ხელოვნება - ჩვენ მხოლოდ თქვენი სული გვჭირდება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

უ. ბოიმერი

"ჩვენ მხოლოდ თქვენი სული გვჭირდება"

როკ-სცენა და ოკულტიზმი: თარიღები, ფაქტები, კომენტარები

თავი 1; თავი 2; თავი 3; თავი 4; თავი 5; თავი 6; თავი 7; თავი 8; თავი 9

თავი პირველი

მძიმე როკი

ოკულტური როკის დაბადება


1969 წელი, სან-ფრანცისკოში სატანის პირველი ეკლესიის დაარსებისა და "სატანისადმი თაყვანისცემის საუკუნის" გამოცხადებიდან სამი წლის შემდეგ ოკულტიზმი და სატანის კულტი კადნიერად შემოიჭრა როკ სცენაზე და წარუდგა საზოგადოებას. დასაბამი ამ მოვლენას მისცა ჯგუფმა "ბლექ საბათ" (Bლაცკ შაბბატჰ) (შავი შაბათი). სახელწოდებამ გაამართლა: მათი ახალი გაბედული სცენები შავი მესის მძიმე როკ-მუსიკით, სატანური შელოცვებითა და ჯადოქართა კულტით, წარმოადგენდნენ "ოკულტ-როკის" პროტოტიპს _ როკ-მუსიკის განსაკუთრებულ მიმართულებას, რომელშიც ოკულიზმი (მაგია, სპირიტიზმი, სატანიზმი და ა. შ.) ვლინდება სიმღერების ტექსტებში. ჰარდ-როკის, ოკულტიზმისა და სატანიზმის ეს შეერთება უნდა ჩამოყალიბებულიყო სკოლად: "ბლექ საბათი" გახდა ჰევი-მეტალ როკის ახალგაზრდა სცენის იმ მიმართულების მიმდევარი, რომელიც შიშის ზარს სცემდა პუბლიკას.



როკ ენციკლოპედია გვამცნობს: "ბლექ საბათმა" 1969 წელს, ბირმინგემში, ერთგულება შეჰფიცა ტოტალურ როკს. ერთი წლის შემდეგ კვარტეტი თავისი ათი წუთით არანჟირებული "პარანოიდით" (ეს არის "ბლექ საბათის" ერთ-ერთი ცნობილი ჰიტი _ მთარგმნ.) გახდა ცნობილი ჰიტ-ბენდი ატლანტიკის ორივე მხარეს. ჯგუფის იმდროინდელი წევრები ოზი ოსბორნი (ვოკალი), ტონი აიომი (სოლო გიტარა), ტერი ბატლერი (ბას გიტარა) და ბილი უარდი (დასარტყამი ინსტრუმენტები), თავიდანვე მიმართავდნენ ოკულტურ სცენებს და ბირმინჰემის მუშათა კვარტლებში აქებ-ადიდებდნენ თავიანთ ძალმომრეობით საბავშვო თამაშობებს მანამ, სანამ არ დაიმკვიდრეს როკ-ხულიგნების სახელი. არასრულწლოვანთა შორის მათი პოპულარობა მუსიკალურ კრიტიკოსთა შეფასების უკუპროპორციული იყო.

მძაფრი ჟღერადობის მქონე სოლისტი თავისი მკივანა ხმით შემაშფოთებელ და შოკში ჩამგდებ ტექსტს აწვდიდა საზოგადოებას: "წაართვი ვინმეს სიცოცხლე, ის არაფრად ღირს; მოკალი ვინმე, არავინ იტირებს. შენი თავისუფლება შენი მოვალეობაა; ჩვენ გვჭირდება მხოლოდ შენი სული" ("დოვლათი"). ამერიკის ახალგაზრდობა ამან მიიყვანა ისეთ აღფრთოვანებამდე, რომ ჯგუფს შეეძლო უწყვეტად ემოგზაურა ამ ქვეყანაში და გამოეცა "ოქროს" ალბომები. გასტროლების რიტმი ისეთი იყო, რომ ჯგუფის ზოგიერთი წევრი დაღლილობისგან სცენაზე ეცემოდა. ოსბორნმა ეს ასე ახსნა: "ამერიკა _ ყველაზე სატანური ქვეყანაა მთელ მსოფლიოში. აქ მხოვრები ადამიანები, რომლებიც მოწყურებულნი არიან ნარკოტიკებს, მოსიარულე მიცვალებულებს არის დამსგავსებულნი. მე მიკვირს, მათი ნახევარი კუბოებით რომ არ დადის ჩემს კონცერტებზე".

"ბლექ საბათის" პირველ ალბომს ასეთი კომენტარი დაურთო როკ-მუსიკის ექსპერტმა ტიბორ კნაიფმა: "დიპ პარპლის (Dეეპ Pურპლე. ბრიტანული ჰარდ როკ ბენდი _ მთარგმნ.). შემდეგ, იმავე წელს, ინგლისში გამოჩნდა "ბლექ საბათის" სადებიუტო ალბომი. მათ ჰარდ როკში დაამკვიდრეს ისეთი სტილი, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს საშინელებათა როკი ხიჩკოკისებურად.

როგორ შიშსაც იწვევს საუკეთესო საშინელებათა ფილმებში ჩრდილთა თამაში, აქაც ტექსტი და დამდაბლებული კვინტა ქმნიან განსაკუთრებულ ატმოსფეროს. შავ მაგიასთან სიახლოვე მჟღავნდება 1970 წელს გამოცემული ალბომის შიდა მხარით, რომელშიც გამოსახულია გამოყირავებული ჯვარი (უნდა აღინიშნოს, რომ გადმოყირავებული ჯვარი, რომლის როკ-სცენაზე დამკვიდრებაში "ბლექ საბათს" დიდი წვლილი მიუძღვის, დღემდე უცილობელ ატრიბუტად თან სდევს ოზი ოსბორნს. ის მკვეთრად გამოხატულ ერთგულებას იჩენს ამ ოკულტური გამოხდომისადმი და მიუხედავად იმისა, რომ უკვე სოლო კარიერით გამოდის და აღარ არის "ბლექ საბათის" წევრი, კონცერტებზე ხშირად ჩნდება მაისურით, რომლის უკანა მხარეს, ზურგზე, მიხატულია გადმოყირავებული ჯვარი. იგივე ითქმის დღევანდელ "ბლექ საბათზე" და მათ ტრადიციაზე გაზრდილ ასობით თუ ათასობით "როკ-მეტალისტზე" _ მთარგმნ.). ალბომის წინა მხარეზე გამოსახულია დანგრეული და გაპარტახებული სახლი, გამხმარი ტოტები და სახლის წინ, დრაკულას არარეალურად მდგომი ფერმკრთალი ქალიშვილი" (იხ. ქვემოთ სურ.).



ანტონ ლავეიმ, ეშმაკის თაყვანისმცემელმა და აშშ-ში სატანის პირველი ეკლესიის პირველმა ოფიციალურმა დამაარსებელმა (სურ. 2), 1968 წლის ნოემბერში განმარტა: "სატანის თაყვანისმცემელი ბრბო ამახინჯებს "მამაო ჩვენოს", ურევს მას უწმაწურ სიტყვებს, ფეხით თელავს ქრისტეს ჯვარს ან თავდაყირა აყენებს მას".



აი, "ბლექ საბათის" სანიმუშო ქმნილება: "Black Sabbath".

"ეს რა არის?! ის ჩემს წინ დგას. შავი ფიგურა, უთითებს ჩემსკენ! შებრუნდი სწრაფად და გაიქეცი! ჰპოვე რჩეული! შავი ფიგურა ცეცხლოვანი თვალებით უცხადებს ხალხს თავის სურვილებს. ვხედავ, როგორ იტყორცნება ცეცხლი ზემოთ და ზემოთ! ო არა, არა, არა, არა! გეთაყვა, ღმერთო, მიშველე მე!!!"

სიმღერაში "N.I.B." ლუციფერი (სატანა) ასე იპყრობს მსმენელის სულს:

"ამბობენ ვიეთნიმე, რომ ყალბია ჩემი სიყვარული. მაგრამ, ძვირფასო, დამიჯერე და გიჩვენებ მას. ო, შემიყვარე ახლა და არ ინანებ, რომ უარყავი ის სიცოცხლე ჩვენს ერთობამდე რომ გაგივლია... ჩემი სახელია ლუციფერი _ გეთაყვა, ხელი ჩამჭიდე!"

"ბლექ საბათის" პირველმა ფირფიტამ გამოიწვია არა მარტო აღშფოთების ტალღა, არამედ აღიარებისაც; თითქოსდა სხვათაშორისო, მან ხელი შეუწყო სატანური ლიტერატურის ბუმსაც წიგნის ბაზარზე. წიგნებს, რომლებშიც აღწერილი იყო შავი მესები და ჯადოქრობა, სულთა შეფუცვები და მისნური შელოცვები, წიგნის თაროებიდან იტაცებდნენ. ასეთ წიგნებზე გაჩნდა დიდი მოთხოვნილება.

"ბლექ საბათის" ალბომზე "რეფლექშნ - ბლექ საბათ" (სურ. 3) არის მკრეხელური წარწერა:

"უკვე პირველივე ფირფიტიდან მოუწოდებდნენ ისინი სატანას, რომელიც ნამდვილად მოევლინათ. მან აღუთქვა მათ მსოფლიო წარმატება, თუკი ისინი ყოველწლიურად დაუკრავდნენ დიდ შაბათს. ორივე მხარემ დღემდე დაიცვა თავისი სიტყვა. "საბათმა" გამოუშვა ექვსი ფირფიტა, რომელმაც ჯგუფს ფენომენალური წარმატება მოუტანა. მოეწყო გრანდიოზული კონცერტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სადაც ისინი ასრულებდნენ ჯოჯოხეთურ ჰარდ-როკს _ ტემპერამენტიან მუსიკას, რომელიც იდეალურად ერწყმის ჯოჯოხეთურ დღესასწაულებს, შავ, სისხლიან შაბათებს. და შენ, უბადრუკო ბრიყვო, რომელსაც ხელში გიპყრია ეს გრამფირფიტა, უწყოდე, რომ ამით შენ გაყიდე შენი სული, რადგან ის მსწრაფლვე იქნება შეპყრობილი ჯოჯოხეთური რიტმით, ამ მუსიკის სატანური ძალით. და ამ მუსიკალური ტარანტულის ნაკბენი გაიძულებს იცეკვო დაუსრულებლად".

"ბლექ საბათის" თაყვანისმცემლები ატარებენ ეტიკეტებს წარწერით, რომელიც აშკარად მოწმობს: "მე შეპყრობილი ვარ "ბლექ საბათით" (I am possessed by Black Sabbath).



Reflection Blac Sabbath


დემონიზმის უმაღლესი ხარისხი შემოთავაზებულია ფირფიტის "საბათ ბლადი საბათ"-ის (Sabbath Bloody Sabbath) გარეკანიდანვე, რომელზეც გამოსახულია სატანის საძაგელი რიტუალის სცენა, ვპოულობთ სავალალოდ ცნობილ ანტიქრისტეს რიცხვს 666 (გამოცხ. 13:18), რომელსაც სატანის თაყვანისმცემლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ (იხ. სურ. 4). რიცხვი 666, რომელსაც ადამიანის თავის ქალასთან გადაჯვარედინებულ ძვლებთან ერთად გამოსახავს ჯგუფის მრავალი თაყვანისმცემელი, შეიძლება შევაფასოთ, როგორც სატანიზმის აშკარა აღიარება და მიმდევრობა.



Black Sabbath - Sabbath Bloody Sabbath


"ბლექ საბათის" დრამერმა (დასარტყამ ინსტრუმენტებზე დამკვრელმა), ბილ უორდმა ერთხელ გულახდილად განაცხადა: "მე ვგრძნობ, რომ სატანა, შესაძლოა ღმერთი იყოს". ხოლო ოზი ოსბორნი, უარდის კოლეგა ჯგუფიდან, ამტკიცებს, რომ მას აიძულებდნენ ზედიზედ 26-ჯერ (!) ეყურებინა საშინელებათა ფილმისთვის "Dერ Eხორზისტ". საკუთარ თავზე ის ამბობდა: "მე არ ვიცი, ვარ თუ არა მე გარეშე ძალთა მედიუმი. ყოველ შემთხვევაში, რაც უნდა იყოს, ვიმედოვნებ, რომ ეს ის არ არის, რასაც ვფიქრობ - მე არ ვარ სატანა".

მუსიკოსთა ამგვარი გამოთქმის შემდეგ, რატომ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ზოგიერთ გამოსვლაში ისინი სიტყვას უთმობენ თვით ეშმაკს და "ამა ქვეყნის თავადს" ("Lord of this world") უწოდებენ მას.

"შენ გამოსცდი შენს სულს და არ იცი, საიდან დაიწყო. შენ ვერ პოულობ გასაღებს შენი გულისა. ფიქრობ, რომ იცი ეს ყოველივე, მაგრამ თავდაჯერებული არ ხარ. შენი სული ავადაა და ვერ კი პოულობ განკურნებას.

სამყარო შეგიქმნა ვიღაცამ ცაში, მაგრამ ირჩევ ბოროტების გზას სიყვარულის ნაცვლად. სადაც უნდა იცხოვრო - თავს წარმოიდგენ სამყაროს მბრძანებლად. შენი სული, რომელიც წაგართვი, არასოდეს დაიკარგება.

უფალო ამა ქვეყნისა - ცუდო მბრძანებელო! უფალო ამა ქვეყნისა - ის უკვე მამაა შენი აღსარებისა!

გგონია, რომ უდანაშაულო ხარ და არაფრის უნდა გეშინოდეს; შენ ამბობ, რომ არ მიცნობ, მაგრამ განა ასეა? მომმართავ მთელი შენი ჟინითა და კადნიერებით, მაგრამ მომმართავ კი მხოლოდ მე როდესაც კვდომას დაიწყებ?"

ეს არის სიმღერა ფირფიტიდან "სინამდვილის შემოქმედი" ("Master of reality" 1971). ამავე ფირფიტაზე "ბლექ საბათი" ასრულებს წინამორბედისგან რადიკალურად განსხვავებულ სიმღერას "მარადისობის შემდეგ" ("Aფტერ ფორევერ"), რომელსაც, _ დაუჯერებელია, მაგრამ თუ სიმართლეს ვიტყვით, - გააჩნია სრულიად ქრისტეანული ჟღერადობა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტეანები შესაძლოა შეცდომაში შეიყვანონ სატანური ეშმაკობით. ისეთი "ღვთისმოსავი" ტექსტი, როგორიცაა "მარადისობის შემდეგ", ჯერ კიდევ სრულიად ვერ იძლევა ამ ინტერპრეტაციის სულიერი ქვეტექსტის ნამდვილ განმარტებას! ჯერ კიდევ მოციქული პავლე უთითებდა, რომ სატანას შეუძლია საკმაოდ ოსტატურად შეინიღბოს და იცის, როგორ აცთუნოს ადამიანები, რათა მათ ფეხი დაუცდეთ და დაიღუპონ (შეად. 2 კორინთ. 11:14, 15).

გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთები მეტალის იმ ჯვრებს, რომელსაც ჯგუფის წევრები ატარებენ, მათი ქრისტეანული მრწამსის ნიშნად დაიმოწმებენ. მაგრამ, შეიძლება კი ეს ჯვრები "ბლექ საბათის" წევრების ღვთისმოსაობის ნიშნად ჩაითვალოს? არავითარ შემთხვევაში! იციან რა იმ საფრთხის შესახებ რაც დემონთაგან მოდის, "თეთრი მაგიის" მიმდევარი ზოგიერთი ოკულტისტი თავს ხშირად მეტალის ჯვრებით იცავს. მათი მტკიცებით, ბოროტ სულებს მათი (ანუ ჯვრების - მთარგმნ.) უნდა ეშინოდეთ. მიუხედავად ამისა "ბლექ საბათის" ოთხი წევრი სრულიად არ უფრთხის ჯვრები ზოგჯერ თავდაყირა ატაროს.

როკ-მუსიკის ქრისტეანული ექსპერტი აშშ-ში, ბობ ლარსონი, უკიდურესად შეშფოთებული იყო "ბლექ საბათის" ალბომთა იმ რაოდენობით, რომელიც მან ახალგაზრდათა წრეებში აღმოაჩინა.

"მე გავოგნდი, - წერს ლარსონი, - როდესაც დავინახე მრავალი ქრისტეანი ახალგაზრდა კაცი, რომელცი, "ბლექ საბათის" ალბომებს ყიდულობდა, თუმცა იცოდნენ ამ ჯგუფის განწყობა სატანიზმისადმი. ზოგიერთები ცდილობენ დაიცვან "ბლექ საბათი", უთითებენ რა ერთ-ერთ მათ სიმღებრაზე სახელწოდებით "მარადისობის შემდეგ".


სამოთხე და ჯოჯოხეთი





"ბლექ საბათის" ალბომ "სამოთხე და ჯოჯოხეთის" გარეკანი



"ბლექ საბათის" მერვე ალბომის შემდეგ, რომელსაც ერქვა "ნურასოდეს იტყვი მოკვდი" ("Never Say Die"), ჯგუფში მოხდა განხეთქილება, როდესაც მომღერალმა ოზი ოსბორნმა დატოვა თავისი კოლეგები, რათა შედგომოდა სოლო კარიერას. გალოთებული ოსბორნი ასეთ კომენტარს უკეთებს თავის წასვლას "ბლექ საბათიდან":

"სიმართლე ითქვას, მე აქ კი არ უნდა ვიყო, არამედ "სასახლეში" უნდა ვიწვე. "ბლექ საბათში" რომ დავრჩენილიყავი, მალე ჩემგან გამოვიდოდა მეორე კეიტ მუნი. მე გატაცებული ვიყავი ლოთობით. ეს ჩემი ჰობი იყო..."

"ბლექ საბათს" თავის ვოკალისტთა გარეშე ექნებოდა ის ღირებულება, რაცა აქვს ტელევიზორს ეკრანის გარეშე", _ ნათქვამია ერთ-ერთი როკ-ჟურნალის კომენტარში. ჯგუფ "რეინბოუს" (ცისარტყელა. Rainbow) ყოფილი ვოკალისტის, რონი ჯეიმს დიოს გამოჩენით, რომელიც იმ დროისთვის ასევე მიჯაჭვული იყო ოკულტიზმს, ჯგუფმა როგორც იქნა ოზი ოსბორნის სრულფასოვანი შემცვლელი იპოვა.

1980 წელს გამოვიდა ალბომი "სამოთხე და ჯოჯოხეთი", ("Heaven and Hell"). ამ ალბომის შავ ყდაზე გამოსახულია სამი ანგელოზი სიწმიდის ორეოლებით თავზე, წითელი მანიკიურებით ფრჩხილებზე, რომლებიც თამაშობენ ბანქოს და ეწევიან სიგარეტს. როგორც ჩანს ესენი ჯოჯოხეთის ანგელოზები უფრო არიან, ვიდრე სამოთხისა (იხ. სურ. 5).



Black Sabbath - Mob Rules


1981 წლის მიწურულს ჯგუფმა გამოსცა მომდევნო ფირფიტა "ბრბოს კანონი" ("Mob Rules") (სურ. 6), რომლის სატიტულო კომპოზიციამ წარმოადგინა ოკულტურ-ფანტასტიკური ფილმის "მიძმე მეტალის" ("Heavy Metal") წამყვანი სიმღერა. ამის შემდეგ გამოვიდა ორმაგი ალბომი "ცოცხალი ბოროტება" ("Live Evil"), რომლის მოკლე სახელწოდებაში ასახულია ჯგუფის თვითშეფასება და ის, რაც მრავალათასეულ გულშემატკივარში ასოცირდება "ბლექ საბათთან".

ერთ-ერთ კონცერტზე რონი ჯეიმს დიომ ხალხს აჩვენა სატანური მისალმება, რომლის დროსაც აღიმართება საჩვენებელი და ნეკა თითები, რაც სიმბოლურად თხის (სატანიზმში თხა არის ეშმაკის სიმბოლო) რქებს გამოხატავს (იხ. სურ. 7). მომღერალმა ხმამაღლა შეჰკივლა ბრბოს და ბრბომაც ამავე სატანური მისალმებით უპასუხა როკ მომღერალს.

შემდეგ დიომ შეხედა ნიშანს, რომელიც ხელით გააკეთა და თქვა: "მხოლო ჩვენ ვიცით ამ ნიშნის მნიშვნელობა, რაც სინამდვილეში ნიშნავს: "გაუმარჯოს როკ'ენ'როლს!".



რონი ჯეიმს დიო



აი, როგორია რონი ჯეიმს დიოს სოლო ფირფიტის, _ "წმინდა მყვინთავის" ("Holy Diver", 1983), გარეკანი. ბუნდოვანი პეიზაჟის შუაში გამოსახულია ეშმაკი, რომელიც სატანურად (ანუ თითების გარკვეული კომბინაციით) ესალმება ფირფიტის მყიდველს. მან ესესაა აღელვებულ ზღვაში გადააგდო ჯაჭვებით შეკრული ადამიანი, რომელშიაც, სრულებითაც არ არის ძნელი ამოვიცნოთ ღმრთისმსახური (სურ. ქვემოთ.



Ronnie James Dio - Holy Diver


სენსაცია იყო "ბლექ საბათის" რიგებში ექს "დიპ პარპლის", ვოკალისტ იან გილანის გამოჩენა, რომელმაც ძალიან მალე გადმოიღო დიოს მანერები, რომელმაც "ბლექ საბათი" 1983 წელს დატოვა.

"ისინი იქცევიან შეპყრობილებივით" _ აღწერს ერთი ახალგაზრდული ჟურნალი ახალი ფორმაციის გამოსვლას და აგრძელებს: "ალბომის გარეკანზე ეშმაკურად იღიმის ჯოჯოხეთის ახალშობილი პირმშოს მწვანეთვალება სახე. შუბლზე ამოსული რქები, მოელვარე კბილები, ბასრი ფრჩხილები თითებზე (სურ. 9). "ხელმეორედ დაბადებული" ("Born Again") _ ამ ახალი და მრავლისმეტყველი ნაწარმოებით წარდგა "ბლექ საბათი" ჰარდ-როკის "დინოზავრი" სექტემბერში, გერმანული პუბლიკის წინაშე.

და მართლაც, "სატანური როკის თაყვანისმცემლები", როგორც დიდი სიამოვნებით უწოდებს საკუთარ თავს "ბლექ საბათი", ჯერ კიდევ იზიდავს ათასობით ფანს საკონცერტო დარბაზებში, სადაც ხმაურითა და ჯოჯოხეთური ძალით აღესრულება როკ-მესსები..., სქელი, მომწვანო-მოთეთრო ნისლი აწვება სცენას, როდესაც ჯგუფი იწყებს თავის გამოსვლას და მღერის "ხელმეორედ დაბადებულს", უკანა პლანზე, ტილოზე გამოიკვეთება "სტოუნჰენდჯი" ("Stonehandge")... ადგილი, სადაც ძველ ბრიტანეთში მსხვერპლებს სწირავდნენ, ხოლო წინ, მუხლებამდე სისხლში ჩაფლული, თითქოსდა დემონით შეპყრობილი, როკავს იენ გილანი და მაყურებელს "პარანოიდს" ("Paranoyd") ან "რკინის კაცს" ("Iron man") შეჰკივის, რომელიც ასევე ეშმაკის შეპყრობილივით როკავს შავი მესის ქვეშ და წივილ-კივილით ითხოვს უფრო მეტს". ჯგუფის ერთ ერთმა თაყვანისმცემელმა შენიშნა: "მათი მუსიკის ქვეშ" "კაიფის" დაჭერა შესაძლებელია ნარკოტიკების გარეშეც.



"ბლექ საბათის" ალბომი - "ხელახლა დაბადება"
(ექს "დიპ პარპლის" იან გილანის მონაწილეობით)


ოზი ოსბორნი ("ლუციფერის რჩეული") როგორც უწოდა მას ერთმა მუსიკალურმა ჟურნალმა) სრულიად შეიპყრო იდეამ რაც შეიძლებოდა მაქსიმალურად გაეზარდა თავისი ოკულტური რეპუტაცია, რაც მოახერხა კიდეც და მოუტანა მას ოქროსა და პლატინის "წვიმები" რამოდენიმე მილიონი ფირფიტის გაყიდვით.

ოზი ოსბორნმა მანამ არ მოიშალა თავისი საზიზღარი ჩვეულება _ კონცერტზე გამოსვლის დროს თავი მოეჭამა ფრინველებისთვის სანამ, ერთხელაც თავი არ მოაჭამა მკვდარ ღამურას, რომელიც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სცენაზე ამოუგდო და, რომლის შემდეგაც ცოფის საწინააღმდეგო აცრების სავალდებულო კურსის ჩატარება გახდა საჭირო.

ოზის სადებიუტო ალბომი "ოზის ქარიშხალი" ("Blizzard of Ozz" 1981) ერთმა ახალგაზრდულმა ჟურნალმა ასე აღწერა: "ფირფიტით "ოზის ქარიშხალი", რომელიც, როგორც ყოველთვის, მდიდარია სიმბოლიკით, ოზი ოსბორნი, "ბლექ საბათიდან" გამოსვლის შემდეგ ისევ გამოჩნდა არენაზე. ფირფიტის გარეკანზე გამოსახულია ოზი, რომელიც წევს ნისლით დაბურულ იატაკზე, შემოსილია მღვდლის წითელი ტანისამოსით, ადამიანის თავის ქალებით, შავი კატით და დიდი ჯვრით, რომელიც თავდასხმისთვის აღუმართავს (იხ. სურ. 10). ამიტომაც არ არის გასაკვირი, რატომ მიმართავს ოზი ოსბორნი ერთ ერთ თავის ცნობილ სიმღერაში თანამედროვეობის საკმაოდ ცნობილ ოკულტისტს, სატანის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ თაყვანისმცემელს, ალისტერ კროულის:

"ბატონო კროული, მინდა ვიცოდე, რა გქონდათ მხედველობაში".

ამით, ოზი ოსბორნმა თავისი პატივი მიაგო ალისტერ კროულის (იხ. სურ. 11), და საკუთარი თავი შეიყვანა "გინესის რეკორდების წიგნში": ალბომი სიმღერით "Mr. Corwley" _ გრავირებული გამოსახულებით, გაიყიდა ყველაზე დიდი ტირაჟით.


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню