ხელოვნება - სიცრუის ილუზია - აპოკალიპტური მხედრები და ჰოლივუდი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

"სიცრუის ილუზია": აპოკალიპტური მხედრები და ჰოლივუდი

მაიკლ ჯოზეფ ჯეკსონი

ნაწილი 1


"სიცრუის ილუზია", ანუ ინგლისურიდან სიტყვასიტყვითი თარგმნით: "ახლა თქვენ მე მხედავთ" გვიყვება მოგვების შესახებ, რომლებიც არაჩვეულებრივ ფოკუსებს იქმან და მათი დახმარებით არაჩვეულებრივად ძარცვავენ ბანკებს. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, "სიცრუის ილუზია" გვიყვება საიდუმლო ორგანიზაციის შესახებ, რომლის სახელია "თვალი" და რომელიც ამ ილუზიონისტებს მართავს. და სანამ მაყურებლები გაოგნებულნი არიან ფილმის უაზრო მოვლენებით, მათ ეუწყებათ რაღაც მნიშვნელოვანი: ოკულტური ელიტა მთლიანად აკონტროლებს შოუ-ბიზნესს.



გაფრთხილება: ვისაც ფილმი ჯერაც არ უნახავს, შესაძლოა შეგხვდეთ სპოილერები.

კრიტიკოსთა უმრავლესობა წერდა ერთსა და იმავეს და ამბობდა, რომ "სიცრუის ილუზია" სრულიად უაზრო ფილმია, მისი ისტორია კი აბსოლუტურად ალოგიკური. და მე მათ სრულიად ვეთანხმები. თითქმის ყველაფერი, რაც კი ფილმში ხდება, არარეალურია. ფილმის წარმტაცი "გენერალური გეგმაც" მრავალ ცვალებად მოვლენებზეა დამოკიდებული და ეს მას ორიგინალობას ვერ სძენს.

სანამ მაყურებლები ცდილობენ იპოვონ ამ ფილმის სიუჟეტის რაიმე აზრი, იმავე მაყურებელს ფილმის შემქმნელები უკვე უნერგავენ ფრაზას "რაც უფრო ახლოს უყურებთ, მით ნაკლებს დაინახავთ". ფილმში ასევე არაერთხელ მეორდება მაგიის უბრალო კანონი, ილუზიონისტები ყოველთვის აკეთებენ რაღაცას აუდიტორიის ყურადღების გადასატანად, მაშინ როდესაც ნამდვილი მაგია სულ სხვა ადგილას ხდება. მაგრამ, ეხება თუ არა ეს თვით ფილმს? რა თქმა უნდა, ეხება. ბანკის გაძარცვის სიუჟეტი, დევნა და აფეთქებები, ეს ყველაფერი მაყრურებლის მზერას იპყრობს, მაშინ როდესაც ნამდვილი ისტორია ეს ესაა იწყება: ლაპარაკია გართობის ინდუსტრიაზე, ძალებზე, რომლებიც იქ ბატონობენ, და მათზეც, ვინც მისით სარგებლობს. ასევე აუდიტორიაზე, ადამიანებზე, რომლებსაც ილუზიის ოსტატების აბითურებენ. ყოველივე ამას ფილმის პირველივე სიტყვებიდან გვაუწყებენ:

"მოგვიახლოვდით... კიდევ უფრო ახლოს... რამეთუ, რაც უფრო გგონიათ, რომ ახლოდან უმზერთ, მით უფრო ადვილად მოტყუვდებით, რადგან, იმას, რასაც ხედავთ, საკუთარ ცნობიერებაში ამუშავებთ, ახდენთ მის ინტერპრეტირებას და გაანალიზებას. ჩემი ამოცანა რა არის? ვისარგებლო იმ უპირატესობით, რომელსაც თქვენ მაძლევთ, კერძოდ, თქვენი ყურადღებით, და შევეცდები იგი თქვენს წინააღმდეგვე გამოვიყენო".

ეს სიტყვები, რომელსაც ბანქოსთან დაკავშირებული ფოკუსის დროს ამბობს ფილმის ერთ-ერთი გმირი, დამახასიათებელია მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისთვის, გართობის ინდუსტრიისთვის. ფილმის დარჩენილ ნაწილში გვიყვებიან იმის შესახებ, თუ ვინ მართავს ამ ინდუსტრიას და მისი მართვის მეთოდებზეც კი.

საიდუმლო საზოგადოება "თვალის" მიერ დაქირავებული ილუზიონისტები (ეს საგულისხმო უნდა იყოს ამ საიტის მკითხველთათვის), არა მარტო მსახიობებს იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის, არამედ საკუთარ სიმბოლიკასაც კი პოპ-კულტურის შემადგენელ ნაწილად ხდიან. ახლა კი მოდი ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ, და წარმოვიდგინოთ, რომ ფილმიც ფოკუსია, ილუზიაა. ამრიგად, დავიწყოთ "სიცრუის ილუზიის" მთავარი თემით.


შესავალი


თავიდან ჩვენ ვხედავთ ოთხ ილუზიონისტვს, რომლებიც თავ-თავიანთი საქმით არიან დაკავებულნი, და ცდილობენ თავიანთი ფოკუსებით რამენაირად მოიპოვონ სარჩო-საბადებელი, ისინი სულაც არ არიან ცნობილი ადამიანები, მაგრამ მათ უკვე აკვირდება კაპიუშონში ჩაცმული და იდუმალებით მოცული უცნობი პირი, რომელიც უტოვებს მათ თავის სავიზიტო ბარათს ტაროს კარტების სახით.



ამ მოსაწვევების უკანა მხარეს ყოვლისმხედველი თვალია გამოსახული. მოცემულ სურათზე, ეს კარტი ერთ-ერთი ილუზიონისტის ფოტოსურათის წინ მდებარეობს ისე, რომ მის ერთ თვალს ფარავს - ეს კი იმაზე მეტყვეელბს, რომ ისიც ოკულტური ელიტის გართობის ინდუსტრიაში გაწევრიანებაზე ფიქრობს. ნიშანი, სადაც ადამიანის თვალი ყოვლისმხედველი თვალის სიმბოლოს გამოხატავს, ნიშნავს იმას, რომ სადაცაა ის დაკარგავს სინამდვილის შეგრძნებას და საკუთარ თავისფულებას. ის ილუმინატების ინდუსტრიის შემადგენელი ნაწილი გახდება.

ეს ოთხი ჯადოქარი იმიტომ აირჩიეს, რომ თითოეული მათგანი გამორჩეულია თავის სფეროში, და კიდევ იმიტომ, რომ ისინი ზოგჯერ სარგებლობენ რეალური, ოკულტური მაგიით.



მარცხნიდან მარჯვნივ: ჰენლი რივზი - ესკაპისტი (ტაროს კარტით - უმაღლესი მოგვი დედაკაცი), დენიელ ატლასი - ილუზიონისტი (კარტის მიხედვით - შეყვარებული), მერიტ მაკკინნი - ტელეპატი - (განდეგილის კარგი), ჯეკ უაილდერი - ილუზიონისტი (სიკვდილის კარტი).



ჯეკ უაილდერი, ყველაზე ახალგაზრდაა მსახიობთა ჯგუფითან, სიკვდილის კარტი მან ამაოდ როდი მიიღო, რადგან ის მსხვერპლშეწირვის მის მიერ აღსასრულებელ მომავალ რიტუალზე მიანიშნებს.

ილუზიონისტებს უცნაურ ბინაში დაჰპატიჟებენ, სადაც უცნაური მოწყობილობებია განთავსებული. თავსატეხის გამოცნობით, რომლებიც მათ იქ აღმოაჩინეს (ეს არის ინიციაციის პროცესი), მათ დაინახეს ელიტის გეგმა, რომელიც მათთვის იყო მომზადებული. და მაშინ, თითქოსდა ჯადოსნური ძალითო, უცებ გახდნენ ცნობილი მსახიობები.


თავიანთი ბატონების მარიონეტები


საიდუმლო ორგანიზაცია "თვალში" გაწევრიანების შემდეგ, ფოკუსნიკები ლას-ვეგასში აღმოჩნდებიან, სადაც მათ ხმაურიანი მუსიკითა და აღფრთოვანებულ თაყვანისმცემელთა ღრიანცელით ხვდებიან. ახლა ოთხი ილუზიონისტი, რომლებიც ადრე სოლო ნომრებით გამოდიოდნე, ოთხ მხედრად გაერთიანდნენ. მათი სახელწოდებები ბიბლიური გამოცხადებიდან არის აღებული, სადაც ოთხი მხედარი აპოკალიფსისის მაუწყებელნი არიან და იმ უბედურებათა მცნობელნი, რომლებიც მათ გამოჩენას მოსდევს.

აპოკალიფსისის ოთხი მხედარი ხშირად ასოცირდება შავ ჭირთან, ომთან, შიმშილთან და სიკვდილთან. საკმაოდ პირქუში სახელწოდებაა ილუზიონისტთათვის, თუმცა არცთუ უაზრო, თუკი გავითვალისწინებტ, რომ ისინი ოკულტურ ელიტაზე მუშაობენ. გამოცხადების წიგნს საიდუმლო ორგანიზაციებიც კი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მასში ოკულტური მნიშვნელობებია დაფარული (უფრო სწორედ, თვითონ ისინი განმარტავენ ასე. როგორც თვითნებურად განმარტავდნენ სახარებას ცნობილი ერეტიკოსები და ოკულტისტები - რედ.). მათი აზრით, აპოკალიფსისის ნამდვილი განმარტება მხოლოდ განდობილთ ძალუძთ. მისგან აღებული აქვთ მრავალი სიმბოლიკა - და არც ჩვენი გმირები არიან გამონაკლისები.

მაგრამ გართობის ინდუსტრიის "რეალური" შემსრულებლებისგან განსხვავებით, ოთხი მხედარი მხოლოდ ემორჩილება "თვალის" ბრძანებებს. ყველაფერი, რაც მათ ეხება, საიდუმლო ორგანიზაციას ეხება, რომელიც მათ აკონტროლებს.



სცენაზე, სადაც მხედრები გამოდიან, მოსჩანს გიგანტური თვალი. აქ ჩვენ ვხედავთ შემცირებული მასშტაბის სცენას



ოთხი მხედრის იდუმალი ლოგოტიპი



ერთ-ერთ სცენაში მოსჩანს დეკორატიული ელემენტი, რომელზეც "თვალია" წარწერილი. როგორც ჩანს ის შედგება მხედრების ორი სხვა ლოგოტიპების კომბინაციისგან 3D ფორმატში. მოკლედ რომ ვთქვათ, ლოგოტიპი - ეს კიდევ ერთი მეთოდია "თვალის" სიმბოლიკის დასაფარად.



როდესაც გუნდი თავის ყველაზე ეფექტურ ფოკუსს დაასრულებს, ტაიმს-სკვერზე რამოდენიმე წამით გამოჩნდება თვალის სიმბოლო. დიახ, ადამიანთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ "თვალი" ეს მითია, მაგრამ მისი სიმბოლიკა გავრცელებულია ყველგან.

ყველაფერი, რაც ოთხ მხედარს აკრავს "თვალის" სიმბოლიკით არის აღბეჭდილი.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ ფილმის ავტორები, სარგებლობდნენ არა გამოგონილი, არამედ ნამდვილი სიმბოლოებით, რათა ეჩვენებინათ საიდუმლო ორგანიზაციის ძალი. მათ გამოიყენეს ოკულტური ელიტისა და საიდუმლო საზოგადოებების დღეისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მძლავრი სიმბოლო. როგორც ვიცით, ამ სიმბოლოს საკმაოდ ხშირად იყენებენ მასმედიაშიც. რატომ ხდება ასე? ხომ არ არის ფილმი ოთხი მხედრის შესახებ საინფორმაციო საშუალება ოკულტური ელიტისთვის?

ხომ არ გულისხმობს "თვალი" იმ რეალურ საიდუმლო ორგანიზაციას, რომლითაც იმართება ჰოლივუდი?


და სანამ ფილმის სიუჟეტი ვითარდება, ჩვენ გვიყვებიან "თვალის" საზოგადოებაზე, მის ისტორიაზე, რომელიც მოგვაგონებს რეალურ საიდუმლო ორგანიზაციას ჰოლივუდში: ო.ტ.ო.-ს (ალისტერ კროულის მიერ დაფუძნებული ოკულტური საზოგადოება - რედ.), ან კიდევ "მოგვების ორდენს", როგორც საკუთარ თავს უწოდებენ.
ფილმის მიხედვით "თვალი" ეს არის:
"ნამდვილი მაგიისა მცველი და მფარველი მათი, ვინც მას მისდევს. ამ ორდენში განდობის კანდიდატებმა ბრმად უნდა შეასრულონ მისი ბრძანებები".

აქ ნათლად არის ნათქვამი, რომ "თვალის" სიმბოლო ძველეგვიპტური ღმერტის, ჰორუსისგან არის წარმომდგარი.



თვალის დოკუმენტალური წარმოდგენა მის რეალურ, ოკულტურ წარმომავლობაზე მიანიშნებს



ეს არის ოთხი მხედრის საქმეს ერთ-ერთი გამომძიებლის ბლოკნოტი. ჰორუსის თვალი მასონების, ო.ტ.ო.-სა და ილუმინატების ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლოა. ამ სიმბოლოს ფილმში გამოყენებაც არ არის შემთხვევითი.

თვალის მახასიათებლები ო.ტ.ო.-ს მოგვაგონებენ.

ო.ტ.ო. ალისტერ კროულის "თელემაზეა" დაფუძნებული ("თელემა" - ალისტერ კროულის ერთ-ერთი ძირითდი ნაშრომი - რედ.). როგორც "თვალი", ისევე "ოტო" უპირველეს ყოვლისა აქცენტს "რეალურ" მაგიასა და მის "მეცნიერულ" გამოყენებაზე აკეთებს. კროულიმ ინგლისურ სიტყვას "მაგია" ასო k დაუმატა (magick), რათა თეატრალური მაგიისგან გამოეყო იგი. ამიტომაც, "თვალის" მსგავსად, "ოტო"-ც "ნამდვილი მაგიის მცველად" მიიჩნევს საკუთარ თავს.

ჰორუსის თვალის სიმბოლოს ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს "ოტო"-სათვის, რადგან "ო.ტ.ო." მთლიანად ეძღვნება ჰორუსის ეონს - ერას, რომელსაც თელემა მართავს. და ეს არც არის გასაკვირი, ჰორუსის ეონით, მისი თვალის სიმბოლოთი გამსჭვალულია მთელი მასმედია და ჰოლივუდი.



ფილმში არის ერთი წიგნი, სადაც მას "თვალის" შესასწავლად იყენებენ და მას "ჰორუსის მცველნი" ეწოდება



მისი გარეკანი ძალზედ წააგავს "ო.ტ.ო."-ს ნამდვილ წიგნს სწორკუთხა საზღვრებითა და სახელწოდებებით, რომელიც ოქროს მთავრული ასოებით არის დაწერილი.

გარდა ამისა "თვალსა" და "ო.ტ.ო."-ს უდიდესი ზეგავლენა აქვთ ჰოლივუდში. მისი ერთ-ერთი გაცხადებული მისია გახლავთ ჰორუსის ეონისა და თელემას იდეების მიტანა მასებისათვის. ეს კი მასმედიაზე უკეთესად ვის ძალუძს?


ნაწილი 2

ჩვენ ვხედავთ, როგორ ადის დიდების კვარცხლბეკზე ოთხი მხედარი, ასევე იმას, როგორ მუშაობს გართობის ინდუსტრია. მაგალითად, კადრებზე იელვებს მომენტები, სადაც სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებზე გამოიყენება ცნობიერების კონტროლი.



ფოკუსებისთვის ვითომცდა "შემთხვევით არჩეული მაყურებელი", სინამდვილეში, ცნობიერების კონტროლით არის დაპროგრამებული


ტადეუში (ბიჭი, რომელიც "მხედრებისა" და "თვალის" მხილებას ცდილობს) ჰყვება, როგორც აღმოჩნდა სცენაზე:

"მათ ის აირჩიეს. დააპროგრამეს ის, რათა ლას-ვეგასში ჩამოსულიყო. და აგრძელებდნენ მასთან მუშაობას, სანამ არ ჩამოვიდა. შემდეგ უთვალთვალეს მას და ისე შეისწავლეს, რომ მათ მხედველობას არაფერი გამოჰპარვია. ტადეუშს წარმოდგენაც კია რ ჰქონდა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მათი მიზანი. შემდეგ კი უბრალოდ გაააქტიურეს იგი ლას-ვეგასში".



გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტი (რომლის როლსაც ასრულებს კომონი) იწყებს დაკვრას წარმოსახვით ვიოლინოზე, როგორც კი სიტყვა "სისულელეს" გაიგებს. მოგვიანებით ჩვენ შევიტყობთ, რომ ის მოგვებმა დააპროგრამეს, და რომ სიტყვა "სისულელე" აიძულებს მას დაუკრას მოჩვენებით ვიოლინოზე. ეს ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ სამართალდამცავი ორგანოებიც შეიძლება ელიტის მიერ დაპროგრამებულნი იყონ.

სხვა საკვანძო მომენტი ილუმინატების ინდუსტრიაში არის რიტუალური მსხვერპლშეწირვის გამოყენება ტრანსფორმაციის განსახორციელებლად. ილუზიონისტი ჯეკ უაილდერი, რომელსაც ფილმის დასაწყისში ტაროს სიკვდილის კარტი მისცეს, აირჩიეს სარიტუალო მსხვერპლშეწირვისთვის.



ჯეკი, რომელიც ერთ-ერთია ოთხი მხედრიდან, ავტოკატასტროფაში იღუპება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა


მოვლენა შოკსა და სიმპათიებს იწვევს მოგვთა მიმართ, რომელთაც მხარს ელიტა უჭერს. მოგვიანებით შევიტყობთ, რომ ავტოკატასტროფა ხელოვნური იყო და ჯეკი ჯერაც ცოცხალია, მაგრამ საზოგადოებამ არაფირი იცის ამის შესახებ. ასეთი მოვლენა - მკაფიო მაგალითია იმისა, როგორ ათამაშებს ოკულტური ელიტა სარიტუალო მსხვერპლშეწირვას მასობრივი მასშტაბით. ესეც ყურადღების მიპყრობის ერთ-ერთი მეთოდია.

ფილმში ასევე ნაჩვენებია, რა ემართება მათ, ვინც კარგავს ელიტის კეთილგანწყობას. ტადეუში, ყოფილი მოგვი, ცდილობს კარიერა მოგვების მხილებაზე ააგოს. და როდესაც ის "მხედრების" წინააღმდეგ წასვლას გადაწყვეტს, რომელთაც მხარს ელიტა უჭერს, მისთვის ვითარება არც თუ სახარბიელოდ შებრუნდება.



ტადეუში "თვალით" არის გარშემორტყმული, დაპატიმრებულია და საპყრობილეშია მოთავსებული


და როდესაც ის ეკითხება პოლიციელს (რომელიც, "თვალის" მონაწილე აღმოჩნდება), რატომ ხდება ეს ყოველივე მის თავს, პოლიციელი პასუხობს: "ლეგენდის მიხედვით, "თვალი" ყველგანაა. ის ჭეშმარიტი მოგვების მოლოდინშია, რომლებიც თავს გამოავლენენ და გამოიყოფიან ჩვეულებრივი ადამიანებისგან. შესაძლოა ეს თქვენ იყოთ. სულის სიღრმეში თქვენ გსურდათ გამხდარიყავით "თვალის" ნაწილი, მაგრამ არავის არასოდეს მიუწვევიხართ".


დაბრიყვება


იმისდა მიხედვით, თუ როგორ ვითარდება მოვლენები ფილმში, ცხადი ხდება, რომ "მხედრებიდან" არც ერთს არა აქვს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ხდება სინამდვილეში. როგორც ამ ინდუსტრიის ნამდვილი მსახიობები, ისინი უბრალოდ მარიონეტები არიან, რომლებიც გარკვეულ დავალებებს ასრულებენ, რომლებიც მათ წინაშეა დასახული. მათ ზუსტად უწყიან მხოლოდ ერთადერთი რამ: მათ ძალიან ძლიერ სურთ გახდნენ "თვალის" ნაწილი.

როგორც კი თავიანთ მისიას დაასრულებენ, "მხედრებს" ცენტრალურ პარკში შეხვდებიან.



მათ ხვდება დილან როუდსი, FBI-ის აგენტი, რომელსაც მთელი ფილმის განმავლობაში მათი დაპატიმრება სურდა. მართალია სიუჟეტის ასეთი შემობრუნება ფილმს ყოველგვარ აზრს უკარგავს, მაგრამ მაინც იმაზე მეტყველებს, რომ მასმედიასა და სამართალდამცავ ორგანოებს "თვალი" აკონტროლებს.


როუდსი მოგვებს ეუბნება: "კეთილი იყოს თქვენ მობრძანება "თვალში"" და მიჰყავს ის კარუსელთან, რომელიც ბრუნვას იწყებს. მოგვები სხდებიან მასზე და კარუსელთან ერთად იწყებენ ბრუნვას. ეს გვაფიქრებინებს: ისინი უბრალოდ თვალისმომჭრელი შოუს მოსაწყობად ხომ არ იყვნენ დაქირავებულნი? და არსებობს კი "თვალი" საერთოდ?


გეგმის მასშტაბურობის მიხედვით, "მხედრები" თამაშში შეიტყუეს, და უეჭველია ის, რომ ეს საკმაოდ მძლავრი ორგანიზაციის თამაშია. თუმცა, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, უცხო ვერასოდეს გახდება შინაური. მაშინაც კი, როდესაც "მხედრებმა" ყველაფერი გააკეთეს რაც მათ მოეთხოვებოდათ, მაინც ვერასოდეს გახდებიან ელიტის ნაწილნი. ეს ფაქტი ნაჩვენებია ფილმის დასასრულს მოცემულ ნახევრად დაფარულ სცენაში.

ტიტრების ჩვენებიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ, არის სცენა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბევრმა გამოტოვა. ის აჩვენებს მსახიობთა მომავალ ბედს, რომლებსაც ოკულტური ელიტა საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.






"მხედრებს" ეუბნებიან წავიდნენ ერთ ადგილას უდაბნოში, სადაც ლას-ვეგასის ძველ ბანერებს აგდებენ. ეს ნეონური სასაფლაო მნიშვნელოვანწილად აჩვენებს ამგვარ მსახიობთა კარიერის დასასრულს. და მაშინ ისინი მიემართებიან ახალი მოწყობილობებისთვის, რათა ჩაატარონ ახალი მაგიური შოუ. მოგვებს ესმით, რომ ყუთები "თვალის" სიმბოლოთი დახურულია. "მხედრებს" ხელი არ მიუწვდებათ იმ პრივილეგიებისთვის, რომელსაც მათ "თვალი" აძლევდა.

ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა ტაროს კარტები გახსნიან ამ ყუთებს და თავის ჯიბეებს მოისინჯავენ. მაგრამ, ჰოი საოცრებავ, კარტები არსად არის. ისინი გაქრნენ. "თვალს" ეს მსახიობები უკვე აღარ სჭირდება, მათი "საშვები" გაუქმებულია. ისინი გამოიყენეს, ახლა კი უდაბნოში, ნეონის ბანერების სასაფლაოზე გადაჰყრიან.

ესეც თქვენ პასუხი კითხვაზე, რომელიც მრავალს აწუხებს: არიან თუ არა ილუმინატები ისეთი მსახიობები, როგორიც არის თუნდაც Jay-Z?


სრული სურათი


მთელი ფილმის განმავლობაში, გამომძიებლები საკუთარ თავს ეკითხებიან: "რატომ ექვემდებარებიან ისინი მთელს ამ უსიამოვნებებს?" რატომ ქმნიან მოგვები და "თვალი" ამ რთულ სქემებს? მათში ხომ არანაირი აზრი არ დევს. მრავალი მაყურებლის აზრით, ფილმიც ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. მოქმედებების უმეტესობა ეფუძნება პოლიციელთა დევნას, რომლებიც თვითკმაყოფილ ჯადოქართა შეპყრობას ცდილობენ. მიუხედავად ამისა, ექშენისა და ხმაურიანი მუსიკის მიღმა, რაღაც მნიშვნელოვანი იმალება. თვით ფილმში მაყურებელს არაერთხელ მიენიშნება: "რაც უფრო ახლოდან უყურებთ, მით ნაკლებს დაინახავთ". რაც უფრო ახლოდან უყურებთ ეკრანზე გაჩაღებულ მოქმედებებს და შეეცდებით იპოვოთ თუნდაც რაიმე აზრი, მით უფრო ცუდად დაინახავთ საერთო "სურათს".

"სიცრუის ილუზია", რა თქმა უნდა, არ არის ფილმი ბანკის გაძარცვის შესახებ. არამედ, ეს არის სურათი, რომელიც გვიყვება გართობის "მაგიურ" ინდუსტრიაზე. კროულიმ მაგიკას "მეცნიერება და ხელოვნება უწოდა, რომელიც ცვლილებებს იწვევს და რომელიც ადამიანის ნების შესაბამისად მოქმედებს". გართობის ინდუსტრიის მიზანი სწორედ ამ ცვლილებების გამოწვევაა. მაგრამ ისინი ხომ დროს, რამოდენიმე წელს, ათწლეულსა და თაობების ცვლას ითხოვენ. ფილმი ამ პროცეს მეტაფორულ პლანში აღწერს.

ინტერპოლის აგენტი, რომელიც "თვალის" საქმეს იძიებს, ჯადოქრისა და მოგვის, ლაიონელ შრაიკის ერთ ყველაზე სახელგანთქმულ ტრიუკს აღწერს: "ერთხელ 14 წლისამ, მან ცენტრალურ პარკში მდებარე ერთ ხეში ხვრელი დაინახა და მამაკაცს, რომელიც კარუსელზე მუშაობდა, სთხოვა ხელი მოეწერა კარტისთვის, რაც პრინციპში პატარა ფოკუსივით გამოიყურებოდა. როდესაც მამაკაცი, 18 წლის შემდეგ, პენსიაზე გავიდა, შრაიკი აჩვენებს ფოკუსს, ბიჭუნა ხელს აწერს კარტს და ჰოპლა! კარტი ხეშია. ის ხომ იქ მთელი 18 წლის განმავლობაში იმყოფებოდა".

ფოკუსის არსი იმაში კი არ იყო, დაკვირვებოდა შრეკის მოქმედებას, არამედ იმაში, რათა პასუხი ეძებათ შორეულ წარსულში და 20 წლის წინანდელ ამბავს დაბრუნებოდნენ.



იმის შემდეგ, რაც "მხედრები" დაასრულებენ ყველა თავიანთ დავალებას, მათ სთხოვენ რათა შეხვედრა შრაიკის ხესთან მოეწყოს, ის ხომ "თვალის" მთელ არსს წარმოადგენს. ისევე როგორც ხეში ჩადებული კარტის ფოკუსს, ელიტის გარდამსახველ "მაგიასაც" ფესვები შორეულ წარსულში აქვს გადგმული.


ტადეუში ერთ ადგილას ამბობს: "ამ მაგიურ ტრიუკს გლობალური მასშტაბით ათამაშებენ. თქვენ კი, მხოლოდ აბრაკადაბრას გეუბნებიან და ყურადღებას გიფანტავენ".

იმ დროს, როდესაც მაყურებელი დაჰიპნოტიზირებულია აფეთქებებითა და დევნით, მას მხედველობიდან რჩება ნამდვილი მაგია: ელიტა მასმედიის დახმარებით გარდაქმნის და ასხვაფერებს საზოგადოებას, რათა შეესაბამებოდეს მის მოთხოვნებს.



"მაგიის" უმეტესობა, რომელიც ფილმშია წარმოდგენილი, კომპიუტერულ გრაფიკაშია შექმნილი. გართობის ინდუსტრია - ილუზიების სფეროს ნამდვილი ოსტატია.

ფილმი მთავრდება ილუმინატების ზარით, რომელიც საზოგადოებას ეუბნება, რომ ის ნამდვილმა მოგვებმა გააბრიყვეს.

"მოდით ახლოს, კიდევ უფრო ახლოს. ახლა თქვენ იცით ჩვენი საიდუმლო. ჩვენ ვართ ყველგან და ყველას გითვალთვალებთ. ჩვენ ვეძებთ მას, ვინც მომდევნო მიზნის განხორციელებაში დაგვეხმარება. სამამდე დავითვლით და სამზე თვალი გაახილეთ, შემდეგ კი გვითხარით რას ხედავთ. ერთი, ორი... ".

მიუხედავად იმისა, რომ "სიცრუის ილუზიაში" არაფერია "რეალისტური", ის მკაფიოდ აღწერს იმას, თუ რა ხდება სინამდვილეში გართობის ინდუსტრიაში. ფილმში მოგვები სხვადასხვა მსახიობებსა და შემსრულებლებს წარმოადგენენ, რომლებიც ელიტამ თავისი ინტერესების გასატარებლად დაიქირავა. "თვალი" ეფუძნება რეალურ საიდუმლო ორგანიზაციას, რომელიც უდიდეს ზეგავლენას ახდენს ჰოლივუდზე.

ფილმის მთელი მსვლელობის განმავლობაში აუდიტორიას თითქოსდა დასცინიან. ერთ-ერთი "მხედარი" იმასაც კი ამბობს, რომ "მოგვი დამსწრეთა შორის ყველაზე ჭკვიანი უნდა იყოს". ეს ფილმი იმდენად კარგად ახასიათებს ჰოლივუდს, რომ თითქმის მის პაროდიას წარმოადგენს. ფილმი მაყურებელს ეუბნება: "შეხედეთ ამ სულელურ საგნებს, რომელსაც იმისთვის აკეთებენ, რათა გაგართონ". ამის უკან დგას შეტყობინება, რომელიც პირდაპირ "თვალისგან" მომდინარეობს და თქვენ მას ან ხედავთ ან ვერა.

წყარო: vigilantcitizen.com

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/4OtM9j2lcUA" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню