ხელოვნება - შემაძრწუნებელი სინქრონულობა კობი ბრაიანტის გარშემო - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > ხელოვნება
შემაძრწუნებელი სინქრონულობა კობი ბრაიანტის გარშემო
 
 
იხილეთ უამრავი "დამთხვევა" და შემაძრწუნებელი წინასწარმეტყველებანი, დაკავშირებულნი 41 წლის ცნობილი კალათბურთელის კობი ბრაიანტის დაღუპვასთან
კობე ბრაიანტი
კობე ერთ-ერთი იმ სპორტსმენთაგანი იყო, რომელიც გაცდა თავისი სპორტის ფარგლებს და პოპ-კულტურის ხატი გახდა. კობე კალათბურთის სუპერვარსკვლავობას გაცდა, მისი სახელი საზოგადო გახდა, - ეს იყო ტიპი, რომელსაც მთელ მსოფლიოში მარტო სახელით ცნობდნენ. ის წარმოადგენდა წარმატებისა და დიდებულების განსახიერებას.

კალათბურთის მოედანზე მან მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც კი შესაძლებელი იყო, და ის ცდილობდა ეს მემკვიდრეობა გადაეცა თავისი ოთხი ქალიშვილისთვის. უდავოდ მან სპორტის იმპერიაში ყველაზე ხელსაყრელი გარიგებები დადო, ის სათავეში ჩაუდგა უზარმაზარ ბიზნეს-იმპერიას. და, კიდევ, მან ოსკარიც მოიპოვა. და როდესაც მის გზაზე გაჩნდნენ სერიოზული წყალქვეშა ბარიერები (ანუ ბრალდება გოგონას გაუპატიურებაში 2003 წელს), მან შეძლო თავის მოწესრიგება, როგორც ეს კალათბურთში ხდება, როდესაც იღებ ბურთს და ცდილობ ხელიდან არ გაუშვა იგი ისე, რომ მომგებიანი ქულა არ მოიპოვო. მოკლედ, რომ ვთქვათ, ისე ჩანდა, რომ კობეს არაფერი უშლიდა ხელს ეფრინა მაღლა და მაღლა... სანამ ყველაფერი თავზე არ ჩამოემხო.

სწორედ ამიტომაც, 41 წლის ასაკში მისმა უეცარმა და მოულოდნელმა სიკვდილმა ყველა გააოგნა. ამ ტრაგედიას ადამიანები გარკვეული უნდობლობით შეხვდნენ. ეს იყო ერთ-ერთი იმ მოვლენათაგან, რომელმაც მოულოდნელი შოკი გამოიწვია მთელ მსოფლიოში. მაგრამ დარტყმის ეს ტალღა ყველაზე ძლიერ იგრძნობოდა ყოველივე ამის ეპიცენტრში: ლოს-ანჟელესში.

კობეს დაღუპვიდან რამოდენიმე საათის შემდეგ სტეიპლს ცენტრი (Staples Center) - არენა, სადაც კობე ისტორიაში შევიდა, დაღუპული სპორტსმენის იმპროვიზირებულ ძეგლად გადაიქცა. იმავე ღამეს ამ ადგილზე მოხდა მასმედიისთვის დიდი მოვლენა: "2020 წლის გრემის პრემია".

ეს იყო ერთ-ერთი იმ დამთხვევათაგან, რომელიც დაკავშირებული იყო კობე ბრაიანტის სიკვდილთან და ეს კიდევ არაფერი.

სინქრონულობა განისაზღვრება, როგორც "მოვლენათა ერთობლივი აღმოცენება, რომლებიც თითქოსდა არსებითად ურთიერთდაკავშირებულნი არიან, მაგრამ კავშირის ხილული მიზეზი არ გააჩნიათ". კარლ იუნგი ამ მოვლენას "მნიშვნელოვან დამთხვევებს" უწოდებდა. ის ასევე ვარაუდობდა, რომ ისინი წარმოიშვნენ გარკვეული მიზეზების გამო.

ყველაზე ნაკლებად იმისი თქმა შეიძლება, რომ კობეს სიკვდილი მოცულია რაღაც შემაძრწუნებელი სინქრონულობით, თუ ეს მაინც დაგეგმილი მოვლენა იყო?

ერთი რამ შეიძლება დანამდვილებით ითქვას: კობესა და ვერტმფრენს შორის არსებობს შემაძრწუნებელი კავშირი. აი რამოდენიმე მაგალითი.


ვერტმფრენის დამსხვრევა

2011 წელს კობე გადაიღეს Nike-ს და თავისი ახლი ალტერ-ეგოს Black Mamba მთავარ რეკლამაში, რომელიც მოფენილი იყო ვარსკვლავებით. დაახლოებით 6 წუთის შემდეგ სარეკლამო რგოლი მთავრდება იმით, რომ კობე შეეჭიდება "ფინალურ ბოსს" (რომელსაც კანიე უესტი თამაშობს) და, რომელმაც თავს ვერტმფრენზე გაფრენით უშველა. ის, რაც შემდეგ მოხდება, ... შემაძრწუნებელია.
კობე ბრაიანტი
სარეკლამო რგოლ "შავი მამბა"-ს ბოლოს კანიე უესტი ჩამოკიდებულია ვერტმფრენს
კობე ბრაიანტი
კობეს ესმის, რომ კალათბურთის ბურთი, რომელიც მას უჭირავს, სინამდვილეში არის ბომბი. ის მას ვერტმფრენზე ისვრის
კობე ბრაიანტი
ვერტმფრენი ჰაერში ფეთქდება და საკალათბურთო მოედანს ეცემა. რგოლი მთავრდება ვერტმფრენის ალმოდებული ნამსხვრევებით.

2017 წელს, ჩემბერლენ ჰაიტსში კობე ნაჩვენებ იქნა უფროსთათვის განკუთვნილ მულტფილმში, სადაც ის ... ბუკვალურად იღუპება ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო.
კობე ბრაიანტი
კობე გამოძვრება დამსხვრეული ვერტმფრენიდან
კობე ბრაიანტი
კობე დახმარებას ითხოვს (მაგრამ ვერ იღებს), მისი ვერტმფრენი კი ფეთქდება
კობე ბრაიანტი
იყრება კობეს ჩემპიონობის ბეჭდები, რაც გულისხმობს, რომ ის ნამდვილად მკვდარია

როდის ხდება დამთხვევები "მნიშვნელოვანნი"? ძნელია ამისი თქმა. მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ კობეს სიკვდილი მჭიდროდ არის გადაწნული 2020 წლის გრემის დაჯილდოების რიტუალს, ამ მოვლენას კიდევ ერთ უცნაურობასა და იდუმალებას მატებს.


კობე და გრემი

მთლიანობაში რომ ჩავწვდეთ მოვლენათა სინქრონულობას, უნდა დავბრუნდეთ 2012 წელში. 2012 წლის 11 თებერვალს, უიტნი ჰიუსტონი - მუსიკალური ინდუსტრიის მთავარი სიმბოლო, ლოს ანჟელეში, ბევერლი ჰილტონში გარდაცვლილი იპოვეს. იმავე ადგილას, რამოდენიმე სართულით ქვემოთ, მიმდინარეობდა გრემის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელსაც 800-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. როგორც ადრეც აღნიშნული იყო, ეს გახლდა შემაძრწუნებელი და უცნაური ცერემონია სატანური ნიუანსებით. ამ მოვლენამ წინ წამოსწია უიტნის "შემცვლელი" - ჯენიფერ ჰადსონი.
კობე ბრაიანტი
ჯენიფერ ჰადსონი ბუკვალურად "ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა", როდესაც გამოდიოდა უიტნი ჰიუსტონის ფოტოსურათის ქვეშ, 2012 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიალზე.

რაც გინდ უცნაური იყოს, კობეს სიკვდილიც იმავე სქემით განვითარდა. 2020 წლის გრემის დაჯილდოვებამდე რამოდენიმე საათით ადრე კობი ბრაიანტი დაიღუპა კალიფორნიის შტატში, კალაბასში, ავიაკატასტროფაში, დაახლოებით 30 მილში სტეიპლს-ცენტრიდან, სადაც მიმდინარეობდა გრემის პრემიით დაჯილდოვების ცერემონიალი.

ისე დაემთხვა, რომ სწორედ ამ სტეიპლს ცენტრში კობემ ასობით თამაში ჩაატარა "ლოს-ანჟელეს ლეიკერსის" შემადგენლობაში. ალისია კიზი, "გრემი 2020"-ის წამყვანმა, ამ არენას უწოდა "სახლი, რომელიც კობემ ააშენა".
კობე ბრაიანტი
კობეს სიკვდილიდან რამოდენიმე საათში ცენტრი კობეს დროებითი ხსოვნის ადგილად გადაიქცა

იმავე ღამეს, იმავე ადგილას, შედგა 2020 წლის გრემის პრემიით დაჯილდოვების ცერემონიალი. მაგრამ, მოვლენა კობეს სიკვდილმა ძლიერ გააუფერულა.
კობე ბრაიანტი
პერფორმანსი, რომელშიც მონაწილეობდნენ DJ Khaled, YG და John Legend ეძღვნებოდა Nipsey Hussle-ს "ლოს-ანჟელეს ლეიკერსის" კიდევ ერთ მეფეს, რომელიც ასევე უცნაურ ვითარებებში გარდაიცვალა. როგორც ჩანს კობე ამ ხსოვნის საღამოს ბოლო წუთებში დაამატეს.

ამიტომაც, როგორც უიტნი ჰიუსტონის სიკვდილი, კობეს სიკვდილიც მჭიდროდ გადაეწნა გრემის დაჯილდოვებას და გახდა მოვლენა, რომელმაც მოახდინა მათი სიკვდილის რიტუალიზება. ეს არის კობეს უკანასკნელი პოსტი ინსტაგრამში:

კობე ბრაიანტი
კობე ულოცავს ლებრონ ჯეიმსს იმას, რომ მან კობეს NBA-ს საერთო ჩათვლაში აჯობა.


ისე დაემთხვა, რომ ლებრონმა თავის ფეხსაცმელებს ამ დღის თამაშის პატივსაცემად დააწერა:
კობე ბრაიანტი
ლებრონ ჯეიმსმა კობეს სიკვდილის წინ თამაშში "ჩირაღდგნის გავლა" (passing of the torch) თავის ფეხსაცმელს დააწერა Mamba 4 Life

ამიტომაც, "მეფე ჯეიმსის" კორონაციის შემდეგ კობე სტეიპლს ცენტრის ახლოს დაიღუპა, იქ, სადაც ის წლების განმავლობაში მეფობდა. სწორედ ამავე სტეპლს ცენტრში 2020 წლის გრემის პრემია გადაიქცა ცერემონიად, რომელიც მიეძღვნა კობეს ელიტურ ინდუსტრიას. 2009 წლიდან ვამბობდით, რომ სინამდვილეში ეს შოუები წარმოადგენენ მეგა რიტუალებს, რომლებიც მძლავრ ენერგიას ასხივებენ. 2020 წლის გრემის პრემია ამ ფაქტის მკაფიო დადასტურება გახდა.


დასკვნა

კობე ბრაიანტის უეცარი სიკვდილი გვახსენებს შოუ-ბიზნესის სხვა ვარსკვლავების უეცარ გარდაცვალებას, კერძოდ: მაიკლ ჯექსონისა და უიტნი ჰიუსტონისას. რადგანაც ეს ვარსკვლავები მუდმივად ფიგურირებდნენ მასმედიის საინფორმაციო ქრონიკებში, ისინი უცნაურად შეიჭრნენ ადამიანების ცხოვრებაში და მათი არსებობის ნაწილები გახდნენ. ამიტომაც ცნობები მათი სიკვდილის შესახებ გარდაუვალად იწვევს შოკს და გლოვას მთელ მსოფლიოში. და ეს შოკი და გლოვა შეიგრძნობოდა 2020 წლის გრემის პრემიაზეც - ისევე, როგორც იგრძნობოდა ის 2012 წელს, როდესაც გარდაიცვალა უიტნი ჰიუსტონი.

დიახ, სიკვდილმა შეიძლება მოწყვიტოს ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ დროს, და უბედური შემთხვევებიც ყოველდღიურად ხდება, მაგრამ უიტნის და კობეს გარდაცვალებანი მოცულია სხვა შემაძრწუნებელი ფაქტებითაც. თუმცა, ყველა მათგანზე შეიძლება ითქვას, რომ ისინიც უბრალო დამთხვევებია. კარლ იუნგი მიიჩნევდა, რომ ზოგჯერ დამთხვევა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სამყარო უცნაურად ცდილობს რაღაცა გვითხრას. თითქოსდა, შესაძლებელია, რომ კობეს სიკვდილში ბნელ ძალთა ხელი ერიოს.

წყარო: https://vigilantcitizen.com/latestnews/the-eerie-synchronicity-surrounding-kobe-bryants-death

TOP. GE
Назад к содержимому