ხელოვნება - მაიკლ ჯეკსონი ილუმინატების წინააღმდეგ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

მაიკლ ჯეკსონი ილუმინატების წინააღმდეგ?!

მაიკლ ჯოზეფ ჯეკსონი

ჩვენ ზუსტად არ ვიცით, იყვნენ თუ არა მაიკლ ჯეკსონი და ილუმინატები ერთმანეთის მოკავშირეები ან მტრები. მაგრამ მოდი განვიხილოთ ვერსია - მაიკლ ჯეკსონი ილუმინატების წინააღმდეგ.

ილუმინატები - ეს არის უძველესი საიდუმლო ორგანიზაცია, რომლის წევრები, როგორც ამბობენ, მსოფლიოს მართავენ.

აკადემიური ისტორია მიიჩნევს, რომ ილუმინატების ორდენი ჩამოყალიბდა 1776 წლის 1 მაისს. თუმცა არის თეორიები, რომ სინამდვილეში ილუმინატების ისტორია ბევრად უფრო ძველია.

ილუმინატები იყენებდნენ (და იყენებენ) მასონურ სიმბოლიკასა და ტრადიციას, და მრავალ მასონსაც კი საკუთარ მხარეს იბირებენ.

მასონთა ლოზუნგია: "თავისუფლება, ძმობა, თაანსწორობა". მიზანი - კაცობრიობის სრულყოფა და გაკეთილშობილება (ცხადია, ეს არის გარეგნული შირმა, რომლის უკან დგას ოკულტურ-გნოსტიკური შინაარსი - რედ.). ილუმინატებიც იგივეს ამბობენ. მეტად მომხიბლავია, არა?

ილუმინატები არასოდეს ღიად არ ეწეოდნენ თავიანთი ორგანიზაციისაკენ ვინმეს გადმობირების კამპანიას. "ახალმოქცეული" ილუმინატი იწყებდა მონაწილეობას ვიწრო წრეებში, რომელიც განმანათლებლობასა და ფილოსოფიას ეძღვნებოდა. მოცემულ ეტაპზე ორდენის მიზანი და მეთოდები არ ხმაურდებოდა. ინიციაციის ყოველ ახალ ეტაპთან ერთად, ორდენის წევრს ეხსნებოდა სულ უფრო მეტი სიმართლე ორდენის ნამდვილ მიზნებთან და საშუალებებთან დაკავშირებით.

შეიძლებოდა თუ არა ილუმინატებს გვერდი ჩაევლოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და სახელგანთქმული მსახიობისთვის, რომელსაც ესოდენი ზეგავლენა გააჩნდა ადამიანებზე? არსებობს თეორია, რომ მუსიკალური ინდუსტრიის მეშვეობით ილუმინატები ცდილობენ დედამიწის მოსახლეობის ცნობიერებაზე ზემოქმედებას.



ყველა ეს საიდუმლო ორგანიზაცია გაჟღენთილია სიმბოლიკით, ყოველგვარი საიდუმლოებებით, გამოცანებით, შიფრებით, გასაღებებით და ა. შ. ეს ხომ ესოდენ რომანტიული და წარმტაცია. მაიკლიც ყოველივე ამან ძლიერ გაიტაცა.

მაგრამ ნამდვილად ასეთია თუ არა ილუმინატების ჭეშმარიტი მიზნები?

ამბობენ, რომ თავიანთი საბოლოო მიზნების მისაღწევად ილუმინატებს თავიანთ პრიორიტეტებად მიაჩნიად შემდეგი პუნქტები:

- აშშ-ს მთელი საგარეო და საშინაო პოლიტიკის კონტროლი;

- ეროვნული თვითშეგნებისა და ღირსების განადგურება მსოფლიოს ყველა ხალხებში;

- ყველა რელიგიის, განსაკუთრებით კი ქრისტეანობის განადგურება;

- რელიგიური ექსტრემიზმის გავრცელება;

- მსოფლიო ეკონომიკის საყოველთაო კრიზისი;

- საყოველთაო პოლიტიკური ქაოსი;

- პოლიტიკური აგენტების ჩანერგვა ყველა მთავრობაში და იმგვარი საქმიანობის წარმოება, რომელიც მიმართული იქნება ამ მთავრობების სუვერენული მთლიანობი დანგრევისა და განადგურებისკენ.

შესაძლოა თუ არა მაიკლ ჯეკსონს შეეტყო ილუმინატთა ჭეშმარიტი მიზნების შესახებ, გამოსულიყო მათი კონტროლიდან და წასულიყო მათ წინააღმდეგ?

1991 წელი - გამოდის ალბომი DANGEROUS.



1993 წელი - პირველი გაფრთხილება მაიკლისთვის? ცდილობენ მას მიუთითონ მისი ადგილი, რათა არ დაავიწყდეს ვინ არის?

შეისმინა თუ არა მაიკლმა ეს გაფრთხილება?

1995 წელი: ამბობენ, რომ სიმღერა "They don’t really care about us" ("ისინი სულაც არ ზრუნავენ ჩვენზე") დაწერილია ილუმინატების შესახებ (რატომ არის კედელზე ამდენი ტელემონიტორი, რისი სიმბოლოა ეს - ყოვლისმხედველი თვალის ხომ არა?)

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/t1pqi8vjTLY" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ეს კლიპი - "TDCAU" (They don’t really care about us) - MTV USA-მ და VH-L-მა საერთოდ აკრძალეს.

2001 წლის 10 სექტემბერი.

მაიკლ ჯეკსონის კონცერტი Madison Square Garden-ში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის (World Trade Center) გვერდით. ახლო-მახლო ქუჩები პოლიციის მიერ გადაკეტილია.

8 საათის შემდეგ კი...

2001 წლის 11 სექტემბერი...



შესაძლოა, სწორედ ქუჩების გადაკეტვამ მისცა შესაძლებლობა ჩუმად და უხმაუროდ დაემონტაჟებინათ ცათამბჯენების საძირკვლებში ასაფეთქებელი მოწყობილობები. ბომბების არსებობა ოფიციალური ვერსიით უარყოფილია, მაგრამ მრავალმა ჟურნალისტმა მშენებლებისა და სპეციალისტების მოწვევის შედეგად დაამტკიცა, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტისას მსოფლიო სავაჭრო ცენტრები სწორედაც რომ ააფეთქეს...

11 სექტემბრის შემდეგ მაიკლ ჯეკსონს არ ჰქონია სრულფასოვანი კონცერტები!

2001 წლის 11 სექტემბრის ტექრაქტების შემდეგ მაიკლ ჯეკსონმა შეჰკრიბა მსახიობები საქველმოქმედო კამპანიისთვის, რათა მხარი დაეჭირა ტრაგედიის მსხვერპლთა და მათი ოჯახებისთვის, მან დაგეგმილი სინგლის What more can I give ("კიდევ რა შემიძლია მოგცე")?

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/8uuUgsTY148" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

სინგლის ჩაწერა დასრულდა 2001 წლის 19 ოქტომბერს.

Sony-მ ყოველგვარ მიზეზისა და განმარტების გარეშე შეცვალა სინგლის დაგეგმილი გამოშვება, და მეტიც, ხელს უშლიდა მაიკლსა და ჩანაწერის სხვა მონაწილეებს მის გავრცელებაში.

კიდევ ერთი გაფრთხილება?

მაიკლი ისევ "თვითნებობს" და თავისას აკეთებს?

2003 წელი: მაიკლს პედოფილიაში ადანაშაულებენ.

2005 წელი: მაკლი სრულიად გაამართლეს, მაგრამ მისი რეპუტაცია და კარიერა განადგურებულია.

2007 წელი: ლას ვეგასი. მაიკლ ჯეკსონის და კენი ორტეგას საიდუმლო გეგმიური თათბირი მთელ რიგ ცნობილ მილიარდერებთან ერთად, თუნდაც ისეთებთან, როგორებიც არიან: Simon Cowell, Simon Fuller, Steve_Wynn, Jack Wishna და, როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, с Robert F X Sillerman-თან და Guy Laliberti-სთან ერთად.

თათბირის ძირითადი მიზანი:

დაუბრუნდეს მაიკლ ჯეკსონს "პოპ-მუსიკის მეფის" სტატუსი!

ჩვენ არ ვიცით, არიან თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები მასონები ან ილუმინატები. მაგრამ Simon Cowell-ი მასონურ სიმბოლიკას რომ იყენებს, ეს ცნობილია.



Simon Cowell-


ეს მხოლოდ თეორიაა, მაგრამ ხომ არ გადაწყვიტა მაიკლმა მასონთა მხარდაჭერა მიეღო ილუმინატთა წინააღმდეგ და გათავისუფლებულიყო ამ უკანასკნელთაგან? (თუ ეს ასეა, მაშინ ეს ძალზედ გულუბრყვილო გადაწყვეტილება იქნებოდა).

ცამეტ ყველაზე მძლავრ ილუმინატურ ოჯახებს შორის ითვლებიან: ასტორები, ბუნდები, კოლინზები, დიუპონები, ფრიმეკები, კენედი, ლი, ონასისები, როკფელერები, როტშილდები, რასელები, ვან დუინები და მეროვინგები - ყველა ესენი ევროპული, სამეფო გვარებია. ამ მწვერვალთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ოთხი ოჯახი: რეინოლდსები, დისნეები, კრუპები და მაკდონალდსები.

მათი გეგმის განხორციელების საშუალებას წარმოადგენს საიდუმლო საზოგადოებათა ქსელის გავრცელება, რომლებიც მათი ტრანსნაციონალური პრინციპებით არის აგებული.

ოპერატიული შტაბ-ბინები იმყოფება ევროპაში, კერძოდ: რომში, ლონდონში, პარიზში, ბრიუსელსა და ბერლინში.

ამ ბირთვს უწოდებენ "ობობას", ვისი ქსელიც მთელს პლანეტას არის მოდებული.

ყოველ ქვეყანაში არსებობს საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც "ობობას" ქსელს ეკუთვნის. მათი ამოცანაა თავიანთ ქვეყნებში პოლიტიკის, ფინანსების, ეკონომიკის, არმიის, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების, მედიცინის და ა. შ. გაკონტროლება და ამ ქვეყნების ადგილობრივ ცხოვრებაში "ობობას" მიერ ნაბრძანები გენერალური გეგმის გატარება.



მაიკლმა მაინც მოახერხა თავი დაეღწია "ობობას" მჭიდრო საცეცებისგან?

ბოლო თვეების განმავლობაში მაიკლი თავის გარემოცვაში ყველას აძლევდა გარკვულ ნიშანს...



ინტერნეტ წყაროების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню