ხელოვნება - მაიმუნების პლანეტა, ანუ როგორ უყურებს ცივილიზებული სამყარო დანარჩენებს - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

მაიმუნების პლანეტა

ანუ

როგორ უყურებს ცივილიზებული სამყარო დანარჩენებს

მაიმუნების პლანეტა

ჯოჯოხეთური ვირუსი თუ გამოვარდება ლაბორატორიიდან და მოკლავს თქვენი თანამემამულეების 99%-ს - არ იდარდოთ. გაეცანით სხვა გადარჩენილებს და მოაწესრიგეთ ყოფიერება. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, მოიმარაგეთ საწვავი. შემდეგ შეაგროვეთ ჯინსები და კონსერვები. მესამე, რაც უნდა ქნათ, დააგროვეთ წამლები.

ამითი ყოფითი პრობლემები მოწესრიგებულია, ახლა კი შეიძლება შეუდგენთ ნორმალურ ადამიანურ ცხოვრებას - ანუ გაემართოთ ჯიპით ნებისმიერი მიმართულებით ბენზინის, სურსათ-სანოვაგისა და წამლების მარაგის შესავსებად. ხოლო თუ თქვენს მარაგს თვალი დაადგეს ვიღაც ველურებმა - მოიმარჯვეთ იარაღი. რადგან ისინი, თქვენგან, ანუ საწვავის, კონსერვებისა და ტანისამოსის ცივილიზებული მაძიებლებისგან განსხვავებით, ველურები არიან.



ასეთია ფილმის "მაიმუნების პლანეტა: რევოლუცია" მთავარი არსი. თუ გაინტერესებთ რატომ არის ეს ფილმი უკიდურესად მძაფრი თანამედროვეობისთვის - მოდი ვისაუბროთ.

მაგრამ, თავიდან მოკლედ ჩამოვაყალიბოთ ფილმის სიუჟეტი.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/qBUK5BQd1X8" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

გავიდა ათი წელი ეპიდემიიდან, რომელმაც კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ამოწყვიტა. უცებ ყველაფერი გაველურდა და გატყიურდა. თუმცა, ცივილიზაციის კუნძულები აქა იქ მაინც დარჩა.

ერთ-ერთი ასეთი კუნძულია - სან-ფრანცისკოს ცალკე აღებულ დიდ შენობაში განთავსებული ათასობით მოქალაქე. ისინი ატარებენ სუფთა ტანისამოსს თავიანთი მარაგიდან, იკვებებიან მათივე მარაგიდან, მკურნალობენ მათივე მარაგიდან, უცნოებია რითი არიან დასაქმებულნი და დრო და დრო საშოვარზე ჯიპებით გამოდიან.

მაგრამ, მათ ერთი პრობლემა აქვთ: მოახლოვებულია ენერგეტიკული კრიზისი, "საწვავის მარაგი იწურება!" - ტრაგიკულად აცხადებენ ისინი და ცდილობენ მცირე ჰიდრო ენერგო სადგურის ამუშავებას, რომელიც ქალაქიდან მოშორებით, გატყიურებულ ადგილზე მდებარეობს.

როდესაც მთებს მიაშურებენ, სადაც ჰიდრო ელექტრო სადგური იმყოფება, იქ აღმოაჩენენ ნახევრადგონიერი მაიმუნების ჯოგს, რომლებიც შუბებით შეიარაღებულან. მათ (მაიმუნებს, და არა ადამიანებს) მართავს კეთილგონიერი ბელადი სახელად კეისარი, ამერიკელი პროფესორის ექს-აღზრდილი, რეზერვაციებში მშვიდობიანი ცხოვრების მომხრე, რომელიც ცდილობს ხელი არ შეუშალოს ადამიანთ. მაგრამ ვაი რომ მას ჰყავს სულაც საწინააღმდეგო ხასიათისა და მიზნების მქონე თანაშემწე სახელად კობა (ყოველგვარი ხუმრობის გარეშე - ამ მაიმუნს ასეთი სახელი ჰქვია).



კობა წარსულში ადამიანთა იმ საშენის პატიმარი გახლდათ, რომელიც ძალიან წააგავდა გუანტანამოს საპატიმროს. მაიმუნი-ექსტრემისტი აწყობს პროვოკაციას, მიიტაცებს იარაღის საწყობს და ომს გააჩაღებს. მას მთელი "მშვენებით" გვიჩვენებენ მომდევნო ფილმში.



მოკლედ: მაიმუნების ეს "ახალი პლანეტა" - საკმაოდ აქტუალური სურათია არა იმიტომ, რომ დასავლელი მაყურებლის ყურადღებას რაიმე საჭირბოროტო პრობლემას მიაპყრობს (არა, სულაც არა). არამედ იმიტომ, რომ ის თვითონ არის აქტუალური პრობლემა. ფილმი იდეალურად ასახავს პოსტინდუსტრიული სახელმწიფოს თანამედროვე მოქალაქის მსოფლმხედველობას. დარწმუნებული ვარ, რომ ფილმის შემქმნელებს ეს შემთხვევით როდი მოსვლიათ: უბრალოდ ისინი სწორედ ასე ფიქრობენ.

ამიტომაც არის ღირებულია "ნამდვილ ადამიანთა" ქცევის არქეტიპები, რომელთაც ფილმში ვხედავთ.

რას მოიფიქრებდნენ განუვითარებელი, უბრალო ინდუსტრიული სახელმწიფოს მცხოვრებნი, ასეთ კატაკლიზმებს რომ გადარჩენილიყვნენ?

დიახ, სწორია: უპირველეს ყოვლისა - მოაწესრიგებდნენ სოფლის მეურნეობასა და მრეწველობას. დაამუშავებდნენ მიწას, აამუშავებდნენ მანუფაქტურებს, მოქსოვდნენ ტანისამოსს და შეკერავდნენ ფეხსაცმელებს. დაახარისხებდნენ ბიბლიოთეკებს. მოაწესრიგებდნენ თუნდაც მინიმალურ ფარმაცევტიკას. თავიანთ ჯიპებს გადაიყვანდნენ აირ-გენერატორებზე - ირგვლივ ხომ ყველაფერი გატყიურებულია.

და ასე, ათი წლის შემდეგ მათ ექნებოდათ აგრარული მიმართულების სრულიად ნორმალური ქალაქი, რომელშიც ყოველ მრავალშვილიან ოჯახს ექნებოდა დამხმარე მეურნეობა, იმუშავებდა სკოლა, ახალგაზრდა მექანიკოსები და მუშები საღამოობით სამსახურიდან დაღლილები დაბრუნდებოდნენ. და მათ უკვე დიდი ხნის წინათ ექნებოდათ მოწესრიგებული რადიოკავშირი ცივილიზაციის სხვა კუნძულებთან. და ა. შ.



მაგრამ არა. "მაიმუნების პლანეტის" პოსტინდუსტრიული ადამიანი თვითონ არაფერს აკეთებს და არაფერს აშენებს. ის ბრიყვივით ზის და ჭამს, რაც მიიტაცა. მისი ცივილიზებული ამბიციების ზღვარი - მოპოვება და კიდევ რაღაცის მოხმარებაა. ისევ საწვავის მომარაგება, კიდევ ელექტროსადგური, ასევე ჯინსები და სხვა. მესამე სამყაროს არარსებობის გამო - ყოველივე ამის მომწოდებლის როლს გარდასული ცივილიზაციის ნარჩენი სიმდიდრე ასრულებს.

ერთ-ერთი თეთრკანიანი ადამიანი (ან ზანგი, ამას მნიშვნელობა არა აქვს) ჩუმი შურით უმზერს ველურ-მაიმუნებს და პირდაპირ ასე მეტყველებს: "ისინი ჩვენზე ძლიერებით არიან, რადგან მათ არც ტანისამოსი სჭირდებათ, არც საწვავი და არც ელექტრობა". ამით თეთრკანიანი ადამიანი პირდაპირ გამოხატავს ფილმის შემქმნელთა სიღრმისეულ იდეას.

მოკლედ, თანამედროვე დასავლელი ობივატელის ცნობიერებაში - ნამდვილი ადამიანი მაიმუნისგან მხოლოდ იმით განირჩევა, რომ მას (ანუ ადამიანს), მაიმუნებისგან განსხვავებით, გადარჩენისთვის უფრო მეტი რესურსები ესაჭიროება; და არა იმით, რომ შეუძლია თვითონვე, საკუთარი ხელებით შექმნას საარსებო გარემო. მოკლედ, ის სრული, კარიკატურული მეგა-ველურია მრავალმხრივად განვითარებული მოთხოვნილებებით.

ცხადია, ცხოვრებისადმი ამგვარი მიდგომიდან გამომდინარე, ომი ადამიანებსა და მაიმუნებს შორის გარდაუვალია და ეს არის ომი უკანასკნელი ბანანისთვის, ანუ ტყვია-წამლისთვის.

აქ მთავარია კიდევ ერთი რამ. მოცემულ სურათში მაიმუნები აშკარად წარმოადგენენ "არადასავლელი" ერების პირობით მეტაფორას (ანუ "მაიმუნები" - ეს ჩვენც ვართ სხვა "არაცივილიზებულ" და "ჩამორჩენილ" ხალხებთან ერთად).

ამგვარი ხალხების ქვეშ კი დასავლური მასაობრივი ცნობიერება გამოჰყოფს ორ სტერეოტიპს:

1) კეთილშობილი ველურები შუბებით, რომლებიც მათთვის გამოყოფილ რეზერვაციებში მშვიდად სხედან ხეებქვეშ და ჰარმონიულად ერწყმიან ბუნებას.

2) უმადური ველურები, რომლებიც შეიარაღებულნი არიან ავტომატებით და ცდილობენ დასავლელი ("ცივილიზებული") ადამიანების გაძარცვას.


"მაიმუნების პლანეტა: რევოლუცია" - პირველი სურათია დასავლურ კინემატოგრაფში, რომელიც პირდაპირ აცხადებს პოსტინდუსტრიული თეთრი ადამიანის მტრებს ცუდ, უვარგის მაიმუნებად. ამასთან კი მათვე ადანაშაულებს მომავალი ომის წამოწყებაში.



მოკლედ, გასაგებია, რომ სცენარისტსა და რეჟისორს თავიანთ ფილმში გლობალური პოლიტიკური მანიფესტები არ შემოუთავაზებიათ. მათ ეს არც სჭირდებათ. მათთვის საკმარისია იყო, მსოფლიოზე სპეციფიკური, "პოსტინდუსტრიული" შეხედულების მატარებელი, რათა ჩვენთვის გასაგები გახდეს, რა საიდან და როგორ მოიპოვება.

როდესაც დღეს ვხედავთ, როგორ იხოცებიან თეთრი ადამიანები "ბოინგებში" და როგორ ადანაშაულებენ ისინი ამ ტრაგედიაში "არაცივილიზებულ" ხალხებს, გასაგები ხდება ამგვარი ფილმების ქვეტექსტიცა და ფარული მინიშნებაც.



სინამდვილეში აქ არ არის არანაირი პირფერობა. უბრალოდ დაღუპული ჰოლანდიელები და ბრიტანელები (ანუ ევროპელები) მათთვის - "ადამიანები" არიან. ხოლო დანარჩენები - ავტომატებით შეიარაღებული "მაიმუნები", რომლებიც უმდიდრეს რესურსებზე მომჯდარან, ასე რომ სჭირდებათ "ადამიანებს" საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

ასეთია მათი ხედვა.

ინერნეტ მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню