ხელოვნება - დიდი ბრიტანეთის X Factor-ი ილუმინატების კონტროლქვეშ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

დიდი ბრიტანეთის X Factor-ი ილუმინატების კონტროლქვეშ

დიდი ბრიტანეთის ახალი  x factori - ის პრომო წარმოადგენს  ყველაფერს ილუმინატების ცნობიერების კონტროლის შესახებ

X-Factor UK

დიდი ბრიტანეთის 2015 წლის X Factor გამოხატავს ჟიურის, როგორც მართვად რობოტებს, რომელსაც მიწისქვეშა ლაბორატორიაში აპროგრამებენ. ეს არის მუსიკალური ინდუსტრიის საკმაოდ ზუსტი აღწერა.

X Factor ერთ-ერთი მუსიკალური კონკურსია, რომელიც მუსიკალურმა ინდუსტრიამ დღეს მხატვრულ ფორმად აქცია, სადაც "გამარჯვებული" შესაძლებლობა აქვს გახდეს მუსიკალური ინდუსტრიის მონა. ეს შეჯიბრებები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება სხვადასხვა მუსიკალური ბაზრების მოსაპოვებლად, პოპ-ვარსკვლავების შექმნის ერთგვარ ფაბრიკას წამოადგენს და მარიონეტულ მომღერლებს ერთი მეორის მიყოლებით "ბეჭდავს", ჰკრავს მათ კონტრაქტებით და აიძულებს მიჰყვნენ ოკულტური ელიტის რეკომენდაციას.

ამ შოუს ჟიურის წევრები თვითონაც მარიონეტები არიან, რომლებიც ერთის მხრივ სხდებიან მუსიკალური სპექტაკლის განსასჯელად, მეორეც მხრივ კი აკრიტიკებენ მათ, ვინც "პოპ-მუსიკის" ამ კონკრეტულ შაბლონს არ შეესაბამება. ამიტომაც, როდესაც დიდი ბრიტანეთის 2015 წლის X Factor-ი ვიხილეთ, შევნიშნეთ, რომ მისი პრომო კონკურსის ჟიურის გამოხატავს, როგორც დაპროგრამებულ რობოტებს. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ აკონტროლებს მასებს ელიტა ისე, რომ მასებს ეს შეგნებულიც კი არა აქვთ.

აი პრომოც:

მზადება ტარდება "X Factor-ის საიდუმლო მიწისქვეშა ბაზაზე". საინტერესოა, ვოკალისტების კონკურსი რატომ უნდა საჭიროებდეს საიდუმლო მიწისქვეშა ბაზას?



"მეცნიერთა" ჯგუფი ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა პოპ-ვარსკვლავები მასას ჯეროვნად წარუდგინოს.




ნიკ გრიმშოუ (Nick Grimshaw) აღჭურვილია ჟიურის სპეციალური მიკროჩიპით.




შემდეგ ის რაღაცაზე უთითებს და ამბობს: "შენ პოპ-ვარსკვლავივით გამოიყურები, შენ უნდა იმღერო, როგორც პოპ-ვარსკვლავმა". რას უნდა ნიშნავდეს ამგვარი დადგმა? ალბათ იმას, რომ ნიკ გრიმშოუს არ შეუძლია საკუთარი გონების გამოყენება კონკურსანტთა გამოსვლების შესაფასებლად
(იგულისხმება, რომ ის მიჰყვება ელიტარული მარიონეტების მითითებებს და არა საკუთარ მუსიკალურ გემოვნებას - რედ.).



რიტა ორა (Rita Ora), პოპ-ინდუსტრიის ხსენებული შოუს მთავარი მარიონეტია. ის ატარებს ორმაგ უჯრედოვან სამოსს. როგორც ჩანს, ის მოხიბლულია იმით, რომ თვითონ განსჯის მომღერალს მის წინაშე.




შერილ ფერნანდეს-ვერსინი (Cheryl Fernandez-Versini) ეს არის რობოტი, რომელსაც უამრავი ასლი გააჩნია და მზად არის გამოსაყენებლად. რომელიღაც მომენტში, შერილ ფერნანდეს "რობოტს" ერთი თვალი აუთამაშდება (გამოანათებს), რაც ცნობიერების ილუმინატური კონტროლის აშკარა ნიშანია.




საიმონ კოუელი (Simon Cowell)  ზის სპეციალურ აპარატთან, რომელიც მის ტვინს ასკანირებს იმ დროს, როდესაც მეცნიერები რაღცას ინიშნავენ.

მოკლედ, რომ ვთქვათ, ეს "მხიარული" და "მახვილგონივრული" ვიდეო ასე იკითხება: პოპ-კულურის ინდუსტრიაში არავის გააჩნია საკუთარი გონება. ისინი მართვადნი არიან უმაღლესი ძალების მიერ, რომლებიც, მეცნიერული თვალსაზრისით, ზედმიწევნით ყალიბდებიან დარგის (პოპ-კულტურის - რედ.) პროდუქციის ფორმებად, რათა ზუსტად შეესაბამებოდნენ დღის წესრიგს და გარკვეული მიმართულებით ზეგავლენა მოახდინონ მასებზე.

წყარო: http://vigilantcitizen.com/latestnews/the-new-x-factor-uk-promo-is-all-about-illuminati-mind-control/#prettyPhoto

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню