ხელოვნება - ლედი გაგა - ილუმინატების საკრალური თოჯინა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

LADY GAGA – ილუმინატების საკრალური თოჯინა

Lady Gaga

წინამდებარე სტატიაში შევეცდებით გავარკვიოთ, რა კავშირი აქვს მეგავარსკვლავ Lady Gaga (ლეიდი გაგა)-ს და მის სცენურ იმიჯს საიდუმლო ოკულტურ საზოგადოებებთან. ილუმინატების სიმბოლოები, რომელთაც ის იყენებს, ჩატარებული ანალიზის შემდეგ, გამაოგნებლად აშკრა ხდება. მთელი მისი პიროვნული იმიჯი, მიმართულია ბრბოს კონტროლისა და მართვისკენ, რომელიც მის შოუს უცქერს (იმდენად არა შოუს, რამდენადაც ზომბირებას ილუმინატთა მხრიდან), სადაც სიცარიელე და არათანმიმდევრულობა ახალმოდური ტრენდია.



წინასწარი ინფორმაცია

რა არის "ცნობიერების კონტროლი"? МКULTRA-ს მიერ ცნობიერების კონტროლის პროექტის შესახებ. ცნობა Wiki-დან



პროექტი МКULTRA (ინგლ.:Project MKULTRA, ასევე ცნობილია როგორც МК-ULTRA) - ეს არის აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო პროგრამის კოდური სახელწოდება, რომლის მიზანია ფსიქოტრონული ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით (რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ადამიანის ცნობიერებაზე), ცნობიერების მართვის საშუალებების ძიება და გამოკვლევა, მაგალითად, აგენტების დასაქირავებლად ან კიდევ დაკითხვაზე სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად.

მონრეალში, მაკჰილლის უნივერსიტეტის ფიქიატრი დონალდ კამერონი ექსპერიმენტებს ატარებდა, იყენებდა სხვადასხვა ქიმიურ საშუალებებს (ნერვულ-პარალიტიკურს, ე. წ. LSD-ს და სხვა ფსიქოტრონულ პრეპარატებს), ასევე ელექტროშოკურ თერაპიას, ელექტრულ მუხტებს, რომელიც თერაპევტულ მუხტებს 30-40-ჯერ აღემატებოდა. ექსპერიმენტის მონაწილეთა ორგანიზმში რამოდენიმე თვის განმავლობაში ნემსით განუწყვეტილივ შეჰყავდათ ქიმიური ნივთირებები ან ელექტრონული მუხტებით აგდებდნენ მათ კომატოზურ მდგომარეობაში და აიძულებდნენ მოესმინათ მრავალგზის განმეორებადი ხმები, ან კიდევ განმეორებადი ბრძანებები. მოცემული ექსპერიმენტის მიზანი იყო შეემუშავებინათ მეხსიერების წაშლის მეთოდები და მიეღოთ შესაძლებლობა სრულიად გადაეკეთებინათ ადამიანის პიროვნება.

ექსპერიმენტებს ჩევულებისამებრ ატარებდნენ ადამიანებზე, რომლებიც ალან მემორიალ ინსტიტუტს (მონრეალი. კანადა) აკითხავდნენ გარკვეული ფსიქიკური პრობლემების გამო (მაგ.: ნევროზი ან შობისშემდგომი დეპრესია). შედეგად ატყდა პოლიტიკური სკანდალი, რომელიც MK-ULTRA-ს გამოკვლევების პარლამენტურმა გამოძიებამ გამოიწვია. ამან, თავის მხრივ, შედაგად გამოიღო კანონების გამკაცრება, რომელიც ადამიანებზე ჩასატარებელი ნებისმიერი ექსპერიმენტის შემთხვევაში, "ინფორმირებული თანხმობის" მიღებას (ინგლ.informed consent) უზრუნველჰყოფდა.


პროგრამის მასშტაბები


MKULTRA-ს მასშტაბი შეიძლება შევაფასოთ იმ ფაქტიდან, რომ პროგრამის ბიუჯეტი 1953 წელს შეადგენდა ცსს-ს საერთო ბიუჯეტის 6%-ს, ამასთან მონიტორინგისა და კონტროლის დანახარჯები არ იყო გათვალისწინებული.


პროგრამის შემადგენლობა


აშშ-ს სენატის მოხსენება, რომელიც MKULTRA-ს ეძღვნება.

ცსს-ში დაცული დოკუმენტები უთითებენ იმაზედ, რომ პროგრამა მიზნად ისახავდა ადამიანის ცნობიერებაზე "ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოლოგიური მეთოდების ზემოქმედების" გამოკვლევას. კერძოდ, შეისწავლებოდა ისეთი თემები, როგორიცაა:

მეხსიერების დარღვევა

ადამიანის დისკრედიტაცია მისი ქცევის მიხედვით

სექსუალური მიდრეკილებების შეცვლა

ინფორმაციის ჩანერგვის მეთოდები

შთაგონებადობა

ადამიანში დამოკიდებულების გრძნობის შექმნა

MKULTRA-ს და "არტიშოკის" ერთ ერთ განშტოებას, რომელიც ადამიანის პიროვნების დანგრევისკენ არის მიმართული, წარმოადგენს პროექტი "მონარქი" (ინგლ.Project Monarch).

ეს არის ცნობიერების კონტროლის ტექნიკა, რომელიც საცდელ ადამიანს იმდენად ძლიერ ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს, რომ მსხვერპლის ცნობიერება ახალ პიროვნებებად ორმაგდება, რომელიც შემდეგ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფორმირდება და იზრდება მანიპულატორების მიერ.




პროექტი "მონარქი"


პროექტ "მონარქის" სახელწოდება უფრო პეპელასთან არის დაკავშირებული, ვიდრე სამეფო გვარის პიროვნებასთან. როდესაც ადამიანი ელექტროშოკის მოქმედების ქვეშ ექცევა, მას უჩნდება მანათობელი ლაქები; ზოგიერთი მათგანი პირდაპირ ადამიანის თვალწინ პეპელასავით "ფარფატებს". გარდა ამისა პეპელა თვითონ წარმოადგენს სიცოცხლის ტრანსფორმაციის ან მშვენიერი არსების მეტამორფოზის სიმბოლოს: მუხლუხას ჭუპრიდან (რომელსაც ძინავს და უძრავია) პეპელად (ახალ არსებად) გარდაქმნა, რომელიც თავის საწყისს უბრუნდება. ცხოვრებისეული გზის ეს პერიპეტიები პეპლებს უნიკალურ არსებებად ხდის.

ოკულტური ცოდნა პეპელას კიდევ ერთ განმარტებას აძლევს, - ეს არის "ფსიხეს", ანუ ადამიანის სულის სიმბოლო. კაცის სული, როგორც ფარვანა ახალ გარდასახვას ეძებს ამ სამყაროში.

ასევე შოუ და ნებისმიერი ვიდეოწყობა, რომელსაც Lady Gaga თავისი იმიჯის შესაქმნელად იყენებს, ერთგვარი ელექტროშოკია, რომელიც მაყურებლის ცნობიერებაზე მოქმედებს და მთელ რიგ ასოციაციურ წყობას და ქცევის ხაზს წარმოქმნის (აღიარეთ, ვინ არ ყოფილა თქვენგან თუნდაც ერთხელ მაინც შოკირებული Lady Gaga-ს გამაოგნებელი ეპატაჟური გამოხდომებით).





Lady Gaga და უწყინარი პეპელა მონარქის ოჯახიდან


მონარქის ოჯახის ულამაზესი პეპელა ერთ-ერთი ინსაიდერული
(1) სიმბოლოა ადამიანის ცნობიერებაზე სრული კონტროლის მისაღწევად. ყველა ის სიმბოლო, რაც ლედი გაგას აკრავს გარს, იქნება ეს მისი ფოტოსურათბი თუ ვიდეო, ასე თუ ისე მიანიშნებენ ოკულტურ საიდუმლო საზოგადოებებზე... მისი ცარიელი, რობოტიზირებული და ერთგვარად გამომწვევი საქციელი ცნობიერების კონტროლის მსხვერპლის აშკარად გამოკვეთილ "სიმპტომებზე" მიუთითებს.


NICK NAME LADY GAGA


მოდი გავაანალიზოთ ის, თუ რას წარმოადგენს ლედი გაგას სცენური ფსევდონიმი და როგორია მისი შინაარსი?

"გაგა" - ეს არის ტერმინი, რომელიც აზროვნების არქონაზე მიუთითებს. "გაგა" ყველაზე უპირველესი და გაუაზრებელი სიტყვაა (ხმაა), რომელსაც ახალშობილი პატარა გამოსცემს ინგლისურენოვან გარემოში და არა მარტო.

აი "გაგას" რამდენიმე სინონიმი ლექსიკონიდან:

"უდარდელი და სულელი. ცარიელი თავი, თავქარიანი, არამყარი, მსუბუქი ყოფაქცევის, თავბრუდახვეული, უაზრო, მხიარული..."

ირაციონალური და ფისიქიკურად დასნევოვნების ექსპონირება: "სულიერად ავადმყოფი, გიჟი, ბრიყვი, უაზრო, მოუწესრიგებელი, დაბნეული, მანიაკი, მანიაკალური, ფსიქიკურად ავადმყოფი, შეპყრობილი, გამორთული, გაუწონასწორებელი, არშემდგარი..."

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მის სცენურ სახელსა და ხატზე გარკვეულწილად იმოქმედა ჯგუფ Queen-ის სიმღერამ "Radio Gaga". ამ სიმღერის ვიდეო შეიცავს 1927 წლის ფილმის, Metropolis-ის მრავალ კადრებს. ფილმი ჰყვება დედაკაცის ისტორიას, რომელიც უბრალო, მდაბიო ფენის (ანუ მშრომელთა წრის) წარმომადგენელია და რომელსაც ელიტა ირჩევს, რათა შავ მაგიასთან გადაწნული მეცნიერების ძალით ბიორობოტის სიცოცხლე მისცეს.



სცენა ფილმიდან Metropolis - მარიამს რობოტის სრული სახე მიენიჭა. დააკვირდით გადმობრუნებულ პენტაგრამას უკანა პლანზე.

რობოტი - მარია - სექსუალურად მომხიბლველი და მაცდური ხდება პლებსის შესაცდენად (ქვედა დონის მუშები). ეს არის ნების შებოჭვის თავისებური კატალიზატორი, რომელიც პლებსს (მუშათა კლასს) წინააღმდეგობის უნარს ართმევს. შეუძლებელია წინააღმდეგობა, როდესაც ადამიანის ცნობიერება იმყოფება სრული კონტროლის ქვეშ. სხვაგვარად რომ ვთქვათ: როდესაც ცნობიერებას სძინავს. ვერ ხედავთ პირდაპირ ასოციაციებს ჩვენი დროის ბიორობოტ Lady Gaga-სა და მარიას შორის ფილმიდან Metropolis?

კადრებს ამ ფილმიდან ხშირად იყენებენ თავიანთ კლიპებში პოპ კულტურის მეგავარსკვლავები: მადონა, ბეიონსი, კაილი მინოუგი... თითქოსდა მოცემული კონტენტი ძალზედ მნიშვნელოვანია პლებსისთვის (მუშათა და მშრომელთა კლასი) ჩასანერგად (ჩვენ მათთვის ვართ სწორედ ის, რის შესახებაც ახლა ვწერთ) და თავს მოახვიოს მათ საკრალურ ელიტათა ნება.

თავის კლიპში "Paparazzi" ლედი გაგა აგრძელებს ამ "ტრადიციას".




LADY GAGA-ს ლოგოტიპი



ქალის თავწაკვეთილი სხეული, რომელიც სასქესო ორგანოებს ქვემოთ ჩამოღწეულ ელვას შუაში გაუპია. სხეული მანეკენივით გამოიყურება, რაც ცნობიერების არარსებობასა და მის სრულ ტრანსფორმაციაზე მიუთითებს. ასევე მიანიშნებს მისი გაუცნობიერებელი ენერგიის სქესობრივ მიდრეკილებაზე. გაიხსენეთ რას ვწერდით ზემოთ ელექტრონული შოკის შესახებ, რომელსაც შეუძლია სრულიად დათრგუნოს ადამიანის ნება და დაიმორჩილოს ცნობიერება. ხომ არ არის ეს ლოგოტიპი ამისი დადასტურება?

შეხედეთ Lady Gaga-ს მხოლოდ რამდენიმე ფოტოსურათს ან ვიდეოს, რათა შენიშნოთ, როგორ არის წინა პლანზე წამოწეული ერთი და იგივე ჟესტი. ის გამუდმებით იფარავს ერთ თვალს. ადამიანთა უმეტესობა ამ ჯესტს ან სცენურ იმიჯად ან კიდევ მოდისადმი ბოძებულ ხარკად აღიქვამს. მაგრამ ვინც ილუმინატების სიმბოლიკას იცნობს, მან იცის, რომ ყოვლისმხედველი თვალი მთელი მათი იერარქიის უმთავრესი სიმბოლოა.









ბოლო ხატი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა ამ კოლექციაში და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სწორედ მარცხენა თვალის დაფარვა შეესაბამება საიდუმლო ეზოთერულ ცოდნას (ეგვიპტური "ღვთაება" "ხორუსი"), ხოლო ხელების მიმართულება და შეკრული თითები ლედი გაგას გამოსახულებას აკავშირებენ ბაფომეტის გამოსახულებასთან.



საინტერესოა აღინიშნოს, რომ მარცხენა თვალი გახელილია მის მარცხენა ხელისგულზე და მოგვაგონებს ამულეტს სახლწოდებით "ფატიმას ხელი", ისლამურ საზოგადოებებში ის ცნობილია "ხამსას" სახელწოდებითაც, ხოლო ებრაულ ტრადიციაში - ეს არის ხამეშის ხელისგული ან ხელი მირიამისა.





ყოვლისმხედველი თვალი Lady Gaga-ს მოცეკვავეთა ზურგებზე



  ფურ-ირმის რქები თუ ...



ILLUMINATI GIRL

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/eiTwymkdOBA" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

გავაანალიზოთ მისი ვიდეოკლიპები


Lady Gaga
-ს ყველა ვიდეოკლიპი (გამონაკლისის გარეშე) შეიცავს ოკულტურ სიმბოლიკას ან მათზე მინიშნებას. მოდი გავერკვეთ მისი კლიპების ისტორიაში.

Paparazzi: ეს ვიდეო გადატვირთულია სიმბოლიზმით, მაგრამ ჩვენ ყურადღებას შევაჩერებთ სიუჟეტის ბირთვზე. ეს არის Lady Gaga-ს დაცემისა და მწვერვალზე აღსვლის აღწერა, რომელმაც ამ პროცესის გავლით მნიშვნელოვანი მეტამორფოზები განიცადა.

კედლები შესრულებულია საჭადრაკო დაფის სტილში (მასონური სიმბოლო), ლოგინის თავზე დაკიდულია ბაფომეტის თავი.



მოქმედება შემდეგ აივანზე გადადის, საიდნაც ლედი გაგას ახალგაზრდა კაცი გადმოაგდებს. დაცემის დროს გამოიყენება ჰიპნოტური ფონი დახვეული სპირალებით, რომელიც წარმოადგენს ან მის გარდასახვას, ან კიდევ ცნობიერებაზე ჰიპნოტური კონტროლის სიმბოლოს.



მოქმედება შემდეგ აივანზე გადადის, საიდნაც ლედი გაგას ახალგაზრდა კაცი გადმოაგდებს. დაცემის დროს გამოიყენება ჰიპნოტური ფონი დახვეული სპირალებით, რომელიც წარმოადგენს ან მის გარდასახვას, ან კიდევ ცნობიერებაზე ჰიპნოტური კონტროლის სიმბოლოს.

საბოლოო მიზანი ეს არის აღზევება, შეხვედრა თავის ახალგაზრდა მეგობართან და შურისძიება. მაგრამ ეს არის არა გაცნობიერებული შურისძიება, არამედ მთელი პროცესი გარდასახული ლედი გაგას შურისძიებისა, რომელსაც გარეგანი ნება აკონტროლებს. მოკლედ, ეს პროექტ "მონარქზე" პირდაპირი მინიშნებაა.

________________________________

1. "ინსაიდერი" (ინგლ. insider) - ადამიანთა გარკვეული ჯგუფის წევრი, რომლისთვისაც მისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის მიუწვდომელი ინფორმაცია. ტერმინი გამოიყენება კონტექსტში, რომელიც დაკავშირებულია საიდუმლო, დაფარული ან რაიმე გასაიდუმლოებულ ინფორმაციასთან ან ცოდნასთან; ინსაიდერი - ეს არის ადამიანთა ჯგუფის წევრი, რომელსაც გააჩნია ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ ამ ჯგუფს გააჩნია.

მასალა მომზადებულია ინტერნეტ წყაროების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню