ხელოვნება - ინფიცირება, ანუ როგორ იწვრთნებიან მასები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

"ინფიცირება",

ანუ

როგორ "იწვრთნებიან" მასები ფართომაშტაბიანი კატასტროფების ამსახველი ფილმებით

ფილმი "ინფიცირება"

ჰოლივუდში გადაღებული ფილმების უმეტესობა, კომერციული მოგების მიღებასა და ფართო მასების გართობაზეა ორიენტირებული, თუმცა ბევრ მათგანში შენიღბული მინიშნებებია დაფარული. ბოლო ხანებში, კინოინდუსტრიაში ერთი საინტერესო ტენდენცია შეიმჩნევა - გახშირდა ფართომაშტაბიანი კატასტროფების ამსახველი ფილმების პროდუსირება, ამავდროულად, ყველა ფილმი ერთმანეთს ჰგავს. სიუჟეტის მიხედვით კაცობრიობას სამყაროს აღსასრული და მასებს შორის სრული ქაოსის გამეფება ელის.


ამ სტატიაში, ჩვენ განვიხილავთ ცნობილი რეჟისორის, სტივენ სოდერბერგის ფილმ "ინფიცირებას", რომელიც მაყურებელს "ასწავლის", თუ ვის უნდა ენდოს თითოეული ჩვენგანი მასობრივი არეულობისა და ქაოსის დროს და ვის არა.

ადამიანთა უმეტესობა ფილმებს გართობის მიზნით უყურებს. თუმცა, ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. ფილმ "ინფიცირებას" არაფერი აქვს საერთო გართობის ინდუსტრიასთან. ფაქტია, რომ განსხვავება ამ ფილმსა და მთავრობის მიერ სპონსირებულ სასწავლო დაწესებულებებისთვის გამიზნულ, საგანმანათლებლო ფილმებს შორის ისაა, რომ "ინფიცირებაში" თქვენ თანხის გადახდას... ვითომცდა მეტ დეიმონის საყურებლად გაიძულებენ.

ცივი ომის პერიოდში აშშ-ში, სტუდენტებს ხშირად უჩვენებდნენ ფილმს "თავდაცვა და თავშესაფარი" (სიტყვასიტყვით "თავი დახარე და ჩაიმალე"), რომელიც ატომური თავდასხმის შემთხვევაში ქცევის ინსტრუქციას იძლეოდა. ფილმი "ინფიცირება" კი მაყურებელთა მასებს ქვეცნობიერად ამზადებს ფართობაშტაბიანი ვაქცინაციისთვის.

მაღალბიუჯეტიან ფილმში ჰოლივუდის მეგა ვარსკვლავები იღებენ მონაწილეობას, რომელთა შორისაა მეტ დეიმონი, ლოურენს ფიშბორნი, ჯუდ ლოუ და გვინეტ პელტროუ. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კინოსურათის სარეკლამო რგოლიც კი კონკრეტული ქვეყნებისა თუ საერთაშორისო სტრუქტურების ინტერესებს ატარებს, შთააგონებს რა საზოგადოებას ქცევის გარკვეულ წესებს.

ფილმში განვითარებული სიუჟეტი ძალიან ჰგავს 2009 წლის შემდეგ, ქათმის გრიპის H1N1-ის გავრცელების შემდეგ მთელ მსოფლიოში ატეხილ განგაშს. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, ვირუსის თავიდან აცილება მხოლოდ ვაქცინაციის გავლის გზით იყო შესაძლებელი. თუმცა, თანდათანობით ქათმის გრიპის გარშემო ატეხილი პანიკა ჩაცხრა და მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ჩათვალა, რომ გრიპის გავრცელების საშიშროება მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ იყო გაზვიადებული.



2009 წლის ნოემბერში, კანადაში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ, ცხადყო, რომ მოსახლეობის 53%-ი, გრიპის პანდემიის გავრცელების საშიშროებას გადაზედმეტებულად მიიჩნევდა.

შექმნილი კრიზისული სიტუაციის ფონზე, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია (WHO), ფარმაცევტულ კომპანია "Big Pharma"-თან ერთად საიდუმლო გარიგებაში ამხილეს. შეგახსენებთ, რომ ქათმის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას სწორედ ეს ფარმაცევტული გიგანტი აწარმოებდა. კრიტიკას გვერდი, ვერც ამერიკის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრმა (CDC) აუარა. CBS News-ის ცნობით, სააგენტო საზოგადოებას, ვირუსით დაინფიცირებულთა არასწორ მონაცემებს აწვდიდა. შედეგად, საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად, ეს ორი უწყება თავისი ავტორიტეტის აღდგენისათვის სწორი პიარ-სვლის განხორციელებას საჭიროებდა, რათა მომავალში, კვლავაც გაეგრძელებინა საზოგადოების დაშინება.

ფილმი "ინფიცირება" ამერიკის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრის, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და სხვა სამთავრობო დონის ორგანიზაციათა აქტიური ხელშეწყობით გადაიღეს. ფილმის დანიშნულება ნათელია: შეიქმნას ფართომაშტაბიანი კატასტროფის ამსახველი ფილმი, რომელიც ვაქცინაციის აუცილებლობას გაამართლებს და მოახდენს იმ ინსტიტუტებისა, თუ პირების დისკრედიტაციას, რომლებიც ზემოთაღნიშნული სტრუქტურების კრიტიკას არ ერიდებიან.

ფილმი მოკლებულია ყოველგვარ მხატვრულობას, კინოსურათის შემქმნელთა მთავარი ამოცანა სიუჟეტის რეალობასთან მაქსიმალურად დაახლოებაში მდგომარეობდა. კადრებში ხშირად ფიქსირდება სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებებისა თუ ორგანიზაციების ოფისები. ეს ყოველივე კი ერთ მიზანს - მასების დაშინებას ემსახურება. ფილმის მთავარი ლოზუნგია - "არაფერი ისე სწრაფად არ ვრცელდება, როგორც შიში". კინოსურათის ქვეტექსტი კი შემდეგნაირად იშიფრება: "ჩვენ არაფერი გადაგვიჭარბებია, შემდეგში, როდესაც გრიპის მორიგი აფეთქება დაფიქსირდება, ირწმუნე ჩვენი, თუ არადა მოკვდები".


ფართომაშტაბიანი კატასტროფების ამსახველ ფილმთა დანიშნულება


მსგავსი ხასიათის ფილმები მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს მაყურებელს. თითოეული ჩვენგანი ცდილობს იმის წარმოიდგენას, "რა მოხდება იმ შემთხვევაში, ფილმში ასახული მოვლენები რეალობად რომ იქცეს"? ბოლო დროს გადაღებული ფილმები შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ. ფილმები, რომლებიც ფუტურისტულ მომავალს ფანტასტიურ ჟანრში ასახავენ და ფილმები, რომლებიც მომავლის წინაშე შიშს აღგვიძრავენ. მათ ლეიტმოტივად გასდევთ აზრი „ხომ შეიძლება მსგავს მოვლენათა ეპიცენტრში მეც აღმოვჩნდე“. სწორედ ასეთ ფილმში ასახულ კადრებს მასობრივ ცნობიერებაზე ფსიქიკური ზემოქმედების მიზნით იყენებენ, აღძრავენ რა მაყურებლებში შფოთისა და საფრთხის შეგრძნებებს. დამკვეთის მთავარი ამოცანაა - რაც შეიძლება ძლიერი დარტყმა მიაყენოს ქვეცნობიერს, შემდეგ კი მაყურებელს არსებული პრობლემის მოგვარების ერთადერთი, მისთვის სასურველი გზა შესთავაზოს. თუ კარგად დავაკვირდებით არეულობების ამსახველი კადრების დროს, კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, სტრუქტურები თუ გაერთიანებები ყველაზე სანდო სოციალურ ინსტიტუტებად გვევლინებიან, მაშინ როცა მათგან განსხვავებულად მოაზროვნე მხარე, მოღალატის სახით წარმოჩინდება. კინოფირზე ასახული დრამის მეშვეობით, ხდება მასების ინტელექტუალური პროგრამირება, რომლის დროსაც ადამიანებს კარნახობენ ქცევის წესებს მასობრივი არეულობების დროს.

ჟურნალისტი და მწერალი იგნასიო რამონე თავის წიგნში "ჩუმი პროპაგანდა", საუბრობს იმ ქვეტექსტების შესახებ, რომლებიც ფარულად თან სდევენ ფართომაშტაბიანი კატასტროფების ამსახველ ფილმებს.

"როგორც წესი, კატასტროფა "საგანგებო მდგომარეობის" გამომწვევი მიზეზი ხდება. საყოველთაო არეულობის დროს მთელ ძალაუფლებასა და გადაადგილების საშუალებებს სახელმწიფო ორგანოები ფლობენ, იმართება მილიცია, ჯარი, სპეციალური დანაყოფები... სხვადასხვა სამთავრობო, თუ საერთაშორისო დაწესებულებები და სტრუქტურები უპირობო მხსნელებად გვევლინებიან. ისინი ხომ შესაბამის კომპეტენციასა და ტექნიკურ ცოდნას ფლობენ და მასობრივი არეულობების აღკვეთა ძალუძთ. თითქოს ჩვენს ცხოვრებაში აღარ არსებობს იმ მოვლენათა სპექტრი, რომლის გადაჭრაც სახელმწიფო ორგანოების ჩარევის გარეშე შეგვიძლია". იგნასიო რამონე "ჩუმი პროპაგანდა".

სამთავრობო ძალების მნიშვნელობის წარმოჩინების ფონზე, შეშინებულ ადამიანთა ჯგუფებები პანიკისკენ მიდრეკილ იდიოტთა ბრბოდ წარმოისახებიან. კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც მსგავსი თემატიკის ფილმებში შეიმჩნევა, ფართო მასების სრული ინფანტილიზმისა და უუნარობის ხაზგასმაა. თითქოს არავის შესწევს ძალა საკუთარი ძალებით იბრძოლოს გადარჩენისათვის. თუკი, სამთავრობო სტრუქტურის გარდა, ამ დროს მიმდინარე პროცესში ვინმე ახერხებს ჩართვას ეს აუცილებლად ინჟინრები, არქიტექტორები ან საქმოსნები არიან, რომლებიც ისევ და ისევ ხელისუფლების მიერ გაცემული მითითებებით მოქმედებენ.

როგორც წესი, მათ სიახლოვეს ჩნდება ხალხის მიმართ კეთილგანწყობილი ელიტაც, რომელიც ფართო მასების დასახმარებლად თავგანწირვაზეც არ ამბობს უარს. ეს ასპექტები ნათლად მიგვითითებენ ერთ გარემოებაზე - კინოინდუსტრიას გასართობი ფუნქციის გარდა, პოლიტიკური ქვეტექსტების მოკარნახის როლიც აქვს შეთავსებული. მიზანი კი ერთია - ადამიანის ქვეცნობიერმა უნდა შეიგნოს, რომ ნებისმიერი სახის კრიზისული სიტუაციის დროს, ისეთი სახელისუფლებო სტრუქტურები, როგორიცაა ჯარი და პოლიცია, საკუთარ თავზე იღებენ პრობლემის მოგვარების მცდელობას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

დავაკვირდეთ იმას, თუ როგორ ვითარდება ფილმის სიუჟეტი. კატასტროფის წინააღმდეგ მებრძოლი გმირები მოქმედების ნებართვას ისეთი საერთაშორისო სტრუქტურებიდან იღებენ, როგორიცაა საგანგებო სიტუაციათა მართვის ფედერალური სააგენტო, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, წითელი ჯვარი, დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრი. ფართომაშტაბიან სამაშველო ოპერაციაში ჩართვის შესაძლებლობა მათ მხოლოდ ამ სტრუქტურებიდან ნებართვის მიღების შემთხვევაში აქვთ. მაშ, რას წინასწარმეტყველებს "ინფექცია" ვირუსის მასიური გავრცელების შემთხვევაში? საგანგებო სამხედრო მდგომარეობასა და მასობრივ ვაქცინაციას. მოდით ყველაფერი უფრო დეტალურად განვიხილოთ.


შიში მიკრობებზე სწრაფად ვრცელდება


ფილმის სიუჟეტი ჩვეულებრივი ოჯახების ყოველდღიური ყოფის გარშემო ვითარდება. მოულოდნელად კინოსურათის გმირებს უცნობი დაავადება დაატყდებათ თავს. ვირუსით დაინფიცირებულ რამოდენიმე ინდივიდს, კი უკვე ათასობით ადამიანის დასნებოდნება შეუძლია. სასიკვდილო ვირუსი შესაძლოა რამოდენიმე დღეში მთელი პლანეტის მაშტაბით გავრცელდეს. რეალობასთან დაახლოებული სცენარი კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას ჰმატებს ფილმს და მუდმივ შიშში ამყოფებს აუდიტორიას. ფილმის მსვლელობისას კამერა ხშირად ფოკუსირდება ყოველდღიური მოხმარების ისეთ საგნებზე, რომელთან მიკრობების გადატანა შეუძლიათ, მათ შორის ჭიქაზე. მაყურებელს ქვეცნობიერად სიფრთხილის შეგრძნება უჩნდება, ის ფიქრობს: "მეც ხომ მიხდება ამ საგნებთან ყოველდღიური შეხება! შესაძლოა ამ ადამიანთა შორის მეც აღმოვჩნდე"!



ამ ავადმყოფ ადამიანს, ხომ მთელი ავტობუსის ინფიცირება შეუძლია. შიშის ფაქტორის გასაძლიერებლად ფილმში ხშირად რეალურ ქალაქებსა და მათ მოსახლეობას ასახელებენ



ერიდეთ სხვის მიერ მოწოდებულ წყლით სავსე ჭიქებს...



უკვე დედასთან ჩახუტებაც კი აღარაა უსაფრთხო


ვირუსით დაავადებულთა უმრავლესობა დიდხანს ვერ ცოცხლობს. ფილმში ასახული სცენები მაქსიმალურადაა გათვლილი მაყურებელზე ემოციური ზემოქმედების მოსახდენად. "ინფიცირების" ერთ-ერთი მთავარი გმირი მიტჩ ემჰოფი (მის როლს მეტ დეიმონი ასრულებს) ვირუსით დაინფიცირებულ ვაჟიშვილსა და ცოლს კარგავს. მაყურებელი ეკრანზე ასახულ ტრაგედიას უმზერს და ფიქრობს: "ეს ხომ ყველაზე უარესია, რაც კი შეიძლება დამემართოს".



ბეტ ემჰოფის სიკვდილის სცენა (რომელსაც გვინეტ პელტროუ) ასრულებს, საკმაოდ მძიმე საყურებელია, რაც ფილმის დამკვეთებს, შიშის ატმოსფეროს შექმნას კიდევ უფრო უადვილებთ.


აღნიშნული ფილმი ფართო ეკრანებზე ვირუს H1N1, გამოვლენიდან ორ წელიწადში გამოვიდა. ფართო მასებში ჯერ კიდევ არ ჩამცხრალიყო შიში გრიპის პანდემიასთან დაკავშირებით. "ინფიცირებამ" ფაქტიურად "შიშის ვირუსით" დაასნებოვნა ხალხი. სიკვდილის სცენების ამსახველი კადრების შემდეგ შეშინებულ მაყურებელს პანიკა ეუფლება: "ღმერთო, ამ ადამიანმა ვირუსის გამო ცოლი და შვილი დაკარგა! საშინელებაა! რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ!" ქვეცნობიერად მაყურებელი უკვე ფილმში მონაწილე გმირად გრძნობს თავს.


პასუხისმგებელი ორგანიზაციები


"ინფიცირების" სიუჟეტის მიხედვით, როგორც კი ვირუსი სახელმწიფო დონის საშიშროებად იქცევა მთავრობა საიდუმლო ადგილზე გადის და იქედან აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამავდროულად, მსოფლიოში წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებს "მთავარმოქმედი გმირების" ფუნქცია აქვთ შეთავსებული. კონკრეტული ორგანიზაციები ადამიანებს კრიზისის დაძლევაში ეხმარებიან. ფილმში, ამ გაერთიანებების მნიშვნელობა საკმაოდ გაზვიადებულია, რაც მაყურებელში ქვეცნობიერად მათი ავტორიტეტის ზრდას ემსახურება. თუმცა, ვინც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და საიდუმლო ელიტის გეგმებშია გარკვეული, კარგად ხედავს "ახალი მსოფლიო წესრიგის" დამყარების მცდელობას. მსგავსი მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები კი პროცესის ხელშემწყობ მექანიზმად გვევლინებიან. მოკლედ, რომ ვთქვათ, ფილმის მთავარი თეზისია: "თუკი კრიზისი დადგება და მთავრობა არაქმედითუნარიანი გახდება, დემოკრატია დროებით გვერდზე გადაიწევს და ძალაუფლებას ხელში არასამთავრობო ორგანიზაციები აიღებენ. ფილმში ხშირად ფიგურირებენ ისეთი არასამთავრობო გაერთიანებები, როგორიცაა:



CDC (დაავადებათა კონტროლის მართვის ცენტრი), რომელიც მოსახლეობის ფართომაშტაბიან ვაქცინაციას უჭერს მხარს




მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) - რომელიც H1N1 გავრცელების დროს, მოსახლეობაში "შიშისა და შფოთის, გავრცელების გამო, ასევე არაოპერატიულობაში" დაადანაშაულეს. თუმცა ფილმში, პანდემიასთან ბრძოლის საქმეში, სწორედ ამ ორგანიზაციის როლია გამოკვეთილი



FEMA (საგანგებო სიტუაციათა ფედერალური სააგენტო) და ამერიკული წითელი ჯვარი. ფილმში კარგადაა ნაჩვენები, რომ მსგავსი კრიზისული სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში ამუშავდება საგანგებო სამხედრო კანონი, რომლის თანახმადაც მოქალაქეებს იზოლირებულ ბანაკში მოათავსებენ. ეს ეხება სტიქიური უბედურებების დროს შექმნილ საგანგებო მდგომარეობასაც.



სამხედრო კანონის ამოწურვამდე, ადგილზე აშშ-ს ჯარის სპეციალური დანაყოფებიც მოქმედებენ


ამრიგად, შექმნილი კრიზის ფონზე, დემოკრატიულად არჩეული ამერიკული მთავრობა სადღაც უჩინარდება და სიტუაციის კონტროლს მხოლოდ კონკრეტული ორგანიზაციები ახერხებენ (CDC, WHO, FEMA, აშშ-ს ჯარი). ეს გაერთიანებები საზოგადოებრივი ცხოვრების თითოეული ასპექტის წარმართვაში იღებენ მონაწილეობას. ეს მონაწილეობა კი სამხედრო მდგომარეობის შეყვანითა და სამოქალაქო ბანაკების შექმნით შემოიფარგლება.


სამხედრო მდგომარეობა


"ინფექციის" სიუჟეტის მიხედვით, მსოფლიოში სასიკვდილო ვირუსი MEV-1-ი ვრცელდება. სოციალური მოვლენები კი ქაოტურ ხასიათს ატარებენ. კინოსურათში მოსახლეობა არაკონტროლირებად, აზროვნებას მოკლებულ მსხვილფეხა საქონლის ჯოგსაა შედარებული, რომელიც პანიკისკენ, ძალადობისკენ, ქურდობისა და ისტერიკისკენაა მიდრეკილი. ეს კი საბოლოო ჯამში, წესრიგისა და კანონის დაცვაზე უარყოფითად აისახება.



ადამიანთა ბრბო წამლის მიღების მიზნით აფთიაქს ძარცვავს


ყოველივე ეს კი მასების "ინფანტილიზმისა" და უუნარობის წარმოჩენას ემსახურება. თითქოს საზოგადოება საჭიროებს "მფარველს", რომელიც მას კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.



აშშ-ს მთავრობა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობისა და მინესოტას შტატში კარანტინის შეყვანის შესახებ აცხადებს. ქვეყანაში პარალიზებულია სატრანსპორტო მოძრაობა. მათ, ვინც თავის დაღწევას დამოუკიდებლად ცდილობს, უკან აბრუნებენ.

მოქალაქეებს FEMA-ს ბანაკებში აგზავნიან.



საფეხბურთო სტადიონი FEMA-ს ბანაკადაა გადაკეთებული



სამოქალაქო პირებს (ჯანმრთელებსაც კი) FEMA-ს ბანაკებში აგზავნიან, სადაც საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფას ჰპირდებიან. ფილმში ასახულია სცენა, რომლის დროსაც ბანაკში ბუნტი საკვების უკმარისობის გამო იფეთქებს.

ყოველივე ეს კი მასების "ინფანტილიზმისა" და უუნარობის წარმოჩენას ემსახურება. თითქოს საზოგადოება საჭიროებს "მფარველს", რომელიც მას კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.


შეთქმულების თეორია


თუკი, ფილმში კონკრეტული ორგანიზაციები და არასამთავრობო გაერთიანებები "საიმედო" და "კომპეტენტურ" ინსტიტუტებად გვევლინებიან, დამოუკიდებელი აზრის მქონე ადამიანები, თუ ინსტიტუტები სულ სხვა სახით არიან წარმოჩენილნი. ფილმის შემთხვევაში "საეჭვო" სტატუსის მატარებლად ალტერნატიული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გვევლინებიან. სანიმუშოდ ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი ალან კრომვაიდი შეიძლება დავასახელოთ (რომელსაც ჯუდ ლო ასრულებს). იგი ფილმში ბლოგერი-ჟურნალისტის როლს თამაშობს. კრომვაიდი სენსაციასა და მოგებაზე ორიენტირებულ ჟურნალისტადაა წარმოჩენილი, იგი ინფორმაციას არასაიმედო რესურსებიდან მოიპოვებს. ფილმის ქვეტექსტი კი ასეთია: ინფორმაცია, რომელიც "არაოფიციალური" წყაროების მიერაა მოწოდებული ყალბი და საშიში კონტექსტის მატარებელია. რა თქმა უნდა, აქ სიტყვის თავისუფლებაზე საუბარიც კი ზედმეტია.



ალან კრომვაიდის ბლოგი "სიმართლის ინიექცია", ფაქტიურად "ალტერნატიულ ახალი ამბების" გამოშვებას წარმოადგენს. ფილმის ჩანაფიქრის მიხედვით ქსელში გავრცელებული მსგავსი სახის ინფორმაცია, არასამთავრობო წყაროებიდან ვრცელდება. ინფორმაცია ყალბი და არასაიმედოა.

ალან კრომვაიდის გმირის ხასიათი თავიდანვე არასახარბიელო ჭრილშია წარმოჩენილი. ფილმის სიუჟეტის მიხედვით ესაა ჟურნალისტი, რომელიც არ ემორჩილება ჟურალისტური ეთიკის ნორმებს და არანაირი ავტორიტეტით არ სარგებლობს ჟურნალისტურ თუ სამეცნიერო წრეებში. როდესაც იგი ცდილობს საკუთარი სტატიის გამოქვეყნებას გაზეთში "The Chronicle", მას უარით ისტუმრებენ, მიზეზად კი საინფორმაციო რესურსების არასაიმედოობას უსახელებენ. როდესაც იგი ერთ-ერთ მეცნიერს ვირუსზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით უკავშირდება, მეცნიერი მას შემდეგნაირად პასუხობს: "ბლოგს ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი აქვს, ეს მხოლოდ პუნქტუაციით გამრავალფეროვნებული გრაფიტია".

კომპეტენტური ორგანიზაციების უნდობლობის მიუხედავად, ალან კრომვაიდის ბლოგს მკითხველის სახით საკმაოდ ფართო აუდიტორია ჰყავს, მის საიტს ყოველდღიურად მილიონზე მეტი მნახველი სტუმრობს. იგი ამტკიცებს, რომ ვირუს MEV-1-ს თავისი ანტივირუსიც აქვს, რომელიც "Forsythia"-ს სახელითაა ცნობილი, თუმცა სახელმწიფო მას უფასოდ არ გასცემს. ვაქცინა გასაყიდადაა განკუთვნილი. იგი ასევე მოუწოდებს საზოგადოებას უარი თქვას ვაქცინაციაზე, რომლის რეკლამირებასაც სახელმწიფო ეწევა.

რა თქმა უნდა, სახელმწიფოს არ აწყობს განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტის არსებობა. მას მიუჩენენ საიდუმლო აგენტს, რომელიც ბოლოს ალანს აპატიმრებს და ეუბნება: "ალან მე არჩევანი არ მქონდა, ისინი თქვენს ბლოგს კითხულობდნენ". საბოლოოდ კრომვაიდს "თაღლითობასა და სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ შეთქმულებაში დებენ ბრალს".



კრომვაიდს თავის ბლოგში გამოქვეყნებული სტატიების გამო აპატიმრებენ. "ინფექცია" მძრავს სიგნალს უგზავნის ალტერნატიული მასობრივი ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებებს: "ოფიციალური წყაროებისგან" განსხვავებული ინფორმაციის გავრცელება კანონსაწინააღმდეგო და საშიშია.

ბოლოს აღმოჩნდება, რომ კრომვაიდმა "Forsythia"-ას არსებობა გამოიგონა და სტატიის გავრცელებისათვის, 4,5 მილიონი დოლარი მიიღო. ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელს მისი ციხეში ჩასმა სურს. თუმცა კრომვაიდი მკითხველებს შორის პოპულარობით სარგებლობს, მას თავდებით ათავისუფლებენ და ეუბნებიან: "როგორც, ჩანს მსოფლიოში თქვენსავით შეშლილი 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობს".

ჩემთვის, ალან კრომვაიდის გმირი რამოდენიმე მიზეზის გამოა საინტერესო. პირველ რიგში - იგი ასახავს ალტერნატიული საინფორმაციო საშუალებებისა და დამოუკიდებელი ბლოგების როლს ინფორმაციის გავრცელების ასპექტში. ისინი არ განიცდიან მედია ელიტის ზემოქმედებას, რომელიც ფაქტიურად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონოპოლიზირებას ახდენს. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ ფილმში ასეთი ჟურნალისტები კორუმპირებულ დამნაშავეებად არიან წარმოჩენილნი. ასეთი ადამიანების დაპატიმრება და იგნორირება სავსებით გამართლებულია, თუმცა რეალურად ეს ადამიანის უფლებების პირდაპირი დარღვევაა.
მოვიყვან მეორე მიზეზსაც: ფილმის სიუჟეტის მიხედვით მის წინააღმდეგ ბევრი ავტორეტიტული პირი, სპეციალისტი თუ ორგანიზაცია ღიად ილაშქრებს. ისინი ალან კრომვაიდის სახელს "ანტი-ვაქცინაციის" მოძრაობას უკავშირებენ და ყველა იმ ადამიანის აზრის დისკრედიტირებას ახდენენ, ვინც მასობრივი ვაქცინაციის აუცილებლობას ეჭვქვეშ აყენებს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ფილმის შემქმნელები ემხრობიან აზრს: "კორუმპირებული ყბედები, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე შეთქმულებას აწყობენ, მასობრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ასეთი პირები დაპატიმრებას უნდა დაექვემდებარონ. ნუ მოუსმენთ მათ. ისინი ყალბი ვაქცინის არსებობის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ენდეთ ხელისუფლებას და ყველაფერი კარგად იქნება. მიიღეთ ის ვაქცინა, რომელსაც ხელისუფლება გთავაზობს, თუ არადა... დაიღუპებით".


საბოლოო გადაწყვეტილება


მრავალთვიანი ქაოსისა და მილიონობით ადამიანის სიკვდილის შემდეგ, ისახება ხსნის გზა: ესაა კაცობრიობის მასიური ვაქცინაცია.



დასახულია ამოცანა - ვირუსის პრობლემად ქცევაა, რომლის შემდეგ მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის დაწყებაც შეიძლება


ის ვინც ვაქცინაციას გაივლის სპეციალური სპეციალური ბრასლეტით აღიჭურვება, მას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლის შესაძლებლება ეძლევა, მაგალითად, სავაჭრო ცენტრში.



თუ ვაქცინაციას გაივლი, შტრიხ-კოდს მიიღებ და გადაადგილების უფლებასაც მოიპოვებ. თუ არადა სახლში დარჩები... და მოკვდები



დასკვნა


რომ არა რამოდენიმე "პატარა" ნიუანსი შესაძლოა ეს ფილმი კინოსურათადაც კი აღგვექვა. ამ ფილმში ასახულია კონკრეტული პრობლემები, რომელთაც მსოფლიო წარსულში მართლაც შეეჭიდა. ფაქტიურად, ფილმი პრობლემიდან დაღწევის შემდეგნაირ სცენარს გვთავაზობს: კრიზისის დროს კონკრეტული ორგანიზაციები მართვის სადავეებს საკუთარ ხელში იღებენ, უშვებენ მთავრობას, აცხადებენ საგანგებო სამხედრო მდგომარეობას, ხსნიან სამოქალაქო ბანაკებს, იწყებენ მასიური ვაქცინაციის კამპანიას და ახშობენ სიტყვის თავისუფლებას. დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა აღარავის ახსოვს. რას ვიღებთ საბოლოოდ? შტრიხ-კოდ მინიჭებულ კონტროლირებად საზოგადოებას.

აქვთ, თუ არა მსგავს ფილმებს შეთავსებული გართობის ფუნქცია? თუ ისინი მასობრივი ცნობიერების შეცვლაზე მუშაობენ? ხომ არ ხდება საზოგადოების გამოწვრთნა? ქცევის წესების კარნახი კატასტროფის რეალურად დაფიქსირების შემთხვევაში? ნუთუ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნქცია ხალხის გართობაა? საინტერესო ფაქტი: ფილმი იმ დროს გამოვიდა ეკრანებზე, როდესაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია გრიპის ახალი შტამის H5N1-ის გავრცელების დროს პანიკის წარმოქმნაში დაადანაშაულეს. ამავე პერიოდში, ორგანიზაცია თანხმდება კვლევის გამოქვეყნებას, რომელშიც გრიპის მუტაციის შესაძლებლობებზეა საუბარი. ახლო მომავალში, ხომ არ უნდა ველოდოთ საგანგებო სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას? ან იმაში მაინც გაგვარკვიეთ "თაღლითობისა და უსაფრთხოების დარღვევის ბრალდებით დაპატიმრებისთვის ხომ არ მოვემზადოთ"?

სხვადასხვა მასალების მიხედვით.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/4sYSyuuLk5g" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню