Главное меню:
III – VII საუკუნეების წმიდა მამათა სწავლება,
თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქრისტიანს
სანახაობებისა და გართობებისადმი
ავტორი: ალექსანდრე კორსუნსკი.
ნაშრომი ეძღვნება III – VII სს-
1. სტატია მომზადებულია ავტორის მიერ ნოვოსიბირსკის მართლმადიდებლური სასულიერო სემინარიის სწავლების კურსის დასრულების შემდეგ (2015) მის მიერ დაწერილი სადიპლომო ნაშრომის საფუძველზე.
__________
ბოლო დროს მართლმადიდებლურ ინტერნეტში და საეკლესიო ბეჭდვით გამოცემებში გაჩნდა სტატიები, რომელთა ავტორები, მისდევენ რა ზოგიერთი თანამედროვე ღვთისმეტყველის თვალსაზრისს, ყურადღებას ანტიკური ეპოქის თეატრის ბუნებაზე ამახვილებენ და ამიტომაც ფიქრობენ, რომ ჩვენს დროში ძველი წმიდა მამების ციტირება თეატრთან დაკავშირებით არაკორექტულია, რადგან, "ეს არ იყო ყველა დროისთვის მიღებული ფორმულირებები" ("Церковь и театр". Интервью с диак. Андреем Кураевым. 6 августа 2006 г. [Электронный ресурс] // Ежедневное интернет-
მოცემულ ნაშრომში შევეცადეთ გამოგვეყენებინა რაც შეიძლებოდა ბევრი წყარო წმიდა მამათა მემკვიდრეობიდან, გვეპოვა და სისტემაში მოგვეყვანა ქრისტიან მწერალთა შეხედულებები და გამონათქვამები სხვადასხვა გართობებზე, რომლებიც უმეტესწილად ეხება საკმაოდ დიდ ქრონოლოგიურ პერიოდს (III – VII სს.). ჩვენ ასევე შევეცადეთ მოგვეცა გართობათა კლასიფიკაცია მათი სახეობებისა და ქრისტიანთა ზენობაზე ნეგატიური ზემოქმედების მიხედვით.
სანახაობათა სამი ძირითადი სახეობა
მოდი, ჩავატაროთ მცირე ექსკურსი გვიანი ანტიკურობის ხანის სანახაობათა სამყაროში, რომელიც თავიდან პოპულარული იყო წარმართებში, შემდეგ კი, ოდნავ სახეშეცვლილი სახით, ქრისტიანებშიც.
რომის იმპერიაში არსებობდა სამი ძირითადი სახის მასობრივი სანახაობა. პირველი -
არსებობდა სხვა გართობებიც, რომელთაც მდიდარი რომაელების სახლებში მართავდნენ: მდიდრული ნადიმები ღვინის ჩამოსხმით, მუსიკითა და ცეკვით (განსაკუთრებით საქორწილო ნადიმები), აზარტული თამაშები და სხვა. ამგვარ გართობებზე წმიდა მამათა თხზულებებში არცთუ მცირე დარიგებაა მოცემული მოკრძალებასა და თავშეკავებაზე. წმიდა მამათა და ეკლესიის მოძღვართა დამოკიდებულებაზე სანახაობებთან და გართობებთან დაკავშირებით ქვემოთ უფრო დეტალურად ვილაპარაკებთ.
გლადიატორული ბრძოლები
გლადიატორული ბრძოლები წარმოიშვა დაკრძალვის საკულტო წეს-
"სიკვდილზე წამსვლელთა" ნაკლებობას რომაელები არ განიცდიდნენ. გლადიატორთა ბრძოლებისთვის იყენებდნენ ტყვეებს, დამნაშავეებს, მონებს, რომლებიც თავიანთ ბატონებს გაქცნენ, ასევე სხვადასხვა მაწანწალებს, რომელთაც არ სურდათ მუშაობა და ფულისთვის ამგვარ სისხლიან სანახაობაზე თანხმდებოდნენ. მოგვიანებით ამგვარ ბრძოლებში მონაწილეობას აიძულებდნენ ქრისტიანებსაც. ისეც ხდებოდა, რომ მონათმფლობელები, რომლებიც ამფითეატრის ძლიერი თაყვანისმცემლები იყვნენ, თამაშების მომწყობებს თავიანთ მონებს სთავაზობდნენ. გლადიატორულ შებრძოლებებში ხშირად ადამიანებს შერკინება უწევდათ ველურ მხეცებთან: ლომებთან, დათვებთან, ხარებთან და სხვა ნადირებთან; ზოგჯერ ეს იყო უბრალოდ ცხოველთა დევნა. ყველაზე საყვარელი სანახაობა იყო სხვადასხვა სახის გლადიატორული ბრძოლების შეერთება ერთ სისხლიან წარმოდგენაში.
გავრცელებულია აზრი, რომ გლადიატორული ბრძოლები აიკრძალა V ს-
ტელემაქოსი
ამ მოვლენამ აავსო იმპერატორ ჰონორიუსის მოთმინების ფიალა, რომელმაც გლადიატორული ბრძოლები ოფიციალურად აკრძალა. ამ აკრძალვის შემდეგ გლადიატორები მხოლოდ მხეცებს ებრძოდნენ. ჩვენს დრომდე ეს შერკინება კორიდას სახით შენარჩუნდა.
თეატრალური წარმოდგენები
სანახაობათა მეორე სახეობას წარმოადგენენ სხვადასხვა სახის თეატრალური წარმოდგენები. როგორც ცნობილია, თეატრის სამშობლოდ ითვლება საბერძნეთი. ანტიკური თეატრი (ბერძნ. Theatron – "სანახაობათა ადგილი, სანახაობა") ("Театр" [Электронный ресурс] // «Большой Энциклопедический словарь» на сайте Академик.ру. http://dic.academic.ru/dic.nsf/enc3p/289382) იცნობდა დრამას, ტრაგედიას და კომედიას. რომის თეატრში წინა პლანზე წამოწეული იყო სანახაობრიობა. კლასიკური ტრაგედია გარდაისახა ყოველგვარი უბედურებების, ომების და სხვა კატაკლიზმების ჩვენებაში, სავალდებულო კატასტროფული ფინალით. ტრაგედიის მთავარი გმირი ყოველთვის იღუპებოდა. კომედიურ წარმოდგენებში მეფობდა ვნებათა ღელვა. აღვირახსნილი უზნეობის მწვერვალს თეატრალურ სცენაზე წარმოადგენდა გარყვნილება და უკუღმართობა.
რომის თეატრის ყველაზე გავრცელებულ ჟანრებს, რომელიც შემდეგ მემკვიდრეობად ბიზანტიასაც ერგო, გახდა: პირიქე -
უნდა ითქვას, რომ თეატრალური წარმოდგენების გაფორმება დაყენებული იყო უმაღლეს დონეზე. ა. ფ. ლოსევი თავის ნაშრომში "Античная литература" ("ანტიკური ლიტერატურა") წერს: "აპულეოსი თავის რომანში გვაძლევს რომის პანტომიმა -
შეიძლება დავამატოთ მხოლოდ ის, რომ ყველა სპექტაკლი ეძღვნებოდა წარმართ ღმერთებს. მათი ქანდაკებები დადგმული იყო თეატრალურ ნაგებობებში. იმავე ტერტულიანის აღწერით, III ს-
დოღი
დასასრულ, სანახაობათა მესამე სახეობას წარმოადგენდა დოღი, ცხენების სრბოლა. ეკლესიის ცნობილი რუსი ისტორიკოსი პროფ. ა. პ. ლებედევი (1845-
მკვლევართა აზრით, ცხენების სრბოლა არა მარტო მცირე ცოდვების მიზეზი ხდებოდა, როგორიცაა გაფანტულობა, ფუჭსიტყვაობა ან ბილწსიტყვაობა, არამედ ხშირად იწვევდა დამას, კამათს, ჩხუბსა და მკვლელობებსაც კი: "დოღის მომწყობნი იყოფოდნენ პარტიებად, ყოველმხრივ ცდილობდნენ პირველობა წაერთმიათ სხვა პარტიებისთვის, იყენებდნენ ინტრიგებს, ცდილობდნენ ყოველმხრივ ზიანი მიეყენებინათ მოწინააღმდეგე პარტიისთვის, ხალხში შეჰქონდათ დავა, განხეთქილება, მკვლელობები, სიკვდილიანობა, ერთი სიტყვით, -
სხვა ცნობილი ისტორიკოსი და აკადემიკოსი ფ. ი. უსპენსკი, ჩამოთვლის რა ბიზანტიის დედაქალაქის საზოგადოებრივ დაწესებულებებს, იპოდრომს "სრულიად საზოგადოებრივ დაწესებულებას" უწოდებს, ხოლო მასზე გამართულ თამაშობებს -
არენა "ცირკუს მაქსიმუს" (Circus maximus)
"ეს მიზანი, -
ამგვარად, იპოდრომზე, როგორც მეცნიერი აღნიშნავს, გართობების გარდა, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და საეკლესიო საკითხებიც წყდებოდა. იპოდრომი პირველად დაინგრა 1204 წელს, როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს, ხოლო საბოლოოდ XVI ს-
ეკლესიის წმიდა მამები და მოძღვრები გლადიატორულ თამაშობათა შესახებ
ახლა განვიხილოთ, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ძველი ეკლესიის წმიდა მამებსა და მოძღვრებს გლადიატორული ბრძოლებისადმი. როგორი არგუმენტებით ცდილობდნენ ისინი შეეგონებინათ ქრისტიანები არ დასწრებოდნენ ამგვარ სანახაობებს?
ჯერ-
წმ. კვიპრიანე კართაგენელი ასევე მიიჩნევდა, რომ "კერპთაყვანისმცემლობა დედაა ყოველგვარ გართობათა": "ქრისტიანები რომ მიიპყრონ, ის მათ მხედველობისა და სმენის სიტკბოებით იზიდავს. ... მზაკვარმა ეშმაკმა, რომელმაც იცის, რომ კერპთაყვანისმცემლობა თავისთავად ამაზრზენია, შეაერთა ის სანახაობებთან, რათა გართობების მეშვეობით შეაყვაროს ის ქრისტიანებს" (Святитель Киприан Карфагенский. Книга о зрелищах [Электронный ресурс] // Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/Kiprian_Karfagenskij/kniga-
მეორეც, ამფითეატრში მისულ ადამიანს ეცვლებოდა ცნობიერება. შეუძლებელი იყო "უკეთურთა საკრებულოში" (ფსალმ. 1:1) ერთხელ მისულ ადამიანს საკუთარ თავში შეენარჩუნებინა ხატი ღმრთის და არ შთავარდნილიყო სულის ისეთ დამღუპველ მდგომარეობებში როგორიცაა: მრისხანება, მძვინვარება, გაღიზიანება, მტრობა, რომელთაც გმობს მოციქული პავლე (ეფეს. 4:31).
თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ ცვლიდა გლადიატორული ბრძოლები ადამიანის ცნობიერებასა და გულის განწყობას, წარმოადგენს ერთი ადამიანის ისტორია, რომელიც აღწერილია ნეტ. ავგუსტინეს "აღსარებაში". ეს იყო ვინმე ქრისტიანი, რომელიც რომში სამართლის შესასწავლად ჩავიდა. მეგობრებმა "მოფერებითი ძალადობით" ერთხელ ის ამფითეატრში წაიყვანეს, ის კი არწმუნებდა, რომ შეეძლოთ იქ მხოლოდ მისი სხეულის წაყვანა, მაგრამ არა სულისა, რადგან ის სანახაობაზე თვალებდახუჭული დაჯდებოდა, ანუ ფაქტობრივად იქ აღარ იქნებოდა.
ქრისტიანი ასეც მოიქცა. მაგრამ გახელებულმა კივილმა, რომელიც შებრძოლების კულმინაციურ მომენტში გაისმა, აიძულა იგი თვალები გაეხილა. ნეტ. ავგუსტინე წერს: "და სული მისი უფრო დაიკოდა, ვიდრე გლადიატორის სხეული, რომლის მზერაც მან მოისურვა; ის უფრო უბედური დაეცა, ვიდრე გლადიატორი, რომლის დაცემა ხალხის აღფრთოვანებას იწვევდა და მის ყურებში ისეთ ალიაქოთს იწვევდა, რომ თვალის გახელას აიძულებდა. ... როგორც კი ეს სისხლი დაინახა, ის უეცრად მძვინვარებით აღენთო და კი არ მოარიდა თავი, არამედ უფრო ჩააშტერდა, თვალებს არ აცილებდა ორთაბრძოლას; მისგან შეუმჩნევლად მძვინვარებდა, ტკბებოდა დანაშაულებრივი ორთაბრძოლით და სისხლიანი აღფრთოვანებით თვრებოდა. ის უკვე აღარ იყო ის თავდაპირველი ადამიანი, ამფითეატრში პირველად რომ მოვიდა, არამედ ერთ-
ის, რომ ამგვარი სანახაობები ადამიანს ასწავლიან სისასტიკეს, წმ. კვიპრიანე კართაგენელიც წერდა: "მაყურებელთა საამებლად ზოგიერთს ჰკლავენ სისხლიანი სანახაობით სისასტიკე რომ ისწავლონ, თითქოსდა ადამიანს საკუთარი დაუოკებლობა აკლდეს ეს რომ საჯაროდ არ ისწავლოს" (Святитель Киприан Карфагенский. Книга о зрелищах [Электронный ресурс] //Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/Kiprian_Karfagenskij/kniga-
წმ. იოანე ოქროპირი ამატებს, რომ ადამიანი, რომელიც ამგვარ სანახაობებზე დადის, სწავლობს არა მარტო სისასტიკეს, არამედ შეუბრალებლობას და არაადამიანურობას: "მათ (თამაშობებს) ყოველგვარი უწესობა თან სდევს, ხალხს ასწავლის ყოველთვის სასტიკი, შეუბრალებელი და არაადამიანური იყოს, ჩვევს ადამიანთა ტანჯვას უცქიროს, სისხლისღვრას, მხეცების გაშმაგებას, რასაც ვერაფერი აოკებს" (Святитель Иоанн Златоуст. Беседы на 1-
როგორც ჯერ კიდევ ძველაღთქმისეული დროიდან არის ცნობილი, მკვლელობა -
ეკლესიის კანონიკური დადგენილებები და გადმოცემები გლადიატორთა ბრძოლის შესახებ
ძველი ეკლესიის კანონიკური კრებული, წმ. მღვდელმოწამე იპოლიტე რომაელის "მოციქულთა გადმოცემა", რომელიც III ს-
ეკლესიის ამგვარი პოზიცია იმდენად მტკიცე და ცხადი იყო, რომ ასწლეულების განმავლობაში მას შეურყევლად იცავდნენ. 692 წელს ის კიდევ უფრო განმტკიცებულ იქნა კონსტანტინოპოლის ტრულის სამეფო (სვეტებიან) პალატებში შეკრებილი კრების მიერ (მართლმადიდებლურ ეკლესიაში მას ასევე VI მსოფლიო კრება ეწოდება, რადგან ტრულის კრება განიხილება, როგორც VI მსოფლიო კრების გაგრძელება). მასზე მიღებული 102 კანონიდან ერთი, კერძოდ, 51-
მართლმადიდებლური კანონების კომენტატორი, XII ს-
გაგრძელება იქნება.