ხელოვნება - პროვოკაციული მულტფილმი i, pet goat 3 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

პროვოკაციული მულტფილმი

I, PET GOAT II

დაფარული სიმბოლიზმის განხილვა მულტფილმში I, PET GOAT II

I, pet goat II

წინათქმა



ამასწინათ ელექტრონული ფოსტით მივიღეთ მკითხველის წერილი, რომელშიც გვთხოვდა განგვემარტა კანადური სტუდია Heliofant-ის მიერ გამოშვებული მულტფილმის, "I, PET GOAT II"-ის ეზოთერული სიმბოლიზმი.

მულტფილმი მართლაც საინტერესოა, რადგან აღსავსეა საიდუმლო მინიშნებებით და სიმბოლოებით. შესაძლოა ეს იყოს დაგროვებული ცოდნის ერთგვარი კომპილაცია, და მის ავტორს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა და მომავლის პროგნოზირების მხოლოდ საკუთარი ხედვის წარმოჩენა სურდა, ამიტომაც, ყველას, ვინც უყურებს ამ ფილმს და წაიკითხავს მის განმარტებას, ვურჩევთ, ძალზედ სერიოზულად ნუ აღიქვამთ ყოველივე ამას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ერთგვარი მატრიცა დავაპროგრამოთ და ჩვენს მკითხველში გარკვეული ხედვა ჩავნერგოთ. საკუთარ აზრს თავს არავის ვახვევთ და არც ვამტკიცებთ, რომ ყველა სიმბოლო უზუსტესად განვმარტეთ. ეს არის მხოლოდ ფილმში მოცემული სიმბოლოების ჩვენეული ხედვა და არ არის გონივრული მას გადაჭარბებული კრიტიკანობით მივადგეთ. ყველას აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს.

ვისაც მულტფილმი არ უნახავს, შეუძლია უყუროს აქ:

გაგრძელება (3)

წინა გვერდი

დასაწყისი


31. მოკლედ, ასეა თუ ისე, რასაც უნდა ნიშნავდეს ეს სიმბოლო, ჩვენ ვხედავთ ნავთობის მოპოვების ერთგვარ "მაგიას", რომელიც ყველა არხიდან უზარმაზარ ზღვაში წვეთავს (02:22), რომელშიც დგას თავისუფლების ქანდაკება. მის ქვეშ ვხედავთ ე. წ. "დავითის ვარსკვლავს", რომელიც შეგვახსენებს თუ ვისია ეს "თავისუფლება". თვით ქანდაკებას კი სწყდება ხელი, რომელსაც ჩირაღდანი უჭირავს და რომელიც წარმოადგენს იმედისა და განათლების სიმბოლოს. ესეც გასაგებია - არავითარი იმედი მომავლისა, და არავისი განათლებაც არ არის საჭირო. ეს ყველაფერი ბუტაფორიაა. გარდა ამისა, ზემოთხსენებულ სცენაში ჩვენ ვხედავთ მინიშნებებსაც ნავთობსა და ეკოლოგიურ კატასტროფებზე.



32. ამრიგად, გაუგებარია, მაინც ვინ არის ეს უხილავი მეთოჯინე, რომელიც პოლიტიკოსებსა და ელიტის ბნელ ძალებს ათამაშებს? ეს არის ჯადოქარი, უხილავი ხელი და უგუნურების სული, რომელიც ეძებს რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა იპოვოს ადამიანების მართვისა სიცრუის, ღვარძლის, ბოროტების, ომების, ბიუროკრატიზმისა და მრავალგვარი შემზღუდავი ჩარჩოების მეშვეობით. რისთვის? იმისთვის, რათა სულები წაართვას დედამიწაზე მცხოვრებთ. მას ეშინია დღის სინათლის, ისევე როგორც თვით სიცოცხლის, ამიტომაც, ბნელში მოქმედებს. მისი ყველაზე დიდი ძლიერება - მამონაში, ანუ ვერცხლისმოყვარეობაშია (თანამედროვე ენით რომ ვთქვათ - ვალუტაში). სავარაუდოდ, ამ პერსონაჟში შეგვიძლია დავინახოთ სატანაც, რომელიც ამ არსების თვისებებსა და მიზნებს ზუსტად შეესაბამება.



33. ბოროტების სული კვერცხში მდებარე ჩანასახს უთვალთვალებს, რომელსაც გველი შემოხვევია. შესაძლოა ეს იყოს ორფიკული კვერცხი, რომელიც წარმოადგენს სიმბოლოს იმ არსების უსასრულო შესაძლებლობებისა, ვინც ამ კვერცხიდან გამოვა; ანუ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა კვერცხში მდებარის მდგომარეობა უიმედოდ გვეჩვენება, მან შესაძლოა თავისუფლად გადალახოს ყველა სიძნელე.

ჩვენს კლიპში პირდაპირ მიგვანიშნებენ, რომ არიან ძალები, რომლებიც გვმართავენ დაბადებიდან სიკვდილამდე, როგორც მანქანებს. მართავენ ჩვენს აზრებს და სურვილებს, სიზმრებს და ქმედებებს. მაგრამ მართავენ მხოლოდ მათ ვისაც სულიერად სძინავს...



34. მომდევნო კადრებში (03:00) ვხედავთ მორბენალ სტრიქონს ადამიანის თვალებში წარწერით MARKETS და საბირჟო ინდექსებით. ეს არის ტოტალური კონტროლის სიმბოლო. ქვეყნების ეკონომიკის მართვა საბირჟო მაქინაციების გზით. პლანეტის მოსახლეობის მართვა, ეკონომიკური სიღატაკის მეშვეობით. ადამიანებს ამოძრავებს სიღარიბისა და საარსებო საშუალებების არქონის შიში, სამსახურის დაკარგვის, კრედიტის ან იპოთეკის გადაუხდელობის შიში... თქვენ არ შეგიმჩნევიათ, რომ თქვენს ცხოვრებას მუდმივად თან სდევს შიში? არა? ... მაშინ თქვენ ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანი ყოფილხართ.



35. PLUNGE: დაცემა და კოლაფსი ბაზრებსა და ბირჟებზე, რომლებიც უმრავლესობის გაღატაკებას და უმცირესობის გამდიდრებას გამოიწვევს. სიხარბე - ეს კარგია... ასეთია ფინანსურ მაქინატორთა საყვარელი და ძირითადი დევიზი. სიხარბე და გაუმაძღრობა, - ამ ვნებას თანდათანობით მივყავართ ომებთან. სიხარბემ და გაუმაძღრობამ დაგვაყენა III მსოფლიო ომის ზღვარზე. თვალებში აკიაფებული წარწერა WAR სწორედ სიხარბის შედეგია.

36. ამის შემდეგ მოფრინავენ ბომბდამშენები (03:02), რომლებიც თითქოსდა ამერიკულ "უხილავ" თვითმრფინავს "სტელსს" წააგავენ ("Stealth"), მაგრამ სინამდვილეში ისინი მასონობის სიმბოლოს უფრო მოგვაგონებენ. ეს არის იგივე ფარგალი და კუთხურა. ბომბავენ მეჩეთს, რითაც მსოფლიო ომს გამოიწვევენ. ანუ ომს დაიწყებენ ისლამურ ქვეყნებთან. იმისთვის, რათა ომს მიენიჭოს ლეგიტიმური ხასიათი, რეპტილოიდურ მეთოჯინეებს მოუწევთ ძველი ტაქტიკის გამოყენება, ანუ ეს იქნება ტერაქტი დიდი მსხვერპლით.



ამბობდნენ, რომ თითქოსდა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე უნდა აფეთქებულიყო ბირთვული ბომბი, რომელიც არ შედგა, ან შესაძლოა ეს იყოს უკვე მითითებული ადგილი აშშ-ს რუქაზე კანავერალის კონცხზე. ასეა თუ ისე, ამგვარი ფაქტი ხელფეხს გაუხსნის რეპტილოიდურ პარაზიტებს და ისინიც პირისპირ შეეჯახებიან მსოფლიოს ხალხებს. არ არის გამორიცხული გამოიყენონ ბირთვული იარაღი. გაანადგურონ მუსლიმებისთვის ერთ-ერთი სათაყვანებელი ომარის მეჩეთი (ალ-აქსა) იერუსალემში და ააშენონ მათი სანუკვარი მესამე ტაძარი.



სწორედ ამ ეპიზოდში ვხედავთ მსგავსებას ომარის (ალ-აქსას) მეჩეთთან (03:03).

მომდევნო კადრში ჩნდება ეგვიპტური ღვთაება ანუბისის ბარელიეფი, რომელიც ნავის წინა ნაწილზეა დამაგრებული.





37. ნავში ვხედავთ კაცს, რომელსაც თვალები დახუჭული აქვს და ძალზედ წააგავს კანონიკურ იესუ ქრისტეს მკერდში ანთებული გულით (03:09). ლოგიკურად იბადება კითხვა - რატომ დგას ქრისტე დახუჭული თვალებით და რა კავშირი აქვს მას ანუბისთან? რატომ არის იესუს შუბლზე მიხატული ყოველისმხედველი მასონური თვალი პირამიდით? მოდი შევეცადოთ გავერკვეთ ამ გამოცანებში. ანუბისი ეს არის ძველი ეგვიპტის ღვთაება, რომელსაც აქვს მგლის თავი და ადამიანის სხეული. ის არის მიცვალებულთა საიქიოში გამცილებელი.

ამ აღწერიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნავში მჯდომი იესუ, სულაც არ არის მაცხოვარი, რადგან ჯერ ერთი შეუძლებელია ფილმის შემქნმელებს არ ცოდნოდათ სახარებისეული სწავლება იმის შესხებ, რომ იესუ ნავით, დედამიწიდან (ანუბისის თანხლებით) კი არ გამოჩნდება, არამედ მოვალს ღრუბლით, უამრავ ანგელოზთა თანხლებით. ჩვენი ვარაუდით ეს "იესუ", რომელიც მოდის საიქიოდან ანუბისის თანხლებით არის ანტიქრისტე. დახუჭული თვალები არის ალეგორია იმისა, რომ ილუმინატების "უმაღლესი ღვთაება", არ მონაწილეობდა დედამიწაზე მიმდინარე სისაძაგლეებში. უფრო სწორედ არ მონაწილეობდა გარკვეულ დრომდე...

38. პეპელა აფრინდება "იესუს" თითს (03:10). მრავალი მკვლევარი ამაში ხედავს აღორძინების სიმბოლოს, თავისებურ მეტამორფოზას. მაგრამ ჩვენ სულ სხვა აზრი ვნახეთ. პეპელა, ეს არის ცნობიერების მართვის სიმბოლო. გაიხსენებთ ცნობილი და ანტიადამიანური პროექტი "მონარქი", პროექტი "მკ ულტრა", ოპერაცია "არტიშოკი".



39. პეპელა იწვის და ფერფლად იქცევა (03:11). ეს ძალზედ სიმბოლურია და იმაზე უთითებს, რომ ჯერ კიდევ "უზენაესის" მოსვლამდე კაცობრიობა დაიწყებს გამოღვიძებას და გარეგან მოძალადეთაგან გათავისუფლებას. თავად განსაჯეთ. მიმოიხედეთ ირგვლივ. ადამიანები სულ უფრო და უფრო გულისხმაყოფენ, რომ სისტემა შექმნილია რეპტილოიდური არსებების მიერ, ანუ ის არის უცხო, სხვაგვაროვანი. კაცობრიობას სხვა გზა აქვს მონიშნული, სულიერი სრულყოფის გზა, და არა ტექნტოკრატიული ბოდვის უტოპიური მომავალი.



40. მაგრამ მოდი ისევ ცოდვილ დედამიწას დავუბრუნდეთ. ომი დაიწყო და უპირველეს ყოვლისა დაზიანდნენ ისლამური სახელმწიფოები, გამოყენებულ იქნა ბირთვული იარაღი (03:14). დედაკაცს ხელში უჭირავს კოლბი რომლიდანაც იფრქვევა ატომური აფეთქების ალი. ვინ არის ეს დედაკაცი? მისი ჩაცმულობის მიხედვით, უეჭველად, ეს მუსლიმი დედაკაცია, რომელიც გლოვობს თავის შვილს, ალეგორიულად კი ისლამს. სისხლიანი ნიმბი უთვალავ მსხვერპლზე მეტყველებს. მაგრამ ეს სიმბოლო შეგვიძლია მთელს კაცობრიობაზეც გადავიტანოთ და ვთქვათ, რომ წმიდა ქალური (დედობრივი) საწყისი გლოვობს თავის შვილს, მთელს კაცობრიობას, როგორც მარიამი გლოვობდა იესუს სიკვდილს.





"ქრისტეს დატირება": მიქალანჯელო ბუონაროტტი


41. მაგრამ აქ გვიახლოვდება სხეული და ჩვენ ვხედავთ ბავშვის სახეზე მცოცავ ხოჭოს (03:20), რომელიც ეგვიპტურ მითოლოგიაში მზისა და აღორძინების სიმბოლოს წარმოადგენს. რატომ არის ბავშვი თვალამოღებული? ინდურ სუფიებში არსებობს ექტრემალური ჩვეულება: საჯარო თვითგვემის ფორმა, რომელიც დამახასიათებელია სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიისთვის. ეს არის ერთგვარი ეგზოტიკა, თვალის გუგების ამოღება მახვილი საგნით. ხომ არ არის ეს მინიშნება ისლამის კვლავ აღორძინებაზე, ოღონდ სხვა ფორმით? სუფისტურ განშტოებას ისლამში ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით.



42. (03:24) აფრიკა. არაადამიანური ომები, სადაც ძირითად შეიარაღებულ ძალას წარმოადგენენ ბავშვები. გაიხსენეთ სიერა-ლეონე. ჩანს, რომ ბავშვები გახდნენ რობოტები, ზომბები სხვის და არავისთვის საჭირო ომებში. ისინი თვითონ იბრძვიან, ოღონდ არ იციან, რატომ და რისთვის.







43. ლათინური ამერიკა. კომუნისტური იდეოლოგიის მიმდევარი რეჟიმების დაცემა (ნამგალი და ურო). ჩავესი, კასტრო, მორალესი... აქვე ვხედავთ ლოტოსს, რომელიც იძირება მასონთა დამთქმელ აზრებსა და საქმეებში.



44. მოდიან ტანკები. გოგონა თეთრი დროშით. სიმბოლო ყველა დანარჩენი უმნიშვნელო იდეოლგიისა, სექტანტური სწავლებებისა და ფილოსოფიური შეხედულებებისა... რატომ არის დროშა თეთრი? იმიტომ, რომ არც ერთი "მიღწევა", იქნება ეს ფემინისტური, პაციფისტური, ეკოლოგებისა თუ სხვა ტოლერასტების... ვერ გაუძლებს მომავალ შტორმს, უკანასკნელ შეტაკებას. ყველა დოგმატი და ვარაუდი აღიგვება პირისაგან მიწისა. ახალ, გლობალურ სამყაროს ისინი არაფერში სჭირდება... ისინი კაპიტულაციას გამოაცხადებენ, რადგან გვიახლოვდება ანტიქრისტეს რელიგია, გლობალური და ყოვლისშთანმთქმელი...



შეხედე სიკვდილს თვალებში...



45. სიძულვილი, შიში, სასოწარკვეთა...

46. დავუბრუნდეთ ჩვენს პატარა კაცუნას, კაცობრიობის ალეგორიულ ცნობიერებას. გადის დრო და კულისებსმიღმა მდგომი პარაზიტები გავლენას კარგავენ. ადამიანი-ცნობიერება იწყებს წინააღმდეგობას. ეს მძიმე წინააღმდეგობაა, მაგრამ მას უკვე აღარ სურს მარიონეტი იყოს.



47. ახალი კადრი: ნავი "მაცხოვრითურთ" ჩნდება პლეადის თანავარსკვლავედიდან. შეხედეთ ვარსკვლავებით გაჭედილ ცას - არაფერს მოგაგონებთ?






48. აქ მკაფიოდ არის მინიშნებული კონკრეტული თანავარსკვლავედი, რომელიც მარცხენა მხარზე იმყოფება. ჩვენ მასში პლეადის თანავარსკვლავედი გვენიშნა (თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს). ცნობილია რაოდენ დაბეჯითებით ავრცელებენ ილუმინატები აზრს, რომ ქრისტეს ცნობიერება და კაცობრიობის შეწევნა სწორედ ამ თანავარსკვლავედიდან (ან ზოგადად კოსმოსიდან) მოვა; რომ თვით ცხოვრება დედამიწაზე არამიწერმა ცივილიზაციებმა დაამკვიდრეს.



პლეადის თანავარსკვლავედი


ზოგიერთები ამ თანავარსკვლავედში ხედავენ ლოკოკინას თანავარსკვლავედს (რადგან ის ძალზედ წააგავს ლოკოკინას ნიჟარას), რომელსაც კიდევ "ღმრთის თვალს" უწოდებენ. თუმცა არც ამასა აქვს მნიშვნელობა, რადგან კოსმოსიდან კაცობრიობის ან ქრისტეს წარმომავლობა მწვალებლობა და აბსურდული შეხედულებაა. ეს ილუმინტთა საყვარელი რელიგიაა, რომელსაც უკვე ღიად და აშკარად ქადაგებენ.






გაგრძელება მომდევნო გვერდზე.

წინა გვერდი.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню