ხელოვნება - გრავიტაცია - მსოფლიო ელიტის დაშიფრული შეტყობინება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

"გრავიტაცია" - მსოფლიო ელიტის დაშიფრული შეტყობინება

გრავიტაცია
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/OiTiKOy59o4" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

საიტ "აპოკალიფსისის" რედაქცია გაფრთხილებთ: წინამდებარე ვიდეო და მისი სტენოგრამა "სპოილერია", ამიტომაც, ვისაც ჯერ ფილმი "გრავიტაცია" არ გინახავთ, გირჩევთ ნახოთ და ამის შემდეგ წაიკითხოთ წინამდებარე სტატია.

განმარტება: "სპოილერი" (ინგლ. ჯარგონზე spoil – "გაფუჭება") - კინოში, კომპიუტერულ თამაშებში, ლიტერატურაში სიუჟეტური ინფორმაციის დროზე ადრე გახსნა, რომელიც ანგრევს ავტორების მიერ ჩადებულ ინტრიგას, არ აძლევს მაყურებელს ან მკითხველს, დამოუკიდებლად იგრძნოს და განიცადოს ნაწარმოების აზრი. ამით, სპოილერი მაყურებელს ართმევს ამ სიუჟეტისგან მოსალოდნელ ერთგვარ სიამოვნებას, რითაც აფუჭებს მისგან მიღებულ შთაბეჭდილებას. ამიტომაც, თუ ვინმე ამ ფილმის ნახვას გადაწყვეტს, მას ვაფრთხილებთ, რომ მოცემულ ვიდეოში და მის სტენოგრამაში ფილმის სიუჟეტი გახსნილია. სტატიის წაკითხვას მეტი ეფექტი ექნება ფილმის ნახვის შემდეგ, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ გაეცონთ ვიდეოსა და მის სტენოგრამას, ნება თქვენია. ჩვენ მოვალენი ვართ მკითხველს ვაუწყოთ სპოილერების შესახებ, რათა არ დავუკარგოთ მათ ფილმის პირველად წაკითხვის შთაბეჭდილება.

"ნიშნები დასიმბოლოები მართავენ მსოფლიოს, და არა სიტყვა და კანონი" (კონფუცი)


კონსპიროლოგები ამბობენ, რომ არსებობს სპეციალური პროგრამა (გეგმა), რომლის მიხედვითაც მუშაობა დაიწყო მთელმა მასობრივმა მსოფლიო კინოინდუსტრიამ, რომელიც მსოფლიო ელიტას ეკუთვნის. რა თქმა უნდა, მათ შორის უმთავრესი ადგილი ჰოლივუდს ეკუთვნის.

ჰოლივურდი საზოგადოებრივ აზრს გარდაუვალი მოვლენებისთვის ამზადებს.



ბოლო ორი წლის ყველა ფანტასტიკური ფილმი, რომელიც ჰოლივუდში გადაიღეს - ფანტასტიკა არ გახლავთ. ეს მოსამზადებელი პერიოდია".

აი, ამ მომზადების მაგალითიც. ფილმი "გრავიტაცია".

პოპულარული ჰოლივუდური ფილმის "გრავიტაციის" (Gravity) სიუჟეტში ჩადებულია კონცეპტუალური ხასიათის დაფარული ინფორმაცია. როგორც ჩანს სპეცეფექტების, მკაფიო სცენებისა და ლამაზ-თეთრკბილა მსახიობების მიღმა შეიძლება დაფარულ იქნას მთელი პროგრამა კაცობრიობისთვის, განსაკუთრებით კი მისი ელიტისთვის. ფილმი "გრავიტაცია" აყალიბებს - არც მეტი არც ნაკლები - ჩვენი პლანეტის უახლოეს მომავალს.



იმთავითვე ვიტყვით, რომ არ შევეხებით არც მსახიობთა თამაშს, არც კინოლაფსუსებსა და უზუსტობებს. თქვენს ყურადღებას მხოლოდ იმას მივაპყრობთ, რაც მიჩუმათებული დარჩა, ანუ იმ მთავარ იდეას, რომელსაც ეს ფილმი ატარებს, იდეას რომელიც ჩვენს ქვეცნობიერებაში დაუკითხავად და დაუპატიჟებლად იჭრება,, ასევე იმ ფარულ შეტყობინებებს, რომელიც ამ ლამაზ ფილმშია დაშიფრული:

დავიწყოთ ფილმის სიუჟეტითა და მისი სიმბოლიზმით:

სამი ამერიკელი ასტრონავტი იმყოფება ღია კოსმოსში. ორი მათგანი, ჩვენი მთავარი პერსონაჟია: პირველი - ეს არის ქალი-ასტრონავტი, რომლის სახელია "რაიან სტოუნი", და რომელიც "ჰაბლის" ტელესკოპს არემონტებს. ძველინგლისური ენიდან თუ გადმოვთარგმნით, სიტყვა "რაიანი" ბუკვალურად "სამეფოს" ნიშნავს. ამგვარად, სახელი რაიან სტოუნი (ინგლ. Stone - ქვა) გადმოითარგმნება როგორც "სამეფო ქვა". ცხადია, აქ მიგვანიშნებენ ინგლისის სამეფო ოჯახზე. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით ბრიტანეთის მონარქთა ტახტქვეშ დევს ქვა წმიდა მიწიდან.



მეორე ასტრონავტი და მისიის მეთაურია "მეტი" (Matt) მეტად ნიშანდობლივი გვარით კოვალსკი. როგორც ჩანს, კოვალსკი საერთაშორისო ემიგრანტებისა და მათი ელიტის კრებითი სიმბოლოა. ასტრონავტები, როდესაც "სასხვათაშორისოდ" ლაპარაკობენ, ახსენებენ მესამე ასტრონავტსაც სახელად შარიფ, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ამით ნაჩვენებია, რომ ელიტა და მისი ძალაუფლება, ბრბო-ელიტარულ საზოადოებაში, უპირველეს ყოვლისა ცოდნაზე მონოპოლიას ეფუძნება. ამგვარად, ფილმის ორი პერსონაჟი "მსოფლიო ელიტის" ორი მძლავრი კლანის სიმბოლოს წარმოადგენს, რომლებიც სახელმწიფოებზე მაღლა დგანან. იგივე კლანები მართავენ მსოფლიოს აშშ-ს მეშვეობით. ხოლო კოსმიური ხომალდი "explorer"-ი ("მკვლევარი"), რომელზეც ამერიკელი ასტრონავტები მოფრინდნენ, როგორც ჩანს თვით აშშ-ს სიმბოლოა. აღსანიშნავია, რომ ხომალდის საბორტო ნომერი ჯამში ციფრ 13-ს იძლევა (ფილმში განიმარტება, რომ აქ არის მინიშნება ამერიკულ დოლარზე - რედ.).



და აი, ელიტის ეს სიმბოლური წარმომადგენლები გამოსახულნი არიან როგორც კაცობრიობაზე მზრუნველნი, რომლებსაც ყველასთან ჰარმონია და აყვავება, ასევე ახალი ცოდნა მოაქვთ კოსმოსის მშვიდობიანი კვლევისა და ათვისების გზით.

მაგრამ, როგორც ეს ამერიკულ ფილმებშია, არის ერთი ქვეყანა რომელიც მხოლოდ ტოტალური კონტროლით არის დასაქმებული და ცდილობს ომისა და ქაოსის მორევში მსოფლიოს ჩაგდებას. სწორედ მას შემოაქვს განხეთქილება კოსმიურ ჰარმონიასა და აყვავებაში, - ცხადია ეს არის რუსეთი. ფილმის მიხედვით რუსეთმა რაკეტით გაანადგურა თავისი მზვერავი-თანამგზავრი. დიდი ტვინის ჭყლეტა არ არის საჭირო იმისთვის, რათა გავიგოთ, რომ თანამგზავრი მინიშნებაა საბჭოთა კავშირის სამხედრო და კოსმიურ მემკვიდრეობაზე.

რუსულ-საბჭოური თანამგზავრის ნამსხვრევები ყოველივეს ანადგურებენ თავის გზაზე, მათ შორის სხვა მშვიდობიან თანამგზავრებსაც, რომელთა შორის არის "შატლი" (Shuttle)... იქმნება კოსმიური ქაოსი...

დავიმახსოვროთ ეს მომენტი, დასასრულს მას ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით.



"შატლის" დანგრევის შემდეგ პერსონაჟები ცდილობენ თავიანთი კოლეგის გადარჩენას. მასაც ნიშანდობლივი სახელი გააჩნია - შარიფი და ფილმში ის აშკარად ახლო აღმოსავლეთის სიმბოლოა. მაგრამ შარიფი უკვე შეეწირა კოსმიური ნამსხვრევების უმართავ რეაქციას, რომლის მიზეზი გახდა "უხილავი ძალა", რომელმაც რუსები საკუთარი მზვერავი-თანამგზავრის აფეთქება აიძულა.

საერთაშორისო კოსმიური სადგურისკენ ფრენის დროს, საითკენაც მზის ამოსვლისას გმირები მხოლოდ სკაფანდრებში მიემართებიან, მათ შორის იმართება დიალოგი. სხვათა შორის, მზის ამოსვლა აქ შემთხვევით როდია არჩეული. მზის ამოსვლა ყოველთვის წარმოადგენს განვითარების ციკლის სიმბოლოს. გარდა ამისა, ამგვარი მშვენიერი ხედის წარმოჩენით ხდება ადამიანის ცნობიერების მოდუნება, მისი განწყობა სანახაობისადმი და მაშასადამე იხსნება გზა მისი ქვეცნობიერებისკენ.



ხოლო კითხვები მიმართულია არა მთავარი გმირისადმი, არამედ უპირველეს ყოვლისა ჩვენდამი, ამ ფილმის მაყურებლისადმი. ამით ფილმის ავტორები ყველას უთითებენ თავიანთ ადგილს ბრბო-ელიტარულ საზოგადოებაში. მიწის მცხოვრებნი ქვემოთ არიან, ხოლო ისინი, ანუ "ელიტა", რომელიც აქ ასტრონავტების სახით ვხედავთ, - მიუწვდომლად ზემოთ. მაგრამ გლობალური გადაწყვეტილებების არჩევანში ზოგჯერ ელიტასაც უჭირს და გამოსავლის ძიებაშია...

თავიანთ დიალოგში მთავარი გმირები ამქვეყნიური სიკეთეებისა და მშვენიერების გახსენებას იწყებენ. ხოლო ბრბო-ელიტარულ საზოგადოებაში, თითოეული ადამიანის ფსიქიკიდან და იმ ადგილიდან გამომდინარე, რაც მათ სოციალურ იერარქიაში უპყრიათ, ტკბილი მოგონებები ყველას თავისებური აქვს: ზოგისთვის ეს არის "დღევანდელობით ცხოვრება და მისგან ყოველი სიკეთის მიღება", სხვებისთვის "ღირსეული ცხოვრება და ფიქრი კაცობრიობის მომავალზე".

ფილმის გმირი (რაიენ სტოუნი) თავისი პასუხის დროს საკუთარი ბავშვის ტრაგიკულ დაღუპვაზე ჰყვება. აქ ჩვენ ვაწყდებით ეგრეგორულ-მატრიცული მართვის ელემენტებს: ასევე, ერთდროულად ხდება მაყურებლის ფსიქიკის პროგრამირება გარკვეული ოდენობით, მათში რეალური ცხოვრებისეული მოვლენების განმეორებით, რომელიც ფილმის გმირის ცხოვრებას წააგავს. იქმნება ხატი, რომ ელიტის ცხოვრება, დედამიწის სხვა მცხოვრებთაგან განსხვავებით, ყოველთვის ტრაგიკულია და თანაგრძნობას ითხოვს.

სხვათა შორის, დავფიქრდეთ, ამგვარი ჟანრის ამერიკულ ფილმებში პერსონაჟებს ყოველთვის ტრაგიკული ბედი რატომ გააჩნიათ?... პასუხი ძალზე მარტივია: ეს გახლავთ ძველბიბლიური სტერეოტიპის განმეორება: "დედამიწაზე სიცოცხლე მხოლოდ ტანჯვაშია შესაძლებელი... ბედნიერება მხოლოდ ცაშია..." სხვა გაგება, როგორც იტყვიან, არ არსებობს.



საერთაშორისო კოსმიური სადგური, რომელზეც პერსონაჟები მოფრინდნენ, დღევანდელ საერთაშორისო საზოგადოებას ასახიერებს. აქ ჩვენი გმირები სევდით შორდებიან ერთმანეთს, მეთაური კოვალსკი თავს სწირავს მეგობრის, რაიენ სოტოუნის გადასარჩენად, რაიენს კი მხოლოდ მისი თანაგრძნობაღა თუ შეუძლია... ესეც დავიმახსოვროთ!

საერთაშორისო კოსმიურ სადგურზე არსებობს გადარჩენის მხოლოდ ერთი გზა - "Союз"-ის ტიპის რუსული მოდული, რომელსაც "Союз-2" ეწოდება. მასში იმყოფება სკაფანდრი წარწერით "РОССИЯ"! რუსული მოდული პრიმიტიულია და ტექნიკურად ჩამორჩენილი; და კიდევ, - რა თქმა უნდა, ერთი ბოთლი არაყი მასში აუცილებლად ინახება. ამით საერთაშორისო დონეზე მხარს უჭერენ ორი მითის დამკვიდრებას: პირველი - რუსეთის ჩამორჩენას ტექნიკის დარგში, და მეორე - რუსების ლოთობისას (ჩვენი კომენტარი: ეს ორი მომენტი მთლად "მითი" როდია... ერთიც საკმაოდ კარგად არის ცნობილი და მეორეც. უბრალოდ ვიდეოს ავტორებს ეროვნული თავმოყვარეობის გრძნობა საშუალებას არ აძლევს უფრო რეალურად შეხედონ საკუთარი ერის სულიერ, მატერიალურ და ფიზიკურ მდგომარეობას).

ნიშანდობლივი ფაქტი: რუსულ მოდულში გადაბარგებულ მთავარ გმირს მიღებული აქვს ემბრიონის პოზა და უწონობის მდგომარეობაში ლივლივებს. ეს ფაქტიც დავიმახსოვროთ!



როგორც მოსალოდნელი იყო, დანგრეული კოსმიური ობიექტების ნამსხვრევები, საერთაშორისო კოსმიურ სადგურსაც ანადგურებს. მთავარი გმირი ამჯერად ზემოთხსენებული რუსული მოდულით ცდილობს თავის გადარჩენას.

მისი დახმარებით ის ჩინურ კოსმიურ სადგურამდე მიაღწევს, რომელსაც "ტიანგუნი" (ანუ "ზეციური სასახლე") ეწოდება. მას არის მიერთებული საბჭოური ტიპის კოსმიური აპარატი "შენჩჟოუ" (ანუ "წმიდა კიდობანი"). ცხადია, ჩვენ წარმოგვიდგინეს აზიური რეგიონი ჩინეთის მეთაურობით. რადგან გმირმა იცის როგორ უნდა მართოს "Союз"-ი, ის წარმატებით დაეშვება დედამიწაზე, წყლის ზედაპირზე. დატოვებს ხომალდს და ცურვით ნაპირზე გავა, სადაც მოსინჯავს მიწას და წამოდგება, მაგრამ სიარულის სწავლა თავიდან უწევს... ეს ყოველივე ახალი შობის მიმანიშნებელია. აღსანიშნავია, რომ დაშვების ადგილი ედემის უბიწო ბაღს ძლიერ წააგავს
(რაც უეჭველად მიწიერ სამოთხის გაშენების სიმბოლოდ შეიძლება აღვიქვათ. განა აქეთკენ არ მიისწრაფვიან ილუმინატები? განა მოსახლეობის შემცირებით თავიანთთვის არ ამზადებენ დედამიწას? - რედ.).

ფილმში ნაჩვენებია მზის სამი ამოსვლა, რომლებიც იმაზე მიგვანიშნებს, რომ კაცობრიობას განვითარების სამი გლობალური ციკლი ელოდება, რომლებიც დღევანდელ მსოფლიო წესრიგს საბოლოოდ შეცვლიან.

პირველი ციკლი: რუსული მზვერავ-თანამგზავრის ნამსხვრევები ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო მემკვიდრეობაა. კავშირისა, რომელიც ადგილობრივმა ელიტამ "თვითგამორკვევისა" და "დამოუკიდებლობის" "რაკეტით" გაანდგურა.

მაგრამ აქ დაფარულია ის "უხილავი ძალა", რომელიც მართავდა იმდროინდელ საბჭოურ ელიტას. შესაძლოა ეს ძალა, რომელიც ეროვნული ელიტების ნაწილობრივ გაგებაზე და ძალაუფლებაზე მაღლა დგას, ფილმის ავტორების აზრით კოსმოსია
(ჩვენი კომენტარი: შესაძლოა აქ მიანიშნებენ ილუმინატთა იმ რელიგიურ შეხედულებაზე, რომ დედამიწაზე სიცოცხლე კოსმოსიდან მოვიდა. რომ ადამიანი არა ღმერთმა არამედ უცხოპლანეტურმა, "უზენაესმა" გონმა შექმნა, როგორც ეს პირდაპირ არის ნათქვამი ჰოლივუდის ფანტასტიკურ ფილმში "პრომეთე").

ეს უხილავი ძალა ცივია, შეუცნობელია, შეცდომებს არავის ჰპატიობს, ის მთავარი პერსონაჟების შემეცნების მიღმაა და პერსონაჟებიც მის კანონებს ემორჩილებიან. სწორედ ამ ძალამ ამოირჩია შემდგომ მიზნად აშშ-ს დანგრევა აქედან გამომდინარე ყველა შედეგებითურთ. აშშ-ს გეგმიური დანგრევა უკვე წარმატებით ხორციელდება. ახლო აღმოსავლეთში ამერიკისა და მისი მოკავშირეების ომის შემდეგ, ფილმში ნაჩვენები "შატლივით" რამოდენიმე ქვეყნად დაიშლება და შეწყვეტს არსებობას... ხოლო ახლო აღმოსავლეთი ისეთი აღარ იქნება, როგორიც დღესაა.

მეორე ციკლი: ზუსტად ისე, როგორც ასტრონავტები მიემართებოდნენ საერთაშორისო კოსმიური სადგურისკენ, მსოფლიო ელიტის წარმომადგენლებიც მზისქვეშეთში ახალი საცხოვრებლის ძიებას დაიწყებენ.

მოცემულ კონტექსტში საკმაოდ საინტერესოა მისიის მეთაურის შეკითხვა: "რაიან, სად არის შენი სახლი?" შეიძლება ეს შეკითხვა გავიგოთ როგორც ელიტის ერთ-ერთი წარმომადგენლის კითხვა - შეუცნობელი ზემდგომი ძალის წარმომადგენლისადმი საკუთარი მომავალი ბედის შესახებ.

გლობალური ელიტის ჩანაფიქრით, ცხოვრების ახალ წყობაზე გადასვლას "მსხვერპლი" სჭირდება. ამ არცთუ შესაშური როლისთვის გამოყოფილია ელიტარიუმი ემიგრანტთაგან - ყოვლისშემძლე "კოვალსკები", ბერეზოვსკები", "გუსინსკები" და ა. შ. რადგან მათი ინსტიტუტები უკვე ვეღარ უმკლავდებიან 2000 წლის წინათ დაგეგმილ ამოცანას.

დანგრეული კოსმიური ობიექტების ნამსხვრევები სტიქიურად მოძრაობენ ორბიტაზე, რაც იმაზე უთითებს, რომ ნგრევის გლობალური მექანიზმი უკვე მოქმედებაშია, მაგრამ კონტროლიდან გამოვა.

მოცემული პროცესი უპირველეს ყოფლისა გაჰყოფს ამერიკულ და ევრაზიულ თანამეგობრობას და გლობალურ ელიტას არსებობისთვის ახალი ადგილის ძებნა მოუწევს. ეს ადგილი, ყველაზე სავარაუდოდ, რუსეთი გახდება, სადაც მისი შემადგენელი ხალხების აღორძინება მოხდება. სრულიად ცხადია, რომ "გლობალური ელიტა" უკვე წინანდელი აღარ იქნება. ის სწორედ რუსეთში დაიწყებს გარდაქმნას და ხელახლა შობას, რასაც განასახიერებს რუსულ კოსმიურ მოდულში შესული მთავარი გმირი ადამიანის ემბრიონის პოზაში.

მესამე ციკლი: დროის კანონით "გლობალურ ელიტას" მოუწევს "დედამიწაზე დაშვება" და "საკუთარი თავის გახსნა". მაგრამ ამისთვის საჭიროა ორიენტაციის აღება ჩინეთის ტექნოლოგიურ პოტენციალზე. ქვეყანაზე, რომელშიც ფარული ბრბო-ელიტარიზმი უკვე დამკვიდრებულია.

ამასთან ჩინურ და აზიურ ელიტებს "გლობალური ელიტა" ისევე გაანადგურებს, როგორც ფილმში ატმოსფეროში შეჭრილი ჩინური კოსმიური სადგური "ტიანგუნი" ნადგურდება. გადარჩება მხოლოდ მისი "წმიდა კიდობანი", რომელშიც სწორედ "გლობალური ელიტა" გადარჩება.



ამასთან ცხადი ხდება, რომ ყველაზე ხელსაყრელი რეგიონი საცხოვრებლად სწორედ რუსეთია
(ალბათ ბუნებრივი წიაღისეულებისა და ტერიტორიული სიმდიდრის გამო - რედ.), ხოლო ახალი მსოფლიო საფინანსო და საწარმოო ცენტრი - ჩინეთი გახდება. ფილმის მთავარი გმირიც ხომ რუსულ სკაფანდრში ღებულობს სიცოცხლისთვის აუცილებელ ჟანგბადს და ჩინურ კოსმიურ მოდულში გადასვლით გადარჩება.

და ბოლოს, ფილმის ყველაზე მთავარი იდეა, რომელსაც მისი ავტორები გვინერგავენ ასეთია: მხოლოდ ქაოსიდან შეიძლება ახალი სამყაროსა და ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნა! წესრიგისა, რომელშიც კაცობრიობას მხოლოდ თავის გადარჩენაზე უწევს ზრუნვა და არა ჰარმონიულ ცხოვრებაზე ბუნებასთან.

ფილმი "გრავიტაცია" - ნიშანდობლივი გზავნილია ყველა ეროვნული ელიტისადმი მსოფლიო მთავრობის მხრიდან. ეს არის გზავნილი იმის შესახებ, რომ დროა დედამიწაზე შეიცვალოს საქმეთა დღევანდელი მიმდინარეობა. ჩვენ გვთავაზობენ ახალ მსოფლიო წესრიგს, რომელიც ახლოსაა ახალ მსოფლიო სოციალიზმთან, სადაც ბრბო-ელიტარული მოდელი შენარჩუნებული იქნება.

ამრიგად, ჩვენს წინაშე ფილმ-პროექტი. ჰოლივუდი, როგორც გლობალური მსოფლიო ელიტის ერთგული მონა, ყველას ასეთ გზავნილს გვაძლევს. განხორციელდება თუ არა ეს პროექტი ცხოვრებაში, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. პლანეტა დედამიწამ ხომ ყველაფერი მოგვცა იმისთვის, რათა ვიცხოვროთ ღირსეულად, სინდისით და ბუნებასთან თანხმიერად
(ჩვენი კომენტარი: აქ ფილმის ავტორს ვერ დავეთანხმებით, რადგან არათუ დედამიწაზე, არამედ სამყაროში მიმდინარე მოვლენები ღმრთის ნებით და დაშვებით ხორციელდება. ბუნება თავისთავად არაფერს წყვეტს და მასთან "სინდისით ყოფნა", რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მიამიტურად ჟღერს. ამიტომაც, გლობალისტთა გეგმებს უეჭველი ჩავარდნა უწერია, სწორედ იმიტომ, რომ ღმერთი არ მისცემს მათ თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელების შესაძლებლობას. ისინი დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ საბოლოოდ იმარჯვებენ ღმერთზე, მაგრამ როგორც წმიდა წერილი გვიწინასწარმეტყველებს, ეშმაკს და მის მსახურებს უეჭველი დამარცხება ელოდებათ და მათი გეგმები საბოლოოდ ვერ განხორციელდება).




<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/ufsrgE0BYf0" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню