ხელოვნება - იდუმალი გუმბათი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

იდუმალი გუმბათი

სხვა აზრობრივი დატვირთვა სერიალში "გუმბათქვეშ"

გუმბათქვეშ

ამ მასალაში გთავაზობთ ცნობილი ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის რომანის მიხედვით გადაღებული გახმაურებული სერიალის "გუმბათქვეშ" პირველი სეზონის განხილვას. სერიალის იდეაში მკაფიოდ შეიმჩნევა მეორე აზრობრივი დატვირთვა, რაზეც გვსურდა მკითხველთან გვემსჯელა.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/f_Y5YeYrqUk" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

მთავარი გმირები:



დიდი ჯიმი რენი, - ის ადგილობრივი ხელისუფალია. მისი მთავარი მიზანია: შეინარჩუნოს ძალაუფლება საკუთარ ხელში, რადგან ქალაქს მძიმე დროს ლიდერი სჭირდება. ჯიმი რენი როგორც ქალაქის ადგილობრივი მრჩეველი (მარტივი ენით, მოხელე), მიიჩნევს, რომ სწორედ ის უნდა გახდეს ხალხის ლიდერი. ყველა მისი მოქმედება ვითომცდა მიმართულია ქალაქის კეთილდღეობისკენ და მოსახლეობის უსაფრთხოებისკენ, რომელსაც მომავალში ჰპირდება. ყველა თავის ბოროტმოქმედებაბს, მათ შორის რამოდენიმე ადამიანის მკვლელობას ის ამ მოტივაციით ამართლებს.



დეილ ბარბარა (ბარბი) - ერაყის ომის ვეტერანი, მოცემულ მომენტში დასაქმებულია ვალების ამოღების ფუნქციით ვინმე მაქსისთვის (მის შესახებ ცოტა ქვემოთ). ფილმის მსვლელობის დროს შევიტყობთ, რომ ერაყის შემდეგ მისი წარსული არ წააგავს კეთილსინდისიერი მოქალაქის წარსულს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბარბი თავისი ზნეობრივი თვისებებით სულაც არ აღმოჩნდება ცუდი ადამიანი, პირიქით, ის წარსულში ჩადენილი შეცდომების ტყვეობაშია. დეილ ბარბარა ქალაქ ჩესტერს მილში მოხვდება სამსახურებრივი მოვალეობის განხრით: მან აუცილებლად უნდა ამოიღოს ფული ერთი ადგილობრივი მოქალაქისგან, ვინმე პიტერ შამუეისგან. ჩხუბის შედეგად, რომელიც მასთან შეხვედრის დროს გაიმართება, ბარტი "შემთხვევით" მოჰკლავს მევალეს მისივე პისტოლეტიდან. რატომ "შემთხვევით"? იმიტომ, რომ ფილმის მსვლელობის დროს გამოჩნდება, რომ მევალემ მოხერხებულად მოაწყო საკუთარი მკვლელობა, რათა მის ცოლს, ჯულია შამუეის შესძლებოდა დაზღვევის მიღება და თავისი ქმრის ვალების გასტუმრება. ამგვარად კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ ბარბი ვითარების ტყვეობაშია, ის - ერთგვარი მონაა თავისი ბედ-იღბლისა. და, შესაძლოა, არცთუ შემთხვევით მოიყვანა განგებამ ის ჩესტერს მილში.



მომდევნო მნიშვნელოვანი პერსონაჟია - ჯუნიორ რენი, დიდი ჯიმის შვილი. ჯუნიორი საკუთარი მამის სრულ კონტროლქვეშაა და წარმოადგენს ე. წ. "ოქროს ახალგაზრდობას", ანუ ელიტის მიერ მართვად შთამომავლობას. მომავალში, ჯიმ რენის გეგმის თანახმად, მისი შვილი უნდა გაჰყვეს მის ნაკვალევს და მიიღოს დიდი მოხელის სავარძელი. ჯუნირ რენი ვერ ურიგდება თავისი დედის სიკვდილს, რომელმაც თავი მოიკლა, თუმცა არც სიცოცხლეში ყოფილა მთლად ნორმალური: ის ხატავდა უცნაურ სურათებს, იმეორებდა ერთსა და იმავე ფრაზას: "ციდან ვარდისფერი ვარსკვლავები ცვივან". მაგრამ საბოლოო ჯამში ირკვევა, რომ მთელი მისი შემოქმედება წინასწარმეტყველური, ხოლო თვითონ არც ისე არანორმალური ყოფილა, რისი შეგნებაც მხოლოდ აძლიერებს ჯუნიორის სულიერ მდგომარეობას. მთელი ეს ვითარება ეჭვქვეშ აყენებს დიდი ჯიმის გეგმებს საკუთარ შვილთან დაკავშირებით.



ჯულია შამუეი - მასმედიის მუშაკი (გაზეთის ჟურნალისტი). მისი თქმით, აშუქებდა რა ჩიკაგოს მერის არჩევნებს, ენდო რომელიღაც საეჭვო საინფორმაციო წყაროს, რათა ჩირქი მოეცხო ერთ-ერთი კანდიდატისთვის ("ნამდვილი პოლიტიკანისთვის"). ესმოდა რა, წყარო შეიძლებოდა ყალბი ყოფილიყო, ჯულიამ მაინც გაუშვა სტატია, თუმცა, მისი "პატარა სიცრუე" მალე გაიშიფრა და შერცხვენილი ჯულია სამსახურიდან დაითხოვეს. თავისი ისტორიის ბოლოს ჯულია ამბობს ფრაზას: "მე არასოდეს გავიმეორებ ამ შეცდომას". შეცდომაში იგულისხმება ის, რაც "პატარა სიცრუედ" იწოდება, რადგან არც ერთი სიცრუე არ შეიძლება კეთილი იყოს, ჯულიაც, უკვე აღარასოდეს დაადგება სიცრუის გზას. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც უწევს მას მონარქად ყოფნა. გარდა ამისა, მისი საკუთარი სიტყვებით, ჩესტრს მილში ის სწორედ წარსულის ამ არასწორმა არჩევანმა მოიყვანა.



და ბოლოს, პერსონაჟების ბოლო საინტერესო ჯგუფი - მოზარდები: ჯო მაკალისტერი, ენჯი მაკალისტერი, ნორი კალვერტ-ჰილი. მათ ემატება რენი უმცროსი. ისინი - მომავალი, ისინი - ჩესტერს მილის საზოგადოების იმედია, საერთოდ კი ყოველი სხვა საზოგადოებისაც.


სერიალის სიუჟეტი



სერიალის მეორე აზრობრივი დატვირთვის გასაგებად ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟები უკვე ჩამოვთვალეთ. შემდეგ გადავალთ უშუალოდ სერიალის სიუჟეტის განხილვაზე და იმაზე, თუ როგორ ეხმიანება ის ჩვენს დღევანდელობას. ახლა კი მივყვეთ სიუჟეტს.



ზემოთჩამოთვლილი პერსონაჟები და სხვებიც, იდუმალი ბუნებისა და წარმომავლობის 16 კილომეტრიანი დიამეტრის მქონე გუმბათქვეშ აღმოჩნდებიან. რა გუმბათია ეს? ფილმის მსვლელობისას შევიტყობთ, რომ ის რაღაცნაირად რეაგირებს იმაზე, თუ როგორ იქცევიან ადამიანები გუმბათის შიგნით. მაგალითად, როდესაც დაიწყო ქაოსი ნორმალური წყლის ნაკლებობის გამო, გუმბათმა წვიმა "მოაწყო" - ადამიანები დამშვიდდნენ, მასობრივი უწესივრობები შეწყდა. როდესაც ჯულია შამუეი კინაღამ მოკვდა, გუმბათმა "მოაწყო" ნამდვილი გრიგალი ჩესტერს მილის ქუჩებში. გუმბათმა "აჩვენა" ოთხ ახალგაზრდას, რომელთაც მოუწევთ "მონარქის დაგვირგვინება", რომ მათ დიდი ჯიმი უნდა მოკლან. ერთ-ერთ სერიაში უმცროსი ჯიმი გუმბათს ევედრება კიდეც და ელაპარაკება როგორც ცოცხალ არსებას. ცხადი ხდება, რომ გუმბათი - ეს უბრალოდ რაღაც ნაგებობა როდია ან კიდევ განსაკუთრებული ტერიტორია, ეს არის რომელიღაც უზენაეს ძალთა ინსტრუმენტი, რომელთა მიზანი ჯერ უცნობია.

ამ სიუჟეტის შესაძლო დაფარული აზრის გაანალიზებისას, ჩვენ ადვილად შევამჩნევთ, რომ გუმბათი - ეს არის ჩვენი პლანეტის, დედამიწის სიმბოლო. დედა-მიწა ასევე რეაგირებს ჩვენს საქმიანობაზე, და ყველა ეკოლოგიური კატაკლიზმი - მხოლოდ პლანეტის ბიოსფეროზე ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგია. ჩვენც გუმბათქვეშ ვიმყოფებით, ოღონდ დედამიწის გუმბათქვეშ. ყველაზე უახლოეს ვარსკვლავს რამოდენიმე სინათლის წელიწადი გვაშორებს (ერთი სინათლის წელიწადი - ეს არის მანძილი, რომელსაც სინათლე გადის ერთ წელიწადში), რომლის გადალახვა ჯერ არ ძალგვიძს. კაცობრიობა იზოლირებულია ისევე, როგორც ფილმის გუმბათქვეშ მყოფი ადამიანები არიან მოწყვეტილნი გარე სამყაროს. სხვათა შორის, არსებობს მეცნიერ-ასტრონომთა შეხედულება, რომ ჩვენ ჩვენი გალაქტიკის ცენტრს დაშორებულნი ვართ ბნელი მატერიის ფენით, ამიტომაც, საკუთრივ, ვერც ვამჩნევთ მას, - შესაძლოა ეს კიდევ ერთი საიზოლაციო ბარიერია სამყაროს ჩარჩოებში...

ელექტროენერგიას სახლებში გუმბათქვეშ გენერატორები უზრუნველყოფენ, რომლებიც პროპანზე მუშაობენ. პროპანი თავმოყრილია ჯიმ რენის ხელში. ამ ვითარებაზეა აგებული მისი, როგორც არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსის ყველა ბინძური თვისება. საერთოდ, ჯიმ რენი განასახიერებს ნებისმიერი საზოგადოების, ჩვენი პლანეტის ნებისმიერი სახელმწიფოს ტიპიურ "ელიტას", რომლის მიზანია საკუთარი ძალაუფლებითი პრივილეგიების შენარჩუნება. როგორც ყველა მმართველი, დიდი ჯიმიც (ასე უწოდებენ მას ადგილობრივები) აწარმოებს ომს რესურსებისთვის: ჯერ ცდილობს დაამყაროს კონტროლი წყლის ერთადერთ ჭაბურღილზე ქალაქში, შემდეგ თავის მფლობელობაში იბრუნებს პროპანს, რომლის წართმევასაც ცდილობდნენ. თანაც თავის ომში ჯიმ რენი ყველაფერზე წამსვლელია, თვით მკვლელობაზეც კი ვითომცდა ქალაქის საკეთილდღეოდ, სინამდვილეში კი მხოლდო საკუთარი პირადი ინტერესებისთვის.


მეორე აზრობრივი რიგი


სერიალის სიუჟეტური ხაზის მეორე აზრობრივ რიგში პროპანი დედამიწის მასშტაბის ყველა ნახშირწყალბადის ანალოგს წარმოადგენს. მნიშვნელოვანი აზრი, რომელიც პირველი სეზონის ყველა სერიის ქვეტექსტში შეიმჩნევა ასეთია:

ყველა მოქმედი პირი, პერსონაჟი, რომელიც გუმბათქვეშ აღმოჩნდა, იქ უბრალოდ როდი მოხვდა. ისინი უნდა დაფიქრდნენ, გამოასწორონ თავიანთი შეცდომები, გარდაქმნან თავიანთი პრინციპები და, საბოლოო ჯამში, შეცვალონ თავიანთი ცხოვრება. ვინც ჯიუტობს თავის თვითნებობაში, რაღაც სახით ხელს უწყობს თავაშვებულობსა და ცოდვას, იღუპება. შესაძლოა ეს მოვლენა არ წარმოადგენს სერიალის ავტორთა ჩანაფიქრს, და მეორე აზრობრივი რიგი მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა ხორციელდება ფსიქიკის ქვეცნობიერ დონეზე სცენარისტების ჩანაფიქრის გვერდის ავლით.

შემდგომში მოვიტანთ ამ "მიგებითი მისტიკის" რეალიზაციის მაგალითებს.

დოდი უივერის გონიერების წყალობით შესაძლებელი ხდება კავშირის აღდგენა გარე სამყაროსთან: ის უსმენს სხვადასხვა რადიოსადგურებს, რომლებიც გუმბათის გარეთ მაუწყებლობენ, მათ შორის სამხედროთა მოლაპარაკებებს. ასევე შესაძლებელი ხდება ადგილობრივი რადიოსადგურის მაუწყებლობის შენარჩუნება გუმბათს შიგნით. საკითხი იმის შესახებ, როგორ არის შესაძლებელი გუმბათს გარეთ მყოფ ადამიანებთან დაკავშირება და საუბარი, გაფიქრებაც კი შეუძლებელია, რადგან გუმბათი აბსოლუტურად გაუმტარია კაცთათვის, რომლებიც მის შიგნით იმყოფებიან. ამგვარად, დოდი უივერი, ისევე როგორც ჯულია შამუეი, ისევე როგორც დი-ჯეი ფილი თავიანთი საქმიანობით წარმოადგენენ ერთგვარ მასმედიას გუმბათის შიგნით.



გარკვეული მიზეზების გამო დოდი უივერი დაჰყვება დიდი ჯიმის პოლიტიკას, და ისიც, არსებითად, მოტყუებით დაიწყებს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას. მოკლედ, დოდი უივერი ხდება უნებლიე, მაგრამ მაინც საყოველთაო და კოლექტიური ცთომილების ჩამოყალიბების თანამონაწილე. საბოლოოდ დოდი უივერი იღუპება დიდი ჯიმის ხელით, რადგან უარს იტყვის მომდევნო თანამშრომლობასა და მისი ანგარებიანი გეგმების სამსახურზე. ეს პირველი მაგალითია "მიგების მისტიკისა". მაგრამ მაინც, თუნდაც სიკვდილის წინ, დოდი უივერი მოასწრებს შინაგან ცვლილებას და საკუთარ თავში შეცვლის მინუს და პლიუს პოლუსებს. ანუ, როგორც უკვე ვამბობდით, უზენაეს ძალთა მიზანი არის არა ყველა არასასურველის მოკვლა, არამედ ადამიანთა ზნეობის შეცვლა. და მხოლოდ ისინი, ვინც გონს არ მოვა ან გონს მოსვლას ვერ მოასწრებს, დამსახურებულად მიიღებს, და მიეგება მისი საქმისაებრ. დოდი უივერი დაფიქრდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

მცირედი გადახვევა: დოდი უივერისა და ჯულია შამუეის მაგალითზე (მისი წარსული ისტორია), მეორე აზრობრივ რიგში ძალიან მკაფიოდ არის ნაჩვები, რომ მასმედია იმყოფება პოლიტიკის (ელიტის) კონტროლქვეშ და მის ინტერესებს ემსახურება.

საინტერესოა სურათის ისეთი პერსონაჟიც, როგორიცაა მღვდელი კოჰინზი, რომელიც, როგორც აღმოჩნდება, ხელს აფარებს ლაბორატორიას, სადაც ნარკოტიკულ ნივთიერებებს ამზადებენ და თვითონაც ნარკოტიკების აქტიურ მომხმარებელს წარმოადგენს. ასეთია ამ მღვდლის ზნეობა. მეორე აზრობრივი რიგის დონეზე კოგინზი განასახიერებს პლანეტა დედამიწის რელიგიურ ელიტას, რომელიც სიწმიდით სულაც არ გამოირჩევა და არ ფლობს იმ სიმართლესა და სულიერებას, რომელსაც თავის სწავლებაში დეკლარირებს. ბუნებრივია, რომ მასაც იგივე შურისგება ელოდება, რაც შეემთხვა დოდი უივერს - ისიც იღუპება. და ეს არის "მიგების მისტიკის" მეორე მაგალითი. მიუხედავად ამისა, არის რა ღვთისმოშიში, კოგინზი მაინც ასწრებს სინანულის ღმრთის წინაშ. და ესეც მისი ზნეობის ცვლილებაა, თუნდაც სიკვდილის წინაშე.

შერიფი დიუკ პერკინსი. ამ პერსონაჟმა არა მარტო იცის, რას საქმიანობს კოგინზი, არამედ შეგნებულად ხუჭავს თვალს პროპანის მიწოდებაზე ნარკოტიკების დასამზადებლად (შესაძლოა, წილიც კი ჰქონდეს). შერიფის კარდიოსტიმულატორი იმ დროს ფეთქდება, როდესაც ის ხელით შეეხება გუმბათის კედელს. პერკინსი იღუპება. ეს არის "მიგების მისტიკის" კიდევ ერთი მაგალითი. შემდგომში შერიფის მოვალეობის შემსრულებლად ირჩევენ ლინდა ესკვიველს. დიუკ პერკინსის დაღუპვის შემდეგ სწორედ ის ჩაუდგება სათავეში ჩესტერს მილსის პოლიციას. ერთის მხრივ, ის ცდილობს ყველაფერში გაერკვეს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ის მთლიანად ემხრობა დიდი ჯიმის ხელისუფლებას. მეორე აზრობრივი რიგის დონეზე აქ შეიძლება დავინახოთ რეალური სამართალდამცავი ორგანოების ანალოგია, რომლებიც, ისევე როგორც მასმედია, ემსახურება მხოლოდ ელიტის ინტერესებს.



ნორის მშობლები - ორი ლესბოსელი დედა. ბუნებრივია, მას სულაც არ აწყობს საქმის ასეთი განლაგება, და მეორე დედას, არანამდვილს, სულაც არ აღიქვამს ახლობელ ადამიანად. ნორი და მისი დედიკოები ჩესტერს მილში გავლით აღმოჩნდნენ, და ესეც შემთხვევითობა როდია. შესაძლოა, ამ ჰომოსიყვარულის გასწორებას სთავაზობენ მათ გუმბათს შიგნით, ამიტომაც, ერთ-ერთი დედა სახელად ელისი (ნამდვილი), ანუ ის, რომელმაც გადაუხვია ჭეშმარიტ გზას, კვდება. ეს არის "მიგების მისტიკის" მომდევნო ნიმუში.

სხვათა შორის ფილმში არსებობს მინიშნება გარდასახვაზე, თავიდან შობაზე: ელისი, რომელიც დაავადებულია შაქრის დიაბეტით მშობიარობას მიიღებს (პირველი მშობიარობა გუმბათქვეშ), მაგრამ ინსულინის უკმარობისა და დიდი დატვირთვის გამო იღუპება. ახალშობილის გამოჩენასთან ერთად ელისს გულის შეტევა ეწყება. ელისისა და ახალშობილის დაღუპვა გუმბათის ნებით ხდება: ელისი ევლინება ქალიშვილს სიკვდილის წინ, მშობიარეს შობის ტკივილები ეწყება იმის შემდეგ, რაც გუმბათის კედელს ხელს შეახებს. დაბადებულ გოგონას დაღუპული დედის სახელს შეარქმევენ. ანუ დედისას, რომელმაც ბავშვის დაბადებისთვის თავი გაწირა, და მიეცა კიდევ ერთი შანსი ყველაფერი თავიდან დაეწყო, და უკვე აღარ დაბრუნებოდა ერთსქესოვან კავშირებს.

ფილმის მსვლელობის პროცესში გასაგები ხდება, რომ უზენაეს ძალთა გეგმები ადამიანებთან მიმართებაში განსხვავდება დიდი ჯიმის გეგმებისგან. ჯიმიც, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, გუმბათის წინააღმდეგ მიდის, რადგან ვერ ურიგდება იმას, რომ ახალ სამყაროში, რომელიც შეზღუდულია გუმბათის კედლებით, მას შეიძლება ძალაუფლება წაერთვას. ის და მისი მომხრეები ვითარებას უკიდურესობამდე დაძაბავენ, და მაშინ გუმბათი დახურავს მათგან მზის სინათლეს.

მეორე აზრობრივი რიგის დონეზე აქ შეიძლება იყოს მინიშნება იმაზე, რომ ჩვენ, მთელი მსოფლიოს უბრალო ადამიანებს, არ გვმართებს ელიტის მორჩილება, რომლის მიზანია საყოველთაო ძალაუფლება და საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილება. არიან რა უფრო განათლებულნი, ელიტის წარმომადგენლებს ადამიანის ბუნება უკეთ ესმით და მანიპულირებენ მათით, ადამიანთა სუსტი მხარეების გამოყენებით, ცდილობენ მათ მიდრეკას პრიმიტიული ინსტინქტების მონობისკენ.

ასე, მაგალითად, დიდ ჯიმისა და მის მომხრეებს აინტერესებთ მხოლოდ პირველადი მოთხოვნილებები და რესურსები: პროპანი, წყალი, საჭმელი, სტატუსი. და თავის გადარჩენის, და არა გუმბათის საიდუმლოს ამოხსნის ასეთი გადაწყვეტისკენ უბიძგებს ის ჩესტერს მილსის დანარჩენ მცხოვრებთაც. ამიტომაც მეორე აზრობრივი რიგის დონეზე შეიმჩნევა გზავნილი მთელი კაცობრიობისადმი: იქნებ ჯეროვანი იყოს უფრო ხშირად შევხედოთ ზეცას? და მაინც, შევეცადოთ ამოვხსნათ ადამიანის ცნობიერების გაჩენის დღიდან არსებული ყველაზე დიდი საიდუმლო: რაშია უზენაესი ძალის ჩანაფიქრი ჩვენთან მიმართებაში, რაშია ჩვენი, როგორც ადამიანების დანიშნულება?

ერთ-ერთი იმათთაგან, ვინც სერიალში "ხშირ-ხშირად იხედება ცისკენ" არიან ჩესტერს მილის ბავშვები (მოზარდი თაობა). სწორედ ისინი ვერ ურიგდებიან საზოადოების ნაწილის რეალურ ცხოვრებას, არ აპირებენ ამ წუთისოფლის უსამართლობებთან შერიგებას, - სწორედ ისინი არიან არჩეულნი გუმბათის ნების აღმასრულებლებად, სწორედ მათ უნდა "აკურთხონ მონარქი" და, შესაძლოა, სწორედ ისინი ამოხსნიან გუმბათის საიდუმლოს და გამორთავენ მას.

__________________

შენიშვნა:
გუმბათის საიდუმლო მეორე აზრობრივი რიგის დონეზე არის სწორედ ის კითხვა, რომელიც ზემოთ მოვიტანეთ, ანუ რაში მდგომარეობს ადამიანის დანიშნულება? რა ევალებათ ფილმის გმირებს - უბრალოდ ეცადონ გუმბათის შიგნით თავის გადარჩენას, რისთვისაც უნდა მოიხმარონ დარჩენილი რესურსები, თუ მაინც, უნდა ეცადონ ამოხსნან მისი საიდუმლო, გაარკვიონ რატომ გაჩნდა იგი, და რა უნდა გააკეთონ მათ, რათა გუმბათი გაქრეს? რაშია მათი, როგორც გუმბათის შიგნით მოქცეული ადამიანების დანიშნულება?

__________________




მეორე აზრობრივი რიგის დონეზე: მოვალენი ვართ თუ არა ჩვენ, ადამიანები, რომლებიც დედამიწაზე ვცხოვრობთ, მხოლოდ საკუთარი თავის შენარჩუნებაზე, მხოლოდ ფიზიკურ არსებობაზე ვფიქრობდეთ, და ამისთვის, მოვიხმარდეთ დედამიწის რესურსებს, ვაბინძურებდეთ მის ბიოსფეროს, თუ უნდა ამოვხსნათ დედამიწაზე ადამიანის გაჩენის საიდუმლო, და გავიგოთ რაშია მისი დანიშნულება?

მაგრამ, "ზეცას უმზერენ" არა მარტო ჩესტერს მილის ბავშვები და ცდილობენ შეასრულონ თავიანთი დანიშნულება.

აქ დეილ ბარბარა გამოავლენს ნამდვილ ადამიანურ თვისებებს, რაღაც გაგებით თავგანწირვისთვისაც კი არის მზად, ოღონდ საზოგადოებას სარგებლობა მოუტანოს. აქ ჯულია შამუეიც შეიგნებს თავის და თავისი მეუღლის წარსულ შეცდომებს და ისიც მზად არის კეთილი საქმეების აღსასრულებლად. თანაც ის პატიობს თავის ქმარის მკვლელს, შემდეგ კი შეიყვარებს კიდეც. ბარბარა და ჯულია ერთად იკვრებიან, მათი სიყვარული - აი ძალა, რომელსაც შეუძლია ამ ავადმყოფი ქალაქის განკურნება.



როდესაც პირველი სეზონის დასასრულს ინგრევა შენობა, სადაც მიმდინარეობს "მონარქის კორონაცია", სწორედ ჯულია შეეცდება თავგანწირვით იდუმალი კვერცხის გადარჩენას (მის შესახებ ცოტა ქვემოთ), და ამ ტესტს ის ბრწყინვალედ გაივლის - სწორედ ის უნდა გახდეს მონარქი. სწორედ ის აიღებს გადაწყვეტილებას საკუთარ თავზე ტბაში ჩაძიროს კვერცხი - გუმბათის საიდუმლოს ერთადერთი გასაღები და, შესაძლოა, ერთადერთი კარი გარესამყაროსთან, რადგან ესმის, - დაუშვებელია კვერცხი ხელთ ჩაუვარდეს ბოროტ და ამბიციურ დიდ ჯიმს.

საინტერესო როლს თამაშობს ფილმში ჯუნიორ რენი. როგორც უკვე ვთქვით, ის ელიტის შვილებს, "ოქროს თაობას" წარმოადგენს. და როგორც ჯიმ რენის შვილი მოვალეა თავისი მამის ყველა უფლებამოსილება და პრივილეგიები დაიმკვიდროს.

უკიდურეს შემთხვევასი, ასეთი როლი აირჩია მისთვის თვით დიდმა ჯიმმა. და შემთხვევით როდი ხვდება ის ოთი მოზარდის რიცხვში, რომლებმაც აუცილებლად უნდა "აკურთხონ მონარქი". თანაც ჯუნიორმა ხელი უნდა დააფაროს თავისი მამიკოს ყველა სიბინძურეს და უსიტყვოდ დაემორჩილოს მის ნებას.

მაგრამ, "მონარქის კორონაციის" როლი, გუმბათის შემქმნელთა ნებით, ეჭვქვეშ აყენებს უმცროსი ჯიმის მომავალს. მას მოუწევს არჩევანის გაკეთება მამის ნებასა და მისიას შორის, რომელიც მან ქალაქ ჩესტერს მილსის მოსახლეობის გადასარჩენად უნდა გააკეთოს, რადგან ასე აქვთ ჩაფიქრებული უზენაეს ძალებს.

მეორე აზრობრივი დატვირთვის დონეზე "ოქროს ახალგაზრდობის" მთელი ეს მესიჯი დღეს ასე ჟღერს: ან ძუკნა ძაღლივით უნდა მიჰყვე შენი ოლიგარქი მშობლების ნებას და მათი ნება-სურვილები ასრულო, და ამით დაჰღუპო საკუთარი თავიც და კაცობრიობას, ან კიდევ მიაყურადო საკუთარი სულის ნათელს, სინდისის ხმას, ღმერთი რომ ჩაგაგონებს, და შეასრულო შენი მისია მოყვასის საკეთილდღეოდ.

არის კიდევ ერთი კრებითი შინაარსის მატარებელი პერსონაჟი სერიალში - ეს არის გუმბათქვეშ მოქცეული მოსახლეობა. რთულ ვითარებაში ადამიანები დაუჯერებენ ვისაც გინდა, ოღონდ არა საკუთარ თავს: ვიღაც ეკლესიის გუმბათქვეშ აფარებს თავს, ვიღაც საჯარო მართლმსაჯულებაზე იმედოვნებს, ვიღაც ხელისუფლების წარმომადგენელთა მომაჯადოვებელ სიცრუეს უსმენს. ეს სრულიად შეესაბამება დედამიწის მოსახლეობის სახეს, რომელსაც სხვადასხვა მიმართულების ელიტარული საზოგადოებები მართავენ, და ვ. გ. ბელინსკის ცნობილი განსაზღვრების თანახმად: "ბრბო არის ადამიანთა კრებული, რომელიც ცხოვრობს გადმოცემების და ავტორიტეტის მსჯელობის მიხედვით..." (ოღონდ, გასარკვევია რა სახის გადმოცემაზეა აქ ლაპარაკი და ვინ არის ავტორიტეტი, რადგან მხოლოდ საკუთარი თავის დასახვა ავტორიტეტად, ადამიანს პიროვნებად კი არა, თავმომწონე ყეყეჩად შეიქმს - რედ.).

სადღაც ფილმის შუაგულში ჩნდება იდუმალი პერსონაჟი მაქსი, რომელიც არავინ უწყის სად იყო და, როგორც ჩანს, ამ დროისთვის შეიმეცნა, რომ ჩესტერს მილი მოწყვეტილია გარესამყაროს. ის წარმოადგენს იმ ადამიანთა სახეს, ვინც ბრბოს "ართობს", ადამიანებს განაშორებს პრობლემებზე ფიქრისგან. ის იმწამსვე აგვარებს სათამაშო ბიზნესს, ბრძოლას წესების გარეშ და ა. შ. ეს არის ერთგვარი გამოცდა, რომელიც გუმბათის ბინადრებს დაატყდება.



ბუნებრივია, მაქსის (რატომღაც ამ დედაკაცს მამაკაცის სახელი აქვს ფილმში) საქმიანობა არ შეესაბამება უზენაეს ძალთა ჩანაფიქრს, ამიტომაც ისიც იღუპება. აი, "მისტიკური მიგების" კიდევ ერთი მაგალითი. მაქსის პერსონაჟის არსი მეორე აზრობრივი დატვირთვის დონეზე შეიძლება განიმარტოს როგორც მასმედიის როლი საზოგადოების მართვაში, რომელიც ზღაპრულ სამყაროში ითრევს ადამიანებს და განაშორებს მათ რეალობისგან. ეს არის თამაშები, სადაც ადამიანი ვირტუალურ სამყაროში რომელიღაც გმირის როლს ირგებს და რეალურ ცხოვრებაში სრულიად არასაჭირო დავალებებს ასრულებს. ეს არის საფეხბურთო მატჩები, მოკრივეთა პაექრობები და სხვა სპორტული სანახაობები, რომლებიც ადამიანების ენერგეტიკას სასურველ კალაპოტში მიმართავენ (ოღონდ ეგაა საკითხავი - ვინ განსაზღვრავს ამ მიმართულებას? ზოგიერთები ენერგიის ამ გახარჯვას "ემოციურ განმუხტვას" უწოდებს). ეს არის ფილმები, რომლებიც ქმნიან ილუზორულ განცდებს და მათ ნამდვილ განცდებს ჩაანაცვლებენ, რითაც ანადგურებენ ნამდვილი განცდების საჭიროებასაც კი.

ახლა კი ყველაზე მთავარი. ერთადერთი "ზღაპრული" არტეფაქტი ფილმში - ეს არის იდუმალი კვერცხი. რას წარმოადგენს იგი მეორე აზრობრივი დატვირთვის თვალსაზრისით? და რატომ ირჩია სტივენ კინგმა მაინც და მაინც კვერცხი, და არა, მაგალითად, უჯრა, კარადა, გასაღები, ამულეტი და ა. შ. საქმე იმაშია, რომ კვერცხი მეორე აზრობრივი დატვირთვის დონეზე განასახიერებს მონადას ან სულს.



მონადა (ბერძნ. μονάς — "ერთეული", μόνος — "ერთი") - პითაგორელების თანახმად აღნიშნავდა ღვთაებას, ან პირველარსს, ერთს ან ერთობას, როგორც განუყოფელს. მოგვიანებით, ახალი დროის სხვადასხვა ფილოსოფიურ სისტემაში და თანამედროვეობაში, ეს გახდა მრავალმნიშვნელოვანი ტერმინი, განსაკუთრებით ფსიქოლოგიასა და ეზოთერიკაში. სხვადასხვა სკოლაში მონადის ცნება სხვადასხვაგვარად განიმარტება. თანაც მონადის ცნება დღეს კონტექსტზეც არის დამოკიდებული. მოკლედ, საერთო ჯამში შეიძლება ითქვბას, რომ მონადა - ეს არის ყოფიერების პირველსაწყისი, საფუძველი, რომელსაც თავის თავში გააჩნია მაკროკოსმოსის ანარეკლი.

მონადა ხასიათდება ორი ურთიერთგამომრიცხავი დახასიათებით, ის აბსოლუტურად მარტივი და უსასრულოდ რთულია. საინტერესოა თვით ამ ცნებების არჩევანი - უბრალოება და სირთულე. ლეიბნიცმა სიმარტივისა და სირთულის ეს წინააღმდეგობა იმით გააძლიერა, რომ ამბობდა, სიმარტივე აბსოლუტურია, ხოლო სირთულე უსასრულოო. როგორ არის შესაძლებელი ერთსა და იმავე არსში შეერთდეს ურთიერთგამომრიცხავი მახასიათებლები?

მონადა - ეს ფიზიკური ატომი, ან მატერიალური წერტილი კი არ არის, ეს - სულიერი არსია. მონადის მაგალითია - ადამიანის სული, რომელიც მარტივია და განუყოფელი, ამიტომაც უკვდავია. ნებისმიერი ადამიანის სულიერი სამყარო უსასრულოდ მდიდარია, ამიტომაც მონადა უსასრულოდ რთულია.

მონადა არის სამყაროს ცოცხალი სარკე (მაგ.: გუმბათი). ეს არის საყოველთაო კავშირი ყველასი ყველასთან. უმცირესი განზომილებაც კი უნივერსუმის სურათში იწვევს შესაბამის შედეგს დანარჩენ ნაწილებში. მონადის ცნების შინაარსი - ეს არის შინაარის სიმდიდრის აბსოლუტური მარტივი ერთობა, რაც ახდენს ორგანიციზმის პრინციპის რეპრეზენტირებას. მონადა - ცოცხალი ორგანიზმია.

არსებობს აზრი, რომ კვერცხის ფორმა, რომელიც მონადას ახასიათებს - არის ადამიანის ბიოსფეროს ფორმა, ხოლო თუ რა არის პირველადი ადამიანის სხეულში - ბიოსფერო თუ ფიზიკური პროცესები, მეცნიერებმა ჯერაც ვერ გაარკვიეს. უკიდურეს შემთხვევაში, ზოგიერთი მეცნიერი, მათ შორის ბეხტერევი, მიიჩნევს, რომ ადამიანი ფიქრობს არა ტვინით, - ტვინი მხოლოდ მიმღებია, ინტსტრუმენტია, მთელი აზროვნებითი პროცესი ბიოველურ სტრუქტურებში მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კვერცხის ფორმის ადამიანის ბიოველი არის კიდევაც სული-მონადა.

ამიტომაც, არ არის გამორიცხული, სტივენ კინგს მთავარ არტეფაქტად სწორედ კვერცხი აერჩია (შეგნებულად თუ შეუგნებლად ეს ჩვენ არ ვიცით). სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, სერიალის გმირებმა სული, გადატანითი მნიშვნელობით, თავიანთ თავში უნდა ჰპოვონ, ბუკვალურად კი - იპოვონ კვერცხი და დაიცვან ის დიდი ჯიმის ბოროტი არსებისგან, რათა გათავისუფლდნენ გუმბათ-საპყრობილისგან და გადარჩნენ.



აი, კიდევ ერთი აზრობრივი დანამატი, რაც მოიაზრება "კვერცხის" არტეფაქტში:

კვერცხის ფორმას გააჩნია ინტერნაციონალური, კულტურული და არქეტიპური სიმბოლიზმი - ეს არის სიცოცხლის საწყისის სიმბოლო. და როგორც ასეთი, ინტერნაციონალურთან დაკავშირებით ნიშნავს, რომ ის ერთნაირად გაიგება ნებისმიერ კულტურაში, რასაში, ქვეყანასა და რელიგიაში.

არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ კინგიც სარგებლობდა ამ აზრით. "კვერცხის" არტეფაქტი გუმბათის ენერგიის წყაროა და, ალბათ, მისი გაჩენის მიზეზიც. მთლიანობაში გუმბათმა მთლიანად გადმოაყირავა ჩესტერს მილსის ცხოვრება. მისი წყალობით ზედაპირზე ამოტივტივდა ამ ერთის შეხედვით უწყინარი და მშვიდი ქალაქის ბნელი საქმეები. ასე, რომ მეორე აზრობრივი დატვირთვის დონეზე კვერცხი - ეს არის ახალი სიცოცხლის ჩასახვის სიმბოლო, და შესაძლოა არა მარტო ჩესტერს მილში, არამედ მთელს დედამიწაზეც.

ნებისმიერ შემთხვევაში ზოგიერთ პასუხს ჩვენ ვპოულობთ სერიალის მომდევნო ნაწილებში, და ყველაზე მნიშვნელოვანია პასუხი კითხვაზე: "რა არჩევანს გააკეთებს ჯუნიორ რენი?" ამიტომაც, შესაძლოა პირველი სეზონის უკანასკნელი სერია სწორედ "უმცროსის" არჩევანით მთავრდება. მეორე აზრობრივი დატვირთვის დონეზე კი ეს არის ნიშანი, რომ ამგვარი არჩევანი უწევს ელიტის მთელ ახალ თაობას.

სერიალის გაგრძელება (მომდევნო სეზონები) შეიძლება არ შეიცავდეს იმავე აზრობრივ კონსტრუქციებს, რომელიც პირველში ვიხილეთ, რადგან, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მომდევნო გაგრძელებები კარგავენ აზრობრივ და საინფორმაციო ღირებულებებს.

და ბოლოს, სერიალის კიდევ რამოდენიმე აზრობრივ დატვირთვაზე

არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისადმი ლოიალური დამოკიდებულების ფორმირება. როგორც ზემოთ ვთქვით, გოგონას ზრდიდა ორი დედა (თუ შეიძლება ასე ითქვას). გოგონას ნამდვილი დედა კვიდება და, რა თქმა უნდა, ჩვენ იმწამსვე გვიჩვენებენ, როგორ იტანჯება მეორე დედა და იჩენს მზრუნველობას მის მიერ ადრე უგულებელყოფილ ბავშვზე. ხრიკი, რომელსაც "თანაგრძნობის გამოწვევა" ჰქვია აქ კარგად მოქმედებს და ხსნის ყოველგვარ კლიშესა და ტაბუს. მერე რა, რომ ლესბოსელია, ისიც ისეთივე კეთილი, გულისხმიერი ადამიანია და ა. შ. სხვა მომენტი: ერთ-ერთი მთავარ გმირ მამაკაცს ბარბი ჰქვია. არავის ეუხერხულება, რომ ზრდასრულ ვაჟკაცს ჰქვია მდედრის ასეთი სახელი?! ერთ-ერთ პერსონაჟ ქალს კი პირიქით, ჰქვია მამაკაცის სახელი - მაქსი.

დასავლური მსოფლმხედველობა პლანეტა დედამიწაზე არსებობასთან დაკავშირებით. ადამიანების ქცევა, რომლებიც მოწყვეტილნი არიან ცივილიზაციას, სიმართლე ითქვას, ძალზედ გაოცებს. იმის ნაცვლად, რომ გაერთიანდნენ და ყველა ერთად შეეჭიდოს "თავზე დატეხილ უბედურებას", ყოველი თავის თავში იკეტება და საკუთარ პრობლემებს აგვარებს.

არავის აწუხებს, რამდენი ხნით ეყოფათ მათ პროპანი და რას იზამენ, როდესაც აირი გათავდება, რამდენი ხნით ეყოფათ სურსათ-სანოვაგის მარაგი და კარგი ხომ არ იქნებოდა ეფიქრათ სამეურნეო საქმიანობაზე. ყოველი ადამიანი ინსულინის ძიების მსგავსი საკუთარი პრობლემებით არის დაკავებული. ჩესტერს მილის ერთი მცხოვრები დედაკაცი ხსნის კაფეს, რომელსაც ჩაის დასალევად და საჭორაოდ მშვიდად აკითხავენ ქალაქის მცხოვრებნი. გასაგებია, რომ ამერიკელებისთვის სხვადასხვა სახის ჩაიხანები და პაბები - დროის გატარების ერთ-ერთი ძირითადი ადგილია ჯერ კიდევ ველური დასავლეთის დროიდან, მაგრამ ისეთ პირობებში, როგორშიც ექცევა ჩესტერს მილი, კაფე წააგავს "შავი ჭირის დღეებში გამართულ ზეიმს". ნუთუ კაფეს არც ერთ მუშტარს და არც მის მფლობელსაც არ ებადება კითხვა, საიდან აიღებენ პროდუქტებს ერთი კვირის ან თუნდაც რამოდენიმე თვის შემდეგ? როგორც ჩანს, ყველამ საკუთარი თავი მიანდო დიდ ძმა ჯიმის, რომელიც მათ ნაცვლად წყვეტს ყველა პრობლემას.



შედეგად: სტივენ კინგის შემოქმედების ყველა მოყვარულმა ცალსახად უნდა შეხედოს მის თხზულებებში აღწერილ მოვლენებს და თვითონვე შეაფასოს სიმბოლოები, რომლებიც სერიალში არის წარმოდგენილი, გაიაზროს ის მექანიზმები, რომლებიც მართავენ ხალხის მასებს. ამ თვალსაზრისით ეს არის გენიალური სერიალი. ხოლო, რაც შეეხება სექსუალურ უმცირესობებს და სხვა საგნებს, რომლებიც მიმართულია გენდრული განსხვავებულობის წაშლისკენ, - ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დასავლური ლობის ზეგავლენა, რადგან რომანში "გუმბათქვეშ" არავითარი ლესბოსელები არ არიან. როგორც იტყვიან, ერთ კასრ თაფლში ყოველთვის აღმოჩნდება ერთი კოვზი კუპრი... არადა დასანანია...

ინტერნეტ მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню