ხელოვნება - ფსიქოლოგები და ფილმთა კოდები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

"ფსიქოლოგები" და ფილმთა კოდები

ფილმთა ჟანრები

ვინ არიან "ფსიქოლოგები"?

შეგიმჩნევიათ, რომ თითქმის ყველა ჰოლივუდური ფილმი გაკეთებულია ერთი შაბლონით? თითქოსდა მუდმივად გამოდის რაღაც ახალი, მკაფიო, ორიგინალური, მაგრამ არ გტოვებთ უცნაური შეგრძნება, თითქოსდა უკვე არაერთხელ გინახავთ ეს სიუჟეტი, და ეს გმირებიც. ფილმიდან ფილმამდე - ერთი და იგივე ისტერიული კახპა, ერთი და იგივე ბრიყვი მამაკაცი, ერთი და იგივე დადებითი გმირი, მანიაკალურად შეპყრობილი მტერი ამაზრზენი რუსული აქცენტით, მხიარული შავკანიანი, რომელიც პირველი კვდება, აზიელი ნარკომოვაჭრე, სასაცილო გეი, გამობრძმედილი გაუპარსავი ლოთი. ერთნაირად ადვილად ამოსაცნობი სიტუაციები, ერთნაირი რეაქციები მათზე, ტიპიური (ტრაფარეტული) ქცევა, პრობლემათა გადაწყვეტის განსაკუთრებულად ძალადობრივი მეთოდი, ეჭვის არარსებობა, მოვლენათა მკაცრი თანამიმდევრობა. თითქოსდა ყველა ამ ფილმს ერთი ავტორი ჰყავდეს.



თითქოსდა წრეში ტრიალებთ და კვლავ და კვლავ იზუთხავთ ერთსა და იმავე გაკვეთილს. ყველა ეს ფილმი იმდენად შორსაა ცხოვრებისგან, რომ მათი ნახვით, თითქოსდა უყურებ დამახინჯებულ სარკეს, სინამდვილესაც რომ ამახინჯებს. თქვენ კვლავ მოტყუებული და გაცურებული ადამიანის გრძნობით გამოდიხართ კინოთეატრიდან და გეუფლებათ კიდევ უფრო უცნაური გრძნობა, რომელთა დახასიათებაც არ ძალგიძთ. თითქოსდა ბინძური და ცუდი მოვლენის მოწმე ან მონაწილე გახდით. თქვენს თავში გაშვებულია რაღაც პროცესები, თქვენ გრძნობთ, რომ არ გესმით ეს და ვერ აკონტროლებთ მათ.

ალბათ იცით, რომ თანამედროვე ფილმების სცენარებზე მუშაობენ ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების მთელი ბრიგადები. მე მათ "ფსიქოლოგებს", ანუ ტვინის პროფესიონალურ გამრეცხავებს ვუწოდებ. ადამიანის ფსიქიკის პროგრამისტები, ადმინისტრატორები და ჰაკერები. აი თითქმის ყველა თანამედროვე ფილმის თანამედროვე ავტორები. და არა იმდენად თვითონ, არამედ მათ მიერ შემუშავებული ფორმულები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მათემატიკური სიზუსტით შექმნა მრავალმილიონიანი ბლოკბასტერი კიდევ უფრო მეტი ფულადი შემოსავლებით. შემდეგ, ამ მოდელებს ურევენ ერთმანეთში და კვლავ ღებულობენ ახალ სცენარს "ახალი ჰიტისთვის". ეს არის სანახაობათა შემქმნელი უდანაკარგო მანქანა, რომელიც კომპიუტერის ცივი ანგარიშიანობით ითვლის და ანგარიშობს ადამიანის არსების ყველა თავისებურებას. ყველას, სულის გარდა.

და აი, მორიგი "მკვდარი" ფილმი ვარდება გართობის ინდუსტრიის უსასრულო კონვეიერის მკაფიო აფიშებიდან. თქვენ სიამოვნებით სხდებით მოხერხებულ სავარძელში, აქრობთ შუქს და ხარბად უცქერით სურათს, ხოლო ამ დროს თქვენი ფსიქიკა იმყოფება საშიში მანიპულატორების ხელში, რომელიც მყარად არის მიჯაჭვული სკამს ბნელ სარდაფში (ან ოთახში) და მონაწილეობს შთაგონების სეანსში, რომელსაც ატარებს გამოცდილი მანიპულატორი. დიახ, ისინი თავიანთი საქმის ნამდვილი ოსტატები არიან. ისინი თქვენ გაპროგრამებენ საკუთარი თანხით. არის რაღაც საერთო ამ კორპორაციებსა და ლეგალური ნარკოტიკების მონოპოლიას შორის. მასმედია და სანახაობები, ყველა მათგანს პროპაგანდის ერთი და იგივე მეთოდები გააჩნიათ. ისინი იმდენად პრიმიტიულნი და მარტივნი არიანბ, რომ მათი ელემენტარულობა შეიძლება მხოლოდ მათსავე ეფექტურობას აღემატებოდეს.



ფილმთა გასაღებები (კოდები)


მაშ როგორ ნერგავენ ფსიქოლოგები ჩვენს თავში თავიანთ იდეეებს, სანამ ჩვენ კინოთეატრში ან ტელევიზორის ეკრანთან "ვისვენებთ"? მოვიტან რამოდენიმე მაგალითს. გთავაზობთ განიხილოთ ფილმი ჟანრების მიხედვით, მაგრამ არა როგორც ობივატელ-მომხმარებელმა, არამედ როგორც გამშიფრველის პოზიციიდან, რომელიც გახურებული საინფორმაციო ომის მიმდინარეობისას გასაშიფრად ჩაუსაფრდა მტრის შეტყობინებებს. თანამედროვე კინოს მხოლოდ ასე თუ უყურებ. მაგრამ ამისთვის საჭიროა კოდი გასაღებისთვის. და მე მაქვს ერთი-ორი კოდი, რომლითაც თქვენთან ერთად ერთ თამაშს ვითამაშებ... ეს არის წარმტაცი და ძალზედ ინტელექტუალური სათამაშო, დაივიწყეთ კროსვორდები და სუდოკუ, მე გთავაზობთ დაასაქმოთ თქვენი ტვინი ნამდვილად მნიშვნელოვანი საქმით - ყოველ მოთამაშეს უპოვოთ საკუთარი გასაღები მტრის კოდის გასაშიფრად და გაუზიაროთ იგი სხვა "მეომრებს".

წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ყველანი, მთელი ქვეყნით ფორტ ბოიარდს ვთამაშობთ, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ მსოფლიო მასშტაბის ეს თაღლითობა. მოდი, ბოლოს და ბოლოს წერტილი დავუსვათ მათ მზაკვრულ გეგმებს. სინამდვილეში, ჩვენ შეგვიძლია მათი ერთ წამში დანგრევა, და ეს არც თუ ისე ძნელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. არ ღირს მტრის შეუფასებლობა, მაგრამ არც მისი შესაძლებლობების გადაჭარბება გვმართებს. ყველას თუ ეცოდინება მათი საიდუმლოებანი და ტრიუკები, მათ ანკესს არავინ წამოეგება და მათი იაფფასიანი ფოკუსებით არავინ მოტყუვდება. ადამიანები უბრალოდ ინტერესს დაკარგავენ. ჩვენ შეგვიძლია მათი ხრიკები უსაფრთხო გავხადოთ. ამისთვის უბრალოდ საჭიროა მათ წინ ვიყოთ, რამოდენიმე ნაბიჯით მათ გავასწროთ.

რა მაქვს მხედველობაში? დასაწყისისთვის გთავაზობთ საკუთარ გასაღებს, რომელიც მე გამოვიყენე ზოგიერთი ფილმისთვის. მოდი, ეს დასაწყისი იყოს. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ისინი აბსოლუტურად ზუსტია და ყველა შემთხვევისთვის საიმედო, ამიტომაც, შეგიძლიათ შემისწოროთ, თუ მე მართალი არ აღმოვჩნდი. შესაძლოა, სწორედ თქვენი გასაღებები აღმოჩნდება უფრო ძლიერი ინფორმაციული იარაღი, მოდი შევკრიბოთ გამარჯვებისთვის საჭირო ყველა "არტეფაქტი". მაგრამ სანამ თამაშს დავიწყებდეთ, კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ვისაუბროთ, რომლის ცოდნა აუცილებელია კოდის გასაშიფრად: ყოველ ფილმში მაყურებელს განეკუთვნება თავისი როლი. და უპირველეს ყოვლისა საჭიროა გამოვიცნოთ, რა როლს გვახვევენ თავზე ფსიქოლოგები ყოველ კონკრეტულ ფილმში, ეს დაგვიცავს დაპროგრამებისგან. მაშ ასე:



ჟანრი: საშინელებათა ფილმები



გზავნილი
: "შორს გაექეცი ნებისმიერ პრობლემას!". გასაღები: მონსტრი, მოჩვენება, უცხოპლანეტელი, კაცი ნაჯახით - ეს არის დაშიფრული პრობლემები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში ჩნდება. თქვენი როლი: თქვენ ან ხართ ბიჭი, რომელიც პირველი მოკვდება, ან ერთადერთი, რომელიც გადარჩება. მოდი გააკეთეთ ფსევდო-არჩევანი.

ახლა ვნახოთ საშინელებათა ფილმი ამ პოზიციიდან. ბნელ ღამეს პატარა საცოდავი გოგონა მარტოკა მიდის უდაბურ გზაზე. თქვენ აჩერებთ მანქანას. "დაიკარგე, პატარა? მოდი, დაჯექი, სახლამდე მიგიყვან". აჰა, ახლავე... ყველამ იცის, რომ ეს არის ხაფანგი. ისინი, ვინც ასე გააკეთა, ან შეჭამეს, ან ჯოჯოხეთში გადააპორტირეს, ან კიდევ მას კოსმიური ურჩხული აუპატიურებს. სწორი ვარიანტია (ეს ფსიქოლოგებისგან თქვენი ქვეცნობიერებისთვის): მოუმატე სიჩქარეს! მოუმატე, ძმობილო, თუმცა, უმჯობესია საერთოდ გადაუარო მანქანით ამ საძაგელს, მიაჭირე გაზს, მიაჭირე! გაიქეცი შორს, რისთვის გჭირდება ეს პრობლემები, ეს ხომ პატარა გოგონაა!

ან კიდევ ასეთი სიუჟეტი: აწყდები უცნაურ ქალს და ეკითხები: "აქ რას აკეთებ? ღამით. ზეწარში. ჩემი ფარდის უკან. ჩემს სარდაფში..." არა? სწორი ვარიანტია (ფსიქოლოგთაგან): გაიქეცი სახლიდან! უახლოეს აეროპორტში და გაფრინდი მექსიკაში (ანუ სადმე შორს)!!! თავი იხსენი სულელო. ამაოდ ხომ არ აჭიანურებენ ისინი ამ მომენტს, როდესაც მთავარი გმირი ნელა ეშვება სარდაფში, გადასწევს ფარდას, და ვხედავთ, რომ საშინელი არსება უკვე მის ზურგს უკან შემართულა, ის კი მაინც წინ მიდის ბნელი კუთხისკენ. ამ მომენტში "საწამებელ კამერაში" მყოფი თქვენი ქვეცნობერი ჰკივის: "გაიქეცი! ნუ მიდიხარ იქეთ, იქ პრობლემებია!!!".

და აი, რა არის საინტერესო, ერთადერთ საბჭოურ საშინელებათა ფილმში "ვიი" ("Вий"), თოომა მთელი სამი ღამე იდგა თავისი პრობლემის წინაშე. სამართლიანობა ითხოვს ითქვას, რომ ამან ის ვერ იხსნა (და ამაშია მთელი საშინელება), მაგრამ ფილმის გზავნილი ამ კუთხით თანამედროვე გზავილების საწინააღმდეგოა. გადაწყვიტე პრობლემა, და ნუ გაექცევი მას.



ჟანრი: ფანტასტიკა



"მოეშვი. დამშვიდდი. შენ ბეტმენი გიხსნის".

გასაღები: სუპერგმირი - უპირობოდ დადებითი ძალა, რომელიც წყვეტს ყველა შენს პრობლემას - სახელმწიფოს, სისტემას, ელიტას, არმიას. სუპერბოროტმოქმედი - უპირობოდ უარყოფითი ძალა, რომელიც ქმნის ყველა შენს პრობლემას - ნებსმიერი სხვა სახელმწიფო, მოწინააღმდეგე, მტერი, უცხო სისტემა და იდეოლოგია. თქვენ - ცათამბჯენიდან გადმოვარდნილი ადამიანი ხართ.

თქვენ არაფერს წყვეტთ და მოვლენათა მსვლელობაზე ვერ მოქმედებთ, თქვენ გამოვარდნილი ხართ მათგან. მაგრამ თქვენ არ დაიმტვრევით, სანამ თქვენს გვერდით იქნება სუპერმენი.

ფსიქოლოგთა გზავნილი: თქვენ ხართ კაცუნა, ამიტომაც სუპერმეგობარმა უნდა მოგხეთოდ, რომელსაც ურყევად მიანდობთ თქვენს ცხოვრებას. თქვენი როლი - უბრალოდ უყურეთ იმას, რაც ხდება, დადექით განზე და ნუ ერევით.




შეიძლება თქვენ გააპროტესტოთ: არა, ჩემი როლი - ეს სუპერგმირის როლია, ჩვენ ხომ მას უნდა ვგავდეთ. როგორი გულუბრყვილობაა. ბავშვობაში მყავდა მეგობარი, რომელსაც ბრმად სწამდა, რომ ერთხელ თვალებიდან ლაზერის სხივების გამოშვებას ისწავლიდა. ახლა ის ალკოჰოლიკია. მაგრამ ბავშვების უმეტესობას ბრწყინვალედ ესმოდა: სუპერგმირმა მათზე უკეთ იცის, რა უნდა აკეთოს, და ის ყველაფერს სწორად იქმს, ყოველთვის იმარჯვებს, ის წყვეტს უბედურების ქვეშ მყოფი ქალაქის ბედ-იღბალს და მთელი მსოფლიოს ბედსაც (რადგან ის კარგია). ხოლო უბრალო ადამიანების ამოცანაა - ფილმის ბოლოს ბრბოსავით გამოვიდნენ დანგრეული ქალაქის მოედანზე და მადლობა უთხრან თავიანთ გმირს ყველაფრისთვის, რაც მან მათთვის გააკეთა. ასე იქცევიან იდეალური მოქალაქეები. მათი სახლები აღარ არსებობს, მაგრამ მათ ესმით, სხვაგვარად ბოროტების დამარცხება შეუძლებელი იქნებოდა. მათი მეგობრები და ნათესავები ქალაქის ნანგრევებში დაიღუპნენ - მაგრამ, ეს არის სამართლიანობის საფასური. და ისინი კვლავ და კვლავ მოიწმენდენ თავიანთ გულწრფელ ცრემლებს და იმედით შეჰხედავენ თავიანთი გადამრჩენელის ნებისყოფიან სახეს და დაკუნთულ მკლავებს.

აჰა, კიდევ ერთი გასაღები: "სუპერუნარი" - ძალაუფლება. ერთხელ მთავარი გმირი უეცრად მიიღებს ამ უნარს და გახდება ჩვეულებრივ მოკვდავთაგან გამორჩეული. მას შეუძლია ის, რაც არ ძალუძთ დანარჩენებს. მაგალითად, წამოიცვან ტრუსები ტრიკოზე. ხუმრობა. მას შეუძლია ჰაერში გადაადგილება, სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაწყვეტა, ის ყოველთვის მოვლენათა ცენტრშია, იბრძვის დამნაშავეთა (ძირითადად მძარცველთა და ხულიგანთა) წინააღმდეგ, პოლიცია მას პატივს მიაგებს, მას აქვთ თვიანთი შტაბი, მას ყოველთვის ჰყავს მტერი, ის ანადგურებს მთელს არმიებს, და ამავე დროს ის არის ძალზე უბრალო და თავმდაბალი ბიჭი სათვალეებსა და ჰალსტუხში.

ჩვენ გვაჩვევენ სუპერგმირთა შეყვარებას არა მათი ადამიანური თვისებებისთვის, არამედ მათი სუპერუნარების გამო. ვინ იქნებოდა სუპერმენი თავისი ძალისა და უნარების გარეშე? ტრუსებში გამოწყობილი კლოუნი. მაქსიმუმ, რის გადაღებასაც შეძლებდნენ მის შესახებ იქნებოდა კომედია. შეხედეთ ყველა სუპერგმირს ისე, თითქოსდა მათ არ გააჩნდეთ თავიანთი სუპერძალები. ვის დაინახავთ? ლატექსურ ფრიკებს შემოტმასნილ ტანისამოსში. ერთი დაბობღავს კედელზე, მეორეს დანა უჭირავს, მესამე იგრიხება დასხივებისგან, მეოთხეს სახე ულურჯდება, მეხუთე ხმლით ხელში დარბის ქალაქში, მეექვსე რომელიღაც ქალია ტყავის კოსტიუმში კუდით. რა უბედურებაა... ყველა ნიღბებში არიან, ყველანი არიან არა ისინი, ვინადაც თავს ასაღებენ, ყველა ყოველთვის ვიღაცას ებრძვის, ვიღაცასთან დაპირისპირებულია. ესენი ხომ პოლიტიკოსები არიან. წაართვით პოლიტიკოსებს ძალაუფლება, უფლებამოსილებანი და დაცვა, და მითხარით ვის დაინახავთ? სასაცილო მსუქან და მყვირალა მამაკაცს (ან დედაკაცს), რომელიც მხოლოდ რაღაცეებს გვპირდება და გვატყუებს. ასეთებს ქუჩაში უმოწყალოდ სცემენ.

ფსიქოლოგთა გზავნილი: გიყვარდეს, პატივი ეც, გააფანატე და დაემორჩილე ხელისუფლებას, ძალაუფლებას, პოლიტიკოსებს. და თვენ თუ მსგავსი ფილმების მწარმოებელ ქვეყანას შეხედავთ, მიხვდებით ვისი ძალაუფლება იგულისხმება ამ შემთხვევაში.



ჟანრი: კომედია



აქ საერთოდ თვალუწვდენელი ველია მანიპულირებისთვის. სიცილი ხსნის ყოველგვარ ბარიერს ფსიქიკაში. ის, რაზეც ვიცინით, ავტომატურად კარგავს სერიოზულობას. ახლა კი შეხედეთ, რაზე ვიცინით: სასაცილო ნარკომანები, უცნაური ლოთები, მხიარული მკვლელობები, ორიგინალური გაძარცვები, ბრიყვი პოლიციელები, პედერასტები, ბოზები და უკანალები, ერთი სიტყვით ყოველგვარი უსირცხვობა, აუგი, მანკიერება, დეგრადაცია - აი ამ ჟანრის გასაღები. უბრალოდ ყოველი სასაცილო სცენის შემდეგ გამოიყენეთ ეს გასაღებები, 99%-ში ერთი მათგანი მაინც მოერგება არჩეულ სიუჟეტს.
როგორ ახვევენ თანამედროვე კომედიები ახალგაზრდებს თავზე "საქორწინო ტრადიციებს".

მაგრამ, მოდი ვიპოვოთ როლი, რომელიც თქვენთვის არის განკუთვნილი. აქ ჩვენზე მანიპულირებას კიდევ სიამაყით ახდენენ. თქვენ ზემოდან უყურებთ ყველა ამ იდიოტს და იცინით მათ სისულელეებზე. როგორი ბრიყვები არიან ისინი! თქვენ კი არა. სინამდვილეში, თუ ნახავთ რომელიმე თანამედროვე, ახალგაზრდულ კომედიას, ყურადღება მიაქციეთ ყველაზე ჯიუტ, ყველაზე არაფრისმაქნის, ყველაზე სულელ პერსონაჟს. ეს თქვენ ხართ. ფილმის შემქმნელებს სურთ, რომ ასე გამოიყურებოდეთ. ნუ გააწბილებთ მათ. იცინეთ. იცინეთ სულით და გულით.



მულტფილმები



და, რა თქმა უნდა, ყველაზე ამაზრზენი ეს მაინც მულტფილმებია.  აქ თქვენ იპოვით ყველაფერს. ბავშვები - ეს არის ფსიქოლოგების პრიორიტეტული ამოცანა, რადგან ის ნალექი, რომელსაც ისინი ადამიანში ჩარეცხავენ ბავშვობიდანვე, თავის თავს მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოავლენს. ბავშვები მიმდობნი არიან, ჯერ კიდევ შეუგნებელნი, ადვილად შთაგონებადნი, მათ არა აქვთ ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება, რათა დაიცვან თავი მანიპულაციებისგან.

შეგნებით უყურეთ ნებისმიერ თანამედროვე მულტფილმს. თვენ გაოცდებიოთ თქვენ დაინახავთ უკიდურეს სიბრიყვეს, რომელიც აზელილია დახვეწილ სისასტიკეში, სიმახინჯეში, პრიმიტივიზმში, უკიდურესად დამახინჯებულ რეალობაში, დეგრადაციაში, პატარა ადამიანის განვითარების დათრგუნვაში მისი ბავშვობის ასაკიდანვე, კრიტიკული აზროვნების არქონაში, სადაც არ არის არც საკუთარი აზრის და არც ნამდვილად დადებითი პერსონაჟების ადგილი. ვიღაც იტყვის: "კი მაგრამ ეს ხომ უბრალოდ მულტფილმია, არ ღირს ასე სერიოზულად მივუდგეთ ამ საკითხს". უბრალოდ შეხედეთ ჩვენს ავადმყოფ საზოგადოებას, და მიხვდებით ფსიქოლოგთა მუშაობის მთელ სერიოზულობას.

ჩვენ ბავშვობიდანვე გვართმევენ არჩევანის უფლებას, ადამიანური ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ აუცილებლად ვიკავებთ ვიღაცის მხარეს. თუნდაც ეს არჩევანი გაუცნობიერებლად იყოს. ოდესღაც ყველანი მოგვატყუეს, და ჩვენს გულწრფელად ვქომაგობდით წრუწუნას, რომელმაც ასაფეთქებელი მოწყობილობა მიაბა მძინარე კატას.




იქნებ ახლაც ვგულშემატკივრობთ იმავე პერსონაჟებს? რას იტყვით?

წყარო: https://cont.ws/post/454520


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню