ხელოვნება - ფილმი arrivals - გლობალური კითხვებიდან ყოფით სიბრძნემდე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

ფილმი "ჩამოსვლა" (2016): გლობალური კითხვებიდან ყოფით სიბრძნემდე

უცხოპლანეტელები

ფილმი "ჩამოსვლა" გამოვიდა 2016 წელს და ამ მომენტისთვის სხვადასხვა კინოფესტივალებზე უკვე დააგროვა საკმაო რაოდენობის ნომინაციები და ჯილდოები. ფილმის მთავარი იდეა ძალზედ საინტერესო და საყურადღებოა. მივყვეთ თანმიმდევრობით.

ფილმი აღწერს ჩვენს პლანეტაზე უცხოპლანეტელთა ჩამოსვლას რაღაც მნიშვნელოვანი, თუმცა დედამიწელებისთვის ჯერაც გაუგებარი მისიით. ამ გრანდიოზული მოვლენის ფონზე თანდათანობით იხსნება ერთი ქალის ისტორია, მისი ცხოვრება, რაღაცით ყოფითი, მაგრამ უნიკალური მით, რომ გმირი აღასრულებს ბევრისთვის გაუგებარ საქციელს, რომელიც მას სწირავს როგორც ტანჯვისთვის, ასევე ბედნიერებისთვის.





სიუჟეტი


ლინგვისტი ლუიზა ბენქსი - ერთ-ერთი საუკეთესოა თავის საქმეში. ის გატაცებულია პროფესიით, ასწავლის უნივერსიტეტში და ეწევა მოკრძალებულ და რუტინულ ცხოვრებას. როდესაც უეცრად დედამიწის სხვადასხვა ადგილას დაეშვება რამოდენიმე ათეული უცხოპლანეტური ხომალდი, სწორედ ლუიზას მიმართავს ცეტნრალური სადაზვერვო სამმართველო და სთხოვს მას ითანამშრომლოს აშშ-სა და, რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოს კეთილდღეობისთვის. ლუიზას მოუწევს უხელმძღვანელოს აშშ-ს ლინგვისტთა დელეგაციას, რომლის ამოცანაა გაიგოს პასუხი ერთადერთ კითხვაზე - "რატომ ხართ აქ"?




ლუიზა თუ დროზე არ გაარკვევს ამ კითხვის პასუხს, ცხელი სამხედრო თავები დაიწყებენ შეტევას დაუპატიჟებელ სტუმრებზე, რაც, ბუნებრივია, შეიძლება საკმაოდ დასანანი გაუხდეს მთელს კაცობრიობას. უცხოპლანეტელებთან ურთიერთობის პროცესში მთავარი გმირი ქალი იწყებს მათი დამწერლობის გაშიფრვას, ფიზიკოს იან დონელისთან ერთად ისინი კონტაქტს ამყარებენ ჰეტოპოდებთან (ასე უწოდებდნენ 7 კიდურიან უცხოპლანეტელებს), იწერენ მათ სიმბოლოებს, რომელთაც ისინი გამოსახავენ, ცდილობენ მათ კლასიფიცირებას და მოწესრიგებას.

ამ დროს მსოფლიოში ქაოსია, ადამიანები დაბნეულნი არიან, სამხედროები შეტევისთვის ემზადებიან. მაყურებელი ხედავს მრავალ ეკრანს, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნების ადამიანები არიან გამოსახულნი. სახელმწიფოთა ხელმძღვანელებმა ვერ შეძლეს კონსტრუქციული დიალოგის წარმოება, და ყოველი ქვეყანა უკვე საკუთარ გეგმაზე ფიქრობს უცხოპლანეტელებთან მიმართებაში.

უცხოპლანეტური ენის გაშიფრვაზე მუშაობის პროცესში ლუიზას ეწყება ხილვები, რომლებიც მას აგებინებენ , რომ უცხოპლანეტურ ენაზე აზროვნების მცდელობის გამო მან შეითვისა მათი უნარებისა და აზროვნების ნაწილი. ის იწყებს იმის შეგნებას, რაზეც ადრე არც კი უფიქრია. ახლა მთავარ გმირს უწევს გადაწყვეტა იმისა, თუ როგორ მოეპყრას ცოდნას, რომელიც მისთვის მისაწვდომი გახდა, და როგორ იცხოვროს მომავალში.





მომავლის დადებითი სახე


ფილმში მომავალი დედამიწელები აღწერილნი არიან როგორც მაღალგანვითარებული რასა, რომელიც ათასი წლის შემდეგ მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცევა საპლანეტათშორისო სივრცეში. ეს პატარა, სასიამოვნო თავისებურებაა ფილმისა, რომელიც შეიძლება დავამატოთ მისი კეთილი ზრახვების საგანძურში. მომენტი თუმც არამთავარია ფილმში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ როგორ აპოკალიპტურ მომავალს უხატავს ხშირად მაყურებელს ჰოლივუდი, ეს პირდაპირ საწინააღმდეგო შინაარსის სურათია, სადაც დახატულია მომავალი მსოფლიოს სასიამოვნო სურათი.



უარი ძალადობაზე


მართალია, ეს უჩვეულოდ მოეჩვენება თანამედროვე ფანტასტიკის მოყვარულთა უმეტესობას, მაგრამ ფილმში ძალადობა წარმოდგენილია, როგორც უეჭველი ბოროტება, და ყველა მთავარი გმირი ცდილობს თავიდან აიცილოს საპლანეტათშორისი კონფლიქტი. მარტო ის ფაქტი, რომ უცხოპლანეტელები არ არიან ნაჩვენებნი როგორც სისხლისმსმელი არსებები და დედამიწის რესურსების უხეში მიმტაცებლები, არამედ მაღალგანვითარებულ ცივილიზაციად, რომელიც დედამიწაზე მოხვდა არც ისე უანგარო, მაგრამ მაინც განსაზღვრული მშვიდობიანი მიზნებით, უკვე საუკეთესო მხრიდან წარმოაჩენს ამ ფილმს სხვა მსგავსი ფილმებისგან განსხვავებით.

ავტორებიც თვალნათლივ აჩვენებენ ბრბოს დაქოქვის ტექნოლოგიას ტელევიზიისა და ინტერნეტის დახმარებით, ასევე დაუფიქრებელ სამხედრო-რევოლუციურ მოქმედებებს. მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, რომლის მოქმედების ქვაკუთხედია ანგარებიანი ინტერესები და, რომელიც სულაც არ ზრუნავს საზოგადოებაზე მთლიანობაში, სენსაციას და ხმაურს გამოკიდებული ლამის ტრაგედიის მაპროვოცირებელი აღმოჩნდება.



პოლიტიკური შემადგენელი


ფილმის ერთადერთი სერიოზული "გარღვევა" გახლავთ სწორედ ის, რაზეც იყო აგებული მისი სარეკლამო კამპანია. ფილმში ნაჩვენებია რამოდენიმე ქვეყანა, სადაც ჩამოეშვნენ უცხოპლანეტელები. მათი არჩევანი მეტად მრავალფეროვანია და გაუგებარია მათი გეოგრაფიული ან პოლიტიკური არჩევანი. მეტიც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე ბოროტად და საომრად განწყობილი ქვეყანა არის, არა რუსეთი, არამედ ჩინეთი. მაგრამ რუსეთი მაინც მეორე ადგილზეა ჩინეთის შემდეგ. თანაც უცხოპლანეტელთა დაშვების წერტილი რუსეთში იმდენად დიდია, რომ აფიქსირებს ან ყირიმს ან უკრაინას, შესაძლოა კრასნოიარსკსაც, ხოლო რუსეთის მეორე წერტილი ცალკე იწოდება - ციმბირად, თითქოსდა ეს რუსეთისგან გამოყოფილი ნაწილი იყოს (ხომ არ არის აქ გარკვეული დაფარული მინიშნება რუსეთის დაყოფაზე მომავალში? - რედ.)...

აღსანიშნავია, რომ ორიგინალურ მოთხრობაში, რომლის მიხედვითაც გადაიღეს ეს ფილმი პოლიტიკური ხაზი არ არსებობდა, - ეს არის მხოლოდ ამერიკელი რეჟსორების გამონაგონი, რომლებიც შეეცადნენ აკურატულად ჩაეკერებინათ ის სიუჟეტში. საბედნიეროდ, ის იმდენად სუსტია და მოუფიქრებელი, რომ უფრო ფონად გამოიყურება, ვიდრე დიდ მინუსად, რომელიც აფუჭებს სურათს, და წარმოადგენს იმის ნიმუშს, რომ პოლიტიკა და მასობრივი კინემატოგრაფი - ურთიერთდაკავშირებული საგნებია.



კონკურენცია თუ თანამშრომლობა


ფილმს მაყურებლამდე მიაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი აზრი, რომ უცხოპლანეტელთა დახმარებეის გარეშეც შეუძლია საკუთარი თავის განადგურება მოლაპარაკებისა და გლობალური პრობლემების გადაწყვეტის უუნარობის გამო. საერთო საშიშროების წინაშე ერთობის ნაცვლად, რომელიც მთელი კაცობრიობისთვის უცნობი და მიუწვდომელია, და აქედან გამომდინარე ერთობლივ ძალისხმევას ითხოვს, ქვეყნები და მათი ლიდერები აგრძელებენ კონკურენციისა და კერძო ინტერესების კატეგორიით აზროვნებას. მაგრამ სწორედ ამ გზის ჩიხური პერსპექტივის გააზრება უწევთ დედამიწელებს, რათა ააგონ თავიანთი ბედნიერი მომავალი, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს.





კითხვა ყველასთვის


მაღალი თემებიდან და სამხედრო-პოლიტიკური ბატალიებიდან ჩვენ გადავდივართ საკუთარი ფსიქიკის პლასტში, საკუთარი შინაგანი დიალოგის რეჟიმში, და კითხვა, რომელსაც მაყურებელს აძლევენ ასე კი არ ჟღერს: "რისთვის არიან ისინი ჩამოსულნი?", არამედ - "შემიძლია კი მეც ასე ვიყო?". მრავალი ადამიანი აწყდება არჩევანს - შემიძლია უარვყო ის, რაც მომავალში მოიტანს ტანჯვას? შემიძლია ტანჯვათაგან თავის არიდება? გავექცე პირდაპირ გზას, რომელსაც მოაქვს რეალური ტკივილი და სიძნელეები. წავიდე საკუთარი სიმშვიდის გამო, საკუთარი თვის შეცოდების გამო, საკუთარი სულისა და ფსიქიკის დანდობის გამო, გავიდე განზე და თან გავიყოლო პირქუში, მაგრამ დრომდე მშვიდობიანი არსებობა...

მთავარი გმირი ლუიზა ბენქსიც ამგვარი კითხვების წინაშე დგას, თუმცა ჰიპერბოლური არჩევანის წინაშე - თავისუფლება, ტანჯვა თუ ... ლუიზა პოულობს მესამე გზას - ბედნიერებას. ის, რასაც ხედავენ მცირედნი მის მდგომარეობაში, მაგრამ რატომღაც ლუიზა ამას ხედავს.




სუპერგმირებზე გადაღებული შაბლონური ფილმებისგან განსხვავებით, ლუიზა ბენქსის პერსონაჟ, სულაც არ არის დაჯილდოვებული ზეუნარებით, განსაკუთრებული გარეგნობით ან რჩეულობის სხვა ატრიბუტებით, და ასეთ ვითარებაში ის ავლენს ყველაზე ძლიერ თვისებებს. როდესაც მაყურებელს ესმის, რა აირჩია და განახორციელა ლუიზამ, ის აღმოჩნდება კითხვის წინაშ - როგორ მოიქცეოდა თვითონ ფილმის გმირის ადგილზე? ეყოფოდა თუ არა გამბედაობა, სულის ძალა იმისთვის, რათა უბრალოდ ბედნიერი ყოფილიყო ასეთ ვითარებაში? რადგან ყველაზე დიდი სიძნელე არის არა თვით არჩევანში, არამედ მის ყოველდღიურ მიღებაში, ყოველსაათობრივ მიღებაში მთელი ცხოვრების განმავლობაში.

იმ კითხვას, რომელიც მაყურებლის წინაშე დგას, ლუიზა ფილმის ფინალში აძლევს ერთ-ერთ თავის მეგობარს, და ის პასუხობს, რომ აირჩევდა სიყვარულს და ბედნიერებას. ფილმის გმირმა იცის, რომ ეს სიცრუეა. იცის, თუ რას აირჩევს ის, მაგრამ პატიობს მას ამ სიცრუეს, რომელიც თვითონაც კი ვერ შეუგნია. ეს სცენა აიძულებს მაყურებელს კიდევ უფრო მეტი ყურადღებით დააკვირდეს საკუთარ თავს. რადგან თქმა იმისა, რომ გააკეთებ სწორ არჩევანს და სინამდვილეში მისი აღსრულება - ერთი და იგივე როდია.

ფილმში მინიმუმამდეა დაყვანილი ალკოჰოლისა და ნარკოტიკების სცენა (მხოლოდ ერთადერთი სცენა ღვინით). ფილმში არ არის სექსი. ძალადობა ძალზედ მცირედი დოზით, ისიც დაგმობილია ფილმის მთავარი გმირების მიერ.

ფილმის მორალი წინ გვიყენებს აქტუალურ გლობალურ კითხვებს კაცობრიობის უნარზე გაერთიანდეს და გადაწყვიტოს საერთო ამოცანები; ასევე გვიყვება იგავს ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაზე, ჩვენგან განსხვავებულ არსებებთან დამოკიდებულებაზე, და წარმოადგენს მიამიტური, მაგრამ ღრმა და შემოქმედებითი აზროვნების ნიმუშს.


წყარო: http://pandoraopen.ru/2016-12-20/film-pribytie-2016-ot-vselenskix-voprosov-k-zhitejskoj-mudrosti/

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/tFMo3UJ4B4g" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню