ხელოვნება - ჩვენ მხოლოდ თქვენი სული გვჭირდება 5 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

უ. ბოიმერი

"ჩვენ მხოლოდ თქვენი სული გვჭირდება"

როკ-სცენა და ოკულტიზმი: თარიღები, ფაქტები, კომენტარები

თავი 1; თავი 2; თავი 3; თავი 4;
თავი 5; თავი 6; თავი 7; თავი 8; თავი 9

თავი მეხუთე

ჰევი მეტალი

"სასტუმრო კალიფორნია"

"Eagles"


სამხრეთ-კალიფორნიული ჯგუფი "იგლს" ("Eagles" - "არწივები") ჩამოყალიბდა ოკულტისტი მწერლის, კარლოს კასტანედას ზეგავლენით. 1972 წლიდან "იგლსი", აშშ-ს დასავლეთ-სანაპიროსთვის დამახასიათებელი გაწონასწორებული როკით, ყველაზე ცნობილ ამერიკულ ჯგუფად ითვლებოდა. უბრალო ტექსტები, შთამბეჭდავი მისამღერები და გულმხურვალე შესრულება მათ სიმღერებს ადვილად დასამახსოვრებელსა და სასიამოვნოდ მოსასმენს ხდიდა. მსმენელი არც კი ხვდებოდა მათი ზოგიერთი სიმღერის ოკულტურ მიმართულებას, იმდენად "ბარხატივით რბილი" და სასიამოვნო იყო მათი შესრულება.

მაგრამ, მათი ორივე სუპერჰიტი - "ერთ ერთი ამ ღამეთაგან" ("One of these Nights" 1975) და "სასტუმრო კალიფორნია" ("Hotel California" 1976) ნათლად აჩვენებს, რომ "იგლსი" არცთუ ისეთი უწყინარი ჯგუფია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

სიმღერაში "ერთ ერთი ამ ღამეთაგან" არის ასეთი სიტყვები:

"ერთხელ ამ ღამეთაგან... მე შევხვდი სატანის ქალიშვილს. მე ვეძებ ქალს, რომელსაც ცოტა აქეთურიც აქვს და ცოტა იქეთურიც. ვგრძნობ მის სიახლოვეს, მაგრამ ვერსად ვპოულობ... შენ საკუთარი დემონები გყავს, გაქვს შენი სურვილები, მე კი ცოტათი ჩემგანაც მაქვს..."

"სასტუმრო კალიფორნია" გადმოსცემს იმ ადამიანის მოგონებას, რომელსაც გააჩნდა საშინელი ოკულტური გამოცდილება. სიმღერაში "ბნელი" მხარე სტროფებს შორისაა ჩასმული ასე, რომ თავმპატიჟ მისამღერს "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმრო კალიფორნიაში", მაცდურად გაჰყავს მსმენელი განზე ჭეშმარიტი შინაარსისგან.

სიმღერაში ერთი კაცი ჰყვება, როგორ მიემგზავრებოდა ერთხელ, გვიან საღამოს, ავტომობილით, ცარიელ ავტოსტრადაზე. უეცრად, შორს მოციმციმე შუქი დაინახა. მიუახლოვდა, ავტომობილი გააჩერა და მგზავრობით დაღლილმა დასვენება გადაწყვიტა. შევიდა "სასტუმრო კალიფორნიაში" მაგრამ ვერ გაიგო სად იმყოფება - ცაში თუ ჯოჯოხეთში. ღამით რაღაც ხმები ესმის, უკვეთავს ღვინოს და აუწყებენ, რომ ეს სული აქ 1969 წლიდან არ ყოფილა. ღამის სტუმარი სატანური რიტუალის მოწმე ხდება:

"ჭერზე მიმაგრებული სარკე, ვარდისფერი შამპანიური ყინულით და ქალის ხმა: "ჩვენ ხომ საკუთარი სურვილებით ვართ დატყვევებულნი". ოსტატის ოთახში სადღესასწაულო წვეულება გაუმართავთ. სტუმართაგან ერთნი დანარჩენებს დანებით ჩხვლეტენ, თუმცა ვერ კლავენ" ... შიშით დაზაფრული სტუმარი გარეთ გამოვარდება სასტუმრო "კალიფორნიიდან". კუნაპეტ ღამეში უეცრად ის ხვდება საშინელ რეალობას, რომ მიუხედავად იმისა, შეუძლია ნებისმიერ დროს დატოვოს სასტუმროს ტერიტორია, ვეღარასოდეს გათავისუფლდება მისგან.

"მოეშვი, ნუ იძაბები, - ისმის ხმა სიბნელეში, - ჩვენ დაპროგრამებულები ვართ, რათა მივიღოთ განკარგულება. შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია გამოსვლა, მაგრამ გათავისუფლება ვერასოდეს".



"სასტუმრო კალიფორნიის" ტექსტი ალბათ სან-ფრანცისკოს სატანურ ეკლესიაზე მიანიშნებს. ამ ქალაქში ის მდებარეობს... "კალიფორნიის" ქუჩაზე. თანხვედრაა? ფირფიტის მარცხენა მხარეს გამოსახულია "სასტუმრო კალიფორნია" სამი ფანჯრით. შუა ფანჯარაში მოსჩანს სახე (იხ. ზემოთ. სურათზე), რომელშიც შესაძლოა სატანური ეკლესიის მეთაურის, ანტონ ლავეის ამოცნობა. "იგლსის" მენეჯერმა ლარი სიეტლემ აღიარა, რომ ჯგუფის ზოგიერთ წევრს კავშირი აქვს სატანის ეკლესიის წევრებთან.

შეიძლება დავეთანხმოთ წიგნის "მოგუგუნე ცეცხლი" ავტორს, ჯონ როკველს, რომელიც წერს:

"ჩვენ გვახასიათებს თავის მართლება, როდესაც ვისმენთ ისეთ მუსიკას, როგორიცაა "სასტუმრო კალიფორნია". ზომიერი, მაგრამ შემპყრობი რიტმი, მომღერალთა ხმა და გიტარა ისე გატყვევებს, რომ უკვე ვცდილობთ ყურადღება არ მივაქციოთ სიმღერის ტექსტს".

"იგლსის" ცხოვრებისეული პოზიციას ყველაზე უკეთ გადმოსცემს სიმღერა "კარგი დღე ჯოჯოხეთში" ("Good Day in Hell"):

"ვისურვებდი მენახა საკუთარი სიკვდილი სახელებით აღსავსე ცეცხლოვანი წიგნის ალში. ო დიახ, ეს იქნება კარგი დღე ჯოჯოხეთში, და მე ხვალვე შევალ ჩემთვის განკუთვნილ პატივში".




რიჩი ბლექმორი


ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ოკულტისტად ითვლება ჯგუფ "დიპ ფარფლის" ("Deep Purple") გიტარისტი რიჩი ბლექმორი, რომელმაც 1975 წელს დააფუძნა საკუთარი ჯგუფი "ცისარტყელა" ("Rainbow"). მან აღიარა, რომ "დიპ ფარფლის" დაფუძნების შემდეგ, ჯგუფის ბასისტმა ნიკ სიმპერმა ის ოკულტიზმს აზიარა. ბლექმორი თავის ჩანაწერებს აკეთებდა ციხე-სიმაგრში, სადაც მას უნდა გამოცხადებოდა დემონი, რომელიც საკუთარ თავს ბაბილონის ღმერთის, ბაალის, ოთხათასწლოვან მონას უწოდებდა. "მე დაინტერესებული ვარ მრავალი უცნაური მოვლენით, განსაკუთრებით კი სულებით", - ამბობდა ბლექმორი.

ბლექმორის დაინტერესება შავი მაგიით, როგორც ჩანს, ინსპირირებული იყო სიმღერებით "სტარგეიზერ" (სიმღერა ეგვიპტელ ჯადოქარზე), "ტაროტ ვუმენ" (სიმღერა მკითხაობაზე ოკულტური ბანქოთი (კარტით)) და "გეიტს ოფ ბებილონ" (სიმღერა ბაბილონის კარიბჭეზე). ბლექმორი, რომელიც ცნობილია თავისი ტემპერამენტით, უხეშობით და ცუდი ხასიათით, გამუდმებით შავებშია ჩაცმული.



ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ოკულტისტად ითვლება ჯგუფ "დიპ ფარფლის" ("Deep Purple") გიტარისტი რიჩი ბლექმორი, რომელმაც 1975 წელს დააფუძნა საკუთარი ჯგუფი "ცისარტყელა" ("Rainbow"). მან აღიარა, რომ "დიპ ფარფლის" დაფუძნების შემდეგ, ჯგუფის ბასისტმა ნიკ სიმპერმა ის ოკულტიზმს აზიარა. ბლექმორი თავის ჩანაწერებს აკეთებდა ციხე-სიმაგრში, სადაც მას უნდა გამოცხადებოდა დემონი, რომელიც საკუთარ თავს ბაბილონის ღმერთის, ბაალის, ოთხათასწლოვან მონას უწოდებდა. "მე დაინტერესებული ვარ მრავალი უცნაური მოვლენით, განსაკუთრებით კი სულებით", - ამბობდა ბლექმორი.

ბლექმორის დაინტერესება შავი მაგიით, როგორც ჩანს, ინსპირირებული იყო სიმღერებით "სტარგეიზერ" (სიმღერა ეგვიპტელ ჯადოქარზე), "ტაროტ ვუმენ" (სიმღერა მკითხაობაზე ოკულტური ბანქოთი (კარტით)) და "გეიტს ოფ ბებილონ" (სიმღერა ბაბილონის კარიბჭეზე). ბლექმორი, რომელიც ცნობილია თავისი ტემპერამენტით, უხეშობით და ცუდი ხასიათით, გამუდმებით შავებშია ჩაცმული.




Deep Purple-ს ერთ ერთი კონცერტი, რომელსაც დაესწრო 200 000 ათასი ადამიანი



"KISS"


"ჯოჯოხეთური როკ-ენ-როლის მფრქვეველი დემონები", - ასე უწოდა ერთ ერთმა ამერიკულმა ჟურნალმა ჯგუფ "ქისს". თვით ჯგუფის პროდიუსერმა ბობ ეზრინსაც კი ჯგუფი "დაუცხრომელი ვნებისა და აღვირახსნილი ბოროტების სიმბოლოდ" მიაჩნია. ექს-დრამერი (მედოლე) პიტერ კრისი ამაყად აცხადებდა: "მე ვარ ბოროტი. მე ერთნაირად მწამს სატანის და ღმერთის. საქმე რომ გააკეთო, ორივე უნდა გამოიყენო". ჯინ სიმონსს, ჯგუფის ერთ ერთ წევრს, რომელიც დაინტერესებულია კანიბალიზმით, კიდევ ძალიან უყვარს ენის გამოყოფა - დემონების თაყვანისცემის ძველთაძველი, წარმართული სიმბოლო!

საგულისხმოა, რომ ერთმა ახალგაზრდა ფანმა მოჰკლა თავისი თანაკლასელი მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ მოსწონდა ჯგუფი "ქის".

ამ ჯგუფის სახელწოდების აბრევიატურა "KISS", ასე იშიფრება "Kings In Satanic Service" ("მეფენი სატანის სამსახურში")...

ჯოჯოხეთური სიმღერა "ქუხილის ღმერთი" ("God Of Thunder") შეიცავს ასეთ განკარგულებას: "ჩემს ირგვლივ შემოვიკრებ სიბნელეს, რათა აღმავსოს და გიბრძანებ მოიყარო მუხლი ქუხილის ღმერთის წინაშე, რადგან ის არის როკ-ენ-როლის ღმერთი".

"ქისის" ერთ-ერთ ფანზე მითხრეს, რომ თურმე ეს განკარგულება შეუსრულებია. ამ მოზარდს თავისი მეგობრის რჩევით, შუაღამე, კედელზე ჩამოკიდებული ჯგუფ "ქისის" პორტრეტის მიმართ ულოცნია, უეცრად პორტრეტი ნათელს მოუცავს, ჯეინ სიმონეს თავისი ენა გადმოუგდია და აუმოძრავებია. ბიჭი იმდენად შეძრწუნებულა ამ საშინელი მოვლენით, რომ "ქის"-ის მოსმენისთვის თავი დაუნებებია.




Iron Maiden


ბრიტანულმა ჰევი-მეტალ ბენდმა "აირონ მეიდენმა" ("რკინის ქალწული" - გადატანით მნიშვნელობით ნიშნავს რკინის სახრჩობელას - ადმ.) 1982 წლის ალბომით, "მხეცის რიცხვი" ("Tne number of the beast") საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. ამ ფირფიტის სატიტულო სიმღერა ამავე დროს წარმოადგენს მათი კონცერტის კულმინაციას. ჯგუფის ერთ ერთმა წევრმა ინტერვიუში განაცხადა, რომ "აირონ მეიდენი" არ თვლის საკუთარ თავს სატანის თაყვანისმცემლად, თუმცა ალბომ "მხეცის რიცხვის" ჩაწერის დროს მიღებულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ანგარიში უნდა გავუწიოთ ოკულტურ ძალებს. ამ ფირფიტის ჩაწერის დროს მრავალი უცნაური რამ ხდებოდა".



სურათზე (მარცხნივ) გამოსახულია სიტყვები აპოკალიფსისიდან: "ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი" (გამოცხ. 13:18)

ქრისტეანებმა რომ ნახონ, როგორ მოაქვთ სახლში მათ შვილებს სატანური ბიბლია ან სხვა მსგავსი ლიტერატურა, მყის სანაგვეში გადაუძახებდნენ ამ წიგნებს. თუმცა სატანურ ბიბლიასა და ოკულტურ ლიტერატურას დღეს გრამფირფიტები ცვლიან. მიუხედავად იმისა, რომ როკ-ფირფიტების გამომცემლები და მათი ინტერპრეტატოები ღიად ლაპარაკობენ ბოროტ ძალთა არსებობასა და ზეგავლენაზე, როგორც ჩანს, ეს მაინცა და მაინც, ბევრს არ აღელვებს!...

მრავალი ჯგუფის გრამფირფიტის გარეკანზე შეიძლება ვპოვოთ დემონურ არსებათა გამოსახულებანი და სიმბოლონი. ძალზედ ხშირად გამოისახება პენტაგრამა (მაგების ვარსკვლავი) - საიდუმლო ორგანიზაციების ნიშანი. თავდაყირა გამოსახული პენტაგრამა არის სატანიზმის სიმბოლო, თანაც ორივე ზედა წვერი, ამ შემთხვევაში, წარმოადგენს თხის, ანუ სატანის რქების სიმბოლოს. ამ, ე. წ. "პენტაგრამული რიტუალის" მეშვეობით მაგიური, შავი მესა აღესრულება.

სავარაუდოდ, მრავალი ფირფიტის გარეკანი გაფორმებულია ნარკოტიკული და დემონური შთაგონების ქვეშ მყოფი ადამიანების მიერ. ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა ინგლისის ფერმწერთა აზრი, რომ ის ორმოცდაჩვიდმეტი მხატვარი, რომლებიც სულთა და მოჩვენებათა დასახატად სპეციალიზაციას ინგლისის ციხე-სიმაგრეებშიგადიან, სპირიტისტები არიან.



2009 წელს ჯგუფმა Iron Maiden, გამართა მსოფლიო ტურნე, რომლის დროსაც (მარტო პირველი ტურის 45 დღის განმავლობაში) კონცერტები ჩაატარა 13 ქვეყანაში და რომელსაც, საერთო ჯამში, ნახევარ მილიონამდე ადამიანი დაესწრო. Iron Maiden-ს თან ახლდა გადამღები ჯგუფი სტუდიიდან Banger Productions (ტორონტო, კანადა), რომელმაც ჯგუფის მსოფლიო მოგზაურობა ბოინგის თვითმფრინავით, დოკუმენტურ ფილმად გადაიღო. ყველაზე საგულისხმო აქ ის არის, რომ ამ რეისს ჯგუფმა დაარქვა 666. ფილმსაც ასე ეწოდება: "რეისი 666".


როდესაც სიბნელე ესწრაფვის გონების დაბრმავებას


ალბათ, მრავალ ქრისტეან მკითხველს დაეუფლა ის გრძნობა, რაც მე მქონდა მაშინ, როდესაც ინფორმაციას ვაგროვებდი ამ წიგნისთვის. მეტად დამამძიმა მრავალმა ფაქტმა და მათმა ურთიერთკავშირმა. ამ თემატიკამ ნერვები დამაწყვიტა, ლამის შევწყვიტე კიდეც, რადგან ვგრძნობდი დემონურ ძალთა მძლავრ შემოტევაა.

ერთხელ საღამოს 45-ე ფსალმუნი წავიკითხე, რომელშიც ნათქვამია: "ღმერთი ჩუენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად. ამისთჳს არა მეშინოდის ჩუენ ძრვასა ქუეყანისასა და ცვალებასა მათთასა, გულთა ზღუათასა" (ფსალმ. 45:1-3).

შევხედოთ ჯგუფ "ემერსონ, ლეიკ და პალმერის" ფირფიტის "ტვინის ოპერაცია" ("Brain Salad Surgery" 1973) გარეკანს. ეს ნამუშევარი შთაგონებულია მხატვარ-სურეალისტ ჰ. რ. გიგერის დემონის მიერ. გიგერმა სახელი გაითქვა ნაშრომით "Н. R. Giger's Necronomicon", საიდუმლო, მაგიური წიგნით, რომელშიც გამოსახულია მრავალი შემაძრწუნებელი არსება, რომელიც მიწისა და ზღვის სიღრმეებში მიმალულან, რათა თავის დროზე ამოვიდნენ იქიდან და საბოლოოდ გაანადგურონ კაცობრიობა, რათა მთელს მსოფლიოზე იბატონონ (ბოლო დროს მეცნიერები სულ უფრო და უფრო ჰპოულობენ ისეთ უცნაურ არსებებს, რომლებსაც მუმიფიკაციის წყალობით შენარჩუნებული აქვთ თავიანთი გარეგნობა. დღემდე უცნობია ამ არსებათა ვინაობა, ვინ არიან ისინი, მითოლოგიური არსებები თუ მუტანტები. ცნობების დამაჯერებლობაზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ ვფიქრობთ, დედამიწისა და ოკეანის სიღრმეები ბევრ საიდუმლოს მალავს. იხ ფოტოგალერეა - ადმ.). ღმერთი სატანაზე უფრო ძლიერია. მაგრამ, სამწუხაროდ, ადვილად ვცდებით, როდესაც უფლებას ვაძლევთ ბნელ ძალებს დაეუფლონ ჩვენს გონებას იმდენად, რომ ჩვენს ირგვლივ მხოლოდ სიბნელესღა ვამჩნევთ, სიხარული კი თითქოსდა შორს მიდის ჩვენგან. სწორედ ეს წარმოადგენს ეშმაკის გეგმას, რომელიც იყენებს გველის ტაქტიკას, რომელიც თავისი მზერით ნუსხავს და აჰიპნოზებს თავის მსხვერპლს, შემდეგ კი ყლაპავს. რა უნდა მოვიმოქმედოთ, სატანის ამ მოჩვენებითი ძალის დემონსტრაციამ რომ არ მოგვნუსხოს და არ შეგვპყრას?

ამის პასუხს ვპოულობთ პავლე მოციქულის ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ: "ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი. თვალი მივაპყროთ იესუს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ" (ებრ. 12:1-2).

ბერძნული სიტყვა "aphhorontes" თარგმანში გაიგება, როგორც "განვაშოროთ მზერა ყველაფერს იესუს გარდა". სატანის ძალებთან შეტაკებისას ნუ შეხედავ მათ, რათა მათი ზეგავლენის ქვეშ არ მოექცე, არამედ შენი მზერა მიაპყარ იესუს. აუცილებელია ვიცოდეთ ეს და ვასწავლოთ სხვებსაც. დაუშვებელია იესუსგან ჩვენი მზერის მოცილება, რადგან ეშმაკი იმწამსვე დააბრმავებს ჩვენს გონებას თავისი ხრიკებით.

იესუ ქრისტეშია "დაფარული სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე" (კოლას. 2:3)... "მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება" (კოლას. 2:9). ეს საგანძური განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მიჰყვეს ქრისტეს და მხოლოდ მას ემსახუროს. "და თქვენც სავსენი ხართ მასში, ვინც არის თავი ყოველი მთავრობისა და ხელმწიფებისა" (კოლას 2:10). არ გსურთ განა გქონდეთ სიცოცხლის სისავსე იესუ ქრისტეში?

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню