ხელოვნება - ეშმაკის ტრელი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

ეშმაკის ტრელი

კლასიკური მუსიკა

მოუსმინეთ ამ კლასიკურ ნაწარმოებს (იხ. ქვემოთ ვიდეო) რამდენად მელოდიურია იგი. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს მელოდია ეკუთვნის ეშმაკს და ის დაესიზმრა იტალიელ კომპიზიტორ ჯუზეპე ტარტინის... აი, როგორ ჰყვება ამ ამბავს თვით ნაწარმოების ავტორი ჯუზეპე ტარტინი (18 ს. დასაწყისი):

"ერთხელ, 1713 წელს, დამესიზმრა თითქოსდა ეშმაკს სული მივყიდე. ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც მე მსურდა - ჩემი ახალი მსახური ნებისმიერ თხოვნას მისრულებდა. ერთხელაც ვიოლინო მივაწოდე, რათა გამეგო შეეძლო თუ არა დაკვრა; და რაოდენ გაოგნებული დავრჩი, როდესაც უბრწყინვალესი და უმშვენიერესი სონატა მოვისმინე, თანაც უზადო შესრულებით. მონუსხულივით ვიდექი და ვუსმენდი ამ მშვენიერებას, სუნთქვა შემეკრა, ავღელდი ... მაგრამ ამ დროს გამეღვიძა. იმწამსვე ხელი დავავლე ვიოლინოს, რათა ნაწილობრივ მაინც აღმებეჭდა სიზმარში მოსმენილი. მაგრამ, ვაი რომ უდიდესია განსხვავება მოსმენილსა და ჩაწერილს შორის. მიუხედავად ამისა, ნაწარმოებს მაინც "ეშმაკის ტრელი" შევარქვი".

ასეთია ეს ნაწარმოები... ეშმაკის მიერ სიზმრისეულ ხილვაში შესრულებული...

ასე, რომ დაცემული ანგელოზები მარტო "მეტალისტებში" როდი ხარობენ... დემონი ყველას თავის საცთურს აძლევს, იმისდა მიხედვით ვინ რისკენ არის მიდრეკილი და ვის რა მოსწონს, როგორც ეს წმ. მაკარი დიდის ცხოვრებაშია აღწერილი.

ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კლასიკური მუსიკა სატანურია. არა, უბრალოდ, არც ყველაფერია სატანური, მაგრამ სატანას ხელი მიუწვდება ადამიანის მიწიერი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. მას ნიჭის უფრო მეტი დიაპაზონი აქვს, ვიდრე დაცემული ბუნების მქონე ადამიანს. აგრეთვე, მას გააჩნია გარდასახვის უდიდესი უნარი, რაც შეუძლებელია ადამიანისთვის. ამიტომაც გვაფრთხილებს მოციქული არ ვენდოთ ყოველგვარ სიზმრებსა და გამოცხადებებს, რადგან ეშმაკს "ნათლის ანგელოზის სახის მიღებაც" ძალუძს, რათა აცთუნოს მრავალნი. ასევე არ უნდა მივჰყვეთ იმგვარ ხელოვნებას, რომელიც ღმრთის დიდებისა და სულის სიმშვიდისკენ არ არის მოწოდებული და ოდენ ადამიანის ქვენა გრძნობების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად.

გვახსოვდეს ღმრთის გაფრთხილება, რომელიც მან მისცა წმ. იოანე ღვთისმეტყველს: "... ამას ამბობს, ვისაც აქვს შვიდი სული ღვთისა და შვიდი ვარსკვლავი: ვიცი შენი საქმენი: სახელი ისეთი გაქვს, თითქოს ცოცხალი იყო, და მკვდარი კი ხარ. იფხიზლე და განამტკიცე დანარჩენი, რაც უახლოვდება სიკვდილს, რადგანაც ვერ ვნახე, რომ შენი საქმენი გასრულებულიყვნენ ჩემი ღვთის წინაშე. გახსოვდეს, რაც მიგიღია და მოგსმენია, დაიცავი და მოინანიე; ხოლო თუ არ იფხიზლებ, მოვალ შენთან, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ. თუმცა გყავს სარდეში რამდენიმე კაცი, რომელთაც არ შეუბილწავთ თავიანთი სამოსი; და სისპეტაკით მოსილნი ივლიან ჩემთან, ვინაიდან ღირსნი არიან. მძლეველი ასე სისპეტაკით მოსილი ივლის, არ ამოვშლი მის სახელს სიცოცხლის წიგნიდან და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს" (გამოცხ. 3:1-6).


<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/3P1vUa6rBKc" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню