ხელოვნება - "შიმშილის თამაშები" - ფილმი ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

"შიმშილის თამაშები" - ფილმი ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ

ახალი მსოფლიო წესრიგი

ფილმ "შიმშილის თამაშების" მოქმედება შავბნელ მომავალში მიმდინარეობს, სადაც ღარიბი და უბადრუკი მასები მდიდარი ელიტის მაღალტექნოლოგიური ტირანიის ქვეშ ცხოვრობენ. არის თუ არა ეს ფილმი მომავალი ახალი მსოფლიო წესრიგის გამოხატულება? მოდი, განვიხილოთ იმ მსოფლიოს ნიშანთვისებები, რომელსაც ""The Hunger Games"-ის შემქმნელები გვთავაზობენ და ვნახოთ როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ახალ მსოფლიო წესრიგთან.



არ არის საჭირო გიგანტური მარკეტინგული კამპანია, "შიმშილის თამაშებმა" მსოფლიო აღიარება რომ მოიპოვონ. განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და მოზარდებს შორის. ზოგიერთები მას "ბინდის" წარმატებასაც უწინასწარმეტყველებენ. "მშიერი თამაშები" წიგნის ეკრანიზაციაა, თუმცა წიგნის ვერსიისგან ბევრად განსხვავებული.

"შიმშილის თამაშები" გვიხატავს შავბნელ მომავალს (რატომ არის ეს მომავალი ყოველთვის "შავბნელი"?), მომავალი მსოფლიოს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ წყობას. საერთოდ, ეს არის ერთი დიდი კოშმარი, სადაც გაფურჩქვნლია მდიდარი ელიტა, რომელიც დამშეული მოსახლეობის ზურგზე პარაზიტივით ცხოვორობს. ამ დროს, ცოდვა და ვნებები მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს აბსურდამდე დაჰყავთ, რასაც მთავრობა მასების კონტროლისა და მის მიერ დამყარებული სოციალური წყობის შესანარჩუნებლად იყენებს.



არ არის საჭირო მკითხაობა შევიტყოთ, თუ როგორ მომავალს გვიჩვენებს ეს ფილმი. ეს არის მძლავრი ანტი NWO შეტყობინება ახალგაზრდებისთვის და აჩვენებს იმ საშიშროებას, რაც კაცობრიობის მომავალს ელის. მოდი, კარგად დავაკვირდეთ "შიმშილის თამაშების" გამოგონილ, თუმცა, რეალურად შესაძლო და განხორციელებად სამყაროს.

________________

შენიშნვა: ეს არის სტატია ფილმის და არა წიგნის შესახებ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, წიგნთან შედარებით ფილმი საკმაოდ გადასხვაფერებულია და განსხვავებულ დატვირთვებს ატარებს.

________________


ახალი მსოფლიო წესრიგი მოზარდთათვის




"შიმშილის თამაშები" მიმდინარეობს კონტექსტში, რომელიც გასაოცრად ასახავს ახალ მსოფლიო წესრიგს, მისი მმართველი ელიტის პრივილეგირებულ მდგომარეობას. ახალი მსოფლიო წესრიგის ერთ ერთი უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანია რეგულარული, ეროვნული სახელმწიფოების ათქვეფვა ერთ მსოფლიო მთავრობაში, მსოფლიო სახელმწიფოში, რომელსაც ერთი ცენტრალიზებული ხელისუფლება ეყოლება. "შიმშილის თამაშებში" ეს ცნება გადმოცემულია იმით, რომ მოქმედება მიმდინარეობს ტოტალიტარულ სახელმწიფოში (Panem), რომელიც მოიცავს მთელს ჩრდილო ამერიკულ ტერიტორიებს. აშშ და კანადა აქ ერთ მთლიანობად არის წარმოჩენილი, ანუ ეს არის ნაბიჯი, რომელსაც მრავალი წინასწარმეტყველებს და ამბობს, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნამდე აშშ და კანადა ერთ სახელმწიფოდ უნდა გაერთიანდნენ.




პრეზიდენტი - ერის გადაწყვეტილება


Panem-ში დემოკრატიისა და თავისუფლების ცნება გამქრალია, მას მაღალტექნოლოგიური დიქტატურა შეცვლის თავისი სათვალთვალო სისტემებითა და სამსახურებით, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მონიტორინგით, პოლიციური რეჟიმით და საზოგადოებრივი კლასების რადიკალური დაყოფით. Panem-ის მოქალაქეთა უმეტესობა ცხოვრობს მესამე სამყაროს ქვეყნებში, შიმშილის, სიღატაკისა და ეპიდემიების ზღვარზე. ცხოვრების ეს უმძიმესი პირობები, როგორც ჩანს, არის რომელიღაც დამანგრეველი მოვლენის შედეგი, რომელმაც შვა ეკონომიკური კოლაფსი ჩრდილოეთ ამერიკაში. რაიონში სახელწოდებით "12" მდებარეობს მთავარი გმირის, კიტნეს ევერდინის სახლი. ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობს პრეინდუსტრიული ერის პირობებში, როდესაც მეშახტეთა ოჯახები დროებით ქოხებში ცხოვრობდნენ და ნორმალური საჭმლის ნაცვლად მღრღნელებს ჭამდნენ.



იმ დროს, როდესაც ხალხთა მასა ასე უბადრუკად გამოიყურება, თითქოსდა ისინი 1800-იან წლებში ცხოვრობენო, ელიტა ფუფუნებაში ცურავს. კაპიტოლიუმი თავის კანონებს აწესებს მაღალტექნოლოგიურ სახელმწიფოში და მასებს აბსოლუტურად აკონტროლებს. სათვალთვალო კამერები, RFID ჩიპები და 3D ჰოლოგრამები უხვად გამოიყენება მთავრობის მიერ სუსტი და გაუნათლებელი მოსახლეობის ნების მანიპულირებისთვის (თუმცა, მოსახლეობაში ჯერაც არსებობს სოლიდარობის და დაუმორჩილებლობის გრძნობა).



მყიფე სოციალური შეკვეთა რომ შეინარჩუნოს, კაპიტოლიუმი ეყრდნობა პოლიციას რომელიც ყოველთვის მზად არის ჩაახშოს ნებისმიერი აჯანყება. მუშები საკონცენტრაციო ბანაკების მსგავს რეზერვაციებში ცხოვრობენ, სადაც სახელმწიფო მათ ტვინებს ვიდეო პროპაგანდის მეშვეობით ამუშავებს. ამიტომაც, Panem-ი ეს არის მაღალტექნოლოგიური პოლიციური სახელმწიფო, რომელსაც ძლიერი ელიტა მართავს და რომელიც მასებს სიღატაკესა და მუდმივი შიშის ქვეშ ამყოფებს ადვილად რომ მართოს. ელიტის ხელშია მასმედია, რომელიც ხალხს უნერგავს აზრს, რომ მართვის ამგვარი მეთოდები სახელმწიფოს მხრიდან თვით ხალხისთვის არის სასარგებლო, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი ერთიანი, პოლიტიკური სისტემის ნორმალური ფუნქციონირება.
ცხოვრება მეტად კონტრასტულია მომავლის ამ სახელმწიფოში, "შიმშილის თამაშების" ელიტა ბრწყინვალე ქალაქ კაპიტოლიუმში ცხოვრობს და ათასგვარი ფუფუნებითა და მოდური ტენდენციებით ნებივრობს. საზოგადოების ეს უმაღლესი ელიტა მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს აღიქვამს, როგორც უდაბლეს რასას, რომელიც პირუტყვივით უნდა დაიმორჩილო და მართო. ყველა ძვირფას წიაღისეულს მოიპოვებენ იმ ღარიბ რაიონებში, სადაც მუშები და მათი ოჯახები ცხოვრობენ, რათა არაფერი მოაკლდეს კაპიტოლიუმს. ამით იქმნება მეტად მკაფიო ზღვარი ჩვეულებრივ ადამიანებსა და ელიტას შორის. ელიტა ამ ადამიანების შრომის ხარჯზე ცხოვრობს.



მდიდარი მმართველი ელიტის არსებობა გაღატაკებული მასების ხარჯზე (რაც უფრო ადვილს ხდის მათ მართვას) არის ის კონცეფცია, რომელიც უმთავრესი ასპექტია ახალი მსოფლიო წესრიგისთვის და ეს ჭეშმარიტება მეტად მკაფიოდ არის გამოხატული "შიმშილის თამაშებში". მმართველი წრეები დამოკიდებულნი არიან სათვალთვალო მაღალ ტექნოლოგიებსა და მასმედიაზე, რათა მუჭში ჰყავდეთ მოსახლეობა და აკონტროლონ იგი. ამ სინამდვილის განხორციელებას ჩვენ უკვე ვხვდებით ჩვენს რეალურ ცხოვრებაშიც, სადაც იქმნება სათვალთვალო ცენტრები ქუჩებში, ეზოებში, სახლებში, პარკებში, სკოლებში და ახლო მომავალში კი ტყეებშიც. ამდენად, "შიმშილის თამაშების" სამყარო მალე რეალობა გახდება.

არსებობს კიდევ ერთი კონცეფცია, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია ოკულტური ელიტისთვის და, რომელიც "შიმშილის თამაშების" ცენტრში მდებარეობს. ეს არის სამსხვერპლო სისხლი, შიშის ატმოსფერო და დათრგუნვილ მასებზე კონტროლი.




სამსხვერპლო სისხლი მმართველი ელიტისთვის


კიტნესს "შიმშილის თამაშებისთვის" ამოირჩევენ, როგორც მსხვერპლს თავისი რაიონიდან.

Panem-ის მთავრობამ შიმშილის თამაშები შექმნა იმისთვის, რათა შეახსენოს მასებს "უდიდესი ღალატის" შესახებ, რომელიც მათ ჩაიდინეს, როდესაც მმართველ ელიტას აუჯანყდნენ. დაუმორჩილებლობისა და ამბოხისთვის, სასჯელის სახით, სახელმწიფოს თორმეტმა რეგიონმა კაპიტოლიუმს უნდა წარუდგინოს 12-დან 18 წლამდე ასაკის ერთი ბიჭი და ერთი გოგონა, რათა მონაწილეობა მიიღონ შიმშილის სასტიკ თამაშებში.



მოზარდები ერთმანეთს უნდა შეებან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში რომაელი გლადიატორებივით, რომელსაც, როგორც მნიშვნელოვან მოვლენას, ტელევიზიით მთელი ქვეყნის მასშტაბით გადასცემენ.

თამაშების წესები გამოხატავს მასებისადმი ელიტის ზიზღსა და სრულ სიძულვილს. თამაშების სახელწოდბაც ერთგვარი შეხსენებაა დაბალი კლასის მუდმივი, შიმშილის ზღვარზე მყოფი მოსახლეობისთვის, რათა ახსოვდეთ მათ ვინ აკონტროლებს.

გოგონები და ბიჭები, რომლებიც შიმშილის თამაშისთვის არიან არჩეულნი იწოდებიან "ხარკებად" (tributes), ტერმინით, რომლითაც აღინიშნება ვასალის მიმართება თავისი ბატონისადმი, შედეგად, ასახავს მასების მონობას თავიანთ მმართველთა წინაშე.



უხსოვარი დროიდან მიიჩნეოდა მსხვერპლის სისხლი "ღმერთებისადმი" შეწირული ხარკის უმაღლეს გამოხატულებად, ხოლო ოკულტური თვალსაზრისით, ამგვარი მსხვერპლი მმართველებსა და ჯადოქრებს უძლიერეს ძალაუფლებას ანიჭებს. ზუსტად ასე წირავდნენ ძველი კართაგენელები "ღმერთ" მოლოქს თავიანთ ჩვილებს. Panem-შიც რეგიონების მოსახლეობა თავიანთ შვილებს კაპიტოლიუმს სწირავს. ამგვარად, შიმშილის თამაშები ამ ძველი რიტუალების თანამედროვე ვერსიებია, რომ მასში მასებიც უნდა მონაწილეობდნენ, რათა თავიანთი მმართველების რისხვა აიცილონ.

Panem-ის მთელი ხალხი იძულებულია უყუროს სამსხვერპლო რიტუალს, რომელიც კაპიტოლიუმში მიმდინარეობს და შიშის, სისხლისა და რისხვის ატმოსფეროს აჩაღებს, რითაც რიტუალის მნიშვნელობას აძლიერებს. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ისეთი კონკრეტული ადამიანების სიკვდილი, როგორებიც იყვნენ უიტნი ჰიუსტონი, ჰიტ ლეჯერი, ემი უაინჰაუსი და სხვები, ზუსტად ასეთი ღონისძიება გახდა მასმედიისთვის, თითქოსდა რაღაც მეგა-რიტუალს ასრულებენო, მსოფლიოს ხალხთა ყურადღებას იპყრობენ ამგვარი მოვლენებისადმი. შიმშილის თამაშებიც ასახავს ამ კონცეფციას, მეგა-რიტუალის ფართოდ გახმაურების კონცეფციას.
"ტრიბიუტები" (ანუ "ხარკები") თავიანთი რეგიონებიდან არჩევის შემდეგ უკვე სახელმწიფოს საკუთრებაში გადადიან. მათ აღარაფრის უფლება უკვე აღარა აქვთ. თვით სიცოცხლისაც კი. "შიმშილის თამაშებში" ახალგაზრდების სარიტუალო სიკვდილი შენიღბულია სპორტული ღონისძიების, საერთო-ეროვნული დღესასწაულის ბრწყინვალე საფარველში. რიტუალი წარმოდგენილია, როგორც რეალიტი-შოუ. ღარიბი ადამიანები არა მარტო მონაწილეობენ ამ შოუში, არამედ გულშემატკივრობენ კიდევაც თავიანთ რჩეულებს. რატომ ღებულობენ ისინი ყოველივე ამას? ერთ ერთი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მასმედიას შეუძლია ადამიანებს მიაღებინოს ყველაფერი... თუ ეს საინტერესოა.


ქვენა ინსტინქტების განკარგულებაში


თამაშები, როგორც რეალიტი-შოუ გადაიცემა მთელი სახელმწიფოს მასშტაბით, შოუს წამყვანი კომენტატორები მთელი თავიანთი ოსტატობით აშუქებენ და აანალიზებენ მოქმედებებს, იღებენ ინტერვიუს "მოხარკეებისგან" და მსჯელობენ მათ ეფექტურობაზე. "მოხარკეებს" ("ტრიბიუტებს") ისე შთააგონებენ თავიანთი როლის მნიშვნელობას, რომ ისინიც ღებულობენ მას და მზად არიან დახოცონ ერთმანეთი ოღონდ მოიგონ და ცოცხლები დარჩნენ.



მასები, როგორც უკვე ვთქვით, აქტიურად მონაწილეობენ ამ თამაშებში და გულშემატკივრობენ თავიანთ რჩეულებს, რაც თავისთავად გულისხმობს სხვათა მსხვერპლის არად ჩაგდებას. ეს მეტად დასანანია, მაგრამ ფაქტია: მასმედიის ნებისმიერი შეტყობინება აღწევს ადამიანის ცნობიერებამდე, თუ ის შესძლებს მისი ყურადღების მიპყრობას. არის ორი რამ, რაც ავტომატურად, თითქმის გადაულახავად იპყრობს ჩვენს ყურადღებას: სისხლი და სექსი, ჩვენი პირველადი ინსტინქტების გამოძახილი. მოვლენის (ანუ თამაშების) ძალადობრივი ხასიათი იპყრობს მასების ყურადღებას, რომელსაც ავიწყდება, რომ შიმშილის თამაშები შეხსენებაა მათი მონობისა ელიტისადმი. ეს კონცეფცია უკვე კარგად არის ცნობილი დღევანდელ მასმედიაშიც. ელიტის მიერ დაფინანსებული პრესა და ტელევიზია უხვად ამარაგებს მოსახლეობას ათასგვარი სისხლიანი სენსაციებით და გასართობი სანახაობებით. ამიტომაც, შიმშილის თამაშებში ზუსტად და კარგად არის ასახული მასმედიის როლი საზოგდოებრივი აზრის მანიპულირების საქმეში. დაეხმარება კი ფილმი ახალგაზრდებს შეიგნონ ეს ფაქტი?



რაღაც მომენტში შიმშილის თამაშებში გოგონას სიკვდილი იმდენად შეაძრწუნებს ადამიანებს, რომ წამიერად გაუნათებს გონებას, ერთ მუშტად შეჰკრავს და პროტესტს გამოახატვინებს აშკარა ძალადობის წინააღმდეგ. სიკვდილის პირდაპირი ტრანსლიაცია ერთ ერთ რეგიონში ამბოხის მიზეზი ხდება. ადგილობრივი მცხოვრებლები ხვდებიან, რომ მონაწილეებს რაღაც უფრო საშინელი ელით.

თუმცა, ამბოხს შტატის პოლიცია სწრაფადვე ჩაახშობს. გარდა ამისა, სოციალური უკმაყოფილებისა და მომდევნო უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, შოუში შემოდის ახალი ელემენტი: სიყვარული კიტნეს ევერდინსა და პიტ მელარკს შორის. ესენი არიან ბიჭი და გოგონა ერთი და იგივე რეგიონიდან სახელწოდებით "12". შოუში სიყვარულის (შესაბამისად სექსის) თემატიკის შემოტანით, ელიტა შესძლებს მასების დათრგუნვას და თავდაპირველ მდგომარეობაში, ანუ ჩუმ მორჩილებაში მათ ჩაბრუნებას. ფილმის ეს ნაწილი ასახავს იმას, თუ როგორ იყენებენ მასმედიას ძლიერნი ამა ქვეყნისანი. შიმშილის თამაშებით ფილმის ავტორები ამტკიცებენ, რომ ისტორიები, სადაც წარმოდგენლია სექსი და ძალადობა, ადვილად იპყრობენ ადამიანთა ყურადღებას. და თანამედროვე მასმედიაც უხვად არის გადატვირთული ამგვარი ისტორიებით. თითქოსდა მთელი ჩვენი ცხოვრება გადაქცეულია ერთ სისხლიან შოუდ... ჩართავ ტელევიზორს და ვიღაცის მკვლელობაზე, ან რაღაც უბედურებაზე გვესმის... რატომ? იმიტომ, რომ ეს საინტერესოა, ეს ანკესზე გამობმული სატყუარაა მასების მისაზიდად და მასმედიისადმი დასაქვემდებარებლად...


დესენსიბილიზაცია (უუნარობა) ახალი ტიპის ძალადობისადმი



ჰოლივუდში ძალადობის ნაკლებობა არ შეიმჩნევა, მაგრამ ფილმი "შიმშილის თამაშბი" ამ მხრივ ზღვარს გადადის, რაც იშვიათად შეგვიძლია ვნახოთ მხატვრულ ფილმებში. კერძოდ ეს არის არასრულწლოვანთა ძალადობა და სისასტიკე თავიანთივე თანატოლებისადმი. ამ ფილმში ვხედავთ როგორ ჩეხავენ, კლავენ, ახრჩობენ, კისერს უმტვრევენ და წამლავენ ერთმანეთს მოზარდები. აქ არის სცენები, რომელსაც იშვიათად იხილავთ ჰოლივუდის ფილმებში. თუმცა, უდავოდ, ფილმის მიზანია მიიზიდოს მიზნობრივი მაყურებელი (კერძოდ,12-18 წლის მოზარდები). შიმშილის თამაშებს წინა პლანზე წამოწეული აქვს ძალადობის ახალი ფორმები, რომელიც ადრე მიუღებლად მიიჩნეოდა ფილმებისთვის.



დასკვნა




შიმშილის თამაშები მიმდინარეობს მსოფლიოში, სადაც დამყარებულია ახალი მსოფლიო წესრიგი. სადაც არიან მდიდრები, მძლავრი მმართველი და ელიტარული წრეები, ექსპლოატატორები და ხალხთა მდაბიო მასები; აქვეა პოლიციური რეჟიმით გაჟღენთილი "დემოკრატია", მაღალტექნოლოგიური სათვალთვალო სისტემები, მასმედია, რომელიც ახალი მსოფლიო წესრიგის დიქტატორის სამსახურშია, და რა თქმა უნდა, რაც შეიძლება ბევრი სარიტუალო სისხლი. ამ მხრივ, ნამდვილად არაფერია სანუგეშო შიმშილის თამაშებში აღწერილ მომავალში. თვით ადამიანის ღირსება იმდენად არის დაკნინებული, რომ ინტერესით უყურებენ როგორ კლავენ თავიანთი შვილები ერთმანეთს, თითქოსდა ეს ყველაფერი ხდებოდეს მხეცთა გალიაში. ამ მიმართებით, ფაქტობრივად არავითარი განსხვავება არ არის კინომაყურებელსა და ფილმში ნაჩვენებ მასას შორის, რომელიც ამ სასაკლაო სანახაობით ერთობა. ორივე მზად არის ჩაერთოს შოუს პერიპეტიებში, და მსხვერპლს ელიტის მხიარული და უდარდელი თვალით შეხედოს. გარდა ამისა, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ფილმი ასრულებს იმავე ფუნქციას, რასაც თამაშები ასრულებენ ფილმში: მასების ყურადღება ელიტის მმართველობიდან გადააქვს სისხლსა და სექსზე, ყოველდღიურ საზრუნავსა და გართობაზე.

ცდილობს თუ არა "შიმშილის თამაშები" გააფრთხილოს აპათიური ახალგაზრდობა იმ საფრთხის გამო, რაც ტოტალიტარულ კოშმარში ელოდება კაცობრიობას? თუ ეს უბრალო პროგრამაა, რათა მაყურებელს ახალი მსოფლიო წესრიგის უმტკივნეულო აღქმა და მიღება გაუადვილდეს? ეს მსჯელობის საგანია. მაგრამ ის, რასაც მასმედია ამბობს შიმშილის თამაშებზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დისკუსიისთვის: ვის გუნდში ხართ თქვენ პიტის თუ გეილის?



ინტერნეტ მასალების მიხედვით.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/JR1Zm1s6hc8" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню