ხელოვნება - რაზე დუმც ჩუმი გორაკი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

საშინელებათა ფილმი "Silent Hill": რაზე დუმს ჩუმი გორაკი

ჩუმი გორაკი

ავტორი: ანდრია ალექსანდროვი.

მოდი, გავიხსენოთ საკმაოდ ცნობილი, თუმცა არც ისე ახალი კანადური საშინელებათა ფილმი "საილენტ ჰილი".

ამ ფილმზე ლაპარაკი, ვფიქრობთ, ჯეროვანი იქნება დავიწყოთ ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს სიტყვებით ეშმაკზე: "დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა" (იოანე 8:44).

დიახ, "Silent Hill" აღვიქვამთ როგორც აშკარად სატანურ და ქრისტეანობისადმი პათოლოგიური სიძულვილით აღვისლ ფილმს. მაგრამ ყველაფერ ამასთან ერთად ამ სურათში დაფარულია იძულებითი აღიარებანი, რომლებსაც უნდა მიაქციონ ყურადღება მცირედმორწმუნე სკეპტიკოსებმა.

მაშ, რა ფილმია Silent Hill-ი?

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/KR9AYr96MV4" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ფილმის რეცენზენტები იუწყებიან, რომ სურათი ეფუძნება Konami-ის პოპულარულ ჰორორ-თამაშს "საილენტ ჰილს".

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/fwan7k3nOzg" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ფილმის სცენარის შემქმნელია როჯერ ეივერი (ის არის ფილმ "კრიმინალური საკითხავის" თანაავტორი, 1995 წელს მიიღო "ოსკარი" საუკეთესო სცენარისთვის), ხოლო ფილმის გადაღება ფრანგ რეჟისორ-სურეალისტს კრისტოფ განს მიენდო. ეს ადამიანი ცნობილია იმით, რომ 1994 წელს დაწერა სცენარი და გადაიღო ფილმის ეპიზოდი, რომელიც მიეძღვნა გ. ფ. ლავკრაფტის "მკვდართა წიგნის" (The Necronomicon) შავ მაგიას; მოგვიანებით მანვე მიიღო რამოდენიმე პრემია 2001 წელს მის მიერ გადაღებული საშინელებათა ფილმისთვის "მგლის საძმო".

ფილმ "საილენტ ჰილის" გამოსვლა თარიღდება 2006 წლით.

ორიოდ სიტყვით ფილმის სცენარი მდგომარეობს შემდეგში. უშვილო ცოლ-ქმარი და სილვა ბავშვთა სახლიდან აიყვანენ გოგონას, რომელსაც შეარქვეს შერონი.



სადღაც პუბერტატული პერიოდის დადგომამდე გოგონას ემჩნევა ფსიქიური ანომალიები: მას ეწყება ლუნატიზმი; იმყოფება რა ძილ-ბურანში, ქმნის უცნაურ და საშინელ ნახატებს; ვლინდება ნატურის ზოგადი გაუწონასწორობლობა. ფსიქიატრები ხელებს შლიან, გოგონას მდგომარეობა კი უარესდბა; დედინაცვალი, რომელსაც როუზი ჰქვია, ცდილობდა ეპოვა გამოსავალი იმ ადგილას, რომელსაც ასახელებდა სომნამბულურ მდგომარეობაში მყოფი გოგონა. როუზმა გადაქექა ინტერნეტი და ქმრისგან მალულად წაიყვანა გოგონა ქალაქში სახელწოდებით საილენტ ჰილ, რომელიც დასავლეთ ვირჯინიაში მდებარეობდა. ჯერ კიდევ ქალაქის მისადგომებთან როუზმა შეიტყო, რომ ის დიდი ხანია დაცარიელებულია და გაპარტახებული მრავალწლიანი მიწისქვეშა ხანძრის გამო, რომელიც ქვანახშირის მაღაროებში აალდა.



ქალაქში შესვლამდე როუზის მანქანა ავარიაში ხვდება. როუზი კარგავს ცნობიერებას, ხოლო გონს მოსული, აღმოაჩენს, რომ შერონი გაქრა. აქ მთავრდება პრეისტორია და იწყება ძირითადი თხრობა.

მიატოვებს რა მანქანას, როუზი ხვდება ერთგვარ შემაძრწუნებელ და ამაზრზენ სამყაროში, რომელიც მონსტრებით და სასოწარკვეთამდე მისული ადამიანებით არის დასახლებული. აქ არასოდეს ასხივებს მზე, ციდა ცვივა ფერფლი და ხდება ყოვლად წარმოუდგენელი საშინელებანი. თავში გიელვებს აზრი, რომ ეს ადგილი იმყოფება არა დედამიწაზე, არამედ რომელიღაც სულიერ სივრცეში სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. ძალიან მალე როუზი აქ აღმოაჩენს საეკლესიო თემს, რომელსაც ვინმე დედაკაცი კრისტაბელლა ხელმძღვანელობს.





დრო და დრო ამ სამყაროზე ბატონობს უკუნი სიბნელე, და ყოველი, ვინც კი ამ დროს ტაძრის გარეთ აღმოჩნდება, შესაძლოა საშინელი და უმძვინვარესი დემონის ლუკმა აღმოჩნდეს.

შვილობილის ძებნაში როუზი ჯერ ბოროტი და ძალაუფლების მოყვარე კრისტაბელას საზოგადოებაში აღმოჩნდება, შემდეგ კი - დემონ ალესას ბუნაგში. იქ გაირკვევა, რომ ეს დემონი - გოგონა ალესა გილესპის ბნელი მხარეა, რომლისგანაც ოდესღაც ცეცხლით განდევნეს ბოროტი ეშმაკი, რომელიც უბედურ გოგონას სასტიკ დამწვრობებს აყენებდა (შერონი ამ გოგონას ნათელი მხარე აღმოჩნდება).

ამ დროს კრისტაბელა ამზადებს ცეცხლოვან ეგზორციზმს თვით შერონისთვისაც კი, რომელიც ალესას დედასთან დალია გილეპსისთან იმალება. როუზი, რომელიც შერონის გადასარჩენად ნებაყოფლობით მიიღებს საკუთარ თავში დემონს, ტაძარში ზუსტად იმ დროს მიდის, როდესაც გოგონა ეს-ესაა ცეცხლში უნდა ჩაუშვან. როუზი უყვირის კრისტაბელს, რომ მისი აპოკალიფსისი - გამონაგონია, რომ სამყარო აგრძელებს არსებობას, და მხოლოდ ის არის დამნაშავე იმ წყევლაში, რომელიც თავს დაატყდა საილენტ ჰილს.



კრისტაბელლა როუზს დანას დაარტყამს. ამ საქციელით ის ათავისუფლებს ალესას ბნელ მხარეს, რომელიც ახლა უფლებას მოიპოვებს იმოქმედოს ტაძრის შიგნით. ალესა მიწისქვეშა ცეცხლოვანი ჯოჯოხეთიდან გამოიძახებს საავადმყოფო საწოლს მიჯაჭვულ, დამწვარ და გაზრდილ ალესას. ისინი ერთად გაანადგურებენ მორწმუნეებს, რომელთაც დაგლეჯენ ცოცხალი ეკლიანი მავთულხლართით.

როუზი და შერონი, რომელმაც საკუთარ თავში გააერთიანა ბნელი და ნათელი არსი, სახლში ბრუნდებიან. მაგრამ ისინი ადრინდელივით არსებობენ რეალობის სხვა შრეში: კრისტოფერი, როუზის ქმარი, მათ ვერ ხედავს, და ვერც ისინი ამჩნევენ მის ყოფნას სახლში.

აი ასეთი პირქუში საშინელება ძალზედ საეჭვო ჰეპი-ენდით.

ამ ფილმზე უამრავი რეცენზია არსებობს, სადაც საილენტ ჰილის მორწმუნეებს წარმოიდგენენ სექტანტთა სიმბოლოდ. და მართლაც, ერთის შეხედვით ისინი წარმოდგენენ რაღაც იზუვერულ სექტას. ყოველი, ვინც კი მართლმადიდებლურ ქვეყანაში ცხოვრობს, იცის, რომ ქრისტეანები არ წვავენ პატარა გოგონებს (არც დიდებს), ეშმაკს დევნიან ლოცვით, და არა ცეცხლით და პრესვიტერებად ხელს არ დაასხამენ დედაკაცებს. ეს მართლაც ასეა, მაგრამ ფილმზე უფრო ყურადღებითი დაკვირვებით და უფრო დეტალური ანალიზის შედეგად ეკლესიურ ადამიანს უჩნდება მთელი რიგი შეკითხვები. ჯერ-ერთი, ეს "სექტანტები" თაყვანს სცემენ ცხოველმყოფელ ჯვარს, თანაც მის მართლმადიდებლურ გამოსახულებას (შეადარეთ მიტოვებული სკოლის კარებზე მდებარე ჯვარი ღირ. ისიდორე პელუსიელის ხატზე გამოსახულ ჯვარს); მათ გააჩნიათ ხატების ერთგვარი ანალოგი, რომლებიც წარმოდგენილია აშკარა პაროდიული ფორმით.



ლოცვაზეც ისინი ფეხზე დგანან, მართლმადიდებლებივით, და არ სხედან, კათოლიკეებივით.

და ბოლოს, კრისტაბელლას ამაზრზენი სახე მისი დაღუპვის მომენტში უცებ იძენს სარწმუნოებისთვის წამებულ მართლმადიდებელ მოწამეთა სახეს.

ყველა ეს გარეგანი ნიშანი, რა თქმა უნდა, არასაკმარისია, რათა ეს ნაკლებად მიმზიდველი პიროვნებები გავაიგივოთ საკუთარ თავთან და ჩვენს წმინდანებთან, მაგრამ არის კიდევ ერთი პრინციპული დეტალი: ფილმის მიხედვით უკუნი სიბნელისა და მისი საშინელებებისთვის ეს ტაძარი და მასში მყოფი ადამიანები მიუწვდომელია, დემონებისთვის ისინი მხოლოდ მაშინ იქნებიან ხელმისაწვდომნი, როდესაც ეს უბედურნი ბნელი პერიოდის დადგომისას ან სხვა დროს ტაძრის გარეთ აღმოჩნდებიან. მაგრამ სიცრუეს არანაირად ძალუძს თავი დაიცვას ჯოჯოხეთის ძალთაგან. ადამიანს იცავს მხოლოდ ჭეშმარიტება. მაშასადამე, ყოველივე, რაც კი ფილმში ხდება, უნდა აღვიქვათ, როგორც ანტიმართლმადიდებლური ალეგორია, რომელიც გარყვნილი, სატანური ცნობიერების მიერ არის შექმნილი.



Silent Hill. ფოტო


როგორც კი ამ დასკვნამდე მივალთ, ჩვენ ყოველგვარი სიძნელის გარეშე შეგვიძლია გავშიფროთ ფილმის დაფარული აზრი.

ცეცხლოვანი სიმხეცენი, რომლებიდანაც დაიწყო ქალაქის მცხოვრებთა მთელი უბედურებები, უნდა გავიგოთ ყველაზე ჩვეულებრივ მართლმადიდებლურ საიდუმლოებებად (ნათლობა, მაგალითად). დიახ, ჩვენი საიდუმლოებები დემონებად სწორედ ასე არიან აღქმულნი. ვისაც წაუკითხავს, ვის ვიდეოზე უნახავს, ვიღაცას კი საკუთარი თვალითაც უხილავს, როგორ ყვირიან დემონები შეპყრობილის პირით: "მოგვაშორეთ ჯვარი, ის გვწვავს!" საეკლესიო საიდუმლოებებთან და სიწმიდეებთან ადამიანის შეხება დამწველი ცეცხლია დემონთათვის. აქედან მომდინარეობს საილენტ-ჰილის "ცეცხლოვანი ეგზორციზმიც". ხოლო გოგონას დამწვარი სხეული ფილმის შემქმნელთა სინდისზე დავტოვოთ. თუ არა აშკარად დემონური პერსონაჟებით, სხვანაირად როგორ შეძლებდნენ მაყურებლის თანაგრძნობის მოპოვებას ფილმის ავტორები?



ეკლესიის წევრთა სულებიდან განდევნილი დემონები ყოველმხრივ თავს ესხმიან მორწმუნეებს, ცდილობენ ჯოჯოხეთად აქციონ ჩვენი ცხოვრება, გვიბიძგონ ეკლესიისგან განდგომისკენ და ამისთვის ათასგვარ საცთურებსა და დაშინებებს მიმართავენ. გარემომცველი, გამხეცებული სამყარო სულ სხვაგვარად ცხოვრობს, ის ინარჩუნებს გარეგნულ სიმშვიდესა და მყუდროებას. რატომ უნდა დაესხან მათ დემონები, როდესაც ისინი ისედაც მთლიანად დემონთა ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან. არ არის საჭირო მათი შეწუხება გარკვეულ დრომდე, დე იძინონ და მიეცნენ მთვლემარებას. შეტაკება მიმდინარეობს აქ, ეკლესიის ზღურბლთან, სადაც ცხოვნებას ჰპოვებენ მორწმუნენი.

ძნელი არ არის მივხვდეთ, ვის დასცინეს ასე მკრეხელურად ფილმის შემქმნელებმა კრისტაბელლას სახით. დიახ, სწორედ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომელიც განუყრელად იმყოფება ჩვენს შორის, ბრმათა და უბედურთა შორის, და ყოველთვის გვიცავს დემონთა თავდასხმებისგან, გვანუგეშებს, მივყევართ ცხოვნებისკენ. სწორედ ის, ანგელოზთა უზეშთაეს პატივდებული და ამაღლებული მარადქალწული არის სატანური ბოროტებისა და ბოღმის შუაგული. ჩვენ ფილმში ვხედავთ, როგორი მძვინვარებით ცდილობენ დემონები გაუსწორდნენ ჩვენს მეოხს ღვთის წინაშე და შემდეგ როგორ ცდილობენ გაანადგურონ მორწმუნენი.



შეუძლებელია, რათა დაცემულ სულებს რაიმე იმედიც კი ჰქონდეთ იმისა, რომ მიაღწევენ თავიანთ საწადელს და დაამარცხებენ იმას, ვინაც თავის წიაღში ატარებდა ქვეყნერების მაცხოვარს. სცენები, რომელიც მაყურებლის თვალწინ იშლება ეკრანზე, ერთ მიზანს ემსახურება: ჩააგდოს მაყურებელი სატანური ბოროტებისა და ბოღმის საშინელ ცოდვაში.

ამრიგად, კვანძის გახსნის გარდა, ფილმში ვხედავთ იმას, რასაც ვადასტურებთ ეკლესიის სწავლებაში: სამყარო, მისთვისაც შეუმჩნევლად იმყოფება სატანის ძალაუფლების ქვეშ. მართლმადიდებლობა - ერთადერთი რელიგიაა, რომელსაც შეუძლია ცხოვნებამდე მიიყვანოს ადამიანი. მაგრამ ეს ყველაფერი მოწოდებულია დემონის პოზიციიდან, რომელიც იძულებულია აღიაროს მართლმადიდებლობის განსაკუთრებულობა და ძლიერება.

და ჩვენ, მორწმუნე მართლმადიდებელი ადამიანები, ვხედავთ სიძულვილის იმ სიღრმეს, რომელსაც განიცდის კაცობრიობის მტერი ჩვენდამი, რომლებსაც მარადის გვიცავს საღმრთო მადლი.


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню