ხელოვნება - "ოსკარი - 2018" - დალესის გეგმა მთელი პლანეტისთვის - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

"ოსკარი - 2018" - დალესის გეგმა მთელი პლანეტისთვის

პრემია "ოსკარი"

პრემია "ოსკარი" დიდი ხანია რაც აღარ არის მხოლოდ კინოხელოვნების მოვლენა. მრავალი წელია ექსპერტები ამჩნევენ, რომ დასავლეთის ძირითადი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტენდენციები გარკვეულწილად დაკავშირებულია ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალთან. ასე მაგალითად, გასულ წელს მთავარი ლეიტმოტივი გახდა დონალდ ტრამპის არჩევა აშს-ს პრეზიდენტის პოსტზე და ლიბერალური ჰოლივუდის შიში თავის მომავალზე. წინამდებარე პუბლიკაციაში მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ რის თქმას აპირებს "ოცნებების ფაბრიკა" 2018 წელს.

მიგრანტები და ურჩხულები თეთრკანიანების წინააღმდეგ



ტრადიციის მიხედვით, ლიბერალური შემოქმედებითი ელიტის ყველაზე მთავარი სიგნალი - "საუკეთესო ფილმის" ნომინაციაში გამარჯვებული გახლავთ. 2018 წელს ეს წოდება მიენიჭა გილერმო დელ ტოროს ფილმს "წყლის ფორმა". სიუჟეტი ვითარდება გასული საუკუნის 60-იანი წლების აშშ-ში. მთავარი გმირია - მუნჯი დამლაგებელი-მიგრანტი ქალი ლათინური ამერიკიდან, რომელიც საიდუმლო ლაბორატორიაში მუშაობს. დაწესებულების კედლებში მიმდინარეობს შეპყრობილი ადამიანი-ამფიბიას შესწავლა. ქალს შეუყვარდება ურჩხული და მას გაქცევაში დაეხმარება, მაგრამ მათ წინ ეღობებათ მთავარი ბოროტმოქმედი - თეთრკანიანი ამერიკელი სამხედრო, მეოჯახე კაცი და კონსერვატორი.



მართლაც, ეს არის ბოროტების განხორციელება დასავლურ საზოგადოებაში. მთავარ გმირ ქალს ეხმარებიან მისი მოხუცი ჰომოსექსუალისტი მეზობელი და შავკანიანი თანამშრომელი. ფილმის მოკლე შინაარსს თუ გადმოვიყვანთ ჰოლივუდური ენიდან ადამიანურ ენაზე, გამოვა შემდეგი რამ: ვინმე მუნჯი მიგრანტი ქალი ლათინური ამერიკიდან ჰომოსექსუალისტ მეზობელთან და შავკანიან მეგობართან ერთად ცდილობს იხსნას საშიში ურჩხული, მაგრამ ყველაფერს თეთრკანიანი მამაკაცი აფუჭებს.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/_fbbtPePJgo" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>

ფემინიზმი გემოვნებით



"ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის" ნომინაციაში გაიმარჯვა ფრენსის მაკდორმანდმა, რომელმაც ითამაშა უბედურებით გატანჯული ქალის როლი ფილმში "სამი ბილბორდი ებინგის (მისური) საზღვარზე". ქალიშვილის, მილდრედ ჰეისის სასტიკი მკვლელობიდან რამოდენიმე თვის შემდეგ მკვლელი ჯერაც არ არის ნაპოვნი. გააფთრებული და სასოწარკვეთილი ქალი გადაწყვეტს გადადგას წინააღმდეგობრივი ნაბიჯი, იქირავებს ქალაქში შესასვლელ სამ სარეკლამო ბილბორდს, რომლებზეც დაწერს მიმართვას ადგილობრივი შერიფისადმი, რომელიც, როგორც აღმოჩნდება, კიბოთი ყოფილა დაავადებული.




ფილმი ძალიან რთული და საინტერესოა, მაგრამ, თუ ხელოვნებას უკან გადავწევთ (რომელიც, გაგიკვირდებათ და მასში ნამდვილად არის) და ამ სურათს პოლიტიკურ კონცეპტში განვიხილავთ, მასში, როგორც ირკვევა, ჩადებულია ისტორია ქალისა, რომელიც იბრძვის სასტიკი და გონებაჩლუნგი მამაკაცების წინააღმდეგ. ფილმის ბოლოს გმირი-ქალის მთავარი თანაშემწე ხდება შერიფის მოადგილე, ძალადობისკენ მიდრეკილი ლატენტური ჰომოსექსუალი. ერთადერთი დადებითი პერსონაჟი, რომელსაც თამაშობს თეთრკანიანი მამაკაცი (შერიფი), თავს იკლავს, როდესაც გაიგებს, რომ კიბო ულმობლად პროგრესირებს, და სულ რაღაც რამოდენიმე კვირის სიცოცხლეღა რჩება. ესეც სიმბოლურია.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/ojyZOT8ZBds" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>

ფანტასტიკური ტრანსგენდერი



ნომინაციაში "საუკეთესო ფილმი უცხო ენაზე" გაიმარჯვა ფილმმა ჩილედან "ფანტასტიკური ქალი". როგორც თანამედროვე სამყაროში ხშირად ხდება, "ქალი" სინამდვილეში აღმოჩნდება მამაკაცი, სახელად დანიელი. დანიელი გახდება "მარინა", ის პოულობს "შეყვარებულს" რომანტიკული სახელით ორლანდო და გაემართება მსოფლიოში სახელგანთქმული ჩანჩქერის იგუასუს დასათვალიერებლად. ორლანდო მოულოდნელად კვდება, ეჭვს კი მარინა-დანიელზე მიიტანენ. ფილმი მოწოდებულია აჩვენოს მთელი დრამა და სამყაროს "უსამართლობა" დანიელის მსგავს ტრანსგენდერებისადმი, რომლებიც თავს მარინად მიიჩნევენ. მაშ, როგორ შეიძლება ამგვარ ფილმს "ოსკარი" არ მიანიჭო?

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/e19uuwAcKjk" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>

ჰომოსექსუალური პედოფილია?


ვინმე თუ ამასაც ტოლერანტობის სინაკლებედ ჩათვლის, აჰა კიდევ ერთი გამარჯვებული, ამჯერად ნომინაციაში "საუკეთესო ადაპტირებული სცენარი". ფილმი "მიწოდე მე ჩემი სახელი" გვიყვება იტალიაში, გასული საუკუნის 80-იან წლებში განვითარებულ რომანტიკულ ურთიერთობებზე. არაჩვეულებრივი დეკორაციები, მოთენთილი მზე, მკაფიო სურათი. თითქოსდა ყველაფერი რიგზეა, რომ არა ის გარემოება, რომ ფილმში გადმოცემულია "რომანტიკა" (და არა მარტო), რომელიც მოხდა 17 წლის იტალიელ ყმაწვილსა და 24 წლის ამერიკელ მეცნიერს შორის. სურათს ბრალი დასდეს პედოფილიის პროპაგანდაში, მაგრამ სურათის ავტორებმა ეს ბრალდება იმით მოიგერიეს, რომ იტალიაში სექსუალური ასაკი დგება 14 წლიდან, ასე რომ - ამ თემაზე გადაღბული ფილმისთვის კინოაკადემიის პრემიების მიღება თავისუფლად არის შესაძლებელი.




ყველა ეს თემა კომპლექსში იძლევა საჭირო შედეგს. გეოპოლიტიკური ექსპერტიზის ცენტრის დირექტორის ვალერი კოროვინის აზრით, დღევანდელი ჰოლივუდის მთავარი მიზანი - ადამიანის საბოლოო განადგურებაა.

"ჩემი აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ ამერიკული კულტურული ელიტა უკვე დიდი ხანია დგას ულტრალიბერალიზმის და ადამიანის გაპირუტყვების პოზიციაზე. ემიგრანტები, რომლებიც იწვევენ აღრევას, ერების ადამიანურ მასად გადამდნობ ქვაბებად გამოიყენებიან; ხოლო ფემინისტები, რომლებიც საერთოდ ეჭვ ქვეშ აყენებენ კაცობრიობის მოწესრიგებულობას, ადამიანურობის ონტოლოგიურ არსს თავდაყირა აყენებენ. ეს არის ადამიანის დაჩქარებული გაპირუტყვების პროცესის ორი კატალიზატორი. დასავლეთის ქვეყნებში ადამიანის ხატმა უკვე დიდი ხანია დაკარგა თავისი მნიშვნელობა და დანიშნულება. აქ უკვე უსწრაფესად ცდილობენ უარი თქვან ადამიანის ბოლო ნიშნებზეც კი და ელტვიან ის ბიომექანოიდებად, მუტანტებად, კლონებად და კიბორგებად გადააქციონ. სწორედ ეს არის დღევანდელი ჰოლივუდის იდეოლოგიური მატრიცა და იმათიც, ვინც დასავლური კულტურის ამ სანაგვეს აწარმოებს, და შემდეგ ამ ნაგავს უხვად აფრქვევს დანარჩენ კაცობრიობაზე".

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/yXQqPK23CzQ" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>

"ოსკარის" ოკულტური ფესვები



თავისთავად ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოების გადაცემის ცერემონია აღსავსეა დაფარული აზრებით, რომელიც ჯერ კიდევ მის საფუძველში - 90 წლის წინანდელ ტრადიციებშია ჩადებული. უამრავი მკვლევარი გვარწმუნებს, რომ ცერემონიას გააჩნია ოკულტური საფუძველი და თავისი ფესვებით ძველ ეგვიპტემდე მიდის. მართლაც, XIX ს-ისა და XX ს-ის პირველი ნახევრის ეზოთერული და მასონური საზოგადოებები დეტალურად და მიმოწვლილვით სწავლობდნენ ძველეგვიპტურ ოკულტიზმს.


ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, პრემიის შემქმნელებმა მას "ოსკარი" უწოდეს სიტყვებისა და აზრის გათამაშებიდან გამომდინარე. მარტში, როდესაც ტრადიციულად ტარდება ცერემონია, ძველ ეგვიპტეში ზეიმობდნენ ღმერთ სოკარის დღესასწაულს, ხოლო ასოების გადაადგილებამ მის სახელში სწორედ ქანდაკების დღევანდელ სახელწოდებას გვაძლევს.




სხვათა შორის, თვით ოქროს "ოსკარის" ვიზუალური სახე ძალიან მოგვაგონებს სოკარის კერპს. დაინტერესებულ მკითხველს თვითონაც შეუძლია ჩაუღრმავდეს ამ წინააღმდეგობრივი საკითხს, მაგრამ სრულიად ცნობილია მხოლოდ ერთი რამ: ოსკარის მიღება - ეს გახლავთ კაცთმოძულეობრივი გზავნილის განვითარების ინსტრუმენტი.

წყარო: https://tsargrad.tv/articles/oskar-2018-okkultizm-mutanty-i-feministki_115725

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню