ხელოვნება - "ნამდვილი დეტექტივის" ნამდვილი მნიშვნელობა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

"ნამდვილი დეტექტივის" ნამდვილი მნიშვნელობა

პირველი სეზონი

ნამდვილი დეტექტივი

"ნამდვილი დეტექტივი" ეს არის სატელევიზიო შოუ, რომელიც მოგვითხრობს უცნობი დაჯგუფების მიერ სატანისტური რიტუალებით ჩადენილ დანაშაულებების გამოძიებაზე. მართალია, სერიალის პირველი სეზონი საკმაოდ სწორხაზოვნად და გასაგებად დასრულდა მაყურებლისთვის, ვფიქრობთ სერიალმა მაინც ძალიან ბევრი შეფარული სიმბოლო და მესიჯი დატოვა მაყურებელზე ზეგვალენის მოსახდენად.

ამ სტატიაში ყველა სიმბოლოს დეტალურად გავივლით და გავიგებთ "ნამდვილი დეტექტივის" უფრო ღრმა მნიშვნელობას.



გაფრთხილებთ სტატია შეიცავს სპოილერებს!

__________________________________________

"სპოილერი"
არის ჟარგონული გამონათქვამი, რომელიც მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან spoil (გაფუჭება) - და აღნიშნავს კინოში, კომპიუტერულ თამაშებში, ლიტერატურაში - მნიშვნელოვანი სიუჟეტური ინფორმაციის დროზე ადრე გახსნას, რომელიც ნაწარმოების მიერ ჩაფიქრებულ ინტრიგას არღვევს და მაყურებელს ან მკითხველს დამოუკიდებლად მისი განიცდის შესაძლებლობას ართმევს. აქედან გამომდინარე ის გარკვეულწილად აცლის მაყურებელს/მოთამაშეს/მკითხველს ამ სიამოვნებას და აფუჭებს ნაწარმოებისგან მისაღებ შთაბეჭდილებას.

__________________________________________




სერიალის სიუჟეტი ვითარდება ჭაობიან, მიყრუებულ ლუიზიანაში, მაგრამ მაყურებლის ყურადღებას უფრო მეტად საინტერესო პერსონაჟები და სერიალის ბნელი მხარე იპყრობს. პირველი სეზონის რვავე სერია მოგვითხრობს ორ დეტექტივზე რომელიც ცდილობენ სატანისტური რიტუალით შესრულებული მკვლელობების გახსნას, მითუმეტეს ხმა დაირხა რომ ამ რიტუალების უკან ერთ-ერთი მდიდარი და გავლენიანი ოჯახი დგას. მიუხედავად იმისა რომ სერიიდან სერიამდე, "ნამდვილი დეტექტივი" მაყურებლის ყურადღებას პატარა დეტალებზე ამახვილებდა, რათა დასასრული შთამბეჭდავი ყოფილიყო, პირველი სეზონი მაინც სწორხაზოვნად და საკმაოდ მარტივად დამთავრდა: მკვლელი აღმოჩნდა ერთი ჭუჭყიანი, გიჟი და გონებაჩლუნგი ადამიანი, რომელზეც ეჭვი სერიალის გმირებს უკვე დასრულებამდე რამდენიმე სერიით ადრე ჰქონდათ. სერიალში არ ყოფილა არანაირი უცაბედი სიახლე (მაგალითად რომელიმე დეტექტივი ყოფილიყო გარეული ამ მკვლელობებში და სხვა...); ადგილი არ ჰქონია არც შოკის მომგვრელ რაიმე შეთქმულებას. შებამისად ასეთმა დასასრულმა მაყურებელი საკმაოდ იმედგაცრულებული დატოვა.

მიუხედავად ამისა, თუ ყურადღბით დააკვირდებით სერიალში ჩადებულ სიმბოლოებსა და ამოუცნობ დიალოგებს, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: სერიალის ზოგიერთი ასპექტი (მაგალითად მარტინ
ჰარტის ოჯახის ცხოვრება რატომ ვითარდება ასეთი სიმძაფრით, თუკი მას არანაირი კავშირი ან გავლენა არა აქვს საბოლოოდ მკლველობების გამოძიებასთან? სერიალის შემქმნელები ამ ალტერნატიული ისტორიების მოყოლით, მკვლელობის გამოძიების მიღმა სხვა რამის გადმოცემას ხომ არ შეეცადნენ? კერძოდ კი იმისა, რითაც გარშემორტყმულნი ვართ ჩვენ ყველანი? სწორხაზოვანი და ადვილად გასაგები დასასრულის მიუხედავად, პირველ სეზონში მაინც არის ღრმა მესიჯი რომელიც განვითარებას ყოველ მომდევნო სერიაში ჰპოვებს და საბოლოოდ ერთმანეთს უკავშირდება: მაგალითად ის, რომ ასეთი რიტუალებით გაჯერებული მკვლელობები ვერანაირად ვერ იქნება გიჟი და ჩამორჩენილი ადამიანის გონების ნააზრევი - რადგან, ის არის ვიღაც საკმაოდ გონიერი პიროვნებისა და მომწამლავი გარემოს შედეგი, რომელიც მოდის უკვე რამდენიმე თაობაა და გავლენას ახდენს სოციუმის ყველა ასპექტზე. ეს კონცეფცია შეიძლება გადმოიცეს ერთ სიტყვაში - psychosphere - სიტყვაში რომელსაც გამომძიებელი რასტი კოული პირველივე სერიაში აჟღერებს. სხვადასხვა სახის სიმბოლოებსა და მესიჯებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ რომ "ნამდვილი დეტექტივი"გვაჩვენებს იმას, თუ როგორ ჟონავს და როგორ ახდენს გავლენას დღევანდელი სოციუმის ყველა ასპექტში მართველი ელიტის ავადმყოფურად შეპყრობილი აზრები.



მოდით პირველ რიგში გადავავლოთ თვალი ისტორიის წინათქმას.

წინათქმა


სერიალი იწყება ახალგაზრდა ქალბატონის გვამის აღმოჩენით რომელიც აშკარად რიტუალის მსხვერპლი გახდა. გამოძიების დაწყებისთანავე ყველა თანხმდება იმაზე რომ ეს არის სატანისტური რიტუალით გაჯერებული მკვლელობა.



დედაკაცის გვამი იქნა აღმოჩენილი შიშველ მდგომარეობაში, ხელებშეკრული, მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობით. მას თავზე აქვს სამეფო გვირგვინი და ირმის რქები.



მოკლული დედაკაცის ზურგზე დახატულია სპირალი, სიმბოლო იმისა, ამ მკვლელობათა სერიას გარკვეული ჯგუფი ახორციელებს.
ერთერთი გამომძიებელი მკვლელს შემდეგნაირად აღწერს: "ეს არის ფანტაზიების გარიტუალება, დაკანონება, გაკერპება და რეალურ სამყაროში ამ ფანტაზიების გამოსახვა. ეს არის მისი (მკვლელის) ხედვა. მკვდარი ქალის სხეული არის სიყვარულის ანომალიური რუქა - დანართი მისი ხორციელი ვნებისა, რომელიც ფანტაზიებში გადადის და, შესაბამისად, პრაქტიკაში ატარებს იმას, რაც სოციუმის მიერ აკრძალულია".

გვამის გაკვეთის შემდეგ დეტექტივები შიეტყობენ, რომ მსხვერპლი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ჰყავდათ, თანაც ხელებშეკრული, სასტიკად ნაცემი, დანით ნაწამები, რის შემდეგ, ის დაახრჩეს და "გამოჰფინეს"იმისთვის, რათა მთელს ქვეყანას შეეტყო ამ წამების შესახებ. მოკლედ, მსხვეპლზე გამოყენებულ იქნა სატანისტური რიტუალების დროს გამოყენებადი ყველა ხერხი.

სხეულის გარშემო არის ფიჩხებისგან გაკეთებული უცნაური სამკუთხედები.





ერთ-ერთი მღვდელი დეტექტივებს ეუბნება, რომ ამ უცნაურ სამკუთხედებს "ეშმაკის ბადეს" ეძახიან და იმისთვის იყენებენ, რათა მან "დაიჭიროს", შეაკავოს ეშმაკი, სანამ ის ადამიანს მიუახლოვდება".

აქვე მამაო ამატებს იმასაც რომ მისი აზრით ეშმაკის ბადეებს არ ჰქონდა დიდი დატვირთვა და ეგონა მხოლოდ "ზღაპარი ბავშვებისთვის"რამეთუ ეკლესიაში ბავშვებს აგროვებინებდნენ ფიჩხებს და ასეთ ისტორიას უყვებოდნენ იმისთვის რომ ფიჩხების შეგროვება არ დაზარებოდათ.

სანამ მამაო ეშმაკის ბადეზე მსჯელობს, კადრი უკვე სხვა ჯოხებზე გადადის, რომლებიც ასევე ერთადაა შეკრული.



ჯვარი ჯოხებისგაა არის შეკრული, რაც იმას ნიშნავს, რომ რელიგიაც ასეთივე "ზღაპარია ბავშვებისთვის". ეს სიუჟეტური განვითარება ასევე ლუიზიანელი მღვდლებისა და "ეშმაკის ბადეებს" შორის კავშირს გულისხმობს.


რასტი კოული და ფსიქოსფერო


ამ პერსონაჟს ასრულებს ცნობილი მსახიობი მეთიუ მაკკონაჰი, რომელიც რეალისტური ლექსიკით რომ ვთქვათ სერიალში წარმოგვიდგება პესიმისტ ადამიანად. მასზე მოკლედ, რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ ჯერჯერობით არ დაუკარგავს ადამიანთა ჰუმანურობის იმედი და ასევე ის, რომ ვერ გაუგია, თუ რატომ აკრავს გარს ჰუმანურობას გარკვეული კონსტრუქციები - მათ შორის რელიგია: "ჩემი აზრით ადამიანის ცნობიერება არის ტრაგიკული ნაბიჯი ევოლუციისა. ჩვენ ვხდებით უფრო გაცნობიერებულები. ჩვენ ვართ ის ქმნილებები, რომლებიც ბუნების კანონით არ უნდა არსებობდნენ".

როგორც პესიმისტი, რომელსაც ზოგადად არ მოსწონს ადამიანთა მოდგმა და მუშაობს ლუიზიანაში, კოული ნამდვილად აუთსაიდერია. იგი ყველაფერს, მათ შორის ამ სამყაროს გარედან უყურებს (Out Of Box), თითქოს ის სხვა სამყაროდან იყოს და ყველაფერს შორიდან აკვირდებოდეს. ამ მოსაზრების დასადასტურებლად, მოვიყვან რამდენიმე მაგალითს: თუნდაც იმას, რომ სერიალში კოულს აქვს მეექვსე გრძნობის მსგავსი შესაძლებლობა საკუთარ ქვეცნობიერში. მას აქვს "ჩვენება", ის რამდენიმე წამში ცნობს ადამიანის ფსიქოტიპს, და მას აგრეთვე შეუძლია ფერების "დაგემოვნება".



პირველივე ეპიზოდში კოული თავის პარტნიორს ეუბნება წინადადებას, რომელიც მთლიანობაში მთელი სერიების საერთო მესიჯია. ის იძახის, რომ მიმართავს გარკვეულ ამოუცნობ კონცეფციას, რომელიც საკმაოდ დიდი რეზონანსით გამოირჩევა ოკულტურ წრეებში. "აქ ძალიან ცუდი გემოა. ალუმინი, ფერფლი, თითქოს ფსიქოსფეროს ყნოსავ".


ფსიქოსფერო


ტერმინი "ფსიქოსფერო" ინგლისური ენისთვის არ არის დამახასიათებელი. ის წარმოიშვა "სამეცნიერო ფანტასტიკის"ლიტერატურაში და მისი ავტორები რონალდ ვაგნერი და ლოვეკრაფტი ბრძანდებიან.

"ფსიქოსფერო" შეიძლება აღიწეროს როგორც "ადამიანის ცნობიერის სფერო"და ის უკავშირდება კარლ იუნგის კონცეფციას "ერთობლივი ქვეცნობიერის" შესახებ. ამ კონცეფციის მიხედვით ზოგადად ყველა ფიქრი, რომელიც ადამიანის გონებაში იბადება, "კონვერტირდება" ნეოკორტექსის მიერ და შემდეგ სხვადასხვა განზომილებებში გადის. აქედან გამომდინარე, ადამიანი "ფიქრების ატმოსფეროში" ცხოვრობს. ამ კონცეფციას ასევე ეხება ვლადიმერ ვერნადსკი თავისი ტერმინით "ნოოსფერო" ("noosphere").

კარლ იუნგის კონცეფციის თანახმად ფსიქოსფერო აუცილებელია ოკულტურ წრეებში, რომლებიც დიდ რიტუალებს აღავლენენ, რათა "ერთობლივ ქვეცნობიერზე" მოახდინონ ზეგავლენა.



1940 წელს ფრანგმა პოეტმა ანტონინ არტუდმა იწინასწარმეტყველა მეგა-რიტუალების გამოჩენა. თავად პოეტი საკმაოდ კარგად ფლობდა ოკულტიზმის რამდენიმე ფორმას და ასევე კარგად იყო გაცნობიერებული გარდასახვით ძალებში, რომელიც საჭირო იყო თეატრალური რიტუალებისთვის. მან შექმნა ცუდი რეპუტაციის მქონე თეატრი სახელად: "ულმობლობის თეატრი", რომელიც თავიდან ბოლომდე მუშაობდა იმაზე რათა შეეცვალა მაყურებლის ცნობიერი. ადამიანის გონების ჯგუფურ დამუშავებაზე არტუდი წერს შემდეგს:

"სხვადასხვა ქვეყნის უბრალო ჯადოქრების მიერ გაკეთებული ჯადოსნობის მიღმა ასევე არსებობს ოინები მსოფლიოს მასშტაბით რომელშიც პერიოდიულად, მათი ნების საწინააღმდეგოდ იმ მომენტისთვის მზადყოფნაში მყოფი ყველა ქვეცნობიერი იღებს მონაწილეობას. სწორედ ასე უცნაური ძალები იღვიძებენ და ტრანსპორტირდებიან ასტრალის მიღმა... თუნდაც ეს იყოს უამრავი ადამიანის მომწავლელი აგრესიულობის მქონე საშინელი აზრები..."



ოკულტიზმის მკვლევარები რიტუალურ მკვლელობებს ე.წ. "მასობრივ რიტუალთან" აიგივებენ, რომლებიც ჩადენილია მხოლოდ იმისთვის, რათა შოკი მოჰგვაროს ადამიანთა ცნობიერს და მოახდინოს მათზე ცუდი გავლენა.

"დიდი რიტუალური მკვლელობები ყოველთვის მომზადებულ და დადმულ ცერემონიას ჰგავს. როგორც წესი ასეთი რამ პირველ რიგში საკმაოდ ჩუმ და პატარა მასშტაბის მქონე გარემოში ხდება, აქ სწარმოებს თავად ამ რიტუალის ამსრულებლის "დაპროგრამება", რათა შემდეგ მან შესძლოს დიდი მასშტაბის მქონე რიტუალური მკვლელობის ან მათი სერიის აღსრულება. საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ უამრავი სიმბოლოთი დატვირთულ, რიტუალურ ნამუშევარს რომლის მომსწრე ხდება მილიონობით ადამიანი და, რომელთა ქვეცნობიერში უკვე იქელება ჰუმანურობა და სხვა კეთილი მიზნები" (მაიკლ ჰოფმან II, “საიდუმლო საზოგადოებები და ფსიქოლოგიური ომი“).

სწორედ ამის შესახებ გვიყვება ტელესერიალი "ნამდვილი დეტექტივი".

რასტი კოული აცხადებს რომ მას შეუძლია ფსიქოსფეროს შეგრძნება და აცხადებს რომ მას აქვს ალუმინისა და ფერფლის გემო. სხვაგვარად რომ თქვათ, ადამიანის აზრების სფერო დანაშაულის შესახებ მოწამლული და გასვრილია. მიუხედავად იმისა, რომ კოული ხვდება ეს სფერო მას არაფერს კარგს არ მოუტანს, მას არ შეუძლია აქედან თავის დაღწევა და უფრო მეტიც, იგი უკვე მასშია ჩაფლული.



აწმყო დრო: კოული ეწევა სიგარეტს და მიირთმევს ლუდს... ფერფლი და ალუმინი, რომლებიც 15 წლის წინ კოულს ასე ეზიზღებოდა, ახლა როგორც ვხედავთ მისი ცხოვრების ნაწილი გამხდარა.

პირველი რიტუალური მკვლელობა რომელიც სერიალში ჩნდება აშკარად მასების ყურადღების მისაპყრობად არის დადგმული. ეს მასობრივად მოახდენს ეფექტს ფსიქოსფეროზე. ეს მეგა-რიტუალები არის მხოლოდ იმისთვის, რათა მასებს მოუტანოს გონებრივი ტრამვა და შოკი.

სერიალის განმავლობაში პერიოდულად რამდენიმე სერიაში ჩნდება შემდეგი სურათი: ხუთი კაცი ერთი გოგოს გარშემო. ეს "კაცებისგან შემდგარი პენტაგრამა" წარმოადგენს ოკულტური ელიტის მიერ ბავშვის წამებას რიტუალისტურ სტილში.



"გამომძიებლები პოულობენ ვიდეო ჩანაწერს, რომელზეც ასახულია პატარა გოგონას წამება ხუთი ნიღბიანი მამაკაცის მიერ. ის ფაქტი, რომ რიტუალი ვიდეოფირზეა ასახული, ადასტურებს ოკულტური ელიტის სურვილს ფართო მასებში გავიდეს ასეთი სახის მასალა და მათ ცნობიერებაზე ზეგავლენა მოახდინოს.



ნაწამები გოგონას მშობლების სახლში ვიზიტისას გამომძიებელი კოული დაინახავს ჩარჩოში ჩასმულ სურათს, რომელზეც გამოსახულია გოგონა ხუთ ნიღბიან მამაკაცთან ერთად.



ერთერთი გამომძიებლის, კერძოდ მარტინ ჰარტის ქალიშვილს ხუთი სათამაშო კაცუნა დაუყენებია შიშველი ქალის გარშემო. სერიალის ბოლო სერიებში ვნახავთ, თუ როგორ ფაქიზად არის დაკავშირებული ეს პერსონაჟი ოკულტურ რიტუალებთან.



სანამ ერთერთი გამომძიებელი, რასტი კოული, დეტექტივებს საკუთარ ისტორიას უყვება, იგი საკმაოდ უცნაურად, ლუდის ქილებს ხუთ თუნუქის კაცად აქცევს, რომელთაც წრეზე მოაქცევს. ხომ არ გვეუბნება რასტი კოული ქვეცნობიერად იმას, რომ მან ვერასდროს შეძლო ნამდვილი ბოროტმოქმედების - "კაცებისგან შემდგარი პენტაგრამის" დაჭერა?

სიმბოლოების მეშვეობით სერიალი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ ახდენს გავლენას ელიტური ოკულტიზმი მასების ფსიქოსფეროზე და როგორ ჟონავს ეს ზეგავლენა მასების რეალობაზე. ისინი გავლენას ახდენენ არამხოლოდ სიმბოლურად, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც; ისინი გავლენას ახდენენ სოციუმის მორალზე, ღირებულებებზე და ქცევაზე. სწორედ ეს არის წარმოდგენილი, ერთერთი გამომძიებლის, მარტინ ჰარტის ოჯახის ევოლუციაშიც.


მარტინ ჰარტი და მისი ოჯახი


მარტინ ჰარტის როლს ასრულებს ცნობილი მსახიობი ვუდი ჰარელსონი. როგორც პერსონაჟი მარტინ ჰარტი საერთოდ არ ჰგავს რასტი კოულს და მისგან სრულიად განსხვავდება. ავიღოთ თუნდაც პერსონაჟების სახელები რომლებიც კარგად გვიხსნის მათ სულიერ მდგომარეობას. სახელი რასტი კოული (Rustin Cohle) ჟღერს როგორც რასტ ენ ქოალ (Rust and Coal) – ორი მასალა რომელიც ასოცირდება ლპობასთან და მოწამვლასთან. ხოლო მარტინ ჰარტის (Martin Hurt)-ის გვარი ჟღერს როგორც "ჰართ" (Heart), რომელიც გულს ნიშნავს. გული ადამიანის სხეულის ის ორგანოა, რომელიც მათ სიცოცხლეს უნარჩუნებს. როგორც ავღნიშნეთ ჰარტი ძალიან განსხვავდება კოულისგან, იგი ჩვეულებრივი ადამიანების მსგავსად ამ ცხოვრებისგან დაღდასმულია. მიუხედავად იმისა, რომ თავს ქრისტიანად მიიჩნევს, სერიალის განმავლობაში მაინც აჩენს განმავლობაში მიდრეკილებას მეუღლის ღალატისა და ძალადობისკენ.

მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც მისი ოჯახის ევოლუცია გახლავთ მთელი ამ 15 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა რომ ჰარტის ოჯახს არაფერი ესაქმება გამოძიებასთან, სერიალი მაინც დიდ დროს უთმობს მარტინ ჰარტის ოჯახის განვითარების მოთხრობას. სწორედ მისი ოჯახი წარმოადგენს იმას, თუ როგორ იმყოფებიან საშინელი ფსიქოსფეროს გავლენის ქვეშ უბრალო მოქალაქეები და როგორ იმონებს მათ ქცევას და ღირებულებეს ფსიქოსფეროს მიერ შემოთავაზებული გარყვნილი მორალი.

მიუხედავად იმისა, რომ მარტის ქალიშვილს, ოდრის, არანაირი შეხება ან კონტაქტი არ აქვს რიტუალის ჩამტარებელ ხალხთან, მაინც ვხედავთ რამხელა გავლენას ახდენს ეს მის ცხოვრებაზე. როგორც ზემოთ ვნახეთ ოდრიმ უკვე სრულიად ქვეცნობიერად საკუთარი თოჯინებით გამოსახა კაცების პენტაგრამა ქალის გარშემო. შემდეგ ვნახავთ, რომ მისი მშობლები იპოვნიან ოდრის რვეულს, რომელშიც იგი ამაზრზენ სურათებს ხატავს.



ეს ოდრის ერთერთი ნახატია, რომელიც მის გარყვნილ ცნობიერებას გამოხატავს.




ამ სცენაში ვხედავთ ოდრი ლენტებით მორთულ დიადემას ატარებს. ეს გვახსენებს იმ სატანურ გვირგვნის, რომელიც თხის რქებთან ერთად თავზე ეფარა რიტუალურად ნაწამებ გოგონას.



საბოლოო ჯამში დიადემა ხვდება ხეზე, რომელიც გარკვეულ მგსავსებას ატარებს რიტუალურ მკვლელობასთან.


სწორედ ეს "ჭუჭყიანი"ფსიქოსფერო მოახდენს გავლენას ოდრის სულსა და მის განვითარებაზე. მანამ, სანამ ოდრი პატარა იყო, მისმა ბაბუამ იწინასწარმეტყველა ოდრის ევოლუცია მარტინ ჰარტთან საუბარში. მან თქვა: "ბავშვები საკმაოდ შეიცვალნენ. ყველა შავებშია, სახეზე მაკიაჟი უსვიათ და მხოლოდ სექსი სურთ. სექსი მათთვის ყველაფერია". მიუხედავად იმისა, რომ მარტინ ჰარტი უარყოფს ბაბუას მოსაზრებას ოდრის მომავალზე, 15 წლის შემდეგ გამოჩნდება რომ ოდრი სწორედ ისეთი გოგო დადგება, როგორიც მისმა ბაბუამ იწინასწარმეტყველა.



15 წლის შემდეგ ოდრი ჩაცმულია შავებში, სახეზე უსვია ბევრი მაკიაჟი. მარტინ ჰარტმა, საკუთარ ქალიშვილ ოდრის სწორედ მაშინ შეუსწრო სატვირთო ავტომობილში, როდესაც იგი სექსუალურ კავშირს ამყარდებდა ორ უცნობ მამაკაცთან.

სწორედ ეს ტრანსფორმაცია უმანკო ბავშვიდან გარყვნილ თინეიჯერამდე ცხადჰყოფს, რომ ოკულტური ელიტა ყოველთვის აღწევს თავის მიზანს და გავლენას ახდენს მასებზე. მიუხედავად იმისა ოდრი არ გახლავთ ელიტის ოკულტური რიტუალის პირდაპირ ადრესატი, ის არადაპირდაპირი გზებით მაინც ელიტის მიზნების მსხვერპლი ხდება.


სპირალი - ოკულტური ელიტის ნიშანი


გამოძიების მიმდინარეობისას დეტექტივები გაიგებენ, რომ არსებობს ე.წ. "მდიდარ კაცთა"დაჯგუფება, რომელიც ბავშვებს მსხვერპლად სწირავს. ასევე დეტექტივები იგებენ იმ მითს, რომელიც ამ დაჯგუფების საქმიანობას ასახავს: "არის ერთი ადგილი ქვემო-სამხრეთში სადაც ეს მდიდარი კაცები მიდიან და ეშმაკს თაყვანს სცემენ. ისინი მსხვეპლად სწირავენ ბავშვებს. ქალებს და ბავშვებს ისინი აწამებენ ადგილებში რომლებსაც "კარკოზა" ჰქვია და ამას "ყვითელი მეფისთვის" (Yellow King) აკეთებენ . სწორედ ამ ტყეებში არის საოცრად კარგი ადგილი იმისთვის, რათა თაყვანის სცე ეშმაკს, ასევე საკმაოდ მოსახერხებელი ადგილებია რიტუალური მკვლელობების აღსასრულებლად. ამ დაჯგუფების ნიშანი კი - სპირალია".

გამომძიებლები მალე ადგენენ, თუ ვინ დგას ამ რიტუალების უკან - ეს გახლავთ ერთერთი ყველაზე გავლენიანი ოჯახი ლუიზიანაში - ტუტლების ოჯახი. კოული მალევე გამოარკვევს რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი გუბერნატორია, მეორე წევრი კი ეკლესიას მართავს. სწორედ აქედან ჩანს რომ ტუტლების ოჯახი ხელმძღვანელობს ორივე სფეროს ლუიზიანაში - პოლიტიკასაც და რელიგიასაც.



როდესაც დეტექტივები გაიგებენ, რომ ტუტლების ოჯახი ნამდვილად არის გატაცებული რიტუალების ჩატარებით, კოული ამ ოჯახის გენეოლოგიური ხის აწყობას შეუდგება.



მას შემდეგ, რაც გამომძიებლები დაიჭერენ რიტუალურ მკვლელობაში ეჭვმიტანილს, მომდევნო სცენაში ვიდეოკამერა ავისმომასწავლებლად ფოკუსირდება მარტოხელა ხეზე - სწორედ ეს ხე წარმოადგენს იმ ოჯახის გენეოლოგიას რომელიც მართავს ლუიზიანას.

დეტექტივები გამოიძიებენ იმასაც, რომ ტუტლების ოჯახი პასუხისმგებელია უამრავი ბავშვის გატაცებასა და გაუჩინარებაზე. ოჯახი ძალიან მდიდარი და გავლენიანია, სწორედ ამიტომაც დუმს ადგილობრივი მედია და სასამართლო ხელისუფლება. კოულმა ასევე გამოარკვია, რომ ოჯახი დაკავებულია ვუდუს კერძო სახეობით რომელიც აღრეულია კლასიკურ სატანისტურ რიტუალებში. ტუტლების ოჯახის ძალაუფლება ვრცელდება მხოლოდ ლუიზიანაში და სავარაუდოდ ისინი იმ ოკულტური ელიტის ნაწილს წარმოადგენენ, რომელიც მთელს მსოფლიოს მართავს.

სატანური რიტუალები, წამება, გონების კონტროლი წარმოადგენს ოკულტური ელიტის ბნელ მიზნებს.


რეალური დოკუმენტი, რომელიც FBI-ის კუთვნილება გახლავთ, ასახავს ბავშვთა წამებას და ამ დროს გამოყენებულ სიმბოლოებს.




კარკოსაში (ადგილი აშშ-ში - ავტ.) ჩონჩხზე გამოსახული სპირალი


"ნამდვილ დეტექტივში" სპირალური რიტუალები შთაგონებულია სამეცნიერო ფანტასტიკიდან. უმეტესად კი ერთერთი ცნობილი ავტორის, კონკრეტულად ლოვეკრაფტის ნაწარმოებებიდან.


მითოლოგია


სერიალში ყველა მსხვერპლშეწირვა ხდება "ყვითელი მეფის" (Yellow King) მიმართ. მითოლოგია რომელიც ავსებს და ავითარებს სპირალურ დაჯგუფებას უმეტესად გადმოტანილია სამეცნიერო ფანტასტიკიდან. მაგალითად, რობერტ ჩემბერის ლიტერატურიდან. კონკრეტულად კი მისი ნაწარმოებიდან "ყვითლად შემოსილი მეფე" (The King In Yellow). სწორედ ეს ორი მწერალი, ჩემბერსი და ლოვეკრაფტი იყენებდა ასევე ტერმინ კარკოზას, ანუ იმ დაკარგულ ადგილს, სადაც სერიალში "ყვითელ მეფეს" მსხვერპლს სწირავენ.

საინტერესოა რატომ არის მთელ სერიალში გამეფებული სიმბოლოები, რომლებიც ლოვკრაფტის ლიტერატურიდან არის გადმოტანილი? პასუხი საკმაოდ მარტივია, - ლოვეკრაფტის ნაწარმოებები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ოკულტურ საზოგადოებებში.

H.P. Lovecraft - ლოვკრაფტი (მწერალი, ჟანრი: სამეცნიერო ფანტასტიკა). ლოვეკრაფტის ნაწარმოები "Cthulhu Mythos" ("კტულხუს მითები") ერთ-ერთი ყველაზე ათეისტურ-ფანტასტიკური ნაწარმოებია. ამ უკანასკნელმა საკმაოდ დიდი პოპულარობა და გავლენა მოიპოვა ოკულტურ წრეებში. თუნდაც ავიღოთ ანტონ ლავეის წიგნი "სატანური რიტუალები", რომელშიც წიგნის ავტორი ერთ-ერთ თავს სახელად "ლოვეკრაფტის მეტაფიზიკა" პირდაპირ უძღვნის ლოვეკრაფტს .

უშუალოდ ლოვეკრაფტის შთაგონების წყარო უცნობია. მას საკმაოდ დეტალურადა აქვს აღწერილი ის რიტუალები, რომლებიც, ოკულტური საზოგადოების აზრით, ადამიანს "უცნობ ძალთა" წვდომის შესაძლებლობას უხსნის. ლოვკრაფტის წიგნში Cthulhu Mythos-ში რიტუალების ჩატარების დროს, როდესაც წარმოითქმებოდა ფრაზა - "ადიდეთ სატანა", ბნელი ძალები იღვიძებდნენ და სადარაჯოზე გამოდიოდნენ" (დენის ქვინი. წიგნი: ორაკულების კულტი : ლოვკრაფტი რელიგიური მემკვიდრეობა).

კენეტ გრანტი, ოკულტისტი, რომელიც ალისტერ კროულის საიდუმლო საზოგადოების გამოჩენილი წევრი გახლდათ, თავის ნაწარმოებებში ლოვეკრაფტის მიერ გადმოცემული რიტუალების სიდიადეზე წერდა: "ცნობილია რომ ლოვეკრაფტი რიტუალურ შთაგონებას სიზმრებიდან იღებდა, აქედან გამომდინარე, საკვირველია როგორ გამართულად და გენიალურად აღწერდა ის ოკულტურ რიტუალებს. აშკარაა, რომ ლოვკრაფტი დაჯილდეობულია ამგვარი შესაძლებლობებით, ამიტომაც საჭიროა ვადიდოთ და ვაღიაროთ მისი სახელი". ლოვკრაფტის ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობს ასევე სატანურ საზოგადოებებში და არაერთხელ გვხვდება სატანურ რიტუალებში.



ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, რეჯი ლოდოქსი ზურზე ატარებს პენტაგრამას, რომელშიც გამოსახულია ბაფომეტის სახე - სატანისტური ეკლესიის სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ დეტექტივები დაიჭირენ და შემდეგ მოკლავენ პირველ ეჭვმიტანილს რეჯი ლოდოქსს, ისინი მიხვდებიან, რომ მკვლელობები მაინც გრძელდება. სერიალის ბოლოს. როდესაც უკვე ყველა ბრალდება ეროლ ჩილდრესზე გადადის, კოული ხვდება, რომ რეალურად მათ ნამდვილი დამნაშავე ჯერაც არ შეუპყრიათ.


ეროლ ჩილდრესი


გამოძიების მიმდინარეობისას დეტექტივები შეიტყობენ, რომ ტუტლების ოჯახის ერთ-ერთ წევრს დიასახლისისგან ჰყავს შვილები. ერთ-ერთი მათგანია ეროლ ჩილდრესი, რომელსაც საკმაოდ ცუდად ეპყრობოდნენ ბავშვობაში. რეალურად კი ეროლის ცხოვრება, მისი საქციელი, მისი საუბარი მიუთითებს მხოლოდ იმაზე რომ იგი გახლავთ სატანური რიტუალების ამსრულებელი და შესაბამისად რიტუალური მკვლელობების ჩამდენი.



ეროლს სახეზე აქვს ნაიარევი, რომელიც ადასტურებს რომ პატარაობაში მას ოჯახში საკმაოდ ცუდად ეპყრობოდნენ




ამ ძალიან საინტერესო სცენიდან ვიგებთ, რომ ეროლს ზურგზე ამომწვარი აქვს სპირალისებრი სიმბოლო. სწორედ აქედან ვიგებთ, რომ ოკულტურ "კლუბში" ის არ გახლავთ მთავარი ფიგურა, ის მხოლოდ მათ დავალებებს ასრულებს. ის უფრო ოკულტური ელიტის ტრავმირებული მსხერპლია.



სერიალის ბოლოს ეროლი შემზარავად იძახის შემდეგ ფრაზას: "ჩემი ოჯახი აქ იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში". შემდეგ კი აგრძელებს გაზონის გათიბვას სპირალისებურ ფორმაში. ამ ყველაფერს სიმბოლური დატვირთვა აქვს. ოკულტური ელიტა ყველაფერს ძალიან ნათლად აკეთებს. ასე რომ შეუიარაღებელ თვალსაც კი შეუძლია მათი საქმეების დანახვა. ეს ასევე გვიჩვენებს თუ როგორ არის შეპყრობილი და დაპროგრამებული ეროლი ამ სიმბოლოთი.

არაპირდაპირ მაგრამ მაინც, სერიალი გადაკვრით გვაჩვენებს, რომ ეროლი ოკულტური საზოგადოების მსხვერპლია. ამის დასტურად მოგვყავს რამდენიმე მაგალითი: პირველ რიგში ის, რომ ეროლი ლაპარაკობს განსაკუთრებული აქცენტით - კლასიკური სიმპტომი ადამიანისა რომელსაც აქვს პიროვნების გაორება. ზოგ შემთხვევაში ეროლი ლაპარაკობს მკვეთრი ლუიზიანური აქცენტით, ხოლო მეორე შემთხვევაში ის უპრობლემოდ ახერხებს ბრიტანული აქცენტით საუბარსაც. ასევე მრავლისმეტყველია მისი სახლი.



ეროლის სახლის სასვეა თოჯინებით (რომელთა უმეტესობას თავი აღარა აქვს). უამრავი თოჯინა ერთად ჟრუანტელს ჰგვრის მაყურებელს, გარდა ამისა, ეს გახლავთ კლასიკური სიმბოლო იმისა რომ ამ კონკრეტულ პერსონაჟს აქვს გაორება.



სერიალის დასაწყისი ნაწილის კადრში ჩანს ტელეფონი რომელზეც გამოსახულია ბავშვის სახე (სხვათაშორს ასეთი ტელეფონი აქვს ეროლს). ეს სიმბოლურად ადასტურებს იმას რომ კონკრეტული პირი იმ სპირალის მსხვეპლია რომელიც ძლიერ მოქმედებს მის ცნობიერებაზე.

მიუხედავად იმისა, ეროლის მამა ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანია მთელს ლუიზიანაში, ის მაინც საკმაოდ ბინძურ, საზიზღარ ქოხში ცხოვრობს საკუთარ ნახევარდასთან ერთად. აქედანაც ჩანს, რომ ის კი არ არის ელიტის ნაწილი, მხოლოდ ელიტის მიერ შექმნილი "პროდუქტი გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ ის ნამდვილად "ცუდი ბიჭია" მთელი სერიალის განმავლობაში, მაინც ჩანს, რომ ეროლი ოდენ ელიტის მსხვეპლია. აღსანიშნავია რომ ადამიანებიც რომლებიც ტუტლების ოჯახთან მუშაობდნენ ამ ოკულტური ელიტის მსხვეპლნი გახდნენ.



როდესაც დეტექტივები ეწვევიან ტუტლების ოჯახის ყოფილ მოახლეს, დოლორეს ჯექსონს, დასაკითხად ის საკუთარი ქცევითაც ადასტურებს, რომ ამ ოკულტური ელიტის მსხვეპლია“.

მიუხედავად იმისა, რომ ტუტლებიდან წამოსვლის შემდეგ დოლორესი მენტალურად ავად გახდა და საკმაოდ უკონტაქტო შეიქმნა, ის აღფრთოვანებით ათვალიერებს კოულის მიერ შეთავაზებულ სურათებს, რომელზეც "ეშმაკის ბადეებია გამოსახული. შემდეგ კი იძახის ფრაზას:

"იცი კარკოზა? ის ვინც შთანთქვას დროს. ის არის ქარი შეუცნობელი ხმისა. გახალისდი. სიკვდილი არ არის ყველაფრის დასასრული".

ნათელია, რომ ნამდვილი დამნაშავეები, რომლებიც სიმბოლური სპირალის მიღმა დგანან, ვერ იქნენ გამოვლენილნი ან დაკავებულნი. სერიალის პირველი სეზონი ოკულტური ელიტისადმი მიძღვნის ყველა ფილმივით მთავრდება: მისი მსხვეპლი, რომელიც ელიტის სურვილს ახმოვანებს, საბოლოოდ წაიქცევა და გამოძიებას დანებდება, რა დროსაც ოკულტური ელიტის ნამდვილი წევრები მიუწვდომლები რჩებიან.

როცა საბოლოოდ დეტექტივები ეროლს იპოვნიან და მოჰკლავენ, გამომძიებლებს საავადმყოფოში გააგზავნიან ჭრილობებზე სამკურნალოდ. სწორედ ამ მომენტში საინფორმაციო გამოშვებაში ისმის ასეთი ფრაზა:
"შტატის გენერალური პროკურორი და FBI უარყოფენ ჭორებს თითქოსდა ტუტლების ოჯახს რამენაირი კავშირი ჰქონდეს ამ რიტუალურ მკვლელობებთან".

ინფორმაციის ეს მცირედი ნაწილი ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ გენერალური პროკურორი, FBI და ასევე ლოკალური მედია ამ სიმბოლური სპირალის ნაწილია, რადგან ის ახერხებს სოციუმის დეზინფორმაციას.


რასტი კოული ეუბნება მის კოლეგა მარტინ ჰართს, რომ მიუხედავად ეროლის მოკვლისა მათი საქმე არაა შესრულებული.

"ტუტლები, აი ის კაცი ვიდეოში... ჩვენ ყველა არ აგვიყვანია".


რაზეც მარტინ ჰარტი მიუგებს: "ჩვენ ვერასდროს დავიჭერთ მთავარ დამნაშავეებს... ასეა მოწყობილი დღევანდელი სამყარო, ჩვენ ჩვენი უკვე დავიჭირეთ".


ფრაზა - "ასე მოწყობილი დღევანდელი სამყარო" - პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ოკულტურ მმართველ ელიტას ვერასდროს ვერავინ დაიჭერს და ვერც შეეხება. ხოლო ფრაზა "ჩვენ ჩვენი უკვე დავიჭირეთ" მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოება მხოლოდ ოკულტური საზოგადოების მიერ "გაწირულ მსხვეპლს", ე. წ. "განტევების ვაცებს" ასამართლებს.


დასკვნა


სერიალი "ნამდვილი დეტექტივი“-ს დასასრულმა გამოიწვია განუწყვეტელი დისკუსია, სადაც განიხილავდნენ უამრავ თეორიას რიტუალურ მკვლელობათა შესახებ. მიუხედავად ამისა სერიალს აქვს ერთი ურყევი მესიჯი, რომელიც გადმოცემულია თითოეულ სერიაში. კერძოდ, ეს სერიალი მოგვითხრობს სოციუმსა და იმ ელიტაზე რომელიც ამ სოციუმს მართავს; ასევე იმ შავბნელ ძალებზე რომლებიც გავლენას ახდნენ სოციუმის ქცევაზე. ეს ყველაფერი ეხება ფსიქოსფეროს.

მეგა რიტუალების დახმარებით, რომლის გატანასაც საზოგადოების დასანახად ელიტა მასმედიის გამოყენებით ახერხებს, მმართველ ოკულტურ ელიტას სურს საზოგადოებაში დათესოს შოკი და შიში, რათა თავგზა აუბნიოს სოციუმს.

მიუხედავად ამისა, სერიალის პირველი სეზონის ბოლოს რასტი კოულს აქვს "გამოცხადება". იგი ხედავს შუქს რომლის ბოლოშიც მისი გარდაცვლილი ქალიშვილი ელოდება. რასტი კოული აცნობიერებს, რომ მატერიალური სამყაროს მიღმა არსებობს უხილავი სამყაროც, სადაც განსხვავებული სიტუაციაა. თუკი მატერიალურ სამყაროს სადისტური სურვილებით შეპყრობილი ელიტა მართავს, ამ სამყაროს მიღმა არსებობს სხვა ცხოვრება, სადაც მათ არანაირი ძალა არ გააჩნიათ.



წყარო: vigilantcitizen.com

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/eiTwymkdOBA" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

გავაანალიზოთ მისი ვიდეოკლიპები


Lady Gaga
-ს ყველა ვიდეოკლიპი (გამონაკლისის გარეშე) შეიცავს ოკულტურ სიმბოლიკას ან მათზე მინიშნებას. მოდი გავერკვეთ მისი კლიპების ისტორიაში.

Paparazzi: ეს ვიდეო გადატვირთულია სიმბოლიზმით, მაგრამ ჩვენ ყურადღებას შევაჩერებთ სიუჟეტის ბირთვზე. ეს არის Lady Gaga-ს დაცემისა და მწვერვალზე აღსვლის აღწერა, რომელმაც ამ პროცესის გავლით მნიშვნელოვანი მეტამორფოზები განიცადა.

კედლები შესრულებულია საჭადრაკო დაფის სტილში (მასონური სიმბოლო), ლოგინის თავზე დაკიდულია ბაფომეტის თავი.



მოქმედება შემდეგ აივანზე გადადის, საიდნაც ლედი გაგას ახალგაზრდა კაცი გადმოაგდებს. დაცემის დროს გამოიყენება ჰიპნოტური ფონი დახვეული სპირალებით, რომელიც წარმოადგენს ან მის გარდასახვას, ან კიდევ ცნობიერებაზე ჰიპნოტური კონტროლის სიმბოლოს.



მოქმედება შემდეგ აივანზე გადადის, საიდნაც ლედი გაგას ახალგაზრდა კაცი გადმოაგდებს. დაცემის დროს გამოიყენება ჰიპნოტური ფონი დახვეული სპირალებით, რომელიც წარმოადგენს ან მის გარდასახვას, ან კიდევ ცნობიერებაზე ჰიპნოტური კონტროლის სიმბოლოს.

საბოლოო მიზანი ეს არის აღზევება, შეხვედრა თავის ახალგაზრდა მეგობართან და შურისძიება. მაგრამ ეს არის არა გაცნობიერებული შურისძიება, არამედ მთელი პროცესი გარდასახული ლედი გაგას შურისძიებისა, რომელსაც გარეგანი ნება აკონტროლებს. მოკლედ, ეს პროექტ "მონარქზე" პირდაპირი მინიშნებაა.

________________________________

1. "ინსაიდერი" (ინგლ. insider) - ადამიანთა გარკვეული ჯგუფის წევრი, რომლისთვისაც მისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის მიუწვდომელი ინფორმაცია. ტერმინი გამოიყენება კონტექსტში, რომელიც დაკავშირებულია საიდუმლო, დაფარული ან რაიმე გასაიდუმლოებულ ინფორმაციასთან ან ცოდნასთან; ინსაიდერი - ეს არის ადამიანთა ჯგუფის წევრი, რომელსაც გააჩნია ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ ამ ჯგუფს გააჩნია.

მასალა მომზადებულია ინტერნეტ წყაროების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню