ხელოვნება - ფილმ "შერლოკ ჰოლმსის" ოკულტური სიმბოლიზმი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

ფილმ "შერლოკ ჰოლმსის" ოკულტური სიმბოლიზმი

შერლოკ ჰოლმსის სიმბოლიკა
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/Egcx63-FfTE" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

შერლოკ ჰოლმსის უკანასკნელი ჰოლივუდური ბლოკბასტერის თემატიკა ძირითადად ოკულტური მკვლელობებისა და მსოფლიო შეთქმულებათა გარშემო ტრიალებს. ფილმში ფარულად ჩადებულია ოკულტური სიმბოლიკა და "ახალი წესრიგის" ილუზია. გადავხედოთ შერლოკ ჰოლმსის ისტორიას, ფილმში არსებულ სიმბოლოებსა და მათ ამჟამინდელ კონტექსტს.



სერ არტურ კონან დოილის ნაწარმოები შერლოკ ჰოლმსი მოგვითხრობს მეცხრამეტე საუკუნის ცნობილი დეტექტივის ცხოვრების შესახებ. მკვლელობები, რომლებსაც ის იძიებს დაკავშირებულია ოკულტურ რიტუალებთან. იგი აღწევს სრულიად სხვა, იდუმალ სამყაროში, სადაც საიდუმლო საზოგადოებები და პოლიტიკური შეთქმულებები არსებობენ.

დოილის ნაშრომები შეიცავს სხვადასხვა გაუგებარ მითითებებს ოკულტიზმსა თუ თავისუფალი მასონობის შესახებ. საინტერესოა, რომ ფილმში აქცენტირება სწორედ იმ თემებზე ხდება, რაც დღევანდელ კონტექსტშია აქტუალური; კერძოდ, ახალ მსოფლიო წესრიგზე საიდუმლო საზოგადოებათა მეთაურობით.

მიუხედავად იმისა, რომ რეალურ ცხოვრებაში არანაირი საიდუმლო საზოგადოება არაა აღნიშნული, ფილმში მიმობნეულ უამრავ სიმბოლიკას მაინც თავისუფალ ქვისმთლელებთნ (მასონებთან), როზენკრეიცერებთან და ილუმინატებთან მივყავართ. სცენებში ჭკვიანურად ჩადებული, თუმცა კი განმარტების გარეშე დატოვებული ეს სიმბოლოები, შესაძლოა ფილმში ნამდვილად წარმოადგენენ ამ საზოგადოების წევრებზე ქარაგმულ მინიშნებებ. მოდით გადავხედოთ შერლოკ ჰოლმსის ავტორის, არტურ კონან დოილის მასონურ წარსულს, და იმასაც, თუ როგორ გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ფილმზე "შემდეგი დონე".


არტურ კონან დოილი სპირიტუალისტი და მასონი




კონან დოილი დაიბადა 1859 წელს შოტლანდიის ქალაქ ედინბურგში, კათოლიკე ირლანდიელის ოჯახში. თერთმეტი წლის ასაკში იგი სასწავლებლად იეზუიტთა სკოლა "სთონიჰარსტ ქოლიჯ"-ში გააგზავნეს, სადაც მისივე სიტყვებით ხუთი უბედური და მარტოსული წელი გაატარა. მას შემდეგ რაც დოილმა ედინბურგის უნივერსიტეტში მედიცინის ბაკალავრის დიპლომი მიიღო და მაგისტრის ხარისხიც ქირურგიაში, მისი ინტერესი სპირიტუალიზმმა მიიპყრო. ერთ სტატიაში რომელიც MQ-ში (ირლანდიული დიადი ლოჟების ოფიციალური ჟურნალი - ავტ.) გამოქვეყნდა, თავისუფალი მასონისტი იეშა ბერესინერი დოილის ინტერესს სპირიტუალიზმისა და მასონიზმისადმი ასე განმარტავს: "თავდაპირველად მან კარიერა ახალგაზრდა სტუდენტ ექიმ ბად-თან ერთად წამოიწყო, თუმცაღა მალევე გაიყვენენ და იგი თავის ახალმოყვანლ ცოლ ლუიზ ჰოვკინსთან ერთად Southsea near Portsmouth in Hampshire-ში გადავიდა, სადაც დამკვიდრდა იგი როგორც თვალის ექიმი.

სწორედ აქ, 1885-1888 წლებში კონან დოილი სამაგიდო სხდომებს მისი ერთ-ერთი პაციენტის, გრინვიჩის საზღვაო კოლეჯის მასწავლებლის, გენერალ დრეისონის სახლში ესწრებოდა. სხდომები ექსპერიმენტებთან ერთად ტარდებოდა და დოილი კრიტიკულად იყო განწყობილი ამ პროცედურებისა და რიტუალების მიმართ. დოილი მათ ფარსს უწოდებდა. თუმცაღა 1887 წელს იგი "თავისუფალი ქვისმთლელი" გახდა და "ფსიქიკის კვლევის საზოგადოებას" შეუერთდა. დოული საჯაროდ აცხადებდა, რომ მას აინტერესებდა და სწამდა ოკულტიზმი.

ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე სერიოზული და საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ მსოფლიო სპირიტუალიზმში აღიარებულია რომ არტურ კონან დოილი, 1887 წლის 26 თებერვალს 27 წლის ასაკში განდობილ იქნა ფენიქსის ლოჟა ნომერ 257-ში".

სწორედ ფენიქსის ლოჯა ნომერ 257-ში დაუმეგობრდა იგი დოქტორ ჯეიმს ვოტსონს, რომელიც მისი ნაწარმოების, შერლოკ ჰოლმსის შთაგონების წყარო გახდა. სანდო მეგობარი ბერესინერი განაგრძობს: "ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ჰოლმსი იმიტომ შეუერთდა მასონობას, რომ ის სპირიტუალიზმის ელიმენტების აღმოაჩენას მოელოდა, თუმცაღა მისი გონება უკვე დაპყრობილი იყო. ის კარგად რეკომენდირებული გახლდათ. მისი წარმომდგენელი იყო ვ. დ. კინგი, მოგვიანებით სერ ვილიამ დევიდ კინგი, ჰამშფაიარის ლეიტენანტის მოადგილე. კინგი ძალზედ გამოჩენილი პიროვნება და ერთ-ერთი პატარა ქალაქის მერი გახლდათ. მისი მოკავშირე იყო ბატონი ჯონ ბრიქვუდი, ლუდის წარმატებული მწარმოებელი ქალაქში. დოილი ხარისხებში სწრაფად აღემატა. 1887 წლის 23 თებერვალს ის იღებს მეორე ხარისხს, ერთი თვის შემდეგ კი (23 მარტს) ხდება სრულფასოვანი მასონი.

მოგვიანებით დოილი გადადგა მასონობიდან, მაგრამ რამდენჯერმე მაინც დაბრუდა... მასონობა ზოგჯერ მოხსენიებულია დოილის ნაწერებსშიც. არა მხოლოდ შერლოკ ჰოლმსში, არამედ სხვა ნაწარმოებებშიც. "ნისლიან მიწაში" თავის გმირ ვეზერბიზე ამბობს, რომ ის არის "პომპეზური ვირი სახელად ვეზერბი. ის არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც დაეხეტება მასონობის ბუნდოვან კიდეებზე, საუბრობს ჩურჩულით და თაყვანსცემს იდუმალებას იქ, სადაც სინამდვილეში არანაირი იდუმალება არ არის.

სპირიტუალიზმი თავისი საშინელი საიდუმლოებითურთ, მისთვის ვულგარულობას წარმოადგენს, თუმცა მაინც უყვარს ძველი, შოტლანდიური რიტუალები და ბაფომეტის ფიგურები. ელიფაზ ლევი მისი წინასწარმეტყველია. მთელი თავისი თავგადასავლების განმავლობაშ შერლოკ ჰოლმსმა (რომელიც არ იყო მასონი), დაამტკიცა რომ საკმაოდ გათვიცნობიერებულია მასონიზმში.


ფილმის სიმბოლიზმი


ფილმში მრავალი სიმბოლოა გამოყენებული. ეს ანალიზი ეფუძნება არა ფილმის ფაქტობრივ სიუჟეტს, არამედ იმ უამრავ სიმბოლოს, რომლებიც მიმობნეულნია მასში. შერლოკ ჰოლმსში ჩადებული უამრავი თემა და სიმბოლო დღევანდელი საიდუმლო საზოგადოებებისკენაა მიმართული. ისინი იმდენად დახვეწილადაა ჩადებული და დაფარული, რომ მაყურებლისთვის თითქმის შეუმჩნეველია. თუმცა ამ საკითხში განათლებული მაყურებლებისთვის სიმბოლოებიცა და მათი კონტექსტიც ადვილად შესამჩნევია.

გარდა ამისა ზოგიერთი ამბავი ისტორიულად არ არის დასაბუთებული, ან უბრალოდ შეცვლილია და გამოგონილს არის მიმსგავსებული. ყოველ შემთხვევაში მასმედიის საშუალებით გადმოცემული ამ ფილმის წყალობით საზოგადოებას მასონური სიმბოლიზმის უპრეცენდენტო ტალღა მოაწყდა. მოდით განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

ფილმის დასაწყისში შერლოკი ახერხებს შავი მაგიური რიტუალის ჩაშლას. პირბადე ჩამოფარებული კაცი (ლორდი ბლექვუდი) მაგიურ სიტყვებს საკურთხეველზე დაწვენილი ქალის თავზე კითხულობს. ასე რომ მასონური თემატიკა თავს იჩენს ფილმის დასაწყისიდანვე.




წესრიგი ქაოსიდან



ერთი შეხედვით ტრივიალურ სცენაში ჰოლმსი "მცირეოდენი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ" ვიოლინოს ნოტებს აჟღერებს. ის ვოტსონს თავის აღმოჩენას განუმარტავს: როდესაც ის ბუზებისთვის ატონალურ კლასტერებს უკრავს, ისინი სინქრონულად წრიულად დაფრინავენ. ასე რომ მან მუსიკის თეორიის დახმარებით ქაოსში წესრიგი აღმოაჩინა. "Ordo ab Chao" თარგმანში ქაოსის წესრიგს ნიშნავს და მასონთა ყველაზე ცნობილი პრინციპია. მაქეის ენციკლოპედიის დოკუმენტებში ეს ფრაზა 1395 წლიდან გამოიყენება, როგორც უძველესი მასონების ოფიციალური დევიზი. ამჟამად კი ის წარმოადგენს შოტლანდიის მასონური რიტუალების უმაღლეს და საპატიო 33-ე ხარისხის ოფიციალურ დევიზს წარმოადგენს.



33-ე ხარისხის ნიშანი, ზემოდან აწერია წესრიგი ქაოსში. ოკულტიზმის ზოგიერთი მკვლევარის აზრით ეს გამონათქვამი ეხება "ელიტის" მისწრაფებას კრიზისების შექმნისკენ, რომ მოსახლეობაში შიში და დაბნეულობა დათესოს და საჭირო გახდეს ახალი პოლიცია და კანონები რაც, რასაკვირველია, მათთვისვეა ხელსაყრელი. ელიტის მიერ წარმოქმნილი ქაოსის შემდგომ შეიქმნება ახალი მსოფლიო წესრიგი, რომლის სათავეში იქნება ელიტა. ამ კონტექსტში შესაძლებელია თუ არა შერლოკის "აღმოჩენა", ანუ მწერების კონცენტრირებული წრიული ფრენა სწორედ ამ ახალი მსოფლიო წესრიგის ატონალური ნოტებით დაგიპნოზებულ მასებზე მიგვანშნებდეს.




ბლექვუდის საკანი


როდესაც შერლოკი ბლექვუდის სანახავად ციხეში მიდის, ის ამჩნევს უცნურ გრავიურებს საკნის კედლებზე. აი ერთი მათგანი: ცნობილია, რომ ჯვარცმული ვარდი როზენკრეიცერების უპირველესი სიმბოლოა. როზენკრეიცერთა ორდენი ეს არის საიდუმლო ძმობა, რომელიც სათავეს შუა საუკუნეებიდან იღებს. თავდაპირველი ამ საძმოს სიმბოლო ჯვარზე ცმული ვარდის იეროგლიფი იყო. ეს ჯვარი ყოველთვის იდგა სამსაფერხურიან მთაზე (გოლგოთაზე). იყო კი ლორდი ბლექვუდი როზენკრეიცერი?



"ვარდისა და ჯვრის" (როზენკრეიცერი) სახელწოდება გამოიგონა XIVს. გერმანელ ფილოსოფოსთა სექტანტურმა დაჯგუფებამ, რომლებიც კაბალის მიმდევარი საიდუმლო ძმობის წევრები იყვნენ. ისინი ერთმანეთთან საიდუმლო ფიცით იყვნენ შეკრულნი, რომ თავიანთ საიდუმლოებებს არ გაამხელდნენ. ისინი ვალდებულნი იყვნენ აგრეთვე შეესრულებინათ მათ მიერვე დადგენილი შესაბამისი წესები.

როზენკრეიცერები თვალთმაქცობდნენ, რომ იცოდნენ მეცნიერება და მედიცინა; მათ ვითომდა ფლობდნენ სიმდიდრისა და ფილოსოფიური ქვის საიდუმლოს, ცრუობდნენ თითოქსდა ეს ყველაფერი მათ ტრადიციულად ძველი ეგვიპტელების, ქალდეველების, მოგვებისა და ჰიმნოსოფისტებისგან მიიღეს.

რადგან სხვადასხვა დოქტრინის წარმომადგენლები იყვნენ, როზენკრეიცერები სხვადასხვა ჯგუფებად დაიყვნენ. ავრცელებდნენ აზრს, თითოქსდა რაღაც წამლების გამოყენებით შეეძლოთ ადამიანის სიცოცხლის დაცვა. ასევე შეეძლოთ ახალგაზრდობისა და უკვდავების შენარჩუნება. ამიტომაც, რაკიღა პრეტენზიები ჰქონდათ ყოვლისმცოდნეობაზე, ეწოდათ კიდევაც განათლებულნი, ანუ ილუმინატები (Illuminati). მათ სხვაგვარად უხილავ ძმებსაც უწოდებდნენ (" Enc. Brit., 3rd Edition, Vol. 16, 1797).

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ როზენკრეიცერები თავისუფალი მასონობისგან წარმოიშვნენ. მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, მან მნიშვნელოვანი და საიდუმლო როლი ითამაშა დღევანდელი მსოფლიოს ჩამოყალიბებაში.


ლაბორატორია


როდესაც შერლოკი და უოტსონი ათვალიერებენ ლაბორატორიას საკანში, კედლებზე რამდენიმე საინტერესო გამოსახულება ვხედავთ. ერთ-ერთი მათგანია ყოვლისმხედველი თვალი სამკუთხედის შუაში.



დათვალიერებისას ჰოლმსი ხვდება, რომ ლაბორატორიას კავშირი აქვს ოკულტიზმთან. კიდევ ერთი საინტერესო სიმბოლო კედელზე: კაბალისტური ხე სეფიროთი.



"ხე სეფიროთი შეიძლება ჩაითვალოს ფასდაუდებელ რეზიუმედ საიდუმლო ფილოსოფიისა, რომელიც თავდპირველად ქასიდიუმის სულს წარმოადგენდა. კაბალა ისრაელის ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა, თუმცაღა ყოველწლიურად მცირდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელნიც მის ჭეშმარიტ პრინციპებს იზიარებენ. ბევრს არ ესმის, რომ იმ გასაღების გარეშე რომელსაც კაბალა ფლობს, შეუძლებელია იმ სულიერი საკითხების წვდომა, რომლებიც ებრაელებსა და არაებრაელებს ასხვავებს.

ხე სეფიროთი ათი მნათობი წრისაგან შედგება, რომლებიც სამ ვერტიკალურ ხაზზეა განლაგებული და დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან 22 არხით ან ბილიკით. ეს ათი წრე სეფიროთად იწოდება და თითოეულს ერთიდან ათამდე ციფრი აქვს განკუთვნილი. სამი ხაზიდან მარჯვენას ეწოდება-მერსი, მარცხენას სევერითი, ხოლო შუათანას - მაილდნესი, სადაც თავს იყრის ძირითადი ძალა. სვეტებს განიხილავენ აგრეთვე სიბრძნის, სიძლიერის და სილამაზის წყაროდაც, სადაც სამყაროში ეს სამი კომპონენტი ყველაფრის საფუძველს წარმოადგენს. 22 არხი ებრაული ანბანის ასოებისგან შედება და მათ ტაროს სიმბოლური კარტის ძირითად ნიშნებს წარმოადგენენ (Manly P. Hall, Secret Teachings of All Ages).


ბლექვუდის შელოცვათა წიგნი



შერლოკი გაიგებს, რომ ბლექვუდის შელოცვათა წიგნი ერთადერთი გზაა მის შესაჩერებლად. ამ შელოცვათა წიგნის სიმბოლოები კი ადვილად გასაგებია ჩვენი საიტის მკითხველთათვის.

ამ ჩანახატზე შესანიშნავად ამოვიცნობთ ბაფომეტს.



ეს ბლექვუდის შელოცვათა წიგნის შემდეგი გვერდია.




ეს გრავიურა ეკუთვნის ფრანგ ოკულტისტს სტანისლას დე გიტას, რომელიც 1897 წელს აღმოაჩინეს წიგნში - შავი მაგიის გასაღები. დე გიტამ ეს გრვიურა 1888 წელს აღმოაჩინა. ეს არის როზენკრეიცერთ კაბალისტური წოდება, რაც შეგვიძლია შევუთავსოთ ზემოთ აღნიშნულ ცნობებს როზენკრეიცერთა შესახებ.



შერლოკ ჰოლმსში ორდენი არის ოკულტური ძმობა. მაგრამ თუ მას რეალურ მსოფლიოს შევადარებთ ე. წ. "თავისუფალ ქვისმთლელთა", ანუ მასონთა საიდუმლო საზოგადოებას მივიღებთ. ფილმში ნათქვამია, რომ "ამ საიდუმლო სისტემის წყალობით მსოფლიო საუკუნეების განმავლობაში გაუმჯობესდა, მაგრამ ის შეიძლება ბილწი მიზნებისთვისაც იქნეს გამოყენებული, კერძოდ შავბნელი ხელოვნების ან პრაქტიკული მაგიისთვის. ორდენს უამრავი წევრი ჰყავს მთავრობასა თუ პოლიციაში. ბლექვუდი პრაქტიკაში ანხორციელებდა შავ მაგიას, იგი ძალდატანებით იღებდა ბრძანებას, მოწოდებით თითქოსდა მას ჰქონდა ბრწყინვალე მიზანი, რომ შეექმნა ახალი მომავალი, რომელსაც საძმო მართავდა. მოგვიანებით ფილმში ბლექვუდი ამბობს: "ახალი წესრიგი ახლა იწყება ", ეს ისევ და ისევ ახალი მსოფლიო წესრიგზე მინიშნებაა, რაც დღეს დღესობით მართლაც ფეხს იკიდებს.




ბლექვუდი ჯდება ორდენის ტახტზე, რომლის ფონზე მოჩანს პირამიდა, რომლის ბოლოც ბრწყინავს. ასეთი პირამიდაა მიჩნეული უმაღლეს ილუმინატურ სიმბოლოდ (იხილეთ the Great Seal of the USA).



შერლოკი მეცნიერულად და ლოგიკურად ხსნის, რომ ოკულტიზმი და მაგიური ნივთები სიცრუეა, მაგრამ ეს ყოველივე იმის შემდეგ, რაც მაყურებელს ამდენი სიმბოლო აჩვენეს და გააგებინეს საძმოს შესახებ. ახლა კი პირიქით აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი ტყუილიც არის და სასაცილოც. ერთის მხრივ ეს გაოცებას იწვევს, რადგან რეჟისორი გაი რიჩი დაქორწინებულია კაბალას მიმდევარ მადონაზე. უფრო მეტიც, ოკულტიზმის ფილმში ჩადება უფრო ბნელ, მუქარის გამომხატველ სატანურ ზღვარზე მიგვანიშნებს, რაც აგულიანებს მაყურებელს იმისკენ ყველაფერი ოკულტური ეშმაკთან გააიგივეონ.

ყველაზე საშიშ ფინალურ სცენაში შერლოკი აღწერს მოწყობილობას, რომელიც შესაძლოა 2010 წლიდან არსებობდეს: წარმოვიდგინე მოწყობილობა რომელიც რადიოტალღების მეშვეობით ერთი მარტივი ბრძანების გაცემით ყველას გაკონტროლებას შეძლებს. ასეთია სწორედ სამყაროს მომავალი.


შეჯამება


მართალია ფილმში ოკულტური ელემენტები წარმოდგენილია როგორც რეჟისორ გაი რიჩის ფანტაზიები, მაგრამ ბევრი მათგანი მაინც უშუალოდ ოკულტიზმიდან არის აღებული. უდავოად რეჟისორმა მიიღო გარკვეული ოკულტური ცოდნა, რათა ფილმისთვის მიეცა ოკულტური შეერილობა და სინამდვილე, მაგრამ როგორც ვხედავთ გადააჭარბეს. ფილმში გამოყენებული სიმბოლოები დეკორაციაზე მეტია. მთელი რიგი მინიშნებები მიუთითებენ საიდუმლო საზოგაოებებზე. რა არის ეს? რომელიმე ლოჟის საიდუმლო წევრის ხუმრობა თუ რეჟისორის მაყურებელთან შერლოკ ჰოლმსობნას თამაში? თუმცაღა ამ სიმბოლოებიდან გამომდინარე ერთი რამ ცხადია: ჩვენ მასმედიის ოკულტიზაციის მომსწრენი ვხდებით.

წყარო: vigilantcitizen.com

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню