ხელოვნება - დევიდ ბოუის შავი ვარსკვლავი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

ტელეჯადოქრობა - დევიდ ბოუის შავი ვარსკვლავი

შავი ვარსკვლავი
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/kszLwBaC4Sw" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

დევიდ ბოუის 25-ე ალბომი ამ მომღერლისა და მსახიობის უკანასკნელი, ერთგვარი მუსიკალური თვითეპიტაფიური ნაღვაწი აღმოჩნდა. მაგრამ ეს უბრალოდ გამომშვიდობება როდია, ეს დაშიფრული შეტყობინებაა. სიმღერების ტექსტებში, ალბომის გაფორმებასი და მუსიკალურ ვიდეოში - მოცემულია მთელი მასა მინიშნებებისა მსოფლიო კულტურისადმი, ისტორიისა და ეზოთერიკისადმი. ამ ნაშრომის გაშიფრვას ალბათ არა ერთი წელი მოუნდება. ჩვენ შევეცდებით ამ ამოცანას თავი გავართვათ ერთი მასალის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ეს არ არის კლიპ "Blackstar"-ის ("შავი ვარსკვლავი")  ამომწურავი ანალიზი, არამედ მხოლოდ ორიენტირები მომავალი ძიებებისთვის.




ალბომის გამოსვლის თარიღი

ალბომი Blackstar დღის სინათლეზე გამოვიდა 2016 წლის 8 იანვარს - დევიდ ბოუის დაბადების დღეს. სხვათა შორის, სიტყვამ მოიტანა და, ამავე დღეს, ოღონდ 1935 წელს დაიბადა როკ-ენ-როლის მეფე ელვის პრესლი. დაკვირვებულმა თაყვანისმცემლებმა კიდევ ერთი საინტერესო დამთხვევა აღმოაჩინეს. პრესლის კარიერაში, მისი ვრცელი მუსიკალური მასალის ჩათვლით, არის სიმღერა, რომელსაც "Black star" ("შავი ვარსკვლავი") ეწოდება. ტექსტების შედარება არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა, მაგრამ თემატური გადაკვეთების პოვნა - ეს არის ამოცანა უფრო დაინტერესებული მსმენელისთვის.


სიმღერის პრემიერა


სიმღერის პრემიერა შედგა იოჰან რენკის სერიალში (იგივე პიროვნება გახდა ამ ვიდეოკლიპის რეჟისორიც) "უკანასკნელი პანტერები". ავანტიურული სიუჯეტი ქურდების რეალურად არსებული ბანდის "ვარდისფერი პანტერების" შესახებ, საკმაოდ დაძაბულად და დამაინტერესებლად არის აგებული. დევიდ ბოუიმ თვითონაც შეუწყო ხელი ამ მრავალსერიანი ისტორიის შექმნას.




შავი მზე


საკუთრივ, "შავი ვარსკვლავი" - ეს არის მინიშნება "შავ მზეზე". ამ სიმბოლოს შესახებ წერდა ელენა ბლავატსკაია, და მას სამყაროს ცენტრს უწოდებდა. მისი თეორიით, სამყაროს არსებობის ათვლის ეს წერტილი, ჩვენი რეალობის პირველსაწყისია. საფუძვლად აღებულ იქნა არიელ ხალხთა თქმულებები. არაფერია საკვირველი იმაში, რომ ამ თეორიით შეიარაღდნენ გერმანელი ოკულტისტებიც.



ელენა ბლავატსკაია

ბლავატსკაია სწავლობდა შავი მზის მითოლოგიას

მაგრამ ალბომის გაფორმებას მივყავართ სივრცულ-დროებითი კონტინუუმის თანამედროვე სამეცნიერო თეორიამდე, რომელიც სქემატურად გამოხატავს "შავ ხვრელს".



Cover-art

კოსმიური ოდისეა


კოსმოსი შესამჩნევად გამსჭვალავს დევიდ ბოუის შემოქმედებას. ასტრონავტი, რომელსაც კლიპში ვხედავთ - ეს არის მინიშნება სტენლი კუბრიკის ფილმის "2001: კოსმიური ოდისეა" ფინალზე. ლაპარაკია არა იკონოგრაფიულ, არამედ აზრობრივ მსგავსებაზე.



ფრაგმენტი ფილმიდან "2001 წელი: კოსმიური ოდისეა"


ასტრონავტის პიროვნებასთან დაკავშირებით გამოთქმული ვარაუდებიდან არის მეტად საინტერესო ვერსიებიც. ვიღაც მიიჩნევს, რომ ეს არის დაცემული ანგელოზი, ვიღაცამ კი  მასში დაინახა მაიორი ტომი. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ჩვენს წინაშეა - მკვლევარი და მოგზაური, ახალი სამყაროების აღმომჩენი.



თავის ქალა


სკაფანდრში - ადამიანის გახრწნილი გვამია. მისი თავის ქალა მორთულია ძვირფასეულობით. რელიგიური რიტუალების ისტორიაში არის ასეთი ტრადიციაც. ასე, მაგალითად, ხელოვნებათმცოდნე პოლ კუდუნარისი, რომელსაც კიდევ ინდიანა ბოუნსს (ინგლ. სიტყვიდან bone - ძვალი) ეძახიან, იკვლევს ძველი ევროპული ეკლესიების კატაკომბებს, რომლებშიც პირველი ქრისტიანების ძვლები ინახება. მას არაერთხელ უნახავს მსგავსი სახეები, რომლებიც ცნობისმოყვარეთაგან დაფარულია.



წმინდა ბენედიქტე მიუნხენის მიქაელის ეკლესიაში


თანამედროვე ხელოვნებაში არსებობს დემიენს ხერსტის ცნობილი ნიმუში. თავის ქალა, მორთული ბრილიანტებით, რომელიც არტ-სცენის ლეგენდა გახდა. მხატვარი მუშაობს სიკვდილის და მისი თანამედროვე მნიშვნელობის თემაზე.



დემიენ ხერსტი და მისი ნამუშევარი



კუდიანი დედაკაცი




კლიპის ფრაგმენტი


ბოუის აზრით, ამ პერსონაჟის კუდი სექსუალურობის სიმბოლოა. კლიპის კონტექსტში მისი გამოჩენა ფარავს მოქმედების ადგილს - ჩვენ დედამიწაზე არ ვართ.

საკუთრივ, ანალოგიური პერსონაჟი ჩნდება ფილმში "ქიმერა", რომელიც მსოფლიო ეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა. ამ სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის რეჟისორი ვინჩენცო ნატალი გახლავთ.



ფრაგმენტი ფილმიდან "ქიმერა"



ბოუის სახეები


დევიდ ბოუი მუსიკალურ სახეებში სამი იპოსტასით წარსდგება. პირველი, ეს არის ფრუსტრირებული ბრმა ადამიანი, შებინტული თავით. ალბათ, მხედველობის არქონა შეცვლილია "შინაგანი" ხედვით, შესაძლოა, ექსტრასენსორული უნარებით.








კლიპის ფრაგმენტებ


მეორეც, ეს არის ტრიკსტერის, თითქმის მასხარას სახე. ეს მსახიობის სახისადმი ირონიული დამოკიდებულებაც გახლავთ, რაც შესაძლებელს ხდის მეორე სახეზე მსუბუქ გადასვლას.
მესამე სახე - ეს არის გურუ, საკულტო პერსონაჟ, სულიერი მოძღვარი. თავისი ჟესტით ის გვიჩვენებს წიგნს, რომელზეც გამოსახულია შავი ვარსკვლავი, რითაც მაოს დროინდელ პოლიტიკურ პლაკატებზე მიანიშნებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წიგნში მოცემული იდეები, ადამიანზე უფრო მნიშვნელოვანია.





მაოს დროინდელი პლაკატი



ქალაქი


ქალაქის მოყვანილობა და მისი ფერადი გამა მუსიკალური ვიდეოდან მოგვაგონებს ჯიმ ხენსონის ფილმს "ლაბირინთი", სადაც დევიდ ბოუიმ გობლინთა მეფის როლი ითამაშა. მუსიკოსის წარსული შემოქმედებისკენ მიხედვა - კლიპში ვიზუალური თხრობის ორგანიზების ერთ-ერთი წამყვანი ხერხია.




ფრაგმენტი ფილმიდან "ლაბირინთი"



საფრთობელა და Co.



ტიპიური ამერიკული კადრი - სამი საფრთხობელა ველს იცავს, - კლიპის კონტექსტში ეს სცენა სიმბოლურ ქრისტეანულ მნიშვნელობას იძენს. როგორც ცნობილია, იესუ ქრისტე ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთა შორის. ავაზაკთაგან ერთს ერქვა დისმასი, მეორეს კი გესტასი. პირველმა კეთილგონიერი ავაზაკის სახელი მიიღო, მეორემ კი უგუნურისა.
მაგრამ ალისტერ კროულის იდეების მიმდევრები თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევენ ამ ჯვარცმას. სრულიად შესაძლებელია დევიდ ბოუის ვიდეო გულისხმობდეს სწორედ ამ ინტერპრეტაციას.




კტულხუ


საკუთრივ ველებს იცავენ ურჩხულისგან, რომლებიც ჰაერიდან როდი ჩნდებიან. მონსტრი წააგავს ღვთაებას, რომელიც ჰოვარდ ლავკრაფტმა აღწერა. კტულხუ ოკეანის სიღრმეში ბინადრობს და ადამიანთა აზრების მართვის უნარი გააჩნია. ოკეანის ნაცვლად კადრში მცენარეებია, მაგრამ ამით საკითხის არსი არ იცვლება.




კტულხუ



ქორეოგრაფია


კლიპში ყურადღებას იპყრობს ქორეოგრაფია, რაც თვით დევიდ ბოუის იდეაა. ვიდეოზე მუშაობის დროს მან კოლეგებს მეზღვაურ პოპაიას შესახებ შექმნილი კლასიკური მულტფილმი გამოუგზავნა. სტატიკური მიზანსცენების მიუხედავად, მასში არც ერთი პერსონაჟი უძრავად არ რცება. სპეციფიკური მოძრაობა გადატანილ იქნა მუსიკალურ ვიდეოში.

ქორეოგრაფიისა და თანამედროვე ცეკვების მცოდნეებმა მოცეკვავეთა მოძრაობებში ნახეს მინიშნება პინ ბაუშის ნამუშევარზე სახელწოდებით "მიულერის კაფე". არ არსებობს არანაირი დამადასტურებელი მოწმობა იმისა, რომ ბოუი და მისი კოლეგები შთაგონებულნი იყვნენ სწორედ ამ ნამუშევრით, მაგრამ თვით ასოციაციური რიგი ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.

მოცეკვავეთა მოძრაობები ასევე იმეორებენ დევიდ ბოუის მუსიკალური ვიდეოს "Fashion"-ის პლასტიკურ მიგნებებს.




სიმღერა Blackstar-ის კლიპი - ეს არის ოკულტური, კულტუროლოგიური, სამეცნიერო და ისტორიული ციტატების პალიმფსესტი. ნამუშევარში განსაკუთრებული ადგილი თვით დევიდ ბოუის უკავია. ვიდეოს შექმნის დროს "შეჯამების" იდეა თვით ავტორმა ჩადო. ოღონდ ეს არის არა წარსული წლების ანგარიში, ან კოლაჟჯი, არამედ შეგნებულად გართულებული მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლიკა. ეს არის მომავლის დევიდ ბოუისეული პროექცია. პოეტი ველიმირ ხლებნიკოვი ოცნებობდა ისეთ დროზე, როდესაც ღრუბლებს გამოიყენებდნენ ეკრანად. დევიდ ბოუისთვის ეკრანი - უსასრულო კოსმიური სივრცეა, მისი სხივის პროექციაში მოქცეულ მაყურებელს შესაძლებლობა აქვს შეეხოს მუსიკოსის იდეებს, მაგრამ მათი წაკითხვის არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია. გაფართოვებად კოსმოსს ბოლო წერტილი არ გააჩნია.




წყარო: http://diletant.media/televedenie/32237563/


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню