ხელოვნება - პროვოკაციული მულტფილმი i, pet goat - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

პროვოკაციული მულტფილმი

I, PET GOAT II

დაფარული სიმბოლიზმის განხილვა მულტფილმში I, PET GOAT II

I, pet goat II

წინათქმა



ამასწინათ ელექტრონული ფოსტით მივიღეთ მკითხველის წერილი, რომელშიც გვთხოვდა განგვემარტა კანადური სტუდია Heliofant-ის მიერ გამოშვებული მულტფილმის, "I, PET GOAT II"-ის ეზოთერული სიმბოლიზმი.

მულტფილმი მართლაც საინტერესოა, რადგან აღსავსეა საიდუმლო მინიშნებებით და სიმბოლოებით. შესაძლოა ეს იყოს დაგროვებული ცოდნის ერთგვარი კომპილაცია, და მის ავტორს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა და მომავლის პროგნოზირების მხოლოდ საკუთარი ხედვის წარმოჩენა სურდა, ამიტომაც, ყველას, ვინც უყურებს ამ ფილმს და წაიკითხავს მის განმარტებას, ვურჩევთ, ძალზედ სერიოზულად ნუ აღიქვამთ ყოველივე ამას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ერთგვარი მატრიცა დავაპროგრამოთ და ჩვენს მკითხველში გარკვეული ხედვა ჩავნერგოთ. საკუთარ აზრს თავს არავის ვახვევთ და არც ვამტკიცებთ, რომ ყველა სიმბოლო უზუსტესად განვმარტეთ. ეს არის მხოლოდ ფილმში მოცემული სიმბოლოების ჩვენეული ხედვა და არ არის გონივრული მას გადაჭარბებული კრიტიკანობით მივადგეთ. ყველას აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს.

ვისაც მულტფილმი არ უნახავს, შეუძლია უყუროს აქ:

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/Id6nCa_OTEM" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

1. მულტფილმი "I, PET GOAT II" უამრავი ადამიანის მიერ არის კომენტირებული. თვალშისაცემია სიმბოლოების სიჭარბე. აქ იმდენი სიმბოლოა, რამდენიცაა გაზულუქებული ბავშვის ოთახში ჩინური წარმოების პლასტმასის სათამაშო. რას არ ნახავთ აქ: თხას შუბლზე დატანებული ანტიქრისტეს რიცხვით, ჰუმანოიდის ბრჭყალებიან ხელებს, სისხლისფრად განათებულ წითელ ძაფებს, რომლებითაც ათამაშებენ მარიონეტებს. პრეზიდენტ ბუშს მასხარას როლში, თანაც სასკოლო დაფის ფონზე, სადაც ცარცით მიხატულია სახრჩობელაზე ჩამოკიდებული ადამიანი და პენისი, რომელიც სპერმას აფრქვევს.



აქვეა ცეცხლმოკიდებული სახლი. მარცხნივ ბუს გამოსახულება, რომელიც მასონურ "ბოჰემურ კორომზე" მიუთითებს. დაფის ზემოთ საათია, რომელიც 12-ს აჩვენებს. შემდეგ, მძინარე "ფიფქიას" ხელიდა უვარდება "დიდი ვაშლი", ნიუ-იორკის სიმბოლო, რომელიც იატაკზე ეცემა და ორ ნაწილად იყოფა, საიდანაც აღმოცენდება ვარდი-ლოტოსი. მოწყენილი ობამა, ამერიკული დროშა, რომელსაც ქარი შუაში ხევს და შორს მიაფრენს. ბენ-ლადენი ჩიპით თავში, დანგრეული "ტყუპები". ალ-აქსას აფეთქება. ქრისტე-სომნამბულა ეგვიპტურ ნავში და ა. შ.

მხატვრებმა სიმბოლოები უხვად მიმოაპნიეს და გვიჩვენეს კაცობრიობის ისტორიის ბოლო ათწლეულის მთელი სიგიჟე. თავის დროზე სალვატორე დალიმ დახატა სურათი "სამოქალაქო ომის წინასწარხედვა":



ხოლო პიკასომ - "გერნიკა":



ეს ნაწარმოებები ისეთივე შინაარსისაა, როგორისაც განსახილველი მულტფილმი და ისინიც ისევე დატვირთულია სიმბოლოკით, თუმცა სიმბოლურები არიან თავისთავადაც, როგორც ხელოვნების ნაწარმოებები. იყვნენ თუ არა ისინი წინასწარმეტყველურნი? ჩვენს მკითხველსაც ხომ მულტფილმთან დაკავშირებით სწორედ ეს აწუხებს?

დიახ, იყვნენ! ესპანეთში მაშინ სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. გერნიკა დაბომბეს, და ეს, სტალინგრადივით და კიოლნივით, უფრო მასშტაბური დაბომბვების დაწყების ნიშანი იყო, რომელიც ბოლოს ხიროსიმათი დაამთავრეს.

კარგი მხატვრები, შემოქმედნი, როგორც წესი ჰუმანისტები არიან და იმას, რისი გამოთქმაც ზოგჯერ სიტყვით შეუძლებელია, ინტუიციის კარნახით სიმბოლოებში გამოხატავენ. სწორედ ამიტომაც ყოველთვის არა აქვს მნიშვნელობა რა არის დახატული (ინტუიციამაც შეიძლება მოგვატყუოს), არამედ როგორ არის დახატული და როგორ შთაბეჭდილებას ახდენს ის მნახველზე, ანუ ნაწარმოების ემოციური შემადგენელი. ის შეიძლება მარტივი და მკაფიო იყოს, როგორც ნახატი და წარწერა პლაკატზე: "წითელი არმიის მეომარო, გვიშველე!" ან კიდევ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატივით ღრმა და მრავალშრიანი.

თანამედროვე ადამიანისთვის მისი კლიპური ცნობიერებით ძნელია მოიცვას ნაწარმოების კონტინუალურობა, ამიტომაც არიან ანიმაციური ფილმები და სასცილო სურათები ესოდენ პოპულარულნი.

არ ვიცი თქვენზე რა შთაბეჭდილებას დატოვებს მოცემული მულტფილმი, მაგრამ ჩვენ ის სევდიანად მოგვეჩვენა. შემქმნელებმა თითქოსდა არ იცოდნენ როგორ დაემთავრებინათ იგი, და მასში, როგორც გერნიკაში, არ ჩანს იმედი. როგორც პიკასომ არ იცოდა რით შეიძლებოდა ეს ყოველივე დამთავრებულიყო - ზარი ყოველთვის რეკს და მათ შორის შენთვისაც.

დიახ, რა თმა უნდა, მსგავსმა "მხიარულმა" სურათებმა ვიღაცას შესაძლოა გონება გაუწმინდოს ან აიძულოს თუნდაც მცირედით დაფიქრდეს მომავალზე - საით მივდივართ, რა გველოდება, მაგრამ მიმართულებას არ აჩვენებს.

რა აზრი აქვს განუმარტო მოდურად ჩაცმულ, მაძღარ და კარგად განათლებულ ბომონდს, რომლებიც მანტრასავით იმეორებენ სიტყვებს "ჩქარა, ჩქარა, ჩქარა", რომ მატარებელი, რომლითაც ისინი მგზავრობენ, უფსკრულისკენ მიექანება. ხოლო სხვები, ნაკლებად დანაყრებულნი, მათ შურით შეჰყურებენ, ამ განწირულ მატარებელში მოხვედრაზე ოცნებობენ და მას მისდევენ....

გარდა ამისა, სიმბოლოები ისეა შერჩეული, რომ ცალ-ცალკე ისინი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, საბავშვო წიგნში მოცემული ილუსტრაციებივით. ამან შესაძლოა შთაბეჭდილება მოახდინოს მხოლოდ მათზე, ვინც აქამდე ორანჟერეაში ვარდისფერი სათვალეებით დასეირნობდა.

ახლა კი ორიოდ სიტყვით ამ მულტფილმის საერთო იდეაზე: მის შემქმნელებს პიკასოსავით უბრალოდ სურდათ ეთქვათ "საშინელება-საშინელება-საშინელება" - და მათ ეს ბრწყინვალედ შესძლეს. უფრო გააზრებული მიზანი ძნელად შეიმჩნევა, რადგან მრავალი იქიდან, რაც ნამდვილად უნდა ითქვას, სულაც არ არის ნათქვამი. მეორეს მხრივ, არ ღირს ყოველივე ამის აღქმა უიმედოდ. იმედი ყოველთვის არსებობს და ეს ჩვენ, მართლმადიდებელმა ქრისტეანებმა, კარგად ვიცით.

თქვენ ცოცხლობთ, დიდი შანსი გაქვთ და ბევრი რამ შეგიძლიათ... თუ მოინდომებთ...

და ბოლოს, ეზოთერულ სიმბოლიზმში ვგულისხმობთ საიდუმლო სიმბოლიკის, ნიშნებისა და სახეების ერთობლივ გამოყენებას, რომლებიც შესაძლოა გასაგები ვერ იყოს ჩვეულებრივი ადამიანისთვის, მაგრამ თავისთავად მნიშვნელოვან აზრს ატარებენ.

ამ ვიდეორგოლმა ძალზედ დაგვაინტერესა. ჩვენ შევეცდებით მის გაშიფრვას, იმის გარკვევას თუ რისი თქმა სურდათ ფილმის ავტორებს, ვის მიმართ არის ის გამიზნული და რაც მთავარია ვისგან...

გულუბრყვილობა იქნებოდა გვევარაუდა, რომ ვიდეო გაკეთებულია ისეთი ადამიანების მიერ, ვისაც საიდუმლო ელიტასთან არაფერი აკავშირებს. ვიდეო, როგორც საკვები ახალგამოღვიძებულთა გონებისთვის, ან კიდევ ჯერ კიდევ მძინარეთათვის, მოგვითხრობს მოსალოდნელ მოვლენებზე და არ არის გამორიცხული გამიზნული იყოს მატრიცულ დაპროგრამებაზე. მთავარია შევეცადოთ გავიგოთ, ვინ არიან ეს ელიტური საზოგადოებები? კვლავ ჩვენს მოტყუებას ხომ არ ცდილობენ, რათა ისევ შეგვიტყუონ ჩიხში და ხელში სიმართლეშერეული სიცრუე შემოგვაჩეჩონ.

ასეა თუ ისე, მოდი დავიწყოთ:

1. როგორც უკვე ვთქვით, ფილმი აღსავსეა სიმბოლიზმით. აქ ყველგან სიმბოლიზმია. მართალია რეჟისორი ამბობს, რომ "5 თუ 6 წელი" ქმნიდა ამ მულტფილმს და მის შექმნაში მხოლოდ მეგობრები ეხმარებოდნენ, ასევე ზოგიერთ ნიშანს მნიშვნელობა გააჩნია, ზოგი კი "ისე, უბრალოდ შეიტანა", მაგრამ ის აშკარად ცრუობს.

ფილმის რეჟსორი ამბობს: "ფილმი ეფუძნება ჩემს სპირიტოლოგიურ ძიებებს, იესუსადმი სიყვარულს და რწმენას, რომ მსოფლიოში ყველაფერი სპეციალურად არის მოწყობილი, მაგრამ აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება". ლუის ლეფევრმა (ფილმის რეჟისორმა), როგორც თვითონ ამბობს, ასევე იცის მატრიცული პროგრამირების შესახებ. ასეთი მულტფილმის შესაქმნელად ბანალური ცოდნა საკმარისი არ არის, მეტიც, სწორედ ამგვარი მულტფილმისთვის არის საჭირო საკმაოდ დიდი თანხები, საკმაოდ დიდი ცოდნა და ძალზედ გავლენიანი პირების მხარდაჭერა. ლეფევრი აქტიურად არჩევს თავის შემოქმედებას და არაფრის ეშინია. მაგრამ არჩევს კი ის საკუთარ შემოქმედებას? ჩვენ თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ ლეფევრი მხოლოდ პიარისთვის საჭირო ფიგურაა, რამეთუ ის საკმაოდ პოპულარული რეჟისორია და ცნობილია ისეთი სერიებით, როგორიცაა მაგალითად Final Fantasy.

აქ შეგიძლიათ იხილოთ "I, Pet Goat II"-ის რეჟისორის Louis Lefebvre-ს კომენტარები საკუთარ ფილმზე: http://youtu.be/YsPlPohPa1c

2. პირველი კადრი, ვიდეოს დასაწყისი. თხა თავს გამოჰყოფს ჯიხურიდან, რომელიც ეკლიანი მავთულით შემოღობილ სივრცეში მდებარეობს.

ვინ არის ეს თხა? და რატომ აწერია მას შუბლზე ბიბლიური ანტიქრისტეს რიცხვი 666? მოცემულ კადრს ბიბლიის კონტექსტში თუ განვიხილავთ, თხა იმ ადამიანთა სიმბოლო უნდა იყოს, რომელთა შესახებაც წმიდა წერილში ნათქვამია, რომ "და თხები გამოჰყო ცხვრებისგან"; ანუ მთელი კლიპის მოქმედება უნდა მიმდინარეობდეს ბიბლიური ანტიქრისტეს მმართველობის დროს, ან ცოტათი ადრე, მისი უშუალო მოსვლის წინარე პერიოდში.

I PET GOAT II

I- მე.

PET - შინაური ცხოველი, ოჯახის საყვარელი სათამაშო...


GOAT - თხა, სულელი, ბრიყვი, რეგვენი, ლენჩი, ბენტერა, განტევების ვაცი...

II - ეს არის ან two (ინგლ. ციფრი ორი), რომელიც ჟღერადობით წააგავს too-ს (ინგლ. "ც", "ასევე". მაგ.: you too - თქვენც, თქვენც ასევე). ის ასევე ნიშნავს მეორე კატასტროფას, რომელსაც საზოგადოებაში სერიოზული ცვლილებები უნდა მოჰყვეს.

მთელი ეს წინადადება შეიძლება წაკითხულ იქნეს ასე: "მე ვარ განტევების საყვარელი ვაცი..." და ეს ჩვენ ვართ ბატონებო (ცხადია, ფილმის შემქმნელთა გადასახედიდან).

წინადადების პირველი ნაწილის დეტალს, ანუ Pet Goat-ს თუ ავიღებთ, ეს არის ზღაპარი, რომელსაც ჯორჯ ბუში კითხულობდა სკოლაში, ფლორიდის შტატში.

3. ვიდეოზე ყველაფერი კარგად ჩანს. დააკვირდით ამ ვიდეოში გაკვეთილის შინაარსს, რომელსაც თვით პრეზიდენტი ბუში ესწრება: მასწავლებელი ბავშვებს ერთსა და იმავე ფრაზებს აზუთხვინებს : "KITE, PLANE, MUST, HIT, STEEL" – "ფრანი, თვითმფრინავი, უნდა, დარტყმა, ლითონი" და ბუმ! ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჯადოსნურ ზღაპარში.


9/11 "KITE PLANE MUST HIT STEEL" What were the children sayin

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/7F3ToBm1vj8" frameborder="0" allowfullscreen></iframe>



სწორედ ამ დროს ოთახში პრეზიდენტთან შემოდის თანამშრომელი, რომელიც მას აუწყებს 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ; რომ ნიუ-იორკში ე. წ. "ტყუპებს" ეჯახება თვითმფრინავი. რა უცნაური დამთხვევაა: მასწავლებელი ბავშვებს ამეორებინებს იმას, რაც იმავე დღეს, იმ წუთს ამერიკაში უნდა მოხდეს... 9/11 "KITE PLANE MUST HIT STEEL" (უნდა ითქვას, რომ ეს არის კადრები ამერიკული დოკუმენტური ფილმიდან, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს ეძღვნება).

4. თხა, რომელსაც შუბლზე 666 აწერია, ფილმის ავტორთა მიერ, სავარაუდოდ დაკავშირებულია მთელი კაცობრიობის სულიერი ჯანმრთელობის პროექციასთან, კაცობრიობისა, რომელიც მიეძალა მომხვეჭელობას და დაემონა ბნელ ძალებს. თანაც კაცობრიობას, უფრო სწორედ მის გონებასა და სულს დილეგში რომ ამწყვდევენ ჩანს მავთულხლართით, რომლის აქეთ თხას გადმოსვლა არ ძალუძს. არის თუ არა ეს ასე, შეიძლება განვიხილოთ შემდეგი კადრის მიხედვით.



5. ჯიხურს ქვემოთ ნახატია: დარაჯი პისტოლეტითა და ძაღლით. ძაღლი ქვეწარმავალს წააგავს, მაგრამ რატომღაც თოვლის პირამიდის მხარეს ყეფს. ჯიხურზე (მარცხენა მხარეს) ასევე ვხედავთ რუნიკულ ნიშანს - "ფეუ", რომელიც ასოცირდება შინაურ პირუტყვთან და მატერიალურ ნივთებთან - საკუთრება ან სიმდიდრე. ის გამოიყენება ადამიანური საქმიანობის ნებისმიერ სფეროში და პრაქტიკულად დაკავშირებულია მატერიალურ ღირებულებებთან. მაშასადამე, ის უნდა განიმარტოს როგორც მატერიალური საგანი ან მოვლენა, და არავითარ შემთხვევაში როგორც ადამიანის სულიერი მდგომარეობა.



6. (0:20) ამის შემდეგ ვხედავთ უხილავი მეთოჯინის ხელებს, რომელიც წითელი ძაფებით ბუშს ათამაშებს. შენიშვნის ღირსია დოლარის ნიშნიანი ბეჭედი მეთოჯინის ხელზე, რაც ნიშნავს, რომ მისთვის, ფული არაფერს ნიშნავს; რომ ფული მისთვის პრობლემა არ არის, ის მისი ძალაუფლების ქვეშაა. თვით ხელები სისხლშია მოთხვრილი, რაც იმ მეთოდებზე მიანიშნებს, რომლითაც აღწევს თავის მიზანს ეს მეთოჯინე. მისი ამაზრზენი თათები, რომლებიც დაფარულია ქერცლიანი კანით. გაიხსენეთ დევიდ აიკი, რომელმაც პირველმა თქვა ბნელი ძალების, კერძოდ რეპტილიების მიერ კაცობრიობის მანიპულირებაზე, რომლებიც მსოფლიო მთავრობებსა და რელიგიებს აკონტროლებენ.



ბეჭდები - ეს არის კაცობრიობაზე ძალაუფლების მოპოვების თავისებური სიმბოლო. აქ დოლარს გველის სახე აქვს (ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით გველს, რომელიც ფულს აკონტროლებს). ფული და სისხლი, შესაბამისად, სიხარბის, შიშისა და ტერორის სიმბოლოს წარმოადგენენ. ეს ორი ფაქტორი საკმარისია კაცობრიობის მუჭში მოსამწყვდევად და თხების ჯოგივით სამართავად (ვიზუალურად ეს არის სწორედ ჩვენი თხა, რომელმაც თავი ჯიხურიდან გამოჰყო და შუბლზე ანტიქრისტეს ბეჭედი აზის).

7. (0:22-24). ძაფები, რომლითაც კულისებსმიღმა რეპტილიები (გველის მოდგმა) თავიანთ მარიონეტებს მართავენ, მიბმულია კლიპის ერთ-ერთ პერსონაჟთან, კერძოდ, ჯორჯ ბუშ მცირესთან. სავარაუდოდ, სწორედ ჯორჯ ბუში აირჩია ბნელმა ელიტამ პირველ და უმთავრეს პერსონაჟად პლანეტასა და ადამიანებზე მონური კონტროლის დასამყარებლად.

8. (0:30). მის ირგვლივ ვხედავთ სასკოლო ოთახს. სავარაუდოდ, ეს არის მინიშნება იმ მომენტზე, როდესაც აშშ-ში ტერაქტი მოხდა (იხ. ზემოთ § 3). ამბობენ, რომ სწორედ ამ მომენტში ბუში ბავშვებს ზღაპარს უყვებოდა, კერძოდ: "The Pet Goat"-ს.



როგორც ვიკიპედიიდან აშკარავდება, ეს ნამდვილად ასე იყო. სიტყვამ მოიტანა და თვით ხსენებული წიგნი, საკმაოდ საინტერესოა. მასში ლაპარაკია თხაზე, რომელიც ყველაფერს ჭამს, რისი ჭამაც კი შეიძლება. ამის გამო ამ თხის ჯერ თავიდან მოშორებას გადაწყვეტენ, - რად გვინდაო ასეთი ღორმუცელა? მაგრამ შემდეგ ის ყველას ქურდებისგან გადაარჩენს, და ამის გამო გმირად შერაცხავენ.

9. მაგრამ, მოდი ჩვენ ისევ ბუშს დავუბრუნდეთ. ჩვენი კლოუნი ჭადრაკისებრ შავ-თეთრ იატაკზე (ცნობილი მასონური სიმბოლო) ცეკვას იწყებს (0:30), რაც ცალსახად მიგვანიშნებს იმ ჭეშმარიტებაზე, რომ ყველაფერი, რაც კი "ბუშის ცეკვის დროს ხდება", არც მეტი არც ნაკლები, მასონების მიერ არის დადგმული. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის განსაზღვრული რიტუალი. თანაც სინათლის შუქი ჭადრაკოვან იატაკს სწორედ ხუთქიმიანი ვარსკვლავის ფორმით ეცემა (კვლავ მასონების სიმბოლო). თუ ვარსკვლავს ქვემოდან ზემოთ შევხედავთ, ადვილად შევამჩნევთ რომ ის გადმოყირავებულია (ბაფომეტის სიმბოლო) და მის ცენტრში განთავსებულია თვით ჯორჯ ბუშის აჩრდილი. სავარაუდოდ ეს პირდაპირი მინიშნება უნდა იყოს ბაფომეტის ბეჭედზე, ანუ სატანის ეკლესიის სიმბოლოზე.

10. დააკვირდით საით უთითებს ვარსკვლავის ერთ-ერთი ქიმი (0:29). დაფის ქვეშ მოთავსებულია ელვით გაპობილი ადამიანის ტვინის გამოსახულება. ხოლო მარჯვენა მხარეს დგას დრაკონი-რეპტილია, რომელიც ადამიანის ტვინის ზონაში იჭრება.





10. დააკვირდით საით უთითებს ვარსკვლავის ერთ-ერთი ქიმი (0:29). დაფის ქვეშ მოთავსებულია ელვით გაპობილი ადამიანის ტვინის გამოსახულება. ხოლო მარჯვენა მხარეს დგას დრაკონი-რეპტილია, რომელიც ადამიანის ტვინის ზონაში იჭრება.



11. უეცრად აქ ბუში წყვეტს როკვას, ჯდება სავარძელში, და ბრძნულ გამომეტყველებას იღებს(0:36). ჩვენ სპეციალურად დავასკრინშოტეთ ეს მომენტი, რათა დეტალურად განვიხილოთ:



12. ჯერ ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ თამაშზე "სახრჩობელა", რომელიც დაფაზეა მიხატული. როგორც ცნობილია, ეს ძალზედ უბრალო თამაშია. სიტყვა უნდა ამოიცნო ასოების მიხედვით (დაახლოებით "Поле чудес"-ის მსგავსად) ასოს მიხედვით, და თუ ეს ასო სიტყვაში არ არის, კაცუნას მიახატავენ მომდევნო ნაწილს. როგორც ნახატიდან ვხედავთ, მისახატი ბოლო ფეხიღა დარჩა, ხოლო სიტყვაში, სხვათა შორის, რამოდენიმე გამოტოვებული წერტილია: evol.t..n. ეს მხოლოდ იმაზე მიგვანიშნებს, რომ დროა ევოლუცია განვიცადოთ, და რომ ჩვენ შეცდომის უფლება არ გვაქვს (თორემ ნახატი დასრულდება და "ჩამოგვახრჩობენ").

13. შემდეგ, მიაქციეთ ყურადღება ბუს გამოსახულებას სკრინშოტის მარცხენა მხარეს. საერთოდ ბუ - ეს არის სიბრძნის სიმბოლო, მაგრამ ის, ამავე დროს, სიკვდილის სიმბოლოც არის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბნელი ელიტური კლუბი "ბოჰემის კორომი" სწორედ ბუს სცემს თაყვანს. ვინმესთვის თუ უცნობია რას წარმოადგენს "ბოჰემური კორომი", მოკლედ გეტყვით: ეს არის კლუბი, რომელიც აერთიანებს უამრავ გავლენიან ადამიანს. თანაც, კლუბში მხოლოდ დეტალური გამოკვლევის შემდეგ უშვებენ. საერთოდ, დადის ხმები, რომ კლუბის წევრები იქ ოკულტიზმის არიან დაკავებულნი, ხოლო ბუს თაყვანისცემა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია ("ბოჰემური კორომის" შესახებ უფრო დეტალურად იხილეთ მიროსლავა ბერდნიკის სტატია: ბოჰემური კორომი და ახალი მსოფლიო წესრიგი. ამერიკის პოლიტიკის საიდუმლოებანი).

14. აშშ-ს რუქა, წარსულში, შავბნელი რეპტილოიდური (?) ელიტის მიერ ჩატარებული მსხვერპლშეწირვის აქტებზე (ტერაქტებზე) მიანიშნებს. უფრო კონკრეტულად რუქაზე ჩანს აშშ-ს ისტორიაში მომხდარი ყველაზე უმსხვილესი კატასტროფები, კერძოდ:

ტერაქტი ნიუ-იორკში - 11.09.2001

ქარიშხალი და წყალდიდობა ახალ ორლეანში - 29.08.2005

ნავთობპლატფორმის აფეთქება მექსიკის ყურეში - 20.04.2010

მონიშნული დარჩა მხოლოდ ერთი პუნქტი, ფლორიდის სანაპიროზე. რა შეიძლება ეს იყოს? - გაფრთხილება თუ ახალი ტერაქტის სავარაუდო ადგილი? ხომ არ არის ეს მინიშნება კანავერალის კონცხზე? ამას დრო გვიჩვენებს.



რაც შეეხება დანარჩენ სიმბოლოებს:

პენისი ერექციის მდგომარეობაში ბევრ რამეს ნიშნავს: საიდუმლოს გადაცემას, სიცოცხლის გაგრძელებას სიკვდილის შემდეგ, სამყაროს ღერძს, ნაყოფიერებას. ის ასევე შეიძლება აღნიშნავდეს ქვემეხს, რომელიც სახლს ესვრის.

სიმბოლო "სახლი იწვის" გვაძლევს უკანასკნელ გაფრთხილებას, რომ არ ვითარდებით, არ ვეძებთ სრულყოფილებს.

ზვიგენი მრისხანე მტრების საერთო სიმბოლოა; გარდა ამისა ის არის აგრეთვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე ნეგატიური მოვლენების სიმბოლოც გახლავთ და მოსალოდნელ უბედურებებსა და კატაკლიზმებზე გვაფრთხილებს. მოკლედ, კარგი არაფერი გველოდება...

15. ფლორიდის რაიონში არის ადგილი, რომელიც აღნიშნულია რუქაზე, მაგრამ არა ისეთი სარჭით, როგორც სხვა დანარჩენი. ხომ არ არის ეს მინიშნება იმაზე, რომ მომდევნო თავდასხმა ფლორიდაზე უნდა განხორციელდეს? თუ იქ უკვე იყო წარუმატებელი ტერაქტი? სამწუხაროდ, ამის ცოდნა შეუძლებელია.

16. რუქის ქვემოთ ვხედავთ თოვლის ფიფქს შუაში მაგენდავიდით (ანუ დავითის ვარსკვლავით), რომელიც თითქოსდა გვეუბნება, რომ ყველაფერში ებრაელები არიან დამნაშავენი. თუმცა, გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთმანეთთან იყონ დაკავშირებულნი ახალი ორლეანი და ებრაელები (ეს უფრო კვალის ამრევი ხრიკი ხომ არ არის? ან იქნებ ლაპარაკია კლიმატურ იარაღზე, რომელსაც, როგორც სხვა გლობალურ მოვლენებს სიონისტები აკონტროლებენ?).

17. არსებობს მრავალი განმარტება თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ბუშის სამკუთხა ჩაჩზე გამოსახული ასო "D". მაგრამ არის ერთი მინიშნება - ივრითსა და არაბულზე - ეს თვალს ნიშნავს! მისი მდებარეობა შუბლზე მიზანშეწონილი და გასგებია (ილუმინატები, მასონური ყოვლისმხედველი თვალი - მესამე თვალი). მაგრამ რატომღაც ბუშის ქუდზე ის იმყოფება ფსკერზე და არა მწვერვალზე. სხვათა შორის, თვალი ფსკერზე კიდევ გამოჩნდება!

როგორც უკვე ვთქვით, ჯორჯ "D" ბუშს ამერიკელები"Dubya"-ს უწოდებენ. ის ასო W (double v)-ს სამხრეთულ-სოფლური აქცენტით წარმოთქმაზე მიანიშნებს (კერძოდ, სახელწოდებაში George W. Bush). არსებობს ასევე ვარიანტები: ასო "D" ბუშის კლოუნურ ჩაჩზე შესაძლოა ნიშნავდეს: down, dumb, D - ავსებს სიტყვას Evolution – თუ დაფაზე გამოსახულ სიტყვა-გამოცანას ბუშის თავზე გამოსახული ასოდან დავიწყებთ, გამოვა DEVOLUTION, DEVOL და ა. შ.

ბუში (როგორც ეს მულტფილმის დასაწყისიდანვე გამოჩნდა) მასონების მარიონეტია, რომელსაც ადამიანის სახე გააჩნია. მის თვალებში მხოლოდ მასონური შავ-თეთრი სიმბოლო იკითხება (ჭადრაკოვანი იატაკი).



18. მაგრამ, მოდი გავაგრძელოთ ვიდეოს ანალიზი. მომდევნო კადრებში (0:40-დან) ბუში რაღაც აბდაუბდის ჩმახვას იწყებს, რომელიც ექოთი მთელს კლასში ისმის, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, რომ მას მხოლოდ კედლები უსმენს, მაშინ ის იწყებს რაღაც ახლის მოფიქრებას და, როგორც იტყვიან, "თვალში ნაცრის შეყრას" ცდილობს.



19. მაგრამ, მოდი გავაგრძელოთ ვიდეოს ანალიზი. მომდევნო კადრებში (0:40-დან) ბუში რაღაც აბდაუბდის ჩმახვას იწყებს, რომელიც ექოთი მთელს კლასში მეორდება, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, რომ მას მხოლოდ კედლები უსმენს, მაშინ ის იწყებს რაღაც ახლის მოფიქრებას და, როგორც იტყვიან, "თვალში ნაცრის შეყრას" ცდილობს. დააკვირდით ტაბულას ბუშის თავზე (0:44), რომელზეც ადამიანის ევოლუციური განვითარების ჯაჭვია მიხატული, თანაც, მე ვიტყოდი, ადამიანის იარაღის ევოლუციისა. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი მონაკვეთზე, ევოლუციის ბოლო ეტაპზე, ადამიანს, როგორც ჩანს, უსწავლია გონების გამოყენება, რადგან განცალკევებით დგას და თავი "უბრწყინავს". ევოლუციური ჯაჭვის ნახატის მარჯვნივ ვხედავთ კედლის საათს, რომელიც 12-ს უჩვენებს. რა არის ეს? ჟამმა დაჰკრა? თუ საწყისი პოზიციაა (დღის ჟამს თუ ვივარაუდებთ, ეს 12 საათი და 00 წუთია, ხოლო თუ ღამის ჟამს, მაშინ 00:00 წუთი, ანუ პირველის დასაწყისი. აქედან, შესაძლოა საათის ისრების 12-ზე დგომა, რაღაცის თავიდან დაწყებას, დასაბამს აღნიშნავდეს. ხომ არ არის ეს "განკითხვის დღის" (ანუ გრანდიოზული კატასტროფის) დასაწყისი? გაიხსენეთ, ნულოვან ნიშნულს კაცობრიობა რამოდენიმეჯერ მიუახლოვდა. ყველაზე ახლოს ეს კარიბის ზღვის კრიზისის დროს ვნახეთ, როდესაც ამ ნიშნულამდე სულ რამოდენიმე წუთიღა იყო დარჩენილი. ახლა კი გვიმტკიცებენ, რომ უკვე ნულოვან ზღვარზე ვიმყოფებით და უკან დასახევი გზა აღარა გვაქვს. აწ მხოლოდ ცნობიერების აფეთქება ("გაბრწყინვება") უნდა მოხდეს და ევოლუციის ახალ ეტაპზე გადავიდეთ. მაგრამ სად? და რა ეტაპია ეს?

20. უცებ ბუში უცებ წამოხტება და კიდევ ერთხელ ვხედავთ იმას, თუ რა იმყოფება დაფის ქვემოთ. პირველ რიგში ეს არის ნიუტონის მესამე კანონი, ფორმულა F=-F ნიშნავს "მოქმედების ძალის ვექტორი ტოლია წინააღმდეგობის ძალის ვექტორისა", თანაც ვექტორები მიმართულნი არიან ერთ მხარეს - ტვინისკენ! ჩვენ გველოდება ბრძოლა, რომელიც შედეგადაც კაცობრიობის ნაწილს ეშმაკი დაეუფლება. ვიღაცისთვის ეს იქნება evolution - განვითარება, ხოლო ვიღაცისთვის, პირიქით, devolution - გადაშენება.

აქვე ვხედავთ თავის ტვინს, "გაყოფილს" ორ ნაწილად, ორ ნახევარსფეროდ. როგორც ცნობილია, ერთი ნახევარსფერო ადამიანში რაციონალურია, ლოგიკურია, ხოლო მეორე - გრძნობითი, ირაციონალური. ვფიქრობ, ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი სიცოცხლე არ არის კოორდინირებული. ჩვენ ვერ აღვიქვამთ მას სრულყოფილად, ვეფუძნებით ან გონებას, ან გრძნობებს.

მარცხენა ნახევარსფერო ლოგიკასა და ანალიზზეა პასუხისმგებელი. სწორედ ის აანალიზებს ყველა ფაქტებს. რიცხვები და მათემატიკური სიმბოლოებიც მარცხენა ნახევარსფეროს მიერ შეიცნობა. იფნორმაციას მარცხენა ნახევარსფერო ამუშავებს ეტაპობრივად და თანამიმდევრულად.

მარჯვენა ნახევარსფერო ოცნებებისა და ფანტაზირების შესაძლებლობას გვაძლევს. მარჯვენა ნახევარსფეროთი შეგვიძლია შევთხზათ მრავალგვარი ისტორიები. მარჯვენა ნახევარსფერო პასუხს აგებს უნარებზე, მუსიკალურ და სახვითი ხელოვნების ნიჭებზე. მარჯვენა ნახევარსფეროს შეუძლია ერთდროულად დაამუშაოს მრავალგვარი ინფორმაცია; ასვე შეუძლია განიხილოს პრობლემა მთლიანობაში, ანალიზის გარეშე.

მარცხენა ნახევარსფერო უკვე დაუპყრია ეშმაკს (დრაკონს), ხოლო თუ არა - მაშინ, დასაპყრობად გვიახლოვდება! მას სულ მცირედიღა დარჩა. არსებობს თეორია, რომ მხოლოდ შემოქმედებითი ადამიანები გადარჩებიან! განავითარეთ საკუთარ თავში ესთეტიკა, შემოქმედება! ლოგიკა და რაციონალიზმი - დამღუპველია!!!

აღსანიშნავია, რომ გული, ამ დაფის ქვეშ, განცალკევებულია, მას არავინ ამჩნევს, თითქოსდა ის არავის სჭირდება.



21. ამის შემდეგ ბუში იწყებს ტრიალს საკუთარი "ღერძის" გარშემო (01:02), თანაც გვესმის ისეთიხმა, თითქოსდა ის იყო მაგიური "მოსამართი" სათამაშო. უცებ "მომართული" მანქანა გამოირთვება და ბუშის ადგილზე ჩნდება ობამა.

თავად ობამა საინტერესოდ გამოიყურება... ყურადღებას იპყრობს მისი თავსაბურავი. ეს უკვე კლოუნის ჩაჩი კი არ არის, ბუშს რომ ეხურა, არამედ აკადემიური ქუდი, რომელიც მიანიშნებს, რომ ეს მმართველი ჭკვიანია, თუმცა, თუ დავფიქრდებით, არის კი მართლაცდა ასე? თავად განსაჯეთ. ჯერ იყო ბუში, რომელსაც ყველა სულელს ეძახდა და რომელიც მხოლოდ იმისთვის იყო საჭირო, რათა ქვეყანა იმგვარ სასოწარკვეთამდე მიეყვანა, რათა მათ აერჩიათ პირველი შემხვედრი, რომელიც ერთის შეხედვით ჭკვიანის შთაბეჭდილებას დატოვებდა. ასეც მოხდა.

გაგრძელება მომდევნო გვერდზე.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню