ხელოვნება - პროვოკაციული მულტფილმი i, pet goat 2 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

პროვოკაციული მულტფილმი

I, PET GOAT II

დაფარული სიმბოლიზმის განხილვა მულტფილმში I, PET GOAT II

I, pet goat II

წინათქმა



ამასწინათ ელექტრონული ფოსტით მივიღეთ მკითხველის წერილი, რომელშიც გვთხოვდა განგვემარტა კანადური სტუდია Heliofant-ის მიერ გამოშვებული მულტფილმის, "I, PET GOAT II"-ის ეზოთერული სიმბოლიზმი.

მულტფილმი მართლაც საინტერესოა, რადგან აღსავსეა საიდუმლო მინიშნებებით და სიმბოლოებით. შესაძლოა ეს იყოს დაგროვებული ცოდნის ერთგვარი კომპილაცია, და მის ავტორს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა და მომავლის პროგნოზირების მხოლოდ საკუთარი ხედვის წარმოჩენა სურდა, ამიტომაც, ყველას, ვინც უყურებს ამ ფილმს და წაიკითხავს მის განმარტებას, ვურჩევთ, ძალზედ სერიოზულად ნუ აღიქვამთ ყოველივე ამას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ერთგვარი მატრიცა დავაპროგრამოთ და ჩვენს მკითხველში გარკვეული ხედვა ჩავნერგოთ. საკუთარ აზრს თავს არავის ვახვევთ და არც ვამტკიცებთ, რომ ყველა სიმბოლო უზუსტესად განვმარტეთ. ეს არის მხოლოდ ფილმში მოცემული სიმბოლოების ჩვენეული ხედვა და არ არის გონივრული მას გადაჭარბებული კრიტიკანობით მივადგეთ. ყველას აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს.

ვისაც მულტფილმი არ უნახავს, შეუძლია უყუროს აქ:

გაგრძელება (2)

დასაწყისი წინა გვერდიდან




თეთრკანიანი კლოუნიდან შავკანიან კაცად გარდაქმნის მეტამორფოზა, სადაც შავკანიანს თავზე კლოუნის ჩაჩი კი არა, მაგისტრის ქუდი ახურავს და ხელზე თეთრი ხელთათმანები უკეთია, უმაღლესი რანგის მასონის ატრიბუტიკაზე მიანიშნებს. მაგრამ, როგორც მთელი ელიტა, ესეც ბუშივით მარიონეტია და მეთოჯინის მიერ გარედან იმართება.

კაცობრიობა მომზადებულია, პირველი ეტაპი გავლილია, ახლა საჭიროა ჭკვიანი და ქარიზმატული პოლიტიკოსი კარგი ლოზუნგით - "Change" და "Hope" (ცვლილებები და იმედი).



მათ სცენაზე გამოიყვანეს ყველასთვის უცნობი ობამა. მაგრამ როგორია გეგმა? ადამიანები მას აღმერთებდნენ, ის გააკეთებს თავის საქმეს და კაცობრიობას თავის ლოგიკურ დასასრულთან მიიყვანს.

მიიყვანს კი? ვნახოთ...

არავის იცის ის რისთვის ემზადება...



ის ხითხითებს (01:09) და თავისი ბატონების დუდუკის ქვეშ ერთობა. აქცენტი კი გადადის სიტყვაზე evLOLution (LOL - ხმამაღლა სიცილი). მან ბევრი იცის და მრავალი რამ მისთვის ნათელია. ამ მულტფილმის რეჟისორი ამტკიცებს, რომ "ჭადრაკის" იატაკი და "lol", ეს მხოლოდ გაორების სიმბოლოა - სიკეთისა და ბოროტების სიმბოლო. ეს ამავე დროს შესაძლოა იყოს - 101, როგორც სიმბოლო მანქანათა ციფრულ საუკუნეში.



22. ობამას ლოყაზე ვხედავთ ვიდეოს შემქმნელი კომპანიის ლოგტიპს - სრულ წრეს და თანამგზავრს. რა არის ეს? მთვარე და დედამიწა? თუ მზე და დედამიწა?

ორიგინალურ ობამას ასეთი ხალი არ გააჩნია.

23. კადრი იცვლება და შევდივართ ახალგაზრდა გოგონას ოთახში (01:12). დააკვირდით უკანა პლანს, იმას, რომ იატაკზე მჯდომ გოგონას გარს 12 ქანდაკება აკრავს, რომლებიც არა მარტო უძრავნი არიან, არამედ მკაფიოდ გამოსახული სახეებიც არ გააჩნიათ. ნაცრისფერი მასაა და მეტი არაფერი. გოგონას ხელში ვაშლი უჭირავს, რაც შეიძლება ვაშლის, როგორც საყოველთაოდ გავრცელებული ბიბლიური შემეცნების ნაყოფად მივიჩნიოთ. მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს გაქვავებული ქანდაკებები? რა არის ეს? რისი სიმბოლოა? მათი რაოდენობა 12-ია. იქნებ ეს ზოდიაქოს ნიშნებია? ან 12 მოციქულისა? იქნებ ისრაელის 12 ტომია? რატომ ჰგვანან ისინი პლანეტებს? და რატომ არის უკიდურეს მარცხენა ქანდაკებაზე გამოსახული "ინ-იანის" სიმბოლო? ზუსტად ვერაფერს ვიტყვით. არსებობს ასეთი ვარაუდი, რომ ეს თორმეტი ქანდაკება ან 12 მოციქულს ნიშნავს, რომლებიც უკვე ვერაფრით დაეხმარებიან კაცობრიობას (?), ან კიდევ ილუმინატებს, რომელთა მთავარი ბირთვი ასევე 12 კაცისგან შედგება. მიუხედავად ამისა, ამ ქანდაკებებს არაფრის ქმნა არ ძალუძთ და ისინი ვერც ავნებენ და ვერც რაიმე სარგებლობას მოუტანენ გოგონას.



კიდევ ერთხელ კარგად დავაკვირდეთ დეტალებს. მარცხნივ კედელზე მიხატულია ალმოდებული ირემი. ირემი თითქმის ყველა რელიგიასა და გადმოცემაში კეთილი, საღმრთო სიმბოლოა. ის არის გველის (ბნელეთის) უმთავრესი მტერი და ჭეშმარიტი ქრისტეანის სიმბოლო. მაგრამ ის იწვის... მას მწვალებლობათა ცეცხლი უკიდია!



თეთრი კურდღელი, რომელიც გოგონას უკან ზის შეშინებულად კი გამოიყურება, მაგრამ ბუკვალურად მხსნელი ნიშანია. ეს შიშის დათრგუნვისა და შეზღუდულ შეხედულებათა წრის გარღვევის ნიშანია. ასევე გოგონაც, რომელიც ძალზედ წააგავს ევროპელს, ზის ჭუჭყისა თუ განავლის წრეში (ფერის მიხედვით), და შეუმწიკვლელად ამ წრიდან ვერ გამოვა... მაგრამ, EXIT- გამოსავალი არსებობს! ის მავთულხლართსა და აბსოლუტურად უსულგულო ადამიანთა (თორმეტი ქანდაკება) შორის დევს. არსებობს იმედი და გამარჯვების შესაძლებლობა!

არჩევანი გაკეთებულია, ვაშლი ფეხებთანაა... მონეტა, თავისი სიმბოლოებით ინგლისის სამეფო ოჯახის ჰერალდიკურ ნიშნებს წააგავს. აბრევიატურა LC (ლუის კეროლი) მოგვაგონებს იმაზე, თუ რაოდენ ღრმაა "ილუმინატების ორმო".







ვაშლის ნაყოფის ლოტოსად გარდაქმნა ცხადია გარკვეულ სიმბოლურ დარტვითვას შეიცავს. ლოტოსი - ეს არის სამყაროს წყაროს სახე, წარმომქმნელი ძალა, ყოფიერების გაჩენა, ის აღორძინების სიმბოლოდ მიაჩნიათ. ძველი დროიდან მიაგებდნენ პატივს ამ ყვავილს არიელები, ინდუსები, ეგვიპტელები, და მათ შემდეგ ბუდისტები. ის პატივდებული იყო ჩინეთსა და იაპონიაში, და ქრისტეანულ სამყაროშიც მიღებული გახლდათ (ბერძნული და რომაული ეკლესიების მიერ), რომელშიც შემდეგ შროშანით შეიცვალა და მახარობლის სიმბოლოდ იქმნა. რა შეიძლება მოვიაზროთ ვაშლის ლოტოსად გარდაქმნაში? ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ეს არის პირველადი სიკეთისა და ბოროტების შემეცნების გარდაქმნა თავის პირველწყაროდ. შესაძლოა, მაგრამ ფაქტია, რომ ლოტოსი თითქმის წითელ ზოლად გასდევს მთელს ამ ვიდეორგოლს.

ნებისმიერ შემთხვევაში, გოგონას თითქოსდა ჩაეძინება და ვაშლი ხელიდან გაუვარდება, რომელიც ობამას ფეხებთან მიგორდება. გოგონას უკან კურდღელს ვხედავთ, ხოლო ობამას ფეხებთან მონეტას, რომელიც ერთ ინგლისურ ფუნტს წააგავს. ფეხებთან კი ორი ასოა: "LC". თუ გავითვალისწინებთ, რომ ლუის კეროლი არის ერთადერთი, რაც შეიძლება აერთიანებდეს ამ ორ სიმბოლოსა და კურდღელს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფუნტი მასთან ერთად წარმოადგენს ვალის, კრიზისის ორმოს, რომელიც მთელს მსოფლიოს გაუთხარეს მასონებმა.

მიუხედავად ამისა, ვაშლი ორად იყოფა, რომლისგანაც ლოტოსი აღმოცენდება. ჩვეულებისამებრ ლოტოსი აღორძინების სიმბოლოა, მეტიც, გარდასახვისა. ბუდიზმში ის მეტყველებს იმაზე, რომ ირგვლივ არსებული ჭუჭყისა და სიბინძურის მიუხედავად, ლოტოსი სუფთად და შეუმწიკვლელად იბადება, ასე, რომ ეს შესაძლოა იყოს მინიშნება იმაზე, რომ იმ ადამიანებს, ვინც დაკავშირებულნი არ არიან მასონებთან შეუძლიათ მათდამი და მათი ზრახვებისადმი წინააღმდეგობა; და ობამასაც სწორედ ეს აშინებს.



24. (01:47) მაგრამ ყველაფერი გადადის უკანა პლანზე და ჩვენ ვხედავთ ახალ სცენას: სახლის კედელზე აწერია "ფსალმუნი 23". როგორც ეკლესიის წმიდა მამები განმარტავენ წინასწარმეტყველმა დავითმა ეს ფსალმუნი იგალობა ერთ-ერთ კვირა დღეს, რომელშიც გადმოსცემს ზეციერი მამის სავანეებში ღირსეული აღსვლის პირობებს. ძველი მამები და ეკლესიის მოძღვარნი ამ ფსალმუნში ხედავდნენ ქრისტეს ზეცად ამაღლებისა და მორწმუნეთა ზეციურ იერუსალემში აღსვლის წინასწარმეტყველებას (წმმ. ათანასე დიდი, თეოდორიტე, ოქროპირი, კვიპრიანე).

"უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა. რამეთუ მან თავადმან ზღუათა ზედა დააფუძნა იგი და მდინარეთა ზედა განჰმზადა იგი. ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა?უბრალო ჴელითა და წმიდაჲ გულითა, რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა სული თჳსი და არცა ეფუცა ზაკვით მოყუასსა თჳსსა. ამან მოიღოს კურთხევაჲ უფლისაგან და წყალობაჲ ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა. ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა. აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისა. ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისა, უფალი ძლიერი ღა მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა? აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისა. ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისა? უფალი ძალთა თავადი არს მეუფჱ დიდებისა".

(ახ. ქართ.: უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი. რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი და მდინარეებზე მოაწყო იგი. ვინ ავა უფლის მთაზე ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე? ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია, ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი მხსნელი ღმერთისაგან. ეს არის თაობა მაძიებელთა, ვინც მოიძიებს სახებას შენსას, ღმერთო იაკობისა! მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა. ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი მტკიცე და ძლიერი, უფალი - ომში ძლევამოსილი. მაღლა ასწიეთ კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა. ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი ძალთა. ის არის მეფე დიდებისა).





25. (01:50) ჩვენ ასევე ვხედავთ ორად დახეულ ამერიკულ დროშას, რომლის ერთი ნაწილი ქარს მიაქვს. შესაძლოა ეს სიმბოლო აშშ-ს დაშლა-დაყოფაზე მიანიშნებს. ან კიდევ იმ აშშ-ს ღირებულებათა გაუფასურებას, რომელიც ამ ქვეყანას თავიდანვე ჰქონდა.



26. აქვე ვხედავთ სამრეკლოს, რომლის საათის ციფერბლატი კვლავ ღამის 12:00-ს აჩვენებს. როგორც ადრე აღვნიშნეთ, შუაღამით უნდა დაიწყოს ყოველივე.

27. (01:58). აი, ეცემიან საქვეყნოდ ცნობილი "ტყუპები", რომლებიც ძლიერ ჰგვანან ნიუ-იორკის "ტყუპებს". შენობებს ცეცხლი უკიდია სწორედ ისე, როგორც ეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტზე მოხდა, და ზუსტად ისევე ინგრევიან, როგორც მაშინ, ნიუ-იორკში, ამ საშინელი ტერაქტის შემდეგ. სხვათა შორის, დააკვირდით, შენობები ინგრევიან თვითმფრინავების დაჯახების გარეშე (აქ ან იმაზეა მინიშნება, რომ ტერაქტი უკვე მოხდა და თვითმფრინავები უკვე დაეჯახნენ "ტყუპებს", ან კიდევ იმაზე, რომ შენობების დაინგრა არა თვითმფრინავის დაჯახების გამო, არამედ სპეცაფეთქებების შედეგად, რომელზეც დღეს ბევრს მსჯელობენ და დოკუმენტური ფილმებიც გადაიღეს). ახლა ჯეროვანია გავიხსენოთ 23-ე ფსალმუნი, რომელსაც ფილმის შემქმნელები, სავარაუდოდ, თავისუფლებაწართმეულ მონებს უძღვნიან.



28. (02:04). აქვე ვხედავთ მოცეკვავე ადამიანს მწუხარების ნიღბით, რომელიც ზემოდან პირქვე ეშვება და ზღვაში ვარდება. ეს შეიძლება იყოს ის, რაც ზემოთაც აღვნიშნეთ: ღირებულებათა დაცემა. აშკარაა, რომ მწუხარე სახის მასხარა ნიუ-იორკის ტრაგიკულ მოვლენებთან კავშირში უნდა აღვიქვათ, ან იმ მოვლენებთან, რომელიც ამ ტერორისტულ აქტს მოსდევს.



29. (02:08). აქ ვხედავთ, რომ ვიღაც მოცურავს ნავზე ანუბისის გამოსახულებით. საერთოდ, მითების მიხედვით, ასეთი ნავით ადამიანთა სულები ჩაჰყავდათ მიწისქვეშეთში, თუმცა, აქ, შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად იყოს.



30. (02:18). და აჰა, გამოჩნდა ნომერ პირველი ცრუტერორისტი დედამიწაზე მთელს თავის ამალასთან ერთად. უსამა ბენ-ლადენი, რომელსაც მკერდზე ცენტრალური სადაზვევრო სამსახურის ნიშანი უკეთია, რაც ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ ის არის მხოლოდ იარაღი ადამიანთა დასაპყრობად, არც მეტი, არც ნაკლები. ადამიანთა უგუნურება ხომ ცნობილია, მათ ხომ მხოლოდ ის სწამთ, რისი დაჯერება სურთ, ან ის, რისი ყველაზე მეტად ეშინიათ. სწორედ ამიტომაც დაიჯერა მსოფლიომ ბენ-ლადენის ტერორისტობა. ჩვენ უკვე ვწერდით სტატიის დასაწყისში, რომ სიხარბე და შიში ადამიანებით მანიპულირების ერთ-ერთი იარაღია. სიხარბე და შიში ის ორი მონსტრია, რომლითაც გლობალური, ანტიქრისტეანული ძალები კაცობრიობას მართავენ.



ბინ-ლადენის ზემოთ, ცაში, სისხლიანი ნახევარმთვარე კიაფობს. საერთოდ, ნახევარმთვარე ისლამის სიმბოლოს ნაწილია, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ის წარმოდგენილია დამახინჯებული სახით. ჩვენ მასში ვხედავთ ვარსკვლავებს, რომელიც ისლამის ხუთ სვეტზე მიანიშნებს, ხოლო თვით ნახევარმთვარე გადმობრუნებულია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ ისლამი საკუთარი მიზნების მისაღწევ საშუალებად გამოიყენეს. ანუ თავიდან ისლამი მიზნად არ ისახავდა ყველაფრისა და ყოველივეს დამორჩილებას, მაგრამ, მისი სახელით მრავალი სისხლი დაღვარეს, ამის გამო ნახევარმთვარე სისხლისფრად შეიღება.

გარდა ამისა, ბენ-ლადენის წვერზე ვხედავთ ცეცხლის სიმბოლოს, რაც ან იმაზე მიგვანიშნებს, რომ უსამას მიზანი ნავთობის დაპყრობაა, ან კიდევ იმ საშუალებებზე, რომლითაც მოქმედებს ის დავალებული მიზნების მისაღწევად. ნავთობი არის ძვირფასი ენერგია, კაცობრიობის კონტროლის ერთ-ერთი ელემენტი. ელიტისთვის მნიშვნელოვანია აკონტროლოს განუახლებელი წყაროები. ნავთობი და ომი განუყოფელი ცნებებია.



გაგრძელება მომდევნო გვერდზე.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню