ხელოვნება - ჰომოსექსუალიზმის დაუფარავი ქადაგება თანამედროვე მულტფილმებში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

ჰომოსექსუალიზმის დაუფარავი ქადაგება თანამედროვე მულტფილმებში

ჰომოსექსუალიზმი

ამაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ყოველი მშობელი, თუკი მას საკუთარი შვილის ზნეობრივად ჯანმრთელ ადამიანად გაზრდა სურს. ტრადიციული ოჯახის ნგრევის, ასევე სექსუალური გადახრების ნორმალიზაციისა და პოუპლარიზაციის საქმეში დღეს უდიდეს როლს განაკუთვნებენ საბვშვო მულტფილმებსა და კინოპროდუქციას.

თანამედროვე მულტსერიალები რომ განვიხილოთ, დავინახავთ, თუ როგორ არის წაშლილი მათში სქესობრივი იდენტობის ზღვარი: მამრობითი პერსონაჟები საკმაოდ "ნაზები" არიან: მათში გამოკვეთილია ქალური თვისებები, ქცევითი რეაქციები, გატაცებები, ხოლო მდედრობით პერსონაჟები, პირიქით, - მამაკაცურნი არიან.

ასე, მაგალითად, პოპულარული მულტსერიალი "კლუბი ვინქსი", მულტფილმი "მინიონები", თანამედროვე რუსული სრულმეტრაჟიანი მულტფილმები "ალიოშა პოპოვიჩი და ტუგარინ გველი", "დობრინა ნიკიტიჩი და ზმეი გორინიჩი", "ილია მურომეცი და ყაჩაღი ბულბული" და სხვა მულტფილმები. მათში ჩვენ ვხედავთ ქალთა პერსონაჟებს, რომლებიც ფლობენ ლიდერულ თვისებებს, დამოუკიდებლობას, გამბედაობას, მიდრეკილებას რისკისა და აქტიური მოქმედებებისადმი, ზოგჯერ ფიზიკურადაც კი არ ჩამოუვარდებიან მამაკაცებს. ხოლო მამაკაცური პერსონაჟები წარმოჩენილია "სუსტი სქესად".

მულტფილმში "ალიონუშკას და ერიომას თავგადასავლები" (Приключения Алёнушки и Еремы) ერიომა ნაჩვენებია როგორც ძალიან მგრძნობიარე შეყვარებული, ხოლო მულტფილმში "დობრინია ნიკიტიჩი და ზმეი გორინიჩი" (Добрыня Никитич и Змей Горыныч) ელისეი წარმოდგენილია სუსტი ნებისყოფის მქონედ და მშიშარად.

ხშირად მულტფილმებში ვხვდებით ოჯახის ნეგატიურ სახეს. მაგალითად, მულტსერიალში, "ბაბროსკინები" (Барбоскины) ჩვენ ვხედავთ სრულ ოჯახს, მაგრამ ოჯახის წევრებს სულაც არ ადარდებთ ერთმანეთი, ბავშვებს შორის დამოკიდებულება კი აგებულია პრინციპზე: "შენ მე - მე შენ"; თუ ვნახავთ პოპულარულ მულტსერიალს "სასაცილო ბურთულები", მასში არიან ბავშვები, არიან უფროსები, ოჯახები კი - არა.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მხოლოდ მულტფილმებია, და მათი ნახვით ცუდი არაფერი მოხდება. გვსურს ეს ჩვენ თუ არა, ყოველი მულტფილმი შეიცავს საკუთარ გზავნილს პატარებისადმი. ბავშვები, თავიანთი ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ყველაზე დამოკიდებულნი არიან მიღებულ შეტყობინებებზე. ისინი ისრუტავენ ყოველივეს, რაც კი მათ ტელვიზორის ეკრანიდან მიეწოდებათ. ბავშვი საკუთარ თავს აიგივებს ნებისმიერ პერსონაჟთან და ქვეცნობიერად იმახსოვრებს ქცევის მოდელს; მომავალში საპირისპირო სქესთან თავის დამოკიდებულებას ბავშვობის შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე ააგებს და თანაც გაუცნობიერებლად. ოჯახის ნეგატიური სახე ბავშვებში ნერგავს აზრს იმის შესახებ, რომ ოჯახი - ეს მძიმე ტვირთია, გაუთავებელი დავაა, ბავშვები კი - ცუდია. პრაქტიკულად მთელი საბავშვო, საყმაწვილო კინოპროდუქცია გვაფიქრებინებს, რომ ოჯახის ყოლა სულაც არ არის მოდური.




ჰომოსექსუალური გადახრების პროპაგანდა ბავშვებს შორის ყოველდღიურად უფრო და უფრო ღია და დაუფარავი ხდება. თუ განვიხილავთ ისეთ მულტფილმებს, რომლებიც ჩვენს ეკრანებზე გამოჩნდა 2000-იანი წლების დასაწყისში, როგორებიცაა, მაგალითად, "ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალი", "გრიფინები", "ფუტურამა" და სხვა, მათში უკვე იმ მომენტშივე არსებობდნენ პერსონაჟები, რომლებსაც გააჩნდათ მეტ-ნაკლებად გამოხატული ჰომოსექსუალური და ტრანსგენდერული მიდრეკილებები.

დღეს Disney აქტიურად ეწევა პოლიტიკას და ლგბტ-ღირებულებების გავრცელებას და ცდილობს ამ იდეის მიტანას მთელი მსოფლიოს ბავშვებამდე. 2017 წლის თებერვალში დისნეის მულტსერიალის "ვარსკვლავური
პრინცესა და ბოროტების ძალები" ახალ სერიაში ნაჩვენები იყო რამოდენიმე სცენა, სადაც ერთმანეთს კოცნიან ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლები. 2017 წლის აგვისტოში Walt Disney-მ გამოუშვა მულტიპლიკაციური შოუს სერია ბავშებისთვის "Doc McStuffins". ამ სერიის სახელწოდებაა "გეგმა საგანგებო შემთხვევებისთვის". თითქოსდა კარგი იდეაა - ჩაუნერგონ ბავშვებს ცოდნა ყოველდღიური უსაფრთხოების თვალსაზრისით. მაგრამ სიუჟეტის ცენტრში მოქცეულია ერთსქესიანთა ოჯახი, ორი დედა, რომლებიც ზრდიან ორ ბავშვს. კრის ნი, საბავშვო შოუს ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერი, არ მალავს, რომ ისინი ეწევიან პოლიტიკას, და ის დიდი ხანი ოცნებობდა pro-gay-სერიალის შექმნაზე.

2017 წლის ოქტომბერში დაიწყო საყმაწვილო სერიალი "Andi Mack"-ი, რომელშიც უნდა გამოჩნდეს გეი-პერსონაჟი. ამ სერიალის მაყურებლის საშუალო ასაკი 10 წელია. იმაში, რომ საბავშვო მულტი და კინო-პროდუქცია აჩვენებს ოჯახის ნეგატიურ სახეს და პროპაგანდას უწევს ჰომოსექსუალიზმს, გასაკვირი არაფერია.

დასავლური ელიტის ნაწილი ღიად უჭერს მხარს ცხოვრების ჰომოსექსუალურ სახეს და მის შესაბამის იდეოლოგიას: გენდერულ პოლიტიკას (ბავშვი - უსქესო არსება, ერთსქესიანი ქორწინებები, ზღვარის მოშლა მამაკაცსა და დედაკაცს შორის და ა. შ.), იუვენალურ იუსტიციას.

აქ უნდა ვახსენოთ მოსახლეობის რაოდენობის რეგულირების "ჰუმანური მეთოდებიც": სექსუალური თავისუფლებისა და უსაფრთხო სექსის პროპაგანდა, მათ შორის სკოლის მოსწავლეთა შორის, განსახვავებული სქესობრივი გადახრები, რომლებიც პროპაგანდირებულია, როგორც ნორმა, აბორტები და სხვა. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია იუვენალური იუსტიციით, ფემინისტების და ლგბტ-ს ბრძოლით მათი უფლებებისთვის.

ჰომოსექსუალური ურთიერთობები როგორც ნორმა და ტრადიციული ოჯახი შეუძლებელია თანაარსებობდნენ ერთ საზოგადოებაში. თუნდაც იმიტომ, რომ ჰომოსექსუალიზმი თავისი ბუნებით უკიდურესად აგრესიულია.

2013 წელს ჟურნალისტმა ქალმა მარია ჰესენმა ღიად განაცხადა, რომ გეების უფლებებისთვის ბრძოლის მოძრაობა წარმოადგენს არა იმდენად ჰომოსექსუალ წყვილთა იურიდიულ გათანასწორებას ჰეტეროსექსუალურ წყვილებთან, რამდენადაც ოჯახის, როგორც ასეთის ლიკვიდაციას. მისი თქმით, ქორწინების ინსტიტუტმა არსებობა უნდა შეწყვიტოს. თანაც ჰომოსექსუალიზმი მჭიდროდ არის დაკავშირებული პედოფილიასთან.

გეები და ფემინისტები მთელ მსოფლიოში ითხოვენ თანასწორობას, მაგრამ ამასთან ქცევის სოციალურად ერთადერთ მისაღებ მოდელად მხოლოდ ჰომოსექსუალობას მიიჩნევენ. ნებისმიერი საზოგადოება, თუ მასში არ დაიბადება და არ გაიზრდება ნორმალური თაობა, განწირულია დეგრადაციისა და განადგურებისთვის. და თუ ასეა, მაშ როგორ დაიბადებიან და გაიზრდებიან ნორმალური ბავშვები იქ, სადაც ტრადიციული ოჯახის სახე ტელევიზორიდან და კინოეკრანებიდან ან ნეგატიურია ან საერთოდ არ არსებობს, ხოლო ჰომოსექსუალიზმი იქადაგება როგორც ნორმა?

ჩვენს ახალგაზრდებს უკვე დღესვე ჩააგონებენ, რომ საოჯახო ორიენტირები არ წარმოადგენენ მთავარ ღირებულებით კატეგორიას. ღირებულებათა სისტემაში თანამედროვე ახალგაზრდები ოჯახს უკვე ამჯობინებენ "თვითკმარობას", "თავისუფლებას", "წარმატებას", "დამოუკიდებლობას", "სიამოვნებას".

წყარო:zen.yandex.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню