ხელოვნება - ჩვენ მხოლოდ თქვენი სული გვჭირდება 4 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

უ. ბოიმერი

"ჩვენ მხოლოდ თქვენი სული გვჭირდება"

როკ-სცენა და ოკულტიზმი: თარიღები, ფაქტები, კომენტარები

თავი 1; თავი 2; თავი 3;
თავი 4; თავი 5; თავი 6; თავი 7; თავი 8; თავი 9

თავი მეოთხე

ჰევი მეტალი

დემონური ზეგავლენა

"ზოგჯერ შიში გიპყრობს"


AC/DC ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, ჯგუფის გიტარისტს, ანგუს იანგს, რომელიც სცენაზე თავს იგიჟებს, ჰკითხეს:

- საიდან ღებულობ ენერგიას?

- იქიდან, ზემოდან (ზემოთ უთითებს).

- საიდან?... ზემოდან?...

- ან ზემოდან, ან ქვემოდან. უფრო, იქიდან, ქვემოდან, იქ, ზემოთ ხომ როკ'ენ'როლი არ არის.

ჟურნალისტი მშრალად შენიშნავს: "ალბათ სანუგეშოა, რომ უკვე ვიცით, ფირფიტისთვის "გზატკეცილი ჯოჯოხეთისკენ" ("Highway to Hell"), AC/DC-მ შთაგონება საიდან მიიღო".

კლიფ უილიამსი, იანგის კოლეგა და ჯგუფის წევრი, ჰყვება: "როდესაც ანგუსი თავს იგიჟიანებს სცენაზე, ტრანსში იმყოფება. შემდეგ მას არაფერი ახსოვს".

ინდუიზმში გადასული გიტარისტი ჯონ მაკლაფლინი აცხადებს, რომ გამოსვლის დროს მისი ჯგუფის, "მაჰავიშნუ ორკესტრას" უკან, მუსიკის სული დგას. მაკლაფლინმა ერთხელ თქვა: "როდესაც ერთ საღამოს ვუკრავდით, უეცრად ჩემში სული შემოვიდა. მე ვაგრძელებდი დაკვრას, თუმცა ეს უკვე აღარ იყო ჩემი მუსიკა და ჩემი დაკვრა!"

სხვა, საყოველთაოდ ცნობილი გიტარისტი ასევე მოწმობს: "როდესაც სცენაზე ვდგევარ, ზოგჯერ ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ ვუკრავ არა მე, არამედ ის კაცი, რომელიც მე მგავს და ჩემსავით უკრავს, მაგრამ ეს მე არ ვარ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოსდა გვერდიდან შევცქერი საკუთარ თავს, თითქოსდა გიტარაზე დამკვრელი პიროვნების გვერდით ვდგევარ და მაკვირვებს ის მელოდიები და იმპროვიცაზიები, რომელსაც ის ასრულებს".

იგივეს აცხადებს დრამერი ჯინჯერ ბეიკერი: "ძალზედ ხშირად გეუფლება ისეთი გრძნობა, თითქოსდა მე კი არა, ჩემს ინსტრუმენტზე ვიღაც სხვა უკრავს, და ეს ვიღაც ჩვენი ჯგუფის სხვა ინსტრუმენტებზეც უკრავს. სწორედ ესა მაქვს მხედველობაში, როცა ვამბობ, რომ ზოგჯერ შიში მიპყრობს".

ნებისმიერი ადამიანი, ვისთვისაც ცნობილია ოკულტური მოვლენები, პირველივე შეხედვიდან უცთომელად დაინახავს აქ დემონური კონტროლის ნიშნებს.

უცნაური, საკვირველი გარეგნული ცვლილება, კიდურების კრუნჩხვითი, მექანიკური მოძრაობები - ამგვარ მოვლენებს ხშირად ვხედავთ როკ მუსიკოსთა "ცხელი" გამოსვლების დროს, რაც ხშირად განიმარტება, როგორც შოუს ნაწილი ან მუსიკოსთა გრძნობების გამოხატულება.

ასეთი მოვლენები დამახასიათებელია სპირიტიზმისთვისაც, როდესაც მედიუმი მაკონტროლებელი სულის ზეგავლენის ქვეშ ექცევა და პრაქტიკულად დემონის მიერ შეპყრობილი ხდება. ამიტომაც აუცილებლად მიმაჩნია მივუთითო იმაზე, რომ მსგავსი მოვლენებს საფუძვლად უდევს მხოლოდ დემონური ზეგავლენა. ასეთი განმარტება უფრო ახლოა სინამდვილესთან, როდესაც თვით მუსიკოსიც აღიარებს, რომ "მას ვიღაცა ეუფლება".

ასე, მაგალითად, ჰარდ-როკ ჯგუფის, "მიტ ლოუფის" ("ხორცის ნაჭერი") ვოკალისტმა აღიარა: "როდესაც სცენაზე გამოვდივარ, შეპყრობილი ვხდები". 1982 წლის იანვრის გამოსვლის დროს, აშკარად შეიმჩნეოდა ასეთი შეპყრობილობა. როდესაც კონცერტის ბოლო სიმღერა დაასრულა, უეცრად თავს დაეცა კონტროლს დაუქვემდებარებელი შეტოკება, მომღერალს ისეთი ძლიერი კრუნჩხვები დაეწყო, რომელიც მას ადრე არასოდეს განეცადა.

ჯიმ სტეინმანმა, "მიტ ლოუფის" კომპოზიტორმა, აღიარა:

"ყოველთვის მოხიბლული ვიყავი ზებუნებრივით და როკს აღვიქვამდი როგორც იდეალურ საშუალებას მის მისაღწევად".

არცთუ დიდი ხნის წინათ წავიკითხე ქრისტეანთა ცნობა, რომლებმაც აღმოაჩინეს კავშირი როკს, ნარკოტიკებსა და ოკულტიზმს შორის, როდესაც ნახეს დემონით შეპყრობილი დედაკაცი, ცნობილი ოკულტისტი და მაგი, რომელიც ღებულობდა ჰეროინს, ლოთობდა და ეწეოდა გარყვნილ ცხოვრებას. ახალგაზრდა ქალმა ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა და ღმერთთან მისვლა გადაწყვიტა. ეშმაკისგან დედაკაცის გათავისუფლების დროს დემონები ისეთ ხმებს გამოსცემდნენ ამ ახალგაზრდა ქალისგან, რომლებსაც ხშირად გამოსცემენ როკ-მუსიკოსები. ამ საშინელი ორთაბრძოლის მხილველი ახალგაზრდები იმდენად შეძრწუნდნენ, რომ გადაყარეს ის ფირფიტები, რომლებშიც ჩაწერილი იყო როკ-მუსიკა.



"უცნაური, საკვირველი გარეგნული ცვლილება, კიდურების კრუნჩხვითი, მექანიკური მოძრაობები - ამგვარ მოვლენებს ხშირად ვხედავთ როკ მუსიკოსთა "ცხელი" გამოსვლების დროს, რაც ხშირად განიმარტება, როგორც შოუს ნაწილი ან მუსიკოსთა გრძნობების გამოხატულება"
ბნელი ძალების გამოძახება - თამაში ცეცხლთან

ბობ ლარსონი გვამცნობს: "ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე შეხედულება იმის შესახებ, რომ როკ-მუსიკის მეშვეობით დემონური ძალები მოქმედებენ, სხვა ადამიანთა დაკვირვებებითაც დასტურდება". ერთ-ერთი მეგობრისგან, რომელიც ნარკომანებთან და საზოგადოებისგან გარიყულ ადამიანებთან მუშაობდა, მოვისმინე ყველაზე საშინელი ისტორია, რომელიც ოდესღაც მომისმენია. რამოდენიმე კვირის განმავლობაში მას ურთიერთობა ჰქონდა თექვსმეტი წლის ახალგაზრდასთნ, რომელიც ამტკიცებდა, რომ კონტაქტი გააჩნია დემონებთან. ერთხელ მან სთხოვა ჩემს მეგობარს ჩაერთო რადიო და რომელიმე პროგრამა ეპოვა, სადაც გადაიცემოდა როკ-მუსიკა. რადიოგადაცემის მოსმენისას მანამ, სანამ მომღერალი დაიწყებდა სიმღერას, ახალგაზრდას შეეძლო გადმოეცა სიმღერის ტექსტი, რომელიც მას ადრე არასოდეს მოესმინა. როდესაც ჰკითხეს თუ როგორ ახერხებდა ამას, ახალგაზრდამ უპასუხა, რომ იცნობს ამ სიმღერების შთამაგონებელ სულებს და დაუმატა, რომ ერთხელ ნარკოტიკულ ტრანსში ყოფნისას უსმენდა დემონებს, რომლებიც მღეროდნენ იმავე სიმღერას, რომელიც შემდეგ ჯგუფ "ასიდ როკ"-ის ჩანაწერებში მოისმინა.

მრავალი ჯგუფი თავის სიმღერას ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ წერს. მრავალი მუსიკოსი აღიარებს, რომ კომპოზიციათა გარკვეული ნაწილი ინსპირირებულია იმქვეყნიურ ძალთა მიერ, რომლებიც, ამავდროულად ცალკეულ მუსიკოსებს და ზოგჯერ მთელ ჯგუფსაც კი აკონტროლებენ.

ჯგუფ "ლედ ზეპელინის" ალბომზე "პრეზენს", გამოსახულია უცნაური ფორმის შავი საგანი, რომელმაც ბევრი მითქმა-მოთქმა და განსხვავებული კომენტარები გამოიწვია. ჯიმი პეიჯმა ახსნა, რომ ეს საიდუმლო საგანი წარმოადგენს იმ ძალის სიმბოლოს, რომელიც ჯგუფს აძლევს უნარს უსაზღვრო ზეგავლენა მოახდინოს მსმენელზე და, რომ ის "პრეზენსში" მყოფი სულის გამოხატულებაა. ასეთი გულახდილობა ბადებს ეჭვს, რა შეიძლება იყოს ლეგენდარული ჯგუფის განუწყვეტელი პოპულარობის მიზეზი: დინამიკებიდან გადმოღვრილი ჰარდ-როკ სიმღერები თუ ამის უკან მდგომი ბნელი ძალა?

შემაშფოთებელი გრძნობა გვეუფლება, როდესაც ჯიმი პეიჯის განცხადებას ვისმენთ: "მაგია არასოდეს ყოფილა კეთილი ან ბოროტი, შავი ან თეთრი. ეს უბრალოდ მეთოდია, რათა გაიხსნას დემონური სინამდვილე და გახდე მისი მონაწილე".

"მაგიის სამყაროში მცხოვრები ადამიანი ცდილობს დაიმორჩილოს და თავისთვის სასარგებლო გახადოს ის უზენაესი ძალები, რომელიც მან აღმოაჩინა" (ალისტერ კროული).

იმ უდიდეს საშიშროებაზე, რომელსაც დაქვემდებარებულნი არიან როკ მუსიკოსები, როდესაც საკუთარ თავს უთმობენ დემონურ ძალებს და მათი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან, ლაპარაკია ჟურნალში "როკი და შავი მაგია" (Шпотлигхт 10/1978).

"შემოქმედებითი ემოციური გამოსვლა საკუთარი თავიდან, აფეთქებული ენერგია, ტრანსი და სრული თავგანწირვა - აი ის ატრიბუტები, რომელიც დომინირებს ნებისმიერ როკ-გამოსვლაში, რომლითაც შეპყრობილია ნებისმიერი როკ-მუსიკოსი და წარმოადგენს მაგიის კუთვნილებას. მსახიობებსა და როკ-მუსიკოსებს ბნელ ძალებთან კონტაქტის დასამყარებლად ერთი ნაბიჯიღა დარჩათ, - გამოიძახონ ისინი და ისარგებლონ მათი მომსახურებით".

ბოლანმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ინგლისელ ახალგაზრდებს შორის. ორნახევარ წელიწადში გაიყიდა მისი თვრამეტი მილიონი ფირფიტა. დღის პრესა იუწყებოდა, რომ "ტ-რექსის" კონცერტების დროს დედაკაცთა
ერთი ნაწილი იმყოფებოდა ღრმა ტრანსში, მეორე ნაწილი კი მძაფრ კონვულსიებში კიოდა. მარკ ბოლანი ინგლისში, იდუმალებით მოცულ საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპა.

მაგრამ, მაინც, ყველაზე დიდი ზეგავლენა როკ-მუსიკაზე მოახდინა ჯგუფმა "ბითლზ". ტონი შერიდანმა, რომელიც 1962 წელს ბითლზებთან ერთად ჰამბურგის ერთ-ერთ კლუბში უკრავდა, ამ ჯგუფის წარმატების ერთ ერთ მიზეზად ოკულტიზმი დაასახელა. მან განაცადა, რომ 1962 წელს ჯონ ლენონი ძალზედ დაინტერესდა ოკულტიზმით და, რომ "ბითლზთან" ერთად ის ჰამბურგში ორგანიზებული ერთი-ერთი სპირიტული სეანსის მონაწილეც გახლდათ. ჯონმა მას მაშინ უთხრა: "მე ვიცი, რომ "ბითლზს" ისეთი წარმატება ექნება, რომელიც არასოდეს, არცერთ ჯგუფს ჰქონია. მე ზუსტად ვიცი ეს, რადგან ამისთვის მე ეშმაკს სული მივყიდე".

1963 წლიდან "ბითლზმა" მსოფლიო წარმატებას მიაღწია, თუმცა არანაკლები ზრუნვა გამოიჩინა სარეკლამო აფიშების მიმართაც, სადაც ხაზგასმული იყო მათი უპირატესობა სხვა შემსრულებლებზე და გააჩნდა სარეკორდო საკასო შემოსავალი, რითაც ყველა დარჩდილა. ასე დაედო საფუძველი "ბიტლომანიას".



საბოლოოდ "ბითლზმა" აშშ-ში ყველაზე პოპულარული სიმღერების სიაში, 1964 წლის 4 აპრილს პირველი ხუთი ადგილი მოიპოვა, ხოლო მათი გიგანტ-ფირფიტა "გაიცანით - ეს "ბითლზია" ("Meet the Beatles") და "წადგენა - "ბითლზი" ("Introducing the Beatles") ყველაზე პოპულარული ფირფიტების სიაში პირველ ორ ადგილზე გავიდა. მარტოდენ 1973 წლამდე მათ გაყიდეს თავიანთი მუსიკის ოთხმოცდაათი მილიონი ფირფიტა და ასოცი მილიონი სინგლი (მცირე ზომის ფირფიტა).

ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ სატანისტმა ჩარლზ მენსონმა აღასრულა შვიდი საშინელი მკვლელობა მხოლოდ იმიტომ, რომ "ბითლზის" სიმღერებში თავისთვის საიდუმლო შეტყობინებები აღმოაჩინა.

მენსონის თანახმად, "ბითლზის" ორმა სიმღერამ": "Helter Skelter" და "Blackbird", უკარნახეს მას დეგრადაციისა და მკვლელობის ფილოსოფია. შარონ ტატესის სახლში იპოვეს რამოდენიმე გვამი და კედელზე სისხლით მოთხვრილი წარწერა "Pigs" (ღორები) (სიმღერიდან"Piggies"). მეორე მსხვერპლის სახლის კედელზეც ასევე იპოვეს სისხლიანი წარწერა: "Helter Skelter".

დავუბრუნდეთ ჯონ ლენონს. ფირფიტაზე "გონების თამაში" ("Mindgames" 1973) მან ჩაწერა სიმღერა, რომლის სახელწოდებაა "ლუციფერის გამოსვლა" ("Bring on the Lucie"), რომელშიც ის ბუკვალურად ლოცულობს ანტიქრისტეს მიმართ.

"არის ერთი რამ, რაც უცილობლივ უნდა გააკეთო:

გაათავისუფლე ადამიანები. გააკეთე ეს, გააკეთე დაუყოვნებლივ! ჩვენ ვართ ტყვეები აწეული ხელებით... ამიტომაც გავკივით ლოცვას: "გაათავისუფლე ადამიანები ... შენი სახელი ხომ 666-ია!".




ჯონ ლენონი (მარცხნივ) და მისი მკვლელი ჩაპმენი


1980 წლის 8 დეკემბერს, ჯონ ლენონი, იდუმალ ვითარებაში მოკლა მისმა ფანატმა მარკ ჩემპენმა. ჩემპენმა მკვლელობა დააფუძნა "ხმებს და ეშმაკს". ნუთუ ეს იყო ის საფასური, რომელიც ეშმაკმა ყოფილი ბიტლისგან მოითხოვა?





საცდურები და მათი გადალახვა


მრავალმა მკითხველმა იცის თუ როგორ გამოსცადა ეშმაკმა ქრისტე უდაბნოში ორმოცდღიანი მარხულობის შემდეგ. "მაშინ იესუ აყვანილ იქნა უდაბნოში სულის მიერ, ეშმაკისაგან საცდუნებლად... აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი. და უთხრა: ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე. მაშინ მიუგო მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე. მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა, ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას" (მათე 4:8-11).

აქედან შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა: სატანას სურს მიისაკუთროს ის დიდება და პატივი, რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. ამისთვის ის ადამიანს ჰპირდება ძალაუფლებას, დიდებას, ცოდნას და ზებუნებრივი უნარებით დაჯილდოვებასაც კი, ანუ ყოველივეს, რისკენაც, თავის ურწმუნო და უღმერთო მდგომარეობაში, მიილტვის ადამიანი. თუმცა ამ ხელშეკრულებაში დაფარულია ხაფანგი, რომელიც წარმოაჩენს სატანის ბოროტ ბუნებას: ჯერ ის საკუთარ ნებას უქვემდებარებს ადამიანს, შემდეგ კი "მადლობის ნიშნად" ცეცხლის გეჰენასა და მარადიულ სატანჯველში მიათრევს (გამოცხ. 20:10-15). სატანა ძალზედ ხშირად ჰპირდება თავის მსხვერპლს ზეცას და სიკვდილის უკანასკნელ წამებამდეც კი ატყუებს მას.

"რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?" (მათე 16:26) - იესუ ქრისტეს ამ კითხვაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ყოველი ადამიანი. მაცხოვარი წინ აღუდგა საცთურებს, სატანის მაცდურ წინადადებებს, რითაც ყველა ღმრთისმოყვარეს მაგალითი მისცა. საცდურები მან უკუაგდო ღმრთის სიტყვით: "გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე". იგივეს ბრძანებს პირველი მცნებაც (იხ. გამ. 20:3).
ამაზე სატანამ ვერაფერი უპასუხა და გაწბილებული და მხილებული გაშორდა უფალს. დარიგება, რომელსაც წერილი აძლევს ქრისტეს მოწაფეებს, ასე ჟღერს: " მაშ, დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და უკუიქცევა თქვენგან" (იაკობ. 4:7).

მათ, ვინც ჯერ კიდევ არ დამორჩილებია უფალს, წინასწარმეტყველ ესაიას პირით ეუბნება: "მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა - თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას, და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია" (ეს. 55:7).


სახიფათოა სულთა გამოცდა


ამ თავს ვამთავრებთ ამონაწერებით პიერ გრანინის წიგნიდან, როკისა და მაგიის შესახებ სათაურით: "სახიფათოა სულთა გამოცდა. ჯგუფ "კან"-ის მაგიური მსოფლმხედველობა" ("Es ist gef'hrlich, die Geister zu verwirren. Das magische Weltbild der Can") რომელშიც შთამბეჭდავად აღწერს გერმანულ ჯგუფ "კან"-ის თავს გადამხდარ ოკულტურ მოვლენებს. ალბომ "ტაგო მაგო"-დან დაწყებული (1971), მგრძნობიარე მსმენელს არაერთხელ შეუნიშნავს აურის არსებობა ჯგუფის ყველაზე შთაგონებული გამოსვლების დროს. არარეალური, თითქმის ფანტასტიკური ურთიერთგაგება იმპროვიზაციების დროს ისეთ შთაბეჭდიელებას ახდენს, თითქოსდა ყოველმა მათგანმა წინასწარ იცოდა ის, თუ რას დაუკრავდნენ სხვები მომდევნო მომენტში. თითქოსდა, ეს დამბანგავი, მომხიბლველი ბგერები პირდაპირ ქვეცნობიერებიდან გამოდიოდა.

მაგრამ, როგორ იყო შესაძლებელი ასეთი ბრწყივნალე სინქრონიზირება მუსიკოსებს შორის? ის თავდაჯერებულობა, რომლითაც მათ ტრანსამდე მიჰყავდათ პუბლიკის ნაწილი, სხვა, ჩვეულებრივ
როკ-ჯგუფს ბევრად აღემატებოდა. მეგობართა ვიწრო წრეში "კან"-ის წევრები უცნაურ ფსიქიკურ განცდებზე ლაპარაკობდნენ და რეცენზიებშიც სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა სიტყვა ტელეპატია. ყოველივე ეს ცხადყოფდა, რომ "კან"-იც ოდესღაც გულახდილად ილაპარაკებდა მაგიაზე. დღეს დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს ზებუნებრივ საკომუნიკაციო შესაძლებლობათა არსებობა, თუნდაც ისეთისა, როგორიცაა ტელეპატია, ნათელმხილველობა, მომავალ მოვლენათა ამოცნობა პარაფსიქოლოგიურ გამოკვლევათა შედეგად. ამ სფეროში "კან"-ს შეუძლია წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება.ერთხელ "კანის" გიტარისტი მიქაელ კაროლი, კელნის ახლოს მდებარე საკუთარ სტუდიაში იმპროვიზირებდა ისე, რომ საყურისები ეკეთა, გიტარის ხმა გამაძლიერებელი კოლონკებიდანაც კი არ ისმოდა, რადგან ბგერა პირდაპირ მაგნიტოფონში მიდიოდა. გარეთ შეშას აპობდა ვიღაც კაცი, ვისაც ეჭვადაც კი არ ჰქონდა რა ხდებოდა შენობის შიგნით, მაგრამ მედიუმის მოქმედებისადმი მგრძნობიარე ადამიანი იყო. მუსიკოსებმა შენიშნეს, რომ შეშის დამპობი, ყოველ წამს, როგორც კი მიქაელი შეწყვეტდა დაკვრას, თავს ანებებდა მუშაობას. და პირიქით, როგორც კი იწყებდა დაკვრას, ისევ, ზუსტი და თანაბარი რითმით აკაკუნდებოდა ნაჯახის ხმაც...

სულ უფრო ხშირად "კან"-ის გარშემო ხდებოდა აუხსნელი მოვლენები, რაზეც მუსიკოსები დუმდნენ ან ძალზედ დიდი სიფრთხილით თუ ჰყვებოდნენ. მაგალითად, შემთხვევა სტუდიის საათთან დაკავშირებით, რომელიც ინგლისური სატელევიზიო პროგრამის ("Old Grey Whistle Test") ჩაწერის დროს, 1974 წლის თებერვალში მოხდა. სპექტაკლის დაწყების შემდეგ რიტმიკოსმა ჯაკი ლიბეცეიტმა შენიშნა, რომ მის დასარტყამ მოწყობილობას რაღაც შეემთხვა. მან შეწყვიტა ჩაწერა და იმავე წამს საათის წამზომი ისარიც გაჩერდა. რამოდენიმე წუთის შემდეგ მედოლემ სიგნალი მისცა "მზად ვარო" და წამზომიც ამოქმედდა. მუსიკოსთაგან ეს არავის შეუნიშნავს, მაგრამ მთელს სცენას ოთხი ვიდეო კამერა იღებდა და შესაძლებელი იყო თავიდანვე ყველაფრის შემოწმება. ერთ ერთმა ოპერატორმა თქვა: "თქვენს თავს მართლაც რაღაც უცნაურობები ხდება".

ერთხელ ჯგუფი ციურიხის თეატრის სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. ირმინ შმიდტის ორღანი დადგმის წინ გამოირთო. მიუხედავად იმისა, რომ გატეხილი გამომრთველის მობრუნება შესაძლებელი იყო მხოლოდ სახრახნისით ან დიდი ფიზიკური ძალის დიდი გამოყენებით, ყოველ ჯერზე მაინც წარმოიშვებოდა საკონტროლო ბგერა და სცენის ტექნიკოსსაც ამ შემთხვევის მრავალგზისი განმეორების შემდეგ, უკვე აღარ გაუშვია ორღანი მხედველობის არიდან. რა უცნაურიც უდნა ყოფილიყო ეს, მომხდარი მაინც მექანიკური დაზიანებით უნდა აიხსნას. მაგრამ იმის ახსნა, თუ როგორ შეეძლო მიქაელ კაროლს აზრის დაძაბვით ან სიტყვიერი ბრძანებით ჯერ მოეშალა, შემდეგ კი კვლავ აღედგინა ორღანის ჟღერადობა (რომელზეც იშვიათად უკრავდნენ), შეუძლებელია ფიზიკური კანონების მეშვეობითაც კი.

ასეთი შემთხვევები ხშირად ხდებოდა მუსიკოსთა თავს. ჯაკი ლიბეცეიტი ამბობდა: "როდესაც ზებუნებრივი მოვლენა მთავრდება, ყველაფერი, ჩვეულებრივ დავიწყებას ეძლევა. და შემდეგ უკვე ძნელია იმის დადგენა თუ რა იყო ეს". იმის ვარაუდიღა გვრჩება, რომ აქ საქმე გვაქვს უნარიან მედიუმებთან, რომლებიც მგრძნობელობის ხანგძლივი გავარჯიშების შედეგად ამ ფენომენისადმი უფრო მგრძნობიარენი არიან და უნარი შესწევთ გამოიწვიონ ისეთი მოვლენა, რაც სხვა ადამიანებისთვის შეუძლებელია. როდესაც 1975 წლის ოქტომბერში ჯაკი პარიზელ ჯადოქარს, მადამ ლებოს ეწვია და რჩევა-დარიგება სთხოვა, პირველი სიტყვები, რომელიც ლებომ ჯაკის ხელების შეხების დროს წარმოთქვა იყო: "აჰა, თვითონაც მედიუმი ყოფილხართ!"

მადამ ლებო, რომელიც მაგების წრეებში დიდად ცნობილია, ამ შეხვედრის დროს ბევრი ისეთი რამ უწინასწარმეტყველა ჯაკის, რაც შემდეგ ზუსტად აღსრულდა. შემდგომ, მან ასევე შესძლო დაემყარებინა ტელეპთიური კონტაქტი და მზად იყო ასი პროცენტით მინდობოდა ლებოს წინასწარმეტყველებას. სხვათა შორის, კერძო ცხოვრებასთან დაკავშირებულ მრავალ წინასწარმეტყველებასთან ერთდ, ლებომ ჯაკის ჯგუფ "კან"-ის კომერციული წარმატებაც უწინასწარმეტყველა 1976 წლის შემოდგომისთვის, რომელიც მართლაც შესრულდა ალბომ "Flow Motion"-ისა და რამოდენიმე სინგლის ("I Want More" და "Silent Night") გამოსვლის შემდეგ.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню