ხელოვნება - ლურჯი ვეშაპი - ფატალური თამაში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

ლურჯი ვეშაპი - ფატალური თამაში

თამაში ლურჯი ვეშაპი

წინამდებარე სტატიის თემაა თამაში "ლურჯი ვეშაპი". თუ რა არის ეს და რაშია ამ სასიკვდილო გატაცების არსი დეტალურად შეიტყობთ პირდაპირ ახლა. უპირველეს ყოვლისა, გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ ფაქტს, რომ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში შეიმჩნეოდა ხეშტეგები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ სუიციდალურ გადახრებთან.




"ლურჯი ვეშაპის" ისტორიის შესავალი


უეჭველად, ბოლო დროს მრავალი ადამიანისთვის გახდა ცნობილი, რომ რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში ("ვკონტაქტე") თამაშს "ლურჯი ვეშაპი" გააჩნდა სრულიად მკაფიო სუიციდალური მოტივები. სხვაგვარად ამ თამაშს კიდევ უწოდებდნენ "Тихий Дом"-ს ("ჩუმი სახლი"). ამ საქმეს სერიოზულობას ანიჭებს არა მარტო მასობრიობა, არამედ მომუშავე სქემის გასაოცარი დახვეწილობა.

ზოგიერთი მოქალაქე მიიჩნევს, რომ ლაპარაკია მასობრივ ისტერიაზე. მაგრამ, სტატისტიკის თანახმად, 2016 წელს დაახლოებით 720 ბავშვი გახდა სუიციდალური იდეების საბედისწერო მსხვერპლი. სტატისტიკა ულმობელია, და ეს ფაქტი გვაიძულებს განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდოთ ამ ე. წ. თამაშის საშინელ მოვლენას.


რას წარმოადგენს ლურჯი ვეშაპი?


ახლა მოდი გავარკვიოთ, რას წარმოადგენს ეს "ლურჯი ვეშაპი", და რატომ გვესმის ამ ბოლო დროს ამ თემაზე ამდენი შემაძრწუნებელი ამბავი.

"ლურჯი ვეშაპი" - ეს არის თამაში, რომელიც ვრცელდებოდა სოციალური ქსელებით. როგორც წესი, რუსულ სოციალურ ქსელ "ვკონტაქტეში". არსი ისევე მარტივია, როგორც მისი შემაძრწუნებელი შედეგები. ადამიანი წერს რაღაც მოწოდებას და უმატებს მას შესაბამის ხეშტეგს. შემდეგ თამაშ "ლურჯი ვეშაპის" კოორდინატორები ტეგების მიხედვით ეძებენ პოტენციურ მონაწილეებს და სთავაზობენ მათ დაიწყონ თამაში.




პირველი ამოცანა უკიდურესად ადვილია და ნამდვილად ტოვებს თამაშის ილუზიას: აუცილებელია საკუთარ ხელზე დახატო ვეშაპის (ამ მისი მსგავსი ცხოველის) გამოსახულება. შემდეგ მსხვერპლს სთავაზობენ შეასრულოს განსხვავებული ამოცანები, რომელთა რაოდენობა 50-ია. ბოლო მოთხოვნა წარმოუდგენლად სასტიკი და ცინიკურია: თამაშის კურატორები ბავშვისგან თვითმკვლელობის აღსრულებას ითხოვენ.

სრულიად მოსალოდნელია მკითხველი შემოგვედაოს და გვითხრას, რატომ არის საჭირო ასეთი დეტალურობით "ლურჯი ვეშაპის" თავისებურებების აღწერა, ხომ შეიძლება ეს მოზარდმა წაიკითხოს და თამაშის გასინჯვის სურვილი გაუჩნდეს.




მაგრამ ჯერ ერთი, ნაკლებად სავარაუდოა მოზარდს სურვილი ჰქონდეს წაიკითხოს ამხელა ტექსტი, და მეორეც, მოცემული სტატია განკუთვნილია მშობლებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომლებმაც, იციან რა ამ სასიკვდილო თამაშის დეტალები, დროულად შეძლონ "ლურჯი ვეშაპის" (ან რაიმე მისი მსგავსი თამაშის) ნიშნების ამოცნობა და დროულად გაუწიონ მოზარდებს აუცილებელი ფსიქოლოგიური დახმარება.


"ლურჯი ვეშაპის" წესები


ამრიგად, პოტენციური მსხვერპლი (როგორც წესი, ეს არის მოზარდი, რომელიც მძიმე ფსიქოლოგიურ განცდებშია), სოციალურ ქსელში წერს წერილს, და ამარაგებს მას ჰეშტეგით "ლურჯი ვეშაპი", "ჩუმი სახლი", "გამაღვიძე 4:20-ზე" და ა. შ. შემდეგ, ზუსტად დილის 4:20 წთ-ზე, როდესაც ადამიანის ორგანიზმი იმყოფება მაქსიმალურად მოდუნებულ მდგომარეობაში, მაღვიძარათი გაღვიძებული მოზარდი ღებულობს ასეთი სახის შეტყობინებას:
"მე ვარ შენი პირადი ვეშაპი, რომელიც დაგეხმარება თამაშის ბოლომდე მიყვანაში. ის ზუსტად ორმოცდაათი დღე გრძელდება. ბოლო დღე არის თამაშის დასასრული. შენ თუ მოკვდები - მოიგებ. ხოლო თუ არა - მაშინ დაგეხმარებიან. თამაშში შემოსვლის შემდეგ უკან დასახევი გზა არ არის. მზად ხარ?"



მოცემული შეტყობინების მთელი შემაძრწუნებელი შინაარსისდა მიუხედავად, მოზარდი ეთანხმება ამ წინადადებას, ეს ხომ უბრალოდ თამაშია!

ამის შემდეგ კი მოდის შეტყობინებები დავალებებით. ყოველი შესრულებული მოთხოვნის შემდეგ აუცილებელია დავალების შესრულების დადასტურება ფოტოთი ან ვიდეოთი.

თანდათანობით მოზარდის ფსიქიკა რეზონანსში შედის უხილავ მკვლელთან, რომელიც თამაშის სახით, რომელსაც "ლურჯი ვეშაპი" ჰქვია, ობობასავით ახვევს თავის მსხვერპლს ყალბი დავალებების ქსელში. ბოლოს ხდება გამოუსწორებელი ტრაგედია: მოდის "დავალება" მოთხოვნით შესრულდეს თვითმკვლელობა ანუ სუიციდი.


ამ დროისთვის ბავშვის ტვინი სწორედ ამისთვის არის განწყობილი, რადგან "ლურჯი ვეშაპის" სიკვდილის ჯგუფის კურატორები მოხერხებულად თამაშობენ გრძნობებსა და ემოციებზე, და აფრთხილებენ, რომ თამაშიდან გამოსვლის შემთხვევაში ისინი დახოცავენ მოთამაშის მშობლებსა და ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ა. შ.




ყოველივე ამასთან ერთად მუქარებს არცთუ იშვიათად ახლავს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მისამართი, რომელიც თითქოსდა განსაზღვრეს მისი IP-ით. რა თქმა უნდა, მოზარდის სუსტი და ჯერაც ჩამოუყალიბებელი პიროვნება - იოლი მსხვერპლია ვირტუალური მანიაკებისთვის, რომელთაც კარგად ესმით ფსიქოლოგიის ნიუანსები.


"ლურჯი ვეშაპის" დავალებები

რაოდენ ველურადაც ჟღერდეს, სასიკვდილო თამაშ "ლურჯი ვეშაპის" ყველა დავალება აღჭურვილია დეტალური ინსტრუქციებით. მოზარდი ხომ დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა მათ განხორციელებას, რომ არა ვირტუალურ მკვლელთა "ფხიზელი" დამკვირვებლები. ქვემოთ ჩამოთვლილია თამაშ "ლურჯი ვეშაპის" დავალებათა სია.



1. ხელზე სამართებლით ამოიტვიფრე f57.


2. გაიღვიძე 4:20-ზე და უყურე საშინელებათა ვიდეოს.


3. ვენებთან ახლოს ხელი გაიჭერი (არა ღრმად). საჭიროა მხოლოდ სამი ნაკაწრი.


4. დახატე ვეშაპი ქაღალდზე.


5. თუ მზად ხარ გახდე ვეშაპი - სამართებლით ფეხზე დაიწერე "დიახ". ხოლო თუ ვერა, მაშინ შენს ხელზე აკეთებ იმას, რაც გსურს (მრავალი ნაკაწრები და ა. შ.).


6. დავალება შიფრით, როგორც კვესტში.


7. ამოიკაწრე f40.


8. დაწერე სტატუსში #მე ვარ ვეშაპი.


9. შენ უნდა დაძლიო შენი შიში.


10. ადექი 4:20-ზე და ადი სახურავზე.


11. ხელზე უნდა ამოიკაწრო ან დახატო ვეშაპი.


12. მთელი დღის განმავლობაში უყურე საშინელებათა ვიდეოს.


13. უსმინე მუსიკას, რომელსაც გამოგიგზავნიან.


14. გაიჭერი ტუჩი.


15. ხელში იჩხვლიტე ნემსი.


16. მიაყენე ტკივილი საკუთარ თავს.


17. ადი ყველაზე მაღალ სახურავზე და შედექი მის კიდეზე.


18. შედექი ხიდის მოაჯირზე.


19. ადი და დადექი ამწეზე.


20. ნდობის შემოწმება.


21. საჭიროა სკაიპით დაელაპარაკო ვეშაპს.


22. ჩამოჯექი სახურავზე ისე, რომ ფეხები სახურავიდან გადმოუშვა.


23. კვლავ დავალება შიფრით.


24. საიდუმლო დავალება.


25. შეხვედრა ვეშაპთან.


26. შენ გამცნობენ სიკვდილის თარიღს, და ამას უნდა შეურიგდე.


27. 4:20-ში დადექი ლიანდაგზე.


28. ნურავის დაელაპარაკები.


29. დადე ფიცი, რომ ვეშაპი ხარ.


30-დან 49-ე დღემდე ბავშვისგან ითხოვენ ხელზე გაიკეთოს თითო ნაკაწრი, უსმინოს განსაზღვრულ მუსიკას და უყუროს მითითებულ ვიდეოს, ასევე ელაპარაკოს "ვეშაპს".


50-ე დღე - თვითმკვლელობა.





სიკვდილის თამაში


მკითხველს შეიძლება გაუკვირდეს, რატომ აირჩია სიკვდილის ჯგუფმა თავის სიმბოლოდ ლურჯი ვეშაპი. ყველაფერი უკიდურესად მარტივია. მეცნიერებს არაერთხელ აღუნიშნავთ, ჩვენი პლანეტის სხვადასხვა კუთხეში თუ როგორ ირიყებიან ნაპირებზე ვეშაპები, და იქ თავს იკლავენ. ამ მოვლენის ბუნებრივი ახსნა ჯერაც არ არსებობს, მაგრამ ვეშაპები ნამდვილად არ იქმან ამას შეგნებულად. ეს არის ინსტინქტური მოვლენა, რომელსაც ახსნა არა აქვს, ვინაიდან ვეშაპი არ არის მოაზროვნე და გონიერი არსება, ასეთი არის მხოლოდ ადამიანი.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვიცოდეტ, რომ "ლურჯი ვეშაპი" - ეს არის სიკვდილთან თამაში, და აქ არავითარი ხუმრობა არ არის. ეს არის თამაში, რომელიც გაანგარიშებულია მოზარდის ფსიქოლოგიაზე, რომელიც იმ ასაკშია, რომ სურს ყველას დაუმტკიცოს თავისი მნიშვნელობა და მზად არის გააკეთოს რაიმე არაორდინალური.

შემთვევით როდი არიან შეძრწუნებულნი ზრდასრული და შეგნებული ადამიანები, როდესაც ხედავენ, როგორ აძლევენ პოპულარული ვიდეობლოგერები  და "იუთუბერები" თავიანთ ფანებს სხვადასხვა დავალებებს: შეჭამონ ფეკალიები, დალიონ წებო და ამის მსგავსნი. ამაზე უფრო შოკისმომგვრელია, როდესაც ხედავ, როგორ ასრულებენ ამ დავალებებს მოზარდები!

მათ ამოძრავებს უბრალო ინსტინქტი, რომელიც ოდესღაც, სანამ ინტერნეტი გაჩნდებოდა, აიძულებდა ძველი თაობის ბავშვებს მოეწიათ სიგარეტი, რათა თავი მოზრდილებად ეგრძნოთ, ამიტომაც სვამდნენ ალკოჰოლიან სასმელებსაც და ა. შ.

რა თქმა უნდა, ლოგიკის თვალსაზრისით შეუძლებელია ახსნა "ლურჯი ვეშაპი" ან "ჩუმი სახლი". რადგან ადმინისტრაცია და ჯგუფების შემქმნელები არავითარ ფულად ანაზღაურებებს თავიანთი მსხვერპლისგან არ იღებენ. აქ არსებობს რაღაც ფსიქიკური ფენომენი, მანიაკალურობის მსგავსი, რომლის მიზანია - მსხვერპლის გარდაუვალი სიკვდილი.


"ლურჯი ვეშაპის" კურატორები


უნდა ითქვას, რომ ბოლო თვეში დაპატიმრებულია "ლურჯი ვეშაპის" რამოდენიმე კურატორი. არ შევალთ რა დეტალებში მხოლოდ ხაზს გავუსვამთ, რომ ისინი, როგორც წესი, მავნე ტიპები არიან, რომლებმაც ვერაფერს მიაღწიეს ცხოვრებაში, ისევე, როგორც ვერაფერს აღწევდნენ ცხოვრებაში მსოფლიოსთვის ცნობილი მანიაკები.




რით არის განპირობებული საზოგადოდ სიკვდილის ჯგუფებისა და თამაშ "ლურჯი ვეშაპის"  შემქმნელთა დესტრუქციული საქმიანობა - დღემდე უცნობია, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, განსაკუთრებულ მოგებას ისინი ვერ ღებულობენ.

ნარკოდილერს თუ ნარკოტიკების გაყიდვისგან აქვს შემოსავალი, მძარცველს იმისგან, რასაც იტაცებს, ქურდს იმისგან, რასაც იპარავს, მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მონაგები არ არსებობს. მაშ, ნუთუ "ლურჯი ვეშაპის" კურატორები ნამდვილი მანიაკები არიან? თუ ისინი ვიღაცამ დაიქირავა ბოროტი ექსპერიმენტისთვის? შეიძლება თუ არა ეს იყოს შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ? აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი ჯგუფები შემჩნეულია ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნების ტერიტორიებზეც. აქ ჯეროვანია გავიხსენოთ განადგურების ტექნოლოგია - ოვერტონის ფანჯარა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ფრთხილად ვეკიდებით შეთქმულებების თეორიებს, მაგრამ მოზარდთა სუიციდალური ისტორიები, რომლებშიც დამნაშავეა თამაში "ლურჯი ვეშაპი" ან "ჩუმი სახლი" საკმაოდ სერიოზულია, რომ უბრალოდ უგულებელჰო...

გვრჩება იმედი, რომ ადრე თუ გვიან სამართალდამცავები და სჯულმდებლები იპოვიან ამ არაკაცებს და ლაგამს ამოსდებენ ვირტუალური მანიაკების უსაზღვრო ფანტაზიებს, რომლებიც ნამდვილ სისხლისღვრას ელტვიან.





თამაში "ჩუმი სახლი"


ყოველივე ზემოთთქმულიდან უკვე მიხვდებით, რომ თამაში "ჩუმი სახლი" თამაშ "ლურჯი ვეშაპის" ალტერნატიული სახელწოდებაა. ანუ, ეს ერთი და იგივეა. ასეთი სახელწოდება მომდინარეობს იქიდან, რომ ალიონი, კერძოდ 4:20, საკრალური დროა სასიკვდილო ურთიერთობაში მონაწილეთათვის.

ასეთ დროს სახლში სიჩუმეა, რადგან ჯერ კიდევ ყველას ძინავს. ყველასთვის მშობლიური და ძვირფასი სიტყვების "სახლისა" და "სიჩუმის" მზაკვრული გამოყენება სიმყუდროვესტან და სიმშვიდესთან ასოცირდება. თუმცა, სინამდვილეში აქ მხოლოდ საფლავის სიჩუმე და "მარადიული სახლი" იგულისხმება.


ლურჯი ვეშაპი - თამაში 50 დავალებით


ნუთუ არ არსებობს არავითარი რეალური შესაძლებლობა შეჩერდეს ეს სუიციდალური ვანდალიზმი, რომელიც ძალას იკრებს სოციალურ ქსელებში? რა თქმა უნდა არსებობს. 12.03.2017 წელს Вконтакте-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საზოგადოებებისა და ჰეშტეგების ყველა სახელწოდება, როგორიც არის "ჩუმისახლი", "ლურჯივეშაპი" და სხვა" პრაქტიკულად მომენტალურად იბლოკება.

მაშასადამე ტექნიკურ დონეზე უკვე მიღებულია სერიოზული ძალისხმევა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რათა შეიზღუდოს სიკვდილის ჯგუფების მოქმედება. მეტიც, სამართლებრივ დონეზე განიხილება მთელი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც სახელმწიფო დუმა (რუსეთში) უახლოეს დროში მიიღებს მათ წინააღმდეგ, ვინც მანიაკალურ სიამოვნებას იღებს სუიციდისკენ ბავშვების წაქეზებით.


დასკვნები


ვიღაცამ, ვინც ამ სტატიას წაიკითხავს, შეიძლება თქვას, რომ ეს სრული ბოდვაა და მასობრივი ფსიქოზი, რომელიც პროვოცირებულია დაინტერესებული პირების მიერ. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: აღრიცხულია მრავალი ფატალური შემთხვევა, რომელიც დაფიქსირდა "ლურჯი ვეშაპის" ამა თუ იმ ელემენტთა შესრულების დროს.  

თვით ფაქტი იმისა, რომ ამ საქმეს ხელი მოჰკიდა სახელმწიფო დუმამ, თანაც კანონმდებლობის დონეზე, მეტყველებს იმაზე, რომ საქმე საკმაოდ შორს წავიდა.

მოცემული სტატიის შედგენისას გამოვიყენეთ მასალები, რომლებიც აღებულია ღია წყაროებიდან. თქვენ თუ შეამჩნიეთ რაიმე უზუსტობა ან თქვენთვის უფრო რეალური დეტალებია ცნობილი, რომელიც დაეხმარება საზოგადოებას ებრძოლოს არა აბსტრაქტულ ცნებებს "ლურჯი ვეშაპი" ან "ჩუმი სახლი", არამედ სიკვდილის ჯგუფებს, - აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში.

ძვირფასო მკითხველო! ნუ იქნები გულგრილი ამ მოვლენისადმი და შეიტანე მცირედი წვლილი სრულიად უდანაშაულო ბავშვების დაცვის საქმეში. ამისთვის კარგი იქნება მოცემული სტატია გააზიაროთ თქვენს გვერდზე, რათა ის წაიკითხოს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა; რათა გაფრთხილდეს რაც შეიძლება მეტი მოზარდი; რათა რაც შეიძლება მეტმა მშობელმა შეიტყოს ამგვარი ფაქტების შესახებ და გაფრთხილდეს, მათ შვილებსაც არ შეემთხვეს მსგავსი ამბავი.

____________________

საიტ "აპოკალიფსისის" რედაქცია
ყველა მკითხველს უსურვებს სიყვარულსა და კეთილდღეობას. გაუფრთხილდით ბავშვებს, მიაქციეთ მათ რაც შეიძლება მეტი ყურადღება, დაუთმეთ რაც შეიძლება დიდი დრო; რაც შეიძლება დიდხანს იყავით მათ გვერდით და მაშინ, სიკვდილის ვერავითარი ჯგუფები მათ ვერ შეაშინებს.
____________________


P. S.
მკითხველს ვაცნობებთ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა დააპატიმრეს თამაშის "ლურჯი ვეშაპი" შემქმნელები და რამოდენიმე კურატორი. მათ ფოტოებს გთავაზობთ ქვემოთ.



თამაშის შემქმნელი




 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню