ხელოვნება - ქოხი ტყეში, ანუ ცნობიერების კონტროლი და რიტუალური მსხვერპლშეწირვა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

"ქოხი ტყეში"

ანუ

ცნობიერების კონტროლი და რიტუალური მსხვერპლშეწირვა

qoxi_tyeshi

"ქოხი ტყეში" წარმოადგენს საშინელებათა ჟანრის წარმატებულ ფილმს, რომელმაც კრიტიკოსთა აღიარებაც დაიმსახურა. იმ დროს, როდესაც ფილმს აფასებენ გონებამახვილობის, იუმორისა და ნოვაციებისთვის, მისი ძირითადი სიუჟეტური ხაზი საკმაოდ სერიოზული და რეალურია: ის გამოხატავს ელიტის საიდუმლო, ოკულტურ რიტუალებს, რომელთა შესახებაც მასებს წარმოდგენაც კი არა აქვთ. ამ სტატიაში განვიხილავთ ფილმ "ქოხი ტყეში"-ს სიმბოლურ მნიშვნელობას.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/NsIilFNNmkY" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>
qoxi_tyeshi

კრიტიკოსების მიერ "ნოვატორობად" და "თამაშობად" მიჩნეული ფილმი შეიცავს კლასიკური ჰორორის (საშინელებათა ფილმი) მრავალ ელემენტს, რომელსაც სხვა ახალი საინტერესო დეტალებიც ემატება. ფილმი ადგილ-ადგილ მსუბუქი იუმორით ეხუმრება საშინელებათა ჟანრის ზოგიერთ კლიშეს. მისი ძირითადი სიუჟეტი მაყურებელისთვის ძალზედ ნაცნობია: ზომბები, მოსაკლავად მოსდევენ ახალგაზრდებს. მაგრამ, ამ ფილმის მოცემულ სიუჟეტში შინაარსი ორგანულად არის გადაწნული ელიტარულ ორგანიზაციებზე, რომლებიც მასობრივ სისხლიან რიტუალებს მართავენ,  ადამიანთა ცნობიერებას აკონტროლებენ და მონიტორინგის მაღალ ტექნოლოგიებს იყენებენ.

ბოლოს და ბოლოს, "ქოხი ტყეში" ფარული და ბნელი ძალების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ჩვენი კონტროლირებადი საზოგადოების მეტაფორას წარმოადგენს. ფილმის სცენარის ავტორია ჯოს ვედონი (Joss Whedon), რომელმაც ასევე შექმნა სერიალი  Dollhouse, რომელშიც საკმაოდ ნათლად არის გადმოცემული ცნობიერების კონტროლის კონცეფციის ამოცანები.

ერთის შეხედვით ფილმის გმირები თითქმის აბსურდულამდე შაბლონურები არიან. აქ ვხედავთ ტიპიურ სპორტსმენს, ტიპიურ ქარაფშუტა გოგონას, ტიპიურ ნარკომანს, მოსაწყენად ჭკვიან ბიჭს და მორიდებულ ქალწულს. ეს ახალგაზრდები გამიზნულად არიან ასე წარმოდგენილნი ფილმში, რითაც ხაზგასმულია საშინელებათა ცუდ ფილმებში არსებული მოსაწყენი სახეები, მაგრამ ფილმის სიუჟეტის განვითარებასთან ერთად ვხედავთ, რომ უსახელო საიდუმლო ორგანიზაციამ ამგვარი ტიპები შეგნებულად ამოირჩია გარკვეული არქეტიპების სიმბოლოებად და ოკულტური რიტუალის დასამთავრებლად.

qoxi_tyeshi

ფილმის გმირები (უფრო სწორი იქნება ვთქვათ მსხვერპლნი) გარკვეულწილად ერთფეროვანნი არიან. მაგრამ მალე შევიტყობთ, როგორ შეეცდებიან მათით მანიპულირებას, რათა დადგნენ იმ გზაზე, რომელიც კულისებსმიღმა მეთოჯინეებმა დაუსახეს.

ფილმის სიუჟეტის განვითარებასთან ერთად აშკარავდება ოკულტური ელიტის მრავალი საკვანძო ასპექტი და მისი ფუნქციონირების მეთოდები. ეს ყოველივე ფილმში მკაფიოდაა აღწერილი: საიდუმლო, ოკულტური საზოგადოებების მეგა რიტუალები, ცნობიერების კონტროლი, მონიტორინგი, მაღალი ტექნოლოგიები და სხვა. ბოლოს და ბოლოს, ფილმის დასასრულს ძნელი არ არის მივხვდეთ იმ ჭეშმარიტებას, რომ სინამდვილეში, ის ახალგაზრდები, რომლებიც შეშინებულები დარბიან და ებმებიან ელიტის მიერ დაგებულ მახეებში... ჩვენი ჭრელი საზოგადოებაა. მოდი, ვნახოთ ფილმში ნაპოვნი ელემენტები და გავაანალიზოთ მათი სრული მნიშვნელობა.



უსახელო ორგანიზაცია


ფილმის დასაწყისში ხუთი ახალგაზრდა ჩასხდებიან ფურგონში და გაემგზავრებიან ტყეში, სადაც ერთი პატარა ქოხი ეგულებათ (აქედან ფილმის სახელწოდებაც), რათა "მოსწყდნენ" ამქვეყნიურობას და გაერთონ. ახალგაზრდები ამ მიყრუებულ ქოხში გეგმავენ დროსტარებას, დათრობას, ნარკოტიკებით გაბრუებას, ცეკვა-თამაშს და ათასგვარ სხვა "ცელქობებს". მაგრამ, მეგობრებმა არ უწყიან, რა საშინელება ელოდება მათ ამ მიყრუებულ ადგილზე, არ იციან რომ გახდებიან დიდი და საიდუმლო რიტუალის მსხვერპლნი, რომელსაც მაღალი დონის საერთაშორისო ორგანიზაცია ატარებს.

საშინელებათა ფილმები

ორგანიზაცია, რომელიც ფილმში არსად არის რაიმე სახელწოდებით ნახსენები (ეს სპეციალური მინიშნებაა), მსხვერპლშეწირვისთვის იყენებს მთელს მსოფლიოში გავრცელებულ მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებს და როგორც ვხედავთ, ძალზედ დიდ რესურსებსაც ფლობს და თანამშრომელთა უზარმაზარი შტატი გააჩნია. ჩვენ შეგვიძლია ეს საიდუმლო ორგანიზაცია დავუკავშიროთ მსოფლიო საიდუმლო ელიტას, ილუმინატებს, ახალ მსოფლიო წესრიგს და მის საიდუმლო მეთოდებს, რომელთა მეშვეობითაც მართავენ ისინი ადამიანთა საზოგადოებას.

საშინელებათა ფილმები

როდესაც მართვის ცენტრს უყურებ ხვდები, რომ ეს არ არის პატარა, საიდუმლო ორგანიზაცია, არამედ საკმაოდ ვრცელი და გამოცდილი დაწესებულებაა, რომელსაც საქმე აქვს სამხედრო-სათვალთვალო აღჭურვილობასთან და რომელიც მხოლოდ სამთავრობო დონეებზე არის ხელმისაწვდომი.

ამ ორგანიზაციის ერთადერთი მიზანია მოაწყოს ხმაურიანი მეგა-რიტუალი, რომელშიც, როგორც სამსხვერპლო კრავები, მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო პირები მსოფლიოს მასშტაბით, რათა დაშოშმინდნენ ქვესკნელის მრისხანე ძალები. ეს რიტუალები შესაძლებელი ხდება გარკვეული ადამიანების მონაწილეობით, რომლებსაც წარმოდგენაც კი არა აქვთ რა სახის აფიორაში არიან ჩათრეულები და არ უწყიან, რომ ოკულტური რიტუალის მსხვერპლნი გახდებიან. ოკულტისტების აზრით, ამგვარი მსხვერპლი მათ მასებზე მაქსიმალური ზემოქმედების ძალასა და მაგიურ პოტენციალს ანიჭებს.

მართალია, ეს საკმაოდ ბუნდოვანი და აკრძალული თემაა, მაგრამ როგორც ცნობილია, ზოგიერთი ოკულტისტის ვარაუდით მრავალი გლობალური მოვლენა ფაქტობრივად წარმოადგენს მეგარიტუალს, რომელიც კონკრეტული, საიდუმლო და ოკულტური მიზნებისთვის ხორციელდება. ჯეკ მფატრავს ავიღებთ თუ ბეტმენს, არა აქვს მნიშვნელობა, ზოგიერთი მასობრივი მკვლელობა ფაქტობრივად მისდევს განსაზღვრულ წესებს, რაც საზოგადოების ცნობიერებაში კონკრეტული სიმბოლოებით აღიბეჭდება.

"რა თქმა უნდა, მრავალი სერიული მკვლელობა სხვა არაფერია თუ არა განმარტოებული მანიაკის მოქმედება, რომელიც თავისებურად იმ საშინელებათა ფილმს ათამაშებს, რომელიც უნახავს, ან კიდევ ეს არის აგრესიისა და მტაცებლობის ძლიერი, "ფსიქოზური" იმპულსების გამოვლენა. მაგრამ მრავალი სხვა სერიული მკვლელობა დაკავშირებულია იმ კულტებთან, რომლებსაც აშშ-ს მთავრობა და კორპორატიული მასმედია პოლიციასთან მჭიდრო კავშირში მფარველობენ. ეს მკვლელობები სინამდვილეში  წარმოადგენენ საიდუმლოდ დადგმულ და ბუნდოვნად წარმოდგენილ რიტუალებს; ისინი თავიდან განდობილთა შორის ძალზედ ინტიმურ და საიდუმლო მასშტაბში ხორციელდება, ხოლო იმისთვის, რათა მათმა პროგრამამ ფართო მასშტაბები მიიღოს, საქმეში ერევა მასმედია. ბოლოს, კი ვღებულობთ იმას რაც ძალზედ სიმბოლურია, ეს არის რიტუალური მაუწყებლობა მილიონობით ადამიანზე, ეს არის სატანური ინვერსია, შავი მესა, სადაც "საეკლესიო სკამები" დაკავებული აქვს მთელს ქვეყანას და რომლის მეშვეობითაც კაცობრიობა მიქცეულია წარმართობად.

ფრანგი მწერალი, პოეტი, დრამატურგი და მსახიობი, "სისასტიკის თეატრის" შემოქმედი და დემონური იდეებით შეპყრობილი  ანტონინ არტო (Antonin Artaud) ჯგუფური ცნობიერების დამუშავებაზე ამბობდა: "მარტივი ჯადოქრობის გარდა, არსებობს გლობალური მოჯადოების (გათვალვის) მეთოდებიც, რომელშიც წინასწარ მომზადებული ცნობიერება პერიოდულად მონაწილეობს... ასე იღვიძებენ უცნაური ძალები და ტრანსპორტირდებიან ვარსკვლავური საცავის იმ ბნელ გუმბათში, რომელიც უპირველეს ყოვლისა იკვებება ადამიანთა ცნობიერების ბოროტი აგრესიულობით... და რომელიც მალე დაუფარავად გამოჩნდება".

კაცობრიობის მართვა საიდუმლო სიტყვებითა და სიმბოლოებით, რომელიც კოდირებულია პიესაში, მასმედიის გასართობ თამაშობებში და რიტუალებში, ერთ-ერთი ძნელად საწვდომი საიდუმლოა ადამიანებისთვის. აი რატომ განიხილება ადამიანთა უმეტესობა "კოვანსებად" (cowans - პირი, რომელიც გაუცნობიერებლად აკეთებს მასონების საქმეს - რედ.), "პროფანებად"  და "გოიმებად" (იგივე მნიშვნელობა აქვს რაც "კოვანსს", ან კიდევ ეს არის "განტევების ვაცი", რუს. "Козел отпущения"), რომლებიც მათდა უნებურად აკეთებენ საიდუმლო ორგანიზაციათა მიერ ინსპირირებულ საქმეებს" (Michael A. Hoffman, Secret Societies and Psychological Warfare (მ. ჰოფმანი. "საიდუმლო საზოგადოებათა და ფსიქოლოგიური ომისა საიდუმლოებანი)).


ეს ყოველივე კარგად არის აღწერილი ფილმში "ქოხი ტყეში", რომელიც, თავის მხრივ პირდაპირ და მშვენივრად აღწერს ამ მეგარიტუალის ტექნოლოგიებს. ამით ფილმი აჩვენებს ელიტის ფუნქციონირების მეთოდებს, ხოლო მათი ბელეტრიზაცია მაყურებელს აფიქრებინებს, რომ "ეს - უბრალოდ კინოა" და სხვა არაფერი. ფილმში მრავალი სატირა და სისულელეა, რომელიც შესაძლოა რეალურიც იყოს, ვიდრე უმრავლესობას ჰგონია.

საშინელებათა ფილმები

საიდუმლო ორგანიზაცია რიტუალებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასრულებს, სადაც ზოგი წარმატებას აღწევს, ზოგიც კი მარცხდება. უმრავლესობის მარცხი წარმოდგენილია როგორც "უბედური შემთხვევა", ხოლო ვინც წარმატებას აღწევს ფართოდ რეკლამირდება მსოფლიოს მასშტაბით.

ეს ელიტური დაწესებულება საკმაოდ გავლენიანია, მაგრამ თავის მხრივ ის ექვემდებარება ბნელ ძალთა სურვილებს, რომლებსაც ფილმში "ძველ წინაპრებს" (The Ancients) ან "ღმერთებს" უწოდებენ. რიტუალის "ტექნიკური" სამსახური და მეთვალყურეები ფაქტობრივად ოკულტური საძმოს წევრებს წარმოადგენენ. მათი სამუშაო იმაში მდგომარეობს, რათა დარწმუნდნენ, რომ რიტუალის შესრულება სწორად და შეუფერხებლად მიმდინარეობს.

საშინელებათა ფილმები

პირველი მსხვერპლის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ერთ-ერთ ტექნიკურ პერსონალს, რომელიც რომელიღაც ოკულტურ ლოცვას კითხულობს, შემდეგ კი კოცნის კულონს, რომელზეც საიდუმლო ორგანიზაციის ჯადოსნური სიმბოლოა გამოსახული. რეალობაში ზოგიერთი ღონისძიება, რომელსაც მეცნიერებითა და პრაგმატიზმით ნიღბავენ, სინამდვილეში საკმაოდ ბნელი და საიდუმლო მიზნებით არის განპირობებული.

ამრიგად, ამ საიდუმლო ორგანიზაციის ამერიკული განყოფილება მართავს ხუთივე ამერიკელ სტუდენტს, რათა ისინი ტყეში განმარტოვებულ ქოხში შეასახლოს. ახალგაზრდებმა არ იციან, რომ შუაგულ ტყეში მდებარე ძველებური ქოხი თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი და მას მარიონეტული მფლობელები აკონტროლებენ. ფაქტობრივად, ქოხი და მისი გარემო ერთ დიდ კინოსტუდიას წააგავს, რომელიც სავსეა ტელეკამერებითა და მიკროფონებით, სადაც ბევრია ნარკოტიკი ახალგაზრდების გასაბრუებლად და ათასგვარი შუქ-ჩრდილოვანი თუ სხვა ეფექტები მძაფრი შთაბეჭდილებების გამოსაწვევად, რათა ჯეროვანი ზეგავლენა მოახდინონ საცდელ "ბაჭიებზე".

საშინელებათა ფილმები

როდესაც ახალგაზრდები ქოხის ადგილსამყოფელისკენ მიემართებიან, ვხვდებით, რომ ისინი შედიან ნამდვილ ზონაში, რომელიც შექმნა საიდუმლო ორგანიზაციამ და რომელსაც ამ ორგანიზაციის ადეპტები მართავენ. აქ, ამ ზონაში, მაღალტექნოლოგიური ქოხის მფლობელთა ხელში ახალგაზრდები მარიონეტებად იქცევიან.


განტევების ვაცები

მეძავი


იმის შემდეგ, რაც ქოხს მიაღწევენ, ახალგაზრდებმა უნდა განასახიერონ გარკვეული არქეტიპები, რათა დაასრულონ რიტუალური დრამა, რომელსაც ღმერთები ითხოვენ. ამიტომაც ეს უნდა აღსრულდეს გარკვეული თანმიმდევრობით, ფორმით და შინაარსით. ასევე ის გადაცემულ უნდა იქნას ტელევიზიით, რომელიც იქნებოდა ამგვარი რიტუალის დასტური. რიტუალურ დრამაში "ღმერთები" ითხოვენ ხუთ განსაზღვრულ მსხვერპლშეწირვას, კერძოდ ესენია: მეძავი, სპორტსმენი, სულელი, მეცნიერი და ქალწული.

საშინელებათა ფილმები

საიდუმლო საძმოს ტაძარში ვხედავთ ქვის ფილებს, რომელზეც თითოეული ის ტიპაჟია გამოსახული, რომელიც უნდა მოიკლას. პირველი მსხვერპლი მეძავია.

ფილმში მეძავს ჯული ჰქვია, რომელიც ყოველთვის აღგზნებულია. ქოხში მისი ხანმოკლე ყოფნის პერიოდში ის მუდმივად ცდილობს თავისი ვნების დაკმაყოფილებას. მაგრამ, ფილმიდან ცნობილი ხდება, რომ მეძავი გოგონა საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს, ის ნარკოტიკების ქვეშაა და ადვილად მანიპულირებადია. კარგად თუ დავაკვირდებით შევამჩნევთ, რომ ჯული კარგად ააშკარავებს პროექტ "მონარქის" ცნობიერების მანიპულირების იმ მეთოდს, რომელსაც "Kitten"-ი, ანუ "ფისუნები" ეწოდება.

საშინელებათა ფილმები

პირველი სცენა ჟიულის მონაწილეობით, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მან თმები შეიღება და ქერათმიანი გახდა. ცნობიერების კონტროლის სისტემაში ღია ფერის თმები ბეტა-ფისუნების იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება და მას პროგრამირების ენაზე "მერილინ მონრო" ეწოდება. სწორედ მაშინ ხდება ცნობილი, რომ "მარიონეტების მმართველებმა" გოგონას თმის საღებავში სპეციალური ქიმიკატები შეურიეს, რათა შეემცირებინათ მისი გონიერება და გაეზარდათ ლიბიდო.

ფილმში მეძავს ჯული ჰქვია, რომელიც ყოველთვის აღგზნებულია. ქოხში მისი ხანმოკლე ყოფნის პერიოდში ის მუდმივად ცდილობს თავისი ვნების დაკმაყოფილებას. მაგრამ, ფილმიდან ცნობილი ხდება, რომ მეძავი გოგონა საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს, ის ნარკოტიკების ქვეშაა და ადვილად მანიპულირებადია. კარგად თუ დავაკვირდებით შევამჩნევთ, რომ ჯული კარგად ააშკარავებს პროექტ "მონარქის" ცნობიერების მანიპულირების იმ მეთოდს, რომელსაც "Kitten"-ი, ანუ "ფისუნები" ეწოდება.

ამგვარად ჯული უბრალოდ მეძავი კი არ არის - არამედ მართვადი გოგონა, რომელსაც თმის საღებავი ნარკოტიკებით გაუჟღინთეს. იგივე მეთოდს იყენებს ელიტური მმართველობა მასების ცნობიერების მართვისას, რათა აიძულოს გოგონებს გახდნენ ბეტა-ფისუნები (ანუ მეძავები). გაიხსენეთ აღვირახსნილი ცხოვრებით მცხოვრები კინო და პოპ ვასკვლავები, რომლებიც კარიერას იწყებდნენ როგორც სრულიად ნორმალური ადამიანები. ქოხში ჯული პროექტ MK-Ultra-ს ბეტა პროგრამირების ტიპიურ მსხვერპლად გამოიყურება.

""ბეტა ფისუნები" მკ-ულტრა პროგრამირებაში გულისხმობს მონობას. პროგრამირების ეს სახე აუქმებს მორალურ პრინციპებს და სტიმულაციას აძლევს პრიმიტიულ ინსტინქტს, ამორალურ მიდრეკილებას" (რონ პატონი. "პროექტი "მონარქი"").

"ფისუნას" ვნებიანი ბეტა-საქციელის ყველაზე მკაფიო მაგალითია, როდესაც ჟიული "გაბედავს" და დაიწყებს ვნებიან ფლირტს კედელზე მიმაგრებული მგლის თავის ფიტულთან. მისი მიხვრა-მოხვრა, ვნება და ქმედება იმდენად აღმგზნებია, რომ მისი მეგობრებიც კი გრძნობენ გარკვეულ უხერხულობას. სცენის დასასრულს ჟიული მადლობას უხდის მგლის თავს, რითაც ადასტურებს, რომ ნარკოტიკებმა, რომელიც მის თავში შეიყვანეს საღებავების მეშვეობით, სრულიად და კარგად იმოქმედა.

საშინელებათა ფილმები

ჟიული დიდ სიამოვნებას ღებულობს მგლის თავის ფიტულისგან, რადგან ის ამგვარი ამოცანებისთვის იყო დაპროგრამებული. ზოოფილია აქ მხოლოდ ერთ-ერთი ფორმაა იმ გარყვნილებისა, რომლის გაკეთებასაც უბრძანებენ ბეტა-ფისუნებს მათი დამპროგრამებლები.

"მეთოჯინეები" ჯულის პირველს შეწირავენ მსხვერპლად - რადგან ის მეძავი და გაფუჭებული გოგოა. ეს გარკვეულად უნდა მოხდეს, რათა დაცულ იქნას ოკულტიზმის ბნელი პრინციპები. ტექპერსონალი ითხოვს, რათა ის მოკლულ იქნას სქესობრივი აქტის დროს, უფრო სწორედ მაშინ, როდესაც სქესობრივი აქტი თავის კულმინაციას (ორგაზმს) მიუახლოვდება. მაგიის პრინციპების მიხედვით ადამიანებში ყველაზე ძლიერი "მაცოცხლებელი ძალა" სწორედ სქესობრივი აქტის კულმინაციის (ორგაზმის) წინ გროვდება.

საშინელებათა ფილმები

ტექნიკური პერსონალი ახლო რაკურსით აკვირდება სპოტსმენთან სქესობრივი აქტით დაკავებულ გოგონას და უყურებს, როგორ იხდის ის თავის პერანგს. როდესაც პერსონალის ერთ ერთი წევრი, როდესაც რიტუალის მნიშვნელობას უხსნის "უცხოს", რომელსაც არ ესმის ყოველივე იმისი ნამდვილი მნიშვნელობა, რასაც ეკრანზე აკვირდება, ამბობს: "ჩვენ ერთადერთნი არ ვართ, ვინც ამას უყურებს... იცით თუ არა რა მნიშვნელობა აქვს ამას?" სხვა სიტყვებით: წარმატებულად რომ ჩაითვალოს, რიტუალი გრაფიკულად და მთლიანად უნდა იქნეს ტრანსლირებული, მიუხედავად იმისა გვესმის თუ არა რას ვხედავთ.

მცირედი ფლირტის შემდეგ, იმ დროს, როდესაც ახალგაზრდები (და მაყურებლებიც) აღეგზნებიან და სქესობრივი აქტის კულმინაციას მიაღწევენ ჟიულს თავს ზომბები დაესხმიან. ჩვენ ეკრანზე ვხედავთ სიკვდილის უცნაურ კომბინაციას - სიკვდილს ორგაზმის მომენტში, რაც დამახასიათებელია შავბნელი რიტუალებისთვის და რასაც სპეციალურად და ფარულად გადაღებულ ფილმებში უყურებენ ელიტურ წრეები თავიანთი შეკრებებზე. მოკლედ, ჯულის სიკვდილი ოკულტური ელიტის მიერ იყო დაგეგმილი, როგორც მსხვერპლშეწირვა.



სულელი


როგორც საშინელებათა ფილმების უმეტესობაში, რომელშიც ახალგაზრდები მონაწილეობენ, ფიგურირებს ვინმე ნარკომანი, რომელიც მრავალ კომიკურ სიტუაცებს ქმნის. ამ ფილმშიც არის ერთი ასეთი უცნაური ტიპი, რომელიც ყოველთვის ეწევა ნარკოტიკულ ბალახ-ბულახს. მაგრამ, საინტერესოა, რომ "სულელიც" შეთქმულების თეორიის მსხვერპლია.

საშინელებათა ფილმები

ფურგონში მარტი განმარტავს როგორ აკონტროლებენ ამჟამად საზოგადოებას ვიდეო კამერებისა და ათასგვარი მანიპულაციების მეშვეობით. ის აცხადებს, რომ საჭიროა ზოგჯერ მოსწყდე რეალობას მთლად რომ არ გაგიჟდე. შემდეგ ის ამბობს "მე გაიძულებთ დაინახოთ სამყარო ჩემი თვალებით", სადაც სამყაროს "დანახვაში" ნარკოტიკულ გაბრუებას გულისხმობს.

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ ფილმებში ყოველთვის არსებობს ერთი ხეპრე პერსონაჟი მაინც, რომელიც არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენს ფილმის სიუჟეტში. მარტი (მსახიობი ფრენ კრანცი) ასრულებს იმავე ფუქნციას. იმ დროს, როდესაც ის ლაპარაკობს ისეთ საგნებზე, რომლისაც მრავალ ადამიანს სჯერა, მაგალითად ჩიპეზე და მსგავს საკითხებზე, ყოველთვის იფარება ფონური ხმოვანი ეფექტებით. მაგრამ, "სულელი", როგორც ჩანს, სრულიად მართალია ზოგიერთ საკითხში. ის ცდილობს დაარწმუნოს თავისი მეგობრები, რომ ჩათრეულნი არიან რაღაც ბინძურ თამაშში, შეთქმულებაში, რომელიც მათ კარგს არაფერს მოუტანს, მაგრამ მისი არავის სჯერა, სანამ გვიან არ გახდება, ბოლოს და ბოლოს ის ხომ "სულელია", ერთი გიჟი ნარკომანია... მოგვიანებით ვნახავთ, რომ დასასრულს ის გახდება განადგურებული სამყაროს გმირი.


ქალწული


ძველი კულტურების უმეტესობაში, სადაც გავრცელებული იყო რიტუალური მსხვერპლშეწირვები, ქალწულები "უმაღლესი ხარისხის" მხვერპლად ითვლებოდნენ, რადგან ისინი წმიდა, დაუზიანებელ და უბიწო მსხვერპლად მიაჩნდათ. ისინი არ იყვნენ დაბინძურებულნი ადამიანითა და სამყაროთი, ამიტომაც, წმიდა და სულიერად ძლიერ ადამიანებად აღიქმებოდნენ. ამ პერსონაჟს, სახელად დანა ასრულებს მსახიობი კრისტენ კონოლლი, თუმცა ის ფაქტობრივად სულაც არ არის ქალწული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენს დროში მოზარდთა შორის სულ უფრო და უფრო მცირდება ქალწულთა რიცხვი.

საშინელებათა ფილმები

მართალია, ქალწული ერთის შეხედვით უძლური, ფაქიზი და ყველაზე ადვილად მოწყვლადი მსხვერპლია, მაგრამ ფილმის დასასრულს ხდება სრულიად აგრესიული და მოულოდნელი.
რიტუალის სრულყოფისთვის საჭიროა დანამ, ანუ "ქალწულმა" თავი შეინარჩუნოს ბოლომდე, რათა მისი სიკვდილი გახდეს რიტუალის გვირგვინი. ამიტომ მისი სიკვდილი რიტუალური ექსპერიმენტის პერიოდში არ იყო სასურველი. ის რიტუალის რეჟისორემბმა ბოლომდე შემოინახეს. აქ მთავარია მისი განცდები და ტკივილები, რაც გადაღებულია კამერებზე და ტრანლირებულია ელიტისთვის. ფაქტობრივად, ტყეში მდებარე ქოხის რიტუალი გარკვეულ ოქმებს მისდევს, რომელიც ჰგავს იმ რიტუალს, ოკულტური ელიტა რომ ასრულებს. აი, რამოდენიმე მათგანი.


რიტუალის წესები


მეგარიტუალების უმეტესობა ტარდება მკაცრი წესების მიხედვით, რომლებიც ფილმში საკმაოდ მკაფიოდ არის ნაჩვენები. ეს წესები საჭიროა რიტუალის პოტენციის ასამაღლებლად, რაც შესაძლებლობას აძლევს ამა ქვეყნის ძლიერთ თავიდან აიცილონ ცუდი კარმის (მათი მსოფლმხედველობის მიხედვით) უარყოფითი ეფექტები.



წესი პირველი: წინასწარი გაცხადება იმისა თუ რა მოხდება მომავალში


ქოხისკენ მიმავალ გზაზე, ახალგაზრდები ხვდებიან საეჭვო ხასიათის პიროვნებას, "წინასწარმაუწყებელს", რომელიც არცთუ ზრდილობიანად აფრთხილებს მათ, რომ იმ ადგილას, საითკენაც ისინი მიიჩქარიან ცუდი ამბები ელით. გაფრთხილებისდა მიუხედავად ახალგაზრდები გზას მაინც გააგრძელებენ.

საშინელებათა ფილმები

ამრიგად, მეგარიტუალებს ყოველთვის წინ უსწრებს "შპარგალკები", რომელსაც ხშირად ვხვდებით მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, რომლებიც გვაუწყებენ მსოფლიოში მოახლოვებული უბედურების (ტერაქტი, სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის) კატასტროფის შესახებ. და თუ გაფრთხილების მიუხედავად მსხვერპლი საკუთარი ნებით მაინც მიიწევს საბედისწერო ადგილისკენ, "მეთოჯინეები" გათავისუფლებულნი იქნებიან კარმული პასუხისმგებლობისგან. ფილმში ტექპერსონალის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამბობს:

მათ უნდა გააკეთონ ნებაყოფლობითი არჩევანი. წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემა არ იმუშავებს. წინასწარ მაცნე, ეს ამაზრზენი მოხუცი ფაქტობრივად სიკვდილის მაუწყებელი გახლავთ. რატომ დანიშნეს ის ამ ადგილას? ეს სისტემაა. ახალგაზრდებმა ის უნდა უგულებელჰყონ. მათ უნდა აირჩიონ ის, რაც ქოხის სარდაფში ხდება. დიახ, აქ ხდება სისტემის შეთანაწყობა ადამიანთა ნებასთან და თუ ისინი ამ სისტემას არ მიჰყვებიან მსხვერპლი არ იქნება სრულყოფილი.

ეს ცნება ხშირად გვხდება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, სადაც რიტუალური მსხვერპლშეწირვის მსხვერპლნი ხშირად იკავებენ მათთვის განკუთვნილ ადგილს განსაზღვრულ სიტუაციაში, თითქოსდა სურთ რომ ვიღაც მათ აკონტროლებდეს, თითქოსდა სურთ, რომ მოხდეს ის, რაზეც არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებულნი.

საშინელებათა ფილმები

ქოხის ერთ-ერთ ოთახში ვხედავთ ფერწერულ სურათს კრავის გამოსახულებით, რომელსაც ჯიჯგნიან ველური მხეცები. ეს მსხვერპლის "ფაქიზი" გაფრთხილების კიდევ ერთი მეთოდია. ეს არის შეფარული მინიშნება იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს მომავალში. მაგრამ, რადგან ახალგაზრდებს წარმოდგენაც კი არა აქვთ იმისა, რა მოხდება, ისინი უბრალოდ უგულებელჰყოფენ მას. ამაში ჩანს ის ჭეშმარიტება, რომ ელიტა დაფარულად იტყობინება თავისი გეგმების შესახებ, ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებისა და საკუთარი ძალაუფლების გამეფების შესახებ თვით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც კი (გავიხსენოთ, მაგალითად, დენვერის აეროპორტის მოხატულობა და სხვა მსგავსი ადგილები, სადაც კედლები და შენობების ფასადები "დამშვენებულია" ოკულტურ-ილუმინატური სიმბოლიკით, რომელიც ახალი მსოფლიო წესრიგის დადგომას გვაუწყებს - რედ.).



წესი მეორე: მსხვერპლმა თვითონ უნდა აირჩიოს თავისი ბედი


მართალია, გლობალური მსხვერპლშეწირვის ყოველი ასპექტი მეთოჯინეების ხელშია, მაგრამ მსხვერპლს მაინც ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი ნებით აირჩიოს თავისი ბედი.

საშინელებათა ფილმები

რომელიღაც ძველი წიგნიდან ლათინური ფრაზების ამოკითხვით, ხუთი მეგობარი გამოიწვევენ ზომბებს, რომლებიც დაუნდობლად შეეცდებიან მათ განადგურებას. მკვლელთა (ზომბების) გამოძახების შემდეგ მეთოჯინეები თავისუფალნი არიან კარმული პასუხისმგებლობისგან.

მართალია, ზემოთ დამოწმებული ცნებები ბუნდოვანია, მაგრამ ფილმში ისინი მეტად მკაფიოდ არიან წარმოდგენილნი. ეს არის ოკულტური ელიტის (ე. წ. "ილუმინატების") ფუნქციონირების სპეციფიკური მეთოდი, სადაც არაფერია ცხადი და ყველაფერი კულისებსმიღმა სივრციდან იმართება სასურველი მიზნის მისაღწევად. ძველად სამსხვერპლო სისხლი შეიწირებოდა ღიად, ისეთი ფორმით, რომ მონაწილეებმა იცოდნენ რა ხდებოდა, მაგრამ დღეს ეს ფარულად აღესრულება. დღეს ლაპარაკია სიცრუესა და მანიპულაციებზე, რომელსაც აქცენტი გადატანილი აქვს ტანჯვა-წამებაზე, და არ არის საეჭვო, რომ შავი მაგიის მიმდევრები მომავალშიც დაირწყულებენ თავიანთ სატანურ ვნებას ადამიანთა სისხლით. იმის შემდეგ, რაც მარტი (ნარკომანი, "სულელი") მიხვდება რიტუალის შინაარსს იტყვის:

რიტუალური მსხვერპლშეწირვა? - ო, ღმერთო ჩემო... მიაბა ვინმე ქვაზე, აიღო ლამაზი ხანჯალი, გამოეწყო შესაფერის ტანისამოსში... რა საჭიროა ასეთი სპექტაკლი...

ამაზე ქალწული პასუხობს: "ყველაფერი მარტივადაა. მათ მარტი ის კი არ სურთ ნახონ ჩვენი სიკვდილი, არამედ მათ ჩვენი დასჯა სურთ".



ვინ არის გამარჯვებული?


ფილმის დასასრული მეტად სიმბოლურია, მაგრამ ძალზედ შემაშფოთებელი. იმისთვის, რათა რიტუალი სრულყოფილი გახდეს, მარტი ("სულელი" ნარკომანი) ქალწულზე უფრო ადრე უნდა მოკვდეს. თუ ეს არ მოხდება, "ძველი ბოროტი ღმერთები" ამოვლენ და ყველას ამოწყვეტენ დედამიწაზე. როდესაც მარტის შესთავაზებენ თავი მოიკლას, ის უარს ამბობს, რადგან იცის, რომ ბოროტი "ღმერთები" მას მაინც მოკლავენ. დანა და მარტი ჩამოსხდებიან და ღმერთების ამოსვლას დაელოდებიან. დანა ამბობს:

"დროა კიდევ ვიღაცას მიეცეს შანსი,... ანუ გიგანტურ ბოროტ ღმერთებს".

ამ დროს მიწიდან ამოხეთქავს გიგანტური ხელი, რომელიც ყველას მოჰკლავს, შემდეგ კი ხელს გაიწვდის რათა შეიპყროს ფილმის მაყურებელი. აი, როგორ მთავრდება ეს ფილმი... მაყურებელს შეიპყრობს ბოროტი "ღმერთი".

საშინელებათა ფილმები

საბოლოოდ გამარჯვებული გიგანტი და ბოროტი "ღმერთი" სხვა არავინაა თუ არა თვით სატანა.

ამრიგად, ფილმში იმარჯვებს მხოლოდ ერთადერთი პერსონაჟი - "გიგანტური ბოროტი ღმერთი", რომელიც პირდაპირ ჯოჯოხეთიდან ამოდის და რომელშიც თავისუფლად შეგვიძლია დავინახოთ ეშმაკი. დანა და მარტიმ, მთელი ამ ისტორიის "გმირებმა" შესაძლებლობა მისცეს ბოროტ "ღმერთს" ამოსულიყო და გაბატონებულიყო დედამიწაზე. "გმირებმა" აირჩიეს უარესი დასასრული და ეს ფილმის ორიგინალური გადაწყვეტაა, რომელიც გაოგნებაში ამყოფებს მაყურებელს. მიუხედავად ამისა, ეს მომენტი უაღრესად სიმბოლური და მრავლისმეტყველია...

ვინ არიან მეთოჯინეები, კარგი თუ ცუდი ბიჭები? ისინი ატარებდნენ სადისტურ რიტუალს, რათა ბოროტი ღმერთისგან ეხსნათ სამყარო...



დასკვნა


"ქოხი ტყეში" ძალზედ პოპულარული გახდა მისი მახვილგონიერებისა და საშინელებათა ფილმების გაშარჟების გამო. მაგრამ, ამ აშკარა მინიშნებებთან ერთად, ფილმის ისტორიის მიღმა იმალება ინტერპრეტაციის კიდევ ერთი შრე: ის აჩვენებს ილუმინატების ფუნქციონირების ოკულტურ მეთოდებს, როგორ ინარჩუნებენ ისინი ხელისუფლებას საზოგადოების ცნობიერების კონტროლით და რიტუალური მსხვერპლშეწირვით, რათა საბოლოოდ განხორციელდეს გეგმები იმ არსებისა, რომელიც ჯოჯოხეთის ჯურღმულებშია ჩამწყვდეული. მართალია, ფილმში გადმოცემული ისტორია წმიდა წყლის ფიქციაა, მაგრამ სიმბოლური სახით ის ააშკარავებს ილუმინატური ელიტის გეგმებსა და ფუნქციონირების მეთოდებს.

ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ფილმის უმეცარი ახალგაზრდები თანამედროვე უმეცარ მასას... ჩვენ შეგვიძლია ტყეში მდებარე ქოხს შევადაროთ ის საზოგადოება, რომელსაც ფარულად მართავენ... ჩვენი ცნობიერება წინასწარგანზრახვით იცვლება მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დახმარებით, რათა ჩვენივე ნებით შევასრულოთ საიდუმლო ელიტის მიზნები და ამოცანები. ფილმი "ქოხი ტყეში" თავისი ერთ ერთი პერსონაჟის, სულელი ნარკომანის, მარტის პირით გვეუბნება: "თქვენ ვერ ხედავთ იმას, რისი დანახვაც არ გსურთ".

საშინელებათა ფილმები
 
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню