ხელოვნება - რიდიკი - ბრბოს ბელადი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

რიდიკი - ბრბოს ბელადი,

ანუ

ჰოლივუდური ბლოკბასტერები და ბრბოს ფსიქოლოგია

ბრბოს ბელადი
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/UYDtVwyekZY" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

რა სიმბოლოებს ახვევს თავს ჰოლივუდი მთელი მსოფლიოს ობივატელებს? როგორ აკონტროლებს მსოფლიო ელიტა კაცობრიობას? რატომ ცდილობს საერთაშორისო ელიტა ადამიანების ბრბოდ გადაქცევას? საითკენ მიჰყავს კაცობრიობა გამოგონილი ავტორიტეტების შექმნას? რატომ არის შეუძლებელი სუპერგმირების მიბაძვა? პოპულარული "ბოევიკის" მაგალითზე შეიძლება ჩავწვდეთ გლობალური მართვის ერთ-ერთ საიდუმლოს.

ავიღოთ ფილმი "რიდიკი", რომლის სიუჟეტის მიხედვით მთავარი გმირი (რიდიკი) გარემოცვის ღალატის გამო უცნობ პლანეტაზე ხვდება. აქ, ამ უკაცრიელ პლანეტაზე, რიდიკს ურჩხულებთან და დაქირავებულ ბოევიკებთან ბრძოლაში გადარჩენისთვის ბრძოლა უწევს, რასაც საბოლოო ჯამში აღწევს კიდეც.

საზოგადოდ ამ მასობრივმა გასართობმა ფილმმა ჩვენი ყურადღება იმიტომ მიიპყრო, რომ მის მაგალითზე ძალზედ ადვილია ვნახოთ საზოგადოების მართვის ერთ-ერთი ხერხი, რომელიც ადამიანის სოციალური ქცევის მიზანმიმართულ მეთოდს ეფუძნება.



მსოფლიო ელიტა ცდილობს არ დაკარგოს თავისი კონტროლი კაცობრიობაზე. ამისთვის კი საინფორმაციო წანამძღვრებიც იქმნება. მასმედიისა და გართობის საშუალებათა დახმარებით მასობრივ ცნობიერებაში ინერგება შესაბამისი სახეები, ხატები, სიმბოლოები, ქცევის სტერეოტიპები და ლოგიკური ჯაჭვები. მათ მხოლოდ ერთი დანიშნულება გააჩნიათ: საზოგადოების განვითარება შეაჩერონ ბრბოს დონეზე. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ბრბოს ბრბოდ დარჩენას ასწავლიან.

როგორ მუშაობენ ამგვარი ფილმები? სპეცეფექტების დახმარებით იქმნება მიმდინარე მოვლენის მოჩვენებითი რეალობა. ხოლო გამოგონილი კინო-პერსონაჟი ახალგაზრდების უმრავლესობისთვის ერთგვარი "ავტორიტეტი" ხდება, რომლის ქცევისა და ცხოვრების წესისადმი მიბაძვას ცდილობენ. "არარსებულის" მიბაძვა კი იწვევს სულიერ გამოფიტვასა და თვითმკვლელობას.

ფილმის მთავარი პერსონაჟი რიდიკი ზეადამიანია, მას არაადამიანური თვისებები გააჩნია (ხედავს სიბნელეში, ადვილად ანელებს გულისცემას და ა. შ.). მაყურებელი ქვეცნობიერის დონეზე აკოპირებს მისი ქცევის ყოველ დეტალს: აზროვნების ალგორითმს, ჩვევებს, მოქმედებათა სტერეოტიპებს არასტანდარტულ ვითრებაში და სხვა. ამგვარი სუპერგმირები კინო-ხელოვნებაში საკმაოდ ბევრია. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ასეთი მოჩვენებითი ზეგმირების შექმნით, ადამიანს რეალურ ცხოვრებაში ართმევენ საკუთარ ნებას, ამ სიტყვის პირდაპირი და სრული გაგებით.



ასე მაგალითად: მოხვდება რა არასტანდარტულ სიტუაციაში, ადამიანი ქვეცნობიერ დონეზე იწყებს თავისი ზეგმირის, ზეკაცის მიბაძვას. მაგრამ არაადამიანური თვისებების არქონის გამო ქცევის გადმოკოპირებული ალგორითმი რეალურ ცხოვრებაში არ მოქმედებს. ეს კი მინიმუმ არასრულფასოვნების შეგრძნებასა და შიშს ბადებს.

მეორეს მხრივ მაყურებელს უნერგავენ აზრს, რომ მხოლოდ მარტოხელა გმირი გადაარჩენს ამ სამყაროს. როგორც იტყვიან, "წყალში ჩავარდნილის შველა, თვით წყალში ჩავარდნილის საქმეა". რიდიკის ბედიც ასეთი ტრაგიკულია. როდესაც საკუთარ ბედზე ჰყვება, წარმოთქვამს ასეთ ფრაზას: "მიწაზე გაგდებს მხოლოდ ის დარტყმა, რომელიც ვერ შეამჩნიე".



მაშ რა დარტყმებს აყენებენ ჩვენს ფსიქიკას ფილმი "რიდიკი" და სხვა მისი მსგავსი ნაწარმოებები?

ამგვარი ფილმების მეშვეობით საზოგადოებისთვის ყალიბდება ცხოვრების წესი და ქცევის პროგრამა. ამ ფილმის ავტორების ჩანაფიქრის მიხედვით მაყურებლის ცნობიერებას მიეწოდება ინფორმაცია, რომ ისეთი ვნებები, როგორიცაა ალკოჰოლი, მოწევა, გარყვნილება და ყოველივე ცხოველურის მოსურვება, სრულიად ბუნებრივი რამ არის ადამიანური ცხოვრებისთვის. სწორედ ცხოვრების ასეთ წესს ახვევს თავს მის კონტროლს დაქვემდებარებულ კაცობრიობას მსოფლიო ელიტა და ამით მას ბრბოს ჩარჩოებში ამწყვდევს. საზოგადოების მართვის სხვა მეთოდი ელიტისთვის უცნობია, რამეთუ თვითონაც ამ ვნებებს ექვემდებარება.

არადა ზემოთჩამოთვლილი ვნებები ადამიანში ხომ მისი შინაგანი უძლურებისა და სინამდვილისადმი თვალის გასწორების უუნარობის ნიშანია.

ფილმ "რიდიკის" პერსონაჟი თვითონ განასახიერებს ბრბოს. პერსონაჟთა ურთიერთობაში არსებობს სრული სუბორდინაცია, რომელიც ღია მტრობას, ცხოველურ შიშის, ძალადობას და სხვა მსგავს გრძნობებს ეფუძნება. ამასთან ფილმის პერსონაჟები სულაც არ ცვლიან თავიანთ შეხედულებას ცხოვრებაზე. აქ კარგად ჩანს დასავლური მენტალიტეტი, რომელშიც ზნეობის და სხვა ადამიანური თუ ქრისტეანული ღირებულებების ადგილი სულაც აღარ დარჩა.

რად ღირს ფილმის მთავარი პერსონაჟის, რიდიკის თუნდაც ერთი ფრაზა: "ცივილიზებულ ადამიანად გახდომა ყველა დანაშაულზე უარესია, საჭიროა საკუთარ თავში მხეცის გამოღვიძება".




და ეს პრინციპი წარმატებით ინერგება მაყურებლების ქვეცნობიერებაში. იმ დროს, როდესაც მაყურებლის ცნობიერება კონცენტრირებულია პერსონაჟის ბრძოლაზე უცხოპლანეტელ ურჩხულებთან, რომლებიც, როგორც ჩანს ჯოჯოხეთის ბინადართა მიხედვით არის კოპირებული. ამგვარი ურჩხულები და საერთოდ ფილმის გარემო, მაყურებელში ანგრევს სილამაზის შეგრძნების, მისი შეცნობის სტერეოტიპებს, ადამიანი კარგავს ჰარმონიისა და შესაქმის გრძნობას. მაყურებელი ჯოჯოხეთური გარემოს მცხოვრები ხდება, სადაც ის კომფორტული გარემოს მოწყობას ცდილობს.



აი ასეთი ყალბი სტერეოტიპები და ქცევის მანერები ანგრევენ ადამიანის აზროვნების ბუნებრივ ალგორითმს. მაგრამ მათი ზეგავლენის ყველაზე დამღუპველი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს ქვეცნობიერად გადააქვს ისინი საკუთარ რეალურ ცხოვრებაში და საკუთარ დამოკიდებულებაშიც საზოგადოების სხვა წევრებთან. საზოგადოების სხვა წევრებს ის მტრებად და შესაძლო მოღალატეებად აღიქვამს. ამგვარი ადამიანს უკვე აღარ ძალუძს შემოქმედებითი მოღვაწეობა. და რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ადამიანი, მით უფრო დაემსგავსება ჯოგს ადამიანთა საზოგადოება. ამ ქვენა თვისებების დომინირება ადამიანის ფსიქიკაში ქმნის ყველა პირობას იმისთვის, რათა ადამიანი მის მსგავს არსებებს შორის ცდილობდეს გადარჩენას კანონით: "Homo homini lupus est" ("ადამიანი ადამიანისთვის მგელია").

და ეს ადამიანის ქცევის სოციალური კონტროლის მხოლოდ ერთ-ერთი მეთოდია. მისი მეშვეობით თვით საზოგადოება შეჰყავთ თვითმმართველობისა და თვითგანადგურების პროცესში. ეს არის საზოგადოების განვითარების ხელოვნური მუხრუჭი და ქმნის ყოველგვარ პირობას მისი, როგორც გონიერი ქმნილების შემდგომი დეგრადაციისა და დაცემისა.

ამგვარად, ეს ყოველივე მსოფლიო ელიტის ზემდგომ ძალას შესაძლებლობას აძლევს ბრბო-ელიტარულ საზოგადოებაში განახორციელოს როგორც მინიმუმ ორი პროგრამა:

1) პროგრამა ელიტისთვის - შექმნას ადამიანთა მართვის ილუზია. ხოლო საკუთარი მართვის ყველა შეცდომა, რომელიც სოციალური კატასტროფების სახით ვლინდება, მიაწეროს ან მოვლენათა ბუნებრივ განვითარებას ან თვით ელიტას.

2) პროგრამა ბრბოსთვის - შეინარჩუნოს თავისი კონტროლი ადამიანებზე და შეაკავოს მათი ქცევა ბრბოს მდგომარეობაში, რომელიც მხოლოდ საკუთარ ცხოველურ მოთხოვნილებებსა და გაუცნობიერებელ ავტომატიზმს ექვემდებარება.



ფილმი "რიდიკი" (და სხვა მისი მსგავსი "სუპერგმირული" ფილმები) - ეს არის სწორედ ბრბოსთვის გამიზნული ინფორმაციული პროდუქტი, რომელიც უპირველეს ყოვლისა მიმართულია იმისკენ, რათა მაყურებლის ცნობიერებაში გაამყაროს ბრბო-ელიტარული საზოგადოების ყველა სტერეოტიპი. და ასეთი ფილმების რაოდენობა ჩვენს კინოეკრანებზე სულ უფრო და უფრო მატულობს. მსგავსი ფილმები მოწოდებულნი არიან გვასწავლონ როგორ ვიცხოვროთ სხვისი ცხოვრებით, როგორ ვიაზროვნოთ სხვისი აზროვნებით და როგორ გავიჩინოთ ამაო და ფუჭი ღირებულებები.

რა შეიძლება დავუპირისპიროთ ამგვარ აგრესიას? პრაქტიკა აჩვენებს, რომ პირველი და ყველაზე მთავარი ნაბიჯი ყალბი მიზნებისგან გასათავისუფლებლად - ეს არის საკუთარი ცხოვრებისადმი და რეალობის ყველა გამოვლენისადმი ჯანსაღი, ქრისტეანული დამოკიდებულება, იქნება ეს ხელოვნება, გართობა, პოლიტიკოსთა მოქმედებები თუ კვების პროდუქცია.

დაფარული აზრი საგანთა დიდ უმრავლესობას გააჩნია, მისი შემჩნევა კი მისგან გათავისუფლების სერიოზული წინაპირობაა!

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню