ხელოვნება - oblivion - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

OBLIVION

ფილმის დაფარული შინაარსი

ფილმი Oblivion

2013 წლის ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პრემიერა ჟანრში Sci-fi გახდა ფილმი Oblivion. კრიტიკოსების აზრით ფილმი უპრეცედენტოდ მოსაწყენია. მაგრამ ჩვენის აზრით, მათ გამორჩათ მისი გაგების ისეთი ამოსავალი წერტილები, როგორიცაა: გნოსტიციზმი და პლატონიზმი. ფილმის რეჟისორია Joseph Kosinski, რომელმაც ამ კინოლენტის გარდა კიდევ გადაიღო "ტრონი-მემკვიდრეობა" და კიდევ აპირებს სხვა ფილმების გადაღებას, რომელთა სახელწოდებებია: "მთავარანგელოზები" და "შავი ხვრელი".



გნოსტიციზმი ბერძნულ პანთეიზმს პლატონიზმს, აღმოასავლური მისტიკას და სხვადასხვა ძველქრისტეანულ ტექსტებს მოიცავს. ყოველგვარი გნოსტიციკური მიმართულების უმთავრესი საერთო მახასიათებელი და ნიშანი მოსეს ქადაგებებისა და ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველთა, შესაბამისად მათი და ახალაღთქმისეული ჭეშმარიტი ღმერთის უარყოფა და მისი დემიურგად გამოცხადება გახლავთ.

გნოსტიკოსების წარმოდგენაში შემოქმედი-ღმერთი სინამდვილეში არის ეშმაკი, რადგან მან ადამიანი არასრულყოფილად შექმნა და სიკვდილისთვის გაწირა. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, გნოსტიკოსების "ღვთისმეტყველება" და მსოფლმხედველობა მთლიანად გადმობრუნებულია. ადამიანის მიზანი, მათი წარმოდგენით, ეს არის სულის ცხოვნება გნოზისის ანუ ცოდნის მეშვეობით, ადამიანს საბოლოო მიზნამდე რომ მიიყვანს და ამიტომაც ამ წუთისოფლის არსებობიდან გამოსვლის შესაძლებლობად დაუსახავთ. აქ უცებ გვახსენდება პლატონი თავისი გამონათქვამით, რომ ადამიანის სხეული სულის საპყრობილეა.

პლატონიზმში, რომელიც გნოსტიციზმზე უფრო ადრე არსებობდა, ასევე სწავლებებში, რომლებიც შემდგომ აღმოცენდნენ, გამოიყოფა შემდეგი მომენტი: ჩვენი სამყარო ერთგვარი ციხე ან ბადეა. ჩვენ ვართ დაცემულნი წარსული, იდეალური სამყაროდან და ახლა ეს ბადე გვიჭერს. ამ მომენტიდან პლატონიზმი იწყებს თავის მოქმედებას Oblivion-ში და გააჩნია ერთგვარი მსგავსება ნორმატიულ ქრისტეანობასთან და ებრაულ თეოლოგიასთან, თუმცა მათაც გარკვეულწილად დაშორებულია, რადგან უარყოფს სხეულის მკვდრეთით აღდგომის იდეას. ფილმში ჩვენ უცებ ვეყრებით ომის შემდგომ დარჩენილ უდაბნოს. ჯეკ ჰარპერი, ფილმის გმირი (ტომ კრუზი) გვეუბნება, რომ ეს არის კაციჭამიებთან, ამ უცხოპლანტურ რასასთან კაცობრიობის ომის შედეგი. უცხოპლანეტელთა ეს რასა დედამიწაზე ჩამოვიდა და მისი მოსახლეობისა და რესურსების ნახევარი გაანადგურა.

ჯეკი და მისი მეგობარი ვიქტორია, ოპერატორები არიან, რომელთაც დიდი კოსმიური სადგურის Tet-ის ოპერაციების დაკვირვება ევალებათ. ეს სადგური უცხოპლანეტელი კაციჭამიების მიერ მთვარის განადგურების შემდეგ შეიქმნა. უცხოპლანეტელ კაციჭამიათაგან საკუთარი პლანეტა რომ გადაერჩინათ და თავი დაეხსნათ, დედამიწელები იძულებულნი გახდნენ გამოეყენებინათ ბირთვული იარაღი, რამაც სრულად გააპარტახა დედამიწა.

ბაზა Tet-ი განლაგებულია სატურნის თანამგზავრზე, ტიტანზე, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს წარღვნამდელ კაცობრიობაზე, ტიტანებზე, ბუმბერაზებად რომ იწოდებოდნენ და გარყვნეს დედამიწა. ახალი "კაცობრიობა" ახალ, ტიტანურ ცივილიზაციაზე ოცნებობს, სადაც ადამიანებს კომპიუტერები და დრონები შეცვლიან. ხოლო თვით ადამიანები ნომრებად, ქსელის მომსახურე პერსონალად ან უბრალოდ "კაციჭამიებად" შეირაცხებიან.

დრონებისა და ცივი სინთეზის გენერატორის ხუთწლიანი მომსახურეობის შემდეგ, Tet-ი პირობას იძლევა, რომ ჯეკსა და ვიქტორიას გააგზავნის "ედემში". ბაზა Tet-ი მასიური გენერატორებისგან იკვებება, რომლებიც ზღვის წყალს ენერგიად გარდაქმნის. პირველი რაც უცებ გხვდება თვალში ამ ბაზაზე ჯეკისა და ვიქტორიას საცხოვრებელი სახლია, რომელიც დედამიწიდან ასობით ფუტის სიმაღლეზე, ღრუბლებში აზიდულა. მათ ზემოთ კი კოსმიური სადგური ფრინავს. ღრუბლებს ქვემოთ ცხოვრობენ პრიმიტიული, დაბალი ტექნოლოგიისა და მხეცური ბუნების მქონე "კაციჭამიები"
(ასე უწოდებდნენ წარმართები და დღევანდელი ნეოწარმართებიც ქრისტეანებს ქრისტეს უპატიოსნესი სისხლისა და ხორცის ზიარების გამო. შესაძლოა ეს ტერმინი აქ სწორედ ამიტომაც არის გამოყენებული, რადგან როგორც ქვემოთ ვნახავთ, "კაციჭამიები" სულაც არ არიან კაციჭამიები ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით - რედ.).







ჯეკისა და ვიქტორიას საცხოვრებელი სახლი. ამავდროულად Tet-ის ქვესადგური "კაციჭამიების" გასანადგურებლად


ჯერ კიდევ ბერძნული, ანტიკური ფილოსოფიიდან არის ცნობილი ლეგენდები ღმერთ Tet-ზე, ადამიანებსა და მხეცებზე ანუ მიწისქვეშა მონსტრებზე (აიდა). მხედველობაში უნდა გქონდეთ, რომ ამ ტრიადულ სტრუქტურას ცენტრალური ადგილი უჭირავს პლატონიზმში. მონადები, დიადები და ტრიადები ყოველგვარი რეალობის საფუძველში დევს. ეს ტრიადები შემდგომ უერთდებიან სხვებს, რათა ჩამოაყალიბონ ტეტრაგონები, ოქტაგონები და ა. შ., რათა შექმნან მყარი სხეულები, რომლებიც გნოსტიკოსთა აზრით შეადგენენ კიდევაც ჩვენს ქმნილ რეალობას.

ჩამოგდებული დრონის კვალზე, ჯეკი აღმოაჩენს ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკას და დაიწყებს ტომას მაკოლი ბაბინგტონის წიგნიდან ერთ-ერთი თავის კითხვას, სადაც აღწერილია ხიდის დაცვა ეტრუსკების შეტევისგან, მაშინ როდესაც რომაელებმა ის მეორე მხრიდან მოარღვიეს. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ფილმში ჯეკი ბრუკლინის დანგრეულ ხიდზე მოძრაობს და თუ გავითვალისწინებთ მომავალ მოვლენებზე მინიშნებების ჰოლივუდურ ხერხებს, ეს მომენტი შესაძლოა ყურადსაღები აღმოჩნდეს. არქეტიპებისა და სიმბოლოების ბუნებათა ერთგვარი ბუნდოვანების გათვალისწინებით, ელიტამ შესაძლოა გაანადგუროს ეს და კიდევ სხვა ცნობილი ხიდები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ვხედავთ განადგურებულ საფეხბურთო სტადიონს, რომელზეც შენარჩუნდა წარწერა: "2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი" (სურ. იხ. სტატიის ბოლოს). შესაძლოა ეს წარწერა 9/11-ის მსგავსად (ფილმი "ტერმინატორი") გარკვეულ, მომავალ მოვლენებზე მიანიშნებდეს, რომელიც ამ მოვლენებამდე ბევრად ადრე ჩნდება.



კადრი ფილმიდან "ტერმინატორი" (არნოლდ შვარცენნეგერის მონაწილეობით), სადაც ხიდზე მკაფიოდ მოსჩანს მომავალი საშინელი ტერაქტის თარიღი 9.11 (2011 წლის 9 სექტემბერი). შეგახსენებთ, რომ ფილმი "ტერმინატორი" გადაიღეს 1984 წელს, ანუ ხსენებულ ტერაქტამდე 7 წლით ადრე.

ფილმში ისტორიის მიმდინარე გადმოცემასთან მიმართებაში, 2017 წელი ტიტანზე შესაძლო მისიის განხორციელების წელიწადს წარმოადგენს. ეს ყოველივე კი გვაგონებს ფილმს "2001 წელი: კოსმიური ოდისეა", სადაც ასევე გამოყენებულია ბერძნული და რომაული ლიტერატურის ეზოთერული ცოდნა და ერთგვარად აკავშირებს დევიდ ბოუმანის მისიას იუპიტერზე ("2001 წელი: კოსმიური ოდისეა") და ჯეკის მისიას ტიტანზე ("დავიწყება" – Oblivion). ორივე საიდუმლო უცხოპლანეტური ობიექტისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს ("2001 წლის ოდისეაში" ეს არის "მონოლითი", ხოლო "ობლივიონში" - ტეტი (Tet)).

მაგრამ ჯეკს ამოუშალეს მეხსიერება, თუმცა ვიქტორიასთან ყოფნის პერიოდში მას ნებისმიერი დეტალის გახსენება შეუძლია.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მეხსიერების დაკარგვა, ასევე პლატონური დოქტრინაა, რომლის მიხედვითაც ის ვარაუდობდა, რომ იდეებისა და ფორმების სფეროდან ჩამოვარდნის შემდეგ ჩვენ დავიწყებული გვაქვს საკუთრი წარმომავლობა და ამიტომაც, უკან დაბრუნება ჩვენი ერთადერთი და სანუკვარი მიზანია, ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც დავტოვებთ სხეულს, სულის ამ საპყრობილეს.

მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩვენ აქ, ამ სამყაროში ვიმყოფებით და პლატონური კოსმოგონიაც გრძელდება. ჩვენ საპყრობილეში დემიურგმა ჩაგვამწყვდია (გაიხსენეთ, - "დემიურგად" გნოსტიკოსებს ჭეშმარიტი შემოქმედი ღმერთი მიაჩნიათ - რედ.). როგორც "2001 წლის ოდისეაში", აქაც, "კაციჭამიებით" იხსნება მტრის ჭეშმარიტი სახე, კერძოდ რობოტებისა და Tet-ისა. "უცხოპლანეტელი კაციჭამიები" აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც Tet-ის დრონებს მიწისქვეშა კატაკომბებში ემალებიან. Tet-ის უტოპიური სამყარო არარეალურია, მან ათწლეულებით ადრე გარკვეულ მისიაში ჩაამწყვდია ჯეკი და ვიქტორია, მოახდინა მათი კლონირება, რათა ისინი გამხდარიყვნენ "აგენტები" ახალი თეოკრატიული ეპოქისა. ამიტომაც, ჯეკსა და ვიქტორიას არაფერი ახსოვთ საკუთარ წარსულზე, რამეთუ Tet-ი ხელს უშლის მათ ეწვიონ იმ ადგილებს, რომლებმაც შესაძლოა მათში გამოიწვიონ ძლიერი ემოცია და გაახსენონ წარსული. ამიტომაც, Tet-ი ასეთ ადგილებს "რადიაქტიურს" უწოდებს, რომელიც ამგვარი დაპროგრამებული "სიცოცხლისთვის" საშიშია.

ჯეკი ასევე აღმოაჩენს, რომ ამასწინათ ჩამოგდებული ხომალდის ასტრონავტი იულია მისი ნამდვილი მეუღლეა. მან 60 წელი დაჰყო ორბიტაზე და ახლა მეხსიერება მას ნელ-ნელა უბრუნდება. ადამიანთა წინააღმდეგობის ლიდერი, მაკოლმ ბუკი (მორგან ფრიმენი) ჯეკს ამცნობს, რომ Tet-ზე, მის გასანადგურებლად უნდა გაიგზავნოს დრონი ბირთვული მუხტით, რომელიც მისიის ნამსხვრევებისგან შეაკოწიწეს. თავიდან ჯეკი დარწმუნებული არ არის იმაში, რომ საჭიროა ბირთვული ნაღმიანი დრონის Tet-ზე გაგზავნა, მაგრამ როდესაც ის აღმოაჩენს, რომ კლონია (ჯეკი არის 52-ე ნომერი), "დასხივების ზონაში" შემთხვევით მოხვედრის შემდეგ, ის სერიოზულად დაფიქრდება.

ჯეკი აღმოაჩენს, რომ "დასხივების ზონაც" ისეთივე ტყუილია, როგორც "უცხოპლანეტელი კაციჭამიები" და "რადიაქტიური ზონა". ის მიხვდება, რომ ეს ყველაფერი Tet-ის იდეოლოგიური სიცრუეა და, რომ ისიც და ვიქტორიაც მხოლოდ კლონები არიან. არაპილოტირებულ მფრინავ ობიექტებთან ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლის შემდეგ ჯეკი და მალკოლმი საბოლოოდ მიფრინდებიან სადგურ Tet-ზე ბირთვული მუხტით, სადაც ჯეკი მოისმენს ადრინდელი მისიის სრულ ჩანაწერს და აბსოლუტურად ყველაფერი გაახსენდება.

ის რამოდენიმე წლით ადრე დაატყვევეს და ვიქტორიასთან ერთად მოახდინეს მისი კლონირებ. ნამდვილ მისიაში, ეკიპაჟის სხვა წევრებისგან განსხვავებით, მან მოასწრო კატაპულტირება, ხოლო იულია და მისი მეგობრები დედამიწის ორბიტაზე დარჩნენ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ანუ მთელი 60 წელი, კლონირებული ჯეკი ანადგურებდა ცოცხლად დარჩენილ კაცობრიობას. კლონირებული ჯეკი ხომ დაპროგრამებულია, მას არ გააჩნია სინანული და სხვა ადამიანური გრძნობები. ის მხოლოდ Tet-ის მორიგი კლონი-მანქანაა.

ჩვენი ნამდვილი გმირია ჯეკი ნომერი 49, რომელიც აღადგენს თავის ადამიანურობას მეხსიერების აღდგენის მეშვეობით. აღსანიშნავია ერთი საინტერესო მომენტი, ჯეკის თავშესაფარში დედამიწაზე, არის წიგნების თარო, სადაც მოთავსებულია ბილ დონოვანის ბიოგრაფია. ეს შემთხვევითი როდია, რადგან დონოვანი იყო აგენტი, მან დააფუძნა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის წინამორბედი ორგანიზაცია სტრატეგიული სამსახურების სააგენტო (ინგლ.:Office of Strategic Services, OSS). დაუყოვნებლივ გაშალა პროგრამა, რომლის მიხედვითაც დრონები მიუერთდა ცსს-ს და აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების ბაზებს. ეს დრონები (არაპილოტირებული მფრინავი აპარატები) იმართებიან კომპიუტერების დახმარებით. ეს ყველაფერი გამიზნულია ტექნოტრონული ქსელის შესაქმნელად, რომლის მიზანი დედამიწის დეპოპულაცია იქნება.



ეს არის ილუმინატების განცხადება ფილმის მეშვეობით: კლონირება, დრონები, გენური ინჟინერია და ომები, რომელიც ნაჩვენებია ფილმში Oblivion შემთხვევითი როდია.

არსებობს მკაფიო პარალელი გლობალური "ელიტის" რეალურ გეგმასთან, რომელმაც მსოფლიო ტექნოკრატიული მმართველობა უნდა დაამყაროს, შექმნას გლობალური ქსელის მონები, მაშინ როდესაც, ელიტა იცხოვრებს სამყაროს გარეთ, და თავის სიცოცხლეს მოწინავე ტექნოლოგიების დახმარებით გაიხანგრძლივებს.

კაბალაში, ანუ ებრაულ მისტიკურ ტრადიციაში, ასოებს უფრო ღრმა მნიშვნელობა გააჩნიათ, ვიდრე სხვაგან. ივრითზე "თეტი" წარმოადგენს სიტყვა "ტოვ"-ის (კარგი) პირველ ასოს, და ეს უნდა აღინიშნოს. ფილმში "თეტა" გადმობრუნებული ტეტრაგონით არის ნაჩვენები. ამგვარად, ის წარმოადგენს ბოროტების სიმბოლოს, "ტოვის" ინვერსიას. ეზოთერული სიმბოლიზმთან მიმართებაში, თეტი არის გადმობრუნებული პირამიდა "ქუდის" გარეშე, ყოვლისმხედველი წითელი თვალით, რომელიც მოგვაგონებს HAL 9000-ს ფილმიდან "2001 წლის ოდისეა".



ფილმის ბოლოს ჯეკი წაშლის Tet-ის დისკის შიგთავსს და "განათლებულობის" მიუხედავად ადამიანთა პარტიზანულ მოძრაობასთან გააერთიანებს სხვა კლონებსაც, რომლებიც "გაიხსენებენ" რომ ადამიანი უნდა ცხოვრობდეს ბუნებასთან ჰარმონიაში, და არა ცივ, მექანიკურ და მონურ სამყაროში. ამასთან დაკავშირებით, Tet-ის დისკის წაშლა, ნიშნავს "ზეცის შტურმს" პრომეთეს სტილში, დემიურგის განადგურებას პლატონიზმისა და გნოსტიციზმის სქემებში.ესარის "ანტი-ილუმინატური" ფილმი, რადგან ის ტექნოკრატიულ სტრუქტურებს ებრძვის. ჯეკი ამბობს, რომ Tet-მა გაანადგურა რომი, და საკუთარ თავზე აიღო მმართველობა, შესაძლოა ეს იყო მინიშნება იმაზე, რომ ვატიკანს აკონტროლებენ ილუმინატები.

ამრიგად, ფილმის შინაარსის მიხედვით, ახალი მსოფლიო სისტემა ადამიანებს აქცევს კლონებად, მომსახურეებად, მონებად, წაუშლის მათ წარსულის ხსოვნას, რელიგიას და მომავლის პერსპექტივას. ესთეტიკური და ეთიკური არსებიდან ადამიანი ტექნოტრონული პროგრესის პროდუქტად უნდათ აქციონ. ფილმი ამბობს, რომ არსებობს ორი სამყარო, ზედა და ქვედა. "ზედა" ღრუბლებშია აჭრილი და სახარებისეული სწავლებით თუ გავიაზრებთ, სწორედ აქ არის დაცემულ დემონთა სამკვიდრო. საჰაერო სივრცეშია მათი ბინადრობის ადგილი. ამ სივრცეს უპირისპირდება თითქოსდა კვლავ კატაკომბებში გადასული კაცობრიობა, რომელიც ცდილობს ახალ ალტერნატივას, მატრიცულ დაპროგრამებას რეალობა დაუპირისპიროს. კაცობრიობას სურს იცხოვროს ადამიანური და არა ქსელური ცხოვრებით, სადაც ადამიანი უბრალო ნომერია და სხვა არაფერი. ეს მინიშნებები ფილმში ნამდვილად არის. აი, რაც არ არის ჰოლივუდის მსგავს კინოლენტებში ეს ქრისტეა. ხსნა ყოველთვის ადამიანური ძალისხმევიდან მოდის და არა ღმრთისგან. ამიტომაც, მიუხედავად ანტიილუმინატური განწყობისა, ფილმს მაყურებელი ქრისტეს აღიარების თუ ქრისტეს გზაზე არ გადაჰყავს. ფილმის სქემა თითქოსდა ასეთია: Oblivion - დავიწყება - ციკლები - მისია - რეინკარნაცია - გარდასახვა კლონირებით - უნივერსალური გონი - დავიწყება და კვლავ მოპოვება... მაგრამ ეს ხომ მოჯადოვებული წრეა, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს და მაცხოვრის გარეშე გამოსავლის ძიებაც ილუზიაა...

ინტერნეტ მასალების მიხედვით.





<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/6mrKRcUnlk4" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню