბებს ხმას. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, პენსილვანიაში, ხმის მისაცემი სპეციალური აპარატი ბარაკ ობამასთვის მიცემულ ხმას (ფარულად) აძლევდა მიტ რომნის.



ბავშვის ლუღლუღის სათარგმნელი აპარატი



1992 წელს (მე-3 სეზონი, 24-ე ეპიზოდი), გენერალმა ჰერბერტ პაუელმა გამოიგონა ბავშვთა ლუღლუღის სათარგმნელი აპარატი. 2012 წელს ფრანგულმა კომპანიამ Guigoz შეიმუშავა მობილური დანამატი, რომელიც "თარგმნის" პატარა ბავშვების ლუღლუღს.



მაღალტექნოლოგიური ინტერკომი





1996 წელს (მე-8 სეზონი, მე-5 ეპიზოდი), სიმპსონებში გამოჩნდა მაღალტექნოლოგიური ინტერკომი. ის გამოიყურება ისე, როგორიც იქნება 5 წლის შემდეგ პირველი თაობის ცნობილი iPod-ი. მაგრამ 1996 წელს კომპანია Apple-ს ჯერ კიდევ მსგავსი არაფერი ჰქონდა გამოშვებული, თუმცა, სიმპსონებმა რაღაცნაირად უკვე გამოიყენეს Apple-ს გაჯეტი.



ნობელის პრემიის ლაურეატის სახელი



ლიზა სიმპსონი 2010 წლის სერიაში ნობელის პრემიის ლაურეატის ვინაობას ამოიცნობს. სერიალში ეს არის ჯაგდიშ ბხაგვატი, რომელმაც 2016 წელს მართლაც მიიღო დამსახურებული პრემია ეკონომიკის დარგში.



ჭკვიანი საათები



სერიაში, რომელიც გამოვიდა შორეულ 1995 წელს, ლიზას მეგობარ ბიჭს ხელზე უკეთია საათი კომუნიკაციისთვის. ახლა ეს უკვე ფანტასტიკა სულაც არ არის.



რადიაციით მუტირებული პომიდორი



ასეთ პომიდორს ვხედავთ 1999 წლის მე-11 სეზონის მე-5 ეპიზოდში. ზუსტად ასეთი მოსავალი აიღეს 2011 წელს იაპონიაში, ატომურ ელექტრო სადგურ ფუკუსიმა-1-ზე მომხდარი ავარიის შემდეგ.



"სიმპსონებმა" იწინასწარმეტყველეს რუსული რუბლის დაცემა



მოკლედ, "სიმპსონები" გვეუბნებიან იმას, თუ რა მოხდება მომავალში. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში სერიალის შემქმნელებმა იცოდნენ, თუ რა გახდებოდა 2014 წელს საყოველთაო მშფოთვარების მიზეზი. რუბლის კურსზე დღეს ყველა გლოვობს - ეკონომისტებიდან მოყოლებული სოცქსელებში მოსწავლეებით დამთვრებული. შოუს ავტორებმა გააკეთეს საკუთარი პირქუში პროგნოზებიც. ასე რომ, "სიმპსონებმა" რაღაცნაირად ჯერ კიდევ 1999 წელს იცოდნენ, თუ რა მოუვიდოდა რუსეთის ეკონომიკას დღეს.



პანამური ოფშორები



გასაოცარია, სიმპსონებში იყო სიუჟეტი, რომელიც ჯერ კიდევ 1996 წელს შეეხო პანამურ ოფშორებს. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ბარტი მოვიდა ბანკში რათა გაენაღდებინა თავისი ანგარიში, რომლის სინამდვილეში ეჭვები გაჩნდა. საქმე აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს გამოძიებამდე მივიდა, რომელმაც გამოააშკარავა იგივე სქემები, რაც შემდეგ პანამის დოკუმენტებიდან გახდა ცნობილი. ვინ იცის, იქნებ სხვა სერიებში იხილვებოდეს ჯერ კიდევ არ შესრულებული წინასწარმეტყველებები...



პუბლიკაცია მომზადდა ინტერნე მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню