ხელოვნება - პროვოკაციული მულტფილმი i, pet goat 2 - 2 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

პროვოკაციული მულტფილმი

I, PET GOAT II

დაფარული სიმბოლიზმის განხილვა მულტფილმში I, PET GOAT II

I, pet goat II

წინათქმა



ამასწინათ ელექტრონული ფოსტით მივიღეთ მკითხველის წერილი, რომელშიც გვთხოვდა განგვემარტა კანადური სტუდია Heliofant-ის მიერ გამოშვებული მულტფილმის, "I, PET GOAT II"-ის ეზოთერული სიმბოლიზმი.

მულტფილმი მართლაც საინტერესოა, რადგან აღსავსეა საიდუმლო მინიშნებებით და სიმბოლოებით. შესაძლოა ეს იყოს დაგროვებული ცოდნის ერთგვარი კომპილაცია, და მის ავტორს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა და მომავლის პროგნოზირების მხოლოდ საკუთარი ხედვის წარმოჩენა სურდა, ამიტომაც, ყველას, ვინც უყურებს ამ ფილმს და წაიკითხავს მის განმარტებას, ვურჩევთ, ძალზედ სერიოზულად ნუ აღიქვამთ ყოველივე ამას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ერთგვარი მატრიცა დავაპროგრამოთ და ჩვენს მკითხველში გარკვეული ხედვა ჩავნერგოთ. საკუთარ აზრს თავს არავის ვახვევთ და არც ვამტკიცებთ, რომ ყველა სიმბოლო უზუსტესად განვმარტეთ. ეს არის მხოლოდ ფილმში მოცემული სიმბოლოების ჩვენეული ხედვა და არ არის გონივრული მას გადაჭარბებული კრიტიკანობით მივადგეთ. ყველას აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს.

ვისაც მულტფილმი არ უნახავს, შეუძლია უყუროს აქ:

გაგრძელება (4)

წინა გვერდი

დასაწყისი




47. ახალი კადრი: ნავი "მაცხოვრითურთ" ჩნდება პლეადის თანავარსკვლავედიდან. შეხედეთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას - არაფერს მოგაგონებთ?



48. ცნობიერება გამოღვიძებას იწყებს.

49. "მაცხოვრის" სული, ყოველი არსებულის "გათავისუფლება". მასონების რწმენით, ეს განთავისუფლება, კაცობრიობის "განათლება", გნოზისი, რომელსაც ანტიქრისტე, ანუ ცუმესია მოიტანს, სწორედ მოძველებული ქრისტეანობის გადაგდების შემდეგ მოიწევს და ახალი ეპოქის დაწყების მომასწავებელი გახდება.

50. ნავი შეცურდება ორ ოვალში, რომელიც ადამიანის ტვინის ნახევარსფეროებს მოგვაგონებს. ამის მნიშვნელობა, ალბათ, ადამიანის ცნობიერების სრულ შეცვლაში უნდა მოვიაზროთ.



51. ნავი ცნობიერებაში შეიჭრა. იწყება ძველი ცნობიერების სრული განადგურება. ყინულის მსგავსი ლოდები ამ მოვლენის სიმბოლოებია. კიდევ ერთი ნიშანი? დიახ, სრულიად გაყინული ცნობიერება. ძველი - უმოძრაოდაა, - ეს მკვდარი და არაფრის მაქნისი ცნობიერებაა.



52. სურათი იცვლება. ნაცრისფერი კაცი ნიღბით და მკერდზე გამოსახული ორიონის ნიშნით რიტუალურ ცეკვაში გააფრთრებით ტრიალებს. მაშ საიდან არიან ჩვენი დამპყრობელნი? რეპტილოიდური არსებები ორიონის თანავარსკვლავედიდან?



53. კადრი ისევ იცვლება. ნავი თევზით ივსება, რომელიც ანტიქრისტეს მიერ ცთუნებულ ქრისტეანთა სიმბოლოა. თანაც თევზი თვითონ ხტება ნავში, რაც საკუთარი გზის დამოუკიდებელ და თავისუფალ არჩევანზე მიანიშნებს.



54. (04:33) ვხედავთ ციდან გადმოშვერილ ხელისგულს, რომელიც კოშკზე მიანიშნებს და შორეულად ლონდონის ე. წ. "კიტრს" მოგვაგონებს. კამერა თანდათანობით "კიტრს" უახლოვდება, რომლის თავზე ჯვარი იკვეთება. აქ ადვილია დავინახოთ, რომ კოშკი, ანუ "ლონდონის კიტრი", როგორც ეს ზოგიერთს მიაჩნია და, რომლისკენაც "ზეციური ხელია" მიმართული, სხვა არაფერია თუ არა მამაკაცის ერეგირებული ასო. აქ ლანდშაფტს მიწაზე გაწოლილი მამაკაცის სხულის სახე გააჩნია (მარცხენა ფეხი მუხლში მოკეცილია). ლონდონის ამ "კიტრზე" აღმართულია ქრისტეანული ჯვარი... ეს სიმბოლო უაღრესად მკრეხელური და დამაფიქრებელია.





ლონდონის "კიტრი"


ამ ადგილის უამრავი კომენტარი არსებობს და ძნელია რომელიმესთვის უპირატესობის მინიჭება. მაგალითად, ერთ-ერთი ინტერპრეტაციით შიშველი ბებრუხანა ვნებიან მოხუცთა სიმბოლოა, რომლებიც, ჩვენს დროში, იმის ნაცვლად, რათა ასაკთან ერთად გახდნენ უფრო თავშეკავებულნი და ბრძენნი, კადნიერნი და ავხორცნი იქნებიან. ავტორი მიანიშნებს, რომ მოვა დრო, როდესაც ვნება საყოველთაოდ გავრცელდება.

არსებობს ასეთი აზრიც: ჯვრიან ფალიურ კოშკში ჩამწყვდეული ბოროტი დედაკაცი, ქალური საწყისის დამონების სიმბოლოა; ხოლო მამაკაცური საწყის-კოშკის დანგრევა მას (დედაკაცს) უბრუნებს ქალურ უბიწოებას.

მაგრამ ალბათ უფრო ახლოს არის სხვა ვერსია, რომლის თანახმადაც მოცემული კოშკი ქრისტეანობის სიმბოლოს წარმოადგენს (ალბათ ჯვრის გამო) ყველა თავის დოგმებთან ერთად. დააკვირდით ამ ნაგებობას და პატარა გულს მასზე. ქრისტეანობის უზარმაზარ მონოლითს ასეთი პატარა და მბჟუტავი გულიღა დარჩა. გული სიყვარულის სიმბოლოა, რისთვისაც უნდა ემსახურა ქრისტეანობას, მაგრამ მან დაკარგა თავისი დანიშნულება თვით ქრისტეანებისთვისაც კი. ის ავხორცულ (ფალოსის სიმბოლო) დაწესებულებად გადაიქცა.
არსებობს აზრი, რომ ეს შეიძლება იყოს რომის ეკლესია, რომელიც "გააშუქეს" (ამხილეს)... თუმცა, აქ უნდა ითქვას, რომ რადგან ფილმი შექმნილია კანადაში, შესაძლოა ქრისტეანობის სიმბოლოდ ფილმის შემქმნელებს კათოლიკური ეკლესია წარმოედგინათ (ფილმი რუსეთში რომ გადაეღოთ, ალბათ ეს მართლმადიდებელი ეკლესია იქნებოდა).

აქ ჯეროვანია აღვნიშნოთ თვით ლონდონის "კიტრთან" დაკავშირებული ისტორია. ეს არის ე. წ. სენტ-მარი ექსის (St Mary Axe) ცათამბჯენი. ასე მას იმიტომ ეწოდა, რომ მდებარეობს სენტ-მარი ექსის ქუჩაზე, 1561 წლიდან არარსებული წმ. მარიამისა და წმ. ურსულას სახელობის ეკლესიის ტერიტორიაზე. სწორედ აქედან მოდის მისი სახელწოდების პირველი ნაწილი (St. Mary). აქვე ახლოს მდებარეობდა ტავერნა, რომლის ფირნიშზე გამოსახული იყო ნაჯახი. აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდების მეორე ნაწილი (Axe).

შესაძლოა ფილმის ავტორებმა ეს მომენტები გამოიყენეს თავიანთი იდეის საჩვენებლად და ლონდონის კიტრს თავზე ჯვარი დაასვეს ნიშნად იმისა, რომ ის უკვე არარსებული ქრისტეანული ეკლესიის ტერიტორიაზე იმყოფება. ასეა თუ ისე, ჯვრის დასმა ფალოსზე და თვით ფალოსის ეკლესიის სიმბოლოდ წარმოჩენა უკიდურეს მკრეხელობად მიგვაჩნია. თუმცა, რა გასაკვირია, ფილმი ხომ ნეოწარმართების შექმნილია და ის მთლიანად ეძღვნება ანტიქრისტეს მოსვლას. ამიტომაც, ქრისტეანობის დამამცირებელი სიმბოლიკა ჩვეულ მოვლენად წარმოჩნდება. თანაც, ფილმი წინასწარმეტყველებს დაბერებული და დაჩაჩანაკებული ქრისტეანობის ნგრევას და ანტიქრისტეს მოსვლას.

55. ძველი ქარგა, წარმოადგენს ქრისტეანობის სულს, რომელიც ფილმის შემქმნელთა აზრით, თავისი დოგმებით მთელს მსოფლიოს გამოეყო და საკუთარ გულში თვით მაცხოვარსაც კი არ უშვებს.



56. კედლებზე ამოჭრილია ხაზები, მოლოდინის ნიშანი, რითაც ფილმის შემქმნელები მიანიშნებენ საკუთარი დოგმების საპყრობილეში გამომწყვდეული ეკლესიის მოლოდინს ქრისტეს მეორედ მოსვლისადმი. მაცხოვარი მოდის, მაგრამ თავის ეკლესიას გარყვნილებასა და ფარისევლურ ამპარტავნებაში ჰპოვებს? თითქმის შიშველი, მიმხმარი ძუძუებით მროკველი დედაკაცი არის სიმბოლო იმისა, რადაც გადაიქცა დღეს ქრისტეანობა.

ძალზედ ძლიერი სიმბოლო. რიტუალური სისხლი-აღთქმა, რომელიც ქრისტეანობის იერარქებს სავაჭროდ გაუხდიათ. უცებ ეს სისხლი ქრება, რაც აღთქმის აღებას მოასწავებს. ფილმის შემქმნელთა აზრით ქრისტეანობის სულს უკვე აღარ ძალუძს მაცხოვრის ნათლის გადატანა, რომელსაც უკანასკნელი 2 ათასი წლის განმავლობაში ქადაგებდა.



57. ახალი კადრი (04:55). ნაცრისფერი კაცი ორიონის თანავარსკვლავედიდან ინდური ღმერთქალის, კალის ნიღაბში გვევლინება. ის აგრძელებს თავის რიტუალურ ცეკვას. ეს ყველაფერი წარმოადგენს სიმბოლოს იმისა, რომ რეპტილოიდური არსებები ცდილობენ თავისი ზეგავლენის მოპოვებას კაცობრიობაზე.



58. მომდევნო კადრში (04:58) მოვლენები დედამიწაზე ვითარდება. ვაჭრობისა და მატერიალიზმის სული ვაი მენეჯერების სახით თანაბარ რიგად ჩამწკრივებულან. მაგრამ, ეს სული, თავისი ბანკებით, ბირჟებითა და დერივატივებით ფერფლად იქცა.



59. (05:08) რეპტილოიდური ქვეწარმავალი, რომელიც მრავალი ათასწლეულის განმავლობაში მანიპულირებდა კაცობრიობით შიშით გაიძურწა.



60. (05:12) ადამიანის ცნობიერება თავისუფალია. ამაზე მიანიშნებს ადამიანის ცარიელი თავი...



61. (05:18) მროკავი სუფიელი დერვიში, ცალთვალა ბიჭუნა ახალი ცნობიერების ნიშანია.



62. (05:24) რატომ ტრიალებს ის იქ, სადაც ისლამის მეჩეთი იყო? მეჩეთი იერუსალემში იმყოფება, ყველა აბრაამული რელიგიის გადაკვეთის ადგილზე. ეს ადგილი წმიდაა ყველა ამ სამი მონოთეისტური რელიგიისთვის, რაც მთელი მსოფლიოს ცნობიერების ახალ ერთობაზე მიანიშნებს. მოტრიალე დერვიშ-სუფიტი, შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში იმყოფება.

ისლამური ვერსიით ბიჭუნა ცალთვალა დადჯალის, იგივე ანტიქრისტეს მოსვლის სიმბოლოა.

შენიშნვნა: ალ მასიხ ად დადჯალ ("ცრუ მესია") - ანტიქრისტეს ანალოგი ისლამურ ტრადიციაში. მისი გამოჩენა, ისლამური სწავლების მიხედვით, მოასწავებს იმ განსაცდელებს, რომელიც ადამიანებს სამყაროს აღსასრულის წინ თავს დაატყდებათ.



63. (05:30) ნაცრისფერი კაცი ორიონის თანავარსკვლავედიდან აგრძელებს თავის რიტუალურ ცეკვას. ნიღბები იცვლება. ეს არის კაცობრიობის ცთუნებისა და მისი დამონების მცდელობა.



64. (05:36) ნიღბები კვლავ იცვლება. კეტცალკოატლი გაშლილი ფრთებით, სადაც ქვედა ნაწილში, ვარსკვლავური ცის შესაბამისად განთავსებულია ორიონის თანავარსკვლავედი. აღსანიშნავია, რომ მოცემული კადრის ნახვა შეუძლებელია ჩვეულ რეჟიმში. ამის დანახვა მხოლოდ შენელებულად, კადრიდან კადრზე გადასვლით არის შესაძლებელი, რადგან ეპიზოდი სულ ერთი წამი გრძელდება.





ორიონის თანავარსკვლავედი




65. (05:44) რეპტილოიდური არსების აღსასრული.

66. (06:00) ცრუმესიის უკან ინგრევა კათოლიკური (ზოგადად ქრისტეანული) ტაძარი, რაც ეკლესიის, როგორც სახელმწიფო დაწესებულების დანგრევის სიმბოლოა. ეს არის არსებითად ხელისუფლების სტრუქტურა, რომელიც აბსოლუტურად შორსაა ქრისტესგან.





ზოგადი სიმბოლური თვალსაზრისით, ამ ტაძარში შეიძლება მოვიაზროთ ქრისტეანობის საზოგადო სიმბოლოდ. ანტიქრისტეს ზურგს უკან მისი დანგრევა მოასწავებს ქრისტეანობის ერის აღსასრულს და ანტიქრისტეს ერის დადგომას.

67. (06:00) მზერა მიმართულია ახალი ნათლისკენ. ალბათ ყველას აცბუნებს პირამიდა "იესუს" შუბლზე და ასევე ყოვლისმხედველი თვალი. ყოვლისმხედველი თვალი უკვე პირამიდის კენწეროზე კი არა, მის საფუძველშია, რაც შეიძლება მხოლოდ ერთს ნიშნავდეს, კერძოდ იმას, რომ საკრალური ცოდნა უკვე აღარ ეკუთვნის ელიტას, არამედ დედამიწის ყველა მცხოვრებს. ეს არის ახალი გნოზისი, ახალი ცოდნა, კაცობრიობის ოქროს ხანა.





68. (06:26) პირამიდები. უცხოპლანეტური რასების მიერ კაცობრიობის დამონების სიმბოლო.




69. (06:31) პირამიდების დანგრევა. ანტიქრისტეს სამეფო დამყარდა.




ბოლოთქმა


ამრიგად, ჩვენ დავასრულეთ ამ საინტერსო და მართლაც პროვოკაციული მულტფილმის მიახლოებითი გარჩევა. საბოლოოდ რისი თქმა შეგვიძლია?

ანტიქრისტეს გამეფების გეგმა უკვე ნოტებივით არის აწყობილი და ეტაპობრივად ხორციელდება.

ამ ფილმში ნაჩვენებია ანტიქრისტეს გამეფების ყველა წინმსწრობი მოვლენა:
დედამიწის მოსახლეობის გაღატაკება, ომარი (ალ-აქსას) მეჩეთის დანგრევა, ატომური ომი, არაბული სამყაროს (ისლამის) განადგურება, ყველა სუვერენული სახელმწიფოს გაუქმება, საყოველთაო ქაოსი და ტანჯვით გათანგულ კაცობრიობასთან ახალი "მაცხოვრის" "მოფრენა" პლეადების თანავარსკვლავედიდან...

ვიდეორგოლი თავისთავად წარმოადგენს ოკულტურ მისტერიას, რომლის ამოცანაა მომავლის სივრცეში განათავსოს გარკვეული რელსები, ილუმინატების სცენარების განსახორციელებლად. მოვლენა რომ განხორციელდეს, მის შესახებ უნდა ოცნებობდე, გჯეროდეს მისი განხორციელებისა. სწორედ ამ როლს თამაშობენ საზოგადოებაში წინასწარმეტყველები (თუ ისინი ღმრთისგან არიან, ან მოგვები, თუ ილუმინატებისგან არიან, თუმცა ღმრთისა და ილუმინატების წინასწარმეტყველთა მიზნები და დანიშნულებები განსხვავებულია). მაცხოვრის მოსვლის წინ წინასწარმეტყველი იოანე ნათლისმცემელი მესიის მალე მოსვლას ქადაგებდა და ბუკვალურად ასე მოძღვრავდა: "გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი" (მათე 3:3). მოსალოდნელი მოვლენისადმი რწმენა მომავლის სივრცეში აყალიბებს ერთგვარ პრეს-ფორმას, რომელშიც ისხმება შემდეგ მოსალოდნელი მოვლენა. ასე ხდება წინასწარმეტყველების რეალიზაცია.

დასასრული.

წინა გვერდი.

დასაწყისი.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню