ხელოვნება - სერიალ დასავლეთის სამყაროს (Westworld) - დაფარული აზრი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

სერიალ "დასავლეთის სამყარო" (Westworld) - დაფარული აზრი

დასავლეთის სამყარო

როგორც კი ეკრანებზე გამოჩნდა სერიალი Westworld, ანუ "დასავლეთის სამყარო", ის ყველამ, კრიტიკოსებიდან დაწყებული მაყრუებლის ჩათვლით, დითირამბებით შეამკო. ამერიკული ტელევიზიის "ოქროს ეპოქაში" ასეთი სტარტით ძნელია ვინმეს გაკვირვება: მრავალი პროექტი იღებს თავიდანვე მაღალ შეფასებას, მათი არცთუ მცირე ნაწილი წლების განმავლობაში ინარჩუნებს კარგ პოზიციებს რეიტინგებში. უჩვეულო ფანტასტიკურ დრამაში გაიბრძოლო აუდიტორიის ინტერესის პიკზე და მიაღწიო ამ დასახულ მიზანს, ნიშნავს იმას, რომ შოუ გაუმკლავდა თავის ამოცანას.


სამყაროთა შეჯახება

სინოპსისში ჩაუხედავი მკითხველი შეიძლება გაოგნდეს იმით, თუ რამდენად სწრაფად იცვლება პირველ სერიაში კონტრასტები. სერიალის შესავალი სცენა აჩვენებს გასული საუკუნის პროვინციელთა დინჯ ცხოვრებას. მთავარი გმირია - დოლორესი, რომელიც კადრს მიღმა, პათოსისა და ყოველგვარი ფაციფუცის გარეშე, ახდენს ელემენტარული ჭეშმარიტების დეკლარირებას იმის შესახებ, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი დანიშნულება და საგანთა გარკვეული თანმიმდევრობა. შემდეგ მოდის ადგილობრივი ბუნების მშვენიერი ხედები, "სტუმრებით" სავსე მატარებლის ვაგონი, რომლებსაც სწყურთ თავგადასავლები, პატარა სასიყვარულო ისტორია და სისხლიანი დრამა, რომელიც ხდება ერთ ფერმაში.



ეს ყველაფერი ჩაეტია ოც წუთში. შემდეგ კი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით თავს გვემხობა სინამდვილე: დოლორესი და ყველაფერი მის ირგვლივ  არიან - ანდროიდები, რომლებითაც არის დასახლებული გართობის ტექნოლოგიური პარკი. აქ ჩამოდიან ადამიანები, რათა სიამოვნება მიიღო სულისშემძვრელი სიუჟეტებისგან, ჩაიძირონ წარსულის ატმოსფეროში ან ჩაებან თავბრუდამხვევ თავდაგადასავლებში. პარკის სპეციალისტები "მასპინძლებს" დღე-ღამის განმავლობაში აკვირდებიან, ქმნიან მრავალსაფეხურიან ისტორიებს, რათა "სტუმრებმა" არ მოიწყინონ, წესრიგში მოჰყავს "მოკლული" ანდროიდები, კვლავ ნორმალურ წყობაში აბრუნებენ მათ და თვალს ადევნებენ პარკში მიმდინარე მოვლენების ციკლურობას.

გვერდიგვედ არსებობს ორი სამყარო, თანაც იმდენად განსხვავებული, რამდენადაც შესაძლებელია ამისი წარმოდგენა. შეიძლება თუ არა ასეთი მეზობლობა იყო სტაბილური და არ გამოიწვიოს კატაკლიზმი? შემდგომი ისტორია აჩვენებს, რომ არა.


სტრატეგია, რეალობა და გამონაგონი


სიუჟეტის თანახმად შეუძლებელია გამოიყოს ერთი მთავარი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს პარკის ბედ-იღბალზე. აქ არსებობს დაქვემდებარებისა და ურთიერთქმედების რთული სისტემა: ფორმალურად მართავს ერთი, სინამდვილეში კი, არც თუ იშვიათად - სხვები.

დოქტორი რობერტ ფორდი - ინჟინერი, რომელმაც ოცდაათი წლის წინ შექმნა ეს გასაოცარი ადგილი, ჯერ კიდევ მართავს ვითარებას, მაგრამ ზოგიერთ ნიუანსში ის მაინც დამოკიდებულია დირექტორთა საბჭოზე. ის და მისი ერთგული პროგრამისტი ბერნარდ ლოუ აგრძელებენ ანდროიდთა სრულყოფას და მათ უფრო რეალისტურს ხდიან. მაგრამ გონიერ მანქანებს უჩნდება ქვეცნობიერი და წარსული სცენარების მოგონებები, რაც ართულებს მათ კონტროლს.




დიალოგი ფორდის ადგილზე მეოცნებე ლი საიზმორსა და ხარისხის განყოფილების ხელმძღვანელ ტერეზეა კალენს შორის ადასტურებს: ეს ყველას როდი სჭირდება. "სტუმრებს" სურთ გართობა სწორედაც "თითქმის ნამდვილ სამყაროში". ანუ მათ იციან, რომ სექსი ადგილობრივ მეძავთან - მეუღლის ღალატი არ არის, რადგან გოგონა არანამდვილია, ხოლო მკვლელობა - არ არის დანაშაული, რამეთუ მექანიკური "ადამიანი" კვლავ დაბრუნდება თავის ადგილზე ორიოდ საათის შემდეგ. თუ ამ ზღვარს გადავლენ, მაშინ პარკი ძლიერ შეიცვლება. თუმცა, ფიქრობს თუ არა ყველა ისე, როგორც საიზმორი? როგორც ჩანს, არა.

სხვადასხვა "სტუმრებისგან" კანტიკუნტად გაისმის ფრაზები სტილში: "აქ გატარებული დრო - საუკეთესოა ჩემს ცხოვრებაში", "მზად ვარ დავივიწყო ხვალინდელი დღე", "თავდავიწყებას მინდა მივეცე" და მისთანები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები სრულიად წყდებიან რეალურ სამყაროს, ივიწყებენ მორალს, პრინციპებს და ვალდებულებებს. პარკი კი არ ხდის მათ ასეთებად, არამედ თვით "სტუმრები" არიან თავიანთი როლების შესაბამისი ადამიანები. შინაგანი დემონები ან ჰყავს ადამიანს ან არა. ატმოსფერო მხოლოდ ხელს უწყობს მათ გამოსვლას თავისუფლებაზე, მათ გამოვლენას. ამიტომაც ლი თავის მსჯელობებში ერთსა და იმავე დროს მართალიც არის და არამართალიც: მისთვის რეალობა ასეთია, მის ადგილზე სხვამ შეიძლება სხვანაირად იფიქროს.

ფორდის მცირედი მონოლოგი მეორე სერიის ფინალში ააშკარავებს მის თვალსაზრისს (ნაწილობრივ, რა თქმა უნდა) "სტუმრების" მოსვლაზე პარკში. "ისინი აქ იმისთვის არიან, რათა ნახონ თუ ვინ შეიძლება იყონ სინამდვილეში. და უკან ბრუნდებიან მუდმივი კლიენტები არა ცხადის გამო, არამედ დაფარულის გამო".

ამგვარად, პარკში, ისევე როგორც რეალურ სამყაროში, არ არსებობს აზრთა ერთიანობა. ვიღაც შემოქმედებას უჭერს მხარს, ვიღაც პროგრესს, არიან კიდევ ისეთები, რომლებისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფინანსური ასპექტი ან კარიერა. არ უნდა დაგვავიწყდეს ისინიც, ვინც მისდევენ პირად მოტივებს. და ყველა მათგანი გავლენას ახდენს პირობითი გუმბათის ქვეშ მიმდნარე მოვლენებზე.


საკუთარი თავისშეცნობა - გზა თავისუფლებისკენ


თხრობის მიხედვით ზოგიერთი "მასპინძელი" იწყებს თვითიდენტიფიკაციას, რასაც გარკვეული გართულებები მოსდევს. სხვადასხვა სცენარებისა და როლების მიცემა, რომელსაც პარკში ასრულებენ, ტექნიკურ ხარვეზებს იწვევს. ასე მოხდა დოლორესის მამის, მეძავი კლემენტინას და სხვების შემთხვევაში. საკუთარი არსის წვდომის სურვილში ყველაზე შორს მიდის მეივ მილი - ბორდელის მმართველი. ერთხელ ის იღვიძებს ლაბორატორიის მაგიდაზე და ამის შემდეგ უკვე ვეღარ უბრუნდება ადრინდელ უშფოთველ არსებობას.




პარკის ორი მუშაკის დახმარებით, მეივი თანდათანობით პოულობს ყველა კარის გასაღბს და ცდილობს გაცდეს კომფორტის ზონას. მას ძალიან სურს ნახოს გარესამყარო და უკვე აღარ იცეკვოს სხვის დაკრულზე და დაწერილ სცენარზე.

დეტალურად შემუშავებული გეგმა მზად არის. ის დაკავშირებულია რისკთან, მსხვერპლთან და დანაკარგებთან. მეივი უკვე მატარებელში ზის ადამიანთა შორის, რომლებიც არც კი ეჭვობენ, რომ მეივი ანდროიდია და თითქმის თავისუფალია. ფორდის სიტყვის ფონზე, რომელიც ეხება გადაწყვეტილებების მიღებას, ისიც გულისა და გონების კარნახით იქცევა - და რჩება თავის სახლში. მეივს ასეთი საქციელი აიძულა არა დაწერილმა პროგრამამ, არამედ გამოცდილებამ, რომელიც მან საკუთარი თავის, როგორც პიროვნების შეცნობის პერიოდში დააგროვა. არც ისე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი ცხოვრების არარეალურობის ფაქტი: ის ხომ სრულიად რეალურად ცხოვრობდა ამ დღეებში და მოვლენებში, თუნდაც მრავალჯერ განმეორებადში პარკის მესვეურთა მიერ დაწერილი სცენარების მიხედვით. ამაშია კიდევ ერთი წესი: არა აქვს მნიშვნელობა, როგორ დაგინახავენ სხვები, მთავარია, შენ როგორ დაინახავ საკუთარ თავს.





დრო უცვალებელია, იცვლებიან მხოლოდ ადამიანები

ყოველი ანდროიდისთვის ერთი და იგივე სცენარების განმეორება უკვე იმაზე მეტყველებს, რომ დრო მათთვის სხვაგვარად მიედინება. კიდევ უფრო მეტ წონას ეს მტკიცებულება იძენს უილიამის, შავებში ჩაცმული ადამიანის, "გარდასახვაში". ამ ორი პერსონაჟის თავგადასავალი მთელი სეზონის განმავლობაში მიდის პარალელური კურსებით. გარესამყაროს უცვალებლობა არ იძლეოდა მიზეზს დაეჭვებულიყო, რომ აღწერილ გასვლებს შორის გადის ათეულობით წლები. იგივე დოლორესი, იგივე მტრები, იგივე თანამგზავრები, იგივე პეიზაჟები. იცვლება მხოლოდ თვით "სტუმარი". ის ხდება უფრო უხეში, ავლენს ახალ საზღვრებს, მორიდებული და წესიერი კაციდან უილიამი იქცევა დამპალ ცინიკოსად, ყველას ანტაგონისტად.


შავებში ჩაცმული კაცის მოტივები


შავებში ჩაცმული კაცის პიროვნების გახსნის პარალელურად გასაგები ხდება მისი მოტივები. ის არ არის ტიპიური ბოროტმოქმედი. ის არის წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც ყველაფერი არაფრიდან დაიწყო, ახლა კი ფლობს მთელ პარკს, ის მხოლოდ გვეჩვენება უარყოფით პერსონაჟად. უილიამი "მასპინძლებს" ეპყრობა "სახორცე მასალასავით", დაუნდობლად ხოცავს მათ და დასცინის არა ბუნებრივი სისასტიკისგან, არამედ მათი არსის ღრმა შეცნობიდან გამომდინარე. პარკში გატარებული წლებიდან გამომდინარე მან შეიგნო, რომ მის წინაშე არიან თოჯინები, რომლებსაც არ შეუძლიათ გაუწიონ ვინმეს ღირსეული წინააღმდეგობა და რომლებიც, რაც გინდ მოხდეს, ხვალ კვლავ თავიდან შეასრულებენ თავიანთ როლებს. მისი ძიება - ეს არის  მისცეს ანდროიდებს მეტი ნება, გარდაქმნას ისინი აქაური სილამაზის არა ნომინალურ, არამედ ნამდვილ მეპატრონეებად.



რაც გინდ უცნაური იყოს, სწორედ უილიამია ყველაზე პატიოსანი და თანმიმდევრული თავის მისიაში. ის არ უაროფს "თამაშის" გაგების სურვილს და ამასთან სურს საკადრისი მიაგოს იმათ, ვის გვერდითაც ესოდენი დრო გაატარა.



რთულია და საინტერესო


"დასავლეთის სამყარო" კარგია რამოდენიმე თვალსაზრისით. ყოველი სერია თან გართობს და თან დაფიქრებას გაიძულებს. ის ძალიან მრავალპლანიანია. კიდევ სად შეხვდებით გონერი რობოტებს და კოვბოებს? ამასთან სტილების მსგავსი შეტაკება სულაც არ გამოიყურება კომიკურად, არამედ ძალიან მოხდენილად და გააზრებულად.

ისტორია შეკოწიწებულია სხვადასხვა ჟანრისგან. აქ არის ფანტასტიკა, ვესტერნი, დრამა და თავგადასავლები - ეს ყველაფერი თანაბრად სწორია და არასაკმარისი, რათა სერიალი აღწერო ორიოდ სიტყვით. აქედან მომდინარეობს აუდიტორიის მრავალფეროვნებაც, რომელიც გამოვლინდა მრავალი გამოკითხვით.

რა თქმა უნდა, "დასავლეთის სამყარო" - ექსპერიმენტია. ასეთებს მასობრივად უშვებენ. მასზე არ დაიშურეს სახსრები, რათა ის მაქსიმალურად სარწმუნო და დეტალიზირებული ყოფილიყო. დიახ, ეს არის სერიალი არა ყველასთვის, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრისთვის.


წყარო:
zen.yandex.ru

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/af-VThneRvg" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню