ხელოვნება - ლიცენზია ძალადობაზე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

ლიცენზია ძალადობაზე

არნახული რეალიტი-შოუ რუსეთის ტელევიზიაში

games2 - winter

როგორც ჩანს ცნობილი წიგნები, როგორებიცაა "მორბენალი კაცი", "შიმშილის თამაშები" ან "სამეფო ბრძოლა", რომლებიც გვიყვებიან ამტანობის სასტიკ შოუზე, მალე უკვე აღარ იქნება ფანტასტიკური ლიტერატურის ჟანრი. ექსცენტრულმა რუსმა მეწარმემ ევგენი პიატკოვსკიმ განაცხადა, რომ გადაწყვიტა ციმბირის ტაიგაში მოაწყოს ანალოგიური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადამიანები დედამიწის ყველა კუთხიდან.



მართალია, მოცემული ტელეშოუ ოდნავ განსხვავებული იქნება ზემოთხსენებული მხატვრული ნაწარმოებებისგან, რადგან ღარიბები და პატიმრები მასში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. პირიქით, შოუში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ შეძლებული და მდიდარი ადამიანები, რომლებიც პიატკოვსკის და მის კოლეგებს გადაუხდიან ათ მილიონ რუბლს შოუში მონაწილეობისთვის. თუ მონაწილე ტაიგაში სხვაზე მეტ ხანს გასძლებს, მას ელოდება მოგება ასი მილიონი რუბლის ოდენობით, პლიუს მაყურებელთა შემოწირულობები.




ყოველ მოთამაშეს უფლება ეძლევა თან იქონიოს ას კილოგრამამდე წონის ბარგი. ეს შეიძლება იყოს ინსტრუმენტები ველურ პირობებში გაძლებისთვის, ტანისამოსი, კვების პროდუქტები, წყალი და ცივი იარაღი. რაც ყველაზე საინტერესოა და შემაშფოთებელი, შოუში ნებადართული იქნება ცემა-ტყეპა, მკვლელობა, გაძარცვა და გაუპატიურებანი (ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მონაწილეებს ასევე შეუერთდებიან მშვენიერი სქესის წარმომადგენლებიც). ეს გარემოება გადაცემის ძირითადი ხიბლია.




პიატკოვსკი აღნიშნავს, რომ მოთამაშეებს გააცნობენ რუსეთის ფედერაციის კანონებს, მაგრამ უღრან ტყეში მათ არავინ აუკრძალავს საიქიოს გაისტუმრონ ერთმანეთი. ამასთან მომავალი თამაშის მონაწილეებმა აუცილებლად უნდა მოაწერონ ხელი დოკუმენტს, რომელშიც უარს იტყვიან რაიმე პრეტენზიებზე ორგანიზატორების მიმართ.

სასიკვდილო შოუს პროექტი უკვე გაშვებულია




პროექტში უკვე ინვესტირებულია ერთ მილიარდ რუბლზე მეტი. ვარაუდობენ, რომ მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა ოცდაათ ადამიანამდე იქნება. ტერიტორიაზე, სადაც მონაწილეები ითამაშებენ და სადაც ტემპერატურა აღწევს მინუს ორმოც გრადუსს, დაყენებული იქნება ორი ათასამდე ვიდეოკამერა, რომელიც მათ მოქმედებებს რეალური დროის რეჟიმში გადაიღებს. ამტანებმა უნდა აიშენონ ქოხები, თავშესაფრები, ინადირონ და ითევზაონ, ასევე თავი დაიცვან მოწინააღმდეგეებისგან, ველური მგლებისგან, დათვებისგან (მათ ალბათ წამოსწევენ თავიანთი ბუნაგებიდან, რათა შოუს მონაწილეთა ხორცით ჩაიტკბარუნონ პირი). რუსეთში შოუს ტრანსლირება დაგეგმილია ფედერალური ტელეარხით.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია პლანეტის ნებისმიერ ზრდასრულ მოქალაქეს, რომელიც მზად არის გადაიხადოს საწევრო და, რომელსაც არ გააჩნია რაიმე ფსიქიკური გადახრა. რუს სპეცრაზმელებთან ვარჯიშების შემდეგ ამტანებს ტაიგაში დატოვებენ ცხრა თვით. რა თქმა უნდა, სულაც არ არის სავალდებულო მოკვდე ტაიგაში - თუ მონაწილეს მოყირჭდება ასეთი ექსტრემალური დროსტარება, მას ნებისმიერ მომენტში შეეძლება დაააჭიროს სპეციალურ მობილურ ღილაკს SOS, რომელიც მიერთებულია თანამგზავრთან, და მას იმწუთასვე მოაკითხავს ვერტმფრენი. რა თქმა უნდა, თუ ამ ინსტრუმენტს მოთამაშეებს არ მოჰპარავენ სხვა მონაწილეები...


წყარო: https://lenta.ru/news/2016/12/16/wintergame/

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню