ხელოვნება - ფილმ ნოეს შესახებ, ანუ რაში მდგომარეობდა ქამის ცოდვა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

ფილმ "ნოეს" შესახებ,

ანუ

რაში მდგომარეობდა ქამის ცოდვა"

წარღვნა

ავტორი: პროტოპრესვიტერი ოლეგ სტენიაევი

ფილმი "ნოე", - ორიგინალური სახელწოდება "Noah" (ამ ბიბლიური სახელის ებრაული ტრანსლიტერაციით), გულგრილს ვერავის დატოვებს.

თურმე, ნუ იტყვით, და ჩვენ ყველანი სემიტები ვყოფილვართ! ეს არის ამერიკელი რეჟისორის, დარენ არნოფსკის ფილმის სიუჟეტის ძირითადი აზრი.

აღმოჩნდა, რომ ნოეს შვილებიდან თურმე მხოლოდ სემი შესულა კიდობანში თავის ცოლითურთ.

ნოეს ორ სხვა შვილს ნაკლებად გაუმართლა.

მაგრამ სემის ცოლი კიდობანში ტყუპებს აჩენს? ეს კი იმას ნიშნავს, რომ კაცთა მოდგმა სემის შვილებისგან უნდა გაგრძელდეს.

თუმცა ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინაა! თურმე ნოე არ ყოფილა კიდობანში მომავალი ცხონების წინასწარმაუწყებელი, ხოლო კიდობანი არ ყოფილა ეკლესიის წინასახე, როგორც ამას ოდითგანვე ასწავლიდნენ ეკლესიის წმიდა მამები. პირიქით! ის (ნოე) ძალზედ აგრესიულად ეწინააღმდეგება კიდობანში იმ ადამიანთა შემოსვლის ნებისმიერ მცდელობას, ვინც მისი ოჯახის წევრი არ არის.

მეტიც, ის საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი სწირავს და ახალშობილი ბავშვის (ანუ თავისი შვილიშვილის) მოკვლასაც კი ცდილობს...

რა თქმა უნდა, ბიბლიურ ნოესთან ფილმის სიუჟეტს არაფერი აქვს საერთო, და რომ არა რასელ კროუს ბრწყინვალე მსახიობური თამაში, ფილმის ყურება საერთოდ არც ღირს.

ახლა კი მოდი მივმართოთ ბიბლიურ ტექსტს, რომელიც მსოფლიო წარღვნისა და ნოეს ნამდვილი ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.

"ესე შობანი ნოესი: ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე. ხოლო შვნა ნოე სამ ძე: სემ, ქამ და იაფეთ. ხოლო ქუეყანა განიხრწნა წინაშე ღმრთისა და აღივსო ქუეყანა უსამართლოებითა. და იხილა უფალმან ღმერთმან ქუეყანა და იყო განხრწნილ, რამეთუ განხრწნა ყოველმან ჴორციელმან გზაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა. " (დაბ. 6:9-12).

ამრიგად, ბიბლია გვამცნებს, რომ "ღმერთსა სათნო ეყო ნოე". რას ნიშნავს ეს სიტყვები? იმას, რომ ნოე ყველაფერში ღმერთს ეყრდნობოდა - დამოუკიდებლად, ღმრთის შეწევნის გარეშე, ნოე ვერ შესძლებდა გამოსულიყო იმ სიტუაციიდან! ნოე მიდიოდა იმ გზაზე, რომელზეც მას უფალი წარმართავდა, ამიტომაც, სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ნოე ღმერთს მიჰყვებოდა: საითაც მიუთითებდა მას უფალი, ნოეც იქითკენ გაეშურებოდა.

იყო თუ არა ნოე მართალი და უბიწო ადამიანი ქრისტეანული თვალსაზრისით? საკმაოდ რთული კითხვაა, რადგან ნათქვამია, რომ "ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა". აი ეს დანამატი: "ნათესავსა შინა მისსა" გვაფიქრებინებს, ნოეს სხვა დროს რომ ეცხოვრა, - შესაძლოა ის ცოდვილად მიჩნეულიყო. მაგრამ თავის ნათესავებში, თავის თაობაში ის ყველაზე საუკეთესო ადამიანი იყო. იმ დროს ნოეზე უფრო ღვთისმოსავი კაცი არ არსებობდა. მაგრამ სიტყვები: "ნათესავსა შინა მისსა" შეიძლება სხვაგვარადაც გავიგოთ: იმგვარ მოდგმაშიც კი, ისეთ დროებაში, როდესაც ადამიანები უკიდურესად გაირყვნენ, ნოე მაინც მართალ და ღვთისთვის სათნო ადამიანად რჩებოდა. ეს კი უკვე მას უკვე სულ სხვაგვარად წარმოაჩენს.

ეს დაკავშირებულია იმაზე, რომ ადამიანების მთელი თაობა გაირყვნა და სიმართლისა და უბიწოების შენარჩუნება ძალზედ ძნელი იყო. ებრაული სიტყვა "მართალი" – "ცადიკ" მთლიან, შეუხებელ ადამიანს ნიშნავს. რადგან სიტყვა "ცადიკი" და სიტყვა "ცდაკა" ("მოწყალება") მსგავსნი არიან, მართალი კაცი, უპირველეს ყოვლისა, ის არის, ვინც მოწყალებასა და მსხვერპლს გასცემს, საკუთარი ინტერესების გათვალიწინებაზე მეტად, სხვათა ინტერესების გათვალისწინებით ცხოვრობს, და უპირველეს ყოვლისა საკუთარ სიცოცხლეს ღმრთისმსახურებას უძღვნის. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოთქმა: "ნათესავსა შინა მისსა" - რაღაცნაირად ჩრდილავს ყოველივე ზემოთქმულს ნოეს შესახებ.

სახელი ნოე "ნუგეშს" ნიშნავს. "ნოაჰ" – "ის, ვინც უსასოებასა და გლოვაში განუგეშებს". ნოეს მამა ლამეხი იყო, ლამეხი კი "უძლურებას" ნიშნავს. ლამეხმა თავის შვილს ასეთი სახელი იმიტომ მისცა, რომ უკვე დამდგარი იყო საყოველთაო კრიზისი. ზნეობრივმა კრიზისმა ჯერ მოიცვა კაენიტები (კაენის უკეთური მოდგმა), შემდეგ კი ეს პროცესი სეფიტებზეც (მართალი სეთის მოდგმაზე) გადადის. ხდება ისე, რომ ამ ორი მოდგმის გზები გადაიკვეთება. და ლამეხი, ნოეს მამა, სწორედ თავის შვილზე დაამყარებს მთელს იმედს. და აძლევს მას ისეთ სახელს, რომელიც ამავე დროს მისი სულიერი მახასიათებელიც უნდა გახდეს.

წმიდა მამები მიიჩნევდნენ, რომ მაშინ სახელები წინასწარმეტყველურ შთაგონებაში ეძლეოდათ მართალთ, სახელი წინასწარ მიანიშნებდა ადამიანის სულიერ ხასიათზე.

და აი, ნოეს ეყოლება სამი შვილი: სემი, ქამი და იაფეტი. სემი - ებრაულად "შემ" - ითარგმნება როგორც "ის, ვინც საკუთარი სახელი განადიდა". და მართლაც, სემისგან წარმოსდგება მთელი ებრაელი ერი: ეს არის ღმრთის წინასწარმეტყველთა მთლი პლეადა, იესუ ქრისტეს მოციქულები, რომელთა სახელები მთელმა სამყარომ იცის. და სემისგან - აბრაამისა და აგარისგან მომდინარეობს მთელი არაბული სამყაროც.

ნოეს სხვა შვილი არის ქამი. ნოეს შვილები - ადამიანთა რასების მამათმთავრები არიან, და ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მათი რასობრივი დახასიათებების წვდომა. "ქამი" - ნიშნავს "სიცხეს", "მხურვალებას", "ვნებას". ქამიდან წარმოსდგნენ ნეგროიდები.

და ნოეს მესამე შვილი, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი პერსონა გახლავთ იაფეტი - ებრაულად "იეფეთი". ეს სახელი ნიშნავს "სილამაზეს" და მომდინარეობს სიტყვიდან "იაფე" – "ლამაზი". ის ასევე აღნიშნავს "გავრცელებას", "გაფართოვებას", ზმნისგან "ფოთა" – "სივრცე", "გაფართოვება".

მართლაც, იაფეტისგან წარმოსდგებიან ევროპელი, ე. წ. ინდოარიული ჯგუფის ხალხები. ესენი ყველაზე გავრცელებულნი არიან მთელს მსოფლიოში, მთელი დასავლეთი ნახევარსფერო - სწორედ იაფეტის მოდგმის ხალხებითაა დასახლებული (ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა), მთელი ევროპა. ის ცივილიზაციები, რომლებიც იაფეტელებმა შექმნეს, ეს არის საბერძნეთის, რომის ცივილიზაციები. ეს იყო ლამაზი სამყარო... და როდესაც ეს სამყარო გაეკლესიურდა, ყოველივე საუკეთესო, რასაც კი იაფეტელებმა მიაღწიეს, გააეკლესიურეს, ქრისტეანულ ეკლესიაში შემოიტანეს. იაფეტი - ეს ქრისტეანთა ცივილიზაციაა.

ამრიგად, ნოეს შვილები - სემი, ქამი და იაფეტი - მთელი კაცობრიობის მამამთავრები არიან.

"და იხილა უფალმან ღმერთმან ქუეყანა და იყო განხრწნილ, რამეთუ განხრწნა ყოველმან ჴორციელმან გზაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა" (დაბ. 6:12). როგორ გავიგოთ ეს სიტყვები? ეგზეგეტები ამბობენ, რომ მაშინ ძალზედ ძლიერი იყო სექსუალური გარყვნილებანი. თანაც არა მარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებს შორისაც კი. დაიწყო რაღაც საშინელი აღრევა! ამას უკავშირებენ იმ გარემოებასაც, რომ სეფიტები და კაენიტებიც ერთმანეთს აღერივნენ, ეს კი დაუშვებელი იყო. როდესაც მორწმუნე ოჯახში მოჰყავთ ურწმუნო რძალი ან ურწმუნო სიძე, ეს დაუშვებელია! და ამიტომაც, მსოფლიოში შემოვიდა ქაოსი... და მოხდა წარღვნა...

და აი, როდესაც წარღვნა მორჩა, რვა სული გადაურჩა წყლის სტიქიას: ნოე, მისი ცოლი ნოემა, სემი, ქამი და იაფეტი თავ-თავიანთი ცოლებითურთ. ის, რომ ნოეს ცოლს ნოემა ერქვა, მხოლოდ ვერსიაა. საქმე იმაშია, რომ ნოემა განეკუთვნებოდა კაენიტების მოდგმას (დაბ. 4:22). და ის კომენტატორები, ვინც ამტკიცებს, რომ ის ნოეს ცოლი იყო, საკუთარ ვარაუდს მხოლოდ იმის საფუძველზე აგებენ, რომ ძალზედ ძნელია იმის ახსნა, კაენიტების მოდგმაში უცებ რატომ ჩნდება სახელი ნოემა. არადა ეს სახელი საფუძველშივე უახლოვდება სახელს ნოე (ნოაჰ), როგორც მაგალითად, ევროპულ სახელებში - ალექსანდრე - ალექსანდრას, ან ოლეგი - ოლგას და ა. შ. ამიტომაც, ამ კომენტატორებმა გააკეთეს დასკვნა, რომ ნოემა - ეს ნოეს ცოლია. და სწორედ მისგან შემოვიდა ქამიტური სისხლის ახალ სამყაროში, როგორც ჩანს ყველაფრის წყალში დანთქმა შეუძლებელი იყო. ეკლესიაში ზოგჯერ წარმოითქმება ლოცვის სიტყვები: "სისხლისაგან ეშმაკისა განმწმინდე მე, უფალო", რაც ამის დადასტურებაა.

მაგრამ, ბიბლიაში არსებობს ისეთი ტექსტიც, სადაც ნათქვამია: "მოერიდე, შვილო, ყველანაირ სიძვას. ქალი შენი მამა-პაპის მოდგმისა წამოიყვანე. სხვა ქალს ნუ მოიყვან, თუ არ არის მამაშენის ტაძრისა, რადგან წინასწარმეტყველთა შვილები ვართ. გახსოვდეს, შვილო, რომ ნოემ, აბრაამმა, ისაკმა და იაკობმა, ჩვენმა მთელმა მამა-პაპამ, ყველამ თავიანთ მოძმეთაგან წამოიყვანეს ცოლები და დაილოცნენ თავიანთ შთამომავლობაში და მათმა მოდგმამ დაიმკვიდრა ქვეყანა" (ტობ. 4:12).

უკიდურეს შემთხვევაში, არსებობს ვერსია, რომ სწორედ ნოემას გზით გადაურჩა კაენის სამყარო წარღვნის წყლებს, და ახალ მიწაზე შემოვიდა...

და აჰა, ადამიანები გამოდიან კიდობნიდან. ნათქვამია: "და აკურთხნა ღმერთმან ნოე და ძენი მისნი და ჰრქუა მათ აღორძნდით, და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას" (დაბ. 9:1). აქ ძალზედ მნიშვნელოვანია ყურადღება მივაპყროთ იმას, რომ როდესაც ისინი კიდობნიდან გამოდიოდნენ, ღმერთმა ისინი აკურთხა. არსებობს ეკლესიის სწავლება (ეს, საკუთრივ რომ ვთქვათ, ბიბლიური სწავლებაცაა), რომ ის, რაც ღმერთმა აკურთხა, ადამიანმა არ უნდა დასწყევლოს.

ამის შემდეგ ადამიანები იწყებენ მიწაზე ცხოვრებას, ღმერთი მათ აძლევს სხვადასხვა კანონებს, მათ შორის ე. წ. "ნოეს კანონებსაც". ნოეს კანონები სავალდებულოდ მიიჩნევა ყველა ადამიანისთვის, მორწმუნე იქნება ის თუ ურწმუნო. ასევე მიიჩნევა, რომ საუკუნო განკითხვის დღეს, როცა უფალი იესუ ქრისტე მოვა განსასჯელად ცოდვილთა და მკვდართა, ამ კანონებიდანაც მოეთხოვება ყოველს. ეს კანონები მოთავსებულია დაბადების მე-9 თავში.

აქ ნათქვამია: "და შიში თქუენი და ძრწოლაჲ თქუენი იყოს ყოველთა ზედა მჴეცთა ქუეყანისათა, და ყოველთა ზედა მფრინველთა ცისათა. და ყოველთა ზედა იძრვისთა ქუეყანისათა. და ყოველნი თევზნი ზღჳსანი ჴელის ქუეშე მიგცე თქუენ და ყოველი ქუეწარმავალი, რომლისა არს სიცოცხლე, თქუენდა იყოს საჭამადად ვითარ-ცა მხალი თივისაჲ, მიგცენ თქუენ ყოველნი" (ახ. ქართ.: "თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის დედამიწაზე, და ზღვის ყველა თევზს. თქვენს ხელთ არიან ისინი. ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს") (დაბ. 9:2-3). ანუ, წარღვნამდე ადამიანები ხორცს არ ჭამდნენ. და მხოლოდ წარღვნის შემდეგ მისცა ღმერთმა ადამიანებს ხორცის ჭამის უფლება.

შემდეგ მოდის ნოეს ასეთი კანონი: "გარნა ჴორცი სისხლითურთ სულისათ არა სჭამოთ" (ახ. ქართ.: "ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ") (დაბ. 9:4). არ შეიძლება, სანამ ცხოველის მშვინვა მის სხეულშია, ანუ სისხლშია, და ის არ დაღვრილა, მოაჭრა პირუტყვს ხორცი, შეწვა და სჭამო. არანაირი ფორმით ადამიანს უფლება არ ეძლევა სისხლი საკვებად გამოიყენოს! ეს მკაცრი კანონია. ნათქვამია: "და რამეთუ სისხლიცა თქუენი სულთა თქუენთა გამოვიძიო ჴელისაგან მჴეცთასა და გამოვიძიო იგი ჴელისაგან კაცისა ძმისა მისისა გამოვიძიო სული კაცისა" (ახ. ქართ.: "მე კი თქვენს სისხლს თქვენი სიცოცხლის წილ მოვიკითხავ, ყოველ მხეცს მოვკითხავ, ადამიანს მოვკითხავ, თქვენ მოგკითხავთ ერთმანეთის სიცოცხლეს") (დაბ. 9:5).

ეს კანონი დადასტურებულია მოსეს სჯულშიც და მოციქულთა საქმეებშიც. როდესაც იერუსალემში მოციქულთა პირველი კრება ჩატარდა , დაწესებულ იქნა, რათა ქრისტეანები: "განეყენნენ ჭამად ნაზორევისაგან კერპთაჲსა და სიძვისაგან, დამშთვარისა და სისხლისა..." ("ეკრძალონ კერპთაგან შებილწულსა და სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს") (საქმე 15:20). რა იგულისხმება "დამხრჩვალში"? - როდესაც პირუტყვის სისხლს არ ანთხევენ. დიდ სჯულისკანონში (კერძოდ, მოციქულთა 63-ე კანონში) ნათქვამია: " თუ ეპისკოპოსმა, მღვდელმა, დიაკონმა, ან სამღვდელო დასის სხვა წარმომადგენელმა ჭამოს სისხლიანი ხორცი, მხეცის მოკლული, ან დამხრჩვალი, განიკვეთოს, რადგან ეს რჯულმა განდევნა. თუ ერისკაცი იქნება ამის ჩამდენი, უზიარებლობით დაისაჯოს (შდრ. საქმე 15:29)".

მოკლედ, სისხლიანის ჭამა ან სისხლის დალევა აიკრძალა ყველა დონეზე: ეს დაწესდა წარღვნის შემდეგ, მოსემ დაადასტურა, წინასწარმეტყველნი ამის შესახებ ღაღადებენ, იგივეს ამტკიცებს მოციქულთა კრება, მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებათა კანონები, წმიდა მამებსაც არაერთხელ დაუდასტურებიათ ეს წესი, რადგან სისხლი - ყოველთვის "ხსნილია"! ამიტომაც, არა აქვს უფლება ქრისტიანს ჭამოს სისხლიანი ძეხვი, ბიფშტექსი თუ სხვა სისხლიანი კერძი.

შემდეგ ნათქვამია: "მე კი თქვენს სისხლს თქვენი სიცოცხლის წილ მოვიკითხავ, ყოველ მხეცს მოვკითხავ (ანუ თუ მხეცი ან პირუტყვი ადამიანს დაურქენს, სჯულის მიხედვით, ეს მხეცი უნდა მოიკლას - ავტ.) , ადამიანს მოვკითხავ, თქვენ მოგკითხავთ ერთმანეთის სიცოცხლეს" (დაბ. 9:5). აქ ბიბლია აწესებს სიკვდილით დასჯას ადამიანის მკვლელობისთვის; კაცის მკვლელი უნდა მოიკლას. ეს არის ამგვარი სასჯელის პირველი მოწმობა წმიდა წერილში.

სხვათა შორის, აღსანიშნავია ერთი საინტერსო დეტალი: ძველი მამები, ვინც დეტალურად სწავლობდნენ წმიდა წერილს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ იმას, რომ თუ რაიმე მოვლენა ბიბლიაში აღწერილია პირველად, ეს საკვანძო მომენტია. თქვენ თუ შემდეგ დაგაინტერესებთ იმის გაგება, თუ რას შეიძლება ეს მოვლენა ნიშნავდეს, ყურადღება უნდა მიაპყროთ მის პირველ აღწერას. მაშინ თქვენთვის გასაგები შეიქნება თუ რაზეა ლაპარაკი.

"ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი (ე. ი. მსჯავრი სამართლიანი უნდა იყოს - ავტ.), რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი" (დაბ. 9:6). აქ წესდება ადამიანის სტატუსი. ძველი გადმოცემა ნოეს მცნებებს ამატებს კიდევ მრუშობის, კერპთაყვანისმცემლობისა და ღმრთის გმობის (მკრეხელობის) აკრძალვებს.

ამის შემდეგ ღმერთი ადასტურებს: "ხოლო თქუენ აღორძნდით და განმრავლდით და განავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას" (დაბ. 9:7). სწორედ ეს მცნება: "აღორძნდით და განმრავლდით" აჩერებს სიძვას. ეს არის მცნება სიძვის წინააღმდეგ, რადგან წმიდა წერილში ნათქვამია: "ხოლო უკუეთუ ვერ დაითმენენ, იქორწინნედ; რამეთუ უმჯობეს არს ქორწინებაჲ, ვიდრე განჴურვებაჲ" (1 კორ. 7:9). და კიდევ, ეს მცნება: "აღორძნდით და განმრავლდით" გვასწავლის, რომ რამდენ შვილსაც მოგვცემს უფალი იმდენი უნდა გვყავდეს. ნათქვამი რომ ყოფილიყო: "აღორძინდით", მაშინ ერთი შვილის ყოლაც საკმარისი იქნებოდა, მაქსიმუმ ორისა: ერთი ბიჭი ან ერთი გოგონა. მაგრამ აქ ნათქვამია: "განმრავლდით"! და კიდევ ემატება: "განავსეთ ქვეყანა" - ეს უკვე ორზე მეტია. მაშასადამე, შვილი იმდენი უნდა გვყავდეს, რამდენსაც ღმერთი მოგვცემს.

ამრიგად, ნოეს ოჯახი არარატის დაბლობზე დასახლდება. და ნათქვამია: "ეს სამნი იყვნენ ნოეს შვილები, მათგან მთელი დედამიწა იქნა დასახლებული" (დაბ. 9:19). ანუ, ჩვენ ყველანი მათი შთამომავლები ვართ, ხოლო სემი, ქამი და იაფეტი - კაცობრიობის რასების მამამთავრები არიან.

ამის შემდეგ წმიდა წერილში მოთხრობილია ნოეს ოჯახურ კრიზისზე, რომელმაც მძიმე შედეგები გამოიღო მისი წევრებისთვის, უფრო სწორედ ზოგიერთი მათგანისთვის.

"დაიწყო ნოემ მიწისმუშაკობა და გააშენა ვენახი. შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში" (დაბ. 9:20-21). ზოგიერთები ამბობენ, რომ რადგან აქ ღვინო პირველად არის ნახსენები, ნოემ ღვინოს თვისებები არ იცოდა. მან დარგო ვენახი, გამოწურა, ღვინიანი ქოთანი მზეზე დადო, რომელიც დადუღდა, და ღვინოც დაყენდა.

"შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში. დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას" (დაბ. 9:21-22).

რატომ იწოდება ქამი ქანაანის მამად? არსებობს ასეთი განმარტება: როდესაც ისინი კიდობანში იყვნენ და დიდი ხნის განმავლობაში ცურავდნენ, აღთქმა დადეს, რომ ამ ვითარებაში სექსუალურ კავშირში არ შევიდოდნენ საკუთარ ცოლებთან. მხოლოდ ქამმა დაარღვია ეს აღთქმა და ამის შედეგად ქანაანი დაიბადა. რადგან ნოეს შვილთა სხვა პირმშონი აქ ნახსენებნი არ არიან.

ფილმში "ნოე" ამ ცოდვას რატომღაც სჩადის სემი...

"დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას" (დაბ. 9:21-22). და აი, აქ იბადება კითხვა: როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს საკუთარ მშობელთან, როდესაც მას გაშიშვლებულს ვხედავთ? თუ მამის სიშიშვლეს ვხედავთ, ან დედის, ან ჩვენი სულიერი მამების, მოძღვრებისა და მღვდელმთავრების, როდესაც ვხედავთ (ან გვსმის), რომ ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ ამა და ამ პირმა მძიმედ შესცოდა?

ნოეს, უპირველეს ყოვლისა, ამ თემის რელიგიური ლიდერი გახლდათ. ის ნამდვილი პატრიარქი იყო თავისი ოჯახისა. მაგრამ მოქმედებს კი მადლი ეკლესიის უღირს მსახურთა მიერ? ეფრემ ასურელი წერს, რომ თუ მღვდლობის მიმღები უღირსიც რომ იყოს, ღმრთის მადლი მისი მეშვეობით მაინც მოქმედებს. და როდესაც ნოე უღირს მოქმედებაში შთავარდა, მის შვილებს ბუკვალურად თვალი უნდა დაეხუჭათ იმაზე, რაც მოხდა.

ქამის საქციელი - ანუ ის, რომ მან მამა განიკითხა, დასაბამი მისცა ამ დანაშაულს. ყოველი, ვინც პატივს არ მიაგებს უფროსებს, ქამად იწოდება. ის, რასაც აკეთებს ქამი ნამდვილად სისაძაგლე და "ქამობაა" ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით!

"დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას. აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე, უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ. გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოეპყრა მას უმცროსი ვაჟი" (დაბ. 9:22-24).

ამის შემდეგ კი ვკითხულობთ სიტყვებს, რომლებიც ოდნავ გაუგებარია: "თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!" (დაბ. 9:25). ნოე წყევლის არა ქამს, არამედ ქამის შვილს, თავის შვილიშვილ ქანაანს. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ისინი კიდობნიდან გამოვიდნენ, ღმრთმა ყველა აკურთხა! ხოლო, რაც ღმერთმა აკურთხა - არავინ უნდა დასწყევლოს.

ამრიგად, წყევლა აწვება არა ქამს, არამედ ქანაანს. "თქვა (ნოემ - რედ.): წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!" (დაბ. 9:25) და მართლაც, ძმანო და დანო: აფრიკა - ქამის მიწაა! თქვენ კი იცით, როგორც ცხოვრობენ ეს ხალხები - ისინი დღემდე იტანჯებიან ამ წყევლისგან, რომელიც ნეგროიდების მთელს რასას დააწვა.

შემდეგ ნათქვამია: "თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი!" (დაბ. 9:26). ის აკურთხებს სემს იმისთვის, რომ სწორად მოიქცა და არ სურდა საკუთარი მამის სიშიშვლე ეხილა.

შემდეგ ნათქვამია იაფეტზე, ჩვენს მამამთავარზე, რომლისგანაც წარმოვიშვით: "განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი!" (დაბ. 9:27). ამრიგად, სახელი იაფეტი - როგორც უკვე გამოვარკვიეთ - ნიშნავს "გავრცელებულს", "ლამაზს", მაგრამ რას ნიშნავს სიტყვები, რომ იაფეტი სემის კარვებში დაემკვიდრება? ამ სიტყვების მნიშვნელობას ბუკვალურად თუ გავიგებთ ის არა თუ შესახლდება სემის კარვებში, არამედ იბატონებს და გადასახლდება. რა არის "სემის კარავი"? ეს არის - წმიდა წერილი, რომელიც სემიტებმა, ებრაული ეროვნების ადამიანებმა დაწერეს. და იესუ ქრისტეში, იაფეტისგან წარმომდგარნა ხალხებმა, წმიდა წერილი მოიპოვეს, როგორც საკუთარი მემკვიდრეობა (ისაია 29:11-12; 2 პეტრე 2:10). ჩვენ - აბრაამის ახალი შვილები ვართ! ხოლო იუდეველებს "... დღემდე, მოსეს კითხვისას, იგივე რიდე უბურავთ გულს. მაგრამ როცა უფლის მიმართ მიიქცევიან, ჩამოეხსნებათ საბურველი" (2 კორ. 3:15-16). მათ ბოლომდე არ ესმით საღმრთო გამოცხადების აზრი. მხოლოდ ქრისტეანული ეკლესი იძლევა ღმრთის სიტყვის გამოცხადების შემეცნებას.

მაგრამ მთელი ძველი აღთქმა - ეს ძველაღთქმისეული ეკლესიის ისტორიაა! და 10-ე თავის, 21-ე მუხლში ნათქვამია: "და სემისსა იშუნეს მის-და-ცა მამისა ყოველთა ძეთა ებერისთასა, ძმისა იაფეთისა, ძმისა უხუცესისა" (ახ. ქართ.: "შეეძინა შვილები სემსაც, ყებერის ძეთა მამას, იაფეთის უფროს ძმას") (დაბ. 10:21). ანუ იაფეტი ჯერაც არ შესახლებულა სემის კარვებში - ჭეშმარიტი რელიგია დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ებრაელი ერის მონაპოვარი გახლდათ. მაგრამ სულთმოფენობის შემდეგ ამ სარწმუნოებას დედამიწის ყველა ხალხი ეზიარა (მათე 28:19).

ფილმის შესახებ მსჯელობას თუ დავუბრუნდებით, უეჭველად, ბიბლიური რეალობის დამახინჯების ყოველი მცდელობა, განსაკუთრებით კი წინასწარმეტყველთა ცხოვრებისა, ქამისეული ცოდვაა, ქამობაა.

პირდაპირ ვიტყვი, როდესაც ნეტარ ნოეს (ანუ მსახიობ რასელ კროუს) აჩვენებდნენ, ქამის ცოდვა გამახსენდა... ვინანე, რომ მოვედი ამ ფილმის საყურებლად...

ინტერნეტ წყაროების მიხედვით.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/_OSaJE2rqxU" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню